Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/yura-150x150.jpgავღანეთში ქაბულში მდებარე ნატოს ბაზაზე ყურანის დაწვის გამო დაწყებული კრიზისის შედეგად დღემდე 28 ადამიანია დაღუპული. აღნიშნული მოვლენების შემდეგ ნატომ სამინისტროებიდან უფლებამოსილთა განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კუნდუზის პროვინციაში დაახლეობით ათასმა დემონსტრანტმა გაეროს შტაბბინას ალყა შემოარტყა და ქვები დაუშინა. პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლზე პასუხიმსგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ. ლაგმანის პროვინციაში კი დემონსტრანეტმა ქვები დაუშინეს უსაფრთხოების ძალებს და სახელმწიფო შენობების მინები ჩაამსხვრიეს. ასევე შინაგან საქმეთა სამინსტროზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკელები ერთ-ერთმა დასავლელმა მოკლა, ხოლო ნატომ კი ეს განცხადება უარყო. მალე აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს ნატოს ბაზაზე ყურანის დაწვაზე შურის საძიებლად განახორციელა. argumenti.ge
  2. /get_img?ImageId=216 პეტრას ციხე პეტრას ციხის გასხვისების შესახებ განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის 21 დეკემბერს გამოსცა. განკარგულების თანახმად, პეტრას ციხე და მასზე მიმაგრებული 32 179 კვ/მ მიწის ნაკვეთი შპს Gorgian Invest Intenational company-ს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა. ამ განკარგულების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია, 2012 წლის 15 ივლისამდე აღადგინოს ციხის ჩრდილოეთ კედელი, მოაწყოს მისასვლელი ბილიკები, გამაგრება-რეაბილიტაცია ჩაუტაროს ძეგლის დაზიანებულ ნაწილებს, უზრუნველყოს ტერიტორიის სრული განათება თანამედროვე სისტემით, მოაწყოს პარკინგი და სალარო გაყიდვის ჯიხური. მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე კი ციხის ტერიტორიაზე უნდა ააშენოს მუზეუმი და კვების ობიექტი. „გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, უნდა განახორციელოს არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია. ძეგლზე და მის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები უნდა წარიმართოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, დამტკიცებული პროექტის ფარგლებში,“ - წერია განკარგულებაში. შპს Gorgian Invest Intenational company 2011 წლის 1 სექტემბერს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი და ასპროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი ქვრივიშვილია. ვინ არის პეტრას ციხის ახალი მფლობელი? - ამ კითხვით „ბათუმელებმა” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა. სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი კალანდაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ინვესტორის ვინაობას ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს: „ხელშეკრულება ძეგლის მომავალ მეპატრონესთან ოფიციალურად ჯერ გაფორმებული არ არის, ამიტომ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ანუ ხელშეკრულების პირობების დაზუსტება“. ყოფილი მმართველის, არქეოლოგ ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მუზეუმ-ნაკრძალის გასხვისება დაუშვებელი იყო: „დღემდე ვიცოდით, რომ მუზეუმ-ნაკრძალი აჭარის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო და მინისტრთან, გია აბულაძესთან უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ გაზაფხულისთვის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაგვეწყო. ნაკრძალი ბოლომდე შესწავლილი არ არის. როგორც ვიცით, იქ არის ერთნავიანი და სამნავიანი ბაზილიკა, რომლის შესწავლა არ დასრულებულა. მე-6 საუკუნის აბანოს ნაშთებია და არც მისი კონსერვაციაა გაკეთებული. განკარგულებაში წერია, რომ ბილიკები უნდა გაკეთდეს, ეს ამ ეტაპზე არ შეიძლება, რადგან ბილიკებს როცა გააკეთებ, მერე გათხრებს ვეღარ აწარმოებ. თანაც, ნაკრძალიდან მიწაა გასატანი, რაც 60-იანი წლების გათხრებიდან დაგროვდა“. ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, პეტრას ციხის არქეოლოგიური შესწავლა პერმანენტულად მიმდინარეობდა: „87 წელში მიმდინარეობდა, 1991-1992 წლებში მე ვაწარმოებდი გათხრებს პეტრას ციხის ციტადელზე და ორი ოქროს მონეტაც მაქვს ნაპოვნი, იქ მე-6 საუკუნის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის კონსერვაცია არ მომხდარა. ბოლოს, როგორც ვიცი, 2005 წელს იყო გათხრები, როცა 300-მდე ანტიკური ხანის სამარხი იქნა აღმოჩენილი“. პეტრა იყო ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოში. ციხის ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. 