planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Следствие рассматривает версию о том, что виновником взрыва жилой девятиэтажки в Астрахани стал самоубийца, проживавший в этом доме. В областном управлении СК заявили, что в одной из квартир на третьем этаже проживал мужчина, который неоднократно говорил о том, что убъет себя, и открывал газовые горелки. lenta.ru
-
1. ამერიკაში დღეში აკეთებენ 3 ოპერაციას სქესის შესაცვლელად.2. ალექსანდრე გრაჰამ ბელმა გამოიგონა ტელეფონი, მაგრამ მას არასდროს დაურეკავს დედამისისთვის და ცოლისთვის, რადგან ისინი ორივენი ყრუები იყვნენ.3. ამერიკელ პიტ რუფს შეუძლია ბუმერანგის საშუალებით ჩამოაგდოს ვაშლი, რომელიც მას თავზე უდევს.4. ამერიკელი სტომატოლოგები წელიწადში 13 ტონა ოქროს იყენებენ კბილის პროტეზის გასაკეთებლად.5. მიწისთხილს იყენებენ დინამიტის ... View ucnauri.com
-
ბაგრატ III — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.978 წელს დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ... View ucnauri.com
-
Сирийское государственное телевидение 27 февраля объявило, что жители страны поддержали на референдуме проект новой конституции. Согласно этим данным, за принятие нового основного закона проголосовали 89 процентов избирателей, пришедших на участки для голосования в минувшее воскресенье, 26 февраля. lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60111.jpg საქართველოს პრეზიდენტი ყვარელს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა ახლად გახსნილი კლინიკა დაათვალიერა. სადაზღვევო კომპანია `იმედი ელის` მიერ აშენებული საავადმყოფო 30 საწოლიანია. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. აქ მისულ პაციენტს ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია. მათ 120 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება. სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელმა” 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. კლინიკის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა ქუჩაში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში დიდი პროექტები იწყება. პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც აქამდე გამოუყენებელი იყო, ასობით მილიონი ლარი გამოიყოფა, აშენდება ოთხი ახალი სასტუმრო. პრეზიდენტმა ღვინის წარმოების განვითარებასა და იმპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოვა დრო, როდესაც ქართული ღვინო ადგილზე უკვე ნაკლები იქნება. View the full article
-
Сотрудники ФСБ обезвредили схрон со взрывчаткой, которую планировалось использовать для покушения на Владимира Путина. Взрывчатку спрятали в 2007 году под железной дорогой до аэропорта "Внуково". Сотрудникам спецслужб о хранилище рассказал Адам Осмаев, задержанный по подозрению в подготовке покушения на премьера. lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg იტალიური კინომუსიკა საქართველოში – თბილისს აღიარებული იტალიელი საქსოფონისტი და დირიჟორი ფედერიკო მონდელჩი ეწვია. მუსიკოსი თბილისის სიმფონიურ ორეკესტრთან ერთად კონცერტისთვის ემზადება. 29 თებერვალს ნიკოლოზ რაჭველის დიროჟორობით, რუსთაველის თეატრის სცენაზე ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები აჟღერდება. პირველად შესრულდება კინომუსიკა 4 ოსკარის მქონე ფილმიდან `ცხოვრება მშვენიერია`. იტალიელი მუსიკოსის პირველი რეპეტიციას დღეს რუსთავი2-ს გადამღები ჯგუფი დაესწრო. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60112.jpg კონტროლის პალატამ ქართული ოცნება, ქართუმშენებელი და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმის ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ კონტროლის პალტაში მიიჩნევენ, რომ დასტურდება იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენება თანხის გადასარიცხად. საქმე ეხება ბიძინ ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ქართუმშენებლის თანამშრომლისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პრემიის გადარიცხვას. ბეჟაშვილის უწყებაში საეჭვოდ მიიჩნიეს, რომ გადარიცხული 40 ათასიდან სამ დღეში 20 ათასი ლარი გადაერიცხა ქართულ ოცნებას. ქართუმშენებლის წარმომადგენლები დღეს კონტროლის პალატაში დილიდან მივიდნენ, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მათ 20 ათასის უკან დაბრუნებაზე უარი თქვეს. რაზეც კონტროლის პალატამ ადეკვატური ზომები მიიღო. დღესვე კონტროლის პალატამ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ გააკეთა განცხადება. ბეჟაშვილის უწყება აპირებს, რომ ამ ფონდის შესახებ პარტიიდან ინფორმაცია გამოითხოვოს და მისი ფინანსური საქმიანობა შეისწავლოს. View the full article
