planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/sazogadoebrivi-mauwyebeli-300x225.jpgსაზოგადოებრივი მაუწყებელი ივანიშვილს მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “დღეს 28 მაისს მოძრაობა ,,ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის კამპანია განაგრძო. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ ,,არ გადავაწყობთ რიტორიკას” და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება. საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, რომელიც დაფიქსირებულია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში. კერძოდ, ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და, მით უმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს. ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით, ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულ, მათ შორის სარედაქციო, დამოუკიდებლობას. სხვათა, შორის მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა არაერთხელ დაადასტურა ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის, ,,ბი-ბი-სისა” და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა. როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას. ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის: 1. საავტორო გადაცემის წამყვანი ,,დიქტორი” არ გახლავთ. 2. კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა. მივმართავთ მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ჯეროვნად შეაფასონ ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები”,-ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/05_12/60892.jpg განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. შესაბამისი განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის. `გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას,` - ნათქვამია განცხადებაში. ცენტრის ახალი ხელმძღვანელის დანიშნვამდე მიმინოშვილის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/Saakashvili2-300x199.jpgგამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნიან. მიმართვის ტექსტს “ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. “დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, ”მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”. მიზეზი ყოფილა ”პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის”. გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპით. ცენტრისთვის მთავარ ღირებულებებს განათლების ხარისხი და მისი გაუმჯობესებისათვის მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. გარწმუნებთ, მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად თანხვდება ცენტრის თანამშრომელთა ხედვას, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ცენტრის ყველა თანამშრომელს და ზოგადად ცენტრის საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება, დისკუსია და არა ხისტი გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, პირადი პოზიციის შეუთანხმებლობას არ უნდა ეწირებოდეს განათლების ხარისხი და მისი დაცვისთვის განხოციელებული ღონისძიებები, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის უზრუნველყოფდა. ბატონო პრეზიდენტო, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ამიტომაც, გთხოვთ უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს”,-ნათქვამია ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვაში. იხილეთ epn.ge
-
ერორი- პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი კლინიკა გახსნა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/05_12/60893.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების ოთხ-სართულიანი კლინიკა სადაზღვევო კომპანია ალდაგი `ბისიაიმ` ააშენა. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ას საწოლიანია. საავადმყოფოში დასაქმებულია სამასი ადამიანი. კლინიკის გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. View the full article -
გალის რაიონის სოფელ სიდაში ყაჩაღობის მცდელობა დაფიქსირდა. როგორც სააგენტო "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, 6 ნიღბიანი პირი თავს დაესხა სოფელ ნაბაკევის მკვიდრს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესით არის დაკავებული."სოფელ ნაბაკევში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება, რომლის საფუძველზეც აგროსერვისში დაფასოებული სიმინდის ფქვილი გალის ბაზარში იყიდება. ნაბაკევის მცხოვრები სწორედ ამ ბიზნესში იყო ჩართული. მას გასაყიდი საქონლის ერთ-ერთი პარტია ბაზარში მიჰქონდა, როცა ყაჩაღებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გიორგი კიკონიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ჩინელი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მაია სიდამონიძემ და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პეკინში. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჩინური ტურისტული კომპანიები ოფიციალურად შეძლებენ საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაია სიდამონიძე ჩინეთის ავიახაზების წარმომადგენელსაც შეხვდა. View the full article
-
Иностранным компаниям активно предлагают работать в России, однако там им придется довольствоваться второстепенными ролями. Именно это недвусмысленно дал понять Владимир Путин. Две недели спустя после возвращения в Кремль президент России твердо взял в руки рычаги управления этим стратегическим сектором, который обеспечивает половину всех бюджетных поступлений.
