planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Собственно, все вздохнули с облегчением. Сбылось предположение, к которому все были готовы. Как почитатели фаворита, а теперь уже и победителя выборов Владимира Путина, так и его ярые противники. И хотя теперь многие россияне будут бурно протестовать, в душе они с ужасом представляли, чем этот театр может закончиться.
-
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ხვალ, 6 მარტს, 13 საათზე, ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: თბილისი მარიოტი, მირიან მეფის დარბაზი <p> სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/76245b92e20e-94b6-498a-8a42-8e773c0e3f85.jpgპეტერბურგში პოლიციამ ქალაქის ცენტრში, მარინსკის სასახლესთან, ხელისუფლების მიერ არასანქცირებული აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ისაკიევსკის მოედანზე, სადაც მარინსკის სასახლე მდებარეობს, ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. სრულად ორიგინალი
-
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი გასულ წელს, ევროპის ქვეყნების თეატრების გაერთიანების, ietm-ის წევრი გახდა. როგორც „ ჯეონიუს“ თან საუბრისას თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი ამბობს, ჭიათურის თეატრისთვის ამ გაერთიანების წევრობა სამომავლოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია.თეატრმა უკვე მიიღო შეთავაზება item-ის ეგიდით გამართულ რამდენიმე თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობაზე. ასევე დაგეგმილია ფრანგულ- სომხური პროექტის განხორციელება ჭიათურის თეატრის სცენაზე,პოექტის ფარგლებში დადგმულ სპექტაკლებს თეატრები ამერიკაში გაიტანენ. ietm ევროპის ქვეყნების 160 -მდე თეატრს აერთიანებს.მასში აკაკი წერეთლის სახელმწიფო თეატრთან ერთად გაერთიანებულია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი და მიხეილ თუმანიშვილის კინო-მსახიობთა სახელმწიფო თეატრი.შეხვედრა, რომელზეც თეატრებმა განაცხადზე დასტური მიიღეს , პოლონეთში, კრაკოვში ჩატარდა. ჭიათურის თეატრის ისტორია მუნიციპალიტეტის დაარსებასთან ერთად იწყება. იგი 1894 წლის 11 დეკემბრიდან აქტიურად მოღვაწეობს.როგორც ტეატრის დირექტორი ამბობს მიუხედავად რთული წლებისა და დიდი გაჭირვებებისა ,რაც საქართველოს ისტორიას ახსოვს, თეატრმა მოახერხა თვითმყოფადობის შენარჩუნება .შეიძლება ითქვას რომ თეატრის სცენაზე ფარდა არ დაშვებულა. გამონაკლისი ამ მხრივ არც მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა. ჭიათურის თეატრიმა ბევრი მსახიობი მეორე მსოფლიო ომში დაკარგა,მაგრამ ამის მიუხედავად მან მოახერხა ფუნქციონირება არ შეეჩერებინა და დღემდე ყოველ სეძონზე ესალმება მაყურებელს. ამჟამად თეატრში მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი. იცვლება სცენის განათების სისტემა. პარალელურად იდგმება სპექტაკლები.სამუშაოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს. ტექნიკური სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება და დაიწყება ახალ საბავშვო სპექტაკლზე აქტიური მუშაობა. თეატრი ძირითადად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მსახიობებით. გარდა ამისა, საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად ჭიათურის თეატრისთვის, მომზადდა მსახიობთა ჯგუფი. მსახიობებს აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და თეატრის სცენაზე სეზონურად დგამენ სპექტაკლებს. სრულად ორიგინალი
-
http://www.Geonews.ge/uploads/images/7407baza%20afganistan.jpgთვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის შესასვლელთან მოქმედებაში მოიყვანა და თავი აიფეთქა, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ადამიანი, - ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს.<p> სრულად ორიგინალი
-
პოსტში გიამბობთ, თუ როგორ “მოიპარა” პეპელამ ცისარტყელა! ;))პეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე ... View ucnauri.com
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/1140picture.jpgმოსკოვის ცენტრში, მანეჟნაიას მოედანზე მიტინგზე, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად 10 ათასამდე ადამიანი მივიდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. სრულად ორიგინალი
-
lenta.ru- Эдуарда Лимонова отпустили из полиции
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Лидер незарегистрированной партии "Другая Россия" Эдуард Лимонов отпущен из отделения полиции. 15 марта оппозиционер должен будет явиться в суд. Лимонов был задержан вечером 5 марта на Лубянке, когда он и его сторонники пытались провести несанкционированную акцию у здания ЦИКа. lenta.ru -
სრული ტექსტი liberali.ge
-
ავტორი ნანა ფაჟავა 17:06 06.03.2012 სამეგრელოში ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის ინიციატივასთან ერთად გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა დადიანისეული სასახლის ბაღში ზუგდიდელებს მასშტაბური რეკონსტრუქციის დაწყების შესახებაც აუწყა, თუმცა საზოგადოებისათვის ორივე პროექტის დეტალები დღემდე უცნობია. ლაზიკასგან განსხვავებით ჟურნალისტებისთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმა არსებობს, შედგენილია შესაბამისი საპროექტო ალბომი და გაწერილია ფინანსური დოკუმენტიც. http://2.bp.blogspot.com/-0E0igRVkn7A/T1T4yX1y5SI/AAAAAAAAGQQ/IhTAgII6wgQ/s200/640px-Zugdidi2010.jpgმუნიციპალიტეტის ვებგვერდზე „მომავლის ქალაქის“ მხოლოდ რამდენიმე ესკიზი იძებნება, სადაც უმრავლესობა შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას ეთმობა. არსად ჩანს ზუგდიდის მთავარი ხეივნის რეკონსტრუქციის გეგმის მაკეტი, რომელმაც ძველი იერსახე უნდა დაიბრუნოს და დადიანისეული სასახლის ბაღს შეუერთდეს. ზუგდიდის რეკონსტრუქციის პროექტის დეტალების გარკვევა presage.tv-მ რაიონის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ესებუასთან სცადა. ქალაქის არქიტექტორი ირწმუნება, რომ პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო „ესკიზური ალბომის“ ასლი, რომელიც მასთან ინახებოდა, აღარ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილისათვის მისი წარდგენის შემდეგ უკან აღარ დაუბრუნებიათ. პროექტის დედანი კი მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას კაბინეტში დევს. პროექტის დეტალებზე საუბარი არ სურს არც ქალაქის რეკონსტრუქციის ხელმძღვანელს, ლევან სოლოღაშვილსაც. ის ამბობს, რომ რეკონსტრუქციის დეტალები გასაიდუმლოებულია და „არტ-ჯგუფს“, რომელიც ქალაქის პროექტირებას ახორციელებს, მისი გახმაურება ეკრძალება, იგი მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი. ლევან სოლოღაშვილის ინფორმაციით ზუგდიდში ბოტანიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა და ხეივნის დათვალიერების შემდეგ გარკვეული რეკომენდაციებიც დაიდო, რომელიც პროექტში დოკუმენტის სახით უკვე გაწერილია. „ვეხებით მხოლოდ იმ ხეებს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხეების უმრავლესობა თითქმის ასწლოვანია და ე.წ. დაბელვასაც არ ექვემდებარება. ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი მოიჭრება და ახლით ჩანაცვლდება. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ მომზადდება განაშენიაბის პროექტი და იქ მითითებული ნარგავებით შეიცვლება ის მცენარეები, რომელიც შეიძლება მოიჭრას ან დემონტაჟი გაუკეთდეს. ამ სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ჩაატარებს“.-აცხადებს სოლოღაშვილი. ზუგდიდის ბულვარში მოსალოდნელ ხეების გაჩეხვას „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია თავის თანამებრძოლებთან ერთად ჯერ კიდევ 2010 წელს აპროტესტებდა. უნიკალური ნარგავების გადარჩენა კახა მიქაიამ პროტესტის გამოხატვის არაორდინალური ფორმით სცადა. ბებერ ჭადრებს შორის მან აბრეშუმის ჰამაკი გააბა, შიგ ჩაწვა და შიმშილობაც გამოაცხადა. მაშინ, კახა მიქაიას სოლიდარობა ზუგდიდელების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა და აქციასაც შეუერთდა. საზოგადოების პროტესტი მაშინ ალექსანდრე ქობალიას მითითებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხისმჭრელების მიერ კედრის, მაგნოლიის, ჭადრისა და მუხის სრულიად ჯანმრთელი ნარგავების გაანადგურებამაც გამოიწვია. ე. წ. სანიტარული კაფვის შემდეგ მათ ადგილზე უცხოეთიდან ჩამოტანილი დეკორატიული ხეები გაჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიური მცენარეების ბიზნესის უკან თავად გამგებლის ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა. საოლქო პროკურორი ახალაიაც დაინტერესებულა მუნიციპალიტეტის პირველი პირის „ბიზნესსაქმიანობით“. მის კარზე ქობალიაც არაერთხელ შეუნიშნავთ, მაგრამ „მიცემულ ჩვენებებს“ დღემდე არაფერი შეუცვლია. კახა მიქაიას ხეებზე გამართული პროტესტის მიზეზი მაშინ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციაც გახდა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება დადიანისეული ბოტანიკური ბაღის რუს ინვესტორზე გასხვისებას გეგმავდა. დღეს კი, თითქმის სრულიად განადგურებული ბაღი ეკონომიკის სამინისტროდან ალექსანდრე ქობალიას უწყების დაქვემდებარებაში გადავიდა. ცნობილია, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ დედოფალ ეკატერინეს მიერ გაშენებული ბაღის რეკონსრუქციას ესპანელი არქიტექტორები შეუდგებიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც პროექტის დეტალები და ხარჯვითი ნაწილი არ ხმაურდება. „2010 წლის 16 ივნისს ძალიან მძიმე და შეიძლება ითქვას არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღე, როცა ხეივნის გაჩეხვის მცდელობა ხეებზე გამართული პროტესტით გამოვხატე. მაშინ, საზოგადოების პროტესტმა შეაჩერა ეს პროცესი და ხელისუფლებამ უკან დაიხია. ხელისუფლებამ მე ცილისწამებაშიც დამდო ბრალი და შემომითვალა, რომ ისინი ერთი ხის მოჭრასაც არ აპირებდნენ. დღეს, როგორც ჩანს ისევ დგას დღის წესრიგში ხეივნის განადგურება. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უკვე არ მალავენ, რომ ამ ბაღის რეკონსტრუქციას გეგმავენ. არადა, რასაც ისინი რეკონსტრუქციას ეძახიან, უბრალოდ მოსპობაა. ისინი ამბობენ, რომ ხეივანში ისეთი ხეები ხარობს, რომელიც საშიშია ადამიანების სიცოცხლისათვის. თუ ეს ასეა, რაღას ელოდებიან, რატომ არ ჭრიან. საქმე იმაშია, რომ ეს კედრები და ჭადრები, რომელიც ჩვენი ქალაქის, მისი ისტორიის სახე და სავიზიტო ბარათია, ისევ ამაყად დგანან და მას განადგურებას უპირებს ეს ხელისუფლება. სამაგიეროდ, მათ, როგორც ზუგდიდელები ხუმრობით ამბობენ, უცხოეთიდან ჩამოტანილი „ჩუპა-ჩუპსის“ ნერგებით ჩაანაცვლებენ“.-აცხადებს კახა მიქაია. „დაიცავი საქართველოს“ წევრები ხეების გაჩეხვით გამოწვეულ ეკოსისტემის განადგურებასა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ საფრთხეებზეც პროგნოზირებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ზუგდიდის რეკრეაციულ ფუნქციას სერიოზული საფრთხე შეექმნება და ზუგდიდის ცენტრში ატმოსფერული ტემპერატურა 12 გრადუსით მოიმატებს, ვერ მოხდება ქალაქის საკმარისი განიავება მავნე გამონაბოლქვებისაგან, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს შეიძლება მიუახლოვდეს С0-2-ის რაოდენობაც. ზუგდიდის ბულვარის გაჩეხვის მცდელობის შემთხვევაში კახა მიქაია საპროტესტო აქციების განახლებას ვარაუდობს და არ გამორიცხავს, რომ იგი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ორი წლის წინ. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Участники митинга Сергей Удальцов и Илья Пономарев ранее заявили, что не покинут Пушкинскую площадь в знак протеста. Они призвали своих сторонников присоединиться к ним. Остались около тысячи человек. Полиция разогнала их, а потом занялась несанкционированным шествием по Тверской. Колонну националистов, избившую по пути журналиста, полиция поначалу упустила. newsru