Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან 16:33 20.05.2012 კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის ოფისიდან შინ საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები მას სარკინიგზო გადასასვლელთან ჩაუსაფრდნენ. შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა. http://2.bp.blogspot.com/-jZ9w0pz0Ntk/T7jkFdnCLsI/AAAAAAAAHOY/-2NyaTG5-GI/s200/cameba.jpgდაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და ხობის მიმართულებით „აუდის“ მარკის ავტომანქანით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა, თუმცა პირადი ნივთები გატაცებული დახვდა. თავდამსხმელებს შემთხვევით მხოლოდ მობილური ტელეფონი გადაურჩა. სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა. შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ხობისა და სენაკის ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები. ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ ნოჯიხევთან ხობის პოლიციის უფროსი, ლექსო რაფავა, მისი მოადგილეები, დათა ახალაია და ირაკლი ჯობავაც გამოცხადდნენ. ახალაია presage.tv-სთან გაკეთებულ კომენტარში ირწმუნებოდა, რომ მომხდარზე გამოძიება სსს-კოდექსის 276-ე მუხლით, ავტოავარიის ფაქტზე აღიძრა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს არაფერი უთქვამთ თავდასხმის მიზეზებზე, თავდამსხმელების ვინაობასა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თავისა და სხეულის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მამუკა ქარდავა მიმდინარე წლის 10 მარტს ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებულს მომხდარი მაშინ შემთხვევითობად მიაჩნდა. დღეს კი მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ავტოავარია მის მიმართ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო. კოალიციის ხობელი ლიდერი presage.tv-სთან მისი და შტაბის სხვა წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნის, შანტაჟისა და ძალადობის მრავალ ფაქტს იხსენებს. ქარდავას განცხადებით, ერთ-ერთი უკანასკნელი ინციდენტი 18 მაისს, ირაკლი ალასანიას მიერ ჭალადიდში გამართულ შეხვედრაზე მოხდა, როცა ხობის გამგეობის თანამშრომლებმა და ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფებმა ალასანიასთან დაპირისპირება და მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად საზოგადოებასა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია. იგი „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დასაცავად უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს. მამუკა ქარდავამ ხობის სამედიცინო ცენტრი დილის 6 საათზე დატოვა. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის კურსს იგი ბინაზე გაივლის. ქარდავას მოსანახულებლად დღეს ხობში ირაკლი ალასანია ჩადის. ნოჯიხევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა: „ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე - ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. „ქართული ოცნება” ოქტომბერში გაიმარჯვებს და სამართლიანობას დაუყოვნებლივ აღადგენს, მაგრამ დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. მივმართავთ ორი დღის უკან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად“, -ნათქვამია განცხადებაში. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg სემ პატენი 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ამ სტატიის ავტორი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მრჩეველი იყო, ამ ბოლო დროს კი ის საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს უწევდა კონსულტირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ, „მიშა“ სააკაშვილი, რომელსაც თანამდებობის დატოვების ვადა უახლოვდება, მომხიბვლელი ადამიანია. ყველა, ვინც მას შეხვედრია, ამ აზრს დაეთანხმება. ისინი, ვინც საქართველოს აკვირდება, ქვეყანას, რომელმაც ყურადღება იმით მიიქცია, რომ გაზისა და ნავოთობსადენების გამტარია, კიდევ იმით, რომ რუსეთთან დაპირისპირების მზაობა აქვს და რეგიონში დემოკრატიასთან ყველაზე მეტად მიახლოებული ქვეყნის სტატუსი მოიპოვა, ალბათ იმ დასკვნამდეც მივა, რომ მისმა არაორდინარულმა ინდივიდუალობამ გადაფარა მისივე მთავრობის რეფორმების შედეგები. ამიტომაა, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და ყველგან, სხვაგან აშშ-ი, სადაც ის გაჩერდება, სააკაშვილი იძულებული იქნება თავი აარიდოს იმპროვიზირებულ კომენტარს. მაგრამ საქართველოშიც, რუსეთში, აშშ-ში და საერთოდ ყველგან, სწორედ მიშას ეს გადამდები ნატურა, პოზიტიური, თუ ნეგატიური, განსაზღვრავს დისკუსიას, რომელიც ამ კავკასიური ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს. იმის გამო, რომ მასთანაც მიმუშავია და მის წინააღმდეგაც, ერთ დასკვნამდე მივედი – შესაძლოა ყველაზე მთავარი ძღვენი საქართველოსთვის მიშას ჯერ არ მიურთმევია. თუ ის გვერდზე გადგება და თავის ავტორიტარულ სისტემას შეასუსტებს, ისტორია და საკუთარი ხალხი მას სხვა თვალით შეხედავს. ის უნდა წავიდეს და გარედან უნდა დააკვირდეს იმას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა მის გარეშე. რამდენიმე თვის წინ მე უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში მოგზაურობისას გიდობას ვუწევდი და სადილობისას ადგილობრივ პოლიტიკაზე ჩემს შეულამაზებელ მოსაზრებებს ვუზიარებდი. ერთხელ შევნიშნე, რომ ერთი რეპორტიორი გაგებით და ღიმილით შემომყურებდა. მე გაოცებული მზერით ვუპასუხე. „თქვენ ძველებურად ხართ შეყვარებული მიშაზე, არა?“ – გამოთქვა ვარაუდი მან. კითხვა ძალიან არ მესიამოვნა, მით უფრო იმიტომ, რომ მე იმ დროს ოპოზიციას წარმოვადგენდი და სააკაშვილის ოპონენტთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ვემზადებოდი. და მერე, საქართველოში ჩემი ბოლოდრონდელი საქმიანობისას ეს განცდა აღარ მტოვებდა – იყო ამ ბრალდებაში სიმართლის მარცვალი. რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ, საქართველომ 4 მილიარდი დოლარი მიიღო უცხოური დახმარების სახით. ეს ფაქტი იყო ცხადი დასტური იმისა, რომ მიუხედავად მისი უამრავი შეცდომისა, დასავლეთის სიმპათია მიშასადმი არ შენელებულა. მართლაც, ერთ დროს სააკაშვილი თანამედროვე საქართველოს საიმიჯო ხატ-სურათის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა, მაგრამ თუ მომავალ წელს ის ძალაუფლებს ჩაეჭიდება, მისი მემკვიდრეობა ნამდვილად მხოლოდ ნეგატიურ ტერმინებში გაიზომება. დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკას ვნებები მართავს. ქვეყნის პირველი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ამ ინსტინქტმა 1992-1993 წლის კატასტროფულ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. შემდეგ მისი ხელისუფლება დაამხეს და ის უფრო თავდაჭერილმა ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა (მოგვიანებით გამსახურდიამ თავი მოიკლა). როდესაც შევარდნაძის მმართველობა, რომელმაც ათწლეულზე დიდხანს გასტანა, კორუფციასა და არაეფექტურობაში ჩაეფლო, მიშა იქცა ცვლილების ხატ-სურათად 2003 წლის „ვარდების რევოლუციისათვის“: პარლამენტზე შტურმის მისატანად ის მხარდამჭერებს მარტოოდენ ვარდით ხელში გაუძღვა. სავსებით მისაღები სიმბოლიზმია. რუსეთის პოპვარსკვლავის, ალა პუგაჩოვას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბალადაში, „მილიონი ვარდი“, ქართველი მხატვრის ამბავია მოთხრობილი – მან თავისი ყველაზე მთავარი ნამუშევარი მილიონ ვარდში გაცვალა იმისთვის, რომ ფრანგი ქალის გული მოეგო (ორმაგად ტრაგიკული ისტორიაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი მომხიბვლელები არიან ქართველი ქალები). მაგრამ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი ვადა გავიდა და ხშირად ისე ჩანს, რომ მიშამ თავისი ვარდი რკინის ხელზე გაცვალა და მისი მომხიბვლელობა ბევრისთვის გაცვდა. სწორედ ვნება იწვევს წუხილს საქართველოს დასავლელ მეგობრებშიც. გასულ წელს ამ პოლიტიკურ აყალმაყალში ივანიშვილმა შემოაბიჯა და დიპლომატიური კორპუსი თავის ულტრა-თანამედროვე, თბილისში, საქართველოს დედაქლაქში, მთაზე წამოჭიმულ სასახლეში მიიპატიჟა. იქ დამსწრეთაგან უმეტესობას ივანიშვილი მანამდე არ უნახავს და პირველი კითხვა, რომელიც ივანიშვილს აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა დაუსვა ასე ჟღერდა – ხომ არ აპირებს ივანიშვილი პოლიტიკური ტემპერატურის აალებას. ბასის პოზიცია სრულიად გასაგები იყო: ამ მომენტამდე სააკაშვილის ოპოზიცია მხოლოდ ქუჩის პროტესტანტებისგან შედგებოდა, რომლებიც გაიძახოდნენ – „წადი, მიშა, წადი“. მიშას ფენომენალურად მაღალი პირადი რეიტინგები კი საპირისპიროს აჩვენებს. მიშას პოპულარობა ჯერ არ დაცემულა ისე, როგორც მისი მოსისხლე მტრის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოპულარობა დაეცა რუსეთში და ოპოზიცია უფრო ბრძნულად მოიქცეოდა, თუ ამ ფაქტორს გაითვალისწინებდა. გიყვარს მიშა, თუ გეზიზღება, მისი ხშირად ექსცენტრული ქცევის კრიტიკა გამარჯვების სტრატეგიად არ გამოდგება. ქართველების მხოლოდ მეხუთედს სძულს მიშა ძალიან და ეს სიძულვილი უფრო მეტად განსაზღვრავს უკმაყოფილებასა და დროდადრო გამართულ ქუჩის დემონსტრაციებს, ვიდრე რეალური მმართველობა. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ პოლიტიკა ამერიკაში ძალიან პოლარიზებული გახდა, არასდროს ყოფილან საქართველოში. აქ კამპანიის მოგება ან წაგება არ არის საკმარისი: „დამარცხებული“ საბოლოოდ უნდა განადგურდეს, ხოლო „გამარჯვებული“ ყოველთვის თაღლითია. როდესაც ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ფიგურამ, ირაკლი ალასანიამ 2010 წელს თბილისის მერის არჩევნები წააგო, მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და თავის ოპონენტს გამარჯვება მიულოცა. ამ ნაბიჯმა მე და კიდევ რამდენიმე გარეშე პირი თავისი მაღალი კლასით გაგვაოცა, არადა ოპოზიციის ბირთვმა ეს ნაბიჯი ღალატს გაუტოლა. მართალია, სააკაშვილის პარტიის უპირატესობა სამართლიანი არ არის, მაგრამ რეალობის მუდმივ უარყოფას, რითაც ორივე მხარე ანებივრებს საკუთარ თავს, არც ქვეყნისთვის მოაქვს სიკეთე და არც მისი მოქალაქეებისთვის. რეალურად კი მოვიდა დრო, რომ საქართველომ გააკეთოს ის, რითაც წლებია თავს იწონებს: თავისი მაგალითით ასწავლოს მეზობლებს ის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, სამართლიანი კონკურენცია და მშვიდობიანი განგრძობითობა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ოპოზიციამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი პოლიტიკის დეპერსონალიზაციისაკენ. ივანიშვილს უფრო სქელი კანი სჭირდება, როდესაც საქმე პირად თავდასხმებზე მიდგება. სხვა თუ არაფერი, მან ნებაყოფლობით შეაბიჯა ამ ხშირად უსიამოვნო თამაშში. მიშას მიერ ჩადენილი, რეალური და წარმოსახვითი უკანონო ქმედებების გრძელი სიის ჩამოთვლა, მხოლოდ თავს შეაწყენს ამომრჩევლებს, რომელთაც ის უფრო აღელვებთ, თუ რა მარაგები აქვთ სამზარეულოებში. ყურადღებითაა შესასწავლი ის, თუ რას აცხადებდა არსებული მთავრობა თავისი მმართველობის ორი ვადის პერიოდში, იყო ეს „საქართველო სიღარიბის გარეშე“, რის დაპირებასაც მიშა იძლეოდა ოთხი წლის წინ, თუ კორუფციის დამარცხება, რაც, თუ „ეკონომისტის“ სარეკლამო განცხადებებით ვიმსჯელებთ, მოხდა კიდეც. ოპოზიციას შეუძლია ისწავლოს ზოგიერთი რამ იმ კაცისგან, რომლის შეცვლასაც ცდილობს: მან უნდა ყურადღებით უსმინოს ხალხს და არა მხოლოდ ქალაქურ ელიტას, მან უნდა შექმნას ის რეალისტური პროექტები, რომელიც ხალხის პრობლემებს გადაწყვეტს. ქართველებს, ალბათ, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა უნდა აღუდგინოს ივანიშვილს მოქალაქეობა, რომელიც უსაფუძვლოდ ჩამოერთვა მას მერე, რაც გასულ ოქტომბერს პოლიტიკაში მოვიდა, მაგრამ ისინი ამის გამო ბარიკადებზე არ გავლენ, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ხოლო მიშას, რომელსაც ახლა ყველა კოზირი აქვს ხელში, ბევრი შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ მართლაც მოიპოვოს ადგილი ისტორიაში, რაც მას დღეს ასე სწყურია. „გაიმეორებს პუტინს“ ? ეკითხებიან ერთმანეთს შფოთიანად რეგიონის ექსპერტები, პრემიერ – მინისტრობას დაიბევებს მას შემდეგ, რაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება? შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მართლა გახდება მისი სულ უფრო მზარდი ავტორიტარიზმის გადამოწმების საშუალება. იმისთვის, რომ ისეთი დიდი ფიგურა იყოს, როგორადაც ის ოდესღაც მიაჩნდათ და იმისთვის, რომ თავის მემკვიდრეობას უკეთესი სამსახური გაუწიოს, მიშამ უნდა შეწყვიტოს მის ხელთ არსებული კოზირების გამოყენება ოქტომბრის არჩევნებამდეც კი. „მასკის“ პროგრამის პირველ კურსდამთავრებულს, რომელსაც თავსი ქვეყნის მართვა ხვდა წილად, სააკაშვილს შეუძლია მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ თავის წარსულ და ამჟამინდელ სპონსორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს და მომავალი ხუთი თვის განმავლობაში ცოტაოდენი კეთილშობილება გამოიჩინოს: შეარბილოს ზეწოლა მედიაზე, თავისი ოპონენტების ცალმხრივი დევნა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაათანაბროს სათამაშო ველი. ყველაფერს ამას აუცილებლად შეამჩნევენ. ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ალბათ, კონკრეტული დაპირებები არ გაიცემა. მისი შედეგები საქართველოსთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. საქართველოს ნატოში გაწევრიანების უნარი უკავშირდება იმას, თუ რამდენად შეუძლია გასცდეს ის პიროვნებებზე მიჯაჭვულ პოლიტიკას, ხოლო დემოკრატიული მმართველობა ნატოს ქარტიის უპირველესი და ცენტრალური წინაპირობაა. დიპლომატებს მიშას რელაქსაცია იმისთვის სურთ, რომ სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი ომი აიცილონ თავიდან. მე კი მისი შერბილება ამ ქვეყნის ხათრით მინდა, ქვეყნისა, რომელიც მართლაც იმსახურებს დასავლეთის სიყვარულს. საქართველოს შეუძლია მეტს მიაღწიოს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ყველაფერი მიშას გარშემო აღარ იტრიალებს. ორიგინალი ორიგინალი