-
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ სპიკერი ვალერი ბგანბა სერბეთის პარლამენტის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხის განხილვის შესაძლებლობას მიესალმება."ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საკითხი პოზიტიურად იქნება განხილული. ეს რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ სერბეთი კოსოვოს პრობლემის მიუხედავად, აფხაზეთს აღიარებს", - განაცხადა ბგანბამ.მისივე თქმით, "აფხაზი დეპუტატები მზად არიან, სერბ კოლეგებთან ურთიერთობები დაამყარონ".შეგახსენებთ, რომ ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg მორიგი კრიმინალური გარჩევა მოხდა გალში. ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად მოკლულია სამი აფხაზი ე.წ. სამართალდამცველი. სამივე მათგანი შუადღისას გაეროს ყოფილი ოფისის წინ მდებარე კაფეში მოკლეს კრიმინალური გარჩევის დროს. ერთ-ერთი მოკლული დევი დუმბავა წლების განმავლობაში მუშაობდა ე.წ. აფხაზურ მილიციაში და ის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა გალში მცხოვრები ქართველების მიმართ. დუმბავა თხილის ბიზნესში იყო ჩართული; მისი ლიკვიდაცია ორი წლის წინაც სცადეს. View the full article
-
როგორც აფხაზური მედია იუწყება 22 მაისს გუდაუთის რაიონის სოფლებში დურიფშსა და ჯირხვაში აღმოჩენილი იარაღის 6 სამალავის ადგილმდებარეობის შესახებ ჩვენება მიუცია ანქვაბზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებულ რუსტან გიცბას. ეს სამალავების აღმოჩენის "მეორე ეტაპია" - პირველად 20 დღის წინ აღმოაჩინეს. იმ "აღმოჩენას" რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი დიდი ზარზეიმით შეხვდა: ჩვენ და აფხაზმა სამართალდამცავებმა ერთობლივად აღმოვაჩინეთ ქართველების და დოკუ უმაროვის მიერ დამალული იარაღი, რომლითაც სოჭის ოლიმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/370175_100.jpg“გამარჯობა მე ვარ მაია მიმინოშვილის შვილი ლაშა ყანჩაველი და დიახ გუშინ მეუღლესთან ერთად ვიყავი “ქართული ოცნების” აქციაზე. ამის შესახებ, ლაშა ყანჩაველმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამ გზავნილით ის ადასტურებს, რომ მისი დედის მაია მიმინოშვილის გათავისუფლება პილიტიკური ნიშნით მოხდა. თავად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა. ის გუშინ საღამოს ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა რომ აქციის მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა. „ჩემი შვილი არის ზრდასრული ადამიანი, ცხოვრობს ცალკე და თუ მისი გადაწყვეტილებები და შეხედულებები არის ჩემი თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზი, ეს არის სრული კატასტროფა“,– განუცხადა მიმინოშვილმა ჟურნალისტებს. მიმინოშვილი ინტერესდება, თუ საიდან გაიგო შესაბამისმა უწყებებმა მისი შვილის აქციაზე ყოფნის ამბავი. მას ეჭვი აქვს, რომ ლაშა ყანჩაველსა და დედას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს მოუსმინეს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, დღევანდელი ბრძანებულებით მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/parliament-300x225.jpgევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. დეპუტატების წინაშე ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა უფროსმა, ვახტანგ ლეჟავა წარადგინა. ვახტანგ ლეჟავამ საკუთარ გამოსვლაში იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების საკითხში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს. “ჩვენ ჩავატარეთ მოლაპარაკებების მოსამსაზადებელი პირველი რაუნდი და ივნისის ბოლოს გაიმართება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. უკვე მივიღეთ მოლაპარაკებების ტექსტები. ისინი კიდევ ერთხელ იძლევიან იმ ოპტიმიზს საფუძველს. რომ მოლაპარაკებები შეიძლება იყოს საკმაოდ სწრაფი პროცესი, ვსაუბრობთ დაახლოებით წელიწად ნახევარზე–ორ წელიწადზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილია და მოითხოვს ყველა წევრი ქვეყნის მიერ რატიფიკაციას, თუმცა შესაძლებელია დეკუმენტი ხელმოწერის შემდეგ დროებით რეჟიმში პირდაპირ ამოქმედდეს, იმის გამო, რომ ვაჭრობა ევროკომისიის კომპენტენცია გახლავთ”,– განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/get_img4-300x240.jpg„გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სამსახურიდან დღის ბოლომდე წავლენ“,– ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლების უმრავლესობა სამსახურიდან წასვლას აპირებს. პრესისთვის ერთობლივი განცხადება ამ წუთებში მზადდება. როგორც ცნობილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, დღევანდელი ბრძანებულებით მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Kaladze-300x199.jpgკახა კალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ფაქტებთან, რაც ჩაწყობილი თამაშების გამოძიების დროს გაჟღერდა. ამის შესახებ კალაძის ადვოკატებმა მარიო მარიანომ და ედუარდო მარიანიმ განაცხადეს. “კალაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება პირობა დადო, რომ ჩამოსვლისთანავე ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და გამოძიებასთან ითანამშორმლებს, რათა მისი სპორტული და მორალური რეპუტაცია არ შეილახოს”, – აღნიშნეს იურისტებმა. აღსანიშნავია, რომ დღეს იტალიურმა პოლიციამ ჩაწყობილი მატჩების ბრალდებით 19 ფეხბურთელი დააკავა, მათ შორის კალაძის ყოფილი თანაგუნდელი და ლაციოს ახლანდელი კაპიტანი სტეფანო მაური. პოლიციის სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო და მასში 280 სამართალდამცავი მონაწილეობდა. ჩხრეკა ერთდროულად ბრეშიაში, ბოლონიასა და კრემონიაში ჩატარდა. დაკავებები ასევე უნგრეთში განხორციელდა. იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ, გამოძიების დაწყებას იტალიური ნაკრებისთვის კატასტროფული უწოდა. იხილეთ epn.ge
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:08 28.05.2012 ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის ჩატარების მცდელობასა და შემდეგ დიპლომატების მიერ გაკეთებულ შეფასებებს. http://1.bp.blogspot.com/-AsVfBK_D-HA/T8N4kzQQ3xI/AAAAAAAAHZA/fOkoKixAJDM/s200/news_1_152624.jpgმეუფე იაკობი (იაკობაშვილი): „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ყველას მოგილოცავთ წირვის აღსრულებას. გუშინ ჩვენი ერის დიდი დღესასწაული იყო, ეროვნული დღესასწაული - ეროვნული დამოუკიდებლობის დღე და ყველას გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ქვეყნიერების აღსასრულემდე, მეორედ მოსვლამდე ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში საქართველოში ყოველთვის იდღესასწაულებოდეს ეს დღე და ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, აუცილებლად, ამ დღეს, იმიტომ, რომ ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს იყო პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება. ისინი შეიკრიბნენ იმიტომ, რომ შეუმცდარი სწავლება გადმოეცათ ჩვენთვის და ამიტომ, ამ წმიდა მამათა სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს არის აგრეთვე ხსენება მოწამისა ისიდორესი. საერთოდ, ძალიან საინტერესოა ადამიანის ცხოვრება, ამ ქვეყანაზე ნებისმიერი ადამიანის. მოავლენს ხოლმე უფალი ადამიანს და შემდეგ ყოველ ადამიანს აქვს თავის მისია. თუ ვინ როგორ იცხოვრებს, ამას თავისი თავისუფალი ნებით და თავისი თავისუფალი არჩევნით ირჩევს ადამიანი. როდესაც წმიდა მოწამე გაიწვიეს ჯარში და მსახურობდა, ისეთი პერიოდია, მართლმადიდებლობას ებრძვიან და რაღაც-რაღაც სწავლებებია, უცხო კერპებია და მათადმი უნდათ დაიმორჩილონ ქრისტიანები და ისინიც იმის შიშით, რომ ან სამსახური არ დაკარგონ, ან რაღაც უარესი არ შეემთხვათ, ან სიცოცხლე არ დაკარგონ, უცხო ღმერთებს სცენ თაყვანი და უარყონ ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ დგება ხოლმე ადამიანი არჩევანის წინაშე და წმიდა ისიდორემაც სამარცხვინო ცხოვრებას არჩია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის დიდებისთვის მიეძღვნა თავის ცხოვრება - ახოვნად აღიარებს ღმერთს, უარს ამბობს კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღებაზე და კლავენ მას, მაგრამ ამ სიკვდილით ის გადადის მარადიულობაში. თუ არიან ადამიანები რომლებსაც მოკლავენ და მართლაც კვდებიან, არიან ადამიანები რომ სიკვდილის მერე მარადისობას და უფალს უერთდებიან. ალბათ, თითოეული ჩვენთაგანიც უნდა დაფიქრდეს, თუ ცხოვრების რა წესი აირჩიოს და როგორ იცხოვროს. რისთვის წირავდნენ თავს, სანაცვლოდ რას იღებდნენ?! აი, თუნდაც წმიდა მოწამე ისიდორესთვის რა იყო მთავარი?! მთავარი იყო, რომ ღმერთის სწავლებას რა განდგომოდა. ქართველი კაცისთვის რასაც წარმოადგენს ღმერთი, ყველამ ვიცით. სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენი ქვეყნის რომელ კუთხეშიც არ უნდა მივიდეთ, უამრავი ტაძარია, ნიშია თუ სალოცავია. როგორ არ უჭირდა ჩვენს ერს, მაგრამ ყოველთვის გამონახავდა ძალას, რომ ღვთის სადიდებლად ეშენებინა ტაძრები და ეღვაწა ღვთის სადიდებლად და მამულის სიყვარულში. ქართველისთვის ღვთის მსახურება უბრალოდ ღვთის დიდებით და ღვთის მადლიერებით არ შემოიფარგლება. ეს არის ქართველისთვის სამშობლოს სიყვარული, თავისი ქვეყნის სიყვარული და ქვეყანა შედგება იმ ხალხისგან, რომელიც დასახლებულია ამ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიას აქვს საზღვრები. სამწუხაროდ, როგორც იცით, წინა საუკუნეში, თუ ახლა ამ ათასწლეულში, ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვიყავით და წინა საუკუნეში ფაქტიურად რუსეთის წინაშე მიგვატოვა მსოფლიომ. დღეს რა ხდება - როდესაც ოთხმოციანი წლების ბოლოს ერებმა აირჩიეს განვითარების გზა, ჩვენც ვფიქრობდით, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრები გავხდებოდით და რას ვითხოვდით მსოფლიოსგან?! რომ დაგვხმარებოდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსული აგრესიისგან, რომელიც დაშლის მომენტშიც აშკარა იყო, საქართველოში უკვე. ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იცით რუსი რასაც ახორციელებდა და აფხაზეთთან მიმართებაში თუნდაც ბოლო, დღევანდლამდე რას აკეთებდა. ჩვენ მათგან გვინდოდა, მსოფლიოსგან გვინდოდა დაცვა და გარანტია იმის, რომ ჩვენ თუ ვიქნებოდით თანამეგობრობაში, ისინიც დაგვიცავდნენ და მარტო მოწოდებების დონეზე არ იქნებოდა, არამედ როდესაც ერთს გაუჭირდებოდა, პირსისხლიანი მტრის წინაშე არ დაგვტოვებდნენ მარტოებს. და რა ხდება, მე ვფიქრობ და უწმინდესმაც რამდენიმეჯერ უთხრა უცხოელებს - როდესაც რუსეთს, ჯერ კიდევ არ ეცალა ჩვენთვის, იმ საკუნეშიც შეეძლოთ, რომ რაღაც-რაღაც გაერთიანებებში მივეღეთ თუნდაც ნატოში, თუნდაც ევროკავშირში და ამით ჩვენი ტერიტორიის რღვევა აღარ დაიწყებოდა, მაგრამ დაგვტოვეს რუსეთთან პირისპირ და მივიღეთ რა - დროებით წართმეული ტერიტორიები, უამრავი ადამიანი აყრილია და თავის სამშობლოდან დევნილია, ზოგი ისევ ჩვენს მიწაზეა, ზოგი კიდევ უცხოეთშია, ძალიან ბევრი - მილიონზე მეტი საერთოდ, საქართველოდან ამ მძიმე მდგომარეობის გამო გასულია. ჩვენი ისტორია, არც მეოცე საუკუნიდან დაწყებულდა და მით უმეტეს არც ოცდამეერთე საუკუნიდან. ერს დამწერლობაც ჰქონდა და არა ერთი, რამდენიმე და ენაც გვაქვს, ჩვენი ქვეყანაც გვიყვარს და სხვა ერებიც გვიყვარს. ჩვენ მტრებსაც კი მტრულად არ ვექცევით. თუ არა, გადავხედოთ და ვნახავთ. როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირს, ეკლესია არის ხოლმე ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყოს. ეროვნული მუხტი ყოველთვის არის ეკლესიაში. ამას ყოველთვის ებრძოდნენ და ებრძვიან, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა - რაც არ უნდა შეიკრიბნონ და ებრძოლონ, ქართველს კაცს ვერასდროს ვერ დააჩოქებენ. შეიძლება დროებით წაგვართვან რაღაც ტერიტორიები, ჩვენ სულ სხვა დახმარება გვინდოდეს და სულ სხვა დახმარებას გვთავაზობდნენ. აი, მაგალითად, ჩვენ რა დახმარება გვინდა დღესაც მსოფლიოსგან - გვინდა რომ აღდგეს ჩვენი ტრიტორია, ჩვენი საზღვრები აღდგეს, მშვიდობა იყოს ჩვენთან და შიგნითაც, ამ ქვეყნის გახლეჩვას ვიღაცეები რაღაცა სხვა იმედით არ უყურებდნენ. რეალობას რომ შევხედოთ, დღეს ქვეყანა არის ორ ნაწილად გახლეჩილი, ამ საუკუნეში. არის ტერიტორია რომელზეც ჩვენი, საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. წინა საუკუნეში კიდევ იცით, რომ ორჯონიკიძეებმა და კიდევ მამულის სხვა გამყიდველებმა რამდენი ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნებს გადასცეს, ისინიც დასაბრუნებელია, ეს ყველა ტერიტორია, მაგრამ სულ უახლოეს წარსულში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩაუვარდათ რუსებს ხელში. რამდენი ხანი ვითხოვდით მსოფლიო თანამეგობრობას, რომ დავეცავით?! თუ ბალტიისპირეთი მიიღეს თავისთან და ამით დაცვა გაუკეთეს ბალტიისპირეთს, ხომ შეეძლოთ ჩვენც მივეღეთ?! როდესაც აი, ამ ცოტა ხნის წინ წასულები ვიყავით გარეჯში, ჩვენი ტკივილის გამო, გულისტკივილის გამო, რაღაც მსვლელობები იმართება ამ დროს თბილისში და ყველანი ლაპარაკობენ, ის ქვეყნები, რომლებისგანაც სულ სხვა დახმარებას ველით, რომ თურმე ვიღაცეების უფლებები უნდა დავიცვათ და ეს ვიღაცეები არიან მამათმავლები, დედათმავლები, სქესგადაკეთებული ადამიანები და კიდევ არ ვიცი ვინ. ეს არის სრული უზნეობა. ჩვენ თავისუფლება იმისთვის არ გვინდა, რომ ტერიტორიები რომელიღაც იმპერიებმა წაგვართვან და მერე - ჩვენი თავისუფლების გზა არ გადის მამათმავლობაზე და სხვადასხვა რაღაცაზე. დღეს ბევრია ადამიანი რომელიც ჩვენს საუბრებს ჩაკირკიტებს და ე.წ. კომპიუტერებზე, ფორუმებზე და სხვადასხვა რაღაცეებზე, ფეისბუქზე ათას რაღაცას ამბობენ ჩვენზე. საიდან მოიტანეს, რომ საქართველოს განვითარება გადის ამ უმსგავსობაზე?! ეს ცოდვაა, ეს ადამიანები თუ არიან საზოგადოების წევრები, მათ არავინ არ ჩაგრავს, მაგრამ ცოდვის ასე აფიშირებას ქართველი ადამიანი ვერ შეეგუება, რომელი სახელწმიფოც არ უნდა უჭერდეს მხარს იმას. ეს კარგად უნდა იცოდეს ყველამ. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 შტატს არა აქვს მიღებული ეს კანონი. ტეხასში გაუბედონ, ჩავიდნენ და მასეთი რამე უთხრან რა დღეში ჩააგდებენ, ვინც მაგის ქადაგებას დაიწყებს, ნახავენ. ამერიკაშიც როგორ არის - რუსეთს რომ ჰქონდა ორმაგი პოლიტიკა, იქაც ისეა. არის შტატები სადაც ეს დაშვებულია და არის სადაც დაშვებული არ არის. ვისთანაც უნდათ იმასთან, იმ მხრიდან მივლენ. არის სიკვდილით სჯიან შტატებში და არის შტატები სადაც სიკვდილით დასჯა არ არის. ჩვენთანაც ე.წ. ლიბერალები, რომლებიც განძს იღებენ, გამოდიან და ქვეყნის წინაშე რა დამსახურება აქვთ, რომ მარტო ამას იცავენ?! გამოვიდნენ და ქვეყანა დაიცვან, როცა ომია იბრძოლონ, ომში იბრძოლონ, მაგრამ ის ადვილია, ფული აიღო ქვეყნის გაყიდვაში. უწმინდესი როცა წაბრძანდა, საქართველოში არ ბრძანდებოდა, მაშინ ხდება ეს ყოველივე. უწმინდესი შეიძლება ფიზიკურად გავიდეს საქართველოდან, თორემ სულიერად არასდროს არ ტოვებს საქართველოს და ჩვენ, ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით. ის ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან და ასევე ნებისმიერი ადამიანი ცოდვაში ვართ - ზოგი ქურდობას, ზოგი ავაზაკობს, ზოგი მრუშობს, მაგრამ სინანულის გრძნობა უნდა გვქონდეს, ამის აფიშირების სურვილი კი არ უნდა გქონდეს და განსაკუთრებულად კი არ უნდა გამოგვყავდეს ეს ადამიანები?! ჩვენ სხვა საქართველოს ვაშენებთ. ჩვენი საქართველო ზნეობრიობაზე და მორალზე დაფუძნებული უნდა იყოს. როდესაც საქართველოში ადამიანების უმეტესობა მორწმუნეა, მე არ ვლაპარაკობ მარტო მართმადიდებლებზე, არიან ასევე კათოლიკეები, არიან ხვადასხვა კომფესიების ადამიანები, არიან მუსულმანები, ნებისმიერი რელიგიისთვის მიუღებელია აღვირახსნილობის ქადაგება. ამიტომ, ხალხის უმრავლესობის აზრი უნდა გავითვალსწინოთ ყველამ. სოდომს და გომორს რა მოუვიდათ კარგად ვიცით. სანამ აღვირახსნილი ცხოვრების პროპაგანდა არ დაიწყეს, მანამდე ჯერ კიდევ შენახული ჰყავდა უფალს და არ დაუწვავს გოგირდის ცეცხლით და ჩვენც არ გვინდა რომ საქართველოს რაიმე ტკივილი მიადგეს, ვინმესგან და რამისგან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმიდის მადლით აგავსოთ. ჩვენს წინაპრებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ უმსგავსო რაღაცეები წინა პლანზე გამოვიტანოთ და ეროვნული ფასეულობები, რაც გვაქვს, ისინი გადავყაროთ და ფეხქვეშ გავთელოთ. ოჯახში კაცი კაცი უნდა იყოს, ქალი ქალი უნდა იყოს, სიყვარული უნდა სუფევდეს არა მარტო ოჯახში, არამედ მთელ საზოგადოებაში. საზოგადოების გაყოფა რა შეიძლება და ეკლესია ღვთის წიაღში ყველას აერთიანებს, იმიტომ რომ ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ჰყოფს. ჩვენთან, ჩვენს საზოგადოებაში არავის არ ვჩაგრავთ, არც უცხო სარწმუნოების, არც უცხო ერის და არც თუნდაც სხვა ტრადიციების მატარებელ ადამიანებს და რაღაც უფლებებს და რაღაცას, თურმე მეტი არაფერი არ სჭირდება საქართველოს და მთელი უცხოეთი იმაზეა გადასული, როგორ დაეხმარონ ვიღაცეებს, მამათმავლებს და იმათ, რომ აცხოვრონ. ასე არ შეიძლება და ვერ მივიღებთ ამას, ცუდი რამე მოჰყვება ასეთ რაღაცას, ძალიან ცუდი რამე მოჰყვება, მერწმუნეთ - არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ და ნუ შემოგაქვთ ისეთი ფასეულობები. ევროპას და დასავლეთის ცივილიზაციას ძალიან ბევრი რამ აქვს კარგი, რომლის შემოტანაც აუცილებელიც არის და ის შემოვიტანოთ და არა ის, რაც ასე მიუღებელია, ძალით ნურაფერს ნუ გვახვევთ თავზე, იმიტომ რომ ღმერთი არ არის თვითონ მოძალადე და არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, სხვა ადამიანების უფლება და ერის უფლება, მით უმეტეს მორწმუნე ერის უფლება ასე გათელოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და ვისწავლოთ ამ ქვეყანაში ცხოვრება, ვისწავლოთ, სიყვარულით ვისწავლოთ, ურთიერთსიყვარულით და ურთიერთგატანით ცხოვრება ვისწავლოთ და არა ის, რომ სიძულვილი გვქონდეს ერთმანეთის. თუ გვინდა კარგი საქართველოს ავაშენოთ, ძლიერი საქართველო, ერთმანეთის სიყვარულის გარეშე და ერთმანეთის შენდობის გარეშე ვერასდროს ვერ ავაშენებთ ასეთ ქვეყანას. ოთხშაბათს უწმინდესი ჩამობრძანდება, ლოცვა-კურთხევა გადმოგცათ ყველას და ისტორიული შეცდომები რომ არ გავიმეოროთ, თუ უცხოეთს ჩვენი დახმარება უნდა, ტერიტორიების აღდგენაში დაგვეხმაროს და მართლაც ისე შეგვეწიოს რომ მარტო იმის დონეზე არ იყოს, რომ „ვწუხვართ“ - ეს ვიშვიში და ასე წუხილი არაფერი არ არის თუ რაღაც არ მოჰყვა. ჩვენს გვერდზე არის იმპერია, თან პირი აქვს დაღებული, გადაყლაპვა უნდა მთლიანად საქართველოსი და აქედან ცოტა რაღაც ქმედითი ზომები აუცილებლად უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. ძალიან ძნელია ძლიერი სახელმწიფო ააშენო, დღევანდელი მსოფლიოში, თუ თანამეგობრობის, მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების თანადგომა არ გვექნება და თანადგომა, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და იმ ტერიტორიებზე მოსახლეობის დაბრუნებით უნდა გამოიხატებოდეს, რომლებიც აყრილები და გაგდებულები, იძულებით გადაადგილებულები არიან იქიდან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და ცოტა ფრთხილად ვიყოთ ხოლმე, როდესაც ახალი რაღაცეების დამკვიდრება გვინდა. ის, რაც მიუღებელია, იმას ვერ დავამკვიდრებთ ვერასდროს. ჯვარი წერია ქართველ ერს, რომ რაღაცა ისეთს შეეგუოს, რაც შესაგუებელი არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელს შინა“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
По разным оценкам, от 30 до 100 тысяч человек вышли на улицы Тбилиси, чтобы принять участие в крупнейшей за последние три года антиправительственной демонстрации. Демонстранты стянулись к площади Свободы в центре города, в руках у них были грузинские флаги, а также флаги ЕС и НАТО - Грузия стремится вступить в эти западные организации. На площади перед толпой выступил оппозиционер Иванишвили.