planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Журналистам стала известна дата выхода нового устройства Apple. Как предполагается, о выпуске нового iPad будет объявлено 7 марта. По некоторым данным, он будет оснащен новым экраном Retina Display с разрешением 2048 на 1536 пикселей, что вдвое превышает разрешение экрана iPad2. Кроме того, "iPad3" может "потолстеть". lenta.ru
-
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ისრაელიდან დაბრუნებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მისალმებით დაიწყო, რომელიც ასევე ესწრება პრეზინდეტის გამოსვლას პარლამენტში. გამოსვლის პირველივე წუთებში, მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში მომსახურე ქართველი ჯარისკაცების შესახებ ისაუბრა. "მინდა წუთიერი დუმილით პატვი მივაგოთ ავღანეთში ყველა დაღუპული ჯარისკაცის, 15 ჯარისკაცის ხსოვნას. მათ სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში. რვა წლის წინ, როდესაც პრეზიდენტის რაგნში პირველად წარვდექი, რევოლუცია ახალი ახალი დაწყებული გვქონდა. მაშინ დაწყებული რევოლუცია კვლვაც გრძელდება. ჯერაც ძალიაბ ბევრი საქმეა დაუმთავრებელი. დღეს ისე, როგორც არასდროს ყინული დაიძრა, ნავსი ტყდება. თუმცა, ჯერაც არ მივსულვართ იქ, სადაც გვინდა ყოფნა,"-განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილი გამოსვლის პირელივე წუთებში ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისაც შეეხო, რომელიც მისი თქმით, საქართველომ უკან ჩამოიტოვა. მან ისაუბრა ეკონომიკის ზრდაზე, ახლად დარეგისტრირებულ ბიზნესებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პრეზიდენტმა, პარლამენტში მისი შარშანდელი გამოსვლა და მის მიერ წარმოდგენილი საქართველოს განვითარების გეგმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროგრესი უკვე სახეზეა სოფლის მეურნეობის სექტორში, ენერგეტიკაში, ტურიზმის განვითარებაში, ახალი თანამედროვე სამეციდიცინო დაწესებულებების აშენებაში. "ყველა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი, მიღებული შედეგი იმედებს გვიმყარებს, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ვერ გრძნობს საკუთარ თავზე ამ წინსვლას. ბევრი ამბობს, რაში მადგია ბიზნეს გარემო, თუ ჩემთვის სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არ მოიძებნა. ან რა საჭიროა ახალი კლინიკები, თუ მკურნალობის ფული არ მაქვს. სრულიად სამართლიანია ეს კითხვები. ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გავაფართოვოთ იმ ადამიანთა წრე, რომელიც ქვეყნის წინსვლას საკუთარ თავზე იგრძნობს. უარს ვაცხადებ შევეგუო ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც ერთი ნაწილი ამ წარმატებით ხეირობს და მეორე ისე რჩება. ჩალის ფასი აქვს ამ ტრიბუნიდან მთლიან შიდა პროდუქტზე საუბარს იმ ადამიანისთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს სარჩენი და სტაბილურობის განცდა არ აქვს. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმება იმაზეა მიმართული, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ წარმატებადაც ვაქციოთ." გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტმა ასევე სკოლებში მომავალის კლასებზე, ახალი პროფესიული კოლეჯების მშენებლობაზე, მოქალაქეებისთვის ინგლისურ ენასა და კომპიუტერში უფასო ტრენინგებსა და მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გადასაცემ პერსონალურ კომპიუტერებზე ისაუბრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6543 საქართველოს მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით კომერციულ ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება აღუდგებათ. როგორც „ნეტგაზეთისთვის“ გახდა ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „სააღსრულებლო საწარმოთა შესახებ“ კანონში შედის. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა 2012 წლის 27 თებერვალს პარლამენტის ბიუროზე გაიტანა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 239–ე მუხლის მე–6 ნაწილი ასე ჩამოყალიბდება: „ თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების / საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითერბული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/ იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რესგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება.“ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა დახურილი მოლაპარაკებები უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან. საკითხის განხილვაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატაც ჩაერთო. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ზეწოლის შედეგად მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ნიკა გილაურმა ბანკებისათვის პირველადი იპოთეკარის უფლების აღდგენის შესახებ, გასულ კვირას ბათუმში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა. „ნეტგაზეთმა“ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს კომენტარი სთხოვა, თუმცა ხუროშვილმა „ნეტგაზეთი“ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში გადაამისამართა. კომიტეტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებენ, იმ მოტივით, რომ კანონპროექტი მათთან ჯერ არ შესულა. საქართველოს მთავრობა ამ საკანონმდებლო ინიციატივით, 2011 წლის შემოდგომაზე მიღებულ თავის გადაწყვეტილებას უპირისპირდება. კომერციულმა ბანკებმა 2011 წლის 11 ნოემბერს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს. ნოემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები წინ უსწრებს რომელიმე კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას, პირველი რიგის იპოთეკარი საგადასახადო სამსახური ხდება. მაშინ საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლის მე-6 ნაწილს შემდეგი ჩანაწერი დაემატა: „იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ − ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა.“ კანონპროექტში ახალი ცვლილებებით, აღნიშნული ჩანაწერი გაუქმდა. ნოემბერში, ბანკებისათვის პირველადი იპოთეკარის ფუნქციის ჩამორთმევა, საბანკო სექტორიდან, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ქართუ ბანკმა“ გააპროტესტა. ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებდა, რომ ეს ცვლილება საბანკო სექტორს გააკოტრებდა. კანონის ამოქმედების შედეგად, საბანკო სექტორში მხოლოდ „ქართუ ბანკი“ დაზარალდა. „ქართუ ბანკის“ კრედიტორების ქონება, რომელთაც დავალიანება ბანკის გარდა, საგადასახადო ორგანოების წინაშე ჰქონდა, აუქციონზე გაიყიდა, რამაც ბანკის არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელი გაიზარდა. 2011 წლის დეკემბერში თბილისის სააღსრულებლო ბიურომ თითქმის ერთდროულად „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა. აუქციონზე გაიყიდა „ქართუს“ კრედიტორების, ირაკლი კოდუას დედის ლაურა ღაჭავას კუთვნილი „პირიმზის“ შენობა, ბიზნესმენის და პარლამენტარის სერგი კაკალაშვილის კუთვნილი „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“, “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ ჯორჯიას” კუთვნილი „ბესიკის ბიზნეს ცენტრი“. ამ ბიზნესჯგუფების ქონებას აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა და ნატურით სახელმწიფოს გადაეცა. ამ პროცესების შემდეგ „ქართუს“ არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ 2012 წლის იანვარში 66,7 მილიონი ლარი შედგინა. არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელის მოცულობა 25 პროცენტიან ზღვარს მიუახლოვდა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა ნორმატიულ აქტთან წინააღმდეგობაში მოდის და ნებისმიერ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წინაპირობაა. ბიძინა ივანიშვილმა ბანკის რისკების გასანეიტრალებლად, საზედამხედველო კაპიტალი 70 მილიონი ლარით გაზარდა. „ქართუს“ ადმინისტრაციამ არაუზრუნველყოფილი სესხები ბალანსიდან ჩამოწერა და შესაბამისად, ფინანსური ზარალი განიცადა. საქართველოს საბანკო ბაზარზე 19 კომერციული ბანკი საქმინობს. აქედან 100 პროცენტიანი ქართული კაპიტალი, მხოლოდ ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ და კახი კალაძის „პროგრესბანკშია“. ბანკისათვის პირველი იპოთეკარის ფუნქციის უფლების დაკარგვა, მხოლოდ ამ ორმა ბანკმა გააპროტესტა, თუმცა გაკოტრების რისკის ქვეშ 19–ვე ბანკი დგებოდა. მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად ეს რისკი განეიტრალებულია. საქართველოს მთავრობის სხდომის 2012 წლის 21 თებერვლის მე–7 ოქმის თანახმად, კანონპროექტს, „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე გამოიტანს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის საფინანსო და იურიდიული კომიტეტები 6–9 მარტს განიხილავენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "საქართველოს მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გამოთქმული იქნა მოსაზრებები უზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნათა რიგითობის საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკაშვირებით, რაც ასახულია კანონპროექტში". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/get_img1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. სოციალურ ქსელ facebook-ში მომხმარებლებმა გაავრცელეს პრეზიდენტის გამოსვლის ფსონები რომელსაც გთავაზობთ. პრეზიდენტის გამოსვლისას იდება ფსონები: 12-ჯერ და მეტჯერ შეაწყვეტინებენ ტაშით-1.4 12 და ნაკლები-2.2 5-ჯერ და მეტჯერ წამოუდგება უმრავლესობა-1.3 5 და ნაკლები-2.2 … 3-ზ მეტ ჭიქა “ბორჯომს” დალევს-1.3 ზუსტად 3 ჭიქა “ბორჯომს” დალევს-2.7 სიტყვა გაგრძელდება 20 წუთი-9.0 სიტყვა გაგრძელდება 60 წუთი-1.7 სიტყვა გაგრძელდება 90 წუთი-1.3 ეტყვის თუ არა ჩახვაძე კორუმპირებულებზე-კი 9.0 ეტყვის თუ არა ჩახვაძე კორიმპირებულებზე-არა 1.05 მიშა ხაბაზს ჩამოართმევს ხელს-9.0 მიშა კურდღელაშვილს ჩამოართმევს ხელს-6.5 argumenti.ge
-
/get_img?ImageId=6549 ზური თავართქილაძე ფოთის #7 საჯარო სკოლის დარაჯი ამბობს, რომ გაზეთ "ქართული ოცნების" კითხვას გადააყოლეს. "აი, ასე, დავისაჯე გაზეთის კითხვისთვის", - აცხადებს ზური თავართქილაძე. სკოლის დარაჯი მომხდარს ასე იხსენებს: "დილით, სკოლაში რომ მივდიოდი, კართან დამხვდა გაზეთი ჩამოდებული. ვიფიქრე, სკოლაში წამეღო და იქ წამეკითხა. იქ როგორ გაიგეს, ან ვინ მნახა, არ ვიცი. რამდენიმე ხანში მანდატურების უფროსი მოვიდა და ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ მე თითქოს პროპაგანდა –აგიტაციას ვეწეოდი. როგორც მითხრეს, განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაურეკავთ ამის შესახებ. დირექტორს უთხრეს, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. დირექტორთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მას სხვა გზა არ ჰქონდა." ფოთის #7 საჯარო სკოლის დირექტორი ჭაბუკი ქოიავა "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი მანდატურებსა და თავართქილაძეს შორის გაზეთთან დაკავშირებულ ინციდენტს: "მე არ ვიყავი სკოლაში იმ პერიოდში, ეს მოხდა დღის მეორე ნახევარში, მაგრამ, რომ მივედი სკოლაში, დამხვდა მანდატურის სამსახური, რაღაც გაზეთი ეჭირათ და თავისთავად მათ დაწერეს ოქმი. მგონი, პოლიტიკური გაზეთის შემოტანა უწერია ოქმში, თვითონ ოქმი მე არ მინახავს. მე არ მინახავს, რომ ის ავრცელებდა გაზეთს და არც ამის ინფორმაცია მაქვს, რომ ავრცელებდა." ქოიავას თქმით, სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად ზური თავართქილაძემ მიიღო, რადგან მას ადრეც ჰქონდა ადმინისტრაციისგან შენიშვნა მიღებული: "ერთი სამჯერ არ დაგვხვდა სამსახურში და ამის გამო შენიშვნა ჰქონდა მიღებული. შენიშვნა მისცეს, გაზეთი უნახეს და კიდევ შემდგომშიც რომ არ ჰქონოდა პრობლემები, გამომდინარე აქედან, ალბათ, თვითონაც ისურვა, რომ წასულიყო და, შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა," - აცხადებს სკოლის დირექტორი. "რომ ვიჩივლო, სად ვიჩივლო, ამ ქვეყანაში სასამართლო პროცესს დარაჯის განთავისუფლებაზე კი არა, ვერაფერზე ვერ მოიგებ. ჩვენ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მესმის, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვი", - ამბოს ზური თავართქილაძე. იგი ფოთის #7 საჯარო სკოლაში 20 წლის მანძილზე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო სამნეო ნაწილის გამგე და ხელოვნების მასწავლებელიც. "2010 წელს ადგილობრივ არჩევნებში კენჭს ვიყრიდი "ეროვნული საბჭოდან", მაშინ ხელოვნებას ვასწავლიდი, ამის მერე კი დარაჯამდე ჩამომაქვეითეს, ახლა კი საერთოდ გამათავისუფლეს,” - ამბობს თავართქილაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
