planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ბლოგერს 222.1 მუხლით ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა ჟურნალისტები და მეგობრები შიშობენ, რომ როგორც ყოველთვის ასეთი პატიმრების მიმართ სასამართლო მეტ სიმკაცრეს იჩენს და 23 წლის მეჰმანის საქმეს მეტი გარემოებებით დაამძიმებს, მითუმეტეს, როგორც ამბობენ, დაპატიმრებები პირადად ილჰამ ალიევის დავალებით ხორციელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo14141.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,2012 წლის 11 ივნისს ჩრდილოეთ ნიგერიის ზამფარის პროვინციის სოფლებზე მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით.თავდასხმების შედეგად ,უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია რომ,სამინისტრო მკაცრად გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერს ნიგერიის ხელისუფლების ძალისხმევას, მიმართულს ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისკენ. ასევე, სამინისტრო იმედს გამოთქვამს,რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნიგერიის მთავრობას და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/20120229002120shss1-300x188.jpg გაუჩინარებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჯიბლაძე. ახლობლები მას 11 ივნისის შემდეგ ეძებენ. ჯიბლაძე CAT-ის ალგორითმის ავტორია. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ნეტგაზეთს დაუდასტურეს, თუმცა, ისინი დეტალების განმარტებისგან თავს იკავებენ. “ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ მეტი დეტალის თქმისგან, ვშიშობთ ამის გასაჯაროვებით მეტი საფრთხე არ შევუქმნათ მას,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ცენტრის ყოფილი თანამშრომელი. “ექსპრესნიუსი” შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოტა უტიაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა. უტიაშვილის ინფორმაციით, ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგულის ნათესავებმა მიმართეს. ამჟამად მიმდინარეობს დაკარგულის ძებნა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/Tugushi2-300x185.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში,მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მიმართავს რეკომენდაციით მიმართავს, დაიწყოს გამოძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ,რომ უმოკლეს ვადებში უნდა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ზურაბ ლაბახუას სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა. 2012 წლის 8 ივნისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნონა ლაბახუამ. განცხადების თანახმად, მისი მეუღლე ზურაბ ლაბახუა სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას სასტიკად ცემეს. “11 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ ზურაბ ლაბახუას. პატიმრის ინფორმაციით, იგი 3 ივნისს მიდიოდა სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, რა დროსაც შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი კისერში სწვდა, დაუწყო გინება, ცემა და თან უხმობდა სხვა პირებს. პატიმრისვე გადმოცემით, მასთან მივიდა კიდევ ოთხი პირი, წააქციეს და დაუწყეს ცემა. შემდეგ დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სენაკის პოლიციაში. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ქუჩაში ცემის ფაქტს მისი ოჯახის წევრები და მეზობლები შეესწრენ. როგორც პატიმარი აცხადებს,პოლიციის თანამშრომლები პოლიციის შენობაში მიყვანამდე მანქანაშიც სცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.ასევე,დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას იგი რამდენჯერმე გახდა ცუდად, რის გამოც ოთხჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხოლო 5 ივნისს, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ იზოლატორში მოთავსების მომენტში, 4 ივნისს, ზურაბ ლაბახუას მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, მარცხენა თირკმლის და ორივე მუხლის არეში – დაჟეჟილობა. მარცხენა კოჭის არეში – დაჟეჟილობა და შესიება.ხოლო,”სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ 2012 წლის 6 ივნისს შედგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ზურაბ ლაბახუას აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში დაჟეჟილობა, ასევე შუბლის წილის მარცხენა მხარეს – ნაკაწრი და ნაჭდევი. მარჯვენა ბეჭის არეში – ნაჭდევი. ორივე მტევნის სახსართან – ნაკაწრები დაფარული ფუფხით. ორივე დუნდულას ზედა კიდეებთან – დაჟეჟილობა. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ ლაბახუას მონახულებისას, 11 ივნისს, პატიმარს გარეგნული დათვალიერებით კვლავ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები: ორი კოპი თავზე, საფეთქლებზე – ექსკორიაციები, მარცხენა მხარზე და ორივე თვალბუდეზე – მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ორივე მაჯაზე – ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთი, ორივე მუხლზე და თირკმლის არეში – სისხლნაჟღენთი, ორივე კოჭის არეში – დაჟეჟილობები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა იდაყვზე – გრძივი ნაკაწრი, მარჯვენა ბეჭის მიდამოში – სისხლნაჟღენთი”,-ნათქვმია სახალხო დამცველის ინფორმაციაში. იხილეთ epn.ge