  3. Главная ограничительная мера - запрет на курение в общественных местах, включая рабочие. Россия - уверенный лидер по курению, и каждый год в стране от этого умирает до 350 тысяч человек. newsru
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/04/loccidentale-150x30.gif ლაშა ზილფიმიანი უკრაინის პოლტიკაში არაერთი ცვლილებების და ევრაზიული კავშირის მომავლის შესახებ გაკეთებული პროგნოზების შემდეგ, გავაანალიზოთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა ვიდრე ქვეყნის საშინაო პოლიტიკას გავაანალიზებდეთ, მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ რეგიონში არსებული სიტუაცია. როგორც ეს ადრეც ითქვა, 2004-2011 წლებში უკრაინა და საქართველო იმ მთავარ მოედნად იქცა, სადაც დასავლეთი და რუსეთი ძალების მოსინჯვით იყვნენ დაკავებულნი. შედეგად ამ პოლიტიკურმა ორთაბრძოლებმა შეცვალა ამ ქვეყნებში არსებული სიტუაცია და პოლიტიკური რეალობა. რუსეთმა არსებულ პოზიციას ორი განსხვავებული სტრატეგიის წყალობით მიაღწია, განახორციელა რა ის ცხოვრებაში კლასიკურ საბჭოთა სტილში. ნატოს ექსპანსიის შესაჩერებლად კრემლს ორი სპეციფიკური გარემოება სჭირდებოდა. პირველი გარემოება მდგომარეობდა უკრაინული მთავრობის ნების შეცვლაში, რაც მოხდა კიდეც ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მოსვლით. მეორე გარემოება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების აღკვეთა, ან როგორც მინიმუმ შენელება, მდგომარეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის კანდიდატი ვერ გახდები. სწორედ ეს მეორე გარმოება იქნა უზრუნველყოფილი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც რუსეთმა თავისი ძალისხმევა უკვე უკრაინისკენ მიმართა. ისარგებლა რა საქართველოს შემადგენლობაში ორი პატარა სეპარატისტული რეგიონის არსებობით, რომელთა თვითგამოცხადებული მთავრობების პოზიცია ყოველთვის პრორუსული იყო (რადგან სწორედ რუსეთმა ჩამოაყალიბა ისინი), მოსკოვმა შეძლო თბილისთან შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება და შემდეგ სამხედროების დახმარებით ამ ტერიტორიების (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ოკუპირება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მთელმა მსოფლიომ დაგმო. 2008 წლიდან დღემდე, რეგიონალურ სცენაზე ცოტა რამ თუ შეიცვალა. გაეროს და ევროკავშირის მრავალიცხოვანი რეზოლუციების და ცალკეულ სახელმწიფოთა მთავრობების მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი გარე ზეწოლას არ ექვემდებარება და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ საგარეო პოლიტიკისა და იმის გარდა, რომ ყველა ცალკეულ ქვეყანას აქვს კანონიერი მისწრაფება დაიცვას საკუთარი ნაციონალური ინტერესები, რუსეთს და საქართველოს შორის მტრული ურთიერთობები განპირობებულია ამ ორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული პერსონალური კონფლიქტით. სააკაშვილის მმართველობის შესანიშნავი დასაწყისისა და ბევრი დემოკრატიული რეფორმის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 2009 წელს პოზიტიური ცვლილებები შენელდა. სააკაშვილის მეორე (და უკანასკნელი) მანდატის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყანაში საშინაო პოლიტიკის ხარისხი. საქართველოს მთავრობა ალიბის სახით იყენებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსულ საფრთხეს და რუსეთიდან მმართული „პოლიტიკოსი-მარიონეტების“ შესაძლო ჩანერგვას. ბოლო ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილი ცდილობს არ დაკარგოს კონსენსუსი და აღკვეთოს პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიციის პოპულარული კანდიდატის გამოჩენა, იყენებს რა ლოზუნგს „შესაძლო კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი“. მაშინ როდესაც, რუსეთის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის რისკი აბსოლუტურად რეალურია, ცხადია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. გარდა ამისა, პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში საკმაოდ კარგად იცნობენ, ამიტომ დანარჩენი ოპოზიციის კოლაბორაციონიზმში დადანაშაულება – საკმაოდ სახიფათო გზაა. კერძოდ, ბოლო თვეებში პრორუსულ ურთიერთობებზე მინიშნებებმა, კიდევ უფრო განარისხა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მისამართით ბრალდებები დაუსაბუთებელია. სააკაშვილის რიტორიკაც უფრო ავტორიტარულია, ვიდრე ეს იყო გარკვეული ხნის წინ. მისი მმართვის მეთოდი – მხოლოდ საკუთარ პარტიასთან და მთავრობის ყველაზე ერთგულ პირებთან ერთად; ასევე ის, რომ ის არასდროს პირადად არ შეხვედრია ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს – საგანგაშოა და შეშფოთების საფუძველს ქმნის. გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლები ძალიან წინააღმდეგობრივია. მთავრობა მუდმივად ცდილობს, რომ ქვეყნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ჩვეულებრივი სამუშაოები (რაც, რა თქმა უნდა, შექებას იმსახურებს) გაასაღოს, როგორც განხორციელებული დემოკრატიზაციის დადასტურება. სინამდვილეში მანამ, სანამ საქართველო ნამდვილი დემოკრატიზაციის მშენებლობის პირველ ეტაპს დაასრულებს, წინ რთული სამუშაოა ჩასატარებელი. „ავტორიტარული“ მმართველობა სააკაშვილისა, რომელიც ცდილობს ქვეყნის ყველა დარგის გაკონტროლებას და მასზე ზეგავლენას, ევროპელ პოლიტიკურ ანალიტიკოსებში ბევრ ეჭვს აჩენს. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობის ახლოს გაცნობისას, უამრავ პრობლემას აღმოჩენთ. აღსანიშნავია, რომ ნამდვილად თავისუფალი პოლიტიკური ინფორმაცია უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო მრავალრიცხოვან სატელევიზიო არხებს და წამყვან პრესას, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც, სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები აკონტროლებენ. (საქართველოს მედიის თემა ძალიან რთულია და ცალკე დეტალურ შესწავლას მოითხოვს). შესაძლოა, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ საქართველომ დღემდე ვერ შეძლო თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციური კანონიერების გარანტი გახდებოდა. მართალია, სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ბოლომდე სვლის რეალური პოლიტიკური ნება, უბრალოდ არ არსებობს. მართალია, ქართული პოლიცია მართლაც არ არის კორუმპირებული, მაგრამ ის თავიდან ბოლომდე და სრულად მხარს უჭერს სააკაშვილს, და შესაბამისად, ქვეყნის ნდობა არ აქვს. როგორც ჩანს, „დემოკრატიზაციამ“ სწორ გზას საქართველოშიც გადაუხვია და თუკი ეს სწრაფად არ გამოსწორდა, წარსულში გაწეული რთული სამუშაო, ფუჭი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენ, ევროპელებს არ გვძალუძს მოვლენათა განვითარების შეცვლა. დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოსთვის მეურვეობის გაწევა, როგორც ეს იყო ლიტვის და ლატვიის შემთხვევაში. და ბოლოს აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ანტაგონიზმს რუსეთს და საქართველოს შორის მოჰყვება ის, რომ აშშ დიდი ხნით დარჩება საქართველოს უპირატეს მოკავშირედ, მაგრამ დემოკრატიზაციის განხორციელება ქვეყანაში მხოლოდ შიგნიდან არის შესაძლებელი, და როგორც ჩანს, სააკაშვილის მთავრობა ამ რთულ ამოცანას ვერ უმკლავდება. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://rustavi2.com/news_photos/05_12/60823.jpg ოთხფეხა წიწილა გაჩნდა სამეგრელოში. ანომალიური შემთხვევა მარტვილის რიონის სოფელ ხუნწში, ფაილოძეების ოჯახში მოხდა. წიწილა ჩვეულებრივად იკვებება და იზრდება. ადგილობრივებს ამ დრომდე მსგავსი ფაქტების შესახებ არ შეუტყვიათ. მოსახლეობა ანომალიის გამოკვლევას ითხოვს. ამავე სოფელში ადრე, რამდენიმე წლის წინ სამფეხა ხბოც გაჩნდა. View the full article
  6. http://rustavi2.com/news_photos/05_12/60822.jpg დავითგარეჯა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზინდეტების შეხევდრის მთავარი თემა. მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა ჩიკაგოში, სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა. ამ საკითხზე მედიისათვის კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. "საქართველოს ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ წუთში მუშაობს უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულიად ყველა ნაწილთან საქართველოს მოქალაქეებს ყველა დროს შეეძლოთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მისვლა," - განაცხადა მან. ამავე საკითხზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის საგარეო უწყების დონეზე უკვე ხვალ გაგრძელდება. საქართველოს დელეგაცია ნატოს სამიტზე შეხვედრებს განაგრძობს. ეს არ იქნება გაფართოების სამიტი, თუმცა ოფიციალური თბილისი მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ შეხვედრაში, ყველა იმ ფორმატში, სადაც იქნებიან ჩართული ნატოს წევრი ქვეყნები და მუდმივი პარტნიორები. საქართველო ამ ეტაპზე ალიანსის მეთაურებთან შეხვედრისას ასპირანტის სტატუსით იმყოფება. მიხეილ სააკაშვილს ურთიერთობები ექნება სენატორებთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმოადგენლობასთან. 21 მაისს საქართველო მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის საკითხებზე ცალკე სამიტში. View the full article
  7. <img src = "img/multimedia/a9412.jpg" > 2012 წლის 20 მაისს, ზედაზნის ტაძარი ვერ იტევდა მართლმადიდებელ მრევლს. სადღესასწაულო ლიტურგიაზე, რომელსაც უძღვებოდა ტაძრის წინამძღვარი მამა გაბრიელი, სველი იყო მამა იოანეს წმინდა განსასვენებლის მიმდებარე კედელი... droni.ge
  8. ნინო ნატროშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
  9. В столице Дагестана накануне вечером блокировали здание Кировского отдела полиции, требуя правосудия для задержанного "боевика". СКР начал доследственную проверку. Жители утверждают, что против Магомедова фабрикуют дело - он просто пришел в гости. newsru
  10. Премьеру пришлось отвечать и на вопрос о российском правительстве - по официальной версии, именно из-за согласования кандидатур министров не приехал на саммит лидер страны Владимир Путин. newsru
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png სერგეი მარკედონოვი 2012 წლის დასაწყისიდან და განსაკუთრებით ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ, ალიანსის მოქმედებებთან დაკავშირებულ საინფორმაციო რეპორტაჟებში სამხრეთ კავკასიას ხშირად ახსენებენ. პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც ამ რეგიონისადმი ნატოს მიდგომებს აფასებენ, ორ მთავარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას: საქართველო, რომელიც ფორმალურ ნაბიჯებს დგამს იმ მიმართულებით, რომ განიხილონ მისი კანდიდატურა ალიანსში წევრობაზე, და „რუსული ფაქტორი“, განსაკუთრებით – მოსკოვის სიჯიუტე „ნატოს ევრაზიაში გაფართოვების“ საკითხზე. მართალია, ასეთი ანალიზი დისკუსიის ცენტრში აქცევს 2008 წლის ხანმოკლე რუსეთ-საქართველოს ომს და მის გეოპოლიტიკურ შედეგებს, თუმცა, სინამდვილეში ნატოს როლი აღნიშნულ რეგიონში გაცილებით დიდია. ევოლუციური პოლიტიკა ალიანსის პოლიტიკა კავკასიაში სტატიკური არასდროს ყოფილა. ხშირად, ის იცვლებოდა ხოლმე სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, მათ შორის შეერთებული შტატების და მათი ევროპელი მოკავშირეების სტრატეგიული ინტერესების და რეგიონალური მოთამაშეების მიზნებისა და გეგმების შესაბამისად. თუკი ადრე, სამხრეთ კავკასია საერთაშორისო დღის წესრიგის პერიფერიაზე არსებობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როგორც საკუთარი მეზობლების, ასევე რეგიონს მიღმა არსებული გავლენიანი მოთამაშეებისთვისაც. ყოფილი ტრანსკავკასიური რესპუბლიკები უცბად საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად იქცნენ. მათ განსაზღვრეს საკუთარი ნაციონალური ინტერესები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიაში თან ახლდა ისეთი ახალი მექანიზმების ძიება, რომელიც შექმნიდა გარანტიებს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და ახალ ფორმატს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. 1990-იან წლებში ალიანსი კავკასიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ ავლენდა. მაშინ ნატოს ყურადღების ეპიცენტრში ბალკანეთის სიტუაცია და იუგოსლავიის დაშლა იყო. ნატოს გაფართოვების პერსპექტივები დამატებით დისკუსიის თემად იქცა, როგორც სქოლიო, „ევროპის დენთის კასრთან“ დაკავშირებული დღის წესრიგის მთელი რიგი პრობლემების განხილვის შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და რუმინეთი 2004 წელს ნატოს, ხოლო 2007 წელს ევროკავშირს შეუერთდნენ, კავკასია ნატოს ახალ საზღვრად და ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ნაწილად იქნა მიჩნეული. აღნიშნული რეგიონის მიმართ ინტერესი სხვა ფაქტორებმაც გააღვივა. პირველ რიგში, ეს არის გადაუჭრელი ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები, ასევე სიახლოვე სამ ამბიციურ ევრაზიულ სახელმწიფოსთან – რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან. გარდა ამისა, რეგიონი მნიშვნელოვანია, როგორც ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი. გარდა ამისა, რეგიონის ინტერნაციონალიზაციამ ინტერესი აღუძრა თავად ყოფილ ტრანსკავკასიურ რესპუბლიკებს. თუმცა, ყველა ამ ქვეყანას თავისი მოტივაცია აქვს. საქართველო და აზერბაიჯანი დამარცხდნენ კონფლიქტებში თავიანთ სეპარატისტულ რაიონებთან, რამაც მათი სიცოცხლისუნარიანობა ეჭქვეშ დააყენა. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების კონტექტსში გაუჩნდათ მათ ინტერესი ნატოს, როგორც რუსეთის შესაძლო საპირწონის მიმართ. სომხეთი, მთიან ყარაბახში გახანგრძლივებული ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტის შედეგად ბლოკადაში აღმოჩნდა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის მხრიდან, რაც სომხეთს დასავლურ ალიანსთან დაახლოების შესაძლებლობისკენ უბიძგებს. ქვეყანას არ სურს დაკარგოს ინიციატივა და აზერბაიჯანს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემის მონოპოლიზების შანსი მისცეს. ნატოს პროექტებში სომხეთის მონაწილეობა აწყობს ბრიუსელსაც, რადგან მას არ მოუწევს ერთგვარი „ფინალური არჩევანის“ გაკეთება მთიან ყარაბახის კონფლიქტში ჩართულ ორ კავკასიურ რესპუბლიკას შორის. 2007-2008 წლებში ნატოს პასუხმა რეგიონის „ინტერნაციონალიზაციის“ განაცხადზე ჩამოაყალიბა უკიდურესად მაღალი (და ზოგჯერ – დაუსაბუთებლად მაღალი) მოლოდინები კავკასიური რესპუბლიკების ელიტებში (განსაკუთრებით – საქართველოში, და ნაკლები დოზით – აზერბაიჯანში). ეს მოლოდინები ეფუძნებოდა არასწორ გათვლებს და იმას, რომ არ იქნა სათანადოდ შეფასებული რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობები, ასევე უკავშირდებოდა ირანთან, ავღანეთთან და ანტიტერორიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ არასათანადო შეფასებას მოჰყვა გადაჭარბებული წარმოდგენა ნატოს მიერ მშვიდობის შენარჩუნების პოტენციურ უნარზე. შედეგად, ეს მოლოდინები დაიმსხვრა ალიანსის რეალური მოქმედებით რუსეთთან მიმართებაში 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური კრახი განიცადა. ნატომ ყველა კავკასიურ ქვეყანას აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ის რუსეთთან ომს არ გააჩაღებს. ეს სიგნალი მკაფიოდ და უმალ წაიკითხა ფრთხილმა აზერბაიჯანმა, რომელმაც ამ ფაქტის შემდეგ გააძლიერა თავისი საგარეო პოლიტიკის მულტივექტორულობა და შეუერთდა არმიერთების „მოძრაობას“. ახალი ხედვა დღეს კავკასიურ ქვეყნებს აღარ აქვთ წარსული ილუზიები. იმავდროულად, ნატოს დაპირებებიც უფრო ფრთხილი გახდა. საქართველოს ალიანსში წევრობა ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ მისი განხორციელებისთვის არ არსებობს არანაირი განსაზღვრული ვადები ან კონკრეტული ეტაპები. ნატოს მიმდინარე ინტერესებს დიდწილად სხვა შეხედულებები განსაზღვრავს. ჯერ ერთი, კავკასიურ რესპუბლიკები საკუთარ როლს თამაშობენ ავღანეთის ოპერაციებში. ამ წლის მაისში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ავღანელმა კოლეგა ჰამიდ კარზაიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც სხვა პირობებთან ერთად, აფორმებს კოალიციის ჯარების გაყვანას ქვეყნიდან 2014 წლისთვის. ცხადია, რომ ამერიკულ ჯარს შესაძლო დანკარგების შემცირება სურს და რისკები ალიანსის წევრებზე და ნატოს არაწევრ პარტნიორებზე გადააქვს. დღეს ალიანსს ავღანეთში რეალურად მხოლოდ ორი „ვირის მუშა“ ჰყავს: ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. სხვა ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობა მინიმალურია. ამ კონტექსტში შეერთებულ შტატები და ნატოს ინტერესი მთალიანობაში ძალიან გასაგებია: გააფართოვონ საკუთარი მისია ავღანეთში საქართველოს ხარჯზე – 925-დან 1500 ადამიანამდე, როგორც ეს თბილისმა განაცხადა. და მაშინ როდესაც საქართველო და ნაკლები დოზით სომხეთი ავღანეთში ჯარისკაცებს აგზავნიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსისთვის იმ ფუნქციით, რასაც ის სატრანსპორტო ლოჯისტიკაში ასრულებს. ნატოს ტვირთების თითქმის მესამედი ავღანეთში აზერბაიჯანის გავლით იგზავნება. მეტიც, გასული წლის დეკემბერში ალიანსის ტვირთების გადაზიდვაში ქართული Sky Georgia Azerbaijan Airlines-მა შეცვალა. კავკასიის მნიშვნელობა ალიანსისთვის იზრდება ასევე არაპროგნოზირებადი სიტუაციებით ირანსა და სირიაში, მით უფრო ისეთი ფაქტორების ფონზე, როდესაც არსებობს საერთო საზღვარი ირანს და აზერბაიჯანს შორის და აქტიური თანამშრომლობა ისრაელს და აზერბაიჯანს შორის. შეერთებულ შტატებს და მის ნატოელ მოკავშირეებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით ურთიერთქმედება დემოკრატიზაციის და ასევე ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების პროცესში რეგიონში. ეს პრიორიტეტი უძლებს იმ სკეპტიკოსთა კრიტიკას, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის ვალიდურობას. მაგალითად, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების ხელშეწყობა პარამეტრების ერთი „კრებულის“ ნაწილად მიიჩნევა, რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე წარმატებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2012-2013 წლებში. ნატოს გაფართოვების საკითხის განხილვა ევრაზიის მიმართულებით, რუსეთის სამხრეთ საზღვრებისკენ, ძალიან რიტორიკულ თემად იქცა, თუმცა რეალური პრობლემები – გაცილებით ყოფითია. გარდა ამისა, ბრიუსელი ძალიან არის დაინტერესებული კავკასიის რესპუბლიკების მონაწილეობით ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებში. ასეთი თანამშრომლობის გზით ალიანსს გაუადვილდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში პოლიტიკური ცხოვრების მუდმივი მონიტორინგი – იმის მიუხედავადაც, თუკი თვალსაწიერ მომავალში ამას მოჰყვება მხოლოდ შემდგომი რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ ნატოს გუნდში მოხვედრამდე, მათ უკეთეს მაჩვენებლებს უნდა მიაღწიონ. ორიგინალი ორიგინალი
  12. 13:06 18.05.2012 ზუგდიდში პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. http://2.bp.blogspot.com/--hhD0q45o24/T7fG6YoPaqI/AAAAAAAAHOE/01V4o-Lw2BA/s200/kukava-kakha.jpg პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ პრეზენტაციაზე ისაუბრა „თავისუფალი საქართველო“-ს საარჩევნო პროგრამაზე და ყურადღება გაამახვილა ძირითად პრინციპებზე, მათ შორის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის დაუშვებლობაზა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე. დღეის მდგომარეობით სულ დაკომპლექტებულია 19 რაიონი (26%). პარტია სამომავლოდ გეგმავს 73-ვე საარჩევნო ოლქის დაკომპლექტებას. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. 19:10 19.05.2012 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო პროგრამა უკვე მზად არის და მთავარ პრიორიტეტებზე ივანიშვილი 27 მაისს თავად ისაუბრებს. http://4.bp.blogspot.com/-Rlq25D1Vg9E/T7e3oURxeqI/AAAAAAAAHN0/GsQG_NhcTtg/s200/eka%2Bbeselia.jpgროგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალის ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში ბესელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თემატურმა ჯგუფებმა, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით არიან დაკომპლექტებულნი, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სამართლებრივ და სხვ. დარგების რეფორმებისთვის სერიოზული დოკუმენტები შექმნეს. „გვინდა, რომ საქართველოში ყოველი ადამიანი ღირსეულად ცხოვრობდეს და არ ეშინოდეს. „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, ეს არის გამთლიანებული საქართველო, რომელიც ხელისუფლების შეცვლით მიიღწევა. „ქართული ოცნება“ არის დაფასებული გლეხი, რომელსაც ექნება თავისი შრომის ადეკვატური შემოსავალი ექნება. პოლიტიკური პროცესი სააკაშვილმა მოკლა და არ დატოვა არც ერთი სარკმელი, რომ მძლავრი საპროტესტო განწყობა გამარჯვებით დასრულებულიყო. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ქვეყნისთვის შველა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში ჩაერთო, რადგან არ არსებობდა სხვა ძალა, რომელიც იმედწართმეულ საზოგადოებას დაეხმარებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ივანიშვილის ამოცანაა ხელისუფლებაში მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას იგრძნობს. "ობიექტივი" გადაცემის ჩანაწერი>>> http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  14. 19:03 19.05.2012 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, 27 მაისიდან „ქართული ოცნება“ ახალ პოლიტიკურ ეტაპს იწყებს. http://1.bp.blogspot.com/-IQ3mMj0f3Xs/T7e2ArLVeUI/AAAAAAAAHNo/Ms_6VOz5Uus/s200/ilia%2BCaCibaia%2Bilia%2Bchachibaia.jpgროგორც „ობიქეტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში ბესელიამ აღნიშნა, აქციაზე ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად მთავარ გზავნილებს გამოაცხადებს. „27 მაისს მსვლელობები პირველი საათიდან დაიწყება. შეკრება კი სამ საათზე თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება. ეს აქცია მშვიდობიანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოუწოდა ყველას, ვისაც სურს ქვეყნის გამთლიანების პროცესში მონაწილეობის მიღება, „ქართული ოცნების“ პირველ შეკრებას დაესწროს. ვთვლი, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია გააპროტესტოს არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანას არ გეგმავს, თუმცა, ბუნებრივია, აქციაზე დასწრება ყველას შეუძლია. "ობიექტივი" გადაცემის ჩანაწერი>>> http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მოელის, რომ ნატოს სამიტზე, ჩიკაგოში შენიშნავენ იმას, თუ როგორი პროგრესი აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა დაიწყო თავისი ტური აშშ-ში, და ნიუ-იორკში ჩამოსვლის შემდეგ, 16 მაისს განაცხადა, რომ მართალია, ჩიკაგოს სამიტი არ ეძღვნება ნატოს გაფართოებას, მაგრამ „არსებობს ყველა მიზეზი ერთი რამისთვის – ფორუმი შენიშნავს ამ ბოლო წლებში საქართველოს პროგრესს ალიანსის სტანდარტებთან მიახლოებისთან დაკავშირებით“. ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სამხედრო მზადყოფნას. სააკაშვილი მიწვეულია ნატოს სამიტზე, რომელიც ჩიკაგოში 21-22 მაისს შედგება.როგორც ელიან, სამიტის ყურადღების ცენტრში მოექცევა ავღანეთი, სადაც დაახლოებით 800 ქართველი სამხედრო ნატოს ჯარებთან ერთად იბრძვის. საქართველოს მეზობელი რუსეთი ამბობს, რომ ის წინააღმდეგია ნატოს გაფართოვების და მასში საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს გაწევრიანების. ორიგინალი ორიგინალი
  16. Хоккеисты сборной России, победив команду Финляндии на полуфинальной стадии чемпионате мира со счетом 6:2, стали участниками главного матча первенства планеты. Главным героем субботнего матча стоит признать Евгения Малкина, который трижды зажигал красный свет за воротами финнов. newsru
  17. ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის წყლით მომარაგების უქრუნველყოფა თურქულ კომპანია "ჯანტუ ინშატ"-ს მიანდეს. ამის შესახებ საუბარი 17 მაისს მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს ალექსანდრე ანქვაბსა და გაგრის რაიონის ხელმძღვანელობასთან შედგა. გაგრაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ანალოგიური პროექტი ბიჭვინთასშიც განხორციელდება.ანქვაბმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქული კომპანია "გაგრის წყალმომარაგების სანიმუშო სისტემის დანერგვაში" დაეხმარებათ, ხოლო "აფხაზვოდოკანალსერვისი"-ს საქმიანობა, რომელსაც უკვე დიდი ხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. გუშინ საქართველო-რუსეთის საზღვრის ცხინვალის მონაკვეთზე დაკავებული იქნა ცხინვალელი "დეპუტატი", საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების "ვეტერანი" ბალა ბესტაუტი. მისი განცხადებით, მას ზეპირსიტყვიერად აუხსნეს, რომ იგი დაკავებულია ინტერპოლის მიერ გაცემული სანქციის თანახმად, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის თანახმად საერთაშორისო ძებნაში იქნა გამოცხადებული. დაკავების მომენტში ბესტაუტს თან ახლდა მისი მეუღლე.მოგვიანებით ბესტაუტი გათავისუფლებული იქნა და ამჟამად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  19. ოკუპირებულ აფხაზეთში პურზე ფასების მომატება იგეგმება. როგორც მარიონეტული რეჟიმის "პრემიერთან" მისი ქვემდებარე სტრუქტურის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელმა დავით ირადიანმა განაცხადა, აქამდე 600 გრამიანი პურის ფასი 13 რუბლს (0.41 აშშ დოლარი) შეადგენდა.ირადიანის განცხადებით, პურზე ფასები 2008 წლის შემდეგ არ გადახtდულა მიუხედავად იმისა, რომ პურ-პუნთუშულის მწარმოებლებს არაერთხელ დაუსვამთ საკითხი ფასების მომატების აუცილებლობის შესახებ გამომდინარე იქიდან, რომ პურის ცხობისათვის საჭირო ნედლეულზე და ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. 18 მაისს საღამოს მაჰაჩკალაში ძალოვნებმა ბლოკირება გაუკეთეს სახლს, სადაც მათი ინფორმაციით იმყოფებოდა მაჰმუდ მანსური, 3 მაისის ორმაგი ტერორისტული აქტის ერთერთი ორგანიზატორი, რომლის დროსაც 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ალყაშემორტყმულ სახლში მ.მანსურთან ერთად იმყოფებოდა დედამისი, მეუღლე, ორი ჩვილი ბავშვი და მათი ნათესავი აბდურახმან მაგომედოვი მეუღლესთან ერთად.სახლის ბლოკირებაში, რომელსაც მთელი კვარტალის ალყაში მოქცევა მოყვა, მონაწილეობდნენ მხოლოდ ცენტრალური რუსეთიდან მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. Президент задержался с исполнением этого предвыборного обещания, ставшего одним из самых популярных во время кампании. На пути от предвыборного обещания к реализации инициатива явно обмякла: Путин обещал, что мигалок останется "несколько десятков". newsru
  22. В резиденции президента США в Кэмп-Дэвиде начался саммит "Большой восьмерки" с участием премьер-министра РФ Дмитрия Медведева. Впрочем, пресса полагает, что участие Медведева во многом будет номинальным. Дипломатический скандал, связанный с отсутствием президента Путина, он компенсировать не должен и не будет. newsru
  23. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/6231.jpg უნიკალური და ულამაზესი სასტუმრო ჩილეში სასტუმრო Montaña Mágica Lodge მდებარეობს ჩილეში ,კერძო მპლობელობა Huilo Huilo . შენობა ვულკანივით აფრვევს განატებულ წყალს რომელიც ლავის ილუზიას ქმნის http://s019.radikal.ru/i610/1205/fc/238805bbc7d1.jpg http://s019.radikal.ru/i621/1205/25/9277f63439f0.jpg თუ ნამვილი ვულკანის ნახვა მოგინდებათ სასტუმროსთან ახლოს არის ვულკანი Arenal http://s019.radikal.ru/i638/1205/b3/fb8ee69e9c20.jpg სასტუმროს ნომრები კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულებივით არის http://s42.radikal.ru/i097/1205/e3/5f352f9cc43c.jpg http://s019.radikal.ru/i644/1205/d6/8a83a611899d.jpg ზამთრის პეიძაჟი http://s019.radikal.ru/i617/1205/be/1757b9ea6c75.jpg http://i003.radikal.ru/1205/9b/50126962946d.jpg ნომერი შიგნიდან http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/16138.jpg ვულკან Arenal მიმავალი ბეწვის ხიდი http://s019.radikal.ru/i631/1205/7b/bbde3986bfb2.jpg http://s017.radikal.ru/i419/1205/c4/8bdc45c45fe1.jpg რესტორანი http://s017.radikal.ru/i419/1205/19/197193a8e529.jpg http://s009.radikal.ru/i310/1205/ba/4d348d42709f.jpg http://img.youtube.com/vi/W9jAgS5Ilos/2.jpg http://s018.radikal.ru/i512/1205/f8/daf84a3437a9.jpg http://s019.radikal.ru/i603/1205/bc/578799f346c0.jpg http://img.youtube.com/vi/jCKPc6T_F1g/2.jpg http://s019.radikal.ru/i616/1205/c1/3e37306a7001.jpg http://s019.radikal.ru/i601/1205/ec/e5198b8cdb96.jpg View the full article
  24. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2012-05-18_1818441.jpg რა მდგომარეობაა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ მექსიკა. 2009 წლის დეკემბრიდან ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია სურათზე:მექსიკელი ლესბოსელები ლოლ კინ კასტენდა და ჯუდიტ ვასკეზი ოფიციალურ ქორწინებაში არიან http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1139.jpg ჰონდურასი . ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია.სურათზე :ტრანსვესტიტი ტიფანი აჩვენებს ჰომოფობის მიერ მიყენებულ ჭრილობის ნაიარევს. მარტო 2011-2012 წლებში ჰონდურასში მოკლულია 34 სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2108.jpg პაკისტანი . ერთსქესიანი ურთიერთობები სასტიკად აკრძალულია. ერთსქესიანი ურთიერთობები ისჯება 10წლიანი თავისუფლების აღკვეთით. სურათზე : პეშევარში დაპატიმრებული ტრანსები. მარტო 2010 წლის 25 მაისს არალეგალური ერთსქესიანი ქორწილის დროს ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი 50 ტრანსი დააპატიმრეს http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3100.jpg ტაილანდი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია თუმცა სამართლებრივად ეს ფაქტი არ არის გამყარებული. სურათზე ტაილანდური ავიოკომპანია «PC Air»ტრანსსექსუალი ბორტ გამცილებლები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0119-800x515.jpg ისრაელი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 1994 წლიდან, ქვეყანაში სექსუმცირესობები უფლებებით გატოლებულია ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, მაგრამ რიგით მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სექს უმცირესობას უარყოფითად უყურებს.სურათზე .თელ-ავივში 2009წ.2 აგვისტოს ჰომოფობების მიერ მოკლული გეი წყვილის საფლავთან შეკრებილი სექსუალური უმცირესობები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/540.jpg ჩრდილოეთ ირლანდია. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2005 წლიდანსურათზე .ბელფასტის გეი-აღლუმის მონაწილენი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/635.jpg ინდოეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2007 წლიდან. სურათზე. ნიუ-დელის ერთერტი გეი კლუბის შესასვლელთან შეკრებილი სექსუალური უმცირესობები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/729.jpg სლოვაკეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ დაქორწინება არ არის ოფიციალურად ნება დართული.სურათზე .სლოვაკი გეები გეი-პარკში ისვენებენ http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/828.jpg კუბა. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია. მაგრამ ამ კანონს ყველგან არ იცავენ. გეების უფლებები შეძღუდულია . თუმცა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან და კლუბებშიც უპრობლემოდ იკრიფებიან სურათზე. საზაფხულო გეი ბანაკის დამსვენებლები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/928.jpg კუბელი ტრანსსექსუალი ილამ გონზალესი ჰავანას რუსულ მართმადიდებლურ ეკლესიაში წირვისას http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/525-990x637.jpg კანადა. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2005 წლიდან .სურათზე კანადელი ტრანსი ჯენი ტალკოვა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/5.jpeg მალავი . ერთსქესიანი ურთიერთობები კანონით იკრძალება და ისჯება 12 წლიანი ციხით. სურათზე დაპატიმრებული გეი წყვილი სასამართლოში http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1140.jpg ისლანდია. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2010 წლიდან. ისლანდია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში რომლის სათავეშიც არატრადიციული ორიენტაციის სახემწიფო მოღვაწეა..სურათზე . ისლანდიის პრემიერ მინისტრი იოჰანნა სიგურდარდიტტორი ( Jóhanna Sigurðardóttir ) პრესკომფერენციისას http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1229.jpg გვატემალა. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია. სურათზე გეების ქორწილი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1327.jpg რუსეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია,ერთსქესიანი ქორწინება იკრძალება. მოსახლეობის უმრავლესობა აგრესიულად არის განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ.სურათზე : ჰომოფობი ურტყავს გეის სანკტ-პეტერბურგი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/14252.jpg სამხრეთ აფრიკა. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2006 წლიდან.იოჰანესბურგისმსოფლიოში ერთადერთი ლესბოსელების საფეხბურთო გუნდ ” რჩეულების” მოთამაშეები. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1526.jpg საფრანგეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია.სურათზე ფრანგი გეი წყვილი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1626.jpg ავსტრალია. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია , აგრამ კანონი არ აღიარებს სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ერთსქესიან წყვილებს.