planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60183.jpg ორი ადამიანი დაიჭრა დღეს ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შედეგად. შემთხვევა დილით აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. 26 წლის ბონდო ფერცულიანი ბასრი საგნებით საკუთარ მშობლებს და მეზობლებს მოკვლით ემუქრებოდა. კონფლიქტის შესახებ პოლიციას მეზობლებმა აცნობეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნას ფერცულიანი არ დაემორჩილა, გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ კი პოლიციელი დანით ხელში დაჭრა. სამართლდამცველმა მეორედ გაისროლა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო ბონდო ფერცულიანმა და ბექა ფერცულიანმა. მამა-შვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/178624muxli.jpgსამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ორგანიზებით პროექტის “ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანა” ფარგლებში სამდღიანი სემინარი იმართება. როგორც “ექსპრესნიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”–დან აცნობეს, აღნიშნული სახის სემინარები საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა სოფლებში ჩატარდა. პროექტი, რომელიც გერმანიის ,,საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” მხარდაჭერითა და ფონდ ,,ტასოს” პარტნიორობით ხორციელდებოდა, 8 მარტს დასრულდება. ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარები ეხებოდა სოფლად მცხოვრები ქალების ცოდნის ამაღლებას მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას. პროექტის მონაწილეები ეცნობოდნენ იმ უფლებებს, რომლიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით. ასევე, მექანიზმებს, რომლიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს. ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა გაიზარდოს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/839-300x225.jpgმეოთხე წელიწადია, რაც გერმანიაში ფუნქციონირებს მოზარდთა მუსიკალური ტალანტის განვითარების საერთაშორისო პროექტი “კამერტონი”. პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. “კამერტონის” ერთ-ერთი პრიორიტეტია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ მოზარდთა გასტროლების მოწყობა და გერმანელ თანატოლებთან ერთობლივი კონცერტების გამართვა გერმანიის ქალაქებში და ვინაიდან, პროექტი გაცვლითი ხასიათისაა, მსგავსი კონცერტების გამართვა გერმანიაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების სამშობლოში. “კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. “კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს შარშან 10 ივნისს საქართველოც შეემატა. პროექტში საქართველოს წარმომადგენელია “მუსიკალური ხელოვნების ცენტრის” ხელმძღვანელი, პიანისტი ირმა რუხაძე. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიუდმილა ფონ ბერგი რამდენიმე დღის მანძილზე ეცნობოდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუსიკალური სკოლისა და სასწავლებლის აღსაზრდელთა შემოქმედებას. ახალი თაობის მუსიკოსთა შთამბეჭდავმა პროფესიულმა დონემ სტუმრის მაღალი შეფასება დაიმსახურა. რამდენიმე ათეული მოზარდი მუსიკოსიდან შეირჩა ექვსი, ვინც 17-24 მარტს ბერლინში ოთხ კონცერტსა და ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას _ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ე.წ. “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ანი გიგაური (ფორტეპიანო), სენდი ვართანოვი (ვიოლინო), სანდრო სიდამონიძე (ვიოლონჩელი), ევგენი მიქელაძის სახელობის მე-2 ცენტრალური სასწავლებლის აღსაზრდელები გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ინალი ჯიოევი (ჰობოი) და ლია ნიქაბაძის საავტორო სამუსიკო სკოლის მოსწავლე დავით ჯინჯიხაძე (ფორტეპიანო). ახალგაზრდებს ძალზე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა აქვთ მომზადებული გერმანელი მსმენელებისთვის _ როგორც სოლო ნომრები, ასევე ანსამბლები. ცხადია, დასავლეთევროპელი და ამერიკელი კომპოზიტორების ქმნილებებთან ერთად, პროგრამაში შეტანილია ქართული მუსიკაც _ სულხან ცინცაძის მინიატურები, ოთარ თაქთაქიშვილის “შაირი”, მერი დავითაშვილის “ხორუმი”, მერაბ ფარცხალაძის “მოგონება”, ახალგაზრდა კომპოზიტორის თენგიზ ნოზაძის საგანგებოდ ბერლინში მიმავალი ამ მუსიკოსებისთვის შექმნილი სექსტეტი სახელწოდებით “სახუმარო”. ახალგაზრდა მუსიკოსები აუდიტორიას უმასპინძლებენ სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში, ასევე კონცერტს გამართავენ ბერლინში საქართველოს საელჩოში. კონცერტების გარდა, პროექტის ფარგლებში თბილისელი მოზარდები ჩაერთვებიან სარეპეტიციო სამუშაოებში კარლ ფილიპ ემნუელ ბახის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის აღსაზრდელ გერმანელ თანატოლებთან, მომავალ კოლეგებთან ერთად, რაც აქტიური შემოქმედებითი კონტაქტის დამყარების საუკეთესო ფორმაა. “კამერტონის” ეგიდით ახალგაზრდა გერმანელ მუსიკოსებს გაისად უკვე საქართველო უმასპინძლებს. იხილეთ epn.ge
