Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://saqinform.ge/images/stories/society/12xuroshvili-gia.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო“, რომლის მიზანი იქნება ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და დაინტერესებულ სახელმწიფოებში მათი გავრცელებისთვის ხელშეწყობა.<span style="font-size: 10pt;" />ხუროშვილის განმარტებით, მთელ რიგი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან იმ ქართული რეფორმებით, რომლებიც მსოფლიო ბანკმა და რიგმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მისაბაძ რეფორმებად შეაფასეს. საქინფორმი
  2. ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა ჰქონდათ დაგეგმილი – 4 მარტს, არჩევნების დასრულებისთანავე. თავდასხმა მოსკოვში უნდა მომხდარიყო. droni.ge
  3. ვია "75"-ის სოლისტი თემურ რევაზიშვილი58 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. droni.ge
  4. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ჟან დუჟარდენმა მიიღო. droni.ge
  5. დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, პრაქტიკულად, დაადასტურა მამუკა არეშიძის „ჩამოლაბორანტების“ ფაქტი. droni.ge
  6. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ საზღვაო ქვეითს ქართულად ლექსის წარმოთქმას სთხოვენ და ისიც თითქმის შეუცდომლად, ამერიკული აქცენტით ამბობს დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსის პირველ სტროფს. droni.ge
  7. В ожидании официальных подробностей сорванного покушения на главного кандидата в президенты России СМИ делятся информацией, которую им удалось собрать из разных источников. Чеченец Адам Осмаев разыскивался за сомнительную попытку убить Рамзана Кадырова, а год назад на него вышли люди Умарова, предложив новый план теракта. В блогах находят повод для иронии. newsru
  8. სოფელ კრწანისშიჩასახლებულიეკომიგრანტებიგამოსახლებისშიშითცხოვრობენ. მთავრობამმათთვისდაპირებულისახლებისმშენებლობავერშეძლო. ეკომიგრანტებმასარჩელითთბილისისსასამართლოსმიმართეს,თუმცასარჩელიარდაკმაყოფილდა. აჭარელი ეკომიგრანტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 1989 წელს ჩაასახლეს. ისინი დროებით სხვადასხვა კორპუსებში შეასახლეს და დაჰპირდნენ, რომ სახლებს აუშენებდნენ. მინისტრთა საბჭოს ბრძანების შედეგად, მშენებლობა დაიწყო კიდეც, მაგრამ მალევე შეჩერდა. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორიაც მეწყერსაშიში იყო. თითქმის აშენებული სახლები ჩამოწერეს და დღეს ისინი უპატრონოდაა მიტოვებული. /get_img?ImageId=6521 ეკომიგრანტებისთვის აშენებული და შემდეგ ჩამოწერილი სახლები 1997 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებით (N750), ეკომიგრანტებს სახლების მშენებლობისთვის სხვა მიწა გამოუყვეს, 20 ჰექტარი რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. ამავე ბრძანებით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალათ, ამ ტერიტორიაზე 75 ოჯახისთვის სოფელი აშენებულიყო. ახალ ნაკვეთზე ერთი საძირკველიც არ გათხრილა. ეკომიგრამტები დღემდე იმ ბინებში რჩებიან, რომლებშიც აჭარიდან ჩამოსულები დროებით შეასახლეს. ცხრასართულიანი კორპუსი მაშინდელი ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეურნეობაში შედიოდა და მის ბალანსზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ინსტიტუტმა ბინები მისივე მეურნეობის წევრებსა და ინსტიტუტის თანამშრომლებზე გაანაწილა. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ახლა ერთსა და იმავე ფართზე ორი მესაკუთრე აცხადებს პრტენზიას. /get_img?ImageId=6522 ეკომიგრანტები შესაძლოა გამოასახლონ ამ კორპუსიდან, სადაც დროებით უკვე 23 წელია ცხოვრობენ „აგვიშენონ სოფელი, ან მოგვცენ შესაბამისი კომპენსაცია, რომ სადმე ვიცხოვროთ. ამას ვდავობთ სასამართლოში. არავინ მოდის და არავინ გველაპარაკება“, - აცხადებს კრწანისში მცხოვრები ეკომიგრანტი ავთანდილ კოჩალაძე. 2007 წელს ეკომიგრანტების ნაწილმა, შვიდმა ოჯახმა, მოულოდნელად გაიგო, რომ ის ბინები, რომლებშიც თავად ცხოვრობენ, სხვებზეა პრივატიზებული. ამის შემდეგ სამი ოჯახი იძულების წესით გამოასახლეს. „15 კაცი ქუჩაში დატოვეს, ახლა ზოგი სად არის და ზოგი - სად. ჩემი ძმაც გამოასახლეს. მისი ნივთები სათავსოში ლპება. მისი ბავშვები ერთი წელია ჩემთან ცხოვრობენ. გაანადგურეს კაცი“, - ამბობს ნანული ხოზრევანიძე. /get_img?ImageId=6523 ნანული ხოზრევანიძის ძმა 4 წლის წინ გაასახლეს და მისი ნივთები სათავსოში ლპება ავთანდილ კოჩალაძის თქმით, ერთ-ერთ გამოსახლებულს, ზია საღინაძეს, გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება გამოსახლებიდან ორი თვის შემდეგ ჩაბარდა. მისივე თქმით, ზია საღინაძის საქმეზე გარდაბნის სასამართლომ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლომ გააუქმა და 2007 წლის 26 ნოემბერს გამოსასახლებლად მიადგნენ კიდეც. „ჯერ ის არის სასაცილო, რუსთავის სასამართლომ გარდაბნის სასამართლოს გადაწყვეტილება რომ გააუქმა. მეორეც, გამოსახლების შესახებ ინფორმაცია ოჯახს წინასწარ უნდა ეცნობოს. ზია საღინაძემ კი სასამართლოს გადაწყვეტილება, უკვე გამოსახლებულმა, 4 თებერვალს ჩაიბარა“, - ამბობს ავთანდილ კოჩალაძე. მას შემდეგ, რაც სამი ოჯახი ქუჩაში დარჩა, ყველა დანარჩენიც გამოსახლების შიშით ცხოვრობს. მათ პროკურატურასაც მიმართეს, რომლისგანაც საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მოსულა. მიმართეს სასამართლოსაც. 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკომიგრანტების სარჩელი არ დააკმაყოფილა. პროცესზე მოსამართლე ნინო შარაძემ მოსარჩელეებს შესთავაზა, მოპასუხე მხარედ არა მთავრობა, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაესახელებინათ. ეკომიგრანტებმა უარი თქვეს. ადვოკატმა ბეჟან ხიმშიაშვილმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „გადაწყვეტილება სოფლის მშენებლოს შესახებ მიიღო მინისტრთა საბჭომ და არა კონკრეტულმა სამინისტრომ, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ მთავრობა უნდა იყოს მხარე და არა – სხვა. თუმცა მთავრობას შეუძლია, ვისაც უნდა, მშენებლობა იმას დაავალოს“. უარის კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ სამინისტრომ ეკომიგრანტებს ოფიციალურად მისწერა, რომ ამ კონკრეტული საქმის მოგვარება მისი პრეროგატივა არ იყო. იგივე ითქვა სასამართლო პროცესზეც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი ეკომიგრანტებისთვის სახლებს არ აშენებენ. გაცილებით კატეგორიულები იყვნენ ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის და სასამართლოში მხარედ ვერ ჩაერთვებიან. რაც შეეხება თავად მთავრობის წარმომადგენელ თამაზ ბარაბაძეს, მან განაცხადა, რომ ეს საკითხი არა მთავრობას, არამედ სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დავალებოდა. „სამინისტრო ამბობს, ამგვარ საქმესთან დაკავშირებით გამოცდილება არ გვაქვსო. ჯერ არ ჰქონიათ მსგავს შემთხვევასთან შეხება და ამიტომაც არა აქვთ. ვფიქრობ, თუ მომჩივანი მხარე არ დათანხმდება მოპასუხედ სწორედ ეს სამინისტრო ჩაერთოს, მას სარჩელზე უარი უნდა ეთქვას“, - განაცხადა თამაზ ბარაბაძემ. მოსამართლემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მართლაც უარი თქვა. ეკომიგრანტების საერთო აზრია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მათი პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს. „ეგენი გვეუბნებიან, სიაში ჩაგსვამთ, ორიათასმერამდენეღაცა იქნები და როცა მოგიწევს, წალკაში წახვალო. ჩვენ კიდევ გადასახლება გვინდა?!“ - ამბობს ავთანდილ კოჩალაძე. ადვოკატ ბეჟან ხიმშიაშვილის თქმით, სამინისტროები ცდილობენ, ეს საქმე როგორმე ერთმანეთს გადააბარონ. „ამიტომაც გვინდა, სახლების მშენებლობა მთავრობამ თავად დაავალოს კონკრეტულ უწყებას“, - ამბობს ის. მანამდე კი 385 ადამიანი სრულ გაურკვევლობაში ცხოვრობს. „30 წელია აქ ვართ. ბინებს ვერც ვიკანონებთ, ვერც სხვაგან გადავდივართ, ვერც ამას ვარემონტებთ“, - ამბობს შუქრი ბათნიძე. პრობლემას განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი ეკომიგრანტების შესახებ. ამასთან, ეკომიგრანტი არ მოიხსენიება იძულებით გადაადგილებულ პირად, როგორც ეს საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა ეკომიგრანტებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. ყველაზე ხშირად სწორედ იმის დადგენაა პრობლემა, თუ რომელმა ორგანომ და რა რეგულაციების მეშვეობით უნდა გადაიჭრას მათი ესა თუ ის პრობლემა. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, უშუალოდ ამ კატეგორიის ადამინებისთვის კანონმდებლობა შემუშევებული არ არის. შესაბამისად, არც ერთი კონკრეტული უწყება მათზე პასუხისმგებელი არაა, თუმცა სტიქიის შედეგად დაზარალებულების საქმეები ყველაზე მეტად მაინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეიძლება გადაემისამართოს, რადგან, მიუხედავად იმისა. რომ სტატუსი არა აქვთ, რეალურად ისინი მაინც დევნილები არიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. <p> http://www.Geonews.ge/uploads/images/9345shalva%20natelashvili.jpg "ლეიბორისტული პარტია" ხვალ, პარლამენტის წინ, არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციას გამართავს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ხალხი აქტიური არ იქნება, სრულად ორიგინალი
  10. <p> http://www.Geonews.ge/uploads/images/161kalandadze-nino.jpg საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებზე. სრულად ორიგინალი
  11. http://www.Geonews.ge/uploads/images/7234miwisdzvra%20222222.jpeg ტუვას რესპუბლიკაში მიწისქვეშა ბიძგების განმეორების ეშინიათ. ათასობით ადამიანმა ღამე დროებით საცხოვრებლებში გაათენა. 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გუშინ დაფიქსირდა. სრულად ორიგინალი
  12. http://www.Geonews.ge/uploads/images/8350ramazi.jpg რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თბილისში. შოთა რუსთაველის თეატრის ფოიეში, ხვალ, დიზაინერ ნატალია ჩხიკვაძის მიერ შექმნილი კოსტუმების ჩვენება მოეწყობა. ნატალია ჩხიკვაძე პირველ პერსონალურ ჩვენებას პაპის, რამაზ ჩხიკვაძის, ხსოვნას და დაბადებიდან 84 წლის იუბილეს მიუძღვნის. სრულად ორიგინალი
  13. http://www.Geonews.ge/uploads/images/1836kalaze.jpg კახი კალაძე დღეს 34 წლის გახდა. ნიჭიერმა ფეხბურთელმა მტკიცე ხასიათით, საქმისადმი პროფესიული მიდგომით და დიდი მონდომებით დიდი ფეხბურთისკენ გზა გაიკვალა. სრულად ორიგინალი
  14. http://www.Geonews.ge/uploads/images/8002komersant.jpg ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ორმაგ ფასს ადებს - ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს რუსული გამოცემა "კომერსანტი", რომელიც წერს, რომ ქართველმა მილიარდერმა ოპოზიციური პარტიის ჩამოსაყალიბებლად რუსეთში აქტივების გაყიდვა გადაწყვიტა. სრულად ორიგინალი
  15. http://www.Geonews.ge/uploads/images/1441amindi-1.jpg დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. კარგი ამინდები მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება, 29 თებერვლიდან ისევ არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი. სრულად ორიგინალი
  16. http://www.Geonews.ge/uploads/images/4783hamid_karzai_2006-09-26.jpg ავღანეთში, სამანგანის პროვინციაში 3000-მდე ადამიანი საპროტესტო მარშს აწყობდა, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტების შესაჩერებლად ბარიკადები აღმართა. შედეგად დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა. სრულად ორიგინალი
  17. <p> http://www.Geonews.ge/uploads/images/2036xizana.jpg ალბანეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება. ამის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სრულად ორიგინალი
  18. http://www.Geonews.ge/uploads/images/4881izrail.jpeg ისრაელის სახელმწიფო კომპანია Aerospace Industries (IAI) გეგმავს აზერბაიჯანს უპილოტო საფრენი აპარატები (უპილოტო) და მაღალი სიზუსტის იარაღი მიყიდოს, დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების.<p> სრულად ორიგინალი
  19. http://saqinform.ge/images/stories/society/12malaizia.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, საქართველოს მოქალაქეები დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.<span style="font-size: 10pt;" />აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ისაუბრა, რომლის განმარტებით, შედეგის თვალსაზრისით, მალაიზიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით სიახლე არ არის. საქინფორმი
  20. რამდენიმე სტუნდენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წერილობით მიმართა, რომელშიც ისინი სწავლის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, სტუდენტები შიმშილობას დაიწყებენ. დიმიტრი შაშკინის სახელზე დაწერილ განცხადებაში ისინი ითხოვენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოყოს ბიუჯეტიდან თანხები და დაფაროს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სწავლის საფასური, ხოლო წახალისების მიზნით, წარმატებულ სტუდენტებს დაენიშნოთ სტიპენდია. "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის დაახლოებით 10 000 სტუდნეტია, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა. კითხვაზე, რატომ აპროტესტებენ სტუდენტები სწავლის საფასურს ახლა, თუ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებამდე იცოდნენ ამ გადასახადის ოდენობის შესახებ, კობაიძე პასუხობს: "იცოდნენ, მაგრამ ახლა მათი ოჯახები ვეღარ იხდიან ამ გადასახადს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონის გამო." ხვალ, 14:00 საათზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის გამართვას კიდევ აპირებენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ხვალინდელი აქცია ფართომასშტაბიანი იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. გიორგი კიკონიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  22. http://saqinform.ge/images/stories/analitics/ocneba-fanjikidze.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის უფროსი რევაზ მუმლაძე. ფანჯიკიძის განმარტებით, მას შემოსავლების სამსახური გადასახადების დამალვაში ედავება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.<span style="font-size: 10pt;" />„ეს უკვე მეორე ფაქტია. პირველი თამაზ თამაზაშვილი იყო, რომელიც 11 ოქტომბერს დააკავეს. ის ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავეს. თამაზაშვილი ფონდი „ქართუს“ დირექტორის, ამჟამად ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. საქინფორმი
  23. http://saqinform.ge/images/stories/analitics/prezidenti-parlamentshi.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე კვირაში წარდგება. წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 28 თებერვალს მივა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება.<span style="font-size: 10pt;" />შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია. საქინფორმი
  24. http://saqinform.ge/images/stories/analitics/ilia-ierusalimi.jpgთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, „ჩვენ წმინდა მიწას არ უნდა შევეჩვიოთ და წმინდა ადგილების თაყვანისმცემლები შორიდან უნდა ვიყოთ“.<span style="font-size: 10pt;" />ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომელზეც უწმიდესმა და უნეტარესმა ისრაელში ვიზიტზე ისაუბრა. საქინფორმი
×
×
  • შექმენი...