Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Исследователи из Токийского университета заявили, что говорить о границе галактики не имеет смысла. К такому выводу они пришли после анализа распределения темной материи во Вселенной - карта этого распределения была построена самими исследователями на основе данных Слоановского цифрового обзора неба. lenta.ru
  2. “ხვალ რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას?“-ეს იყო ერთ-ერთი იმ შეკითხვათაგანი, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევაში სახელწოდებით "ელექტორატის პროფილი" მოხვდა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ შეარჩია კონკრეტული პოლიტიკოსი. ყველაზე ხშირად კი გამოკითხულებმა ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს. /get_img?ImageId=6335 პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატთაგან რესპონდენტებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებიდან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და ამჟამინდელი პრეზინდეტი, მიხეილ სააკაშვილიც დაასახელეს. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოკითხვა ჩატარდა 2011 წლის ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში. შერჩევა ჩატარდა შემთხვევითი მეთოდის მეშვეობით. გამოიკითხნენ 18-24 წლის, 40-50 წლისა და 60-70 წლის მოქალაქეები პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, სულ 1058 ადამიანი. კითხვარი შედგებოდა 102 შეკითხვისგან. პროექტი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. </p>/get_img?ImageId=6339 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა, საქართველოში დემოკრატია რომ არ ვითარდებოდეს. “2011 წლის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტის დონეზე გაცხადდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან იწყებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს და ეს მოლაპარაკებები დაიწყება მარტის დასაწყისში. ეს შეუძლებელი იქნებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის გარეშე,” – აღნიშნა დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა გაეროს მომხსენებელ მაინა კიაის შეფასებებს და აღნიშნა, რომ ეს შეფასება დაუმთავრებელია, მის მომზადებას განსაკუთრებული ძალისხმევა და დრო სჭირდება და ის შეიცვლება. “თქვენ ახსენეთ შეფასება, რომელიც დაუმთავრებელია, რომელიც მზადდება ძალიან რთულ კომპლექსურ ორგანიზაციაში, რომლის ერთ-ერთი ქვედენაყოფი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ძალიან ბევრ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, კადაფის დროინდელი ლიბიაც შედიოდა კონკრეტულად ამ საბჭოში და, ბუნებრივია, რომ მის მომზადებას განსაკუთრებული ძალისხმევა და დრო სჭირდება,” – განაცხადა დარჩიაშვილმა. აღნიშნული ორგანიზაციისა და მოხსენების პარალელურად, მან მოიყვანა მეორე ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს შედარებით მსუბუქი კრიტიკა და ის ვალდებულებები, რაც საქართველოს აქვს აღებული. “მაგრამ აქვე არის მეორე ორგანიზაცია - ევროპის საბჭო, რომლის წინაშე საქართველოს ვალდებულებები აქვს აღებული, რომელშიც დემოკრატიული, დემოკრატიისთვის მებრძოლი ქვეყნები შედიან. ზაფხულში იყო ამ ორგანიზაციის რეკომენდაცია და ახლა, იანვარში, სესიაზე ჩვენ კოლეგებთან ერთად მოვისმინეთ მონიტორინგის კომიტეტის საინფომაციო დასკვნა, სადაც, რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, მაგრამ გარწმუნებთ, იქ არავითარ ტოტალიტარიზმის ნიშნებზე არ არის საუბარი,” – აღნიშნა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღეს, 13 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა იმ შემაშფოთებელ გარემოებებს, რამაც შესაძლოა ქვეყანას მოდერნიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნას. მაინა კიაის დასკვნა 2012 წლის ივნისში გამოქვეყნდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. Городской совет Кельна официально осудил средневековую охоту на ведьм. К властям с предложением публично реабилитировать осужденных за колдовство обратился евангелический священник Хартмут Хегелер. С таким же предложением власти Кельна обратились теперь к местному архиепископству. lenta.ru
  5. Программу "Госдеп с Собчак" сняли с эфира без объяснения причин, сообщила в своем твиттере Ксения Собчак. В съемках следующего выпуска "Госдепа" должен был принять участие блогер Алексей Навальный. Молодежное ток-шоу успело выйти в эфир всего один раз, 7 февраля. Темой передачи был вопрос "Куда ведет нам Путин?" lenta.ru
