Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კანონი, როდესაც თბილისის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა, რომლებშიც ღვინო და ბუკლეტები იყო მოთავსებული? სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61043.jpg დააკმაყოფილებს თუ არა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, - ევროსასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს. სასამართლომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. დღევანდელი მოსმენით საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა. მოსამართლეებმა მხარეების შემაჯამებელი გამოსვლები მოისმინეს და ამით საქმე ბოლომდე შეისწავლეს. პროცესზე რუსეთის მხარემ სუსტი არგუმენტები წარადგინა და სარჩელის ვერც ერთ ნაწილში ვერ შეძლო დასაბუთებული განმარტების გაკეთება. პროცესი ეხება 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ეროვნებით ქართველთა მასობრივ დეპორტაციას. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა. View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61043.jpg დააკმაყოფილებს თუ არა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ. ევროსასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს. სასამართლომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. დღევანდელი მოსმენით საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა. მოსამართლეებმა მხარეების შემაჯამებელი გამოსვლები მოისმინეს და ამით საქმე ბოლომდე შეისწავლეს. პროცესზე რუსეთის მხარემ სუსტი არგუმენტები წარადგინა და სარჩელის ვერც ერთ ნაწილში ვერ შეძლო დასაბუთებული განმარტების გაკეთება. პროცესი ეხება 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ეროვნებით ქართველთა მასობრივ დეპორტაციას. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა. View the full article
  4. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/sagareo-saqmeta-saministro-1.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტანტინ რომოდანოვსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. აღნიშნულ განცხადებას opinion.ge უცვლელად გთავაზობთ. “რუსეთის ფედერაციაში დაწყებულია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა. მასობრივად მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით. ამ ტალღის კონტექსტში უნდა იქნას განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც მოწმობს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში უკვე უწოდეს “ქართველებზე ნადირობის გამოცხადება”. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი მთლიანად ამართლებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმსხვერპლა ეთნიკური დევნის კამპანიამ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.სამარაში 2011 წლის 10 ნოემბერს. აქვე გვინდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით “ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში”, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისთვის რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ”. opinion.ge View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili4-300x208.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დღეს ბულვარში მშენებარე საზაფხულო თეატრი დაათვალიერა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ახალი თეატრი საუკეთესო ადგილი იქნება ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციისთვის და სხვადასხვა ფესტივალის გასამართად. ამას გარდა, ახალი თეატრი ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს ბევრ სასიამოვნო სანახაობას შესთავაზებს. პროექტის თანახმად, ახალი თეატრი ძველი საზაფხულო თეატრის ანალოგია, თუმცა მასზე სამჯერ დიდი იქნება და 450-ის ნაცვლად, ათას 200 მაყურებელს დაიტევს. თეატრის შენობის არქიტექტურული სტილი ძველი პროექტის შესაბამისი იქნება და ხის მასალით მოპირკეთდება. თეატრის ჭერის მოზაიკა ბუნებრივი ცის იმიტაციას შექმნის. ასევე, კეთილმოეწყობა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაც. თეატრის სავარძლები ადგილობრივი წარმოებისაა და ისინი ბათუმში დამზადდა. საზაფხულო თეატრის მშენებლობა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს და იქ 80-მდე ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა აგვისტოში დასრულდება და ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს თეატრი ზაფხულის დამლევს უმასპინძლებს. იხილეთ epn.ge
  6. ##image#9400#1#2012 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი უც­ხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით 60-65%-ით მე­ტია. ამის შე­სა­ხებ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ნი­კა გი­ლა­ურ­მა გა­ნაც­ხა­და. ,,2012 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში 270 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და, რაც ძა­ლი­ან კარ­გი ციფ­რია. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წი­ნა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 60-65%-ით აღე­მა­ტე­ბა.’’-გა­ნაც­ხა­და ნი­კა გი­ლა­ურ­მა. პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში უც­ხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რდა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მო­მა­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ,,მთავ­რო­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მზარდ ტემპს ხე­დავს მე­ო­რე კვარ­ტალ­შიც. რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ქმნის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. 60-70%-ია­ნი ზრდა ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წელ­საც შეგ­ვიმ­ცირ­დე­ბა.’’-აღ­ნიშ­ნა ნი­კა გი­ლა­ურ­მა. View the full article
  7. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saaksashvili1-300x180.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საზაფხულო თეატრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა, რომ თეატრს ბათუმის მერია აღადგენს. პრეზიდენტის თქმით, ის სამჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე ძველი თეატრი. “ასლან აბაშიძეს საშინლად არ უყვარდა ადგილები, სადაც შეიძლება ხალხი შეკრებილიყო. ამიტომ, დაწვეს ეს თეატრი, დაწვეს ცირკი, დაანგრიეს სტადიონი. აქ დიდი ფესტივალები მოეწყობა აგვისტოს შუა რიცხვებში, ბევრი უცხოელი შემსრულებელი ჩამოვა, მაგრამ ადგილობრივი კულტურაც უნდა ამოვქაჩოთ”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
  8. ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხის გა­მო­ტა­ნას სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბის გა­რე­შეც შეძ­ლე­ბენ. ნოუ-ჰაუ ბრი­ტა­ნულ­მა ბან­კმა – Royal Bank of Scotland-მა და­ნერ­გა. მი­სი კლი­ენ­ტე­ბი ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხის გა­მო­ტა­ნას სმარ­ტფო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლე­ბენ. თან­ხის გა­ნაღ­დე­ბის­თვის, ბან­კის კლი­ენ­ტე­ბი 6-ციფ­რი­ან კოდს მი­ი­ღე­ბენ. შემ­დეგ ამ კოდს ბან­კო­მატ­ში შე­იყ­ვა­ნენ და თან­ხას გა­მო­ი­ტა­ნენ. მო­მა­ვალ­ში პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი სმარ­ტფო­ნის სიმ-ბა­რათ­ში ჩა­იტ­ვირ­თე­ბა და ბან­კო­მატ­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, აპა­რა­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­ტო­მა­ტუ­რად წა­ი­კით­ხავს. Royal Bank of Scotland-მა თა­ვი­სი ინო­ვა­ცია პირ­ველ რიგ­ში იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე გათ­ვა­ლა, ვი­საც ბა­რა­თე­ბი ხში­რად სახ­ლში რჩე­ბათ. თუმ­ცა რად­გან ეს მე­თო­დი ჯერ ძა­ლი­ან ახა­ლია, ბან­კი კლი­ენ­ტებს ურ­ჩევს, რომ ამ გზით 100 ფუნ­ტზე (155.6 აშშ დო­ლა­რი) მე­ტი თან­ხა არ გა­მო­ი­ტა­ნონ. BBC-ის ცნო­ბით, ტე­ლე­ფო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა უფ­რო გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია. მის მი­ხედ­ვით, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ელექ­ტრო­ნულ სა­ფუ­ლედ უნ­და გა­და­იქ­ცეს და მო­მა­ვალ­ში სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლოს. ამ დრო­ი­სათ­ვის ბრი­ტა­ნეთ­ში მო­ბი­ლუ­რი უკ­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უნაღ­დო ან­გა­რიშ­სწო­რე­ბი­სას. View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/8046xuxashvili-300x189.jpgთბილისში ამაღლების ქუჩაზე, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საკუთარ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გია ხუხაშვილმა განუცხადა მოსასმენი აპარატურა მეზობლის ბინიდან დაამონტაჟეს. “ მეზობლის ბინის იატაკი, ამოტეხილი იყო და იქედან ჩემს ჭერზე ჰქონდათ ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აღსანიშნავია, რომ ჩემი ზედა მეზობელი, აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობს და აპარატურა დღეს შემთხვევით აღმოაჩინა,“– განაცხადა გია ხუხაშვილმა მისივე თქმით, იგი ძილში არ ლაპარაკობს, ვინაიდან სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდის. „მინდა გავუცრუო ვანო მერაბიშვილს იმედები, სახლში გვიან ღამით მივდივარ და ადრე გამოვდივარ, ძილში კი არ ვლაპარაკობ, შესაბამისად, მერაბიშვილი სასურველ ინფორმაციას ვერ მიიღებდა“ აღნიშნა ხუხაშვილმა იხილეთ epn.ge
  10. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/sagareo-saqmeta-saministro1.jpgროგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა დაიწყო. “ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით მასობრივად მიმდინარეობს. ამ ტალღის კონტექსტში უნდა იქნას განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებები მოწმობს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში “ქართველებზე ნადირობის გამოცხადება” უკვე უწოდეს. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას მთლიანად ამართლებს და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ეთნიკური დევნის კამპანიამ იმსხვერპლა. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამარაში, 2011 წლის 10 ნოემბერს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა წარმოადგენს. აქვე გვინდა, გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით “ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში”, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისთვის რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. opinion.ge View the full article
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sagareo.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბათუმში ჩატარებულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესსნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ “2012 წლის 5 ივნისს ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გახსნეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე-3 ყოველწლიური პლენარული სესია. ოთხივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლებსაც თანათავმჯდომარეობდნენ აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლები, განხილულ იქნა ორი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხთა ფართო სპექტრი. თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიმდინარე წლის 30 იანვარს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეულ იქნა პრეზიდენტ ობამას დაპირების შესრულების პროცესში. იგი გულისხმობს: ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით; ნატოსთან საქართველოს თავსებადობის გაზრდას ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ; და საქართველოს სამხედრო და თავდაცვითი სისტემის შემდგომ რეფორმირებას. ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად. მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი შეიარაღება და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად. დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში თანაბარი სამოქმედო ველის, ღია დებატისა და მოქალაქეთა მიერ ინფორმაციისა და შეხედულებათა ფართო სპექტრზე წვდომის მნიშვნელობა. აშშ-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევით დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება მოახდინოს და კიდევ უფრო განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა და მოქალაქეთა ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს. სამუშაო ჯგუფი ასევე შეთანხმდა სისხლის სამართლის რეფორმის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ადმინისტრაციული კოდექსის რეფორმის მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. აშშ-მ აღნიშნა უმცირესობათა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვილებების გზით, და მხარდაჭერა გამოუცხადა უმცირესობათა ინტეგრირების მიზნით საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას. ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე 29 მაისს გამართული მაღალი დონის დიალოგის შედეგები, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სხვადასხვა საშუალებები ორმხრივი ვაჭრობის გასაღრმავებლად, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა. ეს დიალოგი ურთიერთმომგებიანია აშშ-სა და საქართველოსათვის იმის გათვალისწინებით, რომ ვაგრძელებთ იმ შესაძლებლობათა იდენტიფიცირებას, რომლებიც ბიზნესებს ესაჭიროება საქართველოში ინვესტირების მიზნით, ხოლო ჩვენს ორ ქვეყანას – ერთმანეთში საქონლისა და მომსახურების გასაყიდად. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის გზები; აქვე ხაზი გაესვა კანონის უზენაესობის საქმეში განუხრელი გაუმჯობესების მნიშვნელობას, შრომითი უფლებების პატივისცემასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას. ამასთან ერთად, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” (MCC) საქართველოს მე-2 კომპაქტის დაგეგმვის ეტაპზე გადასვლის განზრახვა გამოხატა. ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან საქართველოს მიერ კონტაქტის ხელშეწყობის გზები. შეერთებული შტატები ვარგის სამგზავრო დოკუმენტად აღიარებს სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. აშშ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შერიგების პროცესის წამახალისებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც ხელს შეუწყობს მიმოსვლის თავისუფლებას, შეამცირებს დაძაბულობას და საქართველოს სუვერენიტეტის შეუბღალავად ადამიანებს შორის კავშირ-ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ. სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა სავიზო დიალოგის გაგრძელების და იმ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებული გეგმები, რომელიც ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებას კიდევ უფრო დააახლოვებს ერთმანეთთან, გაზრდის რა კვლევების მოცულობას და ხელს შეუწყობს ინოვაციებს. სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რჩება აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და გაღრმავების გზაზე მდგარი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უმთავრეს მექანიზმად.”–ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  12. ##image#9399#1#დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კა­ში­ლი ირ­ლან­დი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა და ვაჭ­რო­ბის მი­ნისტრ ემონ გილ­მორს შეხ­ვდა. ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ სა­მუ­შაო ლან­ჩზე მხა­რე­ებ­მა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კით­ხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფ­რო გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ემონ გილ­მორ­მა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კით­ხებ­ზეც ისა­უბ­რეს და კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მი­მო­ი­ხი­ლეს. სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუ­თოს მი­სი­ის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც. ირ­ლან­დი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ხრეთ კავ­კა­სი­უ­რი ტურ­ნის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბა. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61042.jpg ეთნიკური ქართველების დეპორტაციის მეორე ტალღა დაიწყო. რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე დევნა ისევ გამოცხადდა. ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რამადანოვსკიმ. ”რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება. ჩვენ ყველა მათგანს მოვძებნით და მათ მიმართ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს,” – აცხადებს უწყების დირექტორი. რამადანოვსკი 2006 წელს ქართველების დეპორტაციასაც კანონიერად მიიჩნევს და ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეები კანონის სრული დაცვით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაგზავნეს საქართველოში. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61042.jpg ეთნიკური ქართველების დეპორტაციის მეორე ტალღა დაიწყო. რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე დევნა ისევ გამოცხადდა. ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე რამადანოვსკიმ. ”რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება. ჩვენ ყველა მათგანს მოვძებნით და მათ მიმართ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს,” – აცხადებს უწყების დირექტორი. რამადანოვსკი 2006 წელს ქართველების დეპორტაციასაც კანონიერად მიიჩნევს და ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეები კანონის სრული დაცვით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაგზავნეს საქართველოში. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. View the full article
  15. ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი თავის ბლოგში მოყვა თავისი ექს-შეფის გარდაქმნის ეპოქის გამოჩენილ რუს პოლიტიკოს-დემოკრატთან, სანქთ-პეტერბურგის პირველ მერთან ანატოლი სობჩაკთან გაცნობის არაოფიციალური ვერსია - რომელიც მას გაანდო 1998 წლის 20 ნოემბერს რუსეთის ”ჩრდილოეთ დედაქალაქში” მოკლულმა უფლებადამცველმა დეპუტატმა გალინა სტაროვოიტოვამ.როგორც ილარიონოვი წერს, ”ერთხელ 1990 წლის გაზაფხულზე, მისი მონაწილეობით რომელიღაც საჯარო ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია ხვალ კონტროლის პალატის შენობასთან აქციას გამართავს აქცია 13:00 საათზე დაიწყება. როგორც ასოციაშიაში აცხადებენ,ისინი მოითხოვენ შეწყდეს ძალადობა და არასამართლიანობა, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და დევნა. მათი თქმით, საქართველოში კანონი შერჩევით მოქმედებს, ისინი მიმართავენ კონტროლის პალატას,შეწტვიტონ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულება. იხილეთ epn.ge
  17. რუსეთში პოლიციამ რადენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის "ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, ვლადიმერ ვარფოლომეევი, რომელიც მოსკოვში საგამოძიებო კომიტეტის შენობასთან გამართულ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობას იღებდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/parlamenti3-300x225.jpg“თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ” კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ანაკლიაში, განმუხურსა და ქობულეთში ტურისტული ზონების კოორდინატები, კანონით აღარ იქნება დადგენილი. კანონპროექტით, კანონიდან ამოღებული იქნება ანაკლიის, განმუხურისა და ქობულეთის ტურისტული ზონების კოორდინატებთან დაკავშირებით ჩანაწერები. აღნიშნული ტურისტული ზონების კოორდინატებს, კანონის დამტკიცების შემდეგ, მთავრობა დაადგენს. “დროდადრო ზონების კოორდინატების კორექტირება – მათ შორის ანაკლიაში, განმუხურსა და ქობულეთში აუცილებელი ხდება, ხოლო კანონში ცვლილების შეტანის პროცესი შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მიზანშეწონილია ზონების კოორდინატების განსაზღვრის მოქნილი მექანიზმის დადგენა, რომელიც ტურისტულ ზონებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას არ შეაფერხებს~, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა არიან. opinion.ge View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili221-300x228.jpgსაქართველოს პრეზიდენტსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს ემონ გილმორს შორის ბათუმში დღეს სამუშაო ლანჩი გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. შეხვედრისას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხნენ და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ემონ გილმორმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, ასევე ისაუბრა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. იხილეთ epn.ge
  20. სააგენტო Associated Press-ს ვაშინგტონის ბიუროსთვის სჭირდება რედაქტორი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეპორტიორებთან ერთად იმუშავებს პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი საკითხების გამომჟღავნება და ანალიზი მოხდება. რედაქტორის მოვალეობა იქნება როგორც რედაქტირება, ისე სტატიების წერა. თანამდებობის დასაკავებლად მსურველებს ჟურნალისტიკაში მუშაობის სულ მცირე ხუთ წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და შეეძლოთ საგამოძიებო პროექტებზე მუშაობა, რომლებიც მონაცემთა ანალიზს მოითხოვს. 13 ივნისი, 2012 - 17:53 13 ივნისი, 2012 - 17:53 სრული ტექსტი View the full article
  21. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/9arxi-300x222.jpgროგორც მიხეილ სააკაშვილის facebook-ის გვერდი იუწყება, ტელეკომპანია მე-9 არხი დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრა. ჟურნალისტებს და სტუდენტებს საშუალება მიეცათ ტელეკამერით გაევლოთ სრული საექსკურსიო მარშრუტი. დღეს მე-9 არხის ჟურნალისტებმა ჰქონდათ პირადად იხილეს სასახლეში ჩვეული ექსკურსია, რომელიც 2009 წლიდან – გახსნის დღიდან ტრადიციად იქცა. ექსკურსიის დასრულების შემდეგ კი, სხვა ვიზიტორებთან ერთად მე-9 არხის ჟურნალისტებს ჩვეულებისამებრ სიმბოლურად სუვენირები გადაეცათ. პრეზიდენტის სასახლე საზოგადოების სხვადასხვა წევრებს მასპინძლობს. 2009 წლიდან მოყოლებული სასახლემ 43 675 სტუმარი მიიღო. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/9arxieqskursia-300x199.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/9zrxiatvalierens-300x199.jpg View the full article
  22. შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურამ საგამოძიებო სტუდია GNS-ის ჟურნალიტი ბელა ზაქაიძე და ოპერატორი ზურაბ პატარიძე 12 ივნისს მოწმის სტატუსით დაკითხა. 13 ივნისი, 2012 - 17:38 13 ივნისი, 2012 - 17:38 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/gns.jpg სრული ტექსტი View the full article
  23. ##image#9397#1#სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ ბა­რაკ ობა­მას სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა აშშ–ის პირ­ვე­ლი პი­რის ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. ამის შე­სა­ხებ BBC – ი ვა­შინ­გტონ­ში მდე­ბა­რე კვლე­ვი­თი ცენ­ტრის, Pew Research – ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კით­ხვე­ბის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა მარ­ტში და­ი­წო და ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 21 სა­ხელ­მწი­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ობა­მას სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კი­სა და მი­სი მმარ­თვე­ლო­ბი­სად­მი ნდო­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ია­პო­ნი­ა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აშშ–ის პრე­ზი­დენ­ტმა მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბის და ჩი­ნე­თის მხარ­და­ჭე­რაც და­კარ­გა, სა­დაც ობა­მას პო­ლი­ტი­კი­სად­მი ნდო­ბა 57% – დან 27 პრო­ცენ­ტამ­დე და­ე­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­გვა­რი შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გა­მო­კით­ხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აშშ–ის პირ­ვე­ლი პი­რის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვას უჭერს მხარს, ხო­ლო არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში არ სურთ, რომ ობა­მამ პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი მე­ო­რე ვა­დით და­ი­კა­ვოს. View the full article
  24. რუსული ოპოზიციური გამოცემის ”ახალი გაზეთი” - ს შეფ - რედაქტორი სერგეი სოკოლოვი ტყეში საგამოძიებო კომიტეტის თავკაცთან ალექსანდრე ბასტრიკინთან ურთიერთობის შემდეგ, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გამო, იძულებული გახდა რუსეთის ფედერაცია დაეტოვებია. ამის შესახებ ბი-ბი-სი-ს მოუყვა ” ” - ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, რომელიც ადრე ღია წერილში სოკოლოვის მიმართ არსებულ მუქარებზე იუწყებოდა.”ჩემს წერილში ჩვენ არ მოვიყვანეთ ამ შეხვედრის არავითარი დეტალები და ისინი არ გამოვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. Задержаны Владимир Варфоломеев, Ольга Бычкова, Нателла Болтянская. Журналисты решили вступиться за своего коллегу из "Новой газеты", которому, предположительно, угрожал расправой в лесу глава Следственного комитета Александр Бастрыкин. View the full article
×
×
  • შექმენი...