სურათზე. ავსტრალიერი გეები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1726.jpg არგენტინა. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია.სურათზე. ბუენოს აირესის გეი ბარის სტუმრები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/1824.jpg გერმანია. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია2001წლიდან.სურათზე:ტრანსი Balian Buschbaum ქალებს შორის მსუბუქ ატლეტიკაში ევროპის ჩემპიონი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2012-05-18_181844.jpg ჩინეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება. არატრადიციონალებს შეკრების ნება დართული აქვთ მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.სურათზე ჩინელი ლესბოსელი გოგონა უმცირესობების დროშის ფონზე http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2022.jpg იტალია . ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება..სურათზე.რომაელი გეები ვარჯიშისას http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2126.jpg ბულგარეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება.სოფია.ანტი გეების მიტინგი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2221.jpg პარაგვაი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება.სურათზე. გეები ტრანსფორანტები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2319.jpg უგანდა. ერთსქესიანი ურთიერთობები კანონით იკრძალება და ისჯება 12 წლიანი ციხით.სურათზე . ეხლა მიდის მუშაობა კანონის შეცვლაზე. სურათხე. ხალხი აპროტესტებს სექსუალური უმცირესობის ლეგალიზაციის კამონის საწინააღმდეგო გამოსვლა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2418.jpg სერბეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება. სურათზე. პოლიციელების მიერ ნაცემი გეების დემონსტრაციის მონაწილე http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2516.jpg ნეპალი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება. ასევე ნებადართულია სექსუალურ უმცირესობების წინააღმდეგ გამოსვლები. რის გამოს უმცირესობები იძულებული არიან დამალონ ორიენტაცია. სურათზე. კატმანდუს გეების თავშესაფარში მყოფი გეი სახელად რაჯუ ბარალი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2616.jpg ესპანეთი . ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2005 წლიდან . სურათზე : მადრიდელი გაბუტული გეი წყვილი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2715.jpg შვედეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 2009 წელიდან. სურათზე. ახალდაქორწილებული შვედი წყვილი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2815.jpg დანია. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 1989 წლიდან.სურათზე. გეი მუსიკოსი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/2914.jpg ტაივანი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება.ფოტოზე. გეი პარადის მონაწილე და მისი დამცველი პოლიციელი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3014.jpg ტაილანდი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია . ტაილანდელი ტრანსი სახელად გო http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/0423.jpg უნგრათი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია 1996 წლიდან. სურათზე. გეი აღლუმის დარბევის მონაწილენი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3213.jpg პერუ. ერთსქესიანი ურთიერთობები აკრძალულია მაგრამ სასჯელიც არ არის გათვალისწინებული. სურათზე ;გეი პარადი ლიმაში http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3312.jpg სენაგალი. ერთსქესიანი ურთიერთობები აკრძალულია და ისჯება 10 წ. ციხით. სურათზე.დაკარის მთავარ მეჩეთთან ჰომოფობების საპროტესტო აქციის დარბევა http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3411.jpg მალაზია. ერთსქესიანი ურთიერთობები აკრძალულია და ისჯება 10 წ. ციხით .მალააზიური ანტიგეი ტრანსფორანტი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3511.jpg ესტონეთი. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება..სურათზე. ესტონელი ლესბოსელები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3611.jpg ბანგელადეში. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართული ,მაგრამ ქორწინება იკრძალება სურათზე:.ბანგელადეშელი ტრანსები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/768.jpg ნიკარაგუა. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია ,მაგრამ ქორწინება იკრძალება..სურათზე.ნიკარაგუელი გეი. ხოსე სავერე http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3710.jpg ეგვიპტე. ერთსქესიანი ურთიერთობები აკრძალულია და ისჯება 10 წ. ციხით.ეგვიპტელები მიემართებია გეები დასარბევად პოლიცია ცდილობს მათ შეჩერებას http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3810.jpg ბრაზილია. ერთსქესიანი ურთიერთობები ნებადართულია2011წლიდან. სურათზე. ბედნიერი გეი წყვილი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/3910.jpg აშშ. ერთსქესიანი ურთიერთობები და დაქორწინება ნებადართულიაკონეკტუკი , აიოვა,მასაჩუსეცი, ნიუ-ჰემპშერი , ბერმონტი შტატებში და კოლუმბიის ოლქში. დელევერი ,ჰავაი,ილენოისი და ნიუ-ჯერსის შტატებში ნებადართულია სამოქალაქო ქორწინება.სურათზე. ტრანსი ქალი.თინა ბრენდონი მეუღლესთან ერთად http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/05/brandonteena01.jpg View the full article
  25. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყურადღების ცენტრში მოხვედრის დიდოსტატია და ეს ყოველთვის კარგი როდია. ჩიკაგოს ნატოს სამიტზე მიმავალი სააკაშვილი სლოვაკიაში გაჩერდა, რათა 17 წლმადე საფეხბურთო კლუბების მატჩს დასწრებოდა, ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის გუნდები ხვდებოდნენ. აქედან ის მილანისკენ გაეშურა, უდროო დროს დაგეგმილი „შოფინგისთვის“, ალბათ. რამდენიმე დღით ადრე წყალდიდობამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. და აი ქართული ტაბლოიდი „ალია“ თავის გვერდებზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სააკაშვილი მილანში, ფეშენებელურ მაღაზიაში, Officine Panerai საათს ირჩევს და კიდევ სხვა ასეთივე მაღალი კლასის მაღაზიებს ათვალიერებს. ამ პუბლიკაციამ საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საინფორმაციო ვებპორტალი Civil.ge იუწყებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა პრეზიდენტის მილანში გაჩერების ფაქტი, მაგრამ რაიმე სახის შესყიდვებზე კომენტარი არ გაუკეთებია. Officine Panerai-ის თანამშრომელს ტელეფონით დავუკავშირდით, მაგრამ მან საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიმეს ყიდვის ფაქტზე ლაპარაკი არ მოისურვა. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...