  6. Лидер "губденского джамаата" Ибрагимхалил Даудов найден мертвым в нескольких километрах от места проведения спецоперации в Дагестане, в которой был убит его сын. Его считают организатором неудавшихся "новогодних" терактов в Москве. Предположительно, Даудов также был смертельно ранен в ходе спецоперации. lenta.ru
  7. ხვალ, 15 თებერვალს, ”რეზონანსის” ფურცლებიდან გახდება ცნობილი, ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე დათანხმდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას თავისი სამომავლო პარტიის საინიციატოვო ჯგუფის წევრობაზე. ამის შესახებ ””ნეტგაზეთს” ელისო ჩაფიძემ განუცხადა. რამდენიმე დღის წინ სტუდია ”ობიექტივის” გადაცემაში სტუმრობისას ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილისგან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა მიღებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას 15 თებერვლისთვის აპირებდა. ხვალ ”ქართული ოცნების” ოფისში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია, რომელიც ახალი პოლიტიკური სახეებით იქნება დაკომპლექტებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. Тверской суд Москвы отказал в удовлетворении иска внука Иосифа Сталина Евгения Джугашвили к Госдуме РФ, в котором тот требовал опровергнуть заявление о причастности его деда к расстрелу польских офицеров под Катынью. Ранее, в 2011 году, суд уже отказывал Джугашвили в подобном иске. lenta.ru
  9. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59982.jpg`ქართული ოცნების` ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომანია `იგრიკას` წარმომადგენლები ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბათუმის საბაჟოს ადანაშაულებენ. `იგრიკაში` ამტკიცებენ, რომ მოძრავი სატელიტური სადგური ერთი კვირის წინ ჩამოვიდა ლიტვიდან და ბათუმის პორტში ის რამდენიმე საათით გააჩერეს, რის შემდეგაც მოწყობილობა მთლიანად დაზიანებული დახვდათ. `ჩამოსული არის გამყიდველი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა გაეტესტა ეს მოწყობილობა და ჩაებარებინა ჩვენთვის. ამ პროცესს ესწრებოდა SGS კომპანიის თურქეთის ბიუროს ხელმძღვანელი. აღმოჩნდა, რომ ტვირთი არის დაზიანებული,` განაცხადა ტელეკომპანია `იგრიკას` წარმომადგენელმა ვლადიმერ ხუნდაძემ. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59982.jpg`ქართული ოცნების` ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომანია `იგრიკას` წარმომადგენლები ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბათუმის საბაჟოს ადანაშაულებენ. `იგრიკაში` ამტკიცებენ, რომ მოძრავი სატელიტური სადგური ერთი კვირის წინ ჩამოვიდა ლიტვიდან და ბათუმის პორტში ის რამდენიმე საათით გააჩერეს, რის შემდეგაც მოწყობილობა მთლიანად დაზიანებული დახვდათ. `ჩამოსული არის გამყიდველი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა გაეტესტა ეს მოწყობილობა და ჩაებარებინა ჩვენთვის. ამ პროცესს ესწრებოდა SGS კომპანიის თურქეთის ბიუროს ხელმძღვანელი. აღმოჩნდა, რომ ტვირთი არის დაზიანებული,`- განაცხადა ტელეკომპანია `იგრიკას` წარმომადგენელმა ვლადიმერ ხუნდაძემ. View the full article
  11. Компания Proview Technology, претендующая на права на слово "iPad" в Китае, обратилась к таможенным органам страны с требованием заблокировать поставки iPad из Китая и в Китай. Если запрет вступит в силу, под угрозой окажутся и мировые поставки устройства, поскольку планшеты производятся в Китае. lenta.ru
  12. Прокуратура Нижнего Новгорода пообещала взять под контроль проведение романтической акции по запуску воздушных фонариков в небо. Вмешательство ведомства инициировали сотрудники нижегородского МЧС, которые установили, что запуск фонариков не был согласован с властями города. lenta.ru
  13. Израильская полиция перешла на усиленный режим несения службы в связи с терактом, направленным против израильских дипломатов в Индии, и попыткой подрыва автомобиля израильского посла в Грузии. Полиция усилила меры безопасности во всех общественных местах, аэропортах и у зданий иностранных посольств. lenta.ru
  14. Делать нечего, нужно идти в отделение, где придется сидеть почти до 11. Местный начальник представляется мне и, наконец, дает хоть какое-то объяснение: «Если судить по вашей визе, цель вашего пребывания в России не соответствует вашей настоящей деятельности». Но в чем же состоит эта «настоящая деятельность»? «Вы встречаетесь с представителями оппозиции».
  15. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გამდლისწყარო თბილისიდან ოციოდე კილომეტრში, ზედ ავტომაგისტრალთან მდებარეობს. გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებით ვეღარ სარგებლობს. სოფელში კიდევ ერთი პრობლემა სკოლის გაუქმების შემდეგ გაჩნდა: მგლების მომრავლების გამო მშობლები ბავშვებს მეზობელი სოფლის სკოლაში ფეხით ვერ უშვებენ, ტრანსპორტის დაქირავება კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოსახლეობის ნაკვეთები მაგისტრალის მშენებლობას შეეწირა თბილისი–სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის რეაბილიტაციამ გამდლისწყაროს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების გარეშე დატოვა. დაახლოებით 5 ჰექტარამდე მიწა გზის მეორე მხარეს მდებარეობს. მაგისტრალის რეაბილიტაციამდე ტრაქტორს გზაზე გადასვლა არ უჭირდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს შეუძლებელი გახდა. მოსახლეობა მიწას ვეღარ ამუშავებს და, შესაბამისად, 2009 წლის მერე მოსავალიც არ მიუღიათ. „ჩემი ნაკვეთები ტრასიდან ისედაც შორსაა და ახლა საერთოდ არანაირი საშუალება არ დატოვეს იქ მისასვლელად“, –ამბობს მარინა მალძიგაშვილი. „4 ნაკვეთი მქონდა, 2 საგზაო დეპარტამენტმა შეისყიდა, მაგრამ დანარჩენ ორზე სარწყავიც გაფუჭებულია და მისასვლელი გზაც. ვერ ვამუშვებთ, რომ მოსავალი მოვიყვანოთ. ძირითადად, კომბოსტო მოგვყავდა ხოლმე. გვპირდებიან, პროექტში სარწყავიცაა და გზაც, მაგრამ წლები ისე გადის, ვერც მოსავალს ვიღებთ და ვერც ვერაფერი“, – ამბობს ლეილა ხუბაშვილი. სარემონტო სამუშაოების შემდეგ სოფლის ღელე, რომელიც ადრე ამ ნაკვეთებს რწყავდა, სხვა მიმართულებით მიედინება. ციური თათრიშვილის ნაკვეთთან კი, პირიქით, სანიაღვრე არხია მოწყობილი. „ასე მითხრეს, ნუ გეშინია, ნიაღვარი არ წამოვაო. თუ არ წამოვა, არხი რაღად გააკეთეს?!“ – ამბობს ციური თათრიშვილი. ციური თათრიშვილმა სავტომობილო გზების დეტარტამენტს მიმართა, რის შემდეგაც, 2011 წლის 8 სექტემბერს, წერილობითი პასუხი მიიღო. მასში ნათქვამია, რომ ავტომაგისტრალის პარარელურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა არის გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს გადაადგილებას. სხვა დეტალური ინფორმაცია პასუხში არ წერია, შესაბამისად, ადგილობრივებმა დღემდე არ იციან, როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა და მოაგვარებს თუ არა ეს გზა მათ პრობლემებს. „ნეტგაზეთმა“ იგივე კითხვებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 26 იანვარს მიმართა წერილობით, რაზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია. მიუვალი სკოლა ადგილობრივი სკოლის გაუქმების გამო თოთხმეტი მოსწავლე მეორე სოფლის (ქვემო ჭალა) სკოლაში დადის. ყოველ დილას ბავშვებს ოთხი კილომეტრის გავლა უწევთ. გზა უდაბურია და მოტიტვლებულ ველებზე გადის. გარდა სიშორისა და სიცივისა, მათ კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – მგლები. „ერთხელ მივდიოდით სკოლაში და 200–300 მეტრში სამი მგელი დავინახეთ. ძალიან შეგვეშინდა“, – ამბობს მოსწავლე ბადრი ხოკრიშვილი. მშობლებმა ადგილობრივ რესურს–ცენტრს არაერთხელ მიმართეს და ბავშვებისთვის სამარშრუტო ტაქსის დანიშვნა სთხოვეს, თუმცა, ამაოდ. კასპის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსმა დავით ზანგურმა „ნეტგაზეთთან“ ამ თემაზე საუბარზე უარი განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არასწორია და ბავშვებს სასკოლო ავტობუსი ემსახურება. თავად მოსახლეობა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ციური თათრიშვილის განმარტებით, რესურს–ცენტრმა სამარშრუტო ტაქსისთვის საწვავი კი გამოყო, მაგრამ მძღოლის ხელფასის გადახდა მოსახლეობას თავად უწევს -თითო ბავშვზე 18 ლარი. განსაკუთრებით უჭირთ იმ ოჯახებს, ვისაც სახლში რამდენიმე მოსწავლე ჰყავს. ლალი ელოშვილს ორი შვილის სკოლამდე ტრანსპორტირება თვეში 40 ლარამდე უჯდება. „მე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ, მაგრამ რადგან სხვა საშუალება არ არის, ამ დახმარებიდან ვდებ ფულს“, – ამბობს ერთ–ერთი ბავშვის მშობელი თამარ ხუბაშვილი. სამარშრუტო ტაქსის ფულს ადგილობრივები ყოველთვის ვერ აგროვებენ. ამ დროს ბავშვებს 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, მათ შორის ზამთარშიც, როცა იქაურობა მგლებითაა სავსე. მგლებისგან აკლებული სოფელი მგლები მხოლოდ ბავშვევს არ ხვდებიან გზად. უმეტეს შემთხვევაში ნადირს საქონელი მიჰყავს და ოჯახს სერიოზულად აზარალებს. „ახალგორიდან ვართ. ოცი სული ცხვარი მოვიყვანეთ. პირობები არ გვქონდა, რომ ცხვრები საიმედოდ დაგვებინავებინა. მგელი გვივარდება და ბატკნები მიჰყავს. არადა, ჩვენი სარჩო ეს არის“, – ამბობს ნათია ბალხამიშვილი. თამარ ზადიშვილს მგელმა ხბო და ვირი შეუჭამა, რის გამოც მოწეული კომბოსტოს გასაყიდად გატანა ვეღარ შეძლო და მოსავალი დღეს სათავსოში ულპება. „ლამისჭალაში 300 ლარი დამიფასეს ვირი. მე 300 ლარს როგორ შევაგროვებ, პენსიით ვცხოვრობ“, – ამბობს ის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში მონადირეც არავინ ჰყავთ, რომ მტაცებლებისგან თავი საკუთარი ძალებით მაინც დაიცვან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. На прошлых выходных, как и следовало ожидать, президент Туркмении Гурбангулы Бердымухамедов был переизбран, получив 97% голосов. Оставшиеся три процента распределились между семью «оппозиционными» кандидатами, которые потратили большую часть отпущенного на предвыборную кампанию времени на то, чтобы восхвалять бывшего зубного врача.
  17. Открытие крупных газовых месторождений в Средиземном море породило новые надежды на светлое будущее этого региона. Для Кипра это стало настоящей благодатью на фоне усиливающегося кризиса еврозоны.
  18. Попытки премьер-министра Владимира Путина избежать второго тура в президентских выборах в следующем месяце обернутся против него, подорвав легитимность, говорят оппоненты.
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/brtskinvalebissaprezidentoordeni1.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ვიზიტის წარმატებით ორგანიზებისათვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ამერიკაში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი დააჯილდოვა. იაკობაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ასევე, ამერიკა საქართველოს შორის ურთიერთობის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის გადაეცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც პრეზიდნტმა მრავალი მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრა იყო. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/brtskinvalebissaprezidentoordeni.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, დმანისში ყოფნისას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გულიკო ჩაფიძე დააჯილდოვა. პრეზიდენტის თქმით, ჩაფიძის გვარი იმედთან არის დაკავშირებული. „ჩაფიძის გვარი ასოცირდება იმედთან. მან უამრავ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე და შექმნა სკოლა, რომლიც წარმომადგენლებიც საქართველოს საზოგადოებას მკურნალობენ. მინდა მას ქართველი ხალხის სახელით გადავცე ბრწყინვალების ორდენი“,– განაცხადა სააკაშვილმა. გულიკო ჯაფიძემ კი, პრეზიდენტს და ჯანმრთელობის მინისტრს მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge
  21. წარმოგიდგენთ დემოტივატორების ნაკრებსთუ მოგეწონებათ კიდევ დავდებ View ucnauri.com
  22. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59980.jpgსაქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველ დიპლომატს აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს დელეგაციის ბოლო წარმატებული ვიზიტის ორგანიზებისათვის გადაეცა. View the full article
  23. /get_img?ImageId=6332 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 1113 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 1613 კვ.მ მიწა აჭარის მთავრობამ 1 ლარად გაყიდა 2011 წელს აჭარის მთავრობამ 30 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გაყიდა. მიწის ნაწილი ძველ ბათუმსა და სანაპირო ზოლშია, ნაწილი კი - აჭარის სხვადასხვა სოფელში. “ბათუმელების” მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარი შეხვდა ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსაც. რა სარგებელს ნახავს ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო? ამ საკითხს „ბათუმელები“ გასულ კვირას არკვევდა. 1 ლარად გაიყიდა ხელვაჩაურში, სოფელ მეჯინისწყალში, 1113 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და 1613 კვადრატული მეტრი მიწა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „ბაქარა ბესიჯილიქ ეთვეგიდა ურუნლერი ფაზარლამა ითჰალათ იჰრაჯათ სანაი ვე თიჯარეთ“-ს ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2011 წლის 24 თებერვლიდან, 6 თვეში უნდა შეექმნა პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმოო. იმავე ხელშეკრულების პირობით, ამ კომპანიას საწარმოს შესაქმნელად I მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში კი, საქართველოს არანაკლებ 60 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა. „ბათუმელებმა“ ადგილზე, სოფელ მეჯინისწყალზე მისვლით გადაამოწმა, რამდენად სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები. მეჯინისწყალზე კომპანია „ბაქარას“ ნამდვილად აქვს გარკვეული სამუშაოები შესრულებული, თუმცა იქ, ჯერჯერობით, არავითარი საწარმოო არ ფუნქციონირებს და, შესაბამისად, არც ერთი ადამიანი არ არის დასაქმებული. ბათუმის სამრეწველო უბნის რწმუნებულ/გამგებელი დავით ირემაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს მომავლისთვის ამ საწარმოში და არც იმის შესახებ გაუგია რაიმე, როდისთვის იგეგმება მშენებლობის დაწყება. „ბაქარა“ თურქული ინვესტიციაა. გასულ ზაფხულს, პირდაპირი მიყიდვის წესით და 1 ლარად შპს „ვენტოს“ 301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისცეს ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ ქონება იმის გამო აჩუქა, რომ მიწის მიღებიდან 4 თვეში აეშენებინა ელექტროქვესადგური, რათა ირგვლივ დასახლებისთვის შეუზღუდავად მიეწოდებინა ელექტროენერგია. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა იზრუნოს შპს „ვენტომ“ იმაზე, რომ „ირგვლივ მდებარე ობიექტებისთვის არ შეიზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება“, ანუ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფუნქცია შეასრულოს. შპს „ვენტო“ და „რივიერა“, ერთი შეხედვით, ყაზახური ინვესტიციის ნაწილია, ანუ ეკუთვნის სილქ როუდ ჯგუფს... ამ ჯგუფის შესახებ ქართულ საზოგადოებას 2006 წელს მიხეილ სააკაშვილი მოუყვა. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ყაზახური ჯგუფი 2008 წლისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა, ანუ აჭარის ზღვისპირა ზოლში ახალ სასტუმროებს ააშენებდა. 21 ძველი სასტუმროდან დევნილები მაშინ სპეცრაზმის ძალით იმიტომ გამოასახლეს, რომ ინვესტორს ახალი სასტუმროების აშენებაში ხელი არ შეშლოდა. მაშინ ინვესტორმა 17 მილიონი ლარი გადაუხადა სახელმწიფოს, აქედან 14 მილიონი დევნილების კომპენსაციას მოხმარდა. სასტუმროებიდან მხოლოდ „რედისონი“ აშენდა, დევნილების ნაწილი კი ახლაც უსახლკაროა და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გაყიდული 21 სასტუმრო ეკუთვნის არა სილქ როუდ ჯგუფს, როგორც ეს პრეზიდენტმა თქვა, არამედ კომპანია Adjara Hirizonts Holding B.V -ს, რომელიც ჰოლანდიაში ამ ქონების ყიდვამდე 5 დღით ადრე დააფუძნეს და რომელსაც მხოლოდ თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს სილქ როუდ ჯგუფთან გაფორმებული. არავის უთქვამს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ვინ არიან. ცხადია, არსებითად არაფერს ცვლის ის, თუ რომელი ეროვნების ინვესტორმა - ქართველმა თუ ყაზახმა, ვერ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ანუ 2008 და 2011 წლისთვის ვერც ერთი სასტუმრო ვერ ააშენა (გარდა „რედისონისა“). პირობის დარღვევისთვის სილქ როუდ ჯგუფის მიმართ, სხვა ბიზნესისგან განსხვავებით, სახელმწიფოს სანქცია არ გაუტარებია, უფრო პირიქით, როგორც ამ კომპანიის დირექტორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, სასტუმროების აშენებისთვის ვადა 2019 წლამდე გაუგრძელეს. ამ ნაწილში რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის „ბათუმელებს“ ზურაბ ჭურკვეიძე, ფინანსთა სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტიდან. მისი ინფორმაციით, „რაც შეეხება სილქ როუდ ჯგუფს, ანუ ვენტოს დამფუძნებელს, Adjara Hirizonts Holding B.V -ს, კომპანიის მიერ შესრულებული იქნა ერთ-ერთი ვალდებულება, კერძოდ, აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებულია ყოფილი სასტუმრო „მედეას“ ტერიტორიაზე სასტუმრო „რედისონი“, ხოლო სხვა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ნასყიდობის ხელშეკრულების გადახედვის თაობაზე“. (ხელშეკრულების პირობების დარღვევის დროს შეიძლება დაჯარიმება ან ნაყიდი ქონების ჩამორთმევა. სწორედ ასე მოექცა სახელმწიფო, მაგალითად, ცნობილ ფეხბურთელს კახა კალაძეს. მან 2008 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული სახელმწიფოს ყოველდღიურად, ჯარიმის სახით, 19 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს). რეგიონმა, რომელსაც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი, ანუ სიღატაკის ზღვარზე 18 387 ოჯახი ჰყავს (აჭარაში სულ 96 ათასი ოჯახი ცხოვრობს), რატომ უნდა აჩუქოს 301 კვადრატული მეტრი მიწა ზღვის სანაპირო ზოლში კომპანიას, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთ მდიდარ მოთამაშედ მიიჩნევა და რომელსაც აქამდეც არაერთხელ მიანიჭა პრივილეგია სახელმწიფომ? - ამ კითხვით მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ვაჟა ბოლქვაძეს, რომლის უწყებაც ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილებებს კანონიერ სახეს აძლევს. კითხვაზე „ბათუმელებს“ელექტრონულ ფორმატში სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტიდან ზურაბ ჭურკვეიძე პასუხობს. მის შეტყობინებაში ვკითხულობთ: „მოგეხსენებათ, დასრულდა ანბანის კოშკის და სკვერის მშენებლობა, ამასთან იგეგმება იახტკლუბის მოდერნიზაცია, რომელსაც სჭირდება დამატებითი კვების წყარო, გამომდინარე აქედან, პრივატიზება განპირობებულიყო იმისათვის, რომ ირგვლივ მდებარე სახელმწიფო ქონებაზე შესაძლებელიყოს ელექტროენერგიით მომარაგება“. 1 ლარად თითქმის ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე აჭარის მთავრობისგან ზარიფა ჰამზაევასაც შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს ქალი აზერბაიჯანში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ზარიფა ჰამზაევას ქართულმა სახელმწიფომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაავალა. ჰამზაევასთან ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა სამინისტროს გასული წლის 17 ივნისს გაუფორმებია. ბათუმში, მარინასა და აკვაპარკს შორის ასაშენებელი სასტუმროსთვის, ზარიფა ჰამზაევასთვის მიცემულ ტერიტორიაზე, ჯერ საძირკველიც კი არ არის გათხრილი, ანუ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსა და საქმიან პარტნიორს 100-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 12 თვე აქვს დარჩენილი. აზერბაიჯანულენოვანი რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ზარიფა ჰამზაევა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი საკმაოდ სკანდალური პიროვნებები არიან. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამ ორი ქალის საქმიანობას „თან ახლდა და ახლავს მთელი რიგი სამართალდარღვევები და კორუფციული ელემენტები“. რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით (2010 წლის 13 აგვისტო), ალიევასა და ზარიფა ჰამზაევას ჰოლდინგში, რომელიც აზერბაიჯანის ნაციონალური ავიაგადამზიდავი ავიაკომპანიის - „აზალის“ პრეზიდენტის, ჯანგირ ასკეროვის ცოლია, 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს. ზარიფას ბათუმში მიღებული საჩუქრის შესახებ აზერბაიჯანულ მედიაში არაფერი წერია. აზერბაიჯანელი მდიდარი ქალბატონისთვის საჩუქრის მიღების ცერემონიალს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მისი ნდობით აღჭურვილი პირი ელნურ მამედოვი ესწრებოდა. აჭარის მთავრობას 1 ლარად გაუყიდია 32 382 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის სოფელ ხუცუბანში. ეს ქონება, აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეკუთვნის შპს „LEGI“-ს. ამ კომპანიას 2011 წლის ბოლომდე უნდა აეშენებინა ბეტონის საწარმოო, რის ასაშენებლადაც მინიმუმ 1 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა. კიდევ ერთი ვალდებულება: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 40 ადამიანის დასაქმება. სოფელ ხუცუბნის რწმუნებულის, ზურაბ ბაჯელიძის ცნობით, ამ დროისთვის სოფელში საწარმო არ გახსნილა. მისივე ინფორმაციით, „ლეგი“ საწარმოს მდინარე კინტრიშთან ახლოს აშენებს. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ამ მდინარიდან მომავალში ინერტული მასალების ამოღება იგეგმება. გარემოსდამცველი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას თუ დაიწყებენ, შავი ზღვის ორაგული, რომელიც წითელ ნუსხაში შეყვანილი სახეობაა, საქვირითე მიგრაციას ვეღარ შეძლებს: „პროექტს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, კატასტროფა იქნება, რადგან ორაგულის საქვირითე მდინარეები, აფხაზეთის მდინარეების გამოკლებით, მაჭახელა და კინტრიშია. ვიცით, რომ მაჭახელაზე ჰესები უნდა აშენდეს, კინტრიში კი ორაგულისთვის ბოლო თავშესაფარია“. ბათუმში, შავშეთისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, 1 ლარად ქონება შეხვდა კომპანია „მერსინ ტურიზმს“. ამ კომპანიას ლევან ვარშალომიძის ბრძანებით 5196 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 4707 კვადრატული მეტრი შენობა აჩუქეს. 25 ჰექტარი მიწა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში 1 ლარად შეხვდა „აგრო დეკორ სერვისსაც“. კომპანიამ 2014 წლის ბოლომდე ამ სოფელში სასათბურე მეურნეობა უნდა ჩამოაყალიბოს, სადაც მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. გასულ წელს ქონება 1 ლარად, ძირითადად, უცხოეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს შეხვდათ, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება: არის ობიექტები, რომლებიც სამინისტრომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაასხვისა და ისეთი შემთხვევაც არ არის ძალიან ცოტა, როცა მიწა ბათუმში სიმბოლურ ფასად გაიყიდა. მაგალითად, აჭარის ხელისუფლების ერთ-ერთ რჩეულ შპს სესაიდე-ს - 50 001 ლარად ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე მთლიანობაში 1753 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისცეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია კი სულ 2900 კვადრატული კილომეტრია. სიმბოლურ ფასად გაყიდული მიწების შესახებ „ბათუმელების“ სტატიას შემდეგ ნომრებში იხილავთ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. ხვალ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დაგეგმილია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას შეხვედრა… ლინკი მედიანიუსზე
  25. დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაკეთდა და ის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...