Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბანკმა “რესპუბლიკამ” მონაწილეობა მიიღო აშშ განვითარების სააგენტოს “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც თბილისში, “ექსპო ჯორჯიას”… ლინკი მედიანიუსზე
  2. საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში დასრულდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და რეგიონული… ლინკი მედიანიუსზე
  3. ხვალ სასტუმრო `თბილისი მარიოტში~, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და თურქეთის ეკონომიკისა და სოციალური სწავლების ფონდის ეგიდით გაიმართება კონფერენცია… ლინკი მედიანიუსზე
  4. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ,,კავკასკი უზელის” ცნობით, გალის… ლინკი მედიანიუსზე
  5. ხვალ სასტუმრო `ჰოლიდეი ინნ~-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია თბილისში ვიზიტად მყოფ უკრაინის დელეგაციას… ლინკი მედიანიუსზე
  6. “ჩვენგან არ ისმის ახლო წარსულის ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის დამახასიათებელი ნაირ-ნაირი დაპირებებები, მუშტების ქნევა და გულის მოსაფხანი ლოზუნგები”,… ლინკი მედიანიუსზე
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/ivanishviil-2-300x214.jpg„მწვანეთა პარტიის“ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მერიის ინიციატივას, ორთჭალაში გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევის შესახებ, იდიოტობას უწოდებს. როგორც „ექპრესნიუსს“ გაჩეჩილაძემ განუცხადა, მტკვრის დონე დედაქალაქში 2-3 მეტრს არ აღემატება და შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია აფსურდია, ან უარეს შემთხვევაში მტკვრის გადაკეტვას აპირებენ. გიორგი გაჩეჩილაძე მოუწოდებს დედაქალაქის მერიას ჯერ გაერკვიონ რა სიღრმეზეა საუბარი და შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია. „ექპრესნიუსმა“ მტკვრის კალაპოტის სიღრმის დაკლებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურს კომენტარისთვის მიმართა,სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მტკვრის დონე 11 მეტრამდე დაიწევს. იხილეთ epn.ge
  8. მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ, ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს. მათი თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კერძოდ, გორგასლის ხიდთან, გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ: “ამისათვის ორთაჭალჰესიდან მოხდება მტკვრის დონის დაწევა და დიდი რაოდენობის წყლის გადინება რუსთავამდე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. თბილისის მერია იმ პირებს, ვინც მტკვის სანაპიროზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობს, სიფრთხილისკენ მოუწოდებსს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. /get_img?ImageId=5730 როსტომ მეფის სასახლე ბიძინა ივანიშვილის კომპანია ”ახალი კაპიტალი” თბილისის განვითარების ფონდს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის. ”ახალი კაპიტალი” სასამართლოსგან იმ ხის ღობის მოხსნას ითხოვს, რომელიც თბილისის განვითარების ფონდმა პარტია ”ქართული ოცნების” სათაო ოფისისთვის განკუთვნილ შენობას, როსტომ მეფის სასახლეს რამდენიმე თვის წინ შემოავლო. ხის ღობემ შენობის ცენტრალური, ასევე, ავტოსადგომის შესასვლელები ჩაკეტა. დღეს, 1 მარტს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, მომჩივანი მხარის - ”ახალი კაპიტალის” - ადვოკატებმა, ეკა ბესელიამ, არჩილ კბილაშვილმა და ლევან ჩხეიძემ, სხვადასხვა მტკიცბულებებთან ერთად მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს როსტომის სასახლის ფოტოებიც გადასცეს. ადვოკატებმა სხდომაზე ერთადერთი შუამდგომლობა დააყენეს. ”ახალი კაპიტალის” ადვოკატებმა სასამართლოსგან მოითხოვეს როსტომ მეფის სასახლისა და მასზე შემოვლებული ღობის ადგილზე დათვალიერება. მათი თქმით, შენობას გააჩნია ერთადერთი მთავარი შესასვლელი, რომელიც ხის ღობით არის ჩაკეტილი და ზღუდავს შენობის მფლობელთა უფლებას, სრულყოფილად ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, თბილისის განვითარების ფონდმა როსტომ მეფის სასახლეს ხის ღობე იმიტომ შემოავლო, რომ ერეკლეს მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის უსაფრთხოება უზრუნველეყო. თუმცა შენობას, რომელსაც თბილისის მერიის დავალებით ანგრევენ, ღობე არა აქვს და მის სიახლოვეს ავტომობილები და ადამიანები ჩვეულებრივ მოძრაობენ. ”ახალი კაპიტალის” ადვოკატების მოსაზრებით, ადგილზე გასვლა და დათვალირება დიდ ხარჯებთან და დროსთან არ არის დაკავშირებული. მათი თქმით, ეს საჭიროა, რათა სასამართლომ უფრო ცხადად და ადვილად აღიქვას პრობლემის არსი, რისი გადმოცემაც ფოტომასალით ნაკლებად სრულყოფილი იქნება. აღნიშნულ შუამდგომლობას ნაწილობრივ არ დაეთანხმა თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი. მისი თქმით, ხის ღობეს როსტომის სასახლის შესასვლელი სრულად ბლოკირებული არ აქვს და შენობის გვერდით ღიაა ღობის გარკვეული ნაწილი, რომლითაც შენობის მეპატრონეებს თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა. ”ახალი კაპიტალის” ადვოკატმა ეკა ბესელიამ გაფრინდაშვილის მოსაზრება უარგუმენტოდ მიჩნია. მისი თქმით, ღობეში არსებული ”ღრიჭო” არ ნიშნავს, რომ შენობის შესასვლელი არ არის ბლოკირებული. ”ასე შეიძლება საჰაერო გზებითაც მოვხვდეთ შენობაში, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთავარი შესასვლელი თავისუფალია?” - იკითხა ეკა ბესელიამ. მოსამართლემ მომჩივანის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკამყოფილა, რადგან ის ”მიზანშეუწონლად” მიიჩნია. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა განაცხადა, რომ ადგილზე დათვალიერების საჭიროება სამომავლოდ თუ დადგა, ექსპერტს მოიწვევენ ამის გასაკეთებლად. აღნიშნულის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, ”ახალი კაპიტალის” ადვოკატებმა სასამართლოს შესთავაზეს, მოსამზადებელი სხდომა დღესვე გადაზრდილიყო მთავარ სხდომაში, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. ირაკლი გაფრინდაშვილმა სასამართლოსგან მოითხოვა ”გონივრული ვადა,” რათა თბილისის განვითარების ფონდი ”ახალ კაპიტალთან” საქმის მორიგებით დასრულებას შეეცადოს. მოსამართლემ განაცხადა, რომ სამომავლოდ კიდევ ერთი მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, რომლის გამართვის თარიღსაც სასამართლო მხარეებს უახლოეს ერთ კვირაში შეატყობინებს. ავდოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი თბილისის განვითარების ფონდს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოურიგდებიან და შეწყვეტენ სამოქალაქო დავას, თუ ”ქართული ოცნების” სათავო ოფისისთვის განკუთვნილ შენობას თბილისის განვითარების ფონდი ხის ღობეს მოხსნის. როსტომ მეფის სასახლის გარშემო შექმნილი პრობლემების გასაცნობად მოძრაობა ”ქართულმა ოცნებამ” როსტომის სასახლეში უცხოელ დიპლომატებს 23 იანვარს უმასპინძლა. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დიპლომატებს როსტომის სასახლე და მიმდებარე ტერიორია სრულად დათავლიერებინეს. ვიდეო: ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ამავე თემაზე: დიპლომატების შეხვედრა ”ქართულ ოცნებაში” როსტომ მეფის სასახლის საქმე სასამართლოში სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/382838_281259031911288-150x150.jpgრამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა _ კოკა გუნცაძემ, ლევან ჩიკვაიძემ და მსახიობმა ნანა შონიამ საზოგადოებრივი მოძრაობა `ამომრჩეველთა ლიგა~ დააფუძნეს. `საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფალი არჩევანის უფლება ძვირფასია, `ამომრჩეველთა ლიგა~ შეერთებისკენ მოუწოდებს,~ _ ამბობს `ქართულ სიტყვასთან~ საუბრისას მსახიობი ნანა შონია, რომელიც მიიჩნევს, რომ `გაჩნდა შანსი, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ბრძოლა წარმატებით დასრულდეს.~ ნანა შონია, მსახიობი: _ …ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას შეუქცევად რომ დაადგეს, საჭიროა, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ, სიცრუითა და ძალადობით დამკვიდრებული უნდობლობა და ნიჰილიზმი დავძლიოთ, შიში სამუდამოდ გავტეხოთ, თავისუფალი არჩევანი გავაკეთოთ და ეს არჩევანი დავიცვათ. ამიტომ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფალი არჩევანის უფლება ძვირფასია, მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს! ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთვის კი არა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით უფლებისთვის, რომ საკუთარი მომავალი ავირჩიოთ! ამდენი გაყალბების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შედგეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები! საქართველოს მოქალაქე ვარ. ქვეყანაში შექმნილი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა სასტიკად არ მომწონს და ვფიქრობ, გაჩუმების უფლება არ მაქვს! ნეტავ, ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ჩემი საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაბმა სანანებელი არ გამიხდეს! _ არჩევნების გაკონტროლება-მონიტორინგი საზოგადოებრივი მოძრაობიდან უფრო ხელსაყრელია თუ იქნებ, ჯობდა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულიყავით? _ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება პასიური იყოს. ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. ამიტომ, საზოგადოების აქტიურობა და შემართებაა საჭირო, რომ იქნება, რაღაც გამოვიდეს. _ ქალბატონო ნანა, `ამომრჩეველთა ლიგა~ არჩევნებში მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს? _ დიახ. ამასთან, სიების შედგენასა და ხმების დათვლაშიც მივიღებთ მონაწილეობას. _ მართალია, პოლიტიკოსობას არ აპირებთ, მაგრამ თქვენი კოლეგები უკვე გახდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სახეები. თქვენი აზრით, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს? _ მართალია, არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ და არც პოლიტიკოსობის სურვილი მაქვს, მაგრამ იძულებული გავხდი, პოლიტიკაში ჩავბმულიყავი. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და მინდა, სცენაზე ვიდგე და ვითამაშო, მაგრამ პოლიტიკა, სამწუხაროდ, ამ სფეროსაც გადასწვდა… რაც შეეხებათ ჩემს კოლეგებს, რომლებმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ისინი ნიჭიერი ადამიანები არიან და უფრო კრეატიულად აზროვნებენ, ვიდრე _ პოლიტიკოსები. _ მომღერლებისა და მსახიობების ნაწილი გუნდრუკს ხელისუფლებას უკმევს და, შესაბამისად, პრივილეგირებულია. მეორე ნაწილი კი, სამთავრობო გუნდისგან სრულ დისკრედიტაციას განიცდის… _ იმის გამო, რომ ოპოზიციურად ვარ განწყობილი, გარკვეული შეზღუდვები ჩემზეც ვრცელდება. ამის შესახებ ბევრი მაფრთხილებდა, მაგრამ როცა უსამართლობას ვხედავ, პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ და მხოლოდ იმის გამო, რომ ორი როლით მეტი ვითმაშო, ვერ გავჩუმდები! მსახიობის იარაღი სცენაა, მაგრამ როცა ამის საშუალებას არ გაძლევენ, ხმა უნდა ამოიღო. სიმართლე გითხრათ, თეატრში პრობლემები არ მაქვს, თუმცა იგივეს ტელევიზიებზე ვერ ვიტყვი _ ეკრანზე ისეთი ადამიანების გამოჩენა არ უნდათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. როცა ხალხს უჭირს და ქვეყანაში ყველაფრის კრიზისია, ასეთ დროს ტელევიზიით გამოხვიდე და კმაყოფილება გამოთქვა, ეს, რბილად რომ ვთქვა, ამორალური საქციელია! სხვათა შორის, ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი ჩემი სურვილით მითქვამს, რადგან ისეთ გადაცემებში მონაწილეობას, რომელიც სიყალბეს ემსახურება, საჭიროდ არ ვთვლი! მოკლედ, ვგრძნობ, რომ ხელისუფლებისგან კონტროლირებადი არხებისთვის პერსონა ნონ გრატა ვარ! არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ, ანუ თავისუფალი მსახიობი ვარ და ნებისმიერ თეატრს შეუძლია, მიმიწვიოს, მაგრამ ბოლო დროს აღარც ასეთი შემოთავაზებებით მანებივრებენ, თუმცა მგონია, რომ ეს დროებითია. მაგალითად, სპექტაკლ `ქეთო და კოტეში~ მსახიობები იმ ნიშნით მიიწიეს, რომ ისინი ხელისუფლების მომხრეები არიან. _ ეს არცაა გასაკვირი, რადგან `ქეთო და კოტე~ სამთავრობო სპექტაკლია!.. _ დიახ, მართალია. ეს სპექტაკლი ხელისუფლებამ თავისთვის დადგა, რუსთაველის თეატრიდან რობიკო სტურუა გაუშვა და იქ თვითონ გაბატონდა. _ ქალბატონო ნანა, მოდით, ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. ადრე, მერის არჩევნების დროს, მხარს ირაკლი ალასანიას უჭერდით… _ დიახ, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი ვარ და მისადმი სიმპათია არასოდეს დამიმალავს. ირაკლი ძალიან გაწონასწორებული, ნიჭიერი პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, კარგი ადამიანია!.. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას, ამასაც დადებითად ვუყურებ და ვთვლი, რომ ის დიდი ფიგურაა! _ საარჩევნოდ `ამომრჩეველთა ლიგა~ კოალიცია `ქართული ოცნების~, ან რომელიმე სხვა ალიანსის წევრი ხომ არ გახდება? _ არავითარ შემთხვევაში! თუ `ამომრჩეველთა ლიგა~ რომელიმე კოალიციასა და ალიანსში გაწევრიანდა, თავის ფუნქციას დაკარგავს. ის დამოუკიდებელ მოძრაობად უნდა დარჩეს, რომლის კარი ყველასათვის, ვინც არჩვენების გამჭვირვალეობას დაიცავს, ღია იქნება! _ კეთილი, მაგრამ `ლიგის~ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა გუნცაძე პოლიტიკური ფიგურაა… _ კოკა გუნცაძესთან ისე ვთანამშრომლობ, როგორც სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელთან. _ `ლიგაში~ ლევან გაჩეჩილაძის გამოჩენას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ გუნცაძე გაჩეჩილაძის განუყრელი `პოლიტიკური მეწყვილეა~? _ ჩვენთან გაწევრიანებაზე უარს, ლევანს კი არა, არავის ვეტყვით. უბრალოდ, ლევანსა და გია გაჩეჩილაძეებთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და თუ შემოგვიერთდებიან, მივესალმები… ესაუბრა ნათია ლებანიძე სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  11. <img src = "img/multimedia/a7919.jpg" > რუსი სამხედროები აცხადებენ, მსგავს ღონისძიებას რუსეთი „სამხრეთ საზღვრებთან არსებული საფრთხეების გათვალიწინებით“ მიმართავს. droni.ge
  12. /get_img?ImageId=6579 არაასაკობრივ პენსიონერებს მერიის მიერ დაპირებული საპენსიო ვაუჩერები, რომლებიც თებერვალში უნდა გადაცემოდათ, ამ დრომდე არ მიუღიათ. პენსიაზე მოხსნილი დანამატი, რომელიც 10 ლარს შეადგენდა, არაასაკობრივ პენსიონერებს სადაზღვევო პაკეტებით ჩაუნაცვლეს, თუმცა მათ, ვინც მერიის ამ ინიციატივამდე უკვე დაზღვეული იყო, მერია გაზისა და ელექტროენერგიის 120– ლარიან ვაუჩერს დაჰპირდა. როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ვაუჩერების გაცემის შეფერხება მონაცემთა ბაზაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, მათ არ გააჩნდათ იმ ადამიანების ზუსტი სია, ვინც მერიის ინიციატივამდე დაზღვეული იყო: “მიმდინარეობს არაასაკობრივი პენსიონერების მონაცემთა ბაზის დადგენა, აქამდე ძალიან ცვალებადი ბაზა იყო და მათი მონაცემები დაზუსტებული არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მონაცემები დაზუსტდება, დაახლოებით მარტის ბოლოსთვის, ვაუჩერების გაცემას დავიწყებთ”, – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში. ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენელი კობა ნადირაძე თვლის, რომ მონაცემების დაზუსტება მანამდე უნდა მომხდარიყო, სანამ პროგრამის განხორციელება დაიწყებოდა, რადგან გამოდის, რომ პროგრამის განხორციელება გაუაზრებლად და სპონტანურად, წინასწარი შესწავლის გარეშე ხდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესდელეგაცია 27 მარტს ვიზიტით იტალიას ეწვევა. ბიზნესმენებთან ერთად, დელეგაციაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/post-25-1104671230-300x225.jpgროგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან შეატყობინეს, ორთჭალაში გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ, მერიის განმარტებითვე, მარჯვენა სანაპიროზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფარგლებში, ორთაჭალჰესიდან მოხდება მტკვრის დონის დაწევა და რუსთავამდე დიდი რაოდენობის წყლის გადინება. დედაქალაქის მერია ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იხილეთ epn.ge
  15. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/6339E1-150x150.jpgრას ფიქრობს ქართულ ჯანდაცვის რეფორმაზე, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რატომ აღარ გახდებოდა ექიმი და რატომ თვლის, რომ ქირურგისთვის მთავარი `ხელების დამორჩილებაა `ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოქირურგი ბრძნდებით ევროპაში,~ _ ასე დავიწყე საუბარი ქართველ ექიმთან, რომელიც 20 წელია, ბერლინში მუშაობს. `არ შეიძლება, მთელ ევროპაში ერთი, ან ორი ექიმი იყოს საუკეთესო. საქმე საუკეთესოსა და უარესში კი არა საქმე, პროფესიონალიზმშია. საუკეთესო შეიძლება, იყოს სპორტსმენი, მაგრამ ექიმი პროფესიონალი უნდა იყოს. მე პროფესიონალი ვარ…~ _ ყოველგვარი ცრუ მოკრძალების გარეშე მიპასუხა ბერლინის კარდიოლოგიური კლინიკის პროფესორმა, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, კარდიოქირურგმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა. საერთოდ, დიდი ხანია, დასავლეთში, განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროში, ეპითეტი _ `საუკეთესო მეტყველებიდან ამოღებულია, რადგან იქ თვლიან, რომ მთავარი პროფესიონალიზმია, რომლის მიღწევისთვისაც საკმარისი მხოლოდ ნიჭი არაა. წარმატებას რომ მიაღწიო, გარემოც შესაბამისი უნდა იყოს. სწორედ ამ მნიშვნელოვან და საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებზე ვესაუბრე ბატონ ლადოს, რომელიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სამშობლოში ჩამოსვლას წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებს. _ ბატონო ლადო, 20 წელზე მეტია, დასავლეთში მუშაობთ და, პირველ რიგში, მაინტერსებს, რამდენად დიდია სხვაობა ჩვენებურ და იაქურ ექიმებს შორის? _ განსხვავება ძალიან დიდია: დასავლეთში სწავლა, ანაზღაურება, უზრუნველყოფა სხვა ფაქტორები, ანუ ყველაფერი ერთად შედეგს იძლევა. გარდა ამისა, იქ კონტროლია _ ჩვენ, ექიმები მუდმივად კონტროლის ქვეშ ვართ და ჩვენი ყველა შეცდომა თუ ავადმყოფის მკურნალობის დროს წარმოშობილი გართულება ფიქსირდება და რეგისტრში მიდის. ავადმყოფის მკურნალობის ხარჯს სადაზღვევო კომპანიები იხდიან და, შესაბამისად, ისინი დაინტერესებულნი არიან, ფული ხარისხიან სამუშაოში გადაიხადონ. საქართველოში კი, კონტროლი საერთოდ არაა და არც ავადმყოფთა სიკვდილიანობა აღირიცხება, არც _ მკურნალობის დროს გამოწვეული გართულებები. ამასთან, ინფორმაცია ღია არაა, ანუ ყველაფერი დამალულია. რაც შეეხება სამედიცინო დონეს, საქართველოში ძალიან ბევრი ჭკვიანი და ნიჭიერი ექიმია, ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი ახალგაზრდობაა, მაგრამ… სამწუხაროდ, აქ ის დონე არაა, რომ პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბდნენ. _ რატომ? _ მაგალითად, სამედიცინო ინსტიტუტს დიდი ბაზა დაუხურეს, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ და პრაქტიკას გადიოდნენ. ახლა კი, სტუდენტებს საშუალება არ აქვთ, რომ მივიდნენ და ავადმყოფი ნახონ. სამედიცინო სახელმძღვანელოები საბჭოთა დროინდელია, რომლითაც სწავლა აღარ შეიძლება. ახალგაზრდას უნდა ასწავლო, მისცე ცოდნა და პრაქტიკა უნდა გაიაროს ავადმყოფთან ურთიერთობაში. როგორ მისცემ ყოველივე ამას, თუ არც თანამედროვე მედიცინის შესაბამისი სახელმძღვანელო გაქვს და ვერც ავადმყოფს ანახებ? რაც უნდა ნიჭიერი იყოს ექიმი, თუ გარემო ხელს არ უწყობს, პროფესიონალად, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოყალიბდები. ევროპაში სახელმწიფო კლინიკებია, სადაც სტუდენტს შეუძლია, პრაქტიკა გაიაროს. ექიმს მყარი ხელფასი, პაციენტს კი, აბსოლუტური დაზღვევა აქვს. ყველაფერი ეს ერთობლიობაში განაპირობებს შედეგს _ პროფესიონალიზმს. _ ესე იგი, ევროპაში კერძო კლინიკები არაა? _ კერძო კლინიკა შეიძლება, იყოს მხოლოდ კანის, ან კოსმეტიკის, ისიც _ ძალიან პატარა. დასავლეთში არის უნივერსიტეტისა და სახელმწიფო კლინიკები, არის ფონდებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კერძოა. ყველა ექიმი მყარ ჯამაგირზეა, მოსახლეობა კი, _ სოციალურად უზრუნველყოფილი. მაგალითად, ჩვენი კლინიკის წლიური ბიუჯეტი 200 მილიონი ევროა. ეს ძალიან დიდი თანხაა და ეს ფული მხოლოდ ხარისხზე მიდის. ჩვენი კლინიკა უნივერსალური კლინიკაა, წამყვანია მთელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანი ჩამოდის სასწავლებლად. _ ბატონო ლადო, გულის ურთულეს ოპერაციებს აკეთებთ… როცა გულს _ ამ ყველაზე სათუთ, ფაქიზ და მთავარ ორგანოს პირველად `შეეხეთ~, რა განცდა დაგეუფლათ? _ დავიწყოთ იმით, რომ გული მთავარი ორგანო არაა, მთავარი ორგანო ტვინია. რაც შეეხება ემოციას, ექიმი ემოციით ვერ იმუშავებს. ოპერაცია საქმეა, რომელიც უნდა იცოდე, თუ როგორ გააკეთო. თუ ოპერაციის დროს ემოცია `ხარჯე~, საოპერაციო თვითონ გახდები. ქირურგმა ემოცია საოპერაციოს კართან უნდა დატოვოს. ემოცია მარტო მაშინაა, როცა პაციენტს ყველაფერი გაუკეთე, მაგრამ საქმე ისე მაინც არ მიდის, როგორც გინდა და