-
/get_img?ImageId=6531 საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ასაიდუმლოებს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით იმუშავებს, თუმცა აღიარებს, რომ მონასტრის დაბრუნება რთული პროცესია: ‘"საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება ადვილი საქმე არ არის, ეს ძალიან რთული პროცესია. ნაადრევი დასკვენების გაკეთება რეზულტატისთვის სასარგებლო არ იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობას და ტექნიკურ საკითხებს კონფიდენციალურად ვტოვებ, რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ მიღირს", - ნათქვამია მინისტრის ოფიციალურ განცხადებაში. იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართულად ლოცვა. ის იყოს საქართველოს ეკლესიის, ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში"– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების დაბრუნების საკითხი 2006 წელს, იერუსალიმში პირველი ვიზიტისას დააყენა. ისრაელში ვიზიტის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნების საკითხს შეეხო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II-ც:"ჯვრის მონასტერი თქვენ იცით რომ ქართული მონასტერია. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე", - აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქი ისრაელში 16 თებერვლიდან 25 თებერვლამდე იმყოფებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
В сети появились видеоролики с записью обрушения подъезда жилого дома в Астрахани. Судя по видеозаписи, сначала в результате взрыва обрушились нижние этажи подъезда, а затем, спустя несколько минут, рухнули верхние этажи. На видео зафиксирован только момент обрушения - люди начали снимать уже после взрыва. lenta.ru
-
Церемонию вручения "Оскара" в этом году можно назвать ретроспективой двух Билли: Билли Кристала, вытащившего фрак своего своеобразного таланта из нафталина и показавшего, насколько он изношен и старомоден; и Билли Уайлдера, которого обильно хвалил и превозносил режиссер-победитель Мишель Хазанавичус.
-
რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა კოდური მეტსახელით RU101 ირიცხება ამერიკული კერძო სადაზვერვო კომპანიის Stratfor–ს ინფორმატორთა სიებში, – იტყობინება ჟურნალი "რუსსკი რეპორტიორი" WikiLeaks–ის ახალ ფაილებზე დაყრდნობით.როგორც ცნობილი გახდა, გამომცემლობის საიტზე მოცემულია ელექტრონული წერილების ცალკეული ფრაგმენტები, რომლებსაც ერთმანეთში ცვლიდნენ კომპანიის თანამშრომლები და ინფორმატორები. Stratfor–ის თანამშრომლების მიმოწერაში იური ჩაიკა მოიხსენიება კოდური სახელწოდებით... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg ქართველმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოსთხოვა, გაამხილონ მათი შეხედულებები რუსეთთან ურთიერთობაზე და ამავე დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ერთგულია საქართველოს კავშირების განმტკიცებასა ნატოსთან და ევროპის კავშირთან. სააკაშვილის კომენტარი, რომელიც მან 25 თებერვალს სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სამხედრო ბაზაზე წარმოთქმულ სიტყვაში გააკეთა, ზოგიერთის აზრით, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მისამართით იყო წარმოთქმული. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და კარგი ურთიერთობები სურს როგორც რუსეთთან და ასევე დასავლეთთან. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კანონიერად აქვთ უფლება ისურვონ კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ მათ ეს ფაქტი სხვებს არ უნდა დაუმალონ. ”შენ შეგიძლია გქონდეს ურთიერთობა რუსეთის ლიდერებთან და მთავრობის წევრებთან და შეგიძლია იფიქრო, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმის უფლება, რომ რუსეთისადმი ასეთი დამოკიდებულება ხალხს დაუმალო, არ გაქვს” განაცხადა მან. ”არა გაქვს იმის უფლება, რომ ორ სკამზე ერთდროულად იჯდე. დისკუსია ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ამ გეგმების განხორციელებაზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ცხადად და გამჭვირვალეთ განვუმარტოთ ეს ჩვენს ხალხს”. სააკაშვილმა ასევე ილაპარაკა მოსკოვთან ალიანსის ფასზე და განაცხადა, რომ ”რუსეთის ამჟამინდელ ლიდერებს არ სჭირდებათ მეზობლები, მათ მორჩილი ვასალები სჭირდებათ”. რუსეთში 4 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და სააკაშვილმა იმათაც შეუტია, ვინც შესაძლოა მხარს უჭერს წამყვან კანდიდატს, პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს. სააკაშვილის განცხადებით, პუტინის მხარდაჭერა ”საქართველოში კანონიერი და დაშვებულიც რომ იყოს, არც კარგია და არც ეთიკურია”. პუტინი პრაქტიკულად დარწმუნებულია გამარჯვებაში. ამ არჩევნებით პუტინი კიდევ ექვსი წლით დაბრუნდება რუსეთის უმაღლეს თანამდებობაზე. ის 2000-2008 წ.წ. უკვე იყო რუსეთის პრეზიდენტი. ქართულ-რუსული ურთიერთობები 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ ძალიან გაფუჭდა. 2008 წლის ომი იმით დასრულდა, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა თავი საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს. რუსეთმა მყისიერად აღიარა ეს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ორ რეგიონს დღესაც თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. სააკაშვილის პერსონალური ურთიერთობები რუსეთის ლიდერებთან ასევე ძალიან დაძაბულია. 2008 წლის კონფლიქტის ბოლოს, მაშინ, როდესაც რუსული ჯარი ღრმად შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე, პრეზიდენტი პუტინი იმუქრებოდა, რომ სააკაშვილს ”ჩამოკიდებს”. ამ თვის დასაწყისში, პუტინის მემკვიდრემ, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მაღალი შეფასება მისცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსული სამხედრო ბაზების სიმძლავრეებს და განაცხადა, რომ ბაზები ”საკმარისად ძლიერია და ეფექტურად დაიცავს” ორ რეგიონს. რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იტყობინებოდა, რომ მედვედევმა განაცახადა ”ეს არანორმალურ სააკაშვილსაც კი ესმის.” თავის მიმართვაში ქართველი სამხედროებისადმი 25 თებერვალს სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ ”ნატო და ევროპის კავშირი ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთადერთი გზა არის.” საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად ავღანეთსა და ერაყში, საერთაშორისო კოალიციაში ჯარი გააგზავნა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/568556-150x150.jpgპარლამენტში ხვალისთვის დაგეგმილი დებატებისას გამომსვლელთა რიგითობაზე მსჯელობას, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური და მხიარულება მოჰყვა. ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ დებატებში პირველად მისი ფრაქცია გამოსულიყო. მისი თქმით, აქამდე არსებობდა ტრადიცია იმისა, რომ სანამ უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდოდნენ, დებატებზე პირველი დამოუკიდებელი დეპუტატები გამოდიოდნენ და კარგი იქნება თუ ხვალ, პირველი დამოუკიდებელი ფრაქცია გამოვა. ლორთქიფანიძის ამ განცხადებას რეპლიკები მოჰყვა როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა ლორთქიფანიძეს “დამოუკიდებელი ფრაქციის” განმარტება მოსთხოვა, უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ კი პარლამენტს დებატების წარმართვა, რეგლამენტში არსებული სპეციალური ჩანაწერის მიხედვით მოითხოვა. კერძოდ, რეგლამენტში ნათქვამია, რომ დებატებისას სიტყვით გამოდიან უმრავლესობა და უმცირესობა 45-45 წუთით, ფრაქცია და პარლამენტის თავმჯდომარე – 15-15 წუთი და ა.შ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კი დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნის არსში ვერ გაერკვა და განაცხადა, რომ აქამდე ყოველთვის იყო სურვილი, რომ დეპუტატი გვიან გამოსულიყო, რათა მანამდე გაკეთებული განცხადებების შეფასების შესაძლებლობაც მისცემოდა. მისი თქმით, თუ ფრაქციას “ერთობა სამართლიანობისთვის” მაინცდამაინც სურს რომ პირველი გამოვიდეს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი ვერ გაერკვა, რატომ ითხოვს ხოლმე ლორთქიფანიძე ისეთ საკითხებს, რომლებიც რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. “ვოცდები, ამ რეგლამენტს ან შეგნებულად არ კითხულობთ, ან ცდილობთ რომ მუდმივად დაგვარღვევინოთ ის”, – მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს და დასძინა, რომ მისთვის სულერთია, ვინ პირველი გამოვა და ვინ მეორე, რადგან ლორთქიფანიძის ფრაქცია და უმცირესობა მისთვის ერთია. “ჩემთვის თქვენ და უმცირესობა ერთნი ხართ. ჩემთვის ბაღათურია, მამრაძე და ვეფხვაძე, ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან”, – მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს, რასაც უკვე ლევან ვეფხვაძის უკმაყოფილება მოჰყვა. “თქვენგან მეტს არც ველოდი” , – განუცხადა ვეფხვაძემ მაჭავარიანს. ამასთან, მიხეილ მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს შეახსენა, რომ რეგლამენტით არ არსებობს ცნება “დამოუკიდებელი ფრაქცია”, არამედ არის “დამოუკიდებელი დეპუტატი”, როგორებიც დღეს პარლამენტში “ლეიბორისტები” და ბეჟან ხურციძე არიან. მისი შეფასებით, თუ ლორთქიფანიძეს სურს, რომ ხვალინდელი დებატები შალვა ნათელაშვილმა გახსნას, შეუძლია პირდაპირ თქვას. ამის შემდეგ კი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის გამოსვლების შემდეგ დაგეგმილ ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლისას, ფრაქციებს შორის ტრიბუნა პირველად “ერთობა სამართლიანობისთვის” დათმობოდა. ბიურო ლორთქიფანიძეს აღარ შეეწინააღმდეგა და ამ განცხადებამ ბიუროს წევრები მხიარულ განწყობაზე დააყენა. ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა იმის დაფიქსირება და დაკონკრეტება მოითხოვა, რომ ის კონკრეტულად ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” შემდეგ გამოვა, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა კი განაცხადა, რომ ის “პოლიტიკურ ნებას” გამოიჩენს და ოპოზიციური ფრაქციების შემდეგ გამოვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი გიორგი ახვლედიანის გამოხმაურება იმის “დასტურად” მიიჩნია, რომ “ქრისტიან-დემოკრატები” და “ერთობა სამართლიანობისთვის”, “შეკრულები” არიან. “ბარემ გადაეხვიეთ ერთმანეთს, ხომ ვამბობდი, შეკრულები არიან მეთქი” – განაცხადა მაჭავარიანმა. ხვალ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, რომლის ფარგლებშიც დებატებია დაგეგმილი. ინტერპრესნიუსი argumenti.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1951-150x150.jpgბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ქალაქ რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ახალი სერვისცენტრი გახსნა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გააფართოვა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს მასშტაბით. როგორც ბანკში აცხადებენ, ახალ სერვისცენტრში მომხმარებელი სწარაფად და მარტივად შეძლებს განახორციელოს სტანდარტული საბანკო ოპერაციები. საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 153–მდე სერვისცენტრი აქვს, რომლებიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში. რუსთავის ახალ სერვისცენტრში 10 თანამშრომელი დასაქმდა. argumenti.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/terr-150x150.jpgავღანეთიდან მიღებული ცნობებით დღეს დილით ბომბით დატვირთული ავტომანქანით თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა ქალაქ ჯელალაბადის აეროპორტში, რის შედეგადაც 9 კაცი დაიღუპა, მათ შორის 1 ჯარისკაცი და 8 დაიჭრა. ხელისუფლების განცხადებით ეს ტერაქტი თალიბანმა განახორციელა argumenti.ge
-
/get_img?ImageId=6530 კონტროლის პალატამ "ქართული ოცნება", შპს ""ქართუ მშენებელი" და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, ჯამში, 600 ათასი ლარით დააჯარიმა. კონტორლის პალატის ინფორმაციით, მან გაშიფრა კანონსაწინააღმდეგო სქემა, რომლის მიხედვით, "ქართულ ოცნებაში" შპს "ქართუ მშენებელის" თანამშრომელმა საკუთარი პრემიის ნახევარი გადარიცხა. "საქართველოს კონტროლის პალატამ შპს "ქართუ მშენებელის" თანამშრომლის, ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობის საკითხი შეისწავლა და მიიჩნია, რომ სახეზე იყო იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი. ნუგზარ ხუციშვილს შპს "ქართუ მშენებელში" რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია. მისი თვიური ხელფასია 1000 ლარი. შესაბამისად, 1 წელიწადში ხელფასის ჯამური ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს. "ქართუ მშენებელთან" გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი 3 დღეში "ქართული ოცნების" ანგარიშზე შეიტანა. ხუციშვილის მიერ ჩვეულებრივისაგან განსხვავებული რაიმე სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი გახდებოდა, ვერ დადასტურდა. მიღებული პრემია სრულად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან. პრემიის მიღებიდან სულ რაღაც სამ დღეში შპს "ქართუ მშენებლის" მიერ თითქოსდა პრემიის სახით გაცემული თანხა ხვდება "ქართული ოცნების" ანგარიშზე,"-ნათქვამია კონტროლის პალატის ინფორმაციაში. კონტროლის პალატამ, რომელმაც 20 000 ათასიანი შემოწირულობა უკანონოდ მიიჩნია, ნუგზარ ხუციშვილი ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. კონტროლის პალატამ ასევე დააჯარიმა "ქართული ოცნება". მან მიიჩნია, რომ "ქართული ოცნებისთვის" ცნობილი იყო მის ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის თაობაზე, რომელიც, კანონის შესაბამისად, 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა უკან შემომწირველისთვის. "თუმცა "ქართულმა ოცნებამ" არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონი, არც კონტროლის პალატის მიმართვა გაითვალისწინა და უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე"-აცხადებენ კონტორლის პალატაში. კონტორლის პალატამ "ქართული ოცნება" 200 000 ლარით დააჯარიმა. კონტორლის პალატის ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტის პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება. ის მიმართავს ფიზიკური პირებს, შეიკავონ თავი ამ ქმედებებისგან. "წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელედება კანონით გათვალისწინებული სანქციები",-აცხადებენ კონტროლის პალატაში, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს მოქალაქეებს, თავისი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, კანონის შესაბამისად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა და შემოწირულობები. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/navt-300x225.jpgსაერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი ბოლოს 9 თვის ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე გაიზარდა, რადგანაც ირანმა ნავთობის მიწოდების გაგრძელბისათვის ევროპას გადახდის გარანტირების, საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების პირობა წამოუყენა. კვირის ბოლოს ირანის მიერ ინგლისისა და საფრანგეთისათვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენდის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე დოლარ ნახევრით გაიზარდა და 105 დოლარს, ხოლო ლონდონის ბირჟაზე კი 120 დოლარს გადააჭარბა. სპეციალისტების აზრით, საფრანგეთი და ინგლისი ისედაც არ იღებდნენ მნიშვნელოვანი ოდენობის ნავთობს ირანისაგან, თუმცა იმის შიშმა, რომ რიგში სხვა ქვეყნეიც იქნებიან, პირჟებზე რყევა გამოიწვია. იხილეთ epn.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/monn-150x150.jpgესპანეთმა ხუთ წლიანი სასამართლო პროცესი მოიგო, რის შედეგადაც უკან დაიბრუნებს 500 მილიონი დოლარის ღირებულების საგანძურს. ერთ-ერთი ამერიკული ფირმის მიერ პორტუგალიის ღია წ####ბში აღმოჩენილი ესპანეთის კუთვნილი 200 წლოვანი საგანძური ბოლოსდაბოლოს სამშობლოს დაუბრუნდა. აღნიშნული ამბავი 1804 წელს მოხდა, როდესაც მეფე კარლოს მეოთხის განძით დატვირთული ესპანური გემი პორტუგალის ღია წ####ბში ინგლისურმა ფლოტმა ჩაძირა. 200 წლის შემდეგ კი 2007 წელს ეს სიმდიდრე განძზე ნადირობით ცნობლმა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ აღმოაჩინა. აღნიშნული სასამართლო პროცესი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფლორიდის სასამართლოში 5 წელი გრეძლდებოდა და გამოტანილი განაჩენის თანახმად, 17 ტონიანი საგანძური საკუთარ სამშობლოს, ესპანეთს, დაუბრუნდა. argumenti.ge