Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60180.jpg თბილისში სამუზეუმო ქუჩები იქნება – ეს დედაქალაქში ტურიზმის განვითარების ახალი კონცეფციაა. სექტემბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს და ამ კონგრესზე საუბრის მთავარი თემა სწორედ სამუზეუმო ქუჩების არსებობა და მათ მნიშვნელობა იქნება. თბილისში სამუზეუმო გაერთიანებების წარმომადგენლები, ამერიკის, ევროპის და აზიის წამყვანი მუზეუმების ხელმძღვანელები და ცნობილი არქიტექტორები შეიკრიბებიან. კონფერენცია ეროვნული მუზეუმის, თბილისის მერიის და გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლობით გაიმართება. ორგანიზატორები ამ თემაზე დიალოგისთვის საზოგადოებას და ბიზნესმენებს იწვევენ, იმისთვის, რათა საერთო ინტერესების გათვალისწინებით, სამუზეუმო და სახელოვნებო ქუჩის ერთიანი კონცეფცია ჩამოყალიბდეს. View the full article
  2. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/saakashvili23445-300x228-150x150.jpgრუსეთის პოზიციის მიუხედავად, ძალაში რჩება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი . ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს გაწევრიანების თემაზე, გენერალურმა მდივანმა ალიანსის გაფართოების საკითხზე რუსეთის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა. “არც ერთ მესამე ქვეყანას, არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ნატო-ს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. ნატო-ს გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკაა და ნატო-ს კარი ღია რჩება. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩიკაგოში. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში მონაწილეობენ და რომლებიც ნატო-ს ფუნდამენტალურ პრინციპებს იცავენ. ეს ნათლად არის ნათქვამი ხელშეკრულების მეათე მუხლში”, – განაცხადა რასმუსენმა. მისივე განცხადებით, იგივე პოლიტიკა ეხება საქართველოსაც. “მინდა, გავიმეორო გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რა თქმა უნდა, აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ და ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. რუსეთში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში “ედინაია რასიას” კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. იგი ნატო-ს საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მიახლოების წინააღმდეგია. argumenti.ge
  3. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/fooottt-150x150.jpg‘ქართუ ბანკიდან“ წამოსული რამაზ ქურდაძე და ზვიად ხუხუნაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შანტაჟის მსხვერპლი გახდენენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს–დან ინფორმირებულმა წყარომ აცობა. წყაროსვე ცნობით, „ქართუ ბანკის“ ყოფილ თანამშრომელს ზვიად ხუხუნაშვილის კუდ–ის თანამშრომლებმა კომპრომატები დაუდეს, რომელიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ხუხუნაშვილს ასევე დაემუქრნენ მეუღლის სამსახურიდან განთავისუფლებთ, თუკი იგი „ქართულ ოცნებაში“ ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებას არ გააკეთებდა. „ექსპრესნიუსმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, ზვიად ხუხუნაშვილის მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია. ასევე მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რამაზ ქურდაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ირინა ქურდაძის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, დისა და სიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ქურდაძეს განცხადების საჯაროდ გაკეთება აიძულეს. დაყოლიების პროცესს კუდ–ის ორი თანამშრომელიც ესწრებოდა. „ექსპრესნიუსი“ შეეცადა კომენტარისთვის ირინა ქურდაძეს დაკავშირებოდა თუმცა, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. argumenti.ge
  4. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/821-150x150.jpgამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს “თაღლითობა” უწოდა. ამის შესახებ “სი-ენ-ენ”-ი იუწყება . “რუსეთის არჩევნები თაღლითობა აღმოჩნდა. “არაბული გაზაფხული” რუსეთში უკვე დადგა და ის გაგრძელდება. იგივე მოხდება ჩინეთშიც. ჩვენ ახალ თანამედროვე მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც არის 21-ე საუკუნე. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მუდმივად არ მოითმენს კორუმპირებულ ხელისუფლებას”, – განაცხადა მაკკეინმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. argumenti.ge
  5. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/b38-150x150.jpgსაფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდების უმრავლესობამ წარმატებულად იასპარეზა. შედეგად, იმ “ქართული გუნდების” რაოდენობა, რომლებიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვიან, საგრძნობლად გაიზარდა. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა. ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლის შანსს კი ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ცხრა გუნდი ინარჩუნებს. ყველაზე კარგი მდგომარეობა ქართველთა გუნდებს A ჯგუფში აქვთ. აქ პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა დავით ბოლღაშვილის “ლილმა”, რომელმაც მე-15 ტურში სტუმრად ფრედ ითამაშა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის “მონლუსონთან”. “ლილმა” დღეისთვის 52 ქულა მოაგროვა და “მონლუსონს”, რომელიც მე-5 ადგილზეა, 16 ქულით უსწრებს. ყუფარაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 53-ე წუთზე შეცვალეს, ბოლღაშვილი და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ. “ლილს” სამი ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასი”, რომელმაც სტუმრად დაამარცხა “ბობინი” – 26:18. პარიზელებს პლეი ოფის საგზურის გასანაღდებლად, დარჩენილ სამ ტურში, მხოლოდ ერთი მოგებაღა სჭირდებათ. სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 55-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს არ უთამაშია. შოთა მელიქიძის “მაკონმა”, რომელიც მესამე ადგილზეა, სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში წააგო უშუალო კონკურენტ ნევერთან – 6:9. მელიქიძე განაცხადში არ იყო. პლეი ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდა მე-6 ადგილზე მყოფ გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონს”, რომელმაც შინ მოუგო რეზო გიგაურის, დიმა ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონს” – 36:15. გიგაურმა სრულად ითამაშა, გიორგაძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოჭოლავამ მოედანი შვიდი წუთის შემდეგ დატოვა, მჭედლიშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. A ჯგუფი ბობინი-მასი 18:26, მონლუსონი-ლილი 18:18, დიჟონი-ბულონი 36:15, ორლეანი-სტრასბური 6:14, ნევერი-მაკონი 9:6. სატურნირო მდგომარეობა 1. ლილი – 52 ქულა, 2. მასი – 49, 3. მაკონი – 37, 4. ნევერი – 36, 5. მონლუსონი – 36, 6. დიჟონი – 36, 7. ბობინი – 31, 8. სტრასბური – 20, 9. ორლეანი – 14, 10. ბულონი – 0. * * * B ჯგუფში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის “ლა სეინმა”. ჩვენებურთა ამ გუნდმა მე-15 ტურში სტუმრად დაამარცხა ირაკლი მაჩხანელის “სენტ ეტიენი” – 24:19 და ახლა სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა. მას ლიდერი “ბურგ ან ბრესი” 10 ქულით უსწრებს. ლაბაძე, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის არბიტრმა მე-80 წუთზე გაასინბინა, თავიდან ბოლომდე ითამაშა მაჩხანელმაც, ბელქანია 76-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძე ტრავმირებულია. წაგების მიუხედავად, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს “სენტ ეტიენიც”, რომელიც 33 ქულით მე-5 ადგილზეა. სენტეტიენელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცა”, რომელმაც შინ დაამარცხა “მონტობანი” – 21:13. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ამდენივე ქულა აქვს და მერვე ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”, რომელმაც შინ წააგო გათამაშების ლიდერ “ბურგ ან ბრესთან” – 20:31. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. B ჯგუფი ნიცა-მონტობანი 21:13, შატორენარი-ბურგ ან ბრესი 20:31, სენტ ეტიენი-ლა სეინი 19:24, კასტანე-რომანი 13:6, პოკენი-ნიმი 15:78. სატურნირო მდგომარეობა 1. ბურგ ან ბრესი – 50 ქულა, 2. ლა სეინი – 40, 3. კასტანე – 40, 4. მონტობანი – 39, 5. სენტ ეტიენი – 33, 6. რომანი – 29, 7. ნიცა – 26, 8. შატორენარი – 26, 9. ნიმი – 16, 10. პოკენი – 3. * * * C ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ერთადერთმა გუნდმა, მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის “სენ ჟუნიენმა” ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-5 ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდს კარგი შანსი აქვს პლეი ოფში გააღწიოს. “სენ ჟუნიენმა” მე-15 ტურში სტუმრად მოუგო “მორლაას” – 22:14. კვირიკაშვილმა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, გუნდს 17 ქულა შესძინა, ჩხაიძე 70-ე წუთზე ოზგებაშვილმა შეცვალა, აბესლამიძეს არ უთამაშია. C ჯგუფი მორლაა-სენ ჟუნიენი 14:22, კოლომიე-ლანჟონი 19:16, სენ ჟან დე ლუზი-ვანი 12:17, სენ ნაზერი-ლავორი 21:20, სენ მედარი-აგეტმო 12:6. სატურნირო მდგომარეობა 1. კოლომიე – 52 ქულა, 2. ვანი – 37, 3. სენ ნაზერი – 36, 4. ლავორი – 32, 5. სენ ჟუნიენი – 31, 6. სენ მედარი – 28, 7. სენ ჟან დე ლუზი – 27, 8. ლანჟონი – 27, 9. აგეტმო – 25, 10. მორლაა – 20. * * * D ჯგუფში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად “მარმანდთან” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა” – 16:15. აღსანიშნავია, რომ მატჩის 67-ე წუთისთვის ჩვენებურთა გუნდი 6:15-ს აგებდა. სწორედ ამ დროს ბასილაიამ ლელო გაიტანა, რომელიც შუამარბმა ენტონი ტესკემ გარდასახა, მანვე თამაშის დასრულებმდე საჯარიმოც მიითვალა და “ვალანს დაჟენმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვალანსდაჟენელები ახლა 43 ქულით მე-3 ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ ბლანიაკს ცხრა ქულით უსწრებენ, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ პლეი ოფის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდებათ. ბასილაიამ და ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. D ჯგუფი ლიმოჟი-რიბერაკი 28:9, მარმანდი-ვალანს დაჟენი 15:16, ტიროსი-ოლორონი 35:3, ლანამეზანი-ბლანიაკი 32:15, მოლეონი-ლურდი 28:31. სატურნირო მდგომარეობა 1. ტიროსი – 51 ქულა, 2. ლიმოჟი – 46, 3. ვალანს დაჟენი 43, 4. ბლანიაკი – 34, 5. ლურდი – 33, 6. ოლორონი – 33, 7. ლანამეზანი – 32, 8. მარმანდი – 24, 9. რიბერაკი – 9. ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო” ავტორი : ბესიკ ჯანგავაძე argumenti.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/a58b0789940be0ebb9f3b1d2b78f3f2b-300x168.jpgსახელოვნებო დაწესებულებების ნაწილს სამართლებრივი სტატუსი შეეცვალა. მთავრობის #73-ე დადგენილების შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გადაკეთა. მთავრობის #74 დადგენილების თანახმად კი, სსიმ-ის სტატუსი მიენიჭა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კონოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო #75 დადგენილებით – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას. მთავრობის შესაბამისი დადგენილებები “საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად, სახელოვნებო დაწესებულებების რეორგანიზაცია 2012 წლის 20 მარტამდე უნდა განხორციელდეს. რეორგანიზაცია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელდება. იხილეთ epn.ge
  7. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/d934-150x150.jpg“ჰამბურგი” “შტუტგარტთან” 0:4 განადგურდა და ამ მატჩს ერთი ანტიგმირი ჰყავდა – პაოლო გერერო, რომლისთვისაც ეპითეტი “ანტიგმირიც” კი ლამის კომპლიმენტია. 28 წლის პერუელმა თავდამსხმელმა კუთხურის ალამთან, აბსოლუტურად უსარგებლო სიტუაციაში, “შტუტგარტის” მეკარე სვენ ულრაიხს გაშლილი ფეხი პირდაპირ მუხლის უკან, თანაც აშკარად გამიზნულად ჩაარტყა და კინაღამ ფეხი მოამტვრია! ჰამბურგელს, რა თქმა უნდა, მაშინვე მოედანი დაატოვებინეს, შვაბთა 23 წლის მეკარე კი ბედნიერი იყო იმის გამო, რომ სტადიონის მომსახურე პერსონალს მისი ძვლების აკრეფა არ მოუხდა… მეორე დღეს მთელი საფეხბურთო გერმანია გერეროზე ლაპარაკობდა, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პერუელი ასეთ სისასტიკეს სჩადის. ლეგენდარული გერმანელი მსაჯის, მარკუს მერკის თქმით, ეს ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე სასტიკი ფოლი იყო – მერკმა ჯენტილე-მარადონას შემთხვევაც კი გაიხსენა… ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო” argumenti.ge
  8. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/1452968_201-150x150.jpgომონმა წუხელ მოსკოვის ცენტრში 300–მდე მომიტინგე დააკავა. ჟურნალისტებს კი მუშაობის საშუალება არ მისცა. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. ალექსეი ნავალნის განცხადებით, ათობით ადამიანს სასამართლომ უკვე შეუფარდა 15 დღიანი პატიმრობა, თუმცა შსს–ს მოსკოვის სამმართველოს პრესცენტრი აცხადებს, რომ 250 დაკავებული განთავისუფლებულია. მიტინგის დასრულების შემდეგ უდალცოვმა თავის მომხრეებს მოედანზე დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოედანს მას შემდეგ დატოვებს, როცა პუტინი კრემლიდან გავა. როგორც „ბი–ბი–სი“ აცხადებს, შეკრებილთა დარბევა მოხდა ძალის გადაჭარბებით და დაკავებულებს მიწაზე მიათრევდნენ. აქციის დაშლისას ჟურნალისტები დაშავდნენ. ომონის თანამშრომლებმა მათ ჟურნალისტურ საქმიანობისას ხელი შეუშალეს და გადაღების საშუალება არ მისცეს. პოლიციის და ომონის თანამშრომლები ჟურნალისტებს აიძულებდნენ მეტროში შესულიყვნენ. ძალის გამოყენებით ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტები რომლებიც აქციას აშუქებდნენ მეტროსადგურ „პუშკინსკაია“–ზე ჩრეკეს. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „რუსთავი2“–ს და ტელეიმედის კორესპონდენტები. შეგახსენებთ, რომ წუხელ ომონმა 300–მდე მომიტინგე დააკავა. ჟურნალისტებს კი მუშაობის საშუალება არ მისცა. argumenti.ge argumenti.ge
  9. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60178.jpg რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანიც. ანდრეს ფოგ რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდგომ რუსეთის ხელისუფლება და მისი პოლიტიკური კურსი თანმიმდევრული იქნება და ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთთანამშრომობის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, რასმუსენმა აღნიშნა, რომ გაეცნო ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა პოზიციას, რომლებიც შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. კითხვაზე - მოახდენს თუ არა არჩევნების შედეგები გავლენას ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოს ნაცვლად, ალიანსის გადაწყვეტილება ახალი წევრებისთბის კარი გაღებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდება მაისში ჩიკაგოს სამიტზე. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images1.jpgპრაღაში მიმდინარე “ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრების პარალელურად დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუამ-ის სხდომას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი იური ლეანკე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო და სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი ესწრებოდნენ. სხდომაზე მინისტრებმა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, კონფლიქტების დარეგულირება, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ სუამ-ის თავმჯდომარეობის 2012 წლის პროგრამა წარმოადგინა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/201111072829-150x150.jpgთიბისი ბანკი იწყებს დეპოზიტების მორიგ, მეორე კამპანიას. კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, გახსნის „ვადიან“ ან „ვადიან+“ ანაბარს თიბისი ბანკში, მიიღებს +1% სარგებელს და ჩაერთვება სახალისო თამაშში; ამ თამაშში გამარჯვების შემთხვევაში კი მიიღებს დამატებით მაქსიმუმ 1.5% და სიურპრიზს. თამაშის მთავარი გმირი კვლავ ედმონდ აბაშიძეა- თიბისი ბანკის გასული წლის წარმატებული აქციების “იპოვე $10.000” და “მოიგე $20.000” მთავარი გმირი. თამაშის საშუალებით თიბისი ბანკის მეანაბრეები ედმონდ აბაშიძის თავგადასავლების თანამონაწილეები ხდებიან. ახალი თამაშის ისტორიაც ედმონდის ბებიის დღიურს უკავშირდება, რომელიც მან თავისი წინაპრების სახლში იპოვა. დღიურიდან ირკვევა, რომ ედმონდის ბებიას განძი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქვს დამალული. თითოეული განძის პოვნას თითო თვე სჭირდება. თებერვლის თამაშის მსგავსად, ამჯერადაც ედმონდი მეანაბრეებს სთავაზობს, ჩაერთონ ახალ თამაშში, დაეხმარონ განძის პოვნაში და მიიღონ საჩუქარი, რომელიც მარტის თვეშია დაწესებული. თებერვლის დეპოზიტების თამაშისგან განსხვავებით, მარტის დეპოზიტების თამაშში, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ანუ რა დროში გაივლის მეანაბრე თამაშის თითოეულ ეტაპს. დეპოზიტარს თითო ეტაპზე შეუძლია მოიპოვოს მაქსიმუმ 0.5%. თამაში 3 ეტაპიანია, ანუ ჯამში თამაშის საშუალებით, მეანაბრეს მაქსიმუმ 1.5%-ის მოპოვება შეუძლია. თამაში გაიმართება ვებ-გვერდზე www.tbcdeposits.ge.. მეანაბრე ანაბრის გახსნისთანავე მიიღებს ედმონდის წერილს, რომელშიც მითითებული იქნება მისი პირადი კოდი. სწორედ ამ კოდის საშუალებით უნდა შევიდეს იგი ვებ-გვერდზე და ითამაშოს. კამპანია ერთწლიანია. ყოველი თვის დასაწყისში ედმონდ აბაშიძე მეანაბრეებს ახალ თამაშს შესთავაზებს და საჩუქრებიც შესაბამისად სხვადასხვა იქნება. დეპოზიტების კამპანიის ფარგლებში პირველი თამაში თებერვლის დასაწყისში გაიმართა. ედმონდის თამაშში თებერვლის დეპოზიტარების 40 პროცენტი ჩაერთო – მათგან ნახევარმა მოიგო და გახდა +1%-ის ანუ ჯამში +2 პროცენტის მფლობელი argumenti.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/201111072829-300x116.jpgთიბისი ბანკი იწყებს დეპოზიტების მორიგ, მეორე კამპანიას. კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, გახსნის „ვადიან“ ან „ვადიან+“ ანაბარს თიბისი ბანკში, მიიღებს +1% სარგებელს და ჩაერთვება სახალისო თამაშში; ამ თამაშში გამარჯვების შემთხვევაში კი მიიღებს დამატებით მაქსიმუმ 1.5% და სიურპრიზს. თამაშის მთავარი გმირი კვლავ ედმონდ აბაშიძეა- თიბისი ბანკის გასული წლის წარმატებული აქციების “იპოვე $10.000” და “მოიგე $20.000” მთავარი გმირი. თამაშის საშუალებით თიბისი ბანკის მეანაბრეები ედმონდ აბაშიძის თავგადასავლების თანამონაწილეები ხდებიან. ახალი თამაშის ისტორიაც ედმონდის ბებიის დღიურს უკავშირდება, რომელიც მან თავისი წინაპრების სახლში იპოვა. დღიურიდან ირკვევა, რომ ედმონდის ბებიას განძი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქვს დამალული. თითოეული განძის პოვნას თითო თვე სჭირდება. თებერვლის თამაშის მსგავსად, ამჯერადაც ედმონდი მეანაბრეებს სთავაზობს, ჩაერთონ ახალ თამაშში, დაეხმარონ განძის პოვნაში და მიიღონ საჩუქარი, რომელიც მარტის თვეშია დაწესებული. თებერვლის დეპოზიტების თამაშისგან განსხვავებით, მარტის დეპოზიტების თამაშში, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ანუ რა დროში გაივლის მეანაბრე თამაშის თითოეულ ეტაპს. დეპოზიტარს თითო ეტაპზე შეუძლია მოიპოვოს მაქსიმუმ 0.5%. თამაში 3 ეტაპიანია, ანუ ჯამში თამაშის საშუალებით, მეანაბრეს მაქსიმუმ 1.5%-ის მოპოვება შეუძლია. თამაში გაიმართება ვებ-გვერდზე www.tbcdeposits.ge.. მეანაბრე ანაბრის გახსნისთანავე მიიღებს ედმონდის წერილს, რომელშიც მითითებული იქნება მისი პირადი კოდი. სწორედ ამ კოდის საშუალებით უნდა შევიდეს იგი ვებ-გვერდზე და ითამაშოს. კამპანია ერთწლიანია. ყოველი თვის დასაწყისში ედმონდ აბაშიძე მეანაბრეებს ახალ თამაშს შესთავაზებს და საჩუქრებიც შესაბამისად სხვადასხვა იქნება. დეპოზიტების კამპანიის ფარგლებში პირველი თამაში თებერვლის დასაწყისში გაიმართა. ედმონდის თამაშში თებერვლის დეპოზიტარების 40 პროცენტი ჩაერთო – მათგან ნახევარმა მოიგო და გახდა +1%-ის ანუ ჯამში +2 პროცენტის მფლობელი იხილეთ epn.ge
  13. ბენზინის აფეთქებით ორი ადამიანმა დამწვრობა მიიღო. დაშავებულები რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. ორივე პაციენტი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ,,სერიოზული დამწვრობა აქვთ. ერთ პაციენტს სხეულის 18, ხოლო მეორეს 35 პროცენტის მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. ორივე პაციენტი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამჟამად მდგომარება სტაბილურია“, – განაცხადა News.ge – სთან საუბრისას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. მისი თქმით პაციენტს რომელსაც აღენიშნება 18 % – იანი სხეულის დამწვრობა ცდილობდა მეორე პიროვნება გადაერჩინა და სწორედ ამ დროს მიიღო მან სხეულის დამწვრობა. იხილეთ epn.ge
  14. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60177.jpg რუსეთში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. `ნიუ იორკ თაიმსი` წერს, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი დღის თავზე ვლადიმერ პუტინი უკვე დადგა გამოწვევების წინაშე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. სტატიის ავტორი წერს, რომ არჩევნების შემდეგ პუტინმა უცხოელი დამკვირვებლებისგან სახეში სილის გაწვნის ტოლფასი შეფასება მიიღო. ასევე კანონდარღვევებით მოპოვებულ გამარჯვებაზე წერს `უოლ სთრით ჯორნალიც`, რის ფონზეც სტატიის ავტორი ოპოზიციის აქტიურობას ერთ–ერთ მთავარ ამოცანად ასახელებს. `მსუბუქად ორგანიზებული საპროტესტო მოძრაობები ახლა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის წინაშე დგადგნენ, მოახერხებენ თუ არა ზეწოლის გაგრძელებას მას შემდეგ რაც ორშაბათს, მოსკოვის ცენტრში აქცია გამართეს", წერს გაზეთი. ვლადიმერ პუტინი კი მილოცვებს მსოფლიოს ლიდერებისგან იღებს. პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურში აცხადებენ, რომ მას უკვე მიულოცა სირიის პრეზიდენტმა ასადმა, მაჰმუდ აჰმადი ნეჯადმა, ჩინეთის ლიდერმა ჰუ ძინტაომ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთი და უკრაინის პირველმა პირებმა. გერმანიის კანცლერმა კი პუტინს სთხოვა, რომ რუსეთის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი გაზარდოს. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60176.jpg შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს რუსეთის ახალად არჩეულ პრეზიდენტთან და რუს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ულოცავს - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი იზიარებს ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნებს. პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის მთავრობას ჩაატაროს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების კომენტირებისას კი დეპარტამენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება. View the full article
  16. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე სოფ.ზემო როქში განთავსებული ბლოკ-პოსტის გაუქმების განკარგულება გასცა. აღნიშნული საგუშაგო ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში იქნა გახსნილი და ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული სახის საფილტრაციო პუნქტს წარმოადგენდა. ცხინვალში კოკოითის მიერ შექმნილი სიების მეშვეობით ზემო როქის საგუშაგოზე კოკოითის მოწინააღმდეგეთა და მარიონეტული რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. ადიღეში არსებულ სამხედრო პოლიგონზე ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო ბაზის ტანკისტები სროლას ეუფლებიან. სროლებს ისინი საშტატო ჭურვებით ახორციელებენ და საველე პირობებში ეკიპაჟების შეთანხმებულ მოქმედებებს სწავლობენ. სწავლებებში მონაწილეობას იღებენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალბედა სამხედრო მოსამსახურეები.დასახული ამოცანების გადაჭრის კუთხით, Т-90А ტანკის ეკიპაჟები უეცრად აღმოჩენილი სამიზნეების (ტანკი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების გათვლები და საარტილე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60175.jpg სამასამდე დაკავებული და ათეულობით დაშავებული – ამ შედეგით დასრულდა აქცია მოსკოვში პუშკინის მოედანზე. ომონი და პოლიციის თანამშრომლები ძალის გამოყენებით აკავებდნენ არა მარტო აქციის მონაწილეებს, არამედ ჟურნალისტებსაც. სამართალდამცველების მიერ გამოყენებული იყო ხელკეტები, რის გამოც დაშავდნენ ჟურნალისტები, მათ შორის ჩვენი კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძეც. მოტეხილობებით და ფიზიკური ტრამვებით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა საავადმყოფოებს მიმართეს. რუსული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი მათ შორის ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი და ილია პანამარიოვი სანქცირებული აქციის შემდეგ მომხრეებთან ერთად პუშკინის მოედანზე დარჩნენ და პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, რის შემდეგაც მათ სამართლადმცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუტინის გაპრეზიდენტების პირველივე დღეს ოფიციალური მონაცემებით სამასამდე ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა შორის იყვნენ სერგეი უდალცევი და ალექსეი ნავალნი, რომლებიც გარკვეული პროცედურების შემდეგ, პოლიციის განყოფილებებიდან გაათავისუფლეს. View the full article
  19. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მარტს ყიზილიურთის რაიონის სოფელ ნეჩაევკაში ძალოვნებმა კერძო სახლში ბლოკირება გაუკეთეს ბოევიკთა ჯგუფს. დანებებაზე უარის თქმისა და ორმხრივად გახსნილი ცეცხლის შედეგად მოკლულია ორი ბოევიკი, სხვები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას.ძალოვნების მხრიდან დაღუპულებზე ან დაჭრილებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. Владимиру Путину не нужно было жульничать на воскресных президентских выборах. Опросы общественного мнения перед выборами показали, что премьер-министр победит с огромным перевесом голосов, набрав примерно две трети.
  21. Через день после заявления о своей подавляющей победе на президентских выборах в России Владимир Путин столкнулся в понедельник с целым рядом вызовов собственной легитимности, включая обвинения иностранных наблюдателей в фальсификациях и действия непокорной оппозиции, которая пообещала не дать ему пробыть шесть лет на посту президента.
  22. Министр иностранных дел Германии заявил о своей надежде на признание Россией того, что она находится «на неправильной стороне истории», и пересмотр позиции страны по Сирии теперь, когда президентские выборы позади. Однако его российский коллега не продемонстрировал готовности менять позицию.
  23. Полиция задержала, по крайней мере, 100 человек на протесте оппозиции, в ходе которого звучал призыв к Владимиру Путину уйти в отставку после выборов, подтасованных, по их словам, в его пользу.
  24. Жестокость полиции вернулась с победой Владимира Путина. 250 человек были отправлены в автозаки на Пушкинской площади после митинга "За честные выборы". Пресса отмечает, что людей тащили волоком, силу применили даже к журналистам. На Лубянке ОМОН с матом натравливал на оппозицию некто в штатском. newsru
×
×
  • შექმენი...