planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/shinagan_saqmeta_saministro-300x288.jpgშინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დროულად იქნა გაუვნებელყოფილი. რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი`მომავლის კლასი` ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში გაიხსნა. კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული დაფა და სენსორული მონიტორები. მომავლის კლასში მასწავლებლებს საშუალება აქვთ თანამედროვე ტექნიკით - მონიტორებით ადევნონ თვალყური მოსწავლეებს. ამ კლასში ყველა გაკვეთილის ჩატარებაა შესაძლებელი. საქართველოში ეს უკვე მეოთხე მომავლის კლასია. ახალი საკლასო ოთახი დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს და მოსწავლეებსაც გაესაუბარა. ახალციხემდე პრეზიდენტი ახალქალაქში იმყოფებოდა, სადაც ახალი სათხილამური ტრასა გაიხსნა. მოზრდილებისთვის განკუთვნილი 300-მეტრიანი ტრასა სოფელ არაგვაში ამოქმედდა. აქ დამონტაჟებულია თანამედროვე საბაგირო. ტერიტორია დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხიელ სააკაშვილმა ახალქალაქში სათხილამურო სკოლაც გახსნა. თანამედროვე სტანდარტებით აგებულ შენობაში ბავშვებისთვის ყველანაირი პირობა არის შექმნილი. სკოლა აღჭურვილია ახალი სპორტული ინვენტარით. აქ სწავლას 160 მოზარდი შეძლებს. სპეციალურ გაკვეთილებს ინსტრუქტორები ჩაატარებენ. პრეზიდენტი ადგილობრივებსაც შეხვდა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgკასპის მაჟორიტარმა კობა კურდღელაშვილმა უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა ამ მოთხოვნით ბიუროს უკვე მიმართა. ის, სავარაუდოდ, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებში გაწევრიანდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მტკიცებით, კობა კურდღელაშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. View the full article
-
თბილისის რაიონული სასადილოები იმ ადამიანების მისაღებად ემზადებიან, რომლებსაც ღამის გასათევი არ აქვთ. ყინვის პერიოდში გარეთ დარჩენილ ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, ამინდების გამოსვლამდე რაიონული უფასო სასადილოების ტერიტორიაზე შეიფარებენ. სასადილოებში მზადება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის უფასო სასადილოში დღეში 400–მდე ადამიანისთვის მზადდება სადილი, როგორც რაიონის გამგებლის მოადგილე აკაკი დარასელია აცხადებს, რთულ პერიოდში მათ შეუძლიათ სადილი და ღამის გასათევი გაცილებით მეტ ადამიანს მისცენ: “ამჟამად გვაქვს სამი საწოლი, მაგრამ რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ, თუმცა ჯერჯერობით ასეთი მომართვა გამგეობის მიმართ არ ყოფილა” აკაკი დარასელიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საწოლები დიდ სასადილო ოთახში დაიდგმება და 100–მდე ადამიანისთვის შეეძლებათ ღამის გასათევის მიცემა. ჯერჯერობით საწოლები არ დაუდგამთ ძველი თბილისის რაიონის უფასო სასადილოში, როგორც გამგეობის მთავარი სპეციალისტი ვიქტორია კორნეევა აცხადებს, გამგეობამ საწოლები უკვე შეიძინა და მათ ბენეფიციარების მიღება ამაღამვე შეეძლებათ. სასადილოში საკვების დამატებითი მარაგიც მიიტანეს. უსახლკაროებისთვის თავშესაფრები დღეიდან ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით იხსნება. მერიის ინფორმაციით, თავშესაფრები მანამდე გააგრძელებენ ფუნქციონირებას, სანამ ყინვები არ დამთავრდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Рейтинг самых уважаемых олигархов, составленный на основе интернет-опроса двух тысяч респондентов, возглавил Роман Абрамович. У него максимальное количество баллов по деловым качествам и минимальное - в категориях "скромность" и "честность". Второе и третье места достались Михаилу Прохорову и Владимиру Потанину. lenta.ru
-
Министерство иностранных дел Израиля передало в дипломатические представительства по всему миру распоряжение повысить до наивысочайшего уровень готовности к нападениям. Это связано с произошедшим сегодня около полудня терактом у израильского посольства в Нью-Дели и попыткой устроить теракт у посольства в Тбилиси.
-
Около 100 турецких государственных чиновников участвовали в поддержке курдских сепаратистов. Официальное заявление властей по этому поводу последовало за серией полицейских рейдов в разных районах страны, в ходе которых были задержаны люди, предположительно связанные с Союзом курдских общин. lenta.ru
-
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის განცხადებით, მასში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლო უწყებებში სასჯელის გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით ხდება. როგორც დღეს წინასწარი ანგარიშის პრეზენტაციაზე მაინა კიაიმ განაცხადა, ის ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია აშკარად არ არსებობს და ძირითადად, მნიშვნელობა ენიჭება პოლიციისგან მიღებულ ჩვენებებს. “მე შეშფოთებული ვარ დაკავების აღნიშნული ფორმის ასეთი სიხშირით, ფაქტობრივად, მუდმივად გამოყენებით. ეს უმნიშვნელო დანაშაულები გახლავთ და არ არის საჭირო, ხელისუფლებამ ისინი ცუდ და დამამცირებელ პირობებში ამყოფოს”, – განაცხადა მაინა კიაიმ. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6317 დღეს, 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნიფთიერება იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე რომან ხაჩატურიანი თბილისში, ისრაელის საელჩოში, მძღოლად მუშაობს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავტომობილში ბომბი თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის საელჩოსთან იპოვეს. უტიაშვილის თქმით, ხაჩატურიანმა საკუთარ ავტომობილში საეჭვო ნივთი შენიშნა, რაც სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. ფაქტზე დაწყბეულია სისხლის სამართლის გამოძიება. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ისრაელის საელჩოს ავტომობილი დღეს ააფეთქეს ინდოეთში, ქალაქ დელიში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გაგრძელებაში იხილავთ მონეტებით აწყობილ კონსტრუქციებსმონეტებს უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც ფულსა და ასევე სამკაულებად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ სხვა დანიშნულებაც ჰქონიათ…გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ “შენდება” მონეტებისგან ეს “შენობები” View ucnauri.com
-
სრულიადში იხილავთ მომავლის ცათამბჯენებს…ბურჯ მუბარაკ ალ-კაბირი, ქუვეითი (1000 მეტრზე მაღალი)ბაჰრეინის ცათამბჯენი, სიმაღლე 1022 მეტრიბიონიკური (ბიოენერგიაზე მომუშავე) ცათამბჯენი ჰონ-კონგის ყურეში, სიმაღლე 1128-1228 მეტრიტოკიოს “ცის ქალაქი”, 1000 მეტრზე მაღალიშიმიზუს ცათამბჯენი პირამიდა, აეროპოლისი (ტოკიოს ყურე). პირამიდის სართულებზე განთავსებული იქნება ცალკეული ცათამბჯენები და იცხოვრებს 750000 დამიანი (თუ აშენდა). სიმაღლე 2004 მეტრი“-seed 4000″. სიმაღლე 4 ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/phpThumb_generated_thumbnailjpg3-300x199.jpgთბილისში, ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს გიგი უგულავამ თბილისის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში ყველა ის პაციენტი მოინახულა, რომლებმაც სხეულის დაზიანებები უამინდობასთან დაკავშირებით მიიღეს. მათ შორის სამი უსახლკარო მოქალაქე სხეულის მოყინვის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, ხოლო 9 დაზარალებული სტაციონარში წევს. თითოეული მათგანის მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია აანაზღაურებს. ასევე თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ყინვების პერიოდში ქალაქის ყველა რაიონში მდებარე თითო უფასი სასადილოში გამოიყოფა ადგილი, სადაც უსახლკარო მოქალაქეები შეძლებენ ღამის გათევასა და ცხელი სადილის მიღებას. „ჩვენ ორი მიმართულებით გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული. ერთი, ბუნებრივია, ვინც ტრავმა მიიღიო და შესაბამისად, არ აქვს დაზღვევა. მათი მკურნალობის თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია. მეორე, უფრო რთული ვითარება არის იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელთაც არანაირი სახლ-კარი არ გააჩნიათ და ამ სიცივეში, პრაქტიკულად, თავშესაფარი არ აქვთ. ჩვენ, დღეს დილით, მერიაში, გვქონდა თათბირი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა რაიონის მიხედვით ერთი უფასო სასადილო სასწრაფო წესით ტრანსფორმირდება და მას თავშესაფრის ფუნქციაც ექნება. ჩვენი ამოცანაა არცერთ ადამიანს ამ სიცივეში და ყინვაში არ ჰქონდეს თავშესაფრისა და ელემენტარული, ცხელი სადილის პრობლემა“,-განაცხადა უგილავამ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/152.jpegიუსტიციის სამინისტროში ახალი სტრუქტურა იქმნება – იუსტიციის სახლი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც გააერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად შესთავაზებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილეგიორგი ვაშაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. “საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს, ვინც დააკმაყოფილებს ვაკანსიისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საშუალებას ვაძლევთ მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში. იუსტიციის სახლი არამარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ნოვატორული უწყებაა, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი სრულყოფის, ზრდისა და განვითარების პოტენციალი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც არამარტო შეინარჩუნებს მომსახურების სტანდარტებს იუსტიციის სახლში, არამედ განავითარებს და სრულყოფს მას, მოიზიდავს ახალ პარტნიორებს, შექმნის ახალ სერვისებს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მინისტრის მოდგილემ იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების HR-პოლტიკის პრეზენტაციაც წარადგინა. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა გულისხმობს უწყების ყველა რგოლის მონაწილეობას მმართველობის, იდეების გენერირების, შერჩევისა და დანერგვის პროცესში, რასაც საერთო კრება უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლებს მართავს ბორდი, ხოლო მის ფუნქციონირებას აკვირდება სამეთვალყურეო საბჭო. რაც შეეხება უშუალოდ საკადრო პოლიტიკას, ახალი თანამშრომლის მიღება ყველა პოზიციაზე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით ხორციელდება. განცხადების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები ტესტირების, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან მათთვის სასურველ პოზიციაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე კონკურსი სწორედ ამგვარი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შევსება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge; დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტის – www.justice.gov.ge; -ს ვაკანსიების გვერდს უნდა მიმართონ. 2011 წელს, იუსტიციის სამინისტროს უწყებებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების სურვილი 19199 კანდიდატმა გამოთქვა, მათგან 467 – სხვადასხვა პოზიციებზე დაინიშნა, 263-მა კი სამინისტროში სტაჟირება გაიარა. <p class="MsoNormal"> იხილეთ epn.ge
-
Изменить 54-ю церемонию вручения премий «Грэмми» не могло ничто. Как предсказывали многие, Адель выиграла премию во всех шести номинациях, на которые ее выдвигали, включая «Пластинку года» и «Альбом года». Она получила награду за песню «Rolling in the Deep» и в своей речи употребила слово «сопли». Не чудо ли? Но если вы верите в единорогов и платиновую радугу, дальше вам читать не стоит.
-
დეპუტატთა გადანაცვლებების შედეგად საპარლამენტო უმცირესობა შენარჩუნებულია. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" გაწევრიანდა, დეპუტატი რატი მაისურაძე ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატებიდან” ფრაქცია “ძლიერ საქართველოში” გადავიდა. დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა კი ფრაქცია “ძლიერი საქართველო” დატოვა და ფრაქციაში “ერთობა სამართლიანობისთვის” გაწევრიანდა. თუმცა დღეს შეიქმნა იმის საშიშროებაც, რომ საპარლამენტო უმცირესობა დაიშლებოდა. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმცირესობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ნახევარზე მეტი. უმცირესობაში კი, რომან მარსაგიშვილის ფრაქცია “ძლიერი საქართველო”–დან წასვლის შემდეგ, 12 დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ უმრავლესობის გარეთ, მმართველი პარტიის დეპუტატ ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ, 24 დეპუტატი აღმოჩნდა, უმცირესობის შესაქმნელად საჭირო იყო 12+1 დეპუტატის არსებობა. შესაბამისად, ის დამატებით ერთი დეპუტატი იქნება უმრავლესობიდან წასული კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი, რომელმაც გამოთქვა თანხმობა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" გაწევრიანების შესახებ. დღევანდელ ბიუროზე ასევე ითქვა, რომ ნებისმიერ ფრაქციაში ცვლილებები ეცნობება საპროცედურო საქმეთა კომიტეტის საორგანიზაციო დეპარტამენტს და ხვალინდელ პლენალურ სხდომაზე განიხილება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili422432.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის რაიონში არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოთხილამურეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა. სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის პირველი პირისგან სათხილამურო აღჭურვილობის რამდენიმე ათეული სრული კომპლექტი მიიღეს. არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლის მშენებლობა პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. სკოლაში სწავლისა და ვარჯიშის სურვილი 160 ბავშვმა გამოთქვა. ახალციხისა და ნინოწმინდის რაიონული ცენტრების გარდა, სკოლა გარშემო მდებარე ათამდე სოფელს მოემსახურება. 250 მეტრიანი კეთილმოწყობილი სასწავლო ტრასა, საჩოჩიალო საბაგირო გზით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სპორტსმენებს ნებისმიერი საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის მომზადების საშუალებას მისცემს. ადგილზე მოწყობილია შალეს ტიპის ბაზა, რომელშიც მოთხილამურეებს სპორტული შეკრებების დროს ღამის გათენება შეეძლებათ. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ იმ გეგმების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება ახალციხის რაიონში აპირებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/uniInc.jpegსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტითავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშიიმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ავღანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზალმაი რასულსშეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ავღანეთის მხარემ გამოხატა მადლიერება ქართველ მშვიდობისმყოფელთა მიერ ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო და გამოთქვა იმედი, რომ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების დასრულების შემდეგ ავღანეთ-საქართველოს ურთიერთობები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით, მხარეები დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდაჭერა აღუთქვა ავღანეთის მხარეს ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები ISAF – ის სარდალთან, გენერალ ჯ. ალენთან, ISAF -ის ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ს. მაკფარლანდთან და ISAF – ის აშშ-ს სატრანსპორტო ძალების სარდალთან, გენერალ უ. ფრეიზერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო ძალების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის სამხედრო ოპერაციებში. იხილეთ epn.ge
-
Бывшая глава самарского избиркома Ирина Колпакова опубликовала в Сети видеоролик, где рассказала, как фальсифицируются результаты выборов: "Элементарно". После этого ее исключили из состава УИК, который будет работать на выборах президента РФ 4 марта. Кроме того, ей грозит уголовное преследование. newsru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images-2.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, „მომავლის კლასი“ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში გახსნა. იგი კომპიუტერულ ლაბორატორიაში ე.წ. ჭკვიანი დაფისა (smart board) და სენსორული მონიტორების გამოყენებით, ახალ პროექტს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი გაკვეთილსაც დაესწრო და მოსწავლეებსაც გაესაუბრა. საკლასო ოთახში დამონტაჟებული ტექნიკა მასწავლებლებს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების საშუალებას აძლევს, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. „მომავლის კლასი“ საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. 2012 წლის ბოლომდე ყველა დიდ ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება ულტრათანამედროვე კლას-კაბინეტები და იგი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/apetkeba61-300x199.jpgშინაგან საქმეთა ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვლის განცხადებით, თბილისში ისრაელის საელჩოში მომუშავე მძღოლის ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მძღოლი კი, რომლის მანქანაშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვნეს ქართველია. „მძღოლი რომლის მანქანაშიც აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება მუშაობს საელჩოში და ის არის ქართველი. ჯერჯერობით ჩვენთვის დაუდგენელია ეს ფაქტი პირად საკითხს ეხება თუ სამსახურეობრივია. ამ დროისათვის სხვა ინფორმაცია არ არის ცნობილი“,– განაცხადა ხიზანიშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/respub.jpgსაქართველოს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს განცხადებით მიმართა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რესპუბლიკური პარტია არ და ვერ წარმოადგენს კონტროლის პალატის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე. რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია; წერილში მითითებული კანონის ნორმები არ ითვალისწინებს პარტიის მიერ სხვა ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების 3 დღის ვადაში მოწოდების ვალდებულებას და უსაფუძვლოა მითითება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნაზე. „ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „2012 წლის 8 თებერვალს მივიღეთ თქვენი 2012 წლის 8 თებერვლის #263/57 წერილი, რომლითაც რესპუბლიკური პარტიისგან 3 დღის ვადაში ითხოვთ არასამეწარმეო იურიდიული პირის “რესპუბლიკური ინსტიტუტის” 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენას თანდართული ფორმის მიხედვით. გაცნობებთ, რომ რესპუბლიკური პარტია არ და ვერ წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას შემდეგ გარემოებათა გამო:1. რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია; 2. თქვენს წერილში მითითებული კანონის ნორმები (261 მუხლი და 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი) არ ითვალისწინებს პარტიის მიერ სხვა ორგანიზაციების ფინანსური ნგარიშების თქვენთვის 3 დღის ვადაში მოწოდების ვალდებულებას. ამას არ ითვალისწინებს არც წერილში ნახსენები კანონით თქვენთვის “მონიჭებული მანდატი”. აღნიშნული მანდატის მიხედვით (კანონის 34 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” პუნქტი) თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი “პარტიის ფინანსებთან” დაკავშირებით, რასაც შეუფერხებლად მიიღებთ; 3. უსაფუძვლოა თქვენი მითითება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ მოთხოვნაზეც, რომლის მიხედვით პარტიამ თავის საფინანსო დეკლარაციაში უნდა ასახოს მასთან აკავშირებული ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის ხარჯები. აღნიშნული ნორმა რესპუბლიკურ პარტიას არ ავალდებულებს თავის 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ფინანსურ ანგარიშში ასახოს „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხარჯები, ვინაიდან: ა) ამგვარი ვალდებულება პარტიისთვის ძალაში შევიდა 2011 წლის 30 დეკემბერიდან. ამას თქვენ თავადვე ადასტურებთ ჩვენთვის გამოგზავნილ წინა წერილში (#233/57, 23 თებერვალი 2012), სადაც აღნიშნავთ, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში 2011 წლის 28 დეკემბერს შესული ცვლილებები არ ვრცელდება მათ ძალაში შესვლამდე პერიოდზე. აღნიშნული მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული არც თქვენს მიერ დადგენილ ანგარიშგების ფორმებში. ბ) რესპუბლიკური ინსტიტუტი 2011 საანგარიშო წლის განმავლობაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო “პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან სხვაგვარად კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირი”, რადგანაც აღნიშნული სტატუსი კანონმა გაითვალისწინა მხოლოდ 2011 წლის 30 დეკემბრიდან (თუმცა, არც აღნიშნული თარიღის შემდეგ გამოცემულა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც ინსტიტუტს ახალ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევდა). გ) 2012 წლის 30 იანვარს მოგაწოდეთ 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის პარტიის ფინანსური ანგარიში. ამ ანგარიშის თაობაზე პარტიის ოფიციალურ წარმომადგენელთან 2012 წლის 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე თქვენ არ გამოგითქვამთ რაიმე დამატებითი მოთხოვნა და ანგარიში განთავსდა თქვენს ვებ-გვერდზე“,– ნათქვამია განცხადებაში. პარტიის განცხადებით, პალატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა ვერ ჩაითვლება ვერც ვერც კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად (“პარტიის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა”), რაც გამოიწვევდა პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, და ვერც კანონის 342 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად (“საქართველოს კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობა”), რაც შეიძლებოდა გამხდარიყო პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი. „ამასთანავე, მომავალში რესპუბლიკური პარტიის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის, გთხოვთ, მოგვაწოდოთ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტს” (ან სხვა რომელიმე იურიდიულ პირს) მიენიჭა აღნიშნული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი“,– ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge