planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Несмотря на курс жесткой экономии, объявленный европейскими правительствами, суммарный долг стран Евросоюза за год увеличился на рекордные 800 миллиардов евро. При этом, по мнению экономистов, наиболее экономные страны, включая Германию, сокращают собственные расходы ради того, чтобы самые расточительные могли на более легких условиях получать новые кредиты.
-
Высокий суд Лондона принял решение заключить под стражу бывшего руководителя БТА-банка Мухтара Аблязова. Бизнесмен будет наказан за невыполнение судебных решений. Судебное разбирательство против Аблязова, бежавшего из Казахстана в Великобританию, организовал БТА-банк, пытающийся добиться возврата активов. lenta.ru
-
Написать хорошую книгу - это искусство. Отдельное искусство - вывести ее на мировой рынок и сделать конкурентоспособной. И если с продуцированием своих творений у украинских писателей проблем не возникает, то продвинуть их за границу удается единицам.
-
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ცოტა ხნის წინ… ლინკი მედიანიუსზე
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60014.jpgაჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი, ჯონი ბაკურიძე, ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება და ის დაკავებული თნამდებობიდან გათავისუფლებულია. ბათუმის "25-ე არხის" ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, პატრულის თანამშრომელს იღებდა, როდესაც ჯონი ბაკურაძემ მას ვიდეოკამერა წაართვა. ჟურნალისტს კამერა მალევე დუბრუნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოდიშს უხდის "25-ე არხის" ჯურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/73a2turekmin-300x225.jpgპრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრისას თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა, ზაფერ ჩაღლაიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ის დიდი კმაყოფილებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური განვითარების კუთხით. „მინდა თურქი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ სომალოში დატყვევებული თურქი მეზღვაურების გათავისუფლების გამო და მიწისძვრის დროს აღმოჩენილი დახმარებისათვის. ჩვენმა ქვეყნებმა შეძლეს, რომ გახსნილიყო გზა, მინისტრებს კი გვევალება, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა,“- განაცხდა ჩაღლაიანმა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ პირადობის მოწმობებით მიმოსვლა ორ ქვეყენას შორის, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. „თქვენი ინიციატივით დაწესებული პირადობის მოწმობებით მიმოსვლა ორ ქვეყენას შორის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მადლირები ვართ საბაჟო სფეროში თანამშრომლობისათვის და იმედი მაქვს ერთი ფანჯრის პრინციპი სამაგალითო იქნება მთელი მსოფლიოსთვის,“- განაცხდა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა. თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმარება. პრეზიდენტთან შეხვედრამდე მინისტრები სასტუმრო “რედისონში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას შეხვდნენ და ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. როგორც მინიტრებმა ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის კუთხით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x1992.jpgპრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხდა, აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს კარგი პარტნიორები არიან. „თურქეთის არის საქართველოს ყველაზე კარგი პარტნიორი, აზერბაიჯანი კი ყველაზე დიდი ინვსტორი. ბოლო წლებში 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან, რამაც უამრავი სამუშაო ადგილი შექმნა. ჩვენი მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს დასრულდება და აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეაერთებს ევროპის რკინიგზასთან, პრაქტიკულად ამით თუქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში. ამის გარდა საქართველო-თურქეთს შორის ახალი საბაჟო პუნქტები გაიხსნება, რაც ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს,“-განაცხდა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ასევე ამ ქვეყნის დახმარებით დასრულდება საქართველოს გაზიფიკაცია, რაც მოგვცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობის 80%-ს გაზი შეუფერხებლად მივაწოდოთ. პრეზიდენტთან შეხვედრამდე მინისტრები სასტუმრო “რედისონში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას შეხვდნენ და ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. როგორც მინიტრებმა ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, მათ ქვეყნებს საქართველოსთან ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის კუთხით და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. იხილეთ epn.ge
-
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოხუცთა თავშესაფარ “კათარზისის” მობინადრეებს, “კათარზისის” შენობაში ხვალ, 13:00-დან 17:00 საათამდე, უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ორგანიზაციის იურისტები მოხუცებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე აღმოუჩენენ. ადვოკატების ვიზიტს თავშესაფარში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც “კათარზისის” მობინადრეებს, უმეტესწილად, არ გააჩნიათ საკმარისი შესაძლებლობები, იურიდიული მომსახურების მისაღებად. შედეგად, მათ ხშირად ექმნებათ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემები ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობასა და სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით. კონსულტაციები ჩატარდება ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში “‘სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით. საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამართლებრივ დახმარებაზე ზრუნვას ადამიანის უფლებათა სახლი და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მომავალშიც გააგრძელებენ. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6378 იურისტი გიორგი მშვენიერაძე ორ საკითხს გამოყოფს, რის გამოც ის დაუშვებლად მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის სარჩელის მიღებას არჩევნების მაისში ჩატარებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, ვისაც შეუძლია მიმართოს აღნიშნული ტიპის შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ წრეში კი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, მოქალაქეები არ შედიან. კერძოდ, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 36-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციორობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს. "ამ მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არჩენების საკითხზე ფიზიკურ პირს, მოქალაქეს ან არასამთავრობო ორგანიზაციას არ შეუძლია,” – აღნიშნავს “ნეტაზეთთან” საუბარში გიორგი მშვენიერაძე და იქვე აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს შეუძლია მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი ის მიიჩნევს, რომ კანონით, კანონქვემდებარე აქტით ირღვევა მისი კონსტიტუციის მე–2 თავით აღიარებული უფლება და თავისუფლება. იურისტი მეორე საკითხსაც გამოყოფს და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური ნორმის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას ვერ შეაფასებს და მას მხოლოდ შეუძლია კონსტიტუციის ქვემოთ მდგომი აქტების კონსტიტუციურობის შეფასება. “მეორე საკითხია, რამდენად შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაფასოს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობა. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2013 წელს უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 2012 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერში – საპარლამენტო არჩევნები. თარიღები კონსტიტუციაშია უკვე ნახსენები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის ერთი ნორმა, რომელიც ადგენს ზოგად ვადას, ოთხწლიანს ან ხუთწლიანს, გარკვეულწილად კოლიზიურია თითქოსდა ამ თარიღებთან მიმართებაში. ესეც საკითხია, რამდენად განიხილავს სასამართლო ასეთი ტიპის ურთიერწინააღმდეგობას და დადებს დასკვნას, რომ კონსტიტუციის ერთი მუხლი ეწინააღმდეგება მეორეს და ამიტომ აუქმებს მას. ეს წარმოუდგენელია, ჩემი აზრით. სასამართლო ვერ შეაფასებს კონსტიტუციის ერთი დებულების მეორე დებულებასთან კონსტიტუციურობას. მას არ შეუძლია კონსტიტუციური დებულებიდან აარჩიოს, რომელია სწორი და მართებული. მას მხოლოდ შეუძლია კონსტიტუციის ქვემოთ მდგომი აქტების კონსტიტუციურობა შეაფასოს,“ – აღნიშნავს მშვენიერაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას მოითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის თქმით, ამ მოთხოვნით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, თუმცა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ არ შესულა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა მიხეილ დევდარიანს მიაჩნია, რომ ამით კონსტიტუციით დადგენილი ვადები ირღვევა, კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა მხოლოდ ზეპირი ფორმით, სიტყვიერად, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ამჟამად კი კანონიერი ვადების დადგენას ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება. "ჩვენ ვასაჩივრებთ ხელისუფლების თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომლითაც გაიხანგრძლივეს ვადა", - აცხადებს დევდარიანი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/money-300x300.jpg2012 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 140.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.0 მლნ აშშ დოლარით (16.7 მლნ ლარით), ანუ 13.4 პროცენტით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა. 2012 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.8 მლნ აშშ დოლარი (11.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.2 მლნ აშშ დოლარის (16.6 მლნ ლარი) გასული წლის იანვარში. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6380 "საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ “ელექტორატის პროფილის” კვლევის დროს გამოკითხულთა 86.1% საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართვის მომხრეა. თუმცა 35%–ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმცირის შემთხვევაში სამსახურში აყვანისას უპირატესობა კაცებს უნდა მიენიჭოთ, 54.8% კი ფიქრობს, რომ ყველასთვის უკეთესია, როდესაც კაცი მუშაობს, ქალი კი ოჯახს უვლის. გენდერის სპეციალისტის, ეკატერინე აღდგომელაშვილის თქმით, "როცა სამუშაო ბაზარზე ადგილები მცირდება, ისევ და ისევ უბრუნდებიან ტრადიციულ შეხედულებებს, რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი და ამის საფუძველზე გამართლებულად მიიჩნევენ მამაკაცისთვის უპირატესობის მინიჭებას". არიან თუ არა მამაკაცები პრიორიტეტულ სიტუაციაში დასაქმების დროს საქართველოში? - “ქალთა საინფორმაციო ცენტრში” აცხადებენ, რომ ხშირია ამ კუთხით ქალების დისკრიმინაცია. ქალებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამსახურში სწორედ მათი სქესის გამო არ აიყვანეს, ასევე, ხშირად მიუმართავთ გაერთიანებული პროფკავშირებისთვის. “მოგვმართავენ ქალბატონები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამსახურში ფეხმძიმობის გამო არ აიყვანეს, ან ინტერვიუს დროს უკითხავთ ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მათი აზრით, ეს გახდა დაბრკოლება, ვინაიდან ოჯახის გამო შეიძლება ვერ შეძლონ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, ან დამატებითი სამუშაოსთვის შაბათ–კვირას მუშაობა,” – ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების იურიდიული სამსახურის უფროსი რაისა ლიპარტელიანი. არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როცა დამსაქმებლები პირდაპირ მიუთითებენ სქესის შესახებ ვაკანსიების გამოცხადების დროს მოთხოვნებში. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ერთ–ერთ კომპანიას, რომელიც დანების მაღაზიაში კონსულტანტის თანამდებობაზე მამაკაცის კანდიდატურას ეძებს. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ვინაიდან დანების მაღაზიაა, სწორედ ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცს. ვაკანსიის მიხედვით, დასაქმებული შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: სასურველია პრესტიჟულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა, სასიამოვნი გარეგნული და პიროვნული თვისებები, კომუნიკაბელურობა. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რატომ სურთ მამაკაცის აყვანა, როცა აღნიშნულ კრიტერიუმებს ქალბატონიც შესაძლებელია თავისუფლად აკმაყოფილებდეს, კომპანიის მენეჯერმა შემდეგნაირად უპასუხა: “იცით, ახლა დაკავებული ვარ და მოგვიანებით დამირეკეთ”. jobs.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია საქართველოში, სადაც ვაკანსიების შესახებ განცხადებები თავსდება. ვებ-გვერდზე ამ დროისთვის დაახლოებით 11 ვაკანსია იძებნება, სადაც მამრობითი სქესი დამსაქმებლის მიერ აუცილებელ ან სასურველ მოთხოვნადაა მიჩნეული. აღნიშნული ვაკანსიები გამოცხადებულია ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: რეალიზაციის მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი, გაყიდვების ასისტენტი, კოსულტანტი და სხვა. “მართლა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შესყიდვების მენეჯერი მამაკაცი. მართალია, წერია, რომ სასურველია, მაგრამ მაინც,”– ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში jobs.ge-ს რედაქტორი ლექსო ხუბულავა. მისივე თქმით, ძირითადად, გავრცელებული სტერეოტიპების გამო ხდება სქესის კრიტერიუმის გაჩენა ვაკანსიაში: “როდესაც საუბარია პრომო პერსონალზე, ოფისის მენეჯერზე ან დამლაგებელზე, დამსაქმებლები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო როდესაც საუბარია ტექნიკურ ან ლოჯისტიკურ პოზიციაზე - პირიქით”. ხუბულავას თქმით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი თვითნებურად იღებდნენ ვაკანსიებიდან სქესის კრიტერიუმს, თუმცა მოგვიანებით კრიტერიუმი კვლავ დააბრუნეს, რადგან ამან განმცხადებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მათ დროის ხარჯვა უწევდათ ისეთ კანდიდატებზე, რომელიც მათ სქესს არ ითვალისწინებდა. “ახლა იძულებული ვართ, ეს მოთხოვნა გავუშვათ, ჩვენ არ გვაქვს პოზიციური ფუნქციები, თუკი სამუშაოს მძებნელს გაუჩნდება პრეტენზია, მას პრეტენზია უნდა ჰქონეს დამქირავებლის მიმართ და არა ინფორმაციის გამავრცელებლის მიმართ,“ - ამბობს ლექსო ხუბულავა. დამქირავებლის მიმართ პრეტენზიის გამოხატვა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვა თითქმის შეუძლებელია საქართველოში მოქმედი შრომითი კანონმდებლობით. “შრომის კოდექსის მიხედვით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებისას, როცა გამოცხადებულია ვაკანსია, კონკურსი თუ გასაუბრება, ამ შემთხვევაში, როდესაც კანდიდატებს უარს ეუბნებიან, დამსაქმებელს არ აქვს უარის დასაბუთების ვალდებულება, შესაბამისად, არ ვიცით, რის გამო გვეუბნება უარს, თავისუფლად შეიძლება სქესობრივი დისკრიმინაციის ფაქტებს ჰქონდეთ ადგილი,“ - ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების იურიდიული სამსახურის უფროსი. რაისა ლიპარტელიანის თქმით, თუკი დამსაქმებელს კანონმდებლობით ექნება ვალდებულება, დაასაბუთოს უარის მიზეზი, ეს ხელს შეუწყობს დასაქმების დროს გენდერული დისკრიმიანციის შემთხვევების გამოვლენას: “ამ ვალდებულების გაჩენით საკითხი სასამართლოში დავის საგანი შეიძლება გახდეს, ხოლო თუ დამსაქმებელი ვერ დაადასტურებს იმას, რაც სამსახურში დაუქირავებლობის მიზეზად დაასახელა, ამ შემთხვევაში ქალბატონი შეძლებს ამტკიცოს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.” "საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 97.1% მიიჩნევს, რომ ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, 67.2%-ის აზრით, საბოლოო სიტყვა ოჯახში მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, 49.1% თვლის, რომ გათხოვების შემდეგ ქალმა ნაკლები დრო უნდა დაუთმოს სამახურს. გამოკითხვა ჩატარდა 2011 წლის ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში. შემთხვევითი შერჩევისა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ 18-24 წლის, 40-50 წლისა და 60-70 წლის მოქალაქეები, სულ 1058 ადამიანი. გამოკითხულთაგან 479 მამაკაცია, ხოლო -579 ქალი. "როდესაც ვსაუბრობთ კულტურასა და სტერეოტიპებზე, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი ატარებს ამ სტერეოტიპებს, ამ საზოგადების ნაწილი თანაბრად არიან ქალები და მამაკაცები. ის, რომ ის სტერეოტიპი ქალის მიმართ დისკრიმინაციულია, მას არ ათავისუფლებს ამ სტერეოტიპისაგან”, - აცხადებს ეკატერინე აღდგომელაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images51.jpegსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვლადიმერ ვარძელაშვილმა სამინისტროს ახალ კონკურსთან “შენი ონლაინ კამპანია” დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. კონკურსის ფარგლებში გამოცხადდა მასშტაბური ინტერნეტ აქცია, რომელშიც დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა შეუძლიათ. გამარჯვებულს სოლიდურ პრიზით დასაჩუქრდება. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სოციალ ქსელ ფეისბუქის გვერდზე “შენი ონლაეინ კამპანია” უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით კამპანიის გეგმებს. გეგმაში წარმოდგენილი იქნება თუ როგორ მოახდენს კონკურსანტი სოციალურ ქსელებში ”სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს” ან ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” პოპულარიზაციას . დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებსა და წესებზე იხილეთ ფეისბუქის გვერდზე “შენი ონლაეინ კამპანია“ ფინალისტების შერჩევა მოხდება საკონკურსო ხმებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით. კონკურსის დასკვნით ეტაპზე კი ორი ფინალისტი შეეცდება წარმოდგენილი ონლაინ კამპანიის გეგმების სოციალურ ქსელებში პრაქტიკულ განხორციელებას. გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალურად შემუშავებული სარეიტინგო ქულის მიხედვით და მიიღებს ფულად ჯილდოს – 5 500 ლარს. დაჯილდოება გაიმართება 1 ივნისს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ბაზაზე.პროექტის ორგანიზატორია სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება “ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“. იხილეთ epn.ge
-
357 человек официально объявлены погибшими в результате сильного пожара в тюрьме города Комаягуа в Гондурасе. Пожар в тюрьме города Комаягуа вспыхнул в 22.50 вторника по местному (08.50 мск среды). Число раненых и обожженных оценивается в несколько десятков человек, однако точных цифр власти пока привести не могут.
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მალე ოსური ბატალიონი ჩამოყალიბდება, რომელიც სახელმწიფო მოხელეების თქმით, ამ კვაზი-დამოუკიდებელ ქვეყანაში პროფესიონალი სამხედროებისთვის „სამჭედლოს“ ფუნქციას შეასრულებს, თუმცა იმავდროულად მან ამ ტერიტორიის მყიფე სუვერენიტეტს შეიძლება დარტყმა მიაყენოს. ამ საკითხზე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო REC-ს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის გალინა გუჩმაზოვას ციტატა მოჰყავს: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ არმიაში მუშაობის გაგრძელება, გაუჩნდათ შესაძლებლობა მიიღონ ახალი ცოდნა, აითვისონ სამხედრო დისციპლინები და ტექნიკა ისეთ დონეზე, როგორიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს“, – აღნიშნა გუჩმაზოვამ. „ოსური ბატალიონი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროფესიონალი სამხედრო კადრების სამჭედლო გახდება“. შენიშვნა: რას ნიშნავს „არმიაში სამსახურის გაგრძელების“ მსურველები? თავად სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ძალები უნდა დაიშალოს? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ცნობას ოპერატიულად გამოეხმაურა, დაუკავშირა რა ბატალიონის შექმნა ტერიტორიის საერთო მილიტარიზაციას და რუსეთის სამხედრო საფრთხეს: „რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ტერიტორიაზე შეჰყავს უახლესი შეტევითი შეიარაღება და განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ფაქტობრივად გადაკეთდა დიდ სამხედრო ბაზებად, ხოლო იქ დარჩენილი მოსახლეობა ან რუსეთის სამხედრო ბაზებს ემსახურება, ან დასაქმებულია რუსეთის საიკუპაციო დანაყოფებში, რისი მაგალითიც არის ზემოთხსენებული ეგრედწოდებული „ოსური ბატალიონის“ შექმნა.“ მაგრამ ბატალიონის შექმნა, როგორც ჩანს დიდ საფრთხეს არა საქართველოს, არამედ სამხრეთ ოსეთის ხალხს უქმნის, რომელსაც არ სურს რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნა. ეს გადაწყვეტილება, სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოცხადა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ ალა ჯიოევას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ამბიციების გამო თავს დაესხნენ (რის შესახებაც მოსკოვი როგორც ჩანს ინფორმირებული იყო). ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალი სუვერენიტეტის ბოლო ნაწილაკებსაც კარგავს, და რუსეთის მხრიდან სულ უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი კონტროლი ყალიბდება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/4362tbc-gallery1-300x196.jpgთიბისი გალერეაში ხვალ, 17:00 საათზე, ქართველ მხატვართა კარიკატურების გამოფენა გაიხსნება. როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, გალარეაში გამოიფინება მხატვრების - ჯემალ ლოლუა, ვახტანგ კუცია, მურთაზ აბაშიძე, გიგლა ფირცხალავა და სანდრო ერისთავის მიერ შექმნილი კარიკატურები. მათივე ცნობით, აღნიშნული ნახატები წლების განმავლობაში ჟურნალისთვის „ნიანგი“ იქმნებოდა. კოლექცია წარმოდგენილი იქნება მწერალ თემურ გძელიძის პირადი კოლექციიდან. გამოფენა თიბისი გალერეაში ( მის: მარჯანიშვილის ქ#7. ) 22 თებერვლამდე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge