planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ავტორი პაატა ლაგვილავა 17:06 02.03.2012 სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რევაზ ხულორდავას სასამართლო პროცესზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. http://4.bp.blogspot.com/-5JMsOh_lRkQ/T1DAPwo6O4I/AAAAAAAAGQE/NTMTYgu2jCE/s200/tea%2Bculukiani.jpgწულუკიანმა მოსამართლე დავით კეკენაძეს, სასამართლო პროცესზე სიტყვებით: - „თქვენ გეშინიათ“ - მიმართა, სახელმწიფო ბრალმდებელ ვლადიმერ ქორთუას კი “ახალაიას (სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია-ავტ.) ფეხის ტილო“უწოდა. ამ განცხადების შემდეგ, წულუკიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. პროტესტის ნიშნად დარბაზი მასთან ერთად „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებმა და სენაკელმა ოპოზიციონერებმა დატოვეს. წულუკიანის რეპლიკები მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, როცა მან დაცვის შუამდგომლობა პროკურორ ქორთუას აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ადვოკატი, გიორგი სამუშია პროკურორის აცილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ მან წინა სასამართლოზე მოწმე რობერტ შალამბერიძეს პოლიტიკური მრწამსის შესახებ დაუსვა კითხვა, რისი უფლებაც, სამუშიას თქმით, პროკურორს არ ქონდა. სასამართლომ, დღეს დაცვის მხარის მოწმეები, ბრალდებულის მეუღლე, დედა, დისშვილი და მეზობელი დაკითხა. მოწმეები ამბობენ, რომ სენაკელი დავით მგალობლიშვილის დაჭრის დროს, რევაზ ხულორდავა დედისეულ სახლში, რობერტ შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება განსასჯელს სწორედ, მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება. ხულორდავას მეუღლის დაკითხვიდან გაირკვა, რომ ის არა დედის, არამედ საკუთარ სახლში, სოფელ მენჯში დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით კი, ხულორდავა დედის სახლში, სენაკში, ელიავას ქუჩაზე დააკავეს. ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და საქმის გამომძიებლის, ირაკლი შამათავას, ასევე პოლიციელების რამაზ გვილიას და გიორგი ნანავს დაკითხვა მოითხოვა. სამუშიას განცხადებით, პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს და ფაქტობრივი გარემოებები დაამახინჯეს, მაგრამ მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ამ გარემოებას საქმესთან პირდაპირი შეხება არ ქონდა. დღევანდელის მსგავსად არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა სასამართლომ ხულორდავას დაცვის მხარეს, წინა სასამართლო პროცესებზე. დღევანდელ პროცესამდე ხულორდავას პროცესს რომან ხორავა უძღვებოდა, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე წინა სხდომებზე უშედეგოდ ითხოვდა. დღეს, საქმე ახალმა მოსამართლემ დავით კეკენაძემ ჩაიბარა. მოსამართლეს ამაზე განმარტება არ გაუკეთებია. თეა წულუკიანი საქმეში დავით კეკენაძის ჩართვას უარყოფითად აფასებს: -„ის არის შევარნაძის რეჟიმის გადმონაშთი, რომელმაც არ იცის რა არის სიმართლე და სამართალი,“ - ამბობს წულუკიანი და ხულორდავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, რევაზ ხულორდავას ბრალდების მხარე, სენაკის მკვიდრ დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხულორდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხულორდავას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემდეგი მოსმენა 14 და 15 მარტს გაიმართება. სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს. tspress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/01-300x199.jpgადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის ივნისში დაევალა, ხოლო პროექტის უშუალო განხორციელება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლის დეკემბრიდან დაიწყო. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი პროექტის,ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა, შეძლებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს თვითმმართველობის ყველა და ცენტრალური ხელისუფლების მრავალი მოთხოვნადი მომსაურება შემდეგ სფეროებში: სოციალური დახმარებები, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, შეძლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადახდას, და სხვა. სოფლის განვითარების ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს გადახდის აპარატით, კომპიუტერით და შეხვედრების ოთახით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამების, მიგრაციასა და სხვა საკითებზე. პრეზენტაციის შემდგომ, ღონისძიება თემატურ ჯგუფებში მუშაობით გაგრძელდა. მუნიციპალურ ცენტრებში მართვის პროცესების გაუმჯობესებაზე, ელექტრონული მართველობის პროგრამულ ასპექტებსა და სოფლის ცენტრების მოწყობის კონკრეტულ საკითხებზე მოწვეული უწყებების წარმოამადგენლებმა იმსჯელეს, დისკუსიისა და ჯგუფებში მუშაობის შემდგომ კი – საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/ganatkeba-300x200.jpgთბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხულ მოსწავლესთან მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მენიერების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე ამჟამად რეგისტრირებულია თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ძველი თბილისის რაიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ოჯახი ამის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული, თუმცა სამწუხაროდ, ალექსიძე რამდენიმე თვეა სკოლაში არ ცხადდება. იმ შემთხვევაში თუ, მიხეილ ალექსიძეს და მის ოჯახს არ სურს 77-ე სკოლაში სწავლა, რამდენიმე სკოლა დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას მიიღონ ეს მოსწავლე. მიხეილ ალექსიძის მისაღებად მზად არის თბილისის მე-20 საჯარო სკოლა (მდებარეობს სასტუმრო თბილისი-მერიოტის უკან), 122-ე საჯარო სკოლა (ქავთარაძის ქუჩაზე), ამ სკოლების შინაგანაწესიდან გამომდინარე, სკოლაში ჩარიცხვის დროს არ არის გამოცდები. ასევე 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მოსწავლე იმ შემთხვევაში, თუ იგი სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე გაივლის გასაუბრებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს ალექსიძეს და მის ოჯახს, გააკეთონ არჩევანი ამ სკოლებს შორის, რათა მოსწავლეს მიეცეს სწავლის შესაძლებლობა. როგორც ბრიფინგზე მყოფმა სკოლის დირექტორებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან ალექსიძე მათ სკოლაში მიიღონ. მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში XI კლასიდან გაირიცხა. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც სკოლის დირექტორმა, ტატო შავშიშვილმა პოლიციაში განაცხადა. დირექტორი მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება დაიწყო და ალექსიძე დაიკითხა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მიხეილ ალექსიძის მიმართ რაიმე პირადი პრობლემა არ აქვს და ამას ადასტურებს ის, რომ სკოლაში სწავლობს მიხეილ ალექსიძის ძმა, ზაზა ალექსიძე, რომელიც მერვეკლასელია. იხილეთ epn.ge
-
სრული ტექსტი liberali.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/davit-usufashvili.jpgდავით უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ კანონის მიერ დაკისრებული ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, მათ შორის კონტროლის პალატასთან. “ჩვენ ერთხელ უკვე უარი ვუთხარით კონტროლის პალატას უკანონო და უსაფუძვლო მოთხოვნის შესრულებაზე, რომ მათთვის მიგვეწოდებინა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში. პარტიის 2011 წლის ანგარიში ჩაბარებულია და სხვა რა ანგარიში უნდა ჩავაბარო, არ ვიცი, რადგან კანონი არაფერს გვავალებს. დღევანდელი მდგომარეობით მე არ ვთვლი, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” კიდევ ვინმესთან რაიმე აქვს წარსადგენი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა. კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დღეს ყველა პარტიას მოუწოდა, 2012 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინონ. კანონის მიხედვით, პარტიებს ანგარიშის წარსადგენად სამდღიანი ვადა აქვთ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili42243.jpgპრეზიდენტის თქმით, ზაფხულში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, 2012 წლის ზაფხულში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. მისივე თქმით, სტუდენტების ხელფასი 400 ლარზე მეტი იქნება. “დღეს ახალგაზრდას არა წყინს შრომა. შრომა, რომელიც შენს ოჯახს კვებს, არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაძრახი. ჩვეულებრივი რამაა, თუ ადამიანი დღეს პიცერიაში მუშაობს, ხვალ კი ის შეიძლება პრეზიდენტი გახდეს. სოციალური მობილურობა ჩვეულებრივი რამაა და შრომა დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ 25-ათასიან პროგრამას, რომელიც იქნება რეალური და არა ფორმალური, როგორც ადრე ხდებოდა – კამერის წინ, რომ ქუჩაში ცოცხებს დაიკავებდნენ და 10 წუთში გადაყრიდნენ და სახლში წავიდოდნენ. სტუდენტები 400 ლარზე მეტს მიიღებენ ხელფასს”, – განაცხადა სააკაშვილმა. პრზიდენტის თქმით,შეიქმნა ახალი ტურისტული კოლეჯი. სასტუმროების მეპატრონეებს აღნიშნული კოლეჯის სტუდენტების სტაჟირება შესთავაზეს. “მათ გვიპასუხეს, თუ დაგვავალებთ, გავაკეთებთო. მათ არ ესმით, რომ არავინ არავის აღარ ავალებს. უნდა მიხვდნენ, რომ მათივე ბიზნესისთვის არის უკეთესი, თუ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება ექნებათ. ჩვენ გვინდა ის, რაც მათი ბიზნესისთვის არის უკეთესი”, – განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმითვე, ტექნიკურმა სპეციალობებმა საქართველოში წინ წამოიწია. პრეზიდენტის თქმით, წელს იყო პირველი წელი, როცა იყო დიდი კონკურსი ფიზიკის ფაკულტეტზე,რაც ძალიან კარგია, რადგან ამ სფეროს სპეციალისტებმა გააკეთეს ახალი იარაღის ნიმუშები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili-Helmand-300x207.jpgროგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის ხვალ ლაზიკას პოლიგონზე გამოცდის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, მას არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანას აკრიტიკებენ, რადგან დღეს საქართველოს ისრაელზე ბევრად უკეთესი საბრძოლო მანქანა ყავს. “ინტერესიც კი არავის ჰქონია, რომ დაგვხმარებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც იარაღის მოწოდებაზე ყველამ ემბარგო დაგვიწესა, რადგან ფიქრობდნენ, რომ 2008 წელს საქართველო აუცილებლად გაქრებოდა მსოფლიო რუკიდან. ჩვენ ხელები კი არ ჩამოვუშვით, დასხდნენ ჩვენი ინჟინრები და შექმნეს ეს სისტემა ნულიდან. ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ საქართველო თვითონ ააწყობდა არტილერიას, მუდმივად რიგში ვიდექით და სხვებს ვეხვეწებოდით, მათ შორის ისრაელს. დღეს ისრაელზე ბევრად უკეთესი საბრძოლო მანქანა ავაწყვეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ექნება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-სა და ევროკავშირთან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/samxedro-300x200.jpg„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებების საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ჩვლილებების თანახმად, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადად 12 თვის ნაცვალდ 15 თვე განისაზღვრება. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გაზრდა მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ გაწვეულ წვევამდელებს შეეხებათ. სამხედრო სამსახურის 15-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გაწვეულნი იქნენ სახედრო სავალდებულო სამსახურში ამ კანონის ამოქმედებამდე. ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დადგენილი 12 თვე სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების მომზადებისთვის საკმარისი არ არის. “სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი კახა სუხიშვილია, ხოლო ავტორი თავდაცვის სამინისტრო. იხილეთ epn.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/19922_7664-150x150.jpgმათ სიცოცხლე ერთი მარტივი მიზეზისთვის დათმეს – რომ მსოფლიოსთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმის შესახებ, თუ რა ხდება სირიაში. ჩვენ კი, მშვიდად შეგვძლებოდა ჩვენს სახლებში ყოფნა და ამ ყველაფრის გაზეთის, ტელევიზიის საშუალებით გაგება“.–წერს ამერიკული მედია ვეტერან ჟურნალისტებზე რომლებიც სხვადასხვა დროს ომებში დაიღუპნენ. ბრიტანული გამოცემის, The Sunday Times-ის 56 წლის წარმოშობით ამერიკელი ჟურნალისტი, მარი კოლვინი ფრანგ 28 წლის ფოტოგრაფ რემი ოშლიკთან ერთად სირიის ქალაქ ჰომსში თავდასხმის დროს მოკლეს. კოლვინი და საქართველო მარი კოლვინი საქართველოშიც იმყოფებოდა, იგი კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” სტუდენტებთან საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად მივიდა. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასიც. მან ახალგაზრდა კოლეგებთან გაიხსენა თუ როგორ დაკარგა თვალი შრი ლანკაში სამოქალაქო ომის დროს, ჟურნალისტმა მარი კოლვინმა გაიგო, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა ხდებოდა და მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალისტებისთვის აკრძალულ ზონაში შევიდა. უკანა გზაზე შრი ლანკელმა ჯარისკაცებმა ყუმბარა ესროლეს, რომლის ნამსხვრევებიც თვალსა და მკერდში მოხვდა. სწორედ ამ დროს კოლვინმა თვალი დაკარგა. “დღეს როცა ჩემს თავს ვეკითხები ღირდა კი ეს ამად? ჩემი პასუხია კი, რადგან ჰუმანიტრაული კატასტროფის შესახებ დიდხანს არავის ეცოდინებოდა” –ამბობდა იგი ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას. მეტი დეტალი ამერიკულ ტელევიზიასთან, CNN- თან ინტერვიუში კოლვინის დედა აცხადებს, რომ ჟურნალისტის სიკვდილი შემთხვევითობა არ იყო. „ის სირიის მთავრობის სამიზნე გახდა“, – აღნიშნავს როზმარი კოლვინი და განმარტავს „სირიის სამხედრო ძალამ შენობის შესასვლელზე მიიტანა იერიში“, რაც ამყარებს მის ეჭვებს, რომ მედიაცენტრზე თავდასხმა არ იყო შემთხვევითი. მარი კოლვინი ჭურვის ნასხლეტის მსხვერპლი იმ მომენტში გახდა, როცა გასაქცევად ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობდა. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ფეხსაცმელი მან შესასვლელში დატოვა. შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როცა ჭურვი მედიაცენტრის ზედა სართულს დაეცა. იფიქრა, რომ შენობა სამიზნე იყო და ფეხსაცმელის ასაღებად გაიქცა. ჭურვი ზუსტად ამ მომენტში, მისგან რამდენიმე იარდის მოშორებით აფეთქდა. სიკვილამდე ერთი დღით ადრე მარი კოლვინს რამდენიმე მედიასაშუალებაში პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, მათ შორის CNN-ზე, სადაც შეტაკებების დროს დაღუპული ბავშვის შესახებ საუბრობდა. ის ამბობდა, რომ ბავშვის სიკვდილი იყო „რიგითი სიკვდილი უამრავი მსგავსი ისტორიიდან“ და რომ ჰომსი ძალადობის ალში იყო გახვეული. „სრული ქაოსია“,- ამბობდა ის. „ასეთი სურათების აღწერა მნიშვნელოვანია, რომ იმ საზოგადოებამ, რომელიც აქ არ არის, იცოდეს რა ხდება. როცა არ იცი რა ხდება, კონფლიქტი შორეულია და თითქოს შენ არ გეხება“, – ამბობდა მარი კოლვინი – „ამ ბავშვის სიკვდილი უფრო მეტს აიძულებს, დაფიქრდეს რა ხდება და რატომ არავინ ცდილობს შეაჩეროს ჰომსში ყოველდღიური მკვლელობების სერია“. ამავე ჩართვაში ის ამბობდა, რომ სირიის მთავრობის სამიზნე არა სამხედროები, არამედ მშვიდობიანი, შიმშილობის ზღვარზე მყოფი მოქალაქეები არიან. მეორე დღეს კოლვინი და ოშლიკი მოკლეს. მოკვდა თუ არა…. ჟურნალისტების დაღუპვას ფართო რეზონანსი მოჰყვა როგორც საერთაშორისო მედიაში, ასევე ოფიციალურ დონეზე. “დიდი მწუხარებით გაუწყებთ შოკისმომგვრელ ამბავს სირიაში მარი კოლვინის დაღუპვის თაობაზე. მარი იყო გამორჩეული რეპორტიორი, რომელიც თავს არ ზოგავდა ინფორმაციის გაშუქებისას, რადგან ღრმად სწამდა, რომ პროფესიული მოვალეობა უდიდეს პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მას სჯეროდა, რომ მის მიერ ობიექტურად გაშუქებული ცნობები სისხლიან რეჟიმზე საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ აუხელდა თვალს რეაგირებისთვის. და როგორც გასულ კვირას მისი შთამბეჭდავი რეპორტაჟიდან გვახსოვს, მისი ფიქრები მუდამ თავს დატრიალებდა ძალადობის მსხვერპლთ. ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მარი ჰომსში მოკლეს, სადაც სირიის სამთავრობო არმიის გააფთრებული იერიში მიმდინარეობდა. მას თან ახლდა ფოტოგრაფი პოლ კონროი, რომელიც დაიჭრა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია კონროისთვის მიყენებული ჭრილობები, მაგრამ პირველადი ცნობებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული არ უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იგი უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ სირიიდან და, პარალელურად, გადმოვასვენოთ მარის ცხედარი,” – განაცხადა “სანდი ტაიმსის” რედაქტორმა ჯონ ვისროუმ გავრცელებულ წერილობით მიმართვაში. რეპორტიორების დაღუპვას ოფიციალური პარიზი გამოეხმაურა და მომხდარს მკვლელობა უწოდა. “კმარა, რეჟიმი უნდა დამთავრდეს!” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. “მსურს მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტების დაღუპვის გამო. ვეცდები, ზუსტად გავარკვიო, რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა. იმედი მაქვს, ტუნისში “სირიის მეგობარი ჯგუფის” შეხვედრაზე მდგომაგრეობიდან გამოსავალი მოიძებნება,” – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ. კომუნიკაციის მინისტრის ფრედერიკ მიტერანის თქმით კი, ეს აღმაშფოთებელია, რადგან ჟურნალისტები სამშვიდობოს გაღწევის მცდელობისას გაანადგურეს. სირიელი აქტივისტების თქმით, დაბომბვის დროს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭრა. როგორც მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაარკვია, ერთ-ერთი მათგანი ასევე ფრანგი ჟურნალისტია. “ორი უცხოელი ჟურნალისტის დაღუპვის გარდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მძიმედ დაიჭრა 4 უცხოელი ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ედიტ ბუვიეა, რომელიც “ფიგაროსა” და “რადიო ფრანს ენტერნასიონალისთვის” მუშაობდა,” – აღნიშნა “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელმა სოზი დოლემ. ანდრო მუხრანელი argumenti.ge უკანასკნელი რეპორტაჟი </h6><h6> argumenti.ge
-
Итак, Православная Церковь поддерживает Путина. Многие верующие не понимают этой близости, но это неважно. Духовенство властью довольно. И это понятно. Через двадцать лет после развала СССР наконец-то можно без риска посещать храм, не скрывать свою веру, крестить детей, отпевать дорогих покойников.
-
Экономическая ситуация в России неплохая. Проблема только в том, что благосостояние приобретается за счет продажи сырьевых ресурсов, и долго так продолжаться не может. Поэтому теперь должен произойти поворот в направлении индустриального развития, а также привлечены в страну новые деньги.
-
სამი მედლით დააჯილდოვეს ე.წ. "ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის" მეთაური ბესარიონ აპლია. ეს მედლებია – "სამხედრო მამაცობისთვის", "აფხაზეთში მშვიდობის მხარდაჭერისთვისა" და "საბრძოლო თანამეგობრობისთვის".დაჯილდოების ბრძანებას ხელი მოაწერა აფხაზმა "თავდაცვის მინისტრმა" მერაბ ქიშმარიამ, რომელმაც "ეკლესიის მსახურს" ასევე გაუგზავნა გასული დაბადების დღის მისალოცი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია აპლიას "შეუფასებელი ღვაწლი აფსნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებაში".უნდა აღინიშნოს, რომ ქარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
По мнению телеканала N24, за 4 года своего президентства Дмитрий Медведев так и не стал самостоятельным политиком. Все это время он лишь «грел кресло» для своего друга и наставника Владимира Путина, который, очевидно, вскоре вновь вернется в Кремль.
-
რუსეთის მთავრობასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება "საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ". ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა მოსკოვში რუსეთსა და ცხინვალს შორის სოციალურ–ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეხუთე სხდომის მუშაობის მიმდინარეობის დროს – რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ალექსეი ლიხაჩოვმა, ხოლო ოსების მხრიდან – ცხინვალის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/hilari.jpgაშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შეფასებით, „ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებაზე კონგრესის უარი ამერიკელ ფერმერებს უფრო დააზარალებს, ვიდრე რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს. ამ შესწორების გაუქმება კონგრესის მთავარ ამოცანად უნდა იქცეს და ეს იმ მომენტისთვის უნდა მოხდეს, როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად გახდება (2012 წლის ზაფხული). ეს ამერიკულ ბიზნესს სარგებელს მოუტანს. ჩვენ კონგრესისგან ამ საკითხზე წარმატებულ კენჭისყრას და რუსეთთან ვაჭრობისთვის ნორმალური სტატუსის მინიჭებას ველით“, – განაცხადა კლინტონმა. საქინფორმი
-
/get_img?ImageId=6588 საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ამანათით პრესის შეტანა ბოლო რამდენიმე თვეა არაოფიციალურად აიკრძალა. ინფორმაცია ”ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია იმნაძემ დაუდასტურა. ”ჩვენ როგორც ვიცით, პრესის შეტანა ამანათით ყველგან აკრძალულია. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებში უმრავლესობა გაზეთებისა არ იყიდება, გარდა გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და სპორტული გაზეთისა. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ფოსტით შეიძლება შეგზავნა, მაგრამ კონკრეტული მაგალითები, რომ ვინმეს მიეღოს ფოსტით გაზეთები, ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ გაზეთის შეგზვნა ფოსტით მაინც შეიძლება,” - უთხრა ნათია იმნაძემ ”ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, პრესის არაოფიციალური აკრძალვა ბოლო თვეების მანძილზე დაიწყო. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში პრესის შეგზავნა ადრეც იყო შეზღუდული, თუმცა აკრძალვა არ ყოფილა. ახლა კი აკრძალვა მოქმედებს, ოღონდ არაოფიციალურად, რადგან დასაშვებ და აკრძალულ ნივთებს შორის, რაც დადგენილია შესაბამისი ბრძანებით, პრესა არ ფიგურირებს. ”კანონი ითვალისწინებს პრესის ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ეს არაკანონიერია,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ნათია იმნაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშშიც მოხვდა გასულ წელს, თუმცა მაშინ მხოლოდ ცალკეულ, ერთეულ შემთხვევებზე იყო საუბარი. ”ახლა უკვე იმდენი მსჯავრდებული ადასტურებს ამას და ჩვენი თვალითაც ვნახეთ, რომ გაზეთების უმრავლესობა არ შედის ციხეებში. შესააბმისად, გაკეთდება რეკომენდაცია. ჩვენ ვამზდებთ ანგარიშშს და იქ აისახება ეს ყველაფერი,” - ამბობს ნათია იმნაძე. ”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, თუმცა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა სუხიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სრული ინფო(netgazeti.ge)