ფიქრობ, თუ რატომ გართულდა და როგორ შეიძლება გამოასწორო მდგომარეობა. _ რამდენი ოპერაცია გაქვთ გაკეთებული და, საერთოდ, რა მონაცემებია საჭირო, რომ კარგი ქირურგი დადგე? _ 20 ათასზე მეტი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. რაც შეეხება მონაცემებს, პირველ რიგში, ხელები უნდა გემორჩილებოდეს, ოსტატი უნდა იყო და ყოველივე ამის უკან ცოდნა უნდა იდგეს. შემდეგ, მოდის გამოცდილება. ახალგაზრდა ქირურგი გამოცდილებას უცებ ვერ მიიღებს და ამიტომ, მეტი სიფრთხილე მართებს. გადაწყვეტილების მიღების დროს არ უნდა შერცხვეს, რომ გამოცდილ ქირურგს დაეკითხოს. თუ დამწყები ქირურგი გამოცდილი პროფესიონალების გარემოცვაშია, თვითონაც პროფესიონალი გახდება. _ თუ გქონიათ პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, რომლებიც მეცნიერულად ვერ აიხსნება? _ ყოფილა შემთხვევა, როცა მეგონა, პაციენტი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა და ამის ახსნა ძალიან ძნელია… ხშირად ვხმარობთ ხელოვნურ გულს. ჰოდა, ერთხელ, ასეთი შემთხვევა იყო: ბავშვს გაუჩერდა გული, 50-60 წუთი მაინცაა საჭირო, რომ ხელოვნური გული ჩაუდგა. ადამიანის ტვინი კი, 40 წუთზე მეტს ვერ ძლებს, იღუპება… მიუხედავად ამისა, ოპერაცია მაინც გავაკეთე და ბავშვი გადარჩა. საერთოდ, პრინციპია: სიცოცხლისათვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, არ უნად გაჩერდე! უიმედო კი არის პაციენტი, მაგრამ პატარა შანსი ყოველთვის არსებობს და ეს შანსი მისთვის შესაძლოა, სიცოცხლის 100-პროცენტიანი გარანტია აღმოჩმდეს. _ ბატონო ლადო, ტყუპისცალი ძმა გყავთ _ ცნობილი მხატვარი გოგი ალექსი- მესხიშვილი. საერთოდ, ცნობილია, რომ ტყუპებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და ხშირად ერთი და იგივე პროფესიას ირჩევენ. ბატონი გოგი ამერიკაშია და მას ვერ დავუსვამ ამ შეკითხვას. ამიტომ, თქვენ გკითხავთ: თავიდან რომ დაიბადოთ ისევ, ექიმი გახდებოდით? _ რა თქმა უნდა, არა! შეიძლება, ამ პასუხმა გაგაკვირვათ, მაგრამ… ამ ქვეყნად იმდენი რამეა საინტერესო, რომ ერთ პროფესიაში ვერ ამოწურავ. ახალგაზრდას უფრო რომანტიული წარმოდგენა აქვს ექიმობაზე, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ექიმი მთელ ცხოვრებას საავადმყოფოში ატარებს. სინამდვილეში, ეს მძიმე შრომა, დაღლილობა, უძილობა, მთელი ამბებია და ამაში არანაირი რომანტიკა არაა! ახალგაზრდული რომანტიკა მალე გადის და რჩება ყოველდღიური, ჩვეულებრივი მუშაობა. მთავარია, შრომისმოყვარეობა, რომ შენი საქმის პროფესიონალი გახდე. ასევეა მხატვრობაში და საერთოდ, ნებისმიერ პროფესიაში. P.S. საქართველოს სასახელო შვილებს _ ლადო და გოგი ალექსი-მესხიშვილებს 2 მარტს 71 წელი უსრულდებათ. `ქართული სიტყვა~ ძმებს გულითადად ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს! მარიკა კახაძე სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  16. “ჩემი მთავრობის აბსოლუტური უმეტესობა ძალიან ღარიბი ოჯახებიდან არიან და არც არაფერი გაუკეთებიათ მთავრობაში ყოფნით (გამდიდრების თვალსაზრისით), მე შეგახსენებთ, რომ თბილისში ოპოზიცია დაირაზმა და ყვარელში ზურაბ ადეიშვილის სახლთან მიტინგის ჩასატარებლად ჩამოვიდა, ოღონდ ერთი პრობლემა ჰქონდათ, ვერ იპოვეს ზურაბ ადეიშვილის სახლი, რატომ? იმიტომ, რომ ეძებდნენ ყველაზე მდიდრულ სახლს. აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთი ყველაზე გაუბედურებული სახლია, გაუბედურებული არა, არ მინდა მამამისს ვაწყენინო, მაგრამ “ისე რა” სახლია. აი, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ ფსიქოლოგიას შორის, იმიტომ არ შეიძლება მაგათი უკან მოშვება არსად. მათ აღიზიანებთ იდეაც კი, რომ შეიძლება იყო მთავრობაში და ფული არ გააკეთო, ესე იგი ხარ სუსტი, ფარჩაკი და დასაჩაგრი, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ისინი სხვა ადამიანის უსამართლო ჩაგვრაში არიან,” - ეს განცხადება პრეზიდენტმა ყვარელში ახალი ჰოსპიტალის გახსნისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი მთავრობის წევრების ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისასაც გააკეთა, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს “ელიტურ კორუფციაზე” მიუთითა. ცაგარეიშვილმა ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად" პრეზიდენტს იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები გადასცა, რომლებიც, მისი თქმით, ეკუთვნის– შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. “ჩვენ არ გვაქვს ვილები, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი“, – განაცხადა პრეზიდენტმა - "ზურა ადეიშვილის მამის სახლი დანგრეულია, მაგრამ ზურა ადეიშვილმა ააშენა და გააკეთა ბოლო წლების და თვეების განმავლობაში რამდენიმე მაგარი ტბა, ათობით იუსტიციის სახლი, ხელი შეუწყო ასეულობით სასტუმროს და ტურისტული ობიექტების მშენებლობას... ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღეს“ და პრეზიდენტმა „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ ცაგარეიშვილის მიერ გადაცემული ფოტო მოისროლა. რა ქონებას ფლობენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2011 წელს შევსებული დეკლარაციების მიხედვით? იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თბილისში 80 კვ.მ. ფართობი ბინის მფლობელია. საბანკო ანგარიშები: საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე ადეიშვილს 11 719. 04 ლარი ერიცხება. მის ცოლს, მაია მესხიშვილს კი თი ბი სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 642. 42 ლარი აქვს. წლიური შემოსავალი: ზურაბ ადეიშვილის შემოსავალი 42 480 ლარია, ხოლო მაია მესხიშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაწეული მუშაობისთვის 26 211.43 ლარი მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი ფლობს 45 კვ.მ. ბინას თბილისში და 800 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ახალციხეში. საბანკო ანგარიშები: ბანკი ქართუს სახელფასო ანგარიშზე მერაბიშვილს 140 038 ლარი ერიცხება, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 33 153 დოლარი აქვს. რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მინისტრს 7 984 ლარი აქვს. თამარ მერაბიშვილს ქართუ ბანკში ანაბარზე 33 044 ლარი აქვს. თი ბი სი ბანკში მისი მიმდინარე ანგარიში 14 დოლარით შემოიფარგლება, ხოლო იმავე ბანკში სახელფასო ანგარიშზე 12 800 ფიქსირდება. წლიური შემოსავალი: ვანო მერაბიშვილის შემოსავალმა 2010 წელს 74 655.00 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, თამარ მერაბიშვილის შემოსავალმა – 12 800.00 ლარი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, უძრავ ქონებას არ ფლობს. მის მეუღლეს, გიორგი ალექსიშვილს, თბილისში 195.0 კვ.მ. ფართობის ბინა ეკუთვნის და 1200.0 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ “ნადოკრაში”. საბანკო ანგარიშები: საქართველოს ბანკში მიმდინარე ანგარიშებზე ტყეშელაშვილს 4000 ლარი და 170 დოლარი ერიცხება. ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე მინისტრს 500 დოლარი აქვს, რესპუბლიკა ბანკში კი სახელფასო ანგარიშზე 3000 ლარი და ამავე ბანკში, მიმდინარე ანგარიშზე 2000 ლარი ერიცხება. გიორგი ალექსიშვილს კი “საქართველოს ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 1000 ლარი ერიცხება წლიური შემოსავალი: ეკა ტყეშელაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოში გაწეული სამუშაოსთვის 45 540 ლარი მიიღო, ხოლო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაწეული სამსახურისთვის– 8551.43 ლარი. გიორგი ალექსიშვილის შემოსავალი საქართველოს რკინიგზიდან 73 200 ლარია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, თბილისში 115 კვ.მ. ფართობ ბინას ფლობს. საბანკო ანგარიშები: ნიკოლაიშვილს თი ბი სი ბანკიდან კრედიტის სახით 259.97 დოლარი, 3329.4 ლარი, 423.92 ევრო აქვს აღებული. ნაღდი ფულის სახით კი, 25 000 დოლარი და 20 000 ლარი აქვს. წლიური შემოსავალი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს გაწეული სამსახურისთვის ნიკოლაიშვილმა 27 485 ლარი მიიღო, ხოლო მინისტრის თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი 52 698.81 ლარია. /get_img?ImageId=6582 მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დებატებისას ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თბილისში 130 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს, მისი მეუღლე მაია კვალიაშვილი კი, ავტომობილ Volkswagen Passat 1-ს. საბანკო ანგარიშები: თი ბი სი ბანკში, სახელფასო ანგარიშზე გვინდაძეს 22926.08 ლარი ერიცხება. მის ცოლს, მაია კვალიაშვილს, პროკრედიტ ბანკში მიმდინარე ანაბარზე 5 ლარი, ხოლო ანაბარზე 1 000 ლარი აქვს. წლიური შემოსავალი: გვინდაძის შემოსავალი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში– საბჭოს წევრობიდან 4960 ევროა, ხოლო ფინანსთა მინისტრის მოადგილეობიდან - 91 760 ლარი. რაც შეეხება მაია კვალიაშვილს, რომელიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს, მისი შემოსავალი 29 700 ლარია. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა დავითაია ქვემო ქართლში 50 კვ.მ აგარაკს და 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. საბანკო ანგარიშები: “თი ბი სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე დავითაიას 2500 ლარი ერიცხება. მის ცოლს, ნატალია თოფურიას, რესპულიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 17 ლარი აქვს. წლიური შემოსავალი: დავითაიას შემოსავალი 60 575 ლარია, ხოლო ნატალია თოფურიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის კონსულტანტის გასამრჯელოდ 5 093 ლარი მიიღო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისში– 294 კვ.მ მიწის ნაკვეთს, 166 კვ.მ ბინას და მსუქბუქ ავტომობილს WV Touareg–ს ფლობს. მისი მეუღლე, ანნა შაშკინა, თბილისში 248 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 257 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს. საბანკო ანგარიშები: თი ბი სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მინისტრი 150 ევროს ფლობს, ხოლო რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 250 ლარი ერიცხება. საქართველოს ბანკში შაშკინს 2 კრედიტი აქვს აღებული – 2 100 და 4 000 დოლარი. ტაოპრივატ ბანკში კი შაშკინის საკრედიტო ანგარიში 10 000 დოლარია. წლიური შემოსავალი: დიმიტრი შაშკინის წლიური შემოსავალი 70 800 ლარია. სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისში 292 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. მისი მეუღლე ირინე ონაშვილი კი თბილისში 70 კვ.მ ფართობი ბინის და მსუბუქი ავტომობილის, bmv 730–ის მფლობელია. საბანკო ანგარიშები: ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ვარძელაშვილს 12 000 ლარი აქვს. ნაღდი ფულის სახით კი იგი 5 300 ლარს ფლობს. წლიური შემოსავალი: ვარძელაშვილის წლიური შემოსავალი 77 880 ლარია. ირინე ონაშვილი შპს "ფეშენ შარშის” დირექტორია და მისი წლიური შემოსავალი 12 253 ლარია. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე თბილისში 75 კვ.მ. ფართობის ბინას ფლობს. საბანკო ანგარიშები: ბაზის ბანკში მიმდინარე ანგარიშზე– 0.7 დოლარი, საქართველოს ბანკში სახელფასო ანგარიშზე– 974.13 ლარი, ამავე ბანკში სოლო ბარათზე –1.42 ევრო და ამერიკან ექსპრეს ბარათზე 2.29 ლარი ერიცხება. ნაღდი ფულის სახით მინისტრი 550 დოლარს და 250 ლარს ფლობს. წლიური შემოსავალი: გოგა ხაჩიძის წლიური შემოსავალი, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, 71 745 ლარია. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია კანადაში 70 კვ. მ. ფართობის ბინის მფლობელია. საბანკო ანგარიშები: “საქართველოს ბანკში” ქობალიას დეპოზიტი 5000 ლარია, ხოლო სახელფასო ანგარიშზე მინისტრს 0 ლარი ერიცხება. წლიური შემოსავალი: ვერა ქობალიას შემოსავალი 42 641 ლარია. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური თბილისში 162 კვ.მ. ფართობის ბინას და 18 კვ. მ. ავტოფარეხს ფლობს. იგი ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, Mercedes-Benz E350–ს. საბანკო ანგარიშები: ხეთაგურს “საქართველოს ბანკში” სამი საბარათე ანგარიში აქვს, ერთზე–0 ლარი, მეორეზე–1.01 დოლარი, მესამეზე კი– 0.98 ევრო. ამავე ბანკში, კრედიტის სახით, 12.97 დოლარი და 1 150 ლარი ერიცხება. “თი ბი სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე ხეთაგურს 0 ლარი აქვს. ალექსანდრე ხეთაგურის მეუღლე, ნინო ლაშხია, “რესპუბლიკა ბანკში” სახელფასო ანგარიშზე ის 100 ლარს ფლობს, “საქართველოს ბანკში” საბარათე ანგარიშზე–50 დოლარს, “თი ბი სი ბანკის” საბარათე ანგარიშზე– 100 ლარს და “სახალხო ბანკში”– 1 ლარს. წლიური შემოსავალი: ხეთაგურის შემოსავალი 95 828.2 ლარია, ნინო ლაშხია საქართველოლს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის ეროვნულ კომისიაში საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსია, მისი შემოსავალი 41 976 ლარია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია თბილისში 118.0 კვ.მ ფართობი ბინის მფლობელია. საბანკო ანგარიშები: ახალაიას “რესპუბლიკა ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 2000 ლარი ერიცხება. წლიური შემოსავალი: ბაჩანა ახალაიას წლიური შემოსავალი 57 348 ლარია. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუას, დეკლარაციის მიხედვით, არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და საცხოვრებელ ფართს არც მისი ოჯახის წევრები ფლობენ. ნიკა რურუა დედასთან, მამასთან, ძმასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. საბანკო ანგარიშები: მინისტრს “საქართველოს ბანკში” დეპოზიტზე 300 000 დოლარი აქვს, ხოლო თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 6 000 დოლარი ერიცხება.. წლიური შემოსავალი: რურუას წლიური შემოსავალი 88 000 ლარია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი თბილისში 2 ბინის მფლობელია. ერთი ბინა 130.32 კვ.მ, მეორე კი- 30 კვ.მ-ია საბანკო ანგარიშები: სუბელიანს “რესპუბლიკა ბანკში” ანაბარზე– 0 ევრო, სახელფასოზე –0 ლარი და “ლიბერთი ბანკში” სახელფასოზე 0 ლარი აქვს. წლიური შემოსავალი: მინისტრის შემოსავალი 93 290 ლარია. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძის მფლობელობაში არც ბინაა და არც საცხოვრებელი სახლი. მისი ცოლი, ნინო ანანიაშვილი, თბილისში 1000 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს, გარდა ამისა, ანანიაშვილს ეკუთვნის 140 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში და 1 100 000 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი წინანდალში. ნინო ანანიაშვილი ფლობს 2 მსუბუქ ავტომანქანას Toyota RAV4 და Toyota Landcruiser–ს. საბანკო ანგარიშები: გრიგოლ ვაშაძეს “თი ბი სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 14 000 დოლარი, ხოლო “კრედიეტბანკ სვისსის” მიმდინარე ანგარიშზე 160 000 დოლარი ერიცხება. წლიური შემოსავალი: ვაშაძის წლიური შემოსავალი 84 960 ლარია, ხოლო ნინო ანანიაშვილი, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია, შემოსავალის სახით 89 600 ლარს იღებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია მარტვილში 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს, 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 100 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. საბანკო ანგარიშები: გოროზიას “სახალხო ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 41 000 ლარი, ხოლო სახელფასოზე 124 000 ლარი ერიცხება. მის ცოლს, თამთა კობახიძეს, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 14 000 ლარი ერიცხება. ნაღდი ფულის სახით გოროზია 2 700 ევროს, 5 200 დოლარს და 79 500 ლარს ფლობდა, ხოლო მისი ცოლი, თამთა კობახიძე 7 700 ლარს. წლიური შემოსავალი: გოროზიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის რანგში გაწეული სამუშაოსთვის 97 350 ლარი მიიღო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისში 75 კვ.მ. ფართობი ბინის მფლობელია. საბანკო ანგარიშები: ურუშაძე “რესპუბლიკა ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე-1.5 ლარს, საბარათე ანგარიშზე- 499.79 ევროს, სახელფასოზე–3292.72 ლარს, მეგოანაბარზე- 13865.18 ევროს, ვადიან ანაბარზე-10 000 ევროს, ხოლო მზარდ ანაბარზე-2330. 58 ევროს ფლობს. წლიური შემოსავალი: როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორს, ურუშაძეს მიღებული აქვს 40 432 ლარი, როგორც მინისტრის მოადგილეს– 2 597 ლარი და როგორც მინისტრს– 34 030 ლარი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არ ფლობს საცხოვრებელ ფართს, თუმცა ფლობს ავტოფარეხს, მსუბუქ ავტომანქანას hyndai-ს და როლექსის საათს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება. საბანკო ანგარიშები: კალმახელიძეს “რესპუბლიკა ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 3 000 ლარი ერიცხება, ხოლო ნაღდი ფულის სახით 900 ლარი აქვს. წლიური შემოსავალი: ხათუნა კალმახელიძის შემოსავალი 99 500 ლარია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე თბილისში 453. კვ.მ მიწის ნაკვეთს, 340 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და 200 კვ.მ ბინას ფლობს. მისი ცოლი, ეკა ჯაფარიძე თბილისში 105 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 95 კვ.მ ბინას ფლობს. ბარამიძე, ასევე, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების კედლის საათის მფლობელია. საბანკო ანგარიშები: საქართველოს ბანკში ბარამიძის კრედიტი 24 504 ლარია, ლიბერთი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე მინისტრს 0 ლარი აქვს. ბაზის ბანკში ბარამიძის დებეტი 17 839 დოლარია. თი ბი სი ბანკში კი, მიმდინარეზე 3 ლარი ერიცხება. ბარამიძის კრედიტი საქართველოს ბანკში 3169 ევროა. ეკა ჯაფარიძის ანაბარი თი ბი სი ბანკში 100 000 დოლარია, ამავე ბანკში დებეტის სახით, მას 7 000 დოლარი აქვს. წლიური შემოსავალი: გიორგი ბარამიძემ გაწეული სამუშაოსთვის 86 730 ლარი მიიღო. შეგახსნებეთ, ზემოთმოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად მთავრობის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად წევრებმა გაასაჯაროვეს. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/10778-150x150.jpg24 წლის ლევან ჯიბღაშვილს პოპულარობა სერიალ `დეტექტივებმა~ მოუტანა, თუმცა მანამდე იყო… სტალინი _ 2006 წელს ლევანმა ერთ-ერთ რუსულ ფილმში ახალგაზრდა სტალინი განასახიერა… _ ლევან, პროვინციაში დაიბადე და გაიზარდე. ბავშვობაში წარმოიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდი? _ მაშინ ამაზე არ მიფიქრია… საერთოდ, წარმატებას ბევრი შრომა სჭირდება. _ როგორც ვიცი, აქტიური ბავშვი იყავი და, ასე ვთქვათ, ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები უშენოდ არ ტარდებოდა… _ დიახ, ასე იყო და, მსახიობი რომ გავხდი, ალბათ, ამანაც განაპირობა… ხელი დედამაც შემიწყო, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლებმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების უფლება არ მისცეს… _ ლევან, რა ამის პასუხია და, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რუსულ ფილმში ახალგაზრდა სტალინის როლი შეასრულე… როცა გაიგე, რომ სტალინის როლზე დაგამტკიცეს, რა გრძნობა დაგეუფლა? _ ეს 2006 წელს იყო. ტელესივრცეში პირველი ნაბიჯი სწორედ ამ როლით გადავდგი… როცა გავიგე, რომ სტალინის როლზე დამამტკიცეს, გამიხარდა, თან ვნერვიულობდი, მაგრამ… ყველაფერი კარგად დამთავრდა. _ სერიალ `დეტექტივების~ გადაღებაზეც ნერვიულობდი? _ კი, თუმცა გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა და პარტნიორებსაც კარგად შევეწყვე. სხვათა შორის, ვიდრე `დეტექტივების~ გადაღება დაიწყებოდა, პოლიციის აკადემიაში სპეციალური მომზადება გავიარეთ… _ `დეტექტივებმა~ პოპულარობა მოგიტანა. ყურადღების ცენტრში ყოფნა დამღლელია? _ იცი, ცოტა ძნელია, ბევრი სიფრთხილე გმართებს, რადგან შენს მოქმდებას ყურადღებას აქცევენ… _ როგორც ვიცი, სტიქაროსანი ხარ. ამის გამო როლზე უარი გითქვამს? _ როლზე უარი მითქვამს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სტიქაროსანი ვარ. საერთოდ, ფილმებში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვმონაწილეობ… _ თაყანისმცემლები სიურპირზებით განებივრებენ? _ ზომიერად… საერთოდ, საქართველოში პოპულარულობის მიღწევა და მისი დაკარგვაც ადვილია, თუმცა ჩემი სამსახიობო კარიერა წინ ზომიერად მიდის… სხვათა შორის, ახლა სერიალში _ `გოგონა გარეუბნიდან~ გადამიღეს. _ ლევან, შენი გული, როგორც იტყვიან, დაკავებულია? _ არა… _ ე.წ. ტუსოვკებზე სიარული გიყვარს? _ კი, ასეთ შეკრებებზე კარგად ვერთობი… _ კოლეგებისგან შური გიგრძვნია? _ ეს შოუბიზნესისთვის უცხო არაა. სამწუხაროდ, ცდილობენ, ჩირქი მოგცხონ და ჩაგძირონ, თუმცა თუ ძლიერი ხარ, ყველაფერს გადალახავ… _ ოდესმე იმედი დაგიკარგავს? _ არა… _ რა გეგმები გაქვს? _ მინდა, ბევრი როლი შემომთავაზონ და ჩემი კომპანია `ნევერ ლანდ~ განვავითარო… _ როგორც მსახიობი, უცოხეთში წასვლაზე არ ფიქრობ? _ თუ კონკრეტულ როლს შემომთავაზებენ, რატომაც არა, მაგრამ საქართველოდან სულ წასვლას ვერ შევძლებ… _ წარმატებას გისურვებ, ლევან!.. ესაუბრა მარიკა მაძღარაშვილი სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/iwisdzvra-300x228.jpgთბილისში დღეს მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც “ექსპრესნიუსს” სეისმოლოგიური ცენტრში განუცხადეს, რყევები 2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და არ იგრძნობოდა. სეისმოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. იხილეთ epn.ge
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg ვლადიმერ სოკორი ოპოზიციური მოძრაობა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი მოძრაობის ძირითადი გუნდის წევრების ვინაობა გაამჟღავნა. წარსულში პოლიტიკურ გამოცდილებას მოკლებული, ბიზნესმენი ივანიშვილი, პოლიტიკაში 2011 წლის ოქტომბერში მოვიდა, ხოლო მოძრაობა „ქართული ოცნება“ დეკემბერში ჩამოაყალიბა. ის მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას და საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. 15 თებერვალს, თბილისში მედიისათვის მისი გუნდის წარდგენისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მოიგებაში და იმაში, რომ მის გუნდს, უფრო მცირე ჯგუფებისგან შემდგარ კოალიციასთან ერთად, მისი ზედამხედველობის ქვეშ, საქართველოს მართვის უნარი შესწევს (ინტერპრეს თბილისი, Civil Georgia, თებერვალი 15, 17) ძირითადი გუნდი 20 წევრისგან, მხოლოდ თბილისელებისგან შეგდება (პროვინციიდან არავინაა). გუნდში შედიან: წარსულში, დიდი ხნის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი თედო ჯაფარიძე და კონფლიქტთა მოგვარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი (ისინი 2004-2007 წლებში გაათავისუფლეს თანამდებობებიდან). გუნდში ასევე შედიან: ორი იურისტი, რომელთა სპეციალიზაციაც სასამართლო კანონმდებლობაა – ერთი ადამიანთა უფლებების დაცვის ადვოკატია, მეორე კი „ქურთების უფლებათა დაცვის ჯგუფის“ ადვოკატი. გარდა ამისა, გუნდის წევრები არიან: ორი ჟურნალისტი რადიკალურად ოპოზიციური ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსიდან”; აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ლიტერატორი; მეცნიერებათა აკადემიის ვეტერანი წევრი, მათემატიკოსი; ფიზიკოსი; მსახიობი; პენსიაზე გასული ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ორი ბიზნესმენი: გიორი ჟვანია (2004 წელს გარდაცვლილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა) და ირაკლი ღარიბაშვილი, ივანიშვილის ”ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი (ბანკი ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობას უძღვება). გუნდში კიდევ ორი ადგილია დარჩენილი. ერთი, ამჟამად გადახვეწილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატისთვისაა გამიზნული, ხოლო მეორე საქართველოს ყოფილი ომბუცმენის, (2008 წლამდე) სოზარ სუბარისთვის. სუბარმა საკუთარი პოლიტიკური პარტია მაშინ ჩამოაყალიბა, სანამ ჯერ კიდევ ომბუცმენის პოსტზე იმყოფებოდა. ეს კი ცხადია შეუთავსებელია. გარდა ამისა, გუნდის წევრები არიან ბანკირად ქცეული ფეხბურთის ვარსკვლავი კახი კალაძე, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის საინვესტიციო პარტნიორი იყო და ეკონომისტი ნოდარ ხადური, რომელიც მანამდე პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის გუნდში იმყოფებოდა. ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ 2008 წლის რუსული ინტერვენიციის შემდეგ, მოსკოვზე ღიად დადეს ფსონები. ჯაფარიძე შეუდარებლად უფრო დახვეწილია. ის გვთავაზობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გარდაქმნას ორმაგი ფუნქციით – ქვყანამ უნდა დაიწყოს მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება ისე, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების ფაქტორის ნაცვლად, კონსენსუსის ფაქტორად იქცეს. საქართველოს მიერ ამ პროცესში გაღებული ფასი – ნატოში მისწრაფება, სავარაუდოდ მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. ეს გუნდი ძირითადად თბილისელებთა სპეციფიკური ჯგუფისგან შედგება. ზოგი მათგანი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ოპოზიციაში 2003 წლიდან ჩაუდგა, ზოგიც მის წინააღმდეგ დროთა განმავლობაში განეწყო. ასეთ გუნდებში შედიანი ედუარდ შევარდნაძის ეპოქის პრივილეგირებული ინტელიგენციის წარმომადგენლები (საბჭოთა კავშირის ბოლო წლების, ან პოსტ-საბჭოთა პერიოდის „ვაკის ელიტა“); არასაპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც უფრო ქუჩის პოლიტიკის მეთოდებში არიან გაწაფულნი, ვიდრე ინსტიტუციონალურ პროცესებში და ცალკეული პოლიტიკოსები (ან მათთან დაახლოებული პირები), რომლებიც 2008 წლის რუსული თავდასხმის შემდეგ, რუსეთთან დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ამ ჯგუფში ასევე შედის, ზოგიერთი შეძლებული პროვნება, რომლებსაც დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო აქვთ და ზოგიც ისეთი, ვისაც ხელფასს ივანიშვილი უხდის, ან ხელოვნებისა და მეცნიერებისთვის უხვი შეწირულობის სახით, ანდა როგორც ”ქართული ოცნების” მესაკუთრე ლიდერი. ამ გუნდის წევრებს სამი დამახასიათებელი თვისება აქვთ. პირველი ისაა, რომ სოციალური სტატუსი მოპოვების პერიოდით და მენტალიტეტით ისინი უმეტესად 1990-იან წლებს უკავშირდებიან (მათი საშუალო ასაკი საქართველოს პოსტრევოლუციური მთავრობის წევრების ასაკზე ბევრად უფრო მაღალია). მეორე – ისევ და ისევ, ახლანდელი მთავრობისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდის წევრების უმრავლესობას დასავლეთის გავლენა და ინგლისურის თავისუფლად ცოდნა აკლიათ (პრეზენტაციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ივანიშვილმა მხოლოდ სამი ისეთი წვრის დასახელება შესძლო, რომლებსაც დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული) და მესამეც – ივანიშვილის გუნდის წევრებიდან სულ რამდენიმეს აქვს სამთავრობო და ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. გუნდის წევრმა, ადვოკატმა არჩილ კბილაშივილმა პრეზენტაციაზე არასერიოზული მომენტი შექმნა, როდესაც განაცხადა, რომ მხოლოდ კონკრეტული ასაკის და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანები უნდა წავიდნენ პოლიტიკაში, რომ „მათმა ლიბიდომ არ დაჯაბნოს მათი აზროვნება. (17 თებერვალი, Evolutsiya.net. სხვა ინგლისური თარგმანები ამაზე ნაკლებ მომგებიანია). ივანიშვილის მიერ შერჩეული ქართული გუნდის (ოცნების) ლიდერები ფორმალურ ორგანოს წააგავს. იგი კულტურული და სიმბოლური პირებით ზედმეტად დარტვითულია იმისათვის, რომ რეალური პოლიტიკური ორგანო შექმნას. ამ მხრივ ის საბჭოთა პერიოდის „მოწინავე ორგანიზაციების“ ტრადიციებს აგრძელებს, მაშინ საზოგადოების აგიტაცია ხდებოდა იმ გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად, რომელსაც ლიდერები იღებდნენ. ეს ეკლექტური ჯგუფია. წევრებს ერთმანეთთან ივანიშვილის მფარველობა აკავშირებს და ისინი ”ქართულ ოცნებაში” თავიანთი მფარველის გადაწყვეტილებების მხარდაჭერის გარანტიას წარმოადგნენ. ამ მომენტისათვის ”ქართულ ოცნებას” პროგრამა არ გააჩინა, გარდა იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილის მთავრობის გადაყენებას აპირებს. ამისთვის, ივანიშვილი სახალხო მოძრაობა, „ქართული ოქნების“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას აპირებს. 2012 წლის იანვარში, ივანიშვილმა ”ქართული ოცნების” ლიდერად თვისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე დანიშნა, სანამ ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველოს მოქალაქეობა მას იმიტომ ჩამოერთვა, რომ ის, ივანიშვილის რუსულ და ფრანგულ მოქალაქეობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამ გადაწყვეტლებიდან გამომდინარე, ივანიშვილი და ეკატერინე გადაწყვეტენ რომელი მათგანი წარმართავს პარტიის საარჩევნო კამპანიას. =39065&tx_ttnews[backPid]=13&cHash=f74dc4da1187227d8dc0c50ba212dbef"]ორიგინალი ორიგინალი
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/03/ynet.jpg სადაზვერვო კომპანიის თანამშრომელთა მიმოწერის თანახმად, ისრაელმა და რუსეთმა რამდენიმე წლის წინ შეთანხმება გააფორმეს. ამ შეთანხმებით, ისრაელმა ირანის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების კოდების სანაცვლოდ რუსებს იმ უპილოტო თვითმფრინავების კოდები გადასცა, რომელიც საქართველოს მიჰყიდა. WikiLeaks-ის პროექტმა გამოაქვეყნა ამერიკული სადაზვერვო კომპანიის Stratfor-ის თანამშრომლების მიმოწერა, რომლის თანახმად ისრაელი და რუსეთი თავის დროზე შეთანხმდნენ გაეცვალათ თავდაცვით და სადაზვერვო ტექნიკასთან წვდომის კოდები. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელმა რუსეთს იმ უპილოტო თვითმფრინავების „მონაცემთა გადაცემის კოდები“ შეატყობინა, რომელიც ისრაელმა საქართველოს მიჰყიდა. სანაცვლოდ რუსეთმა ისრაელს Тор-М1-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების კოდები გადასცა, რომელიც მას ირანმა მიაწოდა. დოკუმენტში, რომელიც 2009 წლით არის დათარიღებული, Stratfor-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი ამტკიცებს, რომ „მექსიკელმა მეგობარმა/წყარომ“ შეხვედრის დროს მას იმ გარიგების შესახებ უამბო, რომელიც რუსეთს და ისრაელს შორის რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა. ამ გარიგების ფარგლებში, ისრაელმა რუსეთი იმ უპილოტო მფრინავი აპარატების კოდებით მოამარაგა, რომლებსაც ის საქართველოს აწვდიდა, ხოლო მოსკოვმა ისრაელი – ირანული Тор-М1-ის ტიპის სარაკეტო საზენიტო კომპლექსების კოდებით. დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, ეს გარიგება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინ გაფორმდა, იმ ომის წინ, რომლის დროსაც რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა. ომის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველომ ისრაელის შეიარაღება გამოიყენა. დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველები გარკვეულ მომენტში მიხვდნენ, რომ მათი უპილოტო თვითმფრინავების კოდები გატეხეს, და დაიწყეს ისრაელური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შემცვლელების ძებნა. მექსიკურმა წყარომ ახსენა ასევე საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300, რომლის თეირანისთვის გადაცემისგან თავის შეკავებას ისრაელი და დასავლეთი რუსეთს დიდი ხანია სთხოვენ. მისი მონაცემებით, ამ საკითხში ისრაელი და თურქეთი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მან განაცხადა ასევე, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა С-300 საბერძნეთს (თურქეთის დიდი ხნის მეტოქეს) მიჰყიდა, ანკარა მისი კოდების გატეხვას ცდილობს. მან დასძინა ასევე, რომ ანკარა სადაზვერვო მონაცემებს ცვლის ისრაელთან, რომ ირანზე თავისი უპირატესობა უზრუნველყოს იმ შემთხვევისთვის, თუკი ის რუსეთიდან საზენიტო სისტემებს მიიღებს. ორიგინალი ორიგინალი
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/image1-300x199.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას გლდანის №8 დაწესებულების სამზარეულოში არსებული პირობები და მენიუ გააცნო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება კვების ხარისხს, რათა თითოეული მსჯავრდებულისათვის ხარისხიანი და მაღალკალორიული რაციონი უზრუნველყოს. მსჯავრდებულთა მენიუს და დაწესებულებების სამზარეულოებში არსებულ პირობებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი პერმანენტულად ადგილზე ეცნობა. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/2043auqcionio-300x194.jpgეროვნული ბანკის 8 დღიან N9, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 14,200,000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ (2) კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.51 პროცენტი, მაქსიმალური 6.52 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.51 პროცენტით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/quba-300x225.jpgაზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონულ ცენტრ გუბაში არეულობის ჩასახშობათ ჯავშანტექნიკა და შიდა ჯარებია გაგზავნილი. „კონტაქტ.აზ“–ის ინფორმაციით, ქალაქში სამი ჯავშანტრანსპორტიორი ამდენივე წყლის ჭურვი და ასეული სამხედრო მოსამსახურე შეიყვანეს. ადგილობრივი პოლიცია არეულობას საკუთარი ძალებით ვერ ახსობს. „ჯერ–ჯერობით ჩვენ საკუთარი ძალებით ვამყარებთ წესრიგს, თუმცა დახმარება სასწრაფოდ გვჭირდება“,–განაცხადა რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ აზერ რზაევმა. არეულობის მიზეზი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რაუფ ხაბიბოვის განცხადება გახდა, რომელმაც რაიონის მოსახლეობას გამყიდველი უწოდა. დღეს დილიდან ადმინისტრაციის შენობასთან აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.მომიტინგეები ჩინოვნიკისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას მოითხოვდნენ. მომხდარის გამო ხაბიბოვი მოსახლეობასთან გავიდა და ბოდიოში მოიხადა, თუმცა აქციის მონაწილებმა ეს არასაკმარისად მიიჩნიეს, ადმინისტრაციის შენობასი შეიჭრნენ და დაარბიეს. პოლიციამ მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის გამოც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო.დაპირისპირების შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა,მათ შორის სამი პოლიციელი და ერთი მომიტინგე. არეულობამ მთელი ქალაქი მოიცვა, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობის ნაწილი და ჩაიხანა, შემდეგ კი ხაბიბოვის სახლი გადაწვეს. ახლა მომიტინგეები ხაბიბოვის აგარაკისკენ მიემართებიან, რათა ისიც დაწვან. უკმაყოფილო მოსახლეობას აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი შეხვდა, რონმელმაც ხაბიბოვის სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა. მინისტრის გამოსვლის შემდეგ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს. არეულობის შედეგად 200მდე მომიტინგეა დაჯკავებული. იხილეთ epn.ge
  24. В среду, 29-го февраля, футболисты сборной России выиграли товарищеский матч у команды Дании.
  25. До российских президентских выборов осталось четыре дня. Как инвесторы переносят неопределенность? Очень неплохо, учитывая обстоятельства.
×
×
  • შექმენი...