Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 3 მარტს, 11.30 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატების’ ლიდერები ქუთაისში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს დედის დღეს მიულოცავენ საკონტაქტო პირი ეკა – 591 19 67 74 3 მარტს, 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, ‘თავისუფალი საქართველო’-ს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ოფისის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი გია ყრუაშვილი დაესწრებიან. მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის გამზ. № 74 3 მარტს, 12:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მიღების პროცედურებს გააცნობენ. მის: წერეთლის #67ა 3 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ კომპანია UK Bridge-ის ორგანიზებით განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. 3 მარტს, 12.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლის’ ორგანიზებით, გორის რაიონის სოფელ ტირძნისში პროექტ ‘ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის’ ფარგლებში ორდღიანი სემინარი გაიმართება. 3 მარტს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დედის დღესთან დაკავშირებით ქალაქ კასპის სამშობიარო სახლს ესტუმრება. 3 მარტს, 13.00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების ქალთა კომიტეტი ქალთა კვირეულს გახსნის. 3 მარტს, 13.00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალ წარმომადგენლობაში გასვლით შეხვედრას გამართავს. მის: ქ. მცხეთა, დ. აღმაშენებლის #51 3 მარტს, 13.00 საათზე, ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდული ფრთა დედის დღეს ირინა ენუქიძის საფლავზე აღნიშნავს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/army/qartuli-jari-avganetshi.jpg20-26 თებერვალს საქართველო „ოკუპაციის კვირას“ აღნიშნავს. ეს კვირა წითელი არმიის მიერ 1921 წლის თებერვალში, ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის წლისთავს და ამ უკანასკნელის საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიას ეძღვნება. polity.ge
  3. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/kariera.jpgუკრაინის ელჩის საქართველოში ვასილი ციბენკოს განცხადებით 2012 წელი განსაკუთრებულია, რადგან ეს არის მეოცე წელიწადი, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. polity.ge
  4. /get_img?ImageId=6590 სამხედრო ვერტმფრენთა პოლკის შექმნასა და საქართველოს საზღვრიდან 280 კილომეტრში, ნოვოროსისკში განთავსებასთან დაკავშირებით რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 2 მარტს გამოეხმაურა. ”ეს ნაბიჯი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღია და დაუფარავ მუქარას და არავითარ ეჭვს არ ტოვებს, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის ეს მორიგი აგრესიული ქმედება,” - მიაჩნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ”2012 წლის 1 მარტს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლის ვ.შამანოვის განაცხადების შესახებ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებში პირველი ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და მისი ნოვოროსიისკში განთავსების თაობაზე. ამასთან სარდალმა ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და დისლოკაციის ადგილის შერჩევის დასაბუთებისას განაცხადა: „...თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ხშირ გართულებას. საქართველოსთან ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს. გვაქვს პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ იქ დავიწყებთ სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას ვერტმფრენების გამოყენებას". გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შარშან რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განალაგა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი «Точка-У»-ს და „სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონები. მოსკოვის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღია და დაუფარავ მუქარას და არავითარ ეჭვს არ ტოვებს, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის ეს მორიგი აგრესიული ქმედება. ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული,”- წერია გრიგოლ ვაშაძის უწყების ოფიციალურ განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამალებული მილიტარიზაცია და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, თუ ვისი ქმედებები არის მთლიანად კავკასიის რეგიონის მადესტაბილიზირებელი ფაქტორი. ”საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა კონფლიქტური სიტუაციების მხოლოდ მშვიდობიანი გზების გამოყენებით დაძლევის კურსის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად მჭიდროდ და ტრანსპარენტულად თანამშრომლობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვებაზე და შესაბამისი მონიტორინგის ჩატარებაზე უარს ეუბნება რუსეთის ფედერაცია. რაც ნათლად მიუთითებს თუ ვის გააჩნია ფარული თუ შეუნიღბავი აგრესიული ზრახვები და ვინ არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისაგან მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია,” - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://www.polity.ge/images/catalog/world/organizations/nato_02.jpgაუცილებელია ალიანსმა გაწევრიანების მსურველ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, დაანახოს, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის წინსვლა არ უნდა შეწყვიტონ. polity.ge
  6. </p> /get_img?ImageId=6589<p>კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ძირითად ხარვეზებს გამოყოფენ: კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა; ბუნდოვანი ნორმები და პროცედურული გარანტიების არარსებობა; ნორმების ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილება; არაგონივრული შეზღუდვები და სანქციები; მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა ამომრჩეველს. დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინეს და გააცნეს საერთაშორისო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო (ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი), ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები (ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენლები – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და "ეროვნული საბჭოს" ლიდერი კობა დავითაშვილი; ასევე შეხვედრას ესწრებოდა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე). მმართველი პარტია კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა წარმოადგინა. შეხვედრა კამპანიის “ეს შენ გეხება!” ფარგლებში მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების მიმოხილვით დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებით უნდა გაუქმდეს კანონში პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება, რაც არასამთავრობოების საკანონმდებლო წინადადებაში შემდეგი ფაქტითაა გამყარებული: კერძოდ, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლის თანახმად, პარტიასთან დაკავშირებულ პირად შესაძლოა მიჩნეულ იქნას იურიდულ და ფიზიკურ პირთა განუსაზღვრელი წრე. პირები იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხვდენენ დაკავშირებული პირის ცნებაში, თუ ისინი მოუწოდებენ ამომრჩევლებს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ... არასამთავრობოების პოზიციაა, რომ პარტიისთვის არსებული ფინანსური შეზღუდვები პირზე გავრცელდება, თუ: ა) მას აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნისათვის გასწევს ხარჯებს კანონით დადგენილი ლიმიტების დარღვევით; ბ) მას არ გააჩნია გაცხადებული საარჩევნო მიზანი, თუმცა წლის განმავლობაში 200 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოწირულებას განახორციელებს. ოფიციალურად როგორ მოხდება ამ მუხლის ახლებური ვარიანტის წარდგენა, ამის შესახებ ჯერ კუბლაშვილს არ განუცხადებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ 261 მუხლი ახლებური რედაქციით დაიწერება. კონტროლის პალატის მიერ შეზღუდვების გავრცელების პროცედურის დროს არასამთავრობოები მოითხოვენ უზრუნველყოფილი იყოს პირის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ასევე, პირი უფლებამოსილია გაასაჩივროს კონტროლის პალატის გადაწყვეტილება; კონტროლის პალატას მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში შეუძლია გამოითხოვოს ფინანსური დოკუმენტაცია. “არ არსებობს უფლებამოსილება, რის საფუძველზეც კონტროლის პალატა იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის დაკავშირებულ პირად მიჩნევის თაობაზე, კერძოდ, არ არის განსაზღვრული თუ რა საფუძვლით, რა შემთხვევებში შეიძლება კონტროლის პალატამ მიმართოს კონკრეტულ პირს ცალკეული ინფორმაციის მიღების მიზნით. კანონი ქმნის მატერიალურ საფუძვლებს და ანიჭებს კონტროლის პალატას უფლებამოსილებას, ყადაღა დაადოს პირის ქონებას,” – ნათქვამია არასამთავრობოების განმარტებით ბარათში. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 341 მუხლში გაწერილია კონტროლის პალატის უფლებამოსილებები, თუმცა, აქ და ზოგადად კანონში არ არის მითითებული, რის საფუძველზეც კონტროლის პალატა იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის დაკავშირებულ პირად მიჩნევის თაობაზე. არასამთავრობოები ასევე მოითხოვენ მოხდეს შემოწირულების ცნების ახლებურად განსაზღვრა. მათი შეფასებით, 25-ე მუხლისთვის შემოთავაზებული დამატებები აფართოვებს შემოწირულების ცნებას და მასში მოიზრებს არა მხოლოდ იმ ფულად სახრებს თუ მატერიალურ რესურსს, რომელსაც უშუალოდ მიიღებს პოლიტიკური პარტია, არამედ შემთხვევებს, როდესაც პირი აღნიშნულ რესურსს კონკრეტული სუბიექტის მხარდასაჭერად გასწევს სხვა ფორმით. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლებური რედაქციით შემოწირულებად ჩაითვლება პირის მიერ გაწეული ხარჯები, უსასყიდლოდ ან შეღავათით გაცემული მატერიალური ფასეულობა/მომსახურება პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციების ახალი ინიციატივით უნდა მოხდეს ყადაღის გამოყენების წესის ცვლილება და ასევე ამ საკითხის მეტად დაზუსტება კანონში. კერძოდ, მხოლოდ აუცილებელ ფარგლებში და იმ შემთხვევაში თუ არსებობს ქონების გასხვისების/დახარჯვის საშიშროება; ყადაღების დადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო; მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს 24 საათის განმავლობაში. სასამართოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება 48 საათში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში, რაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება კანონით დადგენილ სანქციებსა და შეზღუდვებს, არასამთავრობოების განცხადებით, კანონის არსებული რედაქცია ითვალისწინებს არაგონივრულ და არათანაბარ შეზღუდვებს საარჩევნო სუბიექტებისათვის. მაგალითად, კანონმდებლობა ადგენს საარჩევნო სუბიექტის წლიური შემოსავლის საერთო ოდენობას (მუხლი 251.1 და 251.5), მაშინ როდესაც აღნიშნული შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ხარჯზე სრულიად საკმარისი იქნებოდა კანონის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა გაუქმდეს ერთი წყაროდან შემოსავლის მიმღები პირებისათვის დადგენილი საერთო ლიმიტი შეწირულობაზე; უქმდება პარტიისათვის წლის მანძილზე მიღებული შემოსავლის საერთო ოდენობის ლიმიტი; წესდება შეზღუდვა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის ხარჯებზე; ასევე სანქციები უნდა გახდეს თანაზომიერი და პროპორციული, ჯარიმის ათმაგი ოდენობა უნდა შეიცვალოს სამმაგი ოდენობით; ხოლო ბათილი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება აღარ მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. და ბოლოს, არასამთავრობოები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულს. ისინი აცხადებენ, რომ ახლებური რეგულაციებით ამომრჩეველს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. საბოლოო ჯამში, “ეს შენ გეხება” –ს განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს: კონსტიტუციური უფლებების დაცვას; მკაფიო ფორმულირებებს, რაც ზღუდავს კონტროლის პალატის დისკრეციას; გადაწყვეტილების მიღების გამართულ პროცედურას; პარტიათა ფინანსური საქმიანობის კუთხით არსებული ხარვეზების შევსებას; დარღვევის ადეკვატურ სანქციებს. თუმცა შეკითხვაზე, მხოლოდ ეს ცვლილები რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნას, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საკმარისი საბოლოო მიზნის მისაღწევად. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომელიც კანონში ცალკეული მუხლების დახარისხებასაც და პრიორიტეტების გამოყოფასაც შეეხო. "ეროვნული საბჭოს" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, “იქნებ, გამოვყოთ საკითხთა წრე, რომელიც პირველ ხარისხოვანია და ის არის პრინციპული. ასევე გამოვყოთ საკითხთა წრე, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის ვიტყვი, შემოსავლების ოდენობის შეზღუდვის მოხსნა, არავისთვის არის მნისვნელოვანი და პრინციპული, აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და არ დაკმაყოფილდეს, მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის გაუქმებაც უფრო პრინციპულია,” – აღნიშნა დავითაშვილმა. ოპოზიციის მიერ არასამთავრობოების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებზე შენიშვნაც გამოითქვა, პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის კიდევ უფრო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. “პოლიტიკური პარტიების ცხოვრებამ ამ ახალი კანონის პირობებში ჩვენ დაგვანახა კიდევ სხვა, ზოგჯერ პროცედურულ–დეტალური, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ ჩვენ არასამთავრობოებთან შევთანხმდით, რომ ჩვენს გამოცდილებასა და ხედვებს გავუზიარებთ სამუშო ჯგუფს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” უსუფაშვილმა. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას გაიმართება სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც დაზუსტდება და მოხდება ზუსტი ფორმულირებების წარმოდგენა. “აქვე ავღნიშნავ, რომ არ ვფიქრობ, რომ იმ საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება შევთანხმდეთ, არის მეორე ან მესამე ხარისხოვანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის მიზანი, რომელიც დეკემბერში ამ კანონის მიღების დროს იყო, აბსოლუტურად დარჩება ძალაში. არავინ არ წარმოიდგინოს, რომ რაიმე ფორმით ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ იყოს გამჭვირვალე. ფურმულირებების შეცვლაზე ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ,“ – განაცხადა კუბლაშვილმა. დღესვე კამპანია "ეს შენ გეხება!"–ს ფარგლებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ორი მიმართვა გაავრცელეს (ერთი – პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გადაუგზავნეს, მეორე – ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს). ისინი საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას სთხოვენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა სანდრო გირგვლიანის დედის _ ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლითა… ლინკი მედიანიუსზე
  8. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ის არ იტყუება, როდესაც ირწმუნება, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა-მიუღებელია. ამის… ლინკი მედიანიუსზე
  9. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ჯეოსელისგან `უნებართვოდ დამონტაჟებული~ ანძების დემონტაჟს ითხოვს და აცხადებს, რომ ბოლო ორი წელია ფიჭური კავშირგაბმულობის… ლინკი მედიანიუსზე
  10. დღეს თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ ,,დროების” განახლებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტისა და იდეის ავტორი ,,დროების” განმეორებითი… ლინკი მედიანიუსზე
  11. თურქეთის პოლიციამ ქართველი დიზაინერი, რამაზ შამანაური (რამაზო რომა) ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, … ლინკი მედიანიუსზე
  12. ხვალ, 14 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ხაშურის რაიონში პოლიციის მიერ დაკავებული სოლომონ ქიმერიძის დაღუპვასთან დაკავშირებით საპროტესტო… ლინკი მედიანიუსზე
  13. 3-4 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გაიმართება. თსუ-ში არსებული პროგრამების შესახებ პრეზენტაციას … ლინკი მედიანიუსზე
  14. სუვერენული ქვეყნისათვის როგორც ღია საშიშროება - ასე შეაფასეს თბილისში რუსეთის საჰაერო–სადესანტო ჯარების სარდლის ვლადიმერ შამანოვის განცახადება, რომელმაც ნოვოროსიისკში საჰაერო–სადესანტო ჯარების შვეულმფრენების პოლკის ჩამოყალიბება საქართველოსთან დააკავშირა. ’’ნათელია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი აგესიული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს, მიმართულს ქართული სახელმწიფოსა და მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის განადგურებისათვის, – აღნიშნულთან დაკავშირებით ამის შესახებ სა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. </p> /get_img?ImageId=6586<p>კამპანია "ეს შენ გეხება!"–ს ფარგლებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას სთხოვენ. კერძოდ, ისინი ამ მოთხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. აღნიშნულის შესახებ დღეს, 2 მარტს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათ ორი მიმართვა გაავრცელეს. მათი განცხადებით, სადამკვირვებლო მისია არა მარტო წინასაარჩევნო ორთვიანი პერიოდის მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს, არამედ აუცილებელია, მათი დაკვირვება მთელი საარჩევნო წლის მანძილზე განხორციელდეს. "ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ იმ პოზიციას ვეთანხმებით, რომ აუცილებელია წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისათვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა და წინადადებით მოგმართავთ, უმოკლეს ვადაში საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოიწვიოთ", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში. მეორე მიმართვა კი გაეგზავნება “ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანების უფლებები ოფისის” (ODIHR)–ის დირექტორს, ელჩს იანეშ ლენარჩიჩს. “პარლამენტის მიერ 2011 წლის ბოლოს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო გაუმჯობესებული საარჩევნო ბაზით. სამართლიანი საარჩევნო და პარტიების დაფინანსების ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემებით. აღნიშნული ცვლილებები, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვიეს, ქმნის სამოქალაქო აქტივობის, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის საფრთხეს და შეუძლია მკაცრი და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა დააკისროს ამომრჩეველს, რაც უარყოფითად იმოქმედებს სიტყვის თავისუფლებასა და სამოქალაქო ჩართულობაზე,” – ნათქვამია მიმართვაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. В YouTube появился ролик, который, возможно, объясняет суть наводнивших интернет видеозаписей, сделанных якобы 4 марта. Власти утверждают, что фальшивые ролики вбрасывает оппозиция ради провокаций. Но теперь стала ясна технология: участок очень похож на настоящий, в кадре - полицейский, "сотрудники УИК" и "наблюдатели". Фальсификации они разыгрывают неубедительно, режиссер делает замечания. newsru
  17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ანა ქებაძის თქმით, 53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მისაღებად, 77-ე სკოლის გარდა, სადაც სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრირებულია მიხეილ ალექსიძე, კიდევ ორი სკოლა გამოთქვამს მზადყოფნას, ესენია– მე-20 და 122-ე სკოლები. მიხეილ ალექსიძის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს 24–ე სკოლაც, თუმცა, დირექტორის თქმით, ამისათვის, სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოსწავლემ გაიაროს გასაუბრება. სამინისტროს ცნობით, მიხეილ ალექსიძე უკვე ერთი თვეა რეგისტრირებულია თბილისის 77–ე საჯარო სკოლაში, თუმცა მოსწავლე სკოლაში არ ცხადდება. მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია გუშინ ჟურნალისტებისგან შეიტყო და ამის სათქმელად მას ოფიციალურად არავინ დაკავშირებია: “მე ექსტერნად სწავლასთან დაკავშირებით მივმართე რესურს-ცენტრს, რომ ბავშვს გამოცდები ჩაებარებინა 53–ე სკოლაში, ისინი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ექსტერნის გამოცდებს ბავშვი ჩააბარებდა #77 სკოლაში. ამის მიზეზი არ აუხსნიათ, დოკუმენტიც მაქვს რესურს–ცენტრისგან, რომ მხოლოდ გამოცდები გადაგვიტანეს, ბავშვი იმ სკოლაში ჯერ არ მისულა და არც გამოცდები ჩაუბარებია. დღეს კი გავიგე, რომ უკვე აღადგინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ დირექტორს, რომელიც, როგორც პრეზიდენტი და 53–ე სკოლის დირექტორი ამბობენ, “ქურდული მენტალიტეტის მქონე ბავშვის” სკოლაში მიღებას დათანხმდა,” – განაცხადა მიხეილ ალექსიძის დედამ. მიხეილ ალექსიძე 53–ე საჯარო სკოლიდან 2011 წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა. ასევე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 53–ე სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ხულიგნობის მუხლით, ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ლალი ლეკიშვილი "ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მზადაა შვილი ნებისმიერ საჯარო სკოლაში მიიყვანოს, მას შემდეგ, რაც უკანონოდ გამოცემული დისციპლინარული კომიტეტის ოქმი და დირექტორის ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდება: "მე დავთანხმდები ყველა საჯარო სკოლას, რომელსაც ჩემი შვილი აირჩევს, მხოლოდ ერთი პირობით, თუკი ჩემი სარჩელი, რომელიც მოითხოვს უკანონო გარიცხვის ბრძანების ბათილად ცნობას, დაკმაყოფილდება და ჩემს შვილზე ამ ბინძური ბრალდების მოხსნას მივაღწევ. რად მინდა მე პირადი საქმე ბინძური და ცრუ ბრალდებით, მე ჩემს შვილს კანონიერად უნდა მოვუხსნა უკანონო გარიცხვის ბრძანება და როცა 53– სკოლაში აღვადგენ, ჩემმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ სკოლაში მოინდომებს სწავლას. სიამოვნებით წავიყვან მიხეილს 77–ე სკოლაში." შეგახსენებთ, რომ ალექსიძის მშობელმა, ლალი ლეკიშვილმა ამ ხნის მანძილზე წერილობით რამდენიმე სკოლას (49-ე, 183-ე, 55-ე, 24-ე და 51-ე სკოლებს) მიმართა შვილის მიღების თხოვნით. მშობელი აღნიშნავს, რომ წერილობითი პასუხი არავისგან მიუღია, თუმცა პირად საუბრებში დირექტორები თანაუგრძნობდნენ. 24-ე სკოლის დირექტორმა, გია მურღულიამ კი უთხრა, რომ რამდენიმე საგანში გასაუბრების შემდეგ სკოლაში მიიღებდა ბავშვს. "ნეტგაზეთი" დაუკავშირდა აღნიშნულ სკოლებს. დირექტორებმა გვითხრეს, რომ მოსწავლის აღდგენა ან ექსტერნად ჩაბარებული გამოცდის შემდეგ, ან გასაუბრების შემთხვევაში მოხდება, რათა სკოლამ მოსწავლე შესაფერის კლასში მიიღოს. მხოლოდ ერთმა, 49-ე სკოლის დირექტორმა დავით ბიწაძემ, აღნიშნა, რომ სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიღება არც ერთ დირექტორს არ სურს, თუმცა ისიც დაამატა, რომ მოსწავლეს შეფასება არ ჰქონდა და სკოლაში ამის გამო ვერ მიიღებდა. გარდა ამისა, შაშკინს პირადად შეხვდა ალექსიძის დედა, რომელსაც მინისტრმა უთხრა, რომ იმ ვიდეომასალას აჩვენებდა, რომელზეც მისი შვილის ქცევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ლალი ლეკიშვილისთვის მსგავსი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უჩვენებიათ. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ დებატებში პრეზიდენტმა მოსწავლეს ხულიგანი უწოდა. ”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” - ეს იყო პრეზიდენტის პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა. პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება: "ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,"–აღნიშნა ვეფხვაძემ. სააკაშვილის შეფასებას გამოეხმაურა საია, რომელიც განცხადებაში წერს, რომ პრეზიდენტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია: “ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის წიგნის რეპრინტის ,,ისტორია კათოლიკოსობისა… ლინკი მედიანიუსზე
  19. პოლიტიკურმა პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ ახალი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ახალგორის დევნილთა რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე პოლიტიკური პარტიის… ლინკი მედიანიუსზე
  20. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების ვერტმფრენების პოლკის ნოვოროსიისკში განლაგებას გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/10-300x199.jpgსაქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისადმი (ODIHR) დღეს გავრცელებულ მიმართვას ამ დროისთვის 46-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. კამპანიის – „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დღეს გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში. კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები, აგრეთვე, მიმართავენ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), რათა მათ საქართველოში მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. 8 მარტამდე ორივე დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დღეს მიმართვაზე ხელმოწერა ვერ მოახერხეს, მისი დაფიქსირება მომდევნო 6 დღის განმავლობაში შეეძლებათ. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/dajildoeba1330693834-300x199.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგი ეფექტიანობის აუდიტში, გადაეცათ სერთიფიკატები. კონტროლის პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების ტრენინგი მიმდინარეობდა 2011 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. ტრენინგის ფარგლებში, სემინარებს უძღვებოდნენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები. მათივე ცნობით, აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს და საერთაშორისო აუდიტორულ სტანდარტებს. ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას. საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
  23. საქართველოს პარლამენტმა დღეს შეიტანა შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც ამარტივებენ დანაშაულის გარკვეული კატეგორიისათვის ’’ტერორისტული აქტი’’ – ს კვალიფიკაციის მინიჭებას. კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ტერაქტის ფორმულირებისათვის საზოგადოებრივი, სახელმწიფო, სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების უსაფრთხოებისათვის საშიშროების არსებობა, სავალდებულო არ არის.წინა რედაქციაში აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება და სხვა არაკანონ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/th-300x225.jpgქიმიასა და ფიზიკაში სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები პრაქტიკულ ნაწილს პირველად ჩააბარებენ. როგორც საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყება. მიმდინარე წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდა თეორიულისა პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ. პრაქტიკული ნაწილის მიმდინარეობასგამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დააკვირდება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადის მესამე ტური აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებში ჩატარდება. პრაქტიკული ტურისათვის მონაწილეების რეგისტრაცია 13.30 საათზე დაიწყება იხილეთ epn.ge
  25. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებიდან, რომლის თანახმად ის 3 მარტს ახალი იარაღის გამოცდას დაესწრება. კერძოდ, სტუდენტებთან შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა შეახსენა მათ, რომ ცოტა ხნის წინ გამოცდილი იქნა ახალი მუხლუხებიანი ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა ’’ლაზიკა’’, რომელიც მთლიანდ შექმნეს ქართველმა ინჟინრებმა.’’მას ქართული სქემა აქვს და სკეპტიკოსებმა მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს საბრძოლო მანქანა ამერიკულ და ინგლისურზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...