1989 წელს ჩამოყალიბდა პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. დეპუტატმა და საერთაშორისო სამართლის იურისტმა დომინიკ რააბმა ბრიტანეთის პარლამენტში შეიტანა სერგეი მაგნიტსკის კანონპროექტი, რომელიც კანონის სტატუსს ანიჭებს სავიზო და ეკონომიკურ სანქციებს ადამიანის უფლებათა დამრღვევთა მიმართ.როგორც იტყობინება Hermitage Capital–ს ორგანიზაცია, საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (მილიბანდომი, რიფკინდომი და სტროუ), და სამთავე წამყვანი პოლიტიკური პარტიების დეპუტატები."დიდმა ბრიტანეთმა არ უნდა გაუღო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. По словам премьера, готовящегося стать президентом, покушения на него пытаются устроить аж с 1999 года, когда он в первый раз возглавил российское правительство. "Иных уж нет, а те далече", - пошутил он цитатой из "Евгения Онегина", прибыв на место взрыва в Астрахани, где рухнул подъезд жилого дома. newsru
  5. დაღესტანში დაძაბულობის განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება მეამბოხეთა 12 რაზმი, რომლებშიც 300-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული და რომლებიც მოქმედებენ პრაქტიკულად მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მელაშქრეთა ასეთი რაოდენობა მოითვალეს დაღესტანის შს სამინისტროში.უწყების პრეს–სამსახურის ანგარიშგებით, 2011 წლის განმავლობაში მოკლული იქნა 171 მოლაშქრე, დაკავებული იქნა 211 და აიძულეს რომ ჩაბარებოდნენ ძალოვნებს რვა პიროვნება. საუბარია ასევე დივერსიული აქტების თავის აცილების 49 ფაქტზე, რომელთა დროსაც უნდა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. მიმდინარე წლის 22 თებერვალს აფხაზ ლიდერზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სხვა ორ კოლეგასთან ერთად მძიმედ დაჭრილი ანქვაბის პირადი მცველის - თენგიზ ფანდარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა."საავადმყოფოს ექიმები ყველანაირ ღონეს ხმარობენ იმისათვის, რათა უკეთესობის იმედი ვიქონიოთ", - განუცხადეს სააგენტო "Апсныпресс" - ს სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ფანდარია ტერაქტის შემდეგ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის სერიოზული დაზიანებებით იქნა მოთავსებული. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. დღეს, 28 თებერვალს, სარამოს 8 საათზე საქართველოს პრეზიდენტი თავისი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე. ეს იქნება სააკაშვილის ბოლო გამოსვლა ამ მოწვევის პარლამენტში. პირდაპირი სატელევიზო ეთერის გარდა, პრეზიდენტის გამოსვლის ყურება ფეისბუქში, ლაივსტრიმის არხითაც იქნება შესაძლებელი. პარლამენტში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს ”იუთუბზე” ატვირთულ მიმართვას. ”დღეს საღამოს პარლამენტში წარვსდგები ყოველწიური ანგარიშით. ამ ანგარიშზე ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად ვმუშაობ მთავრობის მთელ შემადგენლობასთან ერთად. ამ ანგარიშში არის ძლიან ბევრი საინტერესო ფაქტი, ციფრი, პროგნოზი, რომელიც შეძლება, საგულისხმო აღმოჩნდეს თქვენთვის. თუ გაქვთ დრო, 8 საათზე შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი, ან ფეისბუქზე ნახოთ იგივე ანგარიში. ასე რომ, შეხვედრამდე საღამოს!” - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი გავრცლებულ 32-წამიან ვიდეომიმართვაში. ფეისბუქზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე დღეა ატარებენ კამპანიას ”ეს შენ გეხება!” არასამთავრობო სექტორი ამ გზით აპროტესტებს 2011 წლის დეკემბერში მიღებულ კანონს”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. /get_img?ImageId=6538 რომელ დღეს დაიღუპა ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო– 20 თებერვალს, ანუ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იმყოფებოდა ავღანეთში, თუ 21–ში, როგორც შემდგომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა. საქართველოს ექს–საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველის ჯარისკაცები ავღანეთში 20 თებერვალს დაიღუპნენ. “20 თებერვალს გარდაიცვალნენ ჩვენი ჯარისკაცები, ანუ იმ დღეს, როცა სააკაშვილი ადგილზე იმყოფებოდა.... ეს დაუმალეს ქართველ ხალხს ... და ასეთ მტკივნეულ საკითხზე პრეზიდენტი იტყუება ოფიციალურ განცხადებაში, როცა ამბობს, რომ ავღანეთიდან მომაწვდინეს ამბავიო .... ოფიციალურად უნდა დაისვას კითხვა პარლამენტში იმის შესახებ, თუ რა გარემოება განაპირობებს ამ ტყუილებს....უნდა გამოვითხოვოთ ყველა დეტალები ამ ტრაგედიის შესახებ...