-
Хозяйственный суд Крыма признал банкротом крымский завод "Коктебель". Соответствующее заявление компания сама подала в 2009 году, впрочем, потом попыталась его опротестовать. По решению суда имущество предприятия будет распродано. "Коктебель" был старейшим производителем коньяков и вин в Крыму. lenta.ru
-
საქართველოს თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის წევრები თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და მის სტრუქტურას, მუშაობის პრინციპებსა და დანერგილ სიახლეებს გაეცნენ. სტუმრებმა კონკრეტული დეპარტამენტების მუშაობის შესახებ ინფორმაცია მათი ხელმძღვანელებისგან მიიღეს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ფოთისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსაც მოინახულებენ და ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოს ესტუმრებიან. ვიზიტის მიზანი განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6624 საქართველოს კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკიდან“ თანამშრომლებისათვის ბონუსების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ შესაბამისი წერილი ბანკის ადმინისტრაციამ გუშინ საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც ბანკის ორმა თანამშრომელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის და "იმედის" ეთერში მათ ანგარიშზე თანხების დარიცხვისა და შემდეგში ამ თანხის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის ანგარიშზე გადარიცხვის ვალდებულებაზე ისაუბრა. „ამ დღეებში ჩემი პირველი მოადგილე წავა კონტროლის პალატაში და ბონუსების ჩარიცხვის შესახებ შესაბამის ინფორმაციას მიიტანს“, - უთხრა "ნეტგაზეთს" ჯავახიშვილმა. ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის ბონუსების დარიცხვა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით გადაწყდა. მისივე თქმით, ბონუსების სისტემა მთელ მსოფლიოში არსებობს და მათი დარიცხვა წლის შედეგებით ხდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭო იღებს. თუმცა ჯავახიშვილი არ მალავს, რომ მთანამშრომლებისთვის ბონუსების გაცემა „ქართუ ბანკის“ ტრადიციებში არ შედის: „თანამდებობის პირებისათვის მნიშვნელოვანი თანხის ბონუსის ჩარიცხვა ბანკში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გადაწყდა. ბონუსი იმის მიხედვით განაწილდა, თუ ვის უფრო მეტი სამსახურეობრივი და მორალური დატვირთვა ჰქონდა სამსახურში. ეს არის ერთჯერადი ბონუსი,“ –აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი. 2012 წლის 8 თებერვალს ბონუსების სახით თანხა „ქართუ ბანკის“ 17 თანამშრომელს დაერიცხა. თავად ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბონუსის სახით 100 000 ლარი მიიღო. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ ბონუსიდან 30 000 ლარი პირადი საჭიროებისათვის გახარჯა, ხოლო დარჩენილი თანხა კვლავ მის ანგარიშზე ინახება. ჯავახიშვილი აცხადებს, რომ "ქართუ ბანკის" ადმინისტრაციას არ უთხოვია მიღებული ბონუსებიდან თანხის ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის ანგარიშზე გადარიცხვა: „ეს ბონუსები თანამშრომლებს 8 თებერვალს ჩერიცხათ. თუ ვინმეს ეს არაადექვატურად ეჩვენა თავისი გაწეული შრომის გამო, ერთი თვე სჭირდებოდა ამის გარკვევას? ამ დროის მანძილზე მიდიოდა მათი დამუშავება და ზეწოლა. ბანკის თანამშრომლები ვერ იტყვიან იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბონუსის გადარიცხვა მე მოვითხოვე,“– ამბობს ჯავახიშვილი. "ქართუ ბანკის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ქურდაძემ გუშინ ნაციონალურ მაუწყებლებთან საუბარში განაცხადა, რომ "ალოგიკურად დიდი თანხა", კერძოდ, 55 ათასი ლარი ჩაერიცხა ბანკიდან, რომლის ნაწილიც ივანიშვილის მოძრაობაში უნდა გადაერიცხა, ხოლო "ქართუ ბანკის" ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხუხუნაშვილმა განაცხადა, რომ მის ანგარიშზე 37 ათასი ლარი დაირიცხა, რომლის ნაწილი მასაც ივანიშვილის მოძრაობისთვის უნდა გადაერიცხა. ორივე მათგანმა ამაზე გუშინ უარი თქვა, ჩარიცხული თანხები უკან დააბრუნეს და თანამდებობები დატოვეს. ამის შემდეგ საქართველოს კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ ინფორმაციას და შედეგებს უახლოეს პერიოდში აცნობებენ საზოგადოებას. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზეწოლა სხვა თანამშრომლებზეც მოხდეს და ბონუსები ბანკში მათაც დააბრუნონ. „მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა თანამშრომლებზეც მოხდეს ზეწოლა. 2011 წლის 17 ოქტომბერს მოვედი „ქართუ ბანკში“ და 18 ოქტომბერს მოხდა ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა. იმ საღამოს შევკრიბე მთელი კოლექტივი და ვუთხარი, რომ, სამწუხარიდ, დაიწყო ბრძოლა ბანკის წინააღმდეგ და ჩვენ უბრალოდ მუშაობა არ მოგვიწევს, არამედ მოგვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. თუ ვინმეს არ გსურთ ბანკში დარჩენა, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ,“– ამბობს ჯავახიშვილი. მისი თქმით, რამაზ ქურდაძეს და ზვიად ხუხუნაშვილს ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 2011 წლის ოქტომბერში შეეძლოთ. რამაზ ქურდაძე "ქართუ ბანკში" დაარსების დღიდან მუშაობდა. როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ამ უკანასკნელის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს პროკურორად. ზვიად ხუხუნაშვილი "ქართუ ბანკში" 2004 წლიდან დღემდე მუშაობდა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მისი მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ერთ კვირაში, რაც საქართველომ 29 თებერვალს შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თბილისის ამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ორი ათას ხუთასმა რუსმა ისარგებლა.ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა განაცხადა. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციისა ქართული მხარის ინიციატივაზე, უბრალო მოსახლეობის უმრავლესობამ იგი აღიქვა დადებითად.მანჯგალაძემ ასევე კომენტარი გაუკეთა მოსკოვში გაკეთებულ წინადადებას საქართველოსა და რუსე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/uzenaesi_sasamartlos_shenoba11.jpgუზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები ნინო ნაჭყებია, ქეთევან მამაცაშვილი, გენადი მაკარიძე და ეკატერინე ჯინჭველაშვილი სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან. ოთხი ახალი მოსამართლე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებად დაინიშნენ. 2012 წლის დასაწყისიდან მოსამართლის მანტიის ფერი შეიცვალა, სამივე ინსტანციის მოსამართლეები უკვე შავი ფერის მანტიებით არიან შემოსილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kucnashvili2-300x1991.jpgკონტროლის პალატაში ხვალ, 7 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” საჩივრის განხილვა გაიმართება. როგორც “ქართული ოცნების” იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნების” საჩივრის განხილვა ღია პროცესი იქნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. “ჩვენ ვითხოვთ და ამას სარჩელში ვასაბუთებთ, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” მონიტორინგის სუბიექტი იყოს, რადგან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა. კონტროლის პალატა სრულიად დაუსაბუთებლად “ქართულ ოცნებას” ამ უფლებას ართმევს და მიიჩნევს, რომ მას არ აქვს უფლება ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ სიმპათია ჰქონდეს. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით”, – განაცხადა ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აღნიშნული საჩივარი კონტროლის პალატას 2 მარტს უნდა განეხილა, თუმცა 7 მარტისთვის გადადო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo2.jpegკონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებული „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლის სარჩელის განხილვაზე საქალაქო სასამართლომ უარი თქვა. ამ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წევრები აკეთებენ. არჩილ კბილაშვილისა და ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, მოსარჩელე მხარეს სასამართლო მოუწოდებს სარჩელის ნაცვლად საჩივარი შეიტანოს. ადვოკატები ამბობენ,რომ სასამართლო ხუციშვილს საქმის განხილვაზე უარს პოლიტიკური მოტივით ეუბნება. ნუგზარ ხუციშვილმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში პირველ მარტს შეიტანა, ის არ ეთანხმება კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხუციშვილმა უკანონო შეწირულობისთვის 200 ათასი ლარი ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს. „ქართუ მშენებელის” თანამშრომელ ნუგზარ ხუციშვილს 27 თებერვალს პრემიის სახით ანგარიშზე 40 ათასი ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 20 000 ლარი მან ოლიგარქის პარტიის ანგარიშზე შეიტანა. იხილეთ epn.ge
-
МИД РФ ответил послу США в Москве Майклу Макфолу на его пост, в котором дипломат выражал озабоченность "арестами мирных демонстрантов на Пушкинской площади". "Полиция на Пушкинской была в разы гуманнее, чем то, что мы видели при разгонах акций "Оккупируй Уолл-стрит", палаточных лагерей в Европе", - отметили в МИД. lenta.ru
-
После победы на выборах православная верхушка взывает к «царю». Во время третьего мандата Путина православная церковь предлагает свои услуги в качестве проводницы Кремля в религиозном плане.
-
/get_img?ImageId=6626 სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც შპს “აკას” ("მერსედესის" წარმომადგენლობა საქართველოში) მფლობელებს მაკა ასათიანს, სალომე ასათიანს და ლუიზა თავართქილაძეს წილის 20% ჩამოერთვათ, სტრასბურგის ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა. ზემოთ ხსენებული 20%–ანი წილი შპს “აკას” ყოფილ პარტნიორს, დავით ძოწენიძეს გადაეცა. დიმიტრი გაბუნიას თქმით, გარდა სტრასბურგში გასაჩივრებისა, ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს, რომ შეისწავლოს საქმის დეტალები და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება, ასევე, რეაგირებისკენ მოუწოდებენ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, ხოლო პროკურატურის მხრიდან დავით ძოწენიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ სხვისი ფულადი სახსრების მითვისების ფაქტზე. როგორც დიმიტრი გაბუნია აცხადებს, დავით ძოწენიძე შპს “აკას” დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი განაცხადის საფუძველზე 1996 წელს გაათავისუფლეს, ის ასევე გავიდა პარტნიორთა რიგებიდანაც. მისი წასვლა ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდებოდა, თუმცა, გაბუნიას განცხადებით, მაშინდელმა პარტნიორებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არჩიეს და სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენიათ: “ჩვენ ახლა მივმართავთ პროკურატურას, რომ აღძრან საქმე, რადგან გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და გვყავს მოწმეები”, – განაცხადა გაბუნიამ. 1996 წლის შემდეგ დავით ძოწენიძემ პარტნიორობაზე პრეტენზია 2007 წელს გამოთქვა, მან უარი მიიღო, რის შედეგადაც სასამართლოს მიმართა, მისი წილი შპს “აკაში”, 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს განჩინების შედეგად აღდგა. დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქმის ამდენი წლის შემდეგ განახლება “მაკა ასათიანის ბოლოდროინდელ აქტივობას უკავშირდება ტელეკომპანია "მაესტროს" მიმართ, მაკა აფინანსებს ყველაფერს "მაესტროში" - ხელფასებს, ტექნიკური ხარჯს, საოპერატოროს, სამონტაჟოს, შენობა მისი ნაყიდია. თუ მაკა ასათიანი, ასე ვთქვათ, “გათიშეს”, "მაესტრო" ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. მისივე თქმით, ზუსტი თანხა დათვლილი არ არის, მაგრამ საუბარია მილიონობით ლარზე, რადგან "მერსედესის" წარმომადგენლობას საქართველოში უძრავი ქონების გარდა, უზარმაზარი შემოსავალიც გააჩნია. ის პრეზიდენტის გარაჟსაც ემსახურება. დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა შპს “აკას” წარმომადგენელი ადვოკატი როინ მიგრიაულიც, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გერმანული ინვესტიციების საქართველოში ჩადებას საფრთხე შეუქმნას: “მერსედესის" წარმომადგენლობის აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, უნდა გაეთვალისწინებინა ხანდაზმულობის 12-წლიანი ვადა, დავით ძოწენიძეს ფინანსური დეკლარაციები აქვს შევსებული, სადაც წერია, რომ მისი პერიოდი შპს “აკაში” მთავრდებოდა 1996 წელს. მე ვთვლი, რომ ეს შურისძიების მომენტია “აკას” მიმართ, ხელშეკრულების გაფორმება გერმანელ ინვესტორებთან ყოველწლიურად ხდება და არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ წელს მათ თავი შეიკავონ ინვესტირებისგან”, – განაცხადა როინ მიგრიაულმა. "ნეტგაზეთი" შეეცადა დავით ძოწენიძის ადვოკატთან, ლადო სანიკიძესთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. როგორც მაკა ასათიანის ადვოკატი აღნიშნავს, წილების უკანონო ჩამორთმევა ამით არ დამთავრებულა: "აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წილების ამგვარმა ჩამორთმევამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, ხვალ კვლავ სასამართლო პროცესია დანიშნული, რომელზეც ვინმე ბატონი კალანდია შპს "აკასგან" 1994 წელს დაპირებულ წილს ითხოვს, მას თითქმის 20 წლის შემდეგ გაახსენდა, რომ გააჩნია გარკვეული პრეტენზიები მაკა ასათიანის ოჯახის მიმართ". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6623 დღეს, 6 მარტს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატებმა ჟურნალისტებს იმ პატიმრის ამბავი გააცნეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება ან გაუქმება ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, პატიმარი ისე გარდაიცვალა, რომ ამ უფლებით ვერ ისარგებლა, მეორე პატიმარი კი შეღავათს ამ დრომდე ელოდება. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატებმა” ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების იმ ერთობლივი კომისიიის უმოქმედობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულების საქმის შესწავლა და სასჯელისგან გათავისუფლება ევალება, რათა პატიმრებმა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახის გარემოცვაში გაატარონ. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ეკა ქობესაშვილმა კომისიას 2011 წლის 5 აგვისტოს მიმართა რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შემდეგ ახმედოვის საქმეზე ცენტრმა კომისიას კიდევ არაერთხელ მიმართა, მაგრამ არც ერთ მიმართვზე პასუხი არ მიუღია. ეკა ქობესაშვილი თემურ ახმედოვის უფლებებს მას შემდეგ იცავს, რაც მსჯავრდებულის მდგომარეობა დამძიმდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში არასათანადო მკურნალობის გამო გაუარესდა, თუმცა, როცა პატიმარს არასათანადოდ უმკურნალეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და, შესაბამისად, ქობესაშვილს ამის დამადასტურებელი დოკუმენეტები არა აქვს. ეკა ქობესაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თემურ ახმედოვს აქვს ქრონიკული ასთმა მძიმე ფორმაში და ის სასუნთქ სისტემაში შეერთებული კათეტერიდან იღებს ჟანგადს, უჭირს გადაადგილება, ასევე, აქვს ტუბერკულოზის გართულებული ფორმაც, რასაც ბოლო დროს შაქრიანი დიაბეტიც დაემატა. ქობესაშვილის განმარტებით, მსჯავრდბულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება კანონის იმ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ის სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს. ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული ახმედოვი ამჟამად რუსთავის №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა, ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად იმყოფება. ქობესაშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციის დასკვნით, ახმედოვს ტუბერკულოზის ის ფორმა არა აქვს, რომელიც გადამდებია, ამიტომ მისი იზოლირება ჯანმრთელი პატიმრებისგან საჭიროდ არ მიიჩნიეს. გარდა ამისა, ის სამკურნალო დაწესებულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაჰყავთ, როცა უფრო ცუდად ხდება და გონებას კარგავს. აზრზე მოსვლის შემდეგ კი კვლავ ციხის საკანში აბრუნებენ. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატს მაიჩნია, რომ თემურ ახმედოვმა უნდა ისარგებლოს კანონიერი უფლებით და სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახში გაატაროს. სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას უმოქმედობაში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” კიდევ ერთი წარმომადგენელი ნინო ანდრიაშვილი ადანაშაულებს. ნინო ანდრიაშვილი იცავდა 41 წლის მსჯავრდებულის, გოჩა არჩაიას ინტერესებს, რომელიც გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 2012 წლის 22 თებერვალს გარდაიცვლა. მიუხედავად პირადი, ასევე ადვოკატის რამდენიმე მცდელობისა, უკურნებელი სენით დაავადებულმა არჩაიამ კანონიერი უფლებით ვერ ისარგებლა და სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახთან ერთად ვერ გაატარა. ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, გოჩა არჩაია მკურნალობდა დიაგნოზით: ფილტვების კეროვანი ტუბერკულიოზი ინფილტრაციის ფაზაში, აივ ინფექცია– შიდსი c3 კატეგორია, განლევის სინდრომი, გახანგრძლივებული დიარეა; ქრონიკული c ვირუსული ჰეპატიტი; ქრონიკული ფარინგიტი. პატიმრის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი იცავდა. მისი თქმით, შიდსის საწინააღმდეგო თერაპია გოჩა არჩაიამ თვითნებურად შეწყვიტა, რადგან, როგორც თავად აცხადებდა, მკურნალობისას პრეპარატებს ჰქონდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სისუსტე, თავბრუსხვევა, კიდურების ტკივილი და მოძრაობის გაძნელება. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატმა - ნინო ანდრიაშვილმა ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას გოჩა არჩაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და მისი სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. კომისიას ერთი თვის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ ადვოკატის დაინტერესების მიუხედავად, საქმე დღემდე არ განხილულა. მსჯავრდებული ადვოკატთან შეხვედრისას ითხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა მის ოჯახთან, შვილებთან და მეუღლესთან ერთად. ნინო ანდრიაშვილის თქმით, 2011 წლის ზაფხულამდე დამოუკიდებლად მიმართავდა შესაბამის უწყებებს სასჯელისგან გათავისუფლების თხოვნით. მას 2011 წლის ზაფხულში უპასუხეს, რომ მისი განცხადება კომისიას გადაეცა განსახილველად. გოჩა არჩაიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების არმიღებას ერთობლივი კომისია ადვოკატ ნინო ანდრიაშვილს იმით უხსნიდა, რომ კომისიის ყველა წევრის შეკრება ერთდროულად ვერ მოხერხდა. ადვოკატი იხსენებს, რომ ის კომისიაში არჩაიას ამბის გასარკვევად ყოველკვირა რეკავდა, თუმცა, უშედეგოდ. მსჯავრდებული 22 თებერვალს გარდაიცვალა. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებულია პატიმრებისადმი უგულისყურო დამოკიდებულებით და უყურადღებობით, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიას. იმედია, პატიმარ გოჩა არჩაიას გარდაცვალების ფაქტი უკანასკნელი იქნება და სამომავლოდ კომისია შეასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს - დროულად შეისწავლის მსგავს საქმეებს და სწრაფად მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს,” - აცხადებენ ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის თავმჯდომარეა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. კომისია სულ სამი წევრისგან შედგება. კონკრეტული საქმის განხილვისას კომისია ხელშეკრულებას აფორმებს ექიმებთან, რომლებიც შეისწავლიან კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და წერენ დასკვნას. ამ დასკვნის საფუძველზე კი გადაწყვეტენ პატიმრის სასჯელის გადავადების, ან მოხსნის საკითხს. წარდგენილ ბრალდებებზე საპასუხოდ განმარტებების გასაკეთებლად ”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, თუმცა, უშედეგოდ. ამავე თემაზე: პატიმარი, რომელიც გარდაცვალებამდე სიკვდილს ნატრობდა სრული ინფო(netgazeti.ge)
-
КХЛ оштрафовала уфимский хоккейный клуб "Салават Юлаев" на 100 тысяч рублей за задержку во время четвертого матча серии 1/8 финала Кубка Гагарина с казанским "Ак Барсом", который состоялся 5 марта. Во время этой встречи при переустановке ворот прорвало трубу и игру пришлось прервать на 40 минут. lenta.ru
-
Предпринимателя Владимира Барсукова приговорили к 15 годам колонии строгого режима за вымогательство. Потерпевшими выступают собственники торгового комплекса "Елизаровский". Ранее Барсуков был осужден на 11,5 с половиной лет за рейдерские захваты. Предпринимателя считают одним из лидеров преступного мира Петербурга. lenta.ru
-
Сергей Удальцов знает, как подобает вести себя русскому революционеру. Когда толпа протестующих вокруг него начала расходиться, лысый лидер радикальной группы «Левый фронт» забрался на каменный бортик пустого фонтана с мегафоном в руках. «Мы не расходимся! Мы не расходимся!», закричал он.
-
Сегодня вечером Джон Маккейн, сенатор от штата Аризона, – старший представитель республиканцев в сенатском Комитете по вооруженным силам – станет первым сенатором, открыто призывающим Соединенные Штаты нанести удары с воздуха для того, чтобы остановить насилие и кровавые бесчинства, совершаемые сирийским президентом Башаром аль-Асадом.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/putins-ulocaven.jpgსაფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და რუს ხალხს საუკეთესო სურვილები უსურვა. „დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენ პარტნიორობასა და დიალოგს, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გახდეს, ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ უფრო უნდა გამყარდეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობაც“, _ ნათქვამია სარკოზის განცხადებაში. სარკოზიმ გამარჯვებულ კანდიდატს მოუწოდა, გააგრძელოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის.<span style="font-size: 10pt;" />გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი პირადად დაურეკა ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადება ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა გააკეთა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/ashsh-mzadaa.jpgაშშ რუს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ულოცავს და მზად არის, ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ითანამშომლოს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქინფორმი