planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ალბათ ყველას გახსოვთ ,შალვა რამიშვილი, გადაცემა “აკრედიტაციის გარეშეში”,კითხვას რომ უსვამდა დეპუტატებს და თხოვდა,დაესახელებინათ მიშას ერთი ნაკლი.ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარების უმრავლესობამ,ვერ გაბედა სააკაშვილის ნაკლის დასახელება,ზოგმა უაზრობა,მაგალითად “დრო” “დააბრეხვა”,ზოგმაც კი მიშა უნიკალურ ადამიანად წარმოგვიდგინა და უნაკლო უწოდა. ერთი სიტყვით,ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეშინიათ საკუთარი ლიდერის ნაკლებზე ლაპარაკი,მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენია,როდესაც ამას, რიგით მიშისტებში ვხვდებით მითუმეტეს მაშინ,როცა საუბარი ვირტუალურ სივრცეში მიმდინარეობს,ყველანაირი კამერების გარეშე და თან ხშირ შემთხვევაში,საუბარი 2 ანონიმს შორის მიმდინარეობს. მაგალითად,ვერცერთ მიშისტს ვერ დაასახელებინებ მიშას პოლიტიკურ ნაკლს და თუ მაინც გამოსტყუე,ეს დაახლოებით შემდეგი ტიპის იქნება : “იმდენად კარგია,რომ ასეც არ შეიძლება!” ან “იმდენად სიმპათიურია,შეყვარებული დამავიწყა ,ბოროტმა!” და ასე შემდეგ…ყველაფერი ეს ერთი შეხედვით ადამიანების უპრინციპობაზე მეტყველებს,თუმცა,თუ ჩავუღრმავდებით,ძალიან საშიშია ! მართალია ადამიანების ძალიან მცირე რიცხოვან ჯგუფზე გვაქვს საუბარი,მაგრამ ეს ადამიანებიც ქართველები და ჩვენი სისხლი და ხორცი არიან და სამწუხაროდ,ამ ადამიანებს აქვთ გზა არჩეული,რომლიდანაც მონობამდე სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება. სულ რამდენიმე წუთის წინ დავუსვი ასეთი შეკითხვა ერთ-ერთ მიშისტს ფორუმზე,რომელმაც ჯერ საერთოდ არ მიპასუხა კითხვაზე და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი,შემდეგ კი საერთოდ გაქრა ფორუმიდან. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ბიძინას მხარდამჭერი იქნება,მიშას მხარდამჭერი თუ ლეიბორისტების,ადამიანებს პირველ რიგში საკუთარი პოლიტიკური ლიდერის მიმართ შეეძლოთ კრიტიკის გამოთქმა და საკუთარი დროებითი კეთილდღეობის გამო,ნუ დაკარგავენ თავისუფლებას ! http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/12345.jpg View the full article
-
დნესპრისპირეთში იმყოფება ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია. მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმა წარმომადგენელმა - ირაკლი ტუჟბამ, ლაშა ავიძბამ და ალექსანდრე ვატამანმა დღეს უნდა დაამტკიცონ სოხუმელი და ტირასპოლელი დიპლომატების თანამშრომლობის გეგმა.გუშინ დნესტრისპირეთის დედაქალაქში სამუშაო კონსულტაციების პირველი რაუნდი ჩაატარეს და 2011 წლის განმავლობაში თანამშრომლობაზე მოქმედი გეგმის რეალიზების შედეგები შეაჯამეს. ტირასპოლის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ვიზიტების კოორდინაც... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/nana-kakabadze-298x295.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” კუდ-ის მიერ იმ ადამიანების დაბარებას აპროტესტებს, რომლებმაც “ფონდ ქომაგს” დახმარების თხოვნით მიმართეს. “მიმდინარე წლის 9 ივნისს შსს კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტმა მასობრივად დაიწყო იმ ხალხის დაბარება, რომლებმაც “ფონდი ქომაგის” ხელძღვანელობას დახმარების თხოვნით მიმართეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოქალაქეებმა – მარეხი ვაჟბედაშვილმა, მანანა გურგენაშვილმა, ლეილა ჭეიშვილმა, მანანა ჯაჯანაშვილმა, ნუგზარ ბელქანიამ, ლამზირა ყორჩიშვილმა და გივი ქურიძემ ოფიციალურად განაცხადეს. ეს უკანასკნელი ნაოპერაციები, ინფექციურ საავადმყოფოში ძალზედ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ექიმის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდულის შენობაში დასაკითხად ძალით წაიყვანეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფი ადამიანი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე ჰყავდათ. დაკითხვის პროცესში გივი ქურიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო იქნა გამოძახებული, რომელმაც გივი ქურიძე ინფექციურ საავადმყოფოში დააბრუნა. მანანა გურგენაშვილი კი 22:00 საათზე ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდულის შენობაში გადაიყვანეს. მასთან სახლში უცხო პირები მივიდნენ და უთხრეს, დაუყოვნებლივ გაყოლოდა მათ. აღნიშნული ფონდის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესი და აგრესიული დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ ფონდის მიერ გაცხადებული მიზნები ხელისუფლების იმ მთავარ საფუძველს საფრთხეს უქმნის, რომელზეც მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი იძულებითი ლოიალობაა დამყარებული. კერძოდ, დღევანდელი სოციალური გაჭირვებისა და დამქირავებლისა და დაქირავებულის მარეგულირებელი სრულიად არადემოკრატიული კანონმდებლობის არსებობის პირობებში მოქალაქეთა დიდი ნაწილი იძულებულია, ანტისახელისუფლებო განწყობილებების გამოვლენისაგან თავი შეიკავოს, რადგან ეს მათთვის ან მათი ოჯახის წევრებისათვის სამუშაო ადგილების და შემოსავლის დაკარგვას უპირობოდ იწვევს. თუ ფონდი “ქომაგი” თავის მოღვაწეობას ფართოდ გაშლიდა, ადამიანებს გაუჩნდებოდათ იმედი, რომ პოლიტიკური მოტივით სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ისინი ულუკმაპუროდ არ დარჩებიან და ეს მათ საკუთარი ოპოზიციური პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებისას მხნეობას მატებდა. ამიტომაც, ხელისუფლება აღნიშნულ საქველმოქმედო ფონდს გაშმაგებით ებრძვის და ამ ბრძოლაში უხეში პოლიტიკური და სამართლებრივი ძალადობის მაგალითს ავლენს. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან გაჭირვებული ხალხის დახმარების აკრძალვის გაცოფებული მცდელობები ამორალურია”. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/parlamenti2-300x225.jpgსაუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის წესში ცვლილებები შედის. მოქმედი ნორმით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისია ირჩევს. “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტით კი ამ წესს კანდიდატურის წარდგენის უფლება დაემატება, რომელიც კომისიის არანაკლებ 2 წევრს ექნება. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი არიან. opinion.ge View the full article
-
<img src = "img/multimedia/a9780.jpg" > droni.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ruseti2-300x200.gifრუსეთის საიმიგრაციო სამსახური რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი საქართველოს 9000 მოქალაქის საქმის სასამართლოსთვის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა, კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განუცხადა. “ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9000 მოქალაქე იმყოფება, რომელთაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის კანონით დაშვებულ ვადას, 90 დღეს გადააჭარბეს. ჩვენ მათ მოვძებნით და სასამართლოს გადავცემთ. საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გააგზავნეს”, – განაცხადა რომოდანოვსკიმ. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/demokratiuli-modzraoba3.jpgროგორც “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭო აცხადებს, “საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ოპოზიციასა და მედიასაშუალებებზე ტერორი გააძლიერა”. “ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მოსალოდნელი იყო, არსებულმა ხელისუფლებამ როგორც რეალურად ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ისედაც მცირედ შემორჩენილ ობიექტურ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზე ტერორი გააძლიერა. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. უფრო მეტიც, 2012 წლის 8 ივნისს ჟურნალისტზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევა მოხდა. იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება, ის უპრეცენდენტო ფაქტიც მეტყველებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიოს მოსმენა აიკრძალა, სააკაშვილის სასამართლომ კი “გლობალ ტვ”-ის მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული მისი ყველა ანტენის დემონტაჟი დააკისრა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სიმართლის ეშინია. საქართველოში შექმნილ უმძიმეს საარჩევნო გარემოს და ხელისუფლების მიერ ისედაც მცირედ არსებულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე პირდაპირ ტერორს ადეკვატური შეფასება მისცენ. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ არჩევნები რეალურად ოპოზიციური ძალებისათვის უმძიმეს ვითარებაში ჩატარდება. არსებული რეჟიმის გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ დარჩნენ ხელისუფლებაში, ხალხის ნებას აშკარად არ შეესაბამება. აღნიშნული ვითარება ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ამ საფრთხის თავიდან აცილების მინიმალური შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რისთვისაც ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო დემოკრატიული ზეწოლაა აუცილებელი და არა – ჩვეული დიპლომატიური ფრაზებით საუბარი”, -ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს განცხადებაში. opinion.ge View the full article
-
გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ალუდა ქეთელაური. სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაციით, მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/181462_376707439045037_538926023_n.jpg მისი ბოლო სტატუსი გამოსამშვიდობელ სიტყვებს გავს. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/06/alud-300x139.jpg საწყენია ნიჭიერი ადამიანების უდროოდ წასვლა. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ყველა თაყვანისმცემელს გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს იუთუბის არქივიდან. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/Eka-Beselia.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ For.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,რომ “სააკაშვილმა დღეს თავის რეზიდენციაში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და ბაგა-ბაღების აღმზრდელებს თითო ბოთლი ღვინო და სხვა საჩუქრები გადასცა”. “100 ლარზე ნაკლები თანხის ოდენობის საჩუქრის ამომრჩევლისთვის გადაცემა კონტროლის პალატის მიერ ისჯება, 100 ლარზე ზემოთ კი უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მე ჩემს კოლეგა იურისტებს მივმართავ ერთობლივი განცხადება გავუგზავნოთ კონტროლის პალატას, დაინტერესდეს პრეზიდენტის ამ ქმედებით”, – განაცხადა ბესელიამ. “სააკაშვილი ორი კვირის წინ ანაკლიაში სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა”.- დასძინა ეკა ბესელიამ. “საინტერესოა პრეზიდენტმა სტუდენტები ანაკლიაში რა თანხით დაპატიჟა და მათ რა თანხით გაუმასპინძლდა. მე მსგავს ფაქტებზე კონტროლის პალატას არაერთხელ მივმართე, თუმცა უშედეგოდ”, – აღნიშნა ბესელიამ. opinion.ge View the full article
-
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. 13 ივნისი, 2012 - 14:53 13 ივნისი, 2012 - 14:53 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/p1170220.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/vaucheri-13.6.12-300x199.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა,მეორე ეტაპზე 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს. 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპზე სამინისტრო ყველა მსურველს დააფინანსებს. მათ შორის: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულებს და იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების დაუფლება გადაწყვიტეს. სამინისტროს ინფორმაციით,შემოდგომაზე გამოცხადდება მესამე ეტაპი,მესამე ეტაპზე კი ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს. საერთო ჯამში,ამჯამად 2500 ვაუჩერია გაცემული. მათ შორის,ვაუჩერი მიიღო 1700–მა სოციალურად დაუცველმა ახალგაზრდამ, რომლებიც პროფესიას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სხვადასხვა კოლეჯებში ეუფლებიან. განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით ახორიცელებს. ხელს უწყობს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-რეაბილიტაციას, ასევე დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრების კვალიფიკაციას. პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. როგორც სამინისტოში აცხადებენ,პროექტის მიზანია,ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება, ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. მათი თქმით,სახელმწიფოს ამოცანაა პროფესიული განათლების ისეთი სისტემა ჩამოაყალიბოს, რომელიც ერთის მხრივ თავსებადი იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან, მეორეს მხრივ, სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია. იხილეთ epn.ge
-
გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი გახდა. ამ ვიზიტის მთავარი მესიჯები საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა, თუმცა იყო კიდევ ერთი რამ, რასაც მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, და ის ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აშშ სცნობს საქართველოს მიერ ოკუპირებული რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის გაცემულ ნეღტრალურ პასპ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1ombuds-samarTali-3.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დროებითი დაკავების იზოლატორში პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა. კონკრეტულად, საქმე ეხება სამ მოქალაქეს – მანუჩარ ახვლედიანს, ირაკლი ჩანტლაძესა და ირაკლი დუნდუას, რომლებიც 27 მაისს ქუთაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს და ამჟამად ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან. საქინფორმი
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/13dd275a62b699ecd8bef9105e771ef5.jpgსაქართველოსა და აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში განსხვავებები აღინიშნა, შედეგად კი საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილში ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიმართავს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ზურაბ ლაბახუას სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1xarat-qatualuri-3.jpgთბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. ეს საკითხი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილისა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულის – ადილ ტურსუნოვის, შეხვედრის დროს განიხილეს.<span style="font-size: 10pt;" />მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიების მუშაობის ძირითად მიმართულებებსა და უწყებებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლო გზებზე იმსჯელეს. საქინფორმი