Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/qsani-300x212.jpg“სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის ინფომაციით, ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმარი ხელკეტით გააუპატიურეს. აღნიშნული ორგანიზაციები, ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ დასჯას და იქ მყოფი პატიმრის პეტრე ივანოვის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ. ორგანიზაციების წარმომადგენლების კოკა კვინიკაძის და ლადო მაჭარაშვილის თქმით, პატიმარი პეტრე ოვანოვი დაწესებულების ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობით, თებერვალში ხელკეტით გააუპატიურეს. მათი თქმით, ამის შესახებ ორგანიზაციამ “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წერილი მიიღო თავად პეტრე ოვანოვისგან. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წერილი ჟურნალისტებსაც გააცნეს. “დაწესებულების თანამშრომელები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას. შემოვლის დროს მე, პეტრე ივანოვს, მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში და მეც გავყევი. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა, ანუ ცემა, რაც აქ იშვიათი რამ არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვიტანთ, რადგან აქაურ თანამშრომლებთან კონფრონტაციისა და რაიმე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, აბსოლიტურად დაუცველად ვგრძნობთ თავს. მაგრამ ფაქტი, რომელიც ჩემს მიმართ ჩაიდინეს, არანაირი ადამიანური ღირსების საზღვარში არ თავსდება. კერძოდ, იქ მყოფმა პიროვნებებმა არადამიანური ცემის შემდეგ ე.წ. დუბინკით მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ, რომ თუკი ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ. შემდეგ ისევ მცემეს, რის შემდეგაც გავითიშე და რომ გამოვფხიზლდი გათენებული იყო. 16 დღე ვიმყოფებოდი აბსოლიტურ იზოლაციაში და უკიდურესად სასოწარკვეთილებაში”, – აღნიშნულია პეტრე ივანოვის წერილში. პეტრე ივანოვი წერილში ასახელებს დაწესებულების ხელმძღვანელობის გვარებს. მისი თქმით ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფანჯიკიძე და დიმა ჩხეიძე უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. “ამის გახმაურება, რაც თქვენ გაცნობეთ, არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად”, – აღნიშნულია პეტრე ივანოვის წერილში. კვინიკაძისა და მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სახალხო დამცველს და პატიმარ პეტრე ივანოვთან ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრა მოსთხოვეს. იხილეთ epn.ge
  2. Президент предложил начальнику цеха "Уралвагонзавода" Игорю Холманских занять должность, ставшую вакантной из-за отставки губернатора Мишарина."Я видел, как Вы активно включились в критическую работу", - заявил Путин. Нижнетагилец согласился: "Предложение принял, дальше будем работать". newsru
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/qartuli_ocneba-300x225.jpg„ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციას მერიიდან მალხაზ კუნელაური დაესწრება. შეხვედრაზე, სადაც კუნელაური წარადგინეს, “ქართული ოცნების” 27 მაისის აქციის ორგანიზატორი, “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე, ზვიადი ძიძიგური, კოალიციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზაქარია ქუცნაშვილი და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელიც იმყოფებოდნენ. “შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა, აქციაში მონაწილების მიღების მსურველ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, დააყენეს შემდეგი საკითხები: თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობისთვის სათანადო დროის გამოყოფა (2012 წლის 27 მაისის 01.00 საათიდან) და შესაბამისი პირობების შექმნა (სამუშაოების წარმოებისათვის გზის გადაღობვა); ელექტროგახმოვანებისთვის ელექტროენერგიის წყაროებსა და რადიოფიცირების სისტემაზე დაშვების საკითხი; ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ამაღლებული სცენების და დაცული ადგილების შექმნა; სხვადასხვა ტექნიკური საკითხები”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური. კოალიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს შეხვედრა თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, რათა 27 მაისს მანიფესტაციისა და შეკრების ჩატარებისას, ქუჩების დროებით გადაკეტვის გამო, მაქსიმალურად იქნას არიდებული ე.წ. საცობები. “შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 1 მაისს, მერიას წარუდგინა გაფრთხილება და, ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით უფლებამოსილი წარმომადგენელის გამოყოფა მოსთხოვა. იხილეთ epn.ge
  4. 13:06 08.05.2012 რადმდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოშო "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. http://1.bp.blogspot.com/-caK_P95OPfY/T7YsVe_fRoI/AAAAAAAAHM0/OzQ3rdapyCs/s200/soso%2BmanjaviZe.jpg17 მაისს, გეი აღვლუმის მსვლელობითვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული მანჯავიძე სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ დღეს, კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანჯავიძე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მოძრაობის ოფისში შედიოდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  5. /get_img?ImageId=7481 "ლეიბორისტული პარტიის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი "საქართველოს რკინიგზის" 25 პროცენტის ლონდონის ბირჟაზე გატანას ხელისუფლების ბიზნეს-ინტერესებს უკავშირებს. შატბერაშვილის განცხადებით, ამ სტრატეგიული ობიექტის დაპატრონება პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას სურს: "ალასანია ამ დრომდე არაფორმალურად კურირებდა რკინიგზას. ამ აფიორის განხორციელებას აპირებენ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კამპანიის მეშვეობით, რაც საუკუნის დანაშაულის ტოლფასია". შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს. მისი თქმით, რუსეთის ინტერესები ამ ობიექტის მიმართ კარგახანია არსებობს. რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია. ასეთი დერეფანი კავკასიის არც ერთ ქვეყანას არ აქვს. რუსეთმა უკვე ჩაიგდო ხელში სომხეთის რკინიგზა და აკონტორლებს "საქართველოს რკინიგზის" აფხაზეთის მონაკვეთს." "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თემურ ალასანია არაოფიციალურად ფოთის და ბათუმის პორტების და აეროპორტების ბიზნესპარტნიორია. მას ასევე ბიზნესინტერესები აქვს "კვარციტში" და "მადნეულში". "ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილს და თემურ ალასანიას აფრთხილებს: "როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ყველა სტრატეგიული ობიექტი და პირველ რიგში რკინიგზა ჩამოგერთმევათ. ამიტომ წყალში არავინ გადაყაროთ ფული",– აცახდებს შატბერაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/tavisufali-demokratebi.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერმა დავით ონოფრიშვილმა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში გამართა. პარტიის პერსსამსახურის ინფორმაციით, ის კონგრესმენებს თეოდორ დოიჩს ფლორიდას შტატიდან და დანა რორაბახერს კალიფორნიიდან შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. “კონგრესმენების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების და კონტროლის პალატის არადემოკრატიულმა ქმედებებმა. საუბარი შეეხო “ქართული ოცნების” მხარდაჭერთა პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს”, -აცხადებენ პრესსამსახურში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ონოფრიშვილის გამოსვლა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში. იხილეთ epn.ge
  7. /get_img?ImageId=7482 დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს. იურისტ ლადო მაჭარაშვილის თქმით, მათთან, ორგანიზაციაში რამდენიმე დღის წინ მივიდა 25 წლამდე მამაკაცის ყოფილი თანასაკნელი, რომელმაც მათ გადასცა ციხიდან გამოგზავნილი წერილი. წერილში, რომელიც 2012 წლის 24 თებერვლითაა დათარიღებული, ავტორის მიერ აღწერილია ცემისა და გაუპატიურების ფაქტი ციხის თანამშრომლების მხრიდან. როგორც ლადო მაჭარაშვილი ამბობს, პატიმარი მზადაა, რომ მისი ისტორია ცნობილი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის და უფლებადამცველებისთვის, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წერილში, ასევე, ღიად წერია პატიმრის სახელი და გვარი. მიუხედავად ამისა, ”ნეტგაზეთი” მიზანშეუწონლად მიიჩნევს გაუპატიურების მსხვერპლის ვინაობის საჯაროდ გავრცელებას. "მოგახსენებთ, რომ 24.02.12-ში ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომლები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას, შემოვლის დროს მე ***** -ს მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში და მეც გავყევი. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცყოფა და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცყოფა ანუ ცემა, რაც აქ იშვიათი რამ არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვიტანთ იმის გამო, რომ აქაურ თანამშრომლებთან კონფროტაციის და რაიმე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში აბსოლიტურად დაუცველად ვგრძნობთ თავს, მაგრამ ფაქტი, რომელიც ჩემს მიმართ ჩაიდინეს არანაირი ადამიანური ღირსების საზღვრებში არ თავსდება, კერძოდ: იქ მყოფმა პიროვნებებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ ე.წ. “დუბინკით” მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ თუ ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ... შემდეგ ისევ მცემეს რის შემდეგაც გავითიშე და რომ გამოვფხიზლდი უკვე გათენებული იყო, მე კი ისევ იმავე ოთახში, ე.წ “ ნარუჩნიკით’ გაბორკილი ვეგდე იატაკზე, შემდეგ გადამიყვანეს ე.წ. ზონის შენობაში და ჩამკეტეს მარტო იზოლირებულ საკანში. რამოდენიმე დღის შემდეგ, გადავწყვიტე მიმეყენებინა თვით დაზიანება იმ მიზნით, რომ როგორმე მომექცია ვინმეს ყურადღება, მაგრამ არც ამან გამოიღო არანაირი შედეგი და 16 დღე ვიმყოფებოდი აბსოლიტურ იზოლაციაში და უკიდურეს სასოწარკვეთილებაში,"- წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ”მოგახსენებთ, რომ ამ დაწესებულების მმართველებს ესენი არიან: ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში ამ პირობებში ამის გახმოვანება და გახმაურება, რასაც თქვენ გაცნობებთ არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად, რადგან ესენი რასაც დამემუქრნენ, არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ამათთვის ამის სისრულეში მოყვანა და აქ შიგნითაც არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც ამათ შეაჩერებს და შესაბამისად მე დამიცავს ამ შემთხვევაში. მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს ამბავი ეცნობოს ყველა ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივ თუ საერთაშორისო, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ მივმართო უკიდურეს ზომას...”- ასე ასრულებს ციხიდან გამოგზვნილ წერილს ავტორი. ადვოკატ ლადო მაჭარაშვილის თქმით, ის დღეს დილით ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შეხვდა აღნიშნულ პატიმარს და მისგან მიიღო დასტური, რომ ციხიდან გამოგზავნილი წერილი ნამდვილად მისი დაწერილია და მას სურვილი აქვს, რომ უფლებადამცველები ჩაერთონ მის საქმეში, ასევე, ეს ამბავი გახმაურდეს მედიაში. მაჭარაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული პატიმარი თავის მოკვლას არ აპირებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ორგანიზაცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” მოითხოვს, რომ წერილის ავტორი პატიმარი სასწრაფოდ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში და დაისაჯონ მასზე მოძალადე ციხის თანამშრომლები. ორგანიზაციის წარმომადგენელების თქმით, სახალხო დამცველის ოფისი უკვე საქმის კურსშია. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ომბუდსმენის ოფისმა პატიმრის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო და შესაბამისად, ამჟამად ისინი ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყოფებიან ადგილზე სიტუაციის შესასწავლად. შესაბამისად, ომბუდსმენის ოფისის განცხადება მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება სასჯელაღსურლების სამინისტროს, უწყების პრესსამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. მოსკოვში ერთ-ერთი რესტორანში”Бакинский бульвар”-ში ქართველი მამაკაცი მოკლეს. “Интерфакс”- ის ინფორმაციით, რესტორანში კონფლიქტი სხვადასხვა მაგიდასთან მსხდომ სტუმრებს შორის მოხდა, რაც შემდეგში მკვლეობით დასრულდა. კობა მამაშირაშვილი რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც გვერდზე მაგიდათან მჯდომმა მამაკაცმა დანით ჭრილობა მიაყენა და ადგილზევე გარდაიცვალა. დაჭრილია ასევე მისი მეგობარი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი და მისი მეგობრები, რომლებიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები არიან, ადგილიდან ფორდის მარკის ავტომობილით მიიმალნენ. მანქანა ძებნაშია გამოცხადებული. იხილეთ epn.ge
  9. გოგი ლორთქიფანიძის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/7183-gareji-1-300x200.jpgაზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან იუწყება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირვანდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ, თუმცა მომლოცველებს მონასტერ უდაბნოს ტერიტორიაზე ამჯერად ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს დავით გარეჯის კომპლექსში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები იმყოფებიან, რომელიც ვიტარების შესწავლას ადგილზე ეცდებიან. იხილეთ epn.ge
  11. 14:13 18.05.2012 შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე უკვე გაათავისუფლეს. http://4.bp.blogspot.com/-UJYlzOvap2A/T7YgsKWnnnI/AAAAAAAAHMk/sqr3zv1zpL8/s200/utiashvii.jpgროგორც უტიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მანჯავიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. სოსო მანჯავიძის ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს შსს ინფორმაციას და აცხადებს რომ სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  12. 13:55 18.05.2012 დღეს 12:00 საათზე კინოს სახლის შესასვლელთან პოლიციის თანამშრომლებმა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე დააკავეს. http://1.bp.blogspot.com/--2zSOi0H7RU/T7YcaiciCZI/AAAAAAAAHMQ/LzwDpWsf3CM/s200/soso%2Bmanjavidzee.jpgმანჯავიძე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, თუმცა დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მანჯავიძეს ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე იცავს. წინასწარი ინფორმაციით სასამართლო პროცესი დაახლოებით 30 წუთში დაიწყება. უახლეს ცნობებს მედია–კავშირი „ობიექტივი“ ოპერატიულად შემოგთავაზებთ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს. როგორც უტიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, სოსო მანჯავიძე სასამართლო პროცესიდან, დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლეს. "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრები, სოსო მანჯავიძის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. Блоги облетело письмо анонимного пилота о нормотворчестве Минтранса: "Завтра мы начнем убивать вас, россияне". В Общественной палате согласны, что в отрасли творится неладное: "Состояние у нас плачевное. Отсутствие собственного жилья даже у космонавтов МКС - это тоже человеческий фактор". newsru
  15. 12:45 18.05.2012 რამდენიმე წუთის წინ "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი სოსო მანჯავიძე დააკავეს. http://2.bp.blogspot.com/-mMZdWDvnO6A/T7YL2LiFv0I/AAAAAAAAHL8/EJ7Mj4n_Bt4/s200/soso%2Bmanjavidze.jpgკინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანჯავიძე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მოძრაობის ოფისში შედიოდა. არსებული ინფორმაციით სოსო მანჯავიძე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი. მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია "წინააღმდეგობის მოძრაობას". მანჯავიძის დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია. შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მოწყობის საშვალება არ მისცა და თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებს მეცნიერთა აკადემიის შენობასთან გზა გადაუკეტა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  16. პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ ქალაქ თბილისის მერიასთან სპეციალური განცხადება გააკეთა: “ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს აღმაშენებლის გამზირზე და მარჯანიშვილის მოედანზე. ძალიან უხარისხოდაა გარემონტებული შენობები და მათი უმეტესობა უკვე ძალიან სერიოზულადაა დაზიანებული. ასევე, მოვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება პუშკინისა და ვერცხლის ქუჩებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასეთივე რეაბილიტაცია მიდის”, – განაცხადა აბაშიძემ. კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა თბილისის მერიაში ოფიციალური წერილიც დატოვა, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაციებზე დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს: “ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესები იყოს ღია. გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საერთოდ ვითხოვთ გამჭვირვალეობას, რომ ვამხილოთ ხელისუფლება, რომ უხარისხოდ გააკეთა ის, რაც გააკეთა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. /get_img?ImageId=7477 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო. არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში, პირველი ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ჩატარდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ შეფასების მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება, რომელიც მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად წარმატებულია არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011-2012 სასწავლო წელს განხორციელებული რეფორმები. ეროვნული შეფასების ჩასატარებლად, სამინისტროს ინფორმაციით, არაქართულენოვანი სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა და მასში მონაწილეობა 73 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 1000-მა პირველკლასელმა, მათმა მშობლებმა, ქართული ენის 100-მა მასწავლებელმა და 100 ქართულენოვანი მოხალისე და სკოლების დირექტორებმა (73) მიიღეს. "ეროვნული შეფასებისას მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარი. სპეციალური კითხვარები შეავსეს ეროვნული შეფასების უფროსმა მონაწილეებმა (მშობლებმა, ქართული ენის მასწავლებლებმა, ქართულენოვანმა მოხალისეებმა და დირექტორებმა), სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ენის სწავლებისა და გატარებული რეფორმების მიმართ. ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდება, რამდენად ეფექტურია არაქართულენოვან სკოლებში დანერგილი სიახლეები, როგორია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე ქართული ენის შესწავლის მხრივ, როგორია შეფასებაში მონაწილე ჯგუფების დამოკიდებულება გატარებული რეფორმების მიმართ. ივნისის დასაწყისიდან მომზადდება ანგარიში, დასკვნები და რეკომენდაციები,"- ნათქვამია სამინსიტროს ინფორმაციაში. პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს. მინისტრის განცხადებიდან, რამდენიმე კვირაში, სამინისტრომ პირველი ეროვნული შეფასების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პირველკლასელთა 70 %–მა უმაღლესი შედეგი აჩვენა. რაც შეეხება საერთაშორო კვლევებს, შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო ერთ–ერთ ბოლო ადგილზე მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასებაში განათლების რეფორმის შემდეგ, განაცხადა, რომ საქართველო უარს ამბობს საერთაშორისო კვლევაზე და შიდა, ეროვნულ კვლევებზე გადადის, ვინაიდან, დიმიტრი შაშკინის თქმით, საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგიას არ ეთანხმება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აღნიშნულ მოსაზრებას განათლების საკითხებში ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. /get_img?ImageId=7479 doiCe bankma (Deutsche Bank) Tibisi banki daasaxela saukeTeso bankad evrosa da dolarSi savaluto gadaricxvebis maRali xarisxis maCveneblis mixedviT da ,,2011 STP Excellence Award” sertifikati gadasca. doiCe bankis wlevandeli jildo gansakuTrebulia, vinaidan Tibisi bankmawels pirvelad miiRo evroSi gadaricxvebis maCveneblis mixedviT umaRlesi xarisxis serTifikati. rac Seexeba dolarSi gadaricxvebs, Tibisi banki am maCveneblis mixedviT ukve meeqvsed dajildovda doiCe bankis mier. es faqti erTmniSvnelovnad miuTiTebs, rom am xnis ganmavlobaSi, banki stabilurad inarCunebs momsaxurebis maRal dones. xarisxis sertifikatis miniWeba xdeba wina wlis monacemebze dayrdnobiT da iTvaliswinebs, rogorc savaluto davalebebis efeqtur ganxorcielebas, aseve Sesrulebuli gadaricxvebis raodenobas. STP (Streight Through Payments) warmoadgens savaluto davalebas, romelic Camoyalibebuliadgens savaluto davalebas da a ac. aseve, xs, aseveuts ofilebs doiCe bankis moTxovnebs da ado davelebebis klirings. Camoyalibebulia sviftis standartebis Sesabamisad da sruldeba avtomaturad, korespondenti bankis mxridan yovelgvari Carevis gareSe. Tibisi bankisTvis miniWebuli xarisxis umaRlesi jildo, kidev erTxel adasturebs, rom banki srulad akmayofilebs saerTaSoriso safinanso institutis moTxovnebs da momavalSic ganapirobebs or banks Soris warmatebul urTierTTanamSromlobas. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. </p> /get_img?ImageId=1073 საგარეო საქმეთა სამინისტრო<p>საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის 17 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა. მინისტრები იმყოფებიან რა, მუდმივ კონტაქტზე, შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კოტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. Пауза, которую взял Путин для формирования правительства, становится неприличной, пишут СМИ и выдают новую порцию слухов о грядущих назначениях. Выяснилось, что кое-кто отказался стать министром, чем расстроил Медведева. Те же, кто хочет работать в правительстве, сильно нервничают и пускаются в откровения. А в Кремле рассказали о "легенде о Кэмп-Дэвиде". newsru
  21. Губернатора Мезенцева, за последнее время попавшего в целый ряд неприятных историй и пытавшегося баллотироваться в президенты на мартовских выборах, эксперты уже давно "оправляли в отставку". Врио главы региона назначен руководитель крупного иркутского холдинга Сергей Ерощенко. newsru
  22. 17 მაისს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე წყლის ნაკადმა დაფარა სავალი გზა და გაართულა ავტომანქანების მიმოსვლა. საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ წუთებში ცდილობენ შეზღუდონ ავტომანქანების გადაადგილება და გააკონტროლონ სიტუაცია. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სარდაფები. რუსთავის ზოგიერთ უბანს ამჟამად არ მიეწოდება ელექტრონერგია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე აშშ-ს უდაო მოკავშირე ამიერკავკასიაში, საქართველო, ამერიკულ შეხედულებებს ფაქტობრივად ყველა საგარეოპოლიტიკურ საკითხში ეთანხმება, გარდა ერთისა – ირანისა. თბილისს, რომელსაც არ სურს რეგიონში ამ პოტენციურ კონფლიქტში ჩაბმა, ცდილობს თეირანთან ურთიერთობებში ძალიან პრობლემურ თემებს გვერდი აუაროს, ინარჩუნებს რა იმავდროულად კარგ ურთიერთობებს ვაშინგტონთან. ირანის საიდუმლო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული იარაღის ჟღარუნი საქართველოს ძალიან ძაბავს. თუკი აშშ, ევროკავშირი ან/და ისრაელი შეეცდებიან პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას, თბილისი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შეიძლება იოლად იქნას ჩათრეული ამ კონფლიქტში. „მათ [ქართველ ლიდერებს] სურთ თავიდან აიცილონ კონფლიქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ არ აქვთ განცდა, რომ სიტუაციას აკონტროლებენ“, – ამბობს კავკასიის საკითხების ექსპერტი და კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი. დაპატიმრებებმა, რაც წელს მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელდა და დაკავშირებულია ამერიკელი და ისრაელელი მოქალაქეების და ობიექტების მიმართ ირანის მხრიდან ტერაქტების მოწყობის სავარაუდო მცდელობასთან, ასევე ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ინციდენტმა თბილისში, ისრაელის საელჩოს ტერიტორიასთან, ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის შეშფოთების ზრდას. თომას დე ვაალი უსაფუძლოდ არ აცხადებს, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი… იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ირანის მეზობლად არიან, ისრაელთან ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც მათ მოწყვლადს ხდის ირანს და ისრაელს შორის ფარული საომარი მოქმედებების შემთხვევაში“. იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს დარტყმის ტალღა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, თბილისი ირანს ბეჯითად ეფერება, ცდილობს რა იმავდროულად კომფორტულად აფარებდეს თავს აშშ-ს კალთას. შარშან ბევრი გააოცა საქართველოს მხრიდან ირანის მოქალაქეეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებამ – თეირანთან სავაჭრო და ტურისტული კავშირების გაფართოვებასთან დაკავშირებულ საუბრებთან ერთად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს ირანის თითქმის 13 600 მცხოვრები ეწვია, რაც 91%-ით აჭარბებს იგივე პერიოდზე შარშანდელ მონაცემებს. მარტში, ნოვრუზის ზეიმის პერიოდში მეზობელი სომხეთი ჩიოდა კიდეც, რომ ირანელი ტურისტების გადადინება მისგან საქართველოში მოხდა. ირანის ზოგიერთმა მოქალაქემ, თბილისში EurasiaNet.org-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო მათ თავისუფალი გარემოს და იმ სიმარტივის გამო იზიდავს, რომლითაც აქ საქმის კეთება შეიძლება. „ეს ევროპაა“, – ამბობს ერთი ირანელი, რომელსაც თბილისში საქმიანი ვიზიტი ჰქონდა. „აქ ყველაფერი იოლად კეთდება და არსებობს ღიაობის განცდა“. ღიაობა არსებობს, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. იმ დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერის ფონზე, რასაც აშშ საქართველოს მოსახლეობას უწევს, თბილისს შეუძლია ირანთან ოფიციალური მეგობრობა მხოლოდ შეზღუდულ ფარგლებში ჰქონდეს. როგორც EurasiaNet.org-ს შექმნილი სიტუაციის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა უთხრა, ვაშინგტონი „ირანთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს მართავს“ და „მოუწოდებს მას შემოიღოს სანქციები, რომელიც განსაზღვრულია 2012 წლის ეროვნული თავდაცვის აქტის 1245-ე მუხლით“. სხვა ზომებთან ერთად, 1245-ე მუხლი აშშ-ს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას შეაჩეროს ან შეზღუდოს იმ უცხოური ბანკების წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემებთან, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს ირანის ცენტრალურ ბანკთან ან ისლამური რესპუბლიკის გარკვეულ ფიფნანსურ დაწესებულებებთან. ჯონ ბასს არ დაუკონკრეტებია, კმაყოფილია თუ არა ვაშინგტონი სანქციებთან დაკავშირებული თბილისის პოზიციით და როგორ უყურებს ის თბილისს და თეირანს შორის ეკონომიკურ კავშირებს. საქართველოს საგარეოპოლიტიკურ უწყებასთან დაკავშირება კომენტარის მისაღებად, ვერ მოხერხდა. მართალია, თბილისს ირანთან დაკავშირებულ სანქციებზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საქართველოში, როგორც ჩანს, მაინც არსებობს შეზღუდვები საბანკო ოპერაციებზე ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებით, როგორც EurasiaNet.org-ს, თბილისში მომუშავე ირანის ერთმა მოქალაქემ უთხრა, საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, კერძოდ კი „თი-ბი-სი“ ბანკმა, უარი უთხრა მას მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე, თუკი შენატანი 50 000 დოლარზე ნაკლები იქნებოდა და მიზეზად ფინანსური მიზანშეუწონლობა დაასახელა, რაც სახსრების წარმომავლობის შემოწმების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული. ანალოგიურ ისტორიებს ყვებიან სხვა პირებიც, მათ შორის ირანული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე. ყველა ირანელი EurasiaNet.org-ს ვინაობის ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. EurasiaNet.org-ის შეკითხვაზე, თი-ბი-სი“ ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბანკის პოლიტიკა იმ კლიენტების მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, „ეფუძნება რისკების შეფასებას და …საერთაშორისო წესებს და რეკომენდაციებს, რომელიც ზოგჯერ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს“. კერძო ქართული ბანკის სხვა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა, გვიამბო, რომ ისინი ირანელებს ისეთ ძირითად მომსახურებას სთავაზობენ, როგორიცაა ვალუტის კონვერტაცია და ქართული სახელმწიფო გადასახადების გადახდა. ყველა სხვა შემთხვევაში, ბანკი ცდილობს ირანული პასპორტების მფლობელებთან არანაირ ოპერაციებში არ ჩაერთოს, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო პრობლემები ამერიკის ფინანსთა სამინისტროსთან, აღნიშნა მან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა. მსგავსი შეზღუდვებით იოლად შეიძლება აიხსნას ის, რომ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები ორ სახელმწიფოს შორის მაინც შედარებით მოკრძალებულ დონეზე რჩება. ირანის პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 2010 წელს პიკს მიაღწია და 1,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ხუთჯერ მეტია 2009 წელთან შედარებით, მაგრამ მაინც 29-ჯერ ნაკლებია ამერიკული ინვესტიციის მოცულობაზე. იმპორტის მოცულობამ 2011 წელს, როდესაც ირანის და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, იმპორტის მოცულობა 10 მილიონი დოლარით გაიზარდა, მიაღწია რა 65 მილიონ დოლარს, მაგრამ ექსპორტმა მხოლოდ 16,2 მილიონი დოლარი შეადგინა. მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებამ ერთდროულად ირანთანაც და აშშ-სთანაც, თბილისი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს, თანაც არაერთხელ. მარტში საქართველოს მთავრობამ ირანის სამხედრო ატაშე ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებზე მიიწვია, რომელიც ავღანეთში ბრძოლისთვის მომზადების ფარგლებში გაიმართა, სადაც ირანი, როგორც ვარაუდობენ, ნატოს ძალებთან დაპირისპირებულ მებრძოლებს უჭერს მხარს. იმ მომენტისთვის, ელჩმა, ჯონ ბასმა ასეთ ირანელ დამკვირვებელთან დაკავშირებით აშშ-ს რეაქციის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარის აზრით, რომელიც კავკასიის პრობლემებზე მუშაობს, საქართველოს კავშირებს ირანთან ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე „ძალიან დიდი მნიშვნელობა“ არ აქვს, მაგრამ ყველაფერი „შეიძლება შეიცვალოს თუკი ირანთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესდება“. თუკი მსგავსი რამ მოხდა, თბილისს შეუძლია საკუთარი წარსულის გამოცდილება გაითვალისწინოს. მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველომ სპარსეთისგან დაცვის მიზნით რუსეთს მიმართა; შედეგად 1801 წელს საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა – ფაქტი, რომელიც დღეს საშინელ ბრაზს და წყენას იწვევს. უხუცესი ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე რონდელის აზრით, რომელიც თბილისის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელია, საქართველოს შეუძლია საკუთარი პოზიცია შეინარჩუნოს. „თბილისს მოუწევს ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნა და ფრთხილი დიპლომატიური პოლიტიკის გატარება, სწორედ ამისთვის არის საჭირო მთავრობა“, – აღნიშნავს იგი. ორიგინალი ორიგინალი
  24. </p> /get_img?ImageId=7476 <p> შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”– ის წილები დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს, როგორც თავად ამბობს, უკანონოდ დაუყადაღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით. ზილფიმიანი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ორ ფაქტს უკავშირებს: “ერთი ფქტი არის ის, რომ მე ტექნიკური მომსახურების კონტრაქტი გავაფორმე ტელეკომპანია “მე–9 არხთან”, მეორე ფაქტი კი ის გახლავთ, რომ კომპანია “სტერეო +”– ის 100%–იანი წილი ჩემს შვილზე გადავაფორმე.” საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია “სტერეო +”– ის წილის გადაცემა დავით ზილფიმიანმა საკუთარი შვილისთვის, ლაშა ზილფიმიანისთვის 2012 წლის 11 მაისს მოითხოვა. ლაშა ზილფიმიანს საკუთარი წილი დაუთმეს კომპანიის იტალიელმა თანამფლობელებმაც, რის შედეგადაც ის 100%–იანი წილის მფლობელი ხდებოდა. “ჩვენ გავაკეთეთ ამონაწერი, გავიარეთ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გადავიხადეთ იმავე დღეს სააღსრულებლო თანხა და ეს საქმე პარასკევსვე უნდა დამთავრებულიყო”, – ამბობს დავით ზილფიმიანი, თუმცა, მისი თქმით, პარასკევს “I სტერეოში” მისი პარტნიორი, დავით ბეჟუაშვილი, სასამართლოში წავიდა და მისი ქონების სრულად დაყადაღება მოითხოვა: “შესაძლოა მათ გაიგეს “სტერეო +”– ის წილის გასხვისების ამბავი და ეგონათ, რომ “მე–9 არხზე” ვასხვისებდი. თუ ასე არ არის, მაშინ არ ვიცი, რა გახდა ამ უკანონობის მიზეზი”. სასამართლოს, ზილფიმიანის განცხადებით, დავით ბეჟუაშვილმა და ვასილ კობაიძემ მიმართეს. ეს უკანასკნელი ტელეკომპანია “I სტერეოს” 65%–იანი წილის მფლობელი 2011 წლის 30 დეკემბერს გახდა, როდესაც მას ეს წილი ბეჟუაშვილის ჰოლდინგმა “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” დაუთმო. “ვასილ კობაიძე პირობითადაა წილის მფლობელი, სინამდვილეში ეს წილი დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. კობაიძე და ბეჟუაშვილი პარასკევს საღამოს მიდიან სასამართლოში, ახდენენ საჩივრის შეტანას ჩემზე, თუმცა არანაირი საბუთი არ გააჩნიათ, ამიტომ მოსამართლეს უებნებან, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ მე მათ ფინანსურად ვაზარლებ. ეს განცხადება საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მაშინვე, რამდენიმე წუთში, მოსამართლემ ჩაატაროს სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება. შაბათს, დღის მეორე ნახევარში ისინი მიდიან საჯარო რეესტრში და მიყადაღებენ ქონებას. ლაპარაკი მაქვს “I სტერეოსა” და “სტერეო პლიუსზე”. “სტერეო პლიუსი” საერთოდ რა შუაში იყო დავით ბეჟუაშვილთან, გაუგებარია”, – აცხადებს დავით ზილფიმიანი. მისივე თქმით, საჯარო რეესტრში კობაიძემ და ბეჟუაშვილმა 20 ლარი გადაიხადეს, რაც მოთხოვნის 5 დღის ვადაში აღსრულებას გულისხმობს, თუმცა ქონების დაყადაღება იმავე დღეს მოხდა. “მე–9 არხის” დირექტორი კახა ბექაური არ გამორიცხავს, რომ პრობლემები ტელეკომპანია “მე–9 არხთან” გაფორმებულმა კონტრაქტმა გმოიწვია: “ჩვენ გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი ტექნიკურ მომსახურებაზე. იცით, რომ პრობლემები გვქონდა ტექნიკასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენჯერმე დაგვიწვეს. ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა ეს დავით ზილფიმიანისთვის წილის დაყადაღებას, თუმცა შესაძლოა, უკავშირდებოდეს: თუკი ტელეკომპანია “მე–9 არხს” შეუქმნეს პრობლემები, შესაძლოა, იმ კომპანიასაც შეუქმნეს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს”, – აცხადებს ბექაური. დავით ზილმფიმიანის წილის დაყადაღების ვადა 4 დღეში იწურება. მისი თქმით, ოთხ დღეში ის უკანონობაში სხვა ადამიანებსაც ამხელს: “ეს არის კრიმინალური და კორუმპირებული მაღალი რანგის ჩინოვნიკებისმიერ ჩადენილი. დღეს მე ხელს ვადებ დავით ბეჟუაშვილს, რომელიც არის პარლამენტის წევრი. ზუსტად 4 დღეში გამოჩნდება ყველა სახელი და გვარი. ყველა კვალი მიდის იუსტიციის სამინისტრომდე. თითები მოეჭრება ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელიც თავისუფალი ბიზნესის კეთების საშუალებას არ გვაძლევს საქართველოში. სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს, ამას მე არ ვაპატიებ ამ ჩინოვნიკებს”, – განაცხადა ზილფიმიანმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. </p> /get_img?ImageId=3800<p>აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გამოეხმაურა დღევანდელ ინციდენტს და ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა. დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "იდენტობის" მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა იმის გამო, რომ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ელჩმა სოციალურ ქსელში გაავრცელა საკუთარი მოსაზრება და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ხალხი დაუპირისპირდა მშვიდობიან მსვლელობას, რომელიც იყო ორგანიზებული საქართველოში თანაბარი უფლებებისა და სექსუალური უმცირესობების დაცვის ორგანიზაციის წევრების მიერ. “მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების. ერთი თავისებურება ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატიის არის ის, რომ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, რომელთა შეხედულებებიც განსხვავებულია, შიშისა და მათზე ძალადობის გარეშე, გამოხატონ უბრალოდ ის, რაც მათ სწამთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფუნდამენტური საფუძველი დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბებისთვის”, – აღნიშნა ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში". სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...