Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-presa.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ საქინფორმს აცნობებს, იგი ასრულებს დანაპირებს და ლოჯისტიკის ცენტრებს ქალაქის გარეუბნებში ხსნის. ასეთი ცენტრები ახლა უკვე ისანსა და ვარკეთილში ფუნქციონირებს.<span style="font-size: 10pt;" />ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ლოჯისტიკის შვიდი ცენტრი ფუნქციონირებს, საიდანაც ხუთი ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს. ძირითადი აქცენტი მომავალში გაკეთდება სწორედ გარეუბნებსა და პერიფერიებზე, სადაც პრესის ხელმისაწვდომობა, ცენტრალურ უბნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. საქინფორმი
  2. http://saqinform.ge/images/stories/analitics/FOSTA-MIMI.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ქვეყანაში პატიმრების სიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე უნდა დადგეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.<span style="font-size: 10pt;" />საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს ქართულ საპატიმროებში 140 პატიმარი გარდაიცვალა. საქინფორმი
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/sichibnava.jpg2020 წლისთვის საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა . როგორც სიჭინავამ აღნიშნა, 2014 წლისთვის უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წარედგინება უეფა-ს, თუ საქართველოს რომელ ქალაქებში გაიმართება ჩემპიონატი. მისივე ინფორმაციით, საუბარია თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე,ხოლო სამომავლოდ კიდევ ორი ქალაქი დაკონკრეტდება. სიჭინავამ ხუმრობით ისიც თქვა, რომ არ გამორიცხავს ამ ქალაქებს შორის ლაზიკაც იყოს. მისი განცხადებით, უეფა-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭიროა 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართული ფეხბურთისთვის ერთგვარი გამოწვევაა. “ეს არის ერთგვარი გამოწვევა ქართული ფეხბურთისთვის, ფედერაციას მოუწევს დიდი სამუშაოების გაწევა”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ. პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თურქეთში უეფა-ს კონგრესის ფარგლებში ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და სამომავლო სამუშაოებზე იმსჯელებენ. უეფამ “ევრო-2020″-ის მასპინძელი ქვეყანა 2014 წელს უნდა დაასახელოს. იხილეთ epn.ge
  4. http://saqinform.ge/images/stories/analitics/arno-analitic.jpgჩემს მეგობარსა და კოლეგაზე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორ არნო ხიდირბეგიშვილზე თავდასხმა მოხდა მის სამუშაო კაბინეტში რაღაც გაურკვეველი არსებების მხრიდან – საპატრულო პოლიციის თანდასწრებით. სურათზე: არნო ხიდირბეგიშვილი. ტუაპსე, 2010წ.<span style="font-size: 10pt;" />საქმე შემდეგშია: სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივმა რუსეთის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა, თანაც ამ მილოცვის არგუმენტირება მოახდინა. გასაგებია, რომ საქართველოს მმართველი ზედაფენისათვის, რომელმაც ხელისუფლება „ვარდების რევოლუციის“ გზით მიიტაცა, პუტინი მტერია. მაგრამ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, რომლის აზრი შეიძლება, რომ არ ემთხვეოდეს „ზედაფენის“ აზრს. ხოლო თავად ხალხი, როგორც ცნობილია შედგება ინდივიდუუმებისგან, პიროვნებებისგან, რომელთა შორისაც ასევე შეიძლება, არსებობდეს სხვაობები შეფასებებში. ასე და ამრიგად, „საქინფორმში“ მომუშავე პიროვნებებმა საქართველოსთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიიჩნიეს, გულითადად მიელოცათ რუსეთის კვლავ არჩეული პრეზიდენტ პუტინისათვის, რომელსაც საქართველოსთვის ომი არ გამოუცხადებია, ყოველთვის პატივისცემით და თბილად იხსენიებს ქართველ ხალხს და არ ამბობს უარს მომავალ პოსტსააკოიდურ ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობაზე. საქინფორმი
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/8marti-300x199.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/8marti1-300x194.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/8marti2-300x199.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/8marti4-300x199.jpgქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლმერნეობის მოედანზე დილიდან ყვავილების ბაზრობასთან ხალხმრავლობა შეინიშნება. ყვავილების ასორტიმენტითა და ფასებით „ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების საყიდლად მისულ მამაკაცებს მაღალი ფასები დახვდათ, ისინი ყვავილების შეძენას მაინც აპირებენ. ნარგიზების შეძენა იყო 50 თეთრიდან არის შესაძლებელი, ყოჩივარდებისა და იების ფასი 2 ლარიდან იწყება. ყვავილების გამყიდველების თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვარდები დილიდან იყიდება, რომლის ფასი 8 ლარიდან იწყება. სხვადასხვა ყვავილების თაიგული 30 ლარიდან იწყება. მეყვავილეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ვარდების თაიგულის ღირებულება 100 ლარიდან იწყება, ისიც საკმაოდ გაყიდვადია. ერთ-ერთი მყიდველის განცხადებით, მან მეუღლე 4 დღის წინ მოიყვანს და მისთვის ვარდებს 60 ლარად ყიდულობს. მისივე ვთქმით, თითქმის ყოველ წელს ყიდულობს ყვავილებს. „წინა წლებთან შედარებით ფასები მომატებულია, მაგრამ ჩემი მეუღლისთვის არაფერი მენანება’’, – განაცხადა მან. როგორც ირკვევა სარვამარტო მილოცვა არც თუ ისე იაფი ჯდება. იხილეთ epn.ge
  6. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg რუსეთის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი რეკორდულად მოკლე დროში, სამ დღეში გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვლადიმერ პუტინმა ხმათა 63,6 პროცენტით გაიმარჯვა. შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციამ მრავალათასიანი მიტინგი დაგეგმა და მოსკოვის მერიასთან 10 მარტის საპროტესტო მსვლელობა შეათანხმა. დედაქალაქის მთავრობამ საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სანქცია 50 ათას მონაწილეზე გასცა. მიტინგი წინა აქციებისგან განსხვავებული იქნება. ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების დასკვნებს და დარღვევებს მიეძღვნება. ამის შესახებ განცხადება ამომრჩეველთა ლიგამ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რადგან საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემის პროცესი არ იყო სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი. View the full article
  7. Результаты протоколов исправляли на уровне ТИКов, также были целые участки, где за кандидата от "Единой России" голосовали до 90% избирателей, сообщают активисты. "Реальный" процент голосов за Путина на малой родине - 52,26% голосов, полагает группа "Право выбра". Математика свидетельствует, что по стране должно быть 57,5%, а не 63,6%. newsru
  8. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg უკვე მეორე დღეა გურჯაანში დაკარგულ ქალს უშედეგოდ ეძებენ. 60 წლის ლილი ქიტოშვილი სახლიდან გუშინ, დღის 12 საათზე აფთიაქში წამლის საყიდლად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ის ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობდა, ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქიტოშვილს გზა აებნა. ამასთანავე, ახლობლების თქმით, მან რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა. View the full article
  9. დემოტივატორები გაგრძელებაშიწყარო: nightrider100.wordpress.com View ucnauri.com
  10. Президент РФ Дмитрий Медведев поздравил Владимира Путина с победой на президентских выборах. "Результат абсолютно убедительный, и он показывает, что граждане нашей страны доверяют тому курсу, который проводился нашим государством в последние годы", - заявил глава государства. lenta.ru
  11. ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში მსჯავრდებულ ქალთა თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული ქალები თექაზე მუშაობას №5 დაწესებულებაში მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში სწავლობენ. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. ექსპოზიცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დაათვალიერა. ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოში გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობების, ასოციაციის „ქალი და ბიზნესი“, საერთაშირისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ და ნორვეგიის ქალთა სწავლება „ნდობის“ ორგანიზებით ჩატარდა. მსჯავრდებულთა რეაბილტაცია, დასაქმება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ქალ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა პერმანენტულად იმართება და მიღებული თანხა მათივე ანგარიშზე ირიცხება. იხილეთ epn.ge
  12. /get_img?ImageId=6542 დღეს, 8 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალებს ქალთა დღე სოციალური ქსელით მიულოცა და წელიწადის 365 დღეც ქალთა დღედ გამოაცხადა. ”ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს! ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥,” - წერია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ”ფეისბუქზე.” 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის. 2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების რეზოლუციას. ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება. წყარო: ka.wikipedia.org სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x1991.jpg“ჩემი აზრით ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო!“,–ასე ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტს ქალბატონებს. საქართველოს პრეზიდენტმა 8 მარტი ქალბატონებს ფეისბუქის პირად გვერდზე მიულოცა. „ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს, როგორც პრეზიდენტი წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს!“,– ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  14. ჟურნალმა ”ფორბსმა” 2012 წლის მსოფლიო მილიარდერთა სია გამოაქვეყნა, სადაც 900 მილიონი დოლარით გაზრდილი ქონებით /get_img?ImageId=5078 ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. ”ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი 153–ე ადგილზეა 6.4 მილიარდში აშშ დოლარი ქონებით. გასულ წელს ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგინა, წელს კი მისი კაპიტალი 900 მილიონით გაიზარდა.”ფორბსი” წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” შექმნა და ის საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილი ამჟამად მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეობას ელოდება, იგი საფრანგეთში სიმდიდრით რიგით მეექვსე ადამიანია. წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის შესადგენად ჟურნალმა 1226 ადამიანის ქონება შეისწავლა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/kote_theater-1319025105_500-300x219.jpgკოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში თვეში ერხელ სპექტაკლები ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი. როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისაცხადებს, თეატრში სპექტაკლების სუბტიტრების ჩვენება პირველად მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა. მათივე ცნობით, სპექტაკლს ბევრი უცხოელი დაესწრო, რომლის შემდეგ გადაწყდა, რომ თვეში ერთხელ სპექტაკლები ინგლისური სუბტიტრებით იქნას წარმოადგენილი. 10 მარტს, თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი “ფაუსტი” ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი თეატრალური სარდაფისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტია, რომლის რეჟისორია ლევან წულაძე. იხილეთ epn.ge
  16. Пока в Латвии будут проходить шествия «бывших эсэсовцев», президента Латвии на торжества 9 Мая в Москве приглашать не нужно, заявил, выступая в Риге, известный в России политолог, журналист и сторонник власти Путина Виталий Третьяков.
  17. /get_img?ImageId=6642 კამპანიაში - „ეს შენ გეხება“ - მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივას ბუნდოვან და პრობლემურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამას არასაკმარისად მიიჩნევენ და უფრო მეტ ცვლილებას მოითხოვენ. კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციების განცხადებით, კანონში არ უნდა შევიდეს მხოლოდ ისეთი ცვლილებები, რომლებიც მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას შეეხება. მათივე თქმით, კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველა საკითხის განხილვა კანონში და არ უნდა შემოიფარგლოს მარტო ერთი საკითხის განხილვით. შესაბამისი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძის განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 5 მარტს განაცხადა, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არსებული დებულებები, შესაძლოა, ისე დაზუსტდეს, რომ მასში ნათლად ჩაიწეროს, რომ კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ. თუმცა კამპანიაში - ”ეს შენ გეხება” - ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება აღნიშნული კანონის შეცვლასთან დაკავშირებით მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს. არასამთავრობოების განცხადებით, არ უნდა მოხდეს კანონის ფორმულირების დავიწროება მხოლოდ ერთ საკითხზე, რადგან მათ (“ეს შენ გეხება!”) მიერ შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ,” ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ - მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია: • გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში, დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს; • დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გაწევენ ხარჯებს; • განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფლად მანიპულირების საშუალება; • დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, განისაზღვროს როლი იმისათვის, რომ ქონების დაყადაღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე; • შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა პირებისთვის; 7 მარტს გამართული პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე, აუცილებელია, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბრად კონკურენტულ გარემოში კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანია, რომ კანონში იყოს დამატებითი გარანტია, რათა არ შეიზღუდოს საერთაშორისო ფონდების საქმიანობა. “ამ მიმართულებით დისკუსია გრძელდება. კრიტერუმი იქნება შემდეგი: თუ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას უწყობს ხელს(რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას), მაშინ მასზე შეზღუდვა არ ვრცელდება. ორგანიზაციას თუ პოლიტიკური მიზანი აქვს და საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული, მაშინ ის დღევანდელი კანონის მიხედვით ჩაითვლება დაკავშირებულ პირად,” – აღნიშნული განმარტება მინაშვილმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკემბერში მიღებული სადავო კანონი მათ არ უწესებს შეზღუდვებს და, შესაბამისად, მათ არ ეხებათ. თუმცა ისინი ცალკეული ფორმულირების დახვეწას და კანონის შეცვლაზე მუშაობას მიესალმებიან. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს განცხადებით, არსებული კანონმდებლობა - ახლახან მიღებული კანონი “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” - არანაირ შეზღუდვებს არ უწესებს ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI). აღნიშნულის შესახებ ლუის ნავარომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან - აკაკი მინაშვილთან და ჩიორა თაქთაქიშვილთან – შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მონაწილეობით გაიმართა და ის ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს ეხებოდა. “მე როგორც ვიცი სამოქალაქო ორგანიზაციების კომენტარებისგან, მათი ძირითადი შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, პროცედურები, თუ რის მიხედვით ხდება ესა თუ ის მოქმედება აღნიშნული კანონმდებლობის ფარგლებში,” – აღნიშნა ნავარომ და აქვე დასძინა, რომ NDI განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იქნება, რადგან ის ემორჩილება იგივე კანონმდებლობასა და რეგულციებს, რაც საქართველოშია. ორგანიზაციის - ”ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (NIMD) - საქართველოში წარმომადგენლის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, შეხვედრაზე კანონთან დაკავშირებით განმარტებები, კვალიფიკაციები, დაზუსტებები იყო განხილული. “ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მოხდება მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები, რის შემდეგადაც ჩვენი პოზიციები დაზუსტდება. ჩვენ ველოდებით კანონზე შემდგომი მუშაობის გაგრძელებას. გვჭირდება დაზუსტებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს ორგანიზაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აღნიშნა ცუცქირიძემ. თუმცა მან არ დააკონკრეტა, წყვეტს თუ არა მისი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და პროექტებს. შეგახსენებთ, ლევან ვეფხვაძემ საინფორმაციო სააგენტო ”პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დაწესებული ახალი რეგულაციების გამო პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეექმნათ. ვეფხვაძის მტკიცებით, სწორედ ამ კანონის გამო ორგანიზაციამ, ”ნიდერლანდის ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისათვის”, შეაჩერა ”ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან” თანამშრომლობა. ორგანიზაცია აღნიშნულ პარტიას სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/map.kiribati-300x220.gifწყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო კირიბატი ფიჯიზე გადასახლებლად მიწის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანოტე ტონგმა განაცხადა. მისი თქმით, ფიჯის მთავრობასთან ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულზე – ვანუა-ლევუზე მიწის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, კლიმატური ცვლილებები კირიბატის მოსახლეობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლას ნიშნავს, რომელშიც მისი ქვეყანა დამარცხდება. თუმცა, BBჩ-ს ცნობით, კირიბატის მოსახლეობის ორ ათას კილომეტრში მდებარე კუნძულის გადასახლება მონუმენტალური შრომა იქნება. კუნძულოვანი სახელმწიფოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კირიბატის მოსახლეობის ნაწილი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადასახლებას საკუთარი სახსრებით შეძლებს. კირიბატის ტერიტორია 32 მარჯანის ატოლისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა წყნარ ოკეანეში იძირება. ზღვის დონის მუდმივი აწევის გამო ეს საფრთხე ყველა კუნძულს ემუქრება, რომლებზეც 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. იხილეთ epn.ge
  19. Президентские выборы в России уже в первом туре завершились без сюрпризов – убедительно победил прежний премьер-министр Владимир Путин. Перед выборами циркулировали смущающие разговоры о возможном втором туре, но полученные Путиным 63% следует расценивать, как неожиданно большой перевес.
  20. Госсекретарь США признала, что "на выборах был очевидный победитель", но велела Москве обратить внимание на претензии международных наблюдателей. Глава ЦИК Владимир Чуров считает, что эти претензии не так уж важны: главное, что думают россияне. Клинтон также объявила, что уступок Москве по поводу ПРО не будет. newsru
  21. /get_img?ImageId=6646 სტუდენტური დასაქმების პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსდა იმ დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი, სადაც ზაფხულში, ერთი თვის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. იმის მიუხედავად, რომ განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში სახელმწიფო და კერძო სტუქტურები, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა ბანკი მიიღებს მონაწილეობს, ვებ-გვერდზე, ჯერჯერობით, მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლებისა და იქ არსებული ვაკანსიების ჩამონათვალია. ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის გადარჩევა, დახარისხება, წიგნების დალაგება, პარკის გაწმენდა, გასუფთავება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დეკორაციების მოწესრიგება, საწყობის მოწესრიგება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ელექტროგაყვანილობის რეაბილიტაცია, სპორტული ცენტრის მომზადება სარემონტო სამუშაოებისთვის, სპორტული ცენტრის რემონტი, აგრარული უნივერსიტეტის შენობების სარემონტო სამუშოები - ეს და სხვა დანარჩენი ვაკანსია სტუდენტური დასაქმების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ ბაკალავრიატის იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი ექნება, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ. დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს. დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა. ამავე თემაზე: სტუდენტთა დასაქმება დასწრების პრინციპით სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60206.jpg საქართველო ნატოსთან ახალ დოკუმენტს აფორმებს – ურთიერთკავშირის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე მოეწერა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივ ქმედებებს ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების დროს. საუბარია კიბერ–უსაფრთხოებასა და თავდაცვაზეც. სხდომაზე დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების თემა, საუბარი იყო ავღანეთის ოპერაციაზეც. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაიდო ნატოს ოფიცილურ ვებ–გვერდზეც: `ჩვენ მივესალმებით წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს "აისაფის" ოპერაციაში და ვაფასებთ გადაწყვეტილებას, ქართველი სამხედროების რაოდენობის გაორმაგებასთან დაკავშირებით. დღეს კი გვაქვს საშულება, გავაღრმავოთ საქართველოსთან თანამშრომლობა,` აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი. View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60206.jpg საქართველო ნატოსთან ახალ დოკუმენტს აფორმებს. ურთიერთკავშირის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოეწერა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივ ქმედებებს ახალი საფრთხისა და გამოწვევების დროს. საუბარია კიბერუსაფრთხოებასა და თავდაცვაზეც. სხდომაზე დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების თემა, საუბარი იყო ავღანეთის ოპერაციაზეც. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაიდო ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზეც: `ჩვენ მივესალმებით წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს "აისაფის" ოპერაციაში და ვაფასებთ გადაწყვეტილებას ქართველი სამხედროების რაოდენობის გაორმაგებასთან დაკავშირებით. დღეს კი გვაქვს საშულება გავაღრმავოთ საქართველოსთან თანამშრომლობა,`- აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი. View the full article
  24. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60205.jpg მოსკოვში დემონსტრანტების დარბევის ფაქტი დაგმო ჰილარი კლინტონმა და რუსეთის ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მდივანი პირველად გამოეხმაურა. კომენტარი მან თავის პოლონელ კოლეგასთან ვაშინგტონში შეხვედრისას გააკეთა. `ეუთოს წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს რომ არცევნების პროცესში იყო გარკვეული დარღვევები, რაც აუცილებლად უნდა გამოიძონ. შეშფოთებას გამოვთქვამთ ორშაბათს მშიდობიანი დემონსტრანტების დაკავების გამო. მაგრამ არცევნებს ჰყავს აშკარა გამარჯვებული და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტად არცეულ პუტინთან მას მერე რაც ის უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება,` განაცხადა კლინტონმა. აქვე კლინტონმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალში ითანამშრომლოს ახალ პრეზიდენთან. ამასთანავე, მომავალ კვირას ნიუ–იორკში სერგეი ლავროვი ჩავა. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრების ერთ–ერთი მთავარი თემა სირია იქნება, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეუთანხმებელ საკითხად საერთაშორისო საზოგადოებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის. View the full article
  25. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60205.jpg მოსკოვში დემონსტრანტების დარბევის ფაქტი დაგმო ჰილარი კლინტონმა და რუსეთის ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მდივანი პირველად გამოეხმაურა. კომენტარი მან თავის პოლონელ კოლეგასთან ვაშინგტონში შეხვედრისას გააკეთა. `ეუთოს წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნების პროცესში იყო გარკვეული დარღვევები, რაც აუცილებლად უნდა გამოიძონ. შეშფოთებას გამოვთქვამთ ორშაბათს მშიდობიანი დემონსტრანტების დაკავების გამო. მაგრამ არჩევნებს ჰყავს აშკარა გამარჯვებული და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტად არჩეულ პუტინთან მას მერე, რაც ის უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება,`- განაცხადა კლინტონმა. მომავალ კვირას ნიუ-იორკში სერგეი ლავროვი ჩავა. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სირია იქნება, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეუთანხმებელ საკითხად საერთაშორისო საზოგადოებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის. View the full article
×
×
  • შექმენი...