პარლამენტარებს შეუძლიათ ასევე NATO-ს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მიმართონ დამატებითი ინფორმაციისათვის. მთელ ერს და პირველ რიგში, დაღუპულ სამხედროების ოჯახებს აქვთ უფლება, სიმართლე გაიგონ!” – აღნიშნა ზურაბიშვილმა. აქვე ზურაბიშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის, ISAF-ის მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული რელიზი გაავრცელა. აღნიშნულ რელიზში აღნიშნულია, რომ ავღანეთის დასავლეთით 20 თებერვალს სამი სამხედრო დაიღუპა. თუმცა მათი ეროვნება არ არის მითითებული. იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნის სამი სამხედრო (იყვნენ თუ არა ისინი ქართველები) დაიღუპა აღნიშნულ დღეს ავღანეთის დასავლეთით, “ნეტგაზეთი” ამ საკითხთან დაკავშირებით ავღანეთში ISAF–ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, საიდანაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქართველი სამხედროები 21 თებერვალს დაიღუპნენ. “ნეტგაზეთმა” გამოარკვია, რომ აღნიშნულ რელიზში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა, საუბარია სამ დაღუპულ იტალიელ ჯარისკაცზე, რომლებიც, ძირითადად, ავღანეთის დასავლეთით, ჰერატის პროვინციაში არიან განლაგებულნი. ISAF–ის ვებ-გვერდზე განთავსებულია კიდევ ერთი პრეს-რელიზი, რომელიც დათარიღებულია 21 თებერვლით და რომელშიც ასევე 3 სამხედროს დაღუპვაზეა საუბარი. პრეს-რელიზის მიხედვით, ეს სამი სამხედრო 21 თებერვალს ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა, სწორედ იქ, სადაც ქართველები არიან ბაზირებულნი. ეჭვი ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ აშშ–ის საელჩოს ვებ–გვერდზე ქართველი სამხედროების შესახებ გამოქვეყნებულ სამძიმრის განცხადებაში გამოქვეყნების თარიღი მითითებული არ იყო. /get_img?ImageId=6541 “ეს ტექნიკური შეცდომაა. თუ დააკვირდებით, სამძიმრის წერილი გამოქვეყნებულია მდივან კლინტონის 21 თებერვლის ბიზნესკონფერენციის თავზე, ანუ ეს, როგორც ჩანს, არის ტექნიკური შეცდომა, რომელსაც გამოვასწორებთ. რაც შეეხება გამოქვეყნებას, გამოქვეყნების მიხედვით, ის გამოქვეყნებულია 21 თებერვლის განცხადების თავზე,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” აშშ–ის საელჩოში. ამჟამად ჯონ ბასის სამძიმრის განცხადება, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე, 22 თებერვლითაა დათარიღებული. თავდაპირველად ეჭვი იმის თაობაზე, თუ როდის და რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი სამხედროები ავღანეთში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამხედრო ექსპერტმა და "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გაზეთ “რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების დაღუპვა ავღანეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს უკავშირდებოდა. „სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია მოაწყო და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცები სწორედ ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ. თუმცა, დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს, ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისთვის,” - ივარაუდა სესიაშვილმა. მოგვიანებით ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ვარაუდი "ემოციური ფონით" იყო განპირობებული: "ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი ადამიანისთვის და როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტისთვის, განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული იყო ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი და ინფორმაციის მიღებისთანავე გაკეთებული შეფასებაც სწორედ ამ ემოციური ფონით იყო განპირობებული", - აღნიშნა სესიაშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. ОПЕК - Организация экспортеров нефти, международная межправительственная организация, созданная нефтедобывающими державами в целях стабилизации цен на нефть.Добыча сырой нефти в странах ОПЕК в 2010 и 2011 году
  10. Оснащение избирательных участков веб-камерами не помешает фальсификациям, уверены оппозиционеры. В качестве собственных мер накануне президентских выборов они проводят усиленную подготовку наблюдателей-добровольцев. Между тем сегодня российские СМИ сообщили о раскрытии заговора с целью убийства Владимира Путина.
  11. В социальных сетях проходит организация демонстраций, которые в свою очередь затем транслируют онлайн: интернет в России становится главным инструментом борьбы и сбора для всех противников режима Владимира Путина. Так, например, появившаяся в воскресенье живая цепь почти не была упомянута на телевидении, но обсуждение в социальных сетях собрало 30 000 человек.
  12. ამ დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ვადამდელი ხმის მიცემა. ის იმართება რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რაღაც-მიზეზთა გამო 4 მარტს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებენ.როგორც "Апсныпресс"-ი იუწყება, საუბარი შეეხებათ, ძირითადად, ცალკეული დასახლებების მცხოვრებლებს. ვადამდელი ხმის მიცემა უკვე ჩატარდა გაგრისა და სოხუმის რაიონის რიგ სოფლებში, ხოლო 29 თებერვლამდე ასევე გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ჩატარდება. საარჩევნო უბნები გ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. Что же сделало Европу больным человеком мировой экономики? К сожалению, большая часть того, что люди знают об этом — неправда, но миру важно понимать, что происходит в Европе, так как байки о европейской ситуации используются как аргумент в пользу вредных либо жестоких мер. Когда вы услышите, как кто-нибудь, ссылаясь на пример Европы, требует, чтобы уничтожили сеть социальной поддержки или сократили расходы на фоне депрессивной экономики, помните: этот человек абсолютно не разбирается в том, о чем рассуждает.
  14. Тема сланцевого газа является для Польши без преувеличения вопросом «жизни и смерти. Но появилось немало серьезных противников, которые хотят заблокировать его добычу в нашей стране. «Совершенно ясно, что больше всего в этом заинтересована Россия», - считает эксперт Анджей Мачеевский. «Для Кремля это тоже вопрос из разряда быть или не быть», - добавляет он.
  15. Сергей Дарькин руководил регионом больше 10 лет. В пресс-службе главы государства утверждают, что губернатор уволен по собственному желанию. Но по слухам, в списке "на выбывание" чиновник был давно - как только попал под раздачу на совещании Путина. Больше отставок в ближайшее время не последует, уверяют в Кремле. newsru
  16. Противники и сторонники Владимира Путина пытаются друг друга «перевербовать» и на московских улицах, и на просторах Интернета. За неделю до президентских выборов в спорах все меньше логики и анализа и все больше провокаций.
  17. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60121.jpg ოპოზიციური პარტია `თავისუფალი საქართველო` საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ პრესკლუბ `პრაიმ ტაიმში` პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა. კუკავამ "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლითაც მისივე განცხადებით, პარტია სხვა ოპოზიციური გაერთიანებებისგან რუსეთისადმი დამოკიდებულებით განსხვავდება. `პარტია `თავისუფალი საქართველო` გეგმავს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ეს ფლანგი, რომელსაც ზოგი მესამე ცენტრს უწოდებს, ზოგი მეხუთეს, სააკაშვილი პრორუსულს და ზოგიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ფლანგი წარმოვადგინოთ საპარლამენტო არჩევნებში,`- განაცხადა პარტიის ლიდერმა. კახა კუკავამ ნაციონალური მოძრაობაც გააკრიტიკა და უმრავლესობის ლიდერები ტელედებატებში გამოიწვია. View the full article
  18. როგორც იქნა, მოვაბი თავი ახალ სერიას ვეცდები შემდეგი უფრო მალე დავწერო.ვიწყებთ საუნდტრეკების სამყაროს მუს. ლიტერატურის მესამე თავს ;) (ეს კომპოზიტორები რომ გესწავლათ, სულ ძალით წააყვანინებდით მშობლებს თავს მუსიკაზე და ფეხს არ გამოადგამდით იქიდან, არის თუ არა ასე? ;))ეს სერია ეძღვნება კლაუს ბადელტს. ჰანს ციმერს სპეციალურად მოვაყოლე, იმიტომ, რომ არაერთხელ ... View ucnauri.com
  19. Для России главный вопрос сейчас заключается в том, как наилучшим образом отстоять свои жизненно важные интересы в ближневосточном регионе в атмосфере, где наверняка возникнет хаос, причем хаос более страшный, чем тот, что возник во время вторжения США в Ирак.
  20. პირამიდების ისტორია უძველესი დროიდან მოდის. ამ პოსტში წარმოგიდგენთ საოცარ პირამიდებს: ნუბიური პირამიდა მეროეშიუკანასკნელი პირამიდები, რომელთაც სამეფო აკლდამების დანიშნულება ჰქონდათ, იყო ქვიშაქვისგან აგებული ნუბიური პირამიდები მეროეში. ფარაონებისთვის განკუთვნილი ეს პირამიდები 30 მეტრის სიმაღლეს აღწევდა და ჩუქურთმებით იყო მორთული. პირამიდის შუაგულში ულამაზეს კუბოებში მეფეებისა და დედოფლების მუმიფიცირებული ცხედრები ინახებოდა მსხვერპლად შეწირული მსახურების ცხედრებთან ერთად, ... View ucnauri.com
  21. Мы связываем имя Путина со всем плохим, что происходит в России. Но на самом деле все не так просто. Даже такой человек как Путин не смог бы удержаться у власти, если бы он не имел широкой поддержки. Путин победит на выборах и в том случае, если он не будет манипулировать их результатами.
  22. უძველესი და აკრძალული ორთაბრძოლამამლების ჩხუბი წარმოადგენს უძველეს სისხლიან სანახაობას. მისი ისტორია სათავეს იღებს ჩვენს წელთ აღრიცხვამდელ ბაბილონიდან. მოგვიანებით გავრცელდა ინდოეთში, ჩინეთსა და სპარსეთში. ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა უძველეს საბერძნეთში, საიდანაც რომის იმპერიაშიც შეაღწია და არსებობს ჩანაწერები, სადაც ნახსენებია, რომ უამრავ რომაელს სახლ-კარიც კი წაუგია მამლების ორთაბრძოლებზე ფსონების დადების გამო.როგორც წესი, ... View ucnauri.com
  23. Страшный сон Владимира Путина становится явью. Российский средний класс начинает открыто говорить ему, что он засиделся. Но как от него избавиться? На этот раз ничего точно не выйдет, потому что мошенническая избирательная схема работает как часы. Но в следующий раз все может сложиться иначе.
  24. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/parl-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 20.00 საათზე პარლამენტში მივა და ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საზოგადოებაში მოლოდინი დიდია ვინაიდან მოქმედ პარლამენტს სააკაშვილი ბოლო ანგარიშს აბარებს. არის ვარაუდი რომ ორთქლს ოპოზიცია გამოუშვებს, ხელისუფლება კი წინასაარჩევნოდ გამოიყენებს ტრიბუნას. როგორც ჩანს დებატებზე იაქტიურებენ „ქრისტიან–დემოკრატები“ რომლებსაც წინასაარჩევნოდ მათი პროგრამის და ინიციატივების გაჟღერება არანაკლებ სურთ, შესაბამისად ისინი მზად არიან ხელისუფლების წინაშე ბევრი საკითხი დააყენონ განსაკუთრებით კი, სოციალური საკითხები. ეს ის თემაა რომელიც ამომრჩეველს კარგად იზიდავს. “ქრისტიან-დემოკრატი” დეპუტატი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი დებატებს შედეგი იმ შემთხვევაში ექნება, თუ მის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრების 10% მაინც დაფიქრდება საკუთარ არჩევანზე. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სკეპტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლა მხოლოდ “ბოლის გამოშვებაა”, მაგრამ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის და შემდეგ დებატების გამართვის ტრადიცია, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. მისი თქმით, დებატები ძირითადად “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქრისტიან-დემოკრატებს” შორის დებატებად გადაიქცა, რომელიც პროგრამულია და ეხება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, განვითარებას და სწორედ ამ დებატებით იხსნება ყოველწლიურად პოლიტიკური სეზონი. ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ამ დებატებით, მოსახლეობა კარგად ხვდება, თუ რა სხვაობაა “ნაციონალებსა” და “ქრისტიან-დემოკრატებს” შორის. ის რომ ორ პარტიას რომლებსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ვერაფრით ანსხვევებს, „მისაწოლ“ თემად სოციალური საკითხები ტყუილად არ შეურჩევიათ, იმ ფონზე როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ, ამ ამომრჩევლის გულის მოსაგებად პარტიები მზად არიან ჯიდილში გალიონ რეგლამენტით განკუთვნილი დრო. ცხადია ცუდი არაფერია იმაში თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ქრისტიან-დემოკრატები“ პედალირებას სოციალურ თემებზე გააკეთებენ მაგრამ რთულად წარმოსადგენია იმის ნება რომ რომელიმე პარტია „ლაპარაკს საქმედ აქცევს“. პასუხი მარტივია: არ ვართ ბატონო ჯერ ხელისუფლებაში, მეორე სემთხვევაში კი, გვაცალეთ ბატონო ვაკეთებთ. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატები “პოლიტიკური დებატების” ფორმატით გაიმართება. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დღეს, რომ ორი პარტიის შესაძლოა, შეთანხმებული შოუ გაიმართება, ეჭვი ამაში არავის ეპარება. მთავარია რამდენად მოქნილი იქნება შოუს ელემენტები და დამაჯერებელი გაჟღერებული ინიციატივები. ანდრო მუხრანელი argumenti.ge argumenti.ge
×
×
  • შექმენი...