planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/13-300x199.jpgპოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დედებს დედის დღე მიულოცა. ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს მთელი საქართველო დედის დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული 1991 წელს დააწესა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა . ქართველი დედები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ სათნოების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითი ამ ქვეყანაში. არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო გმირი ქართველი დედა, ირინა ენუქიძე, რომელმაც დედობისა და გამბედაობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა 21-ე საუკუნის საქართველოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც შიშის გამო ბევრი ადამიანი უარს ამბობს დაღუპული ახლობლების მიმართ განხორციელებული ძალადობის და მოძალადეების გამოაშკარავებისათვის ბრძოლაზე. მინდა გულისტკივილით გავიხსენო ამ ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული გმირები და პატივისცემა გამოვხატო იმ დედების მიმართ, რომელთა შვილებიც ახალი საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის თავისუფლებისა და მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირნენ. მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას ეს ლამაზი დღესასწაული, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, გახარება და, რაც მთავარია ის, რაც ყველა დედისათვის განსაკუთრებით ძვირფასია – საამაყო შვილები აღუზარდონ სამშობლოს. შვილებს კი ვუსურვებ, მუდამ ჰქონოდეთ იმისი უნარი და შესაძლებლობა, რომ პატივისცემა და სითბო არ მოაკლონ ყველაზე სათაყვანებელ არსებას, დედას“,- აცხადებს ივანიშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saakashvili-chaafurtxet11-300x2351111.jpgმიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო უახლოეს მომავალში ჭურვებისა და რაკეტების გამოშვებას დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, ქართული წარმოების ახალი ზალპური რეაქტიული სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მთავარ პრობლემას, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ტექნიკის წარმოება თხევადი საწვავი წარმოადგენდა და ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. “ჩვენ ახლა ვერთვებით ძალიან ბევრ საერთაშორისო თანამშრომლობაში. ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების და აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ რაც არ უნდა პესრპექტივები გაჩნდეს, არასოდეს საკუთარზე არ უნდა ვთქვათ უარი”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საკუთარი წარმოება ქვეყანას სამ-ოთხჯერ უფრო იაფი უჯდება და ის გაცილებით მეტად ეფექტურია. “ჩვენი ქვეითთა მუხლუხოიანი მანქანა 3-4ჯერ უფრო იაფია ვიდრე საზღვარგარეთიდან შემოტანილი.მეორეც, აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ არ მოგატყუოს, ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს ან გადამწყვეტ მომენტში უარი არ გითხრას და შეგიჩეროს ამის მოწოდება. ეს ასევე არის დიდი საექსპორტო პროდუქტი. ეს შენია, შენ აკეთებ, ამიტომ ეს უფრო დაცულია, მით უმეტეს, ჩვენისთანა ქვეყნისთვის”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მსივე თქმით, ეს არის უკვე მაღალტექნოლოგიური ქართული წარმოება, რომლის წარმოებაშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მუდმივად დასაქმებულია. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ახალი ზალპური რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია ესწრებოდნენ. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს. იხილეთ epn.ge
-
В связи с митингами 4 и 5 марта в Москве может быть перекрыто движение на Тверской улице и в районе Манежной площади. В связи с этим заместитель мэра Александр Горбенко попросил горожан воздержаться от поездок в центр на личном транспорте. Кроме того, политические акции могут изменить график работы московского метро. lenta.ru
-
Во Франции 50-летний мужчина подал в суд на компанию Google в связи со снимком, сделанным камерой Google Street View, на котором он запечатлен в тот момент, когда он справляет малую нужду в своем саду. Истец заявляет в своем исковом заявлении, что это изображение привело к тому, что он стал посмешищем для соседей по деревне.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images.jpgმიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ავტომატურად აღდგება, როგორც კი მოსკოვი საქართველოს სუვერენულ საზღვრებს აღიარებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, ვაზიანის პოლიგონზე განაცხადა, სადაც ქართული ზალპური საარტილერიო სისტემის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული სახელმწიფოდ აღიარების ქართული მხარის ინიციატივა არ ყოფილა. სააკაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად შემოიღო იმისთვის, რომ რუსეთში ქართული წარმოშობის უამრავი რუსეთის მოქალაქეა,რუსეთში ცხოვრობს ასობით ათასი ქართველი დევნილი, რომელთაც გამარტივებული რეჟიმი საქართველოში ჩამოსვლას გაუადვილებს. “ჩვენ ეს გავაკეთეთ ასევე რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ჩამოსვლით, საქართველოში ტურიზმით და ინვესტირებით, საქართველოში თავისი მეგობრების, ახლობლების ნახვით და ეს არის ჩვენი მხრიდან უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების გახსნილობის, ჩვენი საზოგადოების სიმტკიცის, ჩვენი უსაფრთხოების გამოხატულების ძალიან მკვეთრი, ნათელი დადასტურება”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, თუ რუსეთს სურს საქართველოსთან დიალოგი, მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ქართული საზოგადოებასთან მთლიანობაში, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია არის ყველაზე გადამწყვეტი და ოკუპაცია არ შეიძლება იყოს ბუნებრივი მდგომარეობა. „ეს არის ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონკრეტულად გამოხატული პოზიცია“,-განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება რუსეთის მთავრობაში, საქართველო მზად არის ისაუბროს საქართველოს ოკუპაციაზე. „ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის უკან დასაბრუნებლად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება რუსეთის მთავრობაში, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვის გამოაცხადებენ რუსეთის პრეზიდენტად, ჩვენ ყველასთან მზად ვართ, ვინც იქნება რეალურად რუსეთის მმართველი, ვისაუბროთ ამ თემებზე. ეს არის კონკრეტული თემები და ეს თემები არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა თემებით. რუსეთის ცალკეულ მთავრობას მიაჩნია და საქართველოშიც არიან ასეთი ელემენტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოკუპაციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ელემენტები საქართველოში წარმოადგენენ მარგინალურ უმცირესობას, ისინი არ წარმოადგენენ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი ყოველთვის იქნებიან უმცირესობაში თავისი პოზიციებით.”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება. “მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
Впервые после вооруженного конфликта в августе 2008 года Россия предложила Грузии восстановить дипломатические отношения. Ранее грузинские власти объявили о введении безвизового режима для граждан РФ. Грузия «не считает возможным» восстановление дипломатических отношений с Россией до тех пор, пока Москва будет признавать независимость Абхазии и Южной Осетии.
-
<img src = "img/multimedia/a7941.jpg" > "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასის ჩანაცვლება განხორციელდეს საქართველოში ისე, რომ შემდეგი გადაცემა, შემდეგი ალტერნატივა იყოს არა ძველი კორუმპირებული, ჩაშმორებული, მუმიფიცირებული მენტალიტეტის მატარებელი, და სხვათაშორის, სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყვნენ ეს ელემენტები, არამედ ახალი თაობა", - აცხადებს პრეზიდენტი. droni.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/image11.jpgმსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ 17 განცხადება დააკმაყოფილეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება. 5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით. საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/tevphkn_shablon1191-300x197.jpgდღეს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს. მიმმართველების რაოდენობა – 40-დან 80 ერთეულამდე, რეაქტიული ჭურვის კალიბრი – 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე – მინიმალური – 0 გრადუსი, მაქსიმალური – 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე – შასიდან მარჯვნივ – 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ – 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე – მინიმალური – 1000 მ, მაქსიმალური – 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი. ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” ბაზაზე შეიქმნა. იხილეთ epn.ge
-
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა თავდაცვის სამინისტროშო სამხედრო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. შესაბამისი ცვლილება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.ბრძანებულების მიხედვით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს სამხედრო მრჩეველთა საბჭო დაემატა. მრჩეველთა საბჭო საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერას განახორციელებს და მისი ამოცანა იქნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
1. მსოფლიოში პირველი ესკალატორი გაკეთდა ინგლისში, ის გაუშვეს 1898 წლის 16 ნოემბერს, ქვეყანაში იმ დროისათვის ყველაზე უფრო ცნობილ მაღაზიაში ჰაროდსში (Harrods). მაღაზიის დირექტორმა გადაწყვიტა , რომ მოძრავი კიბე მოიზიდავდა კიდევ უფრო მეტ მყიდველებს. თუმცა თავდაპირველად ბევრმა ვერ გაბედა მასზე ასვლა, ხოლო “თამამებს” კიბის ბოლოში ელოდნენ მაღაზიის თანამშრომლები ... View ucnauri.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif მაიკლ შვირცი მოსკოვი – პარასკევს საღამოს, რუსეთმა საქართველოს მოულოდნელი წინადადება შესთავაზა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც შეწყდა მას შემდეგ შეწყდა, რაც 2008 წელს ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს ომში დაუპირისპირდა. ქართველმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანაა რუსეთთან დიალოგის დასაწყებად მზად არის, მაგრამ ეს ურთიერთობები ვერ აღდგება მანამ, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის არმიას საქართველოს ორი აჯანყებული რეგიონის ტერიტორიიდან, რომლებიც მოსკოვმა ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. „მათ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები სურთ მაშინ, როდესაც მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ და საფუძველშივე არ სცემენ პატივს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში ქართველმა მაღალჩინოსანმა გიგა ბოკერიამ. „ეს გაუგებარია“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, არის თუ არა მოსკოვი მზად მისი არმიის გასაყვანად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აჯანყებული რეგიონებიდან, ან აღიარებს თუ არა ის თითქმის ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოს სუვერენიტეტს ამ ტერიტორიებზე. სინამდვილეში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ახლახანს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ეს ორი ტერიტორია „საკმარისად შეაიარაღა იმისთვის, რომ ნებისმიერ დამპყრობელს დამანგრეველი პასუხი გასცენ“. გაურკვეველია ის, თუ რის მიღწევას იმედოვნებდა რუსეთი როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოიცავდა ასევე პრეტენზიების იმ ვრცელ ჩამონათვალს, რომელიც რუსეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს. „საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას, რუსული ენის განდევნას ქართული სკოლებიდან, მეორე მსოფლიო ომის მემორიალების მოხსნას და ისტორიის გადაწერას – მიზანი ვითარების ისე წარმოჩენაა, თითქოს საქართველო რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო საუკუნეების განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში. დიპლომატიური შეთავაზება განცხადების ბოლოს ჩნდება, და ის ორ დღეში გაისმა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადმოკვეთენ, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. „დაე იცოდეს ყველა რუსმა ბიზნესმენმა, რომ საქართველო რუსეთისთვის ყველა სხვა ქვეყანაზე მიმზიდველია, თავისუფალია კორუფციისგან, უკანონობისა და ბიუროკრატიული წნეხისგან“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. „დაე იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, და აქ მათ ყველა დახვდება ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს შემხვედრ ნაბიჯს ამ სავიზო ინიციტივასთან დაკავშირებით, თუმცა მან იმავდროულად გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომელთა პასპორტებშიც მითითებულია, რომ ისინი სტუმრობდნენ აჯნაყებულ რეგიონებს 2008 წლის შემდეგ, საქართველოში შესვლის დროს, შესაძლოა ამ ქვეყნის კანონთან უსიამოვნებები შეხვდეთ. ბოლო წლებში, ურთიერთობების აღდგენის მცდელობათა უმრავლესობა მარცხით დასრულდა. რუსეთის ლიდერები უარს აცხადებენ ბ-ნ სააკაშვილთან საუბარზე, რომელსაც ოთხი წლის წინ გაჩაღებული ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. ახლახანს ბ-ნმა მედვედევმა მას „შეშლილი“ უწოდა. ეს ურთიერთობები შედარებით გალღვა შარშან, როდესაც საქართველომ გაიზიარა შუამავალი შვეცარული მხარის კომპრომისული წინადადება, რამაც გზა გაუხსნა რუსეთს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. ორიგინალი ორიგინალი
-
თურქეთი "სამხრეთ კავკასიისთვის პოლიტიკის რეკომენდაციათა დოკუმენტს" შეიმუშავებს. სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება დღეს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გამართულ კონფერენციაზე "თურქეთის სამხრეთ კავკასიური გეგმები: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის როლი" განიხილეს.რეკომენდაციათა დოკუმენტი სწორედ ამ კონფერენციის შედეგად შეიქმნება და როგორც თურქეთში, ისე სამხრეთ კავკასიაში გავრცელდება.რაც შეეხება თავად კონფერენციას, მისი მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/24f5477ea327061.jpgარჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე პირები მიიღებენ-ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო რეესტრის თავჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობით პირები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე, თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში, წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. თანამემამულის სტატუსის მიღების მსურველი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა მოქალაქე, რომელიც წარმომავლობით საქართველოდანაა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/1326793300_tbilisi-300x225.jpgგუშინ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მთელი ღამე თოვდა. თოვლი იყო აღმოსავლეთ საქართველოშიც. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ითოვებს. 6 მარტს ერთი დღით გამოიდარებს, რის შემდეგაც სავარაუდოდ 10 მარტამდე ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამჟამად დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით 3 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა ერთ გრადუსს არ აღემატება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს დღისით ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსზე მეტი არ იქნება. მაღალმთიან რეგიონებში: გუდაურსა და ბაკურიანში -13 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 10 მარტისთვის ვარაუდობენ. იხილეთ epn.ge
-
ЦИК РФ не зафиксировал серьезных нарушений в ходе кампании по выборам президента. По словам председателя комиссии Владимира Чурова, кандидаты в основном подавали жалобы на неравномерность освещения избирательных кампаний в СМИ. Кроме того, некую общественную организацию уличили в скупке открепительных удостоверений. lenta.ru
-
რუსეთის წინადადებები საქართველოსთან დიპლიმატიური ურთიერთობების აღდგენისა და უვიზო რეჯიმის შემოღების თაობაზე დადებითი სიგნალია, რომელიც მიუთითებს მოსკოვის სურვილზე თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომელშიც მან საკუთარი თავი მოაქცია საქართველოს ორი ოკუპირებიული ტერიტორიის დამოკიდებლობის აღიარებით, თუმცა ეს წინადადებები დღევანდელ რეალიებს არ შეესაბამებიან ამის შესახებ აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ხაზს უსვამს რა იმ პირობების მიღებლობას, რომელიც რუსეთმა თავისი წინადადებების გა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Количество загрузок приложений из магазина App Store превысило 25 миллиардов. Такого показателя Apple удалось достичь за три с половиной года существования магазина мобильных приложений для системы iOS. В настоящее время в App Store содержится более 700 тысяч программ, как платных, так и распространяемых безвозмездно. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images-2.jpgნინო კალანდაძის თქმით, საქართველო მზადაა რიუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით დიალოგის დასაწყებად რუსეთმა ასევე უკან უნდა წაიღოს უკანონო გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება ასევე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან წაიღებს უკანონო გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაცია კვლავ აპირებს, შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩო, მაშინ გუშინდელი განცხადებებით ახალი არაფერი მოგვისმენია”, – აღნიშნა კალანდაძემ. მისივე განცხადებით, საქართველომ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ დროს შეუძლია და ამაზე საქართველოს თანხმობა არ ესაჭიროებათ. “ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გვაჩვენოს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კალანდაძის თქმით, დიალოგის განახლების თაობაზე საქართველოს მხრიდან მზადყოფნა არაერთხელ გაცხადებულა, მათ შორის უმაღლესი ტრიბუნიდანაც. “მრავალგზის თქმულა, რომ საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, ნებისმიერ დროს, ადგილას და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. 2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება. “მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
Младшая сестра президента Ирана Махмуда Ахмадинеджада проиграла выборы в парламент страны. Многие другие сторонники президента также выступили на выборах хуже, чем приверженцы аятоллы Хаменеи. Эти две силы стали единственными крупными участниками выборов, так как оппозиция призвала бойкотировать голосование. lenta.ru