planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მახაჩყლასთან ახლოს პოლიციის თანამშრომლებზე მორიგი თავდასხმა მოხდა, რომელიც ორი პოლიციელის დაღუპვით დამთავრდა, - იუწყებიან რუსეთის მედიასაშუალებები.როგორც ცნობილი გახდა, დღეს უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან კასპიისკის პოლიციის საყრდენი პუნქტი დაცხრილეს მაშინ, როდესაც პოლიციელები ქუჩაში გადიოდნენ და სამსახურის ავტომანქანაში სხდებოდნენ. მიღებული ცნობების თანახმად ორი პოლიციელი ადგილზევე გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა შეძლეს შემთხვევის ადგილიდან უპრობლემოდ მიმალვა. დაღესტანის შს სამინის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის განცხადებით, 2012 წლის 2 მარტს ნუგზარ ხუციშვილმა მიიღო სასამართლო განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის განხილვაზე და მოუწოდეს, სასამართლოში შეეტანა არა სარჩელი, არამედ - საჩივარი. აღნიშნულის შესახებ დღეს, 6 მარტს ადვოკატებმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პრესკონფერენციაში ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის სამი ადვოკატი – ზაქარია ქუცნაშვილი, არჩილ კბილაშვილი და ალა კახნიაური– მონაწილეობდა. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის სურვილია, რაც შეიძლება ადრე და მალე მოხდეს მათი დაჯარიმება იმ დარღვევისთვის, რაც, კონტროლის პალატის აზრით, არის ჩადენილი. რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატამ გამოიტანა დადგენილება და თავისი დადგენილებით დააჯარიმა სამი პირი, ესენია:" შპს “ქართუ მშენებელი”, ამ კომპანიის თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება”. თითოეული 200 ათასი ლარის ოდენობით, ჯამში, 600 ათასი ლარით დაჯარიმდა. კონტროლის პალატის აზრით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უკანონო ფინანსური შემოწირულობის განხორცილებას საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. კერძოდ, კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ შპს “ქართუ მშენებელმა” უკანონოდ შესწირა ფული 20 ათასი ლარი საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას”. ხოლო ამ უკანონო შეწირვის განხორციელების დროს “ქართუ მშენებლმა” შეწირვის საშუალებად გამოიყენა მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, რომელსაც ჩაურიცხა გარკვეული რაოდენობის პრემია, 40 ათასი ლარი, ხოლო ნუგზარ ხუციშვილმა მიღებული 40 ათასი ლარიდან 20 ათასი შესწირა “ქართულ ოცნებას”. ნუგზარ ხუციშვილმა, რომელმაც მიიღო კონტროლის პალატის ეს დადგენილება, მიღებიდან მეორე დღეს, 1 მარტს, სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა ამ დადგენილების გაუქმება. აღნიშნულის გასაჩივრებისას კი, როგორც ადვოკატები ამბობენ, შემდეგ პრობლემას წააწყდნენ: ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 1 მარტს, როდესაც სარჩელი შევიდა, უკვე საღამო ხანი იყო, 18:30 საათი. მეორე დღეს, 2 მარტს, ნაშუადღევს უკვე ნუგზარ ხუციშვილმა მიიღო სასამართლოს განჩინება, პასუხი, რომელშიც უარი არის ნათქვამი მისთვის სარჩელის განხილვაზე და სასამართლო მას აძლევს რეკომენდაციას, რომ სარჩელი კი არ შეიტანოს, არამედ შეიტანოს საჩივარი. ადვოკატი აქვე განმარტავს გასაჩივრების ამ ორი ფორმის მნიშვნელობას. ორი კატეგორია არსებობს გასაჩივრების, ერთი გასაჩივრება– სარჩელის გზით, მეორე გასაჩივრება - საჩივრის გზით. როდესაც სარჩელი შეაქვს პირს, ამ სარჩელს იხილავს სამი ინსტანცია (თბილისის საქალაქო სასამართლო, სააპაელაციო და უზენაესი სასამართლო). ამ შემთხვევაში პირს აქვს დაცვის უკეთესი საშუალებები. კერძოდ, მისი სარჩელი მიდის მეორე მხარესთან, ეს უკანასკნელი წერს პასუხს, ამ პასუხს იღებს მოსარჩელე, რომელსაც შეუძლია გაზარდოს, შეცვალოს მოთხოვნა, წარადგინოს მტკიცებულებანი. შემდგომ ხდება სასამართლო განხილვა, როდესაც სრულად ამოიწურება ეს პროცედურა. როდესაც საჩივარი შეაქვს პირს, საჩივარს იხილავს ორი ინსტანცია (თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლო). საჩივარი შედის რა, სასამართლო ყოველგვარი ზემოთ მოყვანილი პროცედურის გარეშე ნიშნავს განხილვას და, შესაბამისად, სწრაფად გამოდის გადაწყვეტილება. საჩივრის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საჩივარს იხილავს მხარის გარეშე. “რატომ ავირჩიეთ ჩვენ სასარჩელო გზა? ავირჩიეთ იმიტომ, რომ დაცვის უფრო ეფექტური საშუალებაა და ამიტომაც უფრო მეტი შანსი არსებობს, რომ რაღაცას მიაღწიო. რაც შეეხება დროის ასპექტს, თუკი სარჩელის განხილვას და გადაწყვეტას თავიდან ბოლომდე დაახლოებით რამდენიმე თვე ჭირდება (2, 3 ან 4 თვე), საჩივრის განხილვას და გადაწყვეტას სჭირდება დაახლოებით ორი–სამი კვირა, რომ დამთავრდეს მთელი ეს პროცედურა,“ – აღნიშნავს კბილაშვილი და დასძენს, რომ კანონი ითვალისწინებს ორივე გზას, როგორც სარჩელის გზით გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე, საჩივრის გზით. “უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული, შემდეგია აღნიშნული. ამ დოკუმენტის იმ ნაწილს წაგიკითხვათ, რომელიც შეეხება არჩევანის უფლებას, როდესაც უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციებით პირმა უნდა გადაწყვიტოს თავისი უფლება, დაიცვას სარჩელის გზით, თუ საჩივრის შეტანის გზით,” – განაცხადა კბილაშვილმა და დასტურად საქართველოს უზენაესი სასამარლოს რეკომენდაციის XVII თავი მოიშველია. “მოსამართლეებს შორის შეჯერდა აზრი იმაზე, რომ თუ პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს დაჯარიმდა დადგენილების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მაშინ თვითონ ეს პირი წყვეტს, დადგენილების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გასაჩივრების რომელი ფორმა გამოიყენოს – მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სასარჩელო განცხადების საფუძველზე, თუ მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრით,” – აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამარლოს რეკომენდაციის XVII თავში. კბილაშვილის განცხადებით, აქედან იკვეთება შემდეგი: მათი სურვილია, რაც შეიძლება ადრე და მალე მოხდეს მათი დაჯარიმება იმ დარღვევისთვის, რაც, კონტროლის პალატის აზრით, არის ჩადენილი. ასე რომ, სასამართლომ არად ჩააგდო, რომ არსებობს რეკომენდაციები, რომ აღნიშნულის მიუხედავად, მიგვითითა მეორე გზაზე, ხოლო საჩივრის განხილვის გზით თემა ამოიწურება დაახლოებით ორ კვირაში. ადვოკატი ასევე ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, "ჩვენ იმისათვის, რომ სასამართლოს არ დაეშვა ეს შეცდომა, ვივარაუდეთ, მას ექნებოდა გარკვეული ფიქრი ან ბიძგი იმისაკენ, რომ აღეკვეთათ სარჩელის გზით ჩვენი პრეტენზიების განხილვის შესაძლებლობა, დავურთეთ ეს რეკომენდაციები სარჩელს." “მეორე დღეს, ამას აქვს მნიშვნელობა, მივიღეთ სასამართლოს უარყოფითი პასუხი. არსებობს მინიმუმ ხუთდღიანი ვადა, როდესაც სასამართლო წყვეტს, მიიღოს თუ არ მიიღოს სარჩელი. ჩვენს შემთხვევაში სარჩელი შევიდა პირველი მარტის 18:30–ზე და მეორე დღეს, შუადღეს უკვე სამგვერდიანი განჩინება ჩაგვაბარა სასამართლომ,” – აღნიშნავს კბილაშვილი. ის ყურადღებას სხვა სარჩელებზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათ ფონზე ეს ფორსირებული განხილვის ნიშანია. “არ ხდება ასეთი ფორსირებული განხილვა ჩვეულებრივ, წყნარ და მშვიდ ვითარებაში რვა სარჩელი აქვს “ქართუ ჯგუფ”–ში შემავალ კომპანიებს შეტანილი ამ უკანასკნელის ვითარების გამო შექმნილ პრობლემებზე, ოქტომბრიდან დაწყებული უკვე გასულია 3–4 თვე და არც ერთი საქმის განხილვა არ არის დაწყებული სასამართლოში. მაშინ ამ ფონზე, რატომ იღებს სასამართლო საათებში გადაწყვეტილებას, თან სრულიად საწინააღმდეგოს არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის. კონტროლის პალატის სურვილია, სწრაფად და მალე იქნას სისრულეში მოყვანილი მისი გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, კონტროლის პალატამ, რომელმაც ნუგზარ ხუციშვილს 200 ათასი ლარი დააკისრა, ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის ვადა განისაზღვროს 30 დღის განმავლობაში, ანუ 27 თებერვლიდან 27 მარტამდე 30 დღეა მოცემული ამ თანხის ნებაყოფლობით გადახდისათვის, ხოლო თუ ამ ვადაში თანხა ნებაყოფლობით არ იქნება გადახდილი, მაშინ მას უფლება აქვს, იძულებით ამოიღოს თანხა. აქ იყო მარტივი სურვილი კონტროლის პალატის, რომ როგორმე ერთ თვეში მოსწრებულიყო ისე, რომ სასამართლო განხილვაც ჩატეულიყო, და ერთი თვის თავზე (იტყვიან, გამოვიტანე დადგენილება, გასაჩივრდა სასამართლოში, მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა, არ დაკმაყოფილდა საჩივარი) გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – განაცხადა კბილაშვილმა. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით კი, მონიტორინგის სამსახურმა არა პრემიების, არამედ შემოწირულობის კანონიერება უნდა განსაზღვროს. “მოგელაძეს თავი ისევ პროკურატურაში ჰგონია და მიიჩნევს, რომ მისი ზედამხედველობა ყველაფერზე ვრცელდება. იგი მის კომპეტენციას ცდება, რადგან კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მას უფლებას ანიჭებს არა პრემიების, არამედ შემოწირულობების კანონიერება განსაზღვროს," - განაცხადა ქუცნაშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60189.jpg რუსეთის ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და ახალი აქციებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციამ უარი თქვა 8 და 9 მარტს დაგეგმილ მიტინგებზე, რადგან მერიისგან თანხმობა ვერ მიიღო. მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას ისინი მოსკოვში 10 მარტს გეგმავენ. `გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რასაც ყოველთვის ვამბობდი. ჩვენ არ ვართ ლიდერები იმ სტიქიური პროცესის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ დაიწყო, ჩვენ მხოლოდ მისი კოორდინატორები ვართ. ყველა მოქალაქე რომელიც მიტინგზე მოდიოდა სრულად ასრულებდა ჩვენს რეკომენდაციებს. გუშინაც მიტინგის ბოლოს სცენაზე გამოვედი და ავუხსენი როგორ უნდა დაეტოვებინათ მოედანი, მაგრამ წინა აქციებისგან განსხვავებით, გარკვეულმა ნაწილმა მოედანზე დარჩენა გადაწყვიტა. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ დიალოგის არ ქონის და ხელისუფლების სიყრუის შედეგად, რომელსაც ის მომიტინგეთა მოთხოვნების მიმართ იჩენს, პროტესტი უფრო მეტად რადიკალურ ხასიათს იღებს,` აღნიშნა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა ილია პანამარიოვმა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/81-300x205.jpg„საერთო საქმეს თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც”,- ასეთი განცხადება გააკეთა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “სახალხო კრებისა” და “ქართული აკადემიის” წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, პოლიტიკაში საკუთარი თავისთვის მოვიდა, რადგან რომ არა საკუთარი სამშობლო, თავს არ გაწირავდა. “პოლიტიკაში პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მოვედი, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს არ გავწირავდი. ადამიანი პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არა იძახოს “მე” და “ჩემი”. ასე გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც”, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა “სახალხო კრების” წარმომადგენლებს. ივანიშვილი 26 მაისს “სახალხო კრების” წარმომადგენელთა ქმედებებს გმირობად მიიჩნევს . “სამწუხაროა, რომ ამ გმირობისთვის ზოგიერთი ადამიანი მძიმედ დაისაჯა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ეს ჩვენი მოძალადე ხელისუფლების ბრალია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქის” გვერდზეა გამოქვეყნებული. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=4086 ნინო ბურჯანაძის მძღოლის, ზაქარია(შაქრო) ზურაშვილის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უახლოეს მომავალში გასაჩივრდება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წევრმა ბესიკ ტაბატაძემ განუცხადა. ბესიკ ტაბატაძისვე ინფრომაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა წინა ინსტანციების სასამართლო გადაწყვეტილებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 17 აგვისტოს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნინო ბურჯანაძის მძღოლს, შაქრო ზურაშვილს, რომელიც დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ჩადენილი დანაშაული გულისხმობს ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. რაც შეეხება 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან, ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არ შეუცვლია თბილისის სააპელაციო სასამართლოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 26 მაისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის 26 მაისს, 00:10 საათზე, ნინო ბურჯანაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ავტომობილების საშუალებით მიატოვა თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ განთავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორია. „ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია [შაქრია] ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მანსურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე,” - წერია შსს-ს მიერ 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ნინო ბურჯანაძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ შაქრო ზურაშვილი უდანაშაულოა, ამის დამტკიცებას კი ისინი ევროსასამართლოში აპირებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ვადიმ ბროვცევს ბრალი დასდეს ცხინვალის კანონმდებლობის დარღვევაში და ე.წ. ”სამხრეთ ოსეთის” ”საერთაშორისო იმიჯის” გათელვაში. ცხინვალის ”პრეზიდენტის” მ.შ. ქმედებების კრიტიკით ამ თანამდებობის მაძიებელი კანდიდატი, ადგილობრივი ომბუდსმენი დავით სანაკოევი გამოვიდა, რომლის გულისწყრომაც ბროვცევის გადაწყვეტილებამ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის საზღვარზე სასაზღვრო, საბაჟო, სამიგრაციო და კარანტინის კონტროლის საგუშაგოების გაუქმების თაობაზე გამოიწვია.ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ადამიანებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60187.jpg შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცენტრმა ნარკოდანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არასამთავრობო და ოფიციალური სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მონაცემები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოვლინდა. სამინისტროს მონაცემებით, დაკლებულია მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები. თითქმის აღარ დასტურდება არასრულწლოვანი მომხმარებლების არსებობა. ამ კვლევით ნარკოტიკის მომხმარებელთა საშუალო ასაკად დადგინდა 25-44 წელი. დოკუმენტის მიხედვით, 2011 წელს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ლაბორატორიულად, დაახლოებით, 8 ათას პირს დაუდგინდა. მხოლოდ ფსიქოტროპული, ანუ არა-ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, თითქმის, ათას 50 ადამიანს დაუდასტურდა. 2010 წელს ფსიქოტროპული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა, თითქმის, 3-ჯერ აჭარბებდა გასული წლის მონაცემს. View the full article
-
/get_img?ImageId=6627 ბაკალავრიატის იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი ექნება, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ. დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს. დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა. იმისთვის, რომ სტუდენტმა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, აუცილებელია, იმ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც ის სწავლობს, ავტორიზაცია გავლილი ჰქონდეს. მაგალითად, სასულიერო სემინარიაში, სადაც სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის, მარიამ საჯაიას თქმით, მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტს აქვს მინიჭებული ავტორიზაცია, სტუდენტთა მხოლოდ ნაწილი ჩაერთვება პროგრამაში. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა ავტორიზებულ კერძო უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეეძლებათ. რეგისტრაციის პროცესში სტუდენტმა მოცემულ გრაფაში პირადი ნომერი უნდა მიუთითოს, შემდეგ აირჩიოს დასაქმებისთვის სასურველი ადგილი და ვაკანსია, რის შემდეგაც უკვე უნიკალურ კოდს მიიღებს. ამ კოდის გარეშე ის პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი, სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდზე უკვე დღეიდან განთავსდება. სამინისტროში ამბობენ, რომ ვინც დარეგისტრირებას ვერ მოასწრებს, იმათთვის შეიქმნება სათადარიგო სია. ამ სიაში მოხვედრილ სტუდენტებს დასაქმების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რომელიმე სტუდენტი საკუთარი სურვილით გამოეთიშება პროგრამას. იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმებული სტუდენტების ანაზღაურება ერთი თვის განმავლობაში 500 ლარი იქნება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შორმით ხელშეკრულებაში წერია, რომ შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, რასაც აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი (20 %). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტებს ურჩევენ, ის მოთხოვნები, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ექნება, ამა თუ იმ ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, კარგად გაითვალისწინონ და ისე მიუთითონ სასურველი ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსქმებელს აქვს უფლება, დასაქმებულ სტუდენტს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. „იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები რაიმე პრეტენზიით დაგვიკავშირდებიან, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები ინდივიდუალურად შეისწავლიან თითოეულ შემთხვევას, თუ მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ რელაურად არის იმის საფუძველი, რომ სტუდენტი არაკეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოს, ის ანაზღაურებას ვერ მიიღებს. თუ სხვა გარკვეული მიზეზით, ერთ სტუდენტს სხვა სტუდენტი ჩაენაცვლება, ანაზღაურება სამუშაო დროის მიხედვით გაიყოფა,“ - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ საჯაია. მას შემდეგ, რაც სტუდენტი პროგრამაში ჩაერთვება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მოსთხოვოს დამსაქმებელს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება, დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე არსებული სამუშაო პირობების შემოწმება განახორციელოს. თავის მხრივ, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო, ასევე შრომისათვის აუცილებელი პირობები შეუქმნას. აღნიშნული საკითხი, როგორც სამინისტროში ამბობენ, განსაკუთრებით აქტუალური მშენებლობის სფეროში დასაქმებული სტუდენტებისთვის იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ სტუდენტები, ძირითადად, სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან. "მაგალითად, თუ სამედიცინო სფეროში დასაქმდება სტუდენტი, ის იმუშავებს საავადმყოფოში სანიტრად. ეს არის დიდი შანსი, მიიღო პრაქტიკული ცოდნა. ასევე, მაგალითად, კონსერვატორიამ მოითხოვა სკვერებში დამკვრელების ვაკანსია, ისინი იქ კონცერტებს გამართავენ,"-ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ საჯაია. პროგრამაში სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად კერძო სექტორიც იქნება ჩართული. სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ყველა ბანკი მონაწილეობს, სადაც ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტები დასაქმდებიან. 2012 წლის ზაფხულში სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ საქართველოს მთავრობაში. სტუდენტური დასაქმების პროგრამა თბილისში 2006 წელსაც, თვითმმართველობის არჩვნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ერთი თვით დასაქმებულ თითოეულ სტუდენტს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაუხადეს. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს. სტუდენტთა დასაქმების პროგრამაზე 2012 წლის ზაფხულშიც ქვეყნის ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Глава КПРФ и бывший кандидат в президенты России Геннадий Зюганов занял первое место по числу жалоб, поступивших 4 марта в ситуационный центр "Выборы-2012". На него пришлось 6,1 процента от всех жалоб на кандидатов. Наименьшее количество заявлений поступило на Владимира Путина, который и стал победителем выборов. lenta.ru
-
На странице Facebook, координирующей действия протестующих москвичей, появился анализ вчерашних событий на Пушкинской и заключение: мэрия больше ничего не решает, а в столице нет ни одного органа власти, который представлял бы интересы жителей. Пока организаторы пытаются согласовать новую акцию, из Сети звучат идеи, что делать: убеждать КПРФ идти на роспуск Мосгордумы. newsru
-
Министр регионального развития России Виктор Басаргин возглавил наблюдательный совет госкорпорации "Фонд содействия реформированию ЖКХ", сменив на этом посту вице-премьера Дмитрия Козака. Накануне Басаргин был также назначен главой наблюдательного совета госкорпорации "Олимпстрой". Ранее этот пост занимал Козак. lenta.ru
-
Следственный комитет РФ проведет проверку по факту призывов к массовым беспорядкам во время митинга оппозиции на Пушкинской площади в Москве 5 марта. В рамках расследования будут изучены записи с камер видеонаблюдения, допрошены участники акции и задействованные на площади сотрудники полиции. lenta.ru
-
Еврозоне в случае дефолта Греции будет нанесен ущерб в размере триллиона евро. Сумму ущерба рассчитали специалисты IIF, который представляет частных кредиторов Греции на переговорах о списании долгов страны. Как указывается в отчете, только четырем странам ЕС может понадобиться помощь более чем на 700 миллиардов евро. lenta.ru
-
უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ხვალ, 13 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და სამოქალაქო რეესტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი პარლამენტის წევრებს უმასპინძლებენ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურებს გააცნობენ. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების იხილეთ epn.ge
-
ხვალ, 7 მარტს, 14 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, პროფკავშირების ქალთა კომიტეტი, ქალთა კვირეულის ფარგლებში, გამართავს კონფერენციას თემაზე – „ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და ქალთა შრომითი უფლებები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში გაიმართება. მისამართი: ვაჟა ფშაველას 1/43, მე–ს სართული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_12315.jpegხვალ 16:00სთ–ზე, სასტუმრო ციტადინში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ “ექსპრრესნიუსს” ”კოალიცია სამართლიანობისათვის”–დან აცნობეს. ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს და თავს უყრის ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევების იმ ზოგადი ტენდენციების შესახებ, რომელსაც 2011 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობა განიცდიდა. ანგარიში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ უფლებათა დარღვევებს შორის დისკრიმინაციას, გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შელახვას ასახელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილების საკუთრების უფლებას და დაბრუნების უფლებას, რაც ავტორების მიერ ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ და მასობრივ უფლებადარღვევად არის შეფასებული. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ანალიზის საფუძველზე, ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას ოკუპაციის განმახორცილებელ მხარეს, რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, ”კოალიცია სამართლიანობისათვის” გაიმართება დისკუსია, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ epn.ge