-
საინფორმაციო სააგენტო info9.ge, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა ფუნქციონირებს, მიზნად რეგიონის ამბების შესახებ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეების ინფორმირებას ისახავს. info9.ge-ზე ინფორმაცია ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად ქვეყნდება. 13 ივნისი, 2012 - 13:49 13 ივნისი, 2012 - 13:49 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/6569tghk.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/GlobalPeaceIndex1-300x213.jpgსაქართველო გლობალური მშვიდობის რეიტინგში 141–ე ადგილზეა. კვლევა,ორგანიზაცია “კაცობრიობის ხედვამ” (Vision of Humanity) ჩაატარა. კვლევის მიხედვით, რეიტინგის სათავეშია დანია, ხოლო უკანასკნელ, 158-ე ადგილზეა – სომალი. საქართვეოს მეზობელი ქვეყნებიდან ,რუსეთი 153–ე ადგილზე,სომხეთი 115–ეაზიბარჯანი 132–ე,თურქეთი კი130–ე. რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შედგა. ეს კრიტერიუმებია: საზოგადოებაში კრიმინალის აღქმა; მკვლელობები; დაკავებული მოსახლეობა; იარაღის ხელმისაწვდომობა; შიდა კონფლიქტის შედეგად სიკვდილიანობა; სამხედრო დანაკარგი; შეიარაღებული ძალების პერსონალ;ორგანიზებული შიდა კონფლიქტი; ძალადობრივი დემონსტრაციები; ძალადობრივი კრიმინალი; პოლიტიკური არასტაბილურობა; პოლიტიკური ტერორი; იარაღის იმპორტი; ტერორისტული აქტები; გაერო-ს სამშვიდობოების დაფინანსება; მძიმე იარაღი; სამხედრო შესაძლებლობა; იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა; ბრძოლა კონფლიქტებსა და გარე კონფლიქტების შედეგად სიკვდილიანობა და სხვა.. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/cea4c6cf0bdc8115c76b957a383f576a.jpgერაყში აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1saak-samarTali-2.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს რადიკალები უწოდა. ამის შესახებ მან 2012 წლის 12 ივნისს გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, რადიკალები ებრძვიან მის მიერ აშენებულ „მშვიდობის მინის ხიდს“, ქუთაისში მშენებარე პარლამენტს, იუსტიციის სახლებს.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინათ ბიძინა ივანიშვილმა პირადად გააკეთა განცხადება მინის კონსტრუქციის მშვიდობის ხიდის თაობაზე. მისი თქმით, პირველი, რასაც ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთებს, ამ ხიდის დემონტაჟი იქნება. ხოლო კოალიციის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობას ქუთაისში ისინი საკონცერტო დარბაზად გადააკეთებენ. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1beselia-samarTali-1.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მენეჯმენტ სერვისს“, ნაცვლად 4 მლნ 700 ათასისა, 2 მლნ 300 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.<span style="font-size: 10pt;" />თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „მენეჯმეტ სერვისის“ 4 მლნ 700 ათასი ლარით დაჯარიმების თაობაზე შეტანილი საჩივრის განხილვის პროცესი სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. „მენეჯმენტ სერვისის“ უფლებებს ადვოკატი ეკა ბესელია იცავდა. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/news_8545-245x300.jpgეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ირლანდიის საგარეო და ვაჭრობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ იმონ გილმორის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ეუთო-ს მისია აღდგეს. ამის შესახებ გილმორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ველოდებით, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას გამოხატავს”, – აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ. მისი თქმით, ეუთო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, ODIHR-ს მისიის საქართველოში მიწვევას. საქართველოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) შემფასებელი მისია გუშინ ეწვია. ვიზიტი 16 ივნისამდე გასტანს. იხილეთ epn.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1qomagi-sazog-1.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. როგორც „ქომაგის“ გამგეობის თავმჯდომარე ია მეტრეველი საქინფორმს ატყობინებს, ხელისუფლების მიერ მოქალაქეების უფლებების უხეშად დარღვევის გამო ფონდი საგანდებო მიმართვას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/russia_and_georgia_flags1-300x210.png 9 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს,რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოუწევს,ამის შესახებ განცხადებადღეს, რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ გააკეთა.