აფხაზური "პარლამენტი" მოსაწვევებს უგზავნის "საერთაშორისო დამკვირვებლებს" ე.წ. "საპარლამენტო არჩევნებზე", რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 10 მარტს უნდა ჩატარდეს.როგორც აფხაზური "პარლამენტის" სპიკერმა ნუგზარ აშუბამ სააგენტო "Апсныпресс"- ს აცნობა, მოსაწვევები უკვე გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ასევე რუსეთის ცსკო - სა და საზოგადოებრივი პალატის წევრებს. ამის გარდა, მოწვეული არიან "დამკვირვებლები" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, დნესტრისპირეთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
</p> /get_img?ImageId=6544<p>საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2012 წლის 27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დასკვნითი დოკუმენტის მიღებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. “ეს დოკუმენტი კარგად მეტყველებს უკანასკნელ დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ ინტენსიფიკაციაზე. დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი მიესალმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან - ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ადასტურებს მზადყოფნას რეგიონში კეთილდღეობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში აქტიური ჩართვისადმი,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, ასევე ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. “ამ მხრივ, იგი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, განსაკუთრებით საზოგადოების მოდერნიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად,” – ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ყურადღებას ამასხვილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. “ევროკავშირი მიესალმება საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას,” – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოსთან სავიზო დიალოგის შემოღებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას. ამასთანავე, იგი ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეთა მობილურობას ევროკავშირის ტერიტორიაზე და ამ მიზნით განხორციელდეს ეტაპობრივი სამუშაო, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე სამოქმედო გეგმის შემუშავებით. მნიშვნელოვანია, რომ დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი აღიარებს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება წარმოადგენს ერთობლივ მიზანს. ევროკავშირი იღებს ვალდებულებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით უსაფრთხო და კარგად მართული გარემოს არსებობის პირობებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტის თემაზე გაკეთებულ განცხადებას. დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთი აგრძელებს მზარდ მილიტარიზაციას, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის უზრუნველყოს EUMM-ის დაშვება საქართველოს ხსენებულ რეგიონებში. ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მდგრადი მოგვარების მიზნით. ამ მხრივ, იგი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ ცალსახა ვალდებულების აღებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს აქტიური ჩართულობა საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების და სტაბილიზაციის უზრუნველყოფის საქმეში, რაც მოიცავს ჟენევის დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას, EUMM-ის საშუალებით მონიტორინგის გაგრძელებას და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობას. ევროკავშირი მიესალმება ჩართულობის შესახებ სტრატეგიის (საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით") ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ უპირობო უფლებას უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე მუდმივად საცხოვრებელ ადგილებში, – აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ 27 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით დასკვნები შეაჯერა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6547 ჯვრის მონასტრის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობას ისრაელის ოფიციალურ პირებთან ერთად საპატრიარქოშიც უარყოფენ. ნეტგაზეთთან საუბრისას საქართველოს პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ: “ჩვენ 3 დღის წინ დავბრუნდით იერუსალიმიდან და ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონდა, რა ინფორმაციაც მივიღეთ, ჩვენთვის ახალი იყო. იმ შეხვედრების დროს, რაც პატრიარქმა ისრაელში გამართა, ამ საკითხებზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. მისივე თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნება, სავარაუდოდ, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებიან – “როგორც ვიცი, ამ ჯგუფში საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებიან, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა ბოტკოველმა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებს ისრაელის მხარე უარყოფს, დღეს ინტერნეტ–პორტალმა “იზრუსმა” გაავრცელა: “ისრაელის მაღალჩინოსნები გაკვირვებულნი არიან ოფიციალური თბილისის განცხადების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტრის გადაცემაზე მოლაპარაკებები “დიდი ხანია” მიმდინარეობს”, – იუწყება “იზრუსი” “იზრუსთან” საუბრისას ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-მდივანმა იგალ პალმორმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი სმენია. სააგენტოს ცნობით, ასეთივე რეაქცია ჰქონდათ ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტშიც. იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯგუფის შემადგენლობას ასაიდუმლოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობა და ტექნიკური საკითხები კონფიდენციალურად დარჩება, რადგან “რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ ღირს.” საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა–პატრონობა სამინისტროს პრიორიტეტია: “ეს ის საკითხია, რომელიც ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა ისრაელი და საბერძნეთი, კარგად ესმით, რადგან ეს მათთვის ღირებული თემაა. რაც შეეხება სირთულეებს, ამასთან დაკავშირებით ნაადრევია საუბარი, რადგან, პირველ რიგში, საჭიროა მოლაპარაკებების ინტენსიფიკაცია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე. ისტორიული წყაროების ცნობით, XVII საუკუნის ბოლოს ჯვრის მონასტერი ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. მონასტერში წირვა–ლოცვა ბერძნულ ენაზე მიმდინარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1451176_20120228163549-150x150.jpgგეებისა და ლესბოსელების ამერიკული არმია, მოიპოვა უფლება ღიად აცხადებენ, მათი ჰომოსექსუალობის, გავრცელდა ფოტო სადაც ორი მაერიკელი სამხედრო ერთმანეთს კოცნის. ფოტომ იმავე დღეს 15 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. სურათი განთავსდა შაბათის facebook-ის გვერდზე. ფოტოზე გადაღებულმა ჯარისკაცმა ბრენდონ მორგანმა გნაცხადა, რომ ფოტო სადაც მისი კოცნაა აღბეჭდილი იმიტომ არ გამოაქვეყნა რათა “დიდებისთვის” მიეღწია. ” ეს იმიტომ გავაკეთე რომ ოთხი წლიანი სიყვარულის განმავლობაში 3 წელი სამხედრო სამსახურს გავდიოდი, ამ ნაბიჯის შემდეგ კი განვუცხადეთ ერთმანეთს ჩვენი გრძნობების შესახებ”. წერს სერჟანტი მორგანი. ბრენდონ მორგანმა და მისი პარტნიორი დაასახელა მისი თქმით იგი კაპიტანი დალანია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ერთსქესიანი წყვილი, რომლებიც ამერიკულ არმიაში საჯაროდ აცხადებენ მათი ურთიერთობის შესახებ. argumenti.ge
-
სამხედრო სფეროში აშშ-ს მხრიდან დაფინანსების ფარგლებში საქართველო 5,33 - ჯერ მეტ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებისთვისაც სამხედრო დახმარების აღმოჩენის პოლიტიკაში ვაშინგტონი პარიტეტს ინარჩუნებს.კერძოდ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ შედგენილ 2013 წლის საფინანსო ბიუჯეტის პროექტში უცხოეთში სამხედრო სფეროს დაფინანსების მუხლში თბილისისათვის ჩადებულია 14 მილიონ 400 ათასი დოლარი, მაშინ როდესაც ბაქოსა და ერევნისათვის - თითოეულისათვის მხოლოდ 2 მილიონ 700 ათასი დოლა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Компаниям России и Китая удалось урегулировать длившийся более года конфликт, связанный с поставками российской нефти на китайский рынок. Одной из причин достижения компромисса, по мнению экспертов, стало обострение политической ситуации вокруг Ирана.
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60119.jpg საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციაც უკვე მზადაა მწვავე დისკუსიისთვის, რომელიც პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის შემდეგ დაიწყება. ორივე მხარეს განსაზღვრული აქვს ის თემები, რომლებზეც საჯაროდ იმსჯელებენ. ოპოზიცია სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობაზე, უსაფრთხოებასა და დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ გამოხატავენ უმრავლესობის წევრებიც. რომლებიც იმავე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებენ. View the full article
-
Однако риторика Путина — без сомнения, выходящая за рамки — в этот избирательный сезон не так уж аномальна. В Греции бунтующие толпы называют немцев современными «гитлерами». Автократ Уго Чавес клеймит своего оппонента как гея, сиониста и неонациста, стремящегося развалить страну. Митт Ромни называет Обаму «самым опасным президентом за всю современную историю Америки».
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60120.jpg შემომიერთდით დღეს საღამოს – საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი ყოველწლიური მოხსენების შესახებ საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, მოხსენებაში საზოგადოებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული. ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს მოქალაქეებს, პირდაპირ ეთერში ან ფეისბუკის საშუალებით ნახონ მისი გამოსვლა პარლამენტის წინაშე. View the full article
-
Когда Алексей Венедиктов решил в этом месяце предупредить общественность о репрессиях, проводимых против его работающей уже много лет московской радиостанции, этот 56-летний редактор воспользовался таким способом, который гарантировал незамедлительное внимание общества.
-
ირანისათვის რუსეთის მიერ მიწოდებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "Тор-М1"-ის საიდუმლო ტექნიკური ინფორმაციის სანაცვლოდ ისრაელმა საქართველოსათვის მის მიერ მიწოდებული უპილოტო თვითმფრინავების მონაცემთა გადაცემის არხების საიდუმლო კოდები გადასცა.ამის შესახებ ინფორმაცია WikiLeaks-მა გაავრცელა, რომლის არსენალში ამერიკული კომპანია "Stratfor"-ის 5 მილიონზე მეტი კონფიდენციალური ინფორმაციაა თავმოყრილი. "Stratfor"-ი ინფორმაციების მოპოვებასა და გეოპოლიტიკურ ანალიზზე სპეციალიზირდება და ხუთასზე მეტი კლი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გიორგი გოგოუას ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
ტელეკომპანია ”მაესტრო” ეროსი კიწმარიშვილისა და საქართველოს შინააგან საქმეთა სამინსიტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ”მაესტროს” იურისტმა დიმიტრი გაბუნიამ. ”სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რითაც რუსთავის მედიის მართვის კომპანიას და ეროსი კიწმარიშვილს ვთხოვთ მილიონ 200 ათასი დოლარის ექვივალენტს ლარში ზიანის ასანაზღაურებლად. ვინაიდან, რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან შეწყვეტილი არის ყველანაირი სამართლებრივი კონტრაქტი და დღეის მდგომარეობით უკვე სამი თვე გავიდა, რაც ყოველგვარი მოტივაციის გარეშე იმყოფება იმ შენობაში, სადაც ტელეკომპანია მაესტრო იყო განთავსებული,” - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიაში დარჩენილი ტექნიკა დაზიანებულია და ტელეკომპანიისთვის სრულიად გამოუსადეგარი. ”მაესტროს” მეორე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შსს-ს წინააღმდეგ შეაქვს, რათა ბათილად იქნას ცნობილი ყველა ის აქტი, რითაც უარი ეთქვა ტელეკომპანია ”მაესტროს” ოფისიდან ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიისა” და ეროსი კწმარიშვილის გამოსახლებაზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/th.php_1-150x150.jpgსაქართველომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას აჭარის გაზსადენები 49 წლიანი მართვით გადასცა სომხური და აზერბაიჯანული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიას SOCAR Georgia Gas მმართველობაში გადასცა ბობოყვათში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ოჩხამურში განთავსებული გაზსადენები, რომელთა ამუშავება 6 თვეში მოხდება. argumenti.ge