planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/jvris-300x180.jpgჯვრის უღლტეხილზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე ყველანაირი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდით სამუშაოები ვერ ხერხდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯერ ზუტსტ ინფორმაციას ვერ ავრცელებს როდის აღდგება უღელტეხილზე მოძრაობა. რაც შეეხება გზის სხვა მონაკვეთებს იქ ავტოტრანსპორტი შეუზღუდავად გადაადგილდება. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ამინდი გაუარესდება და ტემპერატურა ისევ დაიკლებს.აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და თოვაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია ნავარაუდები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Dolidze1-300x19911.jpg“თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან პირისპირ, მარტო არ უნდა აღმოჩნდეს. როგორც დოლიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთთან დიალოგისა და ურთიერთობის დაწყება აუცილებელია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მეტი ანალიზი სჭირდება,რაც მისივე თქმით, დელიკატური თემაა. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ურთიერთობის აღდგენის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ამოწურული აქვს როგორც რუსებთან, ისე აფხაზებთან და ოსებთან. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Berl_Lazar_and_Putin_in_20051-300x200.jpgრუსეთის ებრაელების უმრავლესობა 4 მარტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინს მისცემს ხმას. ამის შესახებ ისრაელის გაზეთ “ჰაარეცისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მთავარმა რაბინმა ბერლ ლაზარმა განაცხადა. ”რომც ყოფილიყო კანდიდატთა უფრო მეტი არჩევანი, მე მაინც არ ვიცნობ არც ერთ ებრაელს, რომელიც პროხოროვს მისცემდა ხმას”, – აცხადებს რუსეთის მთავარი რაბინი. ინტერვიუში ის საუბროს რუსეთში ახალგაზრდა, გამოკვეთილი პოლიტიკოსების არარსებობის პრობლემაზე, და აღნიშნავს, რომ ”ზიუგანოვისა და ჟირინოვსკის შესახებ ჩვენ ბევრჯერ გვსმენია”. გამოცემის თანახმად, ამ რამდენიმე ხნის წინ რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრაზე პუტინმა ლაზარს ჰკითხა, თუ სად იქნებოდნენ ებრაელები უახლოეს შაბათს, რაზეც რუსეთის მთავარმა რაბინმა აუპასუხა, რომ – სინაგოგაში. ეს კითვა საპროტესტო აქციებთან იყო დაკავშირებული. ცნობილი ხდება იმის შესახებაც, რომ რუსეთის ებრაული კონგრესის ექს–პრეზიდენტმა ვლადიმერ გუსინსკიმ ტელეარხი RTVi. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, არხის მფლობელი ტელერადიოკომპანია “Звезда” გახდა. ამ გარიგების შესახებ მეტი ინფრომაციის მიღება არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
-
დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური მაგომედსალამ მაგომედოვი იძულებული გახდა პირადად გაეკეთებინა განცხადება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ მუსულმანთა წმინდა წიგნის ყურანის წაბილწვასთან დაკავშირებით.საქმე ეხება მიმდინარე წლის 19 თებერვალს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ დერბენტის რაიონის სოფელ ტატლიარში მუსა ბახმუდოვის ბინაში ჩატარებული ჩხრეკას, რომლის დროსაც ოჯახის წევრების ცნობით ძალოვნებმა სცემეს სახლის პატრონი, “ამოიღეს” იარაღი და ტყვია-წამალი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
2 მარტს გაეროს გენერელურმა მდივანმა პან გი მუნმა დაგმო სირიის ხელისუფლება უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკისთვის. ეს განცხადება მან გააკეთა მას შემდეგ, რაც მიუხედავად სირიის ხელისუფლებასთან შეთანხმებისა, მათ ქ.ხომსში არ შეუშვეს ორგანიზაცია წითელი ჯვრის დელეგაცია, რომლებსაც ჰუმანიტარული ტვირთი შექონდა დაბომბვისაგან დაზარალებული მოსახლეობისთვის.გაეროს გენერალური მდივანი სირიის ხელისუფლების ასეთ საქციელში ხედავს მათ შიშს, რომ წითელი ჯვრის დელეგაციის წევრებმა თავისი ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=6594 მთავრობის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციით მომზადებული კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში განიხილება. კანონპროექტმა ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესკომპანიებს შორის კონკურენცია უნდა დაარეგულიროს და მონოპოლიების ჩამოყალიბება აღკვეთოს. მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახური, ბაზრის ლიბერალიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, 2004 წელს გააუქმა. 2010 წლის გაზაფხულზე მთავრობის ინიციატივით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდა. ეს უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. 2011 წელს მთავრობამ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ სტრატეგია შეიმუშავა და კანონპროექტი მოამზადა. კანონი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა აღასრულოს, რომელიც 2012 წლის იანვარში ორი სააგენტოს (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს) შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამბობს, რომ „მთავრობა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინა. სწორედ მათ დასკვნაში არის ასახული, რომ ეს კანონმდებლობა შესაბამისობაშია ევროპულთან და მასში ბევრი საკითხი არის გათვალისწინებული“. მთავრობის მცდელობებს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან მიახლოების შესახებ ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ. "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ექსპერტი შოთა მურღულია ამბობს, რომ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ პარლამენტში შესული კანონპროექტის მთავარი ნაკლი ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გადაცდენა, მონოპოლისტებისათვის განსაზღვრული დაბალი ჯარიმები, ბაზარზე დომინანტი კომპანიისთვის შეცდომით განსაზღვრული სტატუსი, სააგენტოსთვის გამოყოფილი დაბალი ბიუჯეტი და არასაკმარისი კადრებია. შოთა მურღულიას განმარტებით, კანონპროექტის „შავი ხვრელი“ მერვე მუხლია: „მე-8 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებებს, რომლებიც უმნიშვნელოდ ზღუდავენ კონკურენციას და რომლებსაც არ არეგულირებს კანონი. კანონპროექტის თანახმად, ასეთ ხელშეკრულებად მიიჩნევა ჰორიზონტალური ხელშეკრულება, რომლითაც მხარეების ერთობლივი საბაზრო წილი ბაზარზე არ აღემატება 25%-ს, ხოლო ვერტიკალური შეთანხმების დროს თითოეული მხარის საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს. იმ შემთხვევაში კი, როცა რთულია განსაზღვრა - ჰორიზონტალურია თუ ვერტიკალური შეთანხმება, საერთო საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს. ეს პროცენტული მაჩვენებლები არ ემთხვევა ევროკავშირის საკანონმდებლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ჰორიზონტალური ხელშეკრულების დროს კომპანიების საერთო-საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს, ხოლო ვერტიკალური შეთანხმების დროს - 15 პროცენტს. ევროკავშირისვე კანონმდებლობით, თუკი შეთანხმების კლასიფიცირება რთულია, მაშინ ასეთ დროს ამ კომპანიების საერთო-საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს.“ მურღულიას შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტში განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლები თავისთავად ყველაზე მაღალი თამასაა, რაც ბაზარზე კონკრეტულ კომპანიებს გაბატონების მეტ შანსს უტოვებს. მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯარიმების ოდენობის განსაზღვრა. კანონპროექტის 33-ე მუხლის თანახმად, დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიებს მოგების 10 პროცენტის გადახდა უწევთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებით. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10-დან 100 პროცენტამდე მერყეობს. „ეს ქმნის საფრთხეს, რომ თუკი კომპანიას ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობა აქვს და ბოროტად სარგებლობს ამ მდგომარეობით, მას შესაძლოა იმხელა შემოსავალი ჰქონდეს, რომ უღირდეს ჯარიმის გადახდა, რაც თავისთავად განმეორებითი დარღვევის ფაქტს არ აღმოფხვრის და ვერ იქნება პრევენციული ღონისძიება,“ - ამბობს მურღულია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ნათია კუტივაძე ორი სააგენტოს გაერთიანებას კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, „ეს სააგენტო უშუალოდ მონაწილეობს როგორც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ისე ახორციელებს ამ პროცესის მონიტორინგს. ისეთი ფუნქციები, როგორიცა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ორგანიზება და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგი, განსხვავებულია თავისი არსით. შესაბამისად, მათი გაერთიანება და ერთი სააგენტოსთვის ამ ფუნქციების დაკისრება ხელს არ შეუწყობს არც კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულებას და არც სახელმწიფო შესყიდვების ხარისხიან ზედამხედველობას.“ კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია: „კანონპროექტის მე-19 მუხლის მესამე ნაწილში სააგენტო უფლებას იტოვებს, არ განიხილოს საჩივარი და განცხადება, თუ იგი არ შეესაბამება სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა, ანუ მთავრობა თუ პრიორიტეტად არ მიიჩნევს მიმართულებას, სააგენტო ჩათვლის, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და არ განიხილავს. აღნიშნული მოტივით სააგენტომ შესაძლებელია თავი აარიდოს არასასურველი საჩივრების განხილვას, რაც სერიოზული ხარვეზია“. "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ექსპერტი შოთა მურღულიაც მიჩნევს, რომ მთავრობის როლი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობაში ძალიან მაღალია: „რა სფეროები უნდა შემოწმდეს, განსაზღვრავს მთავრობა. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მოხდეს ნორმატიული აქტების მიღება სამთავრობო დონეზე. მიმაჩნია, რომ პრიორიტეტები და სფეროები კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და არა მთავრობის დადგენილებებით“, - ამბობს მურღულია. ექსპერტების კრიტიკულ შეფასებას არ ეთანხმება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი: „ამ უწყების ბიუჯეტი არ იქნება დიდი, მოძიებული იქნება დაფინანსების სხვა წყაროები. სააგენტოში 9 ადამიანი მუშაობს, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს საკადრო რესურსი იქნება საკმარისი“. ხუროშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ იურიდიული დახმარების მობილური სერვისი აამოქმედა. სამინისტროს ახალი სერვისი მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ითვალისწინებს. სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ. იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით, რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ. მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას უფასო იურიდიული დახმარების გაწევა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 16 რეგიონული ოფისი მოქმედებს. დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ონლაინ კონსულტაცია, რომელიც ხალხისათვის, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saakashvili-chaafurtxet11-300x235111.jpgროგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ის ლაზიკას პოლიგონზე გამოცდის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, მას არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანას აკრიტიკებენ, რადგან დღეს საქართველოს ისრაელზე ბევრად უკეთესი საბრძოლო მანქანა ყავს. “ინტერესიც კი არავის ჰქონია, რომ დაგვხმარებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც იარაღის მოწოდებაზე ყველამ ემბარგო დაგვიწესა, რადგან ფიქრობდნენ, რომ 2008 წელს საქართველო აუცილებლად გაქრებოდა მსოფლიო რუკიდან. ჩვენ ხელები კი არ ჩამოვუშვით, დასხდნენ ჩვენი ინჟინრები და შექმნეს ეს სისტემა ნულიდან. ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ საქართველო თვითონ ააწყობდა არტილერიას, მუდმივად რიგში ვიდექით და სხვებს ვეხვეწებოდით, მათ შორის ისრაელს. დღეს ისრაელზე ბევრად უკეთესი საბრძოლო მანქანა ავაწყვეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/th-300x2251.jpgქიმიასა და ფიზიკაში სასკოლო ოლიმპიადის მესამეტურის მონაწილეები პრაქტიკულ ნაწილს პირველადჩააბარებენ. როგორც საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრიიუწყება, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამეტური 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყება. მიმდინარე წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკისოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდათეორიულისა პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ. პრაქტიკული ნაწილის მიმდინარეობასგამოცდებისეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დააკვირდება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადის მესამე ტური აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებში ჩატარდება. პრაქტიკული ტურისათვის მონაწილეების რეგისტრაცია 13.30 საათზე დაიწყება იხილეთ epn.ge
-
Министерство иностранных дел Латвии объявило персонами нон грата двух историков - граждан РФ Александра Дюкова и Владимира Симиндея. Ранее МИД выразил протест против выставки, которую ученые собирались привезли в Латвию. Выставка посвящена преступлениям гитлеровцев и их латвийских пособников в годы ВОВ. lenta.ru
-
«Миллионники» - так называются города в России, имеющие примерно миллион жителей и обладающие поэтому большим потенциалом в области недвижимости. Российский рынок недвижимости уже давно пробудился от спячки, вызванной экономическим кризисом.
-
Ливийские повстанческие силы, боровшиеся против режима Муаммара Каддафи, виновны в военных преступлениях, как и сторонники покойного диктатора. Такие выводы содержатся в докладе экспертной комиссии ООН. В документе говорится также, что диктатор был ранен еще до того, как попасть в руки своих врагов. lenta.ru
-
ვარსკვლავების უცნაური მსგავსება View ucnauri.com
-
liberali.ge- ნაციონალური შანტაჟის თავისებურებანი
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
სრული ტექსტი liberali.ge -
Не знаю почему, но у меня создалось впечатление, что существует что-то вроде прямой связи между итальянским регионом Эмилия и Россией. Эту Россию, абсурдную и так похожую на Эмилию, как она описана у Гоголя, я нашел, когда туда приехал. Это была уже Россия, но множество черт еще напоминало о Советском Союзе.
-
СССР был заинтересован в том, чтобы восстание вспыхнуло и продолжалось как можно дольше. Ведь было ясно, что кому-то придется прикончить польских патриотов, т.к. если Польшу планируется включить в советскую сферу влияния, эти люди должны исчезнуть. С точки зрения Москвы было очень желательно, чтобы это сделали немцы, а не они сами. Если немцы прикончат патриотов, рассуждали большевики, нам останется меньше работы.