მათი თქმით,ყველა მათგანს კანონდარღვევა აღმოაჩნდა. “ჩვენთან საქართველოს ისეთი 9 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც დარღვეული აქვთ 90 დღიანი ყოფნის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ადამიანების მოვძებნით და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ: ან საიმიგრაციო სამსახური ან სასამართლო. ჩვენ წესრიგი უნდა დავიცვათ”, _ აცხადებს რომოდანოვსკი იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/d135501ecb0afdabcbc499583f2592eb.jpgსაქართველოს ცხრა ათასზე მეტი მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევით იმყოფება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/COE.Web_.Strasbourg-Eu-300x193.jpgსტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის ბოლო მოსმენა დღეს გაიმართება. არსებული ინფორმაციით, დღევანდელი მოსმენით საქმეზე პროცედურული და შინაარსობრივი მუშაობა დასრულდება, სტრასბურგის სასამართლო კი გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს. “ჩვენი დავის მთავარი ხაზი არის, რომ პირველ რიგში რუსეთის ფფადერაციის პასუხისმგებლობა დადგეს ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისა და დეპორტაციისთვის, ასევე მთელი ამ დაკავების პროცესში დეპორტაციამდე და დეპორტაციის პროცესშიც, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. გარდა ამისა, ვითხოვთ კომპენსაციის გადახდას მათთვის, ვისაც რუსეთის ასეთი პოლიტიკის გამო ზიანი მიადგა”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა. ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გამოცხადდება. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1global-TV-sazogadoeba-3.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. კომპანია „გლობალ ტვ“-ის უცხოელი მეწილის ალექსანდრ რონჟესის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გლობალ ტვ“-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს.<span style="font-size: 10pt;" />როგორც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე რონჟესმა განმარტა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიების – „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ – სარჩელის საფუძველზე გამოიტანა, რადგან მათ „გლობალ ტვ“-ის მიერ საკუთარი მაუწყებლობის ტრანსლირების შეწყვეტა მოითხოვეს. საქინფორმი
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/0f13c8e1841b5bccfab6448bf4417ecd.jpgსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ე.წ. "თავისუფალი პროფკავშირები-სოლიდარობა 2"-ის საინიციატივო ჯგუფს ემიჯნება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1lazika-aqtualuri-2.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტმა შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილ ქალაქ ლაზიკას სტატუსის თაობაზე კონსტიტუციაში ცვლილებები პირველი მოსმენით, 126 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 12 ივნისს მიიღო. ცვლილებების თანახმად, ამ ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით.<span style="font-size: 10pt;" />იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, თუ რა სამართლებრივ კონტურებს მიიღებს ლაზიკას სტატუსი, ეს ორგანული კანონის მომზადების შემდეგ გამოიკვეთება. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1beqauri-sazogadoeba-2.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არხი არ შედგეს. <span style="font-size: 10pt;" /> სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მის გარდა კომპანია „გლობალ ტვ“-ის ხელმძღვანელობა და ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო +“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანიც ესწრებოდნენ, ბექაურმა განაცხადა, რომ სხვა დაბრკოლებებთან ერთად, ტელეკომპანიას პრობლემები ექმნება რეგიონული ბიუროების გახსნის პროცესშიც, რადგან ოფისების დაქირავებაზე მეპატრონეები დიდწილად უარს ამბობენ. საქინფორმი
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/48859dfd320f49a840bda271715d8d65.jpgფილიპ დიმიტროვის თქმით, სწრაფი მომსახურების შესაძლებლობები საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თბილისი მარიოტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
Замглавреда издания Соколов, написавший резкую статью с упоминанием имени Бастрыкина, извинялся. Но шеф СКР извинений не принял, устроил ему публичный разнос, а потом акцию устрашения в бандитском стиле: "удачно шутил", что лично займется делом об убийстве еще живого журналиста. Соколов срочно уехал из России. View the full article
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1invest-aqtualuri-1.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი.როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 %-ით გაიზარდა და 269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1yadaRa-politika-3.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. აღმასრულებლებს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული ქონების დაყადაღებაც შეუძლიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ბექა დოჭვირმა განუცხადა.<span style="font-size: 10pt;" />იურისტის განმარტებით, თუ საქართველოში არსებული ქონება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამოღებული იყოს თანხა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დაჯარიმდა, ქართულ მხარეს შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ივანიშვილს ქონება აქვს და ამ ქვეყანამ თავად მოიყვანოს სისრულეში საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქინფორმი