planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.Geonews.ge/uploads/images/40773527cagareli.jpg ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, ჯეონიუს ექსკლუზიურად მოაწოდა მომავალი სამი თვის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ასტროლოგიური პროგნოზი.<p>2012 წელი დედამიწისთვის იქნება წყნარი და ამავე დროს ბობოქარი. ასტროლი გვპირდება, ბუნებრივ კატასტროფებს, ცვლილებებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოკლედ ეს წელი ადამიანებისთვის, მეტად დასამასხსოვრებელი იქნება თავისი მოვლენებით. უფრო კონკრეტულად კი ამის სესახებ თვით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოგითხრობთ. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/2133Gamofena%20-%208.3.12.jpgთბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა – კონკურსი გაიმართა. კონკურსი საქველმოქმედო აქციით დასრულდა და ფოტოების გაყიდვით შემოსული თანხა, საქართველოს ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის ანგარიშზე, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხა. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/2060lado-vardzelashvili-00123.jpgრა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და აზერბაიჯანმა იმისთვის, რომ 2020 წელს აქ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდეს. შესასრულებელ სამუშაოებზე საქართველოს სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსჯელობენ. სრულად ორიგინალი
-
/get_img?ImageId=6647 კარლოს სლიმი მექსიკელი მაგნატი, კარლოს სლიმი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეშია, წერს „ფორბსის“ ამერიკული გამოცემა. ჟურნალის ინფორმაციით, მექსიკელი მილიარდერის პირადი ქონება(ფული ტელეკომუნიკაციების ბიზნესით იშოვა) 69 მილიარდი აშშ დოლარია. მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ მფლობელი ბილ გეიტსი 61$ მილიარდით, შემდეგ კი უორენ ბაფეტი – 44$ მილიარდით. პლანეტის მილიარდერთა ოცეულში უოლტონების ოჯახის ოთხი მემკვიდრეა. ეს ოჯახი ამერიკაში „ვოლ–მარტ“–ის სუპერმარკეტების ქსელს ფლობს. ამ კომპანიის მსყიდველობითი კაპიტალი 95,4 მილიარდი აშშ დოლარია. მეტალურგიის მაგნატის, ინდოელი მილიარდერის, ლაკშიმ მიტალის კაპიტალი ბოლო ერთი წლის მანძილზე შემცირდა. მან დატოვა პლანეტის მილიარდერთა ათეული და 21–ე ადგილზე გადაინაცვლა. 22–ე ადგილზეა ჯორჯ სოროსი. მისი ქონება 20$ მილიარდად არის შეფასებული. საძიებო სისტემის „Google-ის“ დამაარსებლები, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, 24–ე ადგილს იყოფენ. მათი კაპიტალის მოცულობა 18,7$ მილიარდია. სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი კი პლანეტის უმდიდრესი ადამინების სიაში 17,5$ მილიარდით 35–ე ადგილზეა. უმდიდრესი ადამიანების ასეულში რუსეთის 13 მოქალაქე მოხვდა. ალისერ უსმანოვმა, რომელიც კომპანია „მეტალოინვესტს“ ფლობს, 28-ე ადგილი დაიკავა. მისი კაპიტალი 18,1$ მილიარდია. კამჩატკის გუბერნატორი რომან აბრამოვიჩი 68-ე ადგილზეა და მისი კაპიტალი 12,1$ მილიარდს შეადგენს. საფრანგეთის მოქალაქე, ყველაზე მდიდარი ქართველი - ბიძინა ივანიშვილი ”ფორბსის” მილიარდერთა ასეულში ვერ მოხვდა. მილიარდერთა ასეულს ასრულებს დიმიტრი რიბოლოვლევი 9$ მილიარდით. ივანიშვილი კი თავისი 6.4$ მილიარდით საქართველოში პირველია, საფრანგეთში - მეექვსე, მსოფლიოში კი - 153-ე. ამავე თემაზე: ივანიშვილის ქონება 900 მილიონით გაიზარდა სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Россия царская, советская, президентская... Правители России от начла XX века и до наших дней - краткий урок истории в фотографиях вождей и президентов.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/arno-free.jpgროგორც ცნობილი გახდა, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილზე საქინფორმის რედაქციაში, საპატრულო პოლიციისა და საქინფორმის თანამშრომლების თანდასწრებით, თავდასხმა განხორციელდა, რაც მისი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ძალადობის მუქარაში გამოიხატა, რასაც თავდამსხმელი სისრულეში მოიყვანდა, რომ არა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.<span style="font-size: 10pt;" />როგორც პატრულის თანამშრომლებმა აუხსნეს არნო ხიდირბეგიშვილს, ეს მისი ჟურნალისტური მოღვაწეობით იყო გამოწვეული. საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ მიულოცა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება, მის მობილურ ტელეფონზე, საქინფორმის საიტსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში გახშირდა ბინძური, მუქარის შემცველი ზარები, გზავნილები და კომენტარები. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/FOSTA-42-1.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატყობინებს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორგანიზაციის ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში სამდღიანი სემინარი იმართება. აღნიშნული სახის სემინარები საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა სოფელში ჩატარდა. <span style="font-size: 10pt;" /> პროექტი, რომელიც გერმანიის „საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ მხარდაჭერითა და ფონდ „ტასოს“ პარტნიორობით ხორციელდებოდა, დღეს დასრულდება. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/FOSTA-XATIAsVILI.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან ატყობინებენ, რამდენიმე დღის წინ ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ კომენტარისას განაცხადა, რომ სოლომონ ქიმერიძის სიკვდილის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე თავს იკავებდა, გაეკეთებინა საჯარო განცხადება. „შეშფოთებული ვარ ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მიერ სოლომონ ქიმერიძის მკვლელობის ფაქტის და, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, თითქოს სოლომონ ქიმერიძის სიკვდილი უბედური შემთხვევა ყოფილიყოს. გამოქვეყნდა, ასევე, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ადასტურებს სოლომონ ქიმერიძის არაძალადობრივი სიკვდილის ვერსიას“, – ნათქვამია განცხადებაში. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/TOPURIA.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. რუსეთში მოღვაწე მომღერალი ქეთა თოფურია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს: „მე მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა, პირადად პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და დიდ პატივს ვცემ, პოლიტიკაში კი არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი“.<span style="font-size: 10pt;" />განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია უკმაყოფილოა ჟურნალისტების არასწორი და არაპროფესიონალური დამოკიდებულებით მისი ინტერვიუების მიმართ. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/image001-300x200.jpgელიტ ელექტრონიქსი მომხმარებლებს, მხოლოდ 8 მარტს სპეციალური სარვამარტო საჩუქრებით დაასაჩუქრებს. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მიმდინარეობს აქციები,რომლის თანახმადაც ”ბოშისა” და ”გორენიეს” მსხვილი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ეძლევა ამავე ბრენდების წვრილი ტექნიკა შეიძინოს მხოლოდ 20 ლარად. ასევე,მხოლოდ წვრილი ტექნიკის მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ”ბოშისა” და ”გორენიეს” ბრენდების ყოველი მეორე წვრილი ტექნიკა 20%-იანი ფასდაკლებით და ყოველი მესამე 30%-იანი ფასდაკლებით. 9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მომხმარებელს უპრეცენდენტო ფასებს სთავაზობს კენვუდისა და გრეცის წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მიმდინარეობს ”ბოშის” ჭურჭლის სარეცხი მანქანის უპრეცენდენტო აქცია, მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს ”ბოშის” ჭურჭლის სარეცხი მანქანა და თუ არ მოგეწონა შენაძენი, ერთი თვის ვადაში კომპანია დაიბრუნებს მას უკან. ასევე ბოშის ნებისმიერი 500 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა საძინებლის თეთრეულის კომპლექტი. ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ექვსთვიანი 0% განვადებით, კომპანიის ქსელში წარმოდგენილ ყველა პროდუქციაზე. აქციები ძალაშია ”ელიტ ელექტრონიქსის” მთელს ქსელში, 18 მარტის ჩათვლით. იხილეთ epn.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/image001-150x150.jpg“ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებლებს, მხოლოდ 8 მარტს სპეციალური სარვამარტო საჩუქრებით დაასაჩუქრებს. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მიმდინარეობს აქციები,რომლის თანახმადაც ”ბოშისა” და ”გორენიეს” მსხვილი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ეძლევა ამავე ბრენდების წვრილი ტექნიკა შეიძინოს მხოლოდ 20 ლარად. ასევე,მხოლოდ წვრილი ტექნიკის მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ”ბოშისა” და ”გორენიეს” ბრენდების ყოველი მეორე წვრილი ტექნიკა 20%-იანი ფასდაკლებით და ყოველი მესამე 30%-იანი ფასდაკლებით. 9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მომხმარებელს უპრეცენდენტო ფასებს სთავაზობს კენვუდისა და გრეცის წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მიმდინარეობს ”ბოშის” ჭურჭლის სარეცხი მანქანის უპრეცენდენტო აქცია, მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს ”ბოშის” ჭურჭლის სარეცხი მანქანა და თუ არ მოგეწონა შენაძენი, ერთი თვის ვადაში კომპანია დაიბრუნებს მას უკან. ასევე ბოშის ნებისმიერი 500 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა საძინებლის თეთრეულის კომპლექტი. ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ექვსთვიანი 0% განვადებით, კომპანიის ქსელში წარმოდგენილ ყველა პროდუქციაზე. აქციები ძალაშია ”ელიტ ელექტრონიქსის” მთელს ქსელში, 18 მარტის ჩათვლით. argumenti.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/XUXAsVILII.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი.ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკაში წასვლას აპირებს. როგორც თავად განაცხადა, „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ თავმჯდომარეობის დატოვების მიზეზი სწორედ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება გახდა. ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ახლა მივიდა იმ ზღვარზე, რომ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს ქვეყანაში არსებული ბევრი უსამართლობის გამო. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/4421564-300x250.jpgგაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს გაერო-ს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” პრეზენტაციით აღნიშნავს. პროგრამის მიზანია, ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვას, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თემის დონეზე ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას შეუწყოს ხელი. აღნიშნული პროგრამის დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა “ქალთა საკითხი საქართველოში მე-19 – მე-20 საუკუნეების მიჯნაზე” გაიხსნა. გამოფენა წარსულში ქალთა საკითხის ირგვლივ გამართულ დებატებსა და მოსაზრებებს ეხმაურება და მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქართველ საზოგადო მოღვაწე ქალებს, მათ ისტორიებს, ნარკვევებს, წერილებს და პუბლიკაციებს, ასევე იმ მამაკაცებს წარმოაჩენს, რომლებიც ქალთა ემანსიპაციას უწყობდნენ ხელს. რაც შეეხება პროგრამას “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში”, იგი “შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” ხელშეწყობით განხორციელდება და ამ პროცესში გაერო-ს 3 სააგენტო, კერძოდ “გაერო-ს განვითარების პროგრამა”, “გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია” და “გაერო-ს მოსახლეობის ფონდი” მიიღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/20-150x150.jpgბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილი, თუმცა აჭარაში ოსმალი დამპყრობლის სიმბოლოს ხელახალ აშენებას მხოლოდ მართლმადიდებლები კი არა, საქართველოს მუსულმანთა დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელია. `ქართულ სიტყვა~ ორგანიზაცია `მსოფლიო ხალხთა ქრსტიანულ-მუსულმანური მეგობრობის~ თავმჯდომარეს, ჩვენს თანანმემამულე მურაზ ნაგიევს ესაუბრა. _ ბატონო მურაზ, აცხადებთ, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. თქვენი, როგორც მუსულმანის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება რამ განაპირობა? _ უპირველეს ყოვლისა, მინდა, `ქართულ სიტყვას~ მადლობა გადავუხადო, რომ ამ თემით დაინტერესდა… საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ჩემი მეუღლე ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანია… ორი შვილი გვყავს… მეუღლისათვის არასოდეს მითქვამს, რომ რწმენა შეეცვალა. ყველა ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ქართული სიტყვა მეთქმის. აზიზიეს მეჩეთის აშენება მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების პროვოცირებაა, ეს საკითხი პოლიტიკურ თემად გადაიქცა და ბატონმა ჯონდი ბაღათურუიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მწვავე განცხადებაც გააკეთა, ბათუმში აჭარის დამპყრობის სიმბოლო, აზიზიეს მეჩეთი არ უნდა აშენდესო. ბატონ ჯონდის ვეთანხმები… ეს თემა ადგილობრივ მუსულმანებშიც აქტუალურია და ისინი, რა თქმა უნდა, თანახმანი არ არიან, რომ აზიზიეც მეჩეთი აშენდეს, თუმცა ფაქტის წინაშე ვდგავართ _ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი მოწერილია და მეჩეთი აშენდება! _ ისე, აჭარაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის დაპირისპირება არსებობს? _ მუსულმანებისა და ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან , რომელიც რელიგიურ ნიადაგზეა დაპირისპირებული და ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ ამიტომ შეიქმნა. ჩემი აზრით, ამაში ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი დასავლეთის დავალებაა. დასავლეთს არც ქრისტიანული მხარე უნდა და არც _ მუსულმანური. მისი ინტერესია, რომ ხალხებს შორის დაპირისპირება მოხდეს და მერე თქვას, არც მუსულმანები და არც ქრისტანები ჭეშმარიტი რელიგიის წარმომადგემნელები არ არიანო. მუსულმანობა და ქრისტიანობა დაპირისიპირებას არ ქადაგებს. ყურანში არ წერია, მართლმადიდებელი ქრისტიანი შენი მტერიაო. ყურანის ნახევარი მარიამსა და იესოზეა, სიტყვა `ისლამი~ კი, იესოს მოძღვრებას ნიშნავს _ მუჰამედი იესოს მოძღვრებას ქადაგებდა. დროთა განმავლობაში, შაჰებმა ისლამი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს და ამიტომ არის დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. მედრესე მაქვს დამთავრებული, შემდეგ, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და პოლიტოლოგიას ვსწავლობდი. ამიტომ ჩემი შეხედულება სხვაა. სუნიტები შიიტებს ვერ იტანენ და შიიტები _ სუნიტებს. მე არც შიიტი ვარ და არც _ სუნიტი, მე მუსულმანი ვარ. მუჰამედის დროს არც იყვნენ შიიტები და სუნიტები. `მუსულმანი~ ღმერთის მორჩილს ნიშნავს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მუსულმანი, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ, რადგან აზიზიე აჭარის დამპყრობელი იყო. ისტორიულად შემორჩენილი ზიზიღი უნდა აღმოვფხვრათ, არადა, პირიქით ხდება. _ ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ აზიზიეს მეჩეთს კულტურული დატვირთვა ექნება, ანუ სალოცავი არ იქნება. თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს? _ კულტურის ცენტრი იმას ნიშნავს, რომ აზიზიეს მეჩეთში თურქების სპეცდანიშნულების სამსახური იქნება და იქიდან უხელმძღვანელებს მედრესეებს, მეჩეთებს. კულტურის ცენტრი იმიტომ უნდათ, რომ, ის, რასაც აჭარაში წლების განმავლობაში აკეთებდნენ, გააკონტროლონ. აჭარაში საკმარისზე მეტი მეჩეთი და მედრესეეა და ახალი მეჩეთი რისთვისაა საჭირო?! ეს უკვე რელიგიურ პროპაგანდასა და ხალხის გადაბირებას ნიშნავს. პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, აშკარაა, თურქები ამას რელიგიური მიზნებით არ აკეთებენ, მათი ინტერესი პოლიტიკურია და საჭირო დროს ამ გადაბირებულ ხალხს თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენებენ. თურქები გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად იკავებენ საქართველოს ზღვისპირა ზოლს აჭარაში და უნდათ, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მთლიანად მათი დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს, როგორც ფინანსური, ასევე, _ რელიგიური თვალსაზრისით. დღეს შავი ზღვის აუზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც შავი ბიზნესი იწარმოება. თურქები ცდილობენ, ადგილები მიითვისონ და თავი დაიმკვიდრონ საქართველოს ზღვისპირა ზოლში. _ ბატონო მურაზ, იმის თქმა გინდათ, რომ საქართველოში თურქული ექსპანისია იწყება და აზიზიეს კულტურული ცენტრი ბათუმში თურქების შტაბ-ბინა იქნება? _ კულტურული ცენტრები სწორედ ამ მიზნებით შენდება და იქმნება ხოლმე. ბათუმი ჩვენი თითქმის აღარაა _ ფორმალურადაა საქართველოში. სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ყველაფერი თურქებისაა და, რა თქმა უნდა, აზიზიეს კულტურული ცენტრი ყველაფერ ამის დაგვირგვინებაა. ცნობისთვის: 4 მარტს, ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა სულთა საოხად და ბათუმში, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების მცდელობის წინააღმდეგ წირვა აღავლინა, რომელსაც მხოლოდ მართლმადდებლები კი არა, მუსულმანებიც ესწრებოდნენ… მარიკა კახაძე გაზეთი `ქართული სიტყვა~ სტატია ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/sshot8vzv-150x150.pngმეთერთმეტეკლასელი მიხეილ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ტარას შავშიშვილმა 2011 წლის 13 ოქტომბერს სკოლიდან იმიტომ გარიცხა, რომ თანაკლესელს გამოექომაგა. მოსწავლეობაწართმეული ალექსიძის საკითხი `ქრისტიან-დემოკრატმა~ გიორგი თარგამაძემ პარლამენტში მისული პრეზიდენტის წინაშე დააყენა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი საქმეში გარკვეულიყო, მოზარდს ხულიგანი უწოდა. არსებობს თუ არა მიხეილ ალექსიძის `ხულიგნობის~ დამამტკიცებელი საბუთი და ვინ მფარველობს 53-ე საჯარო სკოლის დირექტორ ტარას შავშიშვილს? `ქართული სიტყვა~ მიხეილის დედას, ლალი ლეკიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან მისი შვილის ისტორიის გახმოვანებას არ ელოდა… _ ქალბატონო ლალი, სააკაშვილმა განაცხადა, ალექსიძე დირექტორს `გაექაჩა~, ახლა კი, სხვა სკოლაში არ გადადის და სწავლა მხოლოდ ვაკეში უნდაო…… _ ეს ე.წ დიდი რეფორმატორის, ტარას შავშიშვილის ვერსიაა… ეს ინციდენტი რომ მოხდა, შავშიშვილი სკოლის დირექტორად ორი კვირის დანიშნული იყო. სხვათა შორის, სკოლის დირექტორად დაინიშნა თუ არა, მშობელთა გაერთიანებული კრება მოიწვია და განაცხადა, ფსიქოლოგი, პროფესორი და რეფორმატორი ვარ, მოზარდებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, შაშკინთან ვმეგობრობ და დირექტორად დამნიშნა. მაქვს პროგრამა, რამელიც სკოლიდან რამდენიმე მოსწავლის გარიცხვას ითვალისწინებს, თან მოსწავლე ისეთი მიზეზით იქნება გარიცხული, ბევრიც რომ ეცადოს, არც ერთი საჯარო სკოლა არ მიიღებსო. ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი, ეს ინცინდენტი მოხდა და შავშიშვილმაც დანაპირები სისრულეში მოიყვანა _ სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი გაათავისუფლა და ზედ მოსწავლეებიც მიაყოლა, მათ შორის, ჩემი შვილის თანაკლასელი ირაკლი მჭედლიშვილიც, რომელიც, ასევე, უსამართლოდ გარიცხა. _ მჭედლიშვილის გარიცხვის საბაბი რა გახდა? _ ქიმიის მასწავლებელმა, პატარა შელაპარაკების გამო, კლასიდან გაუშვია. მანდატურმა კი, დირექტორთან მიიყვანა. ბატონმა ტარასმა მჭედლიშვილს განუცხადა, წინა დღეებში ბიჭები რომ გავრიცხე, შენნაირი მოძველბიჭო ელემენტები იყვნენ და შენც მათ ბედს გაიზირებო… ბავშვებმა მოილაპარაკეს, დირექტოთან მისულიყვნენ და ეთხოვათ, რომ ირაკლი არ გაერიცხა, მაგრამ შავშიშვილმა კლასის ერთსულოვნება `კარგ ტონად~ არ ჩათვალა, პატრული გამოიძახა. მოსწავლეებმა ჰკითხეს, პატრული რატომ გამოიძახეთო. შავშიშვილმა უპასუხა, მაღალ კლასში სწავლობთ და, ინცინდენტი რომ არ მოხდეს, თავდაცვის მიზნით გამოვიძახე და ვინმეს პრეტენზია ხომ არ გაქვთო. ჩემს შვილს, მიხეილ ალექსიძეს და მის მეგობარს უთქვამთ, ირაკლი 15 წლისაა, ისედაც რამდენიმე სკოლა აქვს გამოცვლილი და ხელის ერთი მოსმით ნუ გაიმეტებთო. არ მომწონს, მოსწავლე ჩემს წინააღმდეგ რომ გამოდის. ამიტომ, შენც მიჰყვები თანაკლასელსო, გაბრაზებულა დირექტორი… ამი შემდეგ მე დამირეკეს და სკოლაში 5 წუთში მივვარდი. კიბეზე მანდატურები შემხვდნენ და დამამშვიდეს, ნუ ღელავთ, ქალბატონო, მიხეილს არაფერი დაუშავებია, მხოლოდ გარიცხულ თანაკლასელს გამოესარჩლაო. კლასის დამრიგებელმაც იგივე მითხრა… ამასობაში, დიირექტორის კაბინეტიდან მიხეილი გამოვიდა და შევკითხე, თუ რამე დააშავე, მზად ვარ, დირექტორს ბოდიში მოვუხადო-მეთქი, მაგრამ მიხეილმა ამიხსნა, არაფერი დამიშავებია, თანაკლასელს ვიცავდიო, ტარას შავშიშვილმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ულტიმატუმი წამომიყენა, ორ არჩევანს გთავაზობთ _ ან გადაიყვანეთ თქვენი შვილი ახლომდებარე კერძო სკოლაში, ან აღვძრავ სისხლის სამართლის საქმესო. შოკში ჩავვარდი… შავშიშვილმა მანდატურს უთხრა, ახლავე გამოიძახე პატრული, რომ დააფიქსიროს, თუ როგორ შემომივარდნენ კაბინეტში, მაგინეს და დამემუქრნენო. ვუპასუხე, ამ სიცრუისა და თქვენი არასოწრი გადაწყვეტილების გამო, საქმის კურსში განათლების მინისტრსა და პრეზიდენტს აუცილებლად ჩავაყენებ-მეთქი… _ ქალბატონო ლალი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვენს ვაჟს ხულიგანი უწოდა, განაცხადეთ, ამან მიხეილზე ცუდად იმოქმედა და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეაო… _ დიახ, ჩემმა შვილმა ყველაფერი ეს ძალიან განიცადა. ამ თემაზე შინ აღარ ვლაპარაკობთ, რადგან ბავშვი გაღიზინებული და დათრგუნულია. თავის დროზე, როცა მიხეილის დასაცავად თანაკლასელებმა საპროტესტო აქციები გამართეს, გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის, მთავარი პროკურორის, პარლამენტის თავჯდომარისა და სახალხო დამცველის სახელზე კოლექტიური წერილი გაგვეგზავნა, მაგრამ ამ წერილს მხოლოდ სახალხო დამცველი გამოეხმაურა და სამართლიანი დასკვნა `დადო~, სადაც წერია, რომ ტარას შავშიშვილის მხრიდან დისციპლინარული კომიტეტის წევრებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ანუ დირექტორი მათ ჰპირდებოდა, თუ მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის ბრძანებას ხელს მოაწერთ, მას არ დავაჭერინებო. რაც შეეხება 77-ე სკოლას, ორი კვირის წინ განათლების რესურსცენტრს მივმართე და ვთხოვე, რომ მიხეილისთვის მეთერთემეტე კლასის გამოცდების ექსტერნად ჩაბარების საშუალება მოეცა. თავის დროზე ტარას შავშიშვილი დამემუქრა, ვნახოთ, შენი შვილი გამოცდებს ექსტერნად როგორ ჩააბარებსო. ამის მომსწრეა სკოლის კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელი. მოკლედ, რესურსცენტრიდან მაცნობეს, რომ მიხეილი გამოცდების ჩასაბარებლად 77-ე სკოლაში დარეგისტრირდა. არადა, ჩვენ 53-ე სკოლას ვითხოვდით. აშკარაა, აქაც ბატონი ტარასის ინტერესები იქნა დაცული. _ თქვენი მეორე შვილიც 53-ე სკოლაში სწავლობს, არა? _ დიახ… ჩემი მეორე შვილი 13 წლისაა და დირექტორმა ახსნა-განმარტება უკვე ორჯერ დააწერინა. _ რატომ? _ ერთხელ, ბავშვმა საჭირო ოთახში გასვლა მოინდომა და შენიშვნა ამის გამო მიიღო. მეორედ კი, იცინოდა და ამის გამო უსაყვედურეს… ტარას შავშიშვილი არაერთხელ დამემუქრა, მეორე შვილზეც დაგიწერ ოქმს და სკოლიდან მასაც გაგირიცხავო. _ `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ განცხადებით, ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით პრეზიდეტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია… _ პრეზიდენტმა ჩემს შვილს ხულიგანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უწოდა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვან მოსწავლეს, რომელსაც სწავლის საშუალებას არ აძლევენ. _ ქალბატონო ლალი, რამდენიმე სკოლა მზადაა, რომ თქვენი შვილი მიიღოს. რას აპირებთ, რომელ სკოლაში განაგრძობს მიხეილი სწავლას? _ სკოლების შემოთავაზებაზე მედიით შევიტყვე და იმ სკოლების დირექტორებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ე.წ ქურდული მენტალიტეტის მოზარდი თავიანთ სკოლაში მიიღონ, მადლობას ვუხდი, მაგრამ უბრალოდ, პრინციპისა და ღირსების საკითხია, რომ მიხეილ ალექსიძე იგივე სკოლაში აღადგინონ, საიდანაც უკანონოდ გაირიცხეს! ჩემი შვილი სწავლას მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელბს, თუკი გარიცხვის ბრძანების გაუქმების შესახებ სამართლებრივი დავის გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება, ესაუბრა ნათია ლებანიძე სტატია ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60207.jpg რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და აზერბაიჯანმა იმისთვის, რომ 2020 წელს აქ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდეს. შესასრულებელ სამუშაოებზე საქართველოს სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსჯელობენ. ფეხბურთის ფედერაციაში კი ამ თემაზე განცხადება გაკეთდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა ტურნირის მონაწილეები 12 საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო მოედნითა და 24 სპორტული ბაზით უნდა უზრუნველყონ. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას უკვე მიმართა ინიციატივით, რომ შეიტანონ ერთობლივი განაცხადი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით. `ამას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურები, დაახლოებით წელიწადნახევარიანი მუშაობა, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს კონცეფცია, გაკეთდეს ინფრასტრუქტურული პროექტები და უეფაში ორმა ქვეყანამ უნდა მოაწყოს პრეზენტაცია, სადაც უკვე შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ,`- განაცხადა მინისტრმა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკვე დაგეგმილია არაოფიციალური შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან, სადაც ყველა ის საკითხი შეთანხმდება, რომელზეც 21-22 მარტს უნდა მოხდეს შეთანხმება ეუფას სხვა წევრებთან; 2014 წლამდე უნდა დამტკიცდეს ქალაქები და გაკეთდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მომზადდეს ჩემპიონატის ლოგო, რომელის დასამტკიცებლად გადაეგზავნება უეფას. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/CE-po-futbolu.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. „თბილისი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს აზერბაიჯანის მილიმეჯლისში გამოსვლისას.<span style="font-size: 10pt;" />წელს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებენ, ხოლო 2016 წელს ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდება. მომდევნო, 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადების შეტანა წელს დაიწყება და მასპინძელი ქვეყანა, სავარაუდოდ, 2014 წელს გამოცხადდება. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/fpso-LOGO-300x230.jpg„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ ასრულებს დანაპირებს და ლოჯისტიკის ცენტრებს ქალაქის გარეუბნებში ხსნის. ასეთი ცენტრები ახლა უკვე ისანსა და ვარკეთილში ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით სულ შვიდი ლოჯისტიკის ცენტრი ფუნქციონირებს, საიდანაც ხუთი ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს. ძირითადი აქცენტი მომავალში გაკეთდება სწორედ გარეუბნებსა და პერიფერიებზე, სადაც პრესის ხელმისაწვდომობა ცენტრალურ უბნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. პროექტის „თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას“, ამჟამად, 86 რეალიზატორი ყავს დასაქმებული. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60208.jpg არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ `კრასნაია პალიანაზე` ვლადიმერ პუტინი დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის მოქმედ პირველ პირს მადლობა გადაუხადა გამარჯვების მილოცვისთვის. შეხვედრამდე დიმიტრი მედვედვმა მიმართვა გაავრცელა, სადაც არჩევნებში ვლადიმერ პუტინის შედეგს აბსოლუტურად დამაჯერებელი უწოდა. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. პუტინის განცხადებითვე, ის უკვე შეუდგა კონსულტაციებს მომავალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტს დიმიტრი მედვედევი დაიკავებს. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-saTaTbiro.jpgთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს აცნობებს,პარტიის ოფისში აფხაზეთის საზოგადოებრივი თანხმობის სათათბიროს შეხვედრა გაიმართა. საზოგადოებრივი სათათბირო მიზნად ისახავს ერთიანი ქართულ-აფხაზური საარსებო სივრცისა და საზოგადობრივი ერთიანობის აღდგენას.<span style="font-size: 10pt;" />შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და პარტიის წევრებმა განიხილეს დებულების სამუშაო ვარიანტი, სადაც ნათქვამია, რომ სათათაბირო უფლებამოსილია, იმოქმედოს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ იმ ქვეყნებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/423647_315206665207540-300x205.jpgდღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი საგარეჯოს მკვიდრს თამარ სუხიაშვილს სახლში ესტუმრა და ქალთა დღე წინასწარ მიულოცა. კვალიფიციური პედაგოგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ა.წ. 6 იანვარს სკოლიდან დაითხოვეს. სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილმა პედაგოგთა ღვაწლსა და მათ უდიდეს როლზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე საქართველოში წარსულს ჩაბარდება ის დრო, როდესაც მოქალაქეებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიან და სამსახურებიდან ათავისუფლებენ. იხილეთ epn.ge