planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/477d7213b24e86e7671156661272dd8e.jpg კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძრვანელის სულხან მოლაშვილის ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოსტანტინე კუბლაშვილის რეპუტაციას უფრთხილდება და სწორედ ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მოლაშვილს მორიგება შესთავაზეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/baner-300x75.jpgსაზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხმა – სამართლიანი არჩევნებისთვის“ განაგრძობს გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ჩართვა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში რეგისტრაციასა და მონაწილების მიღების პროცესში. როგორც “ექსპრესნიუსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, ამავე კამპანიის ფარგლებში, ხუთშაბათს, 14 ივნისს, 18.00 სთ-ზე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხმა – სამართლიანი არჩევნებისათვის“ ჩაატარებს აქცია/შეხვედრას ავსტრიაში, ქალაქ ვენაში. მოძრაობის ლიდერის, გიორგი სიგუას სიტყვებით, ვენაში ჩატარებული აქციის უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები და მომუშავე საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ 2012 წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილ არჩევნებში დარეგისტრირება და მონაწილეობის მიღება. აქციაზე, წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის ინტერნეტ საიტი (http://www.saqartvelosxma.com), ინტერნეტ გვერდი, სადაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ დარეგისტრირება Skype-ის პროგრამის მეშვეობით, ასევე ვიდეო რგოლის მისამართი, რომელშიც ახსნილია რეგისტრაციის პროცესი. იხილეთ epn.ge
-
დღეს Showtime-მა განაცხადა, რომ ივონ სტრაჰოვსკი მონაწილეობას მიიღებს დექსტერის მეშვიდე სეზონის რამდენიმე სერიაში. სტრაჰოვსკი კარგად არის ცნობილი CIA-ს აგენტ სარა უოკერის როლით სერიალში ჩაკი, რომელიც NBC-ს ეთერში 5 წელი გადიოდა. ფრთხილად სპოილერი!!! სტრაჰოვსკი შეასრულებს ჰანა მაკის – ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის როლს, რომელიც თავისი წარსულის დავიწყებას მთელი ძალით ცდილობს. ჰანასა და დექსტერის შეხვედრა ხდება მაშინ როდესაც View the full article
-
http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/democracy_logo1.jpg 2010-2011 წლები მსოფლიო პოლიტიკაში დემოკრატიული ძვრების ხანად არის მოხსენიებული, როცა რეჟიმების დამხობა და დიქტატორების განდევნა ერთგვარ მიმდინარეობად იქცა. ამ პროცესს დასავლეთში არაბული გაზაფხული უწოდეს. ყველაფერი ეგვიპტიდან დაიწყო, როცა ათიათასობით ადამიანი სოციალური ქსელების მეშვეობით გაერთიანდა და დიქტატორი მუბარაქის წინააღმდეგ მოძრაობა შემქნეს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი სკამის დათმობას არ აპირებდა და მეტიც, ოპოზიციას მასირებულ აგრესიას და ყველა არსებული ბერკეტით ზეწოლას უპირისპირებდა. თუმცა რეჟიმმა პროტესტი ვერ შეაჩერა, სიმართლესა და დემოკრატიულ ფასეულობებს გზა ვერ გადაუღობა და დაიგრა! იგივე განმეორდა ლიბიურ სცენარშიც. კადაფი, რომლის პირადი კაპიტალი ასობით მილიარდი იყო, საკუთარ ხალხის ხმას იარაღის ჟღარუნით უპასუხა, თუმცა, როგორ დაასრულა, ალბათ მკითხველს კარგად ახსოვს. ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ, ქვეყანაში რომლის პოლიტიკაც რადიკალურად შეცვალა 8 თვის წინ გამოჩენილმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ფორბსის ინფორმაციით 6.4 მილიარდ დოლარს ფლობს, საქართველოში მის სახელს უკავშირებენ სამების ტაძრის მშენებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ბათუმის რესტავრაციას, ეს სია ბევრად გრძელია. ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება დააფუძნა, რომლის ლიდერიც თვითონ არის. http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/526241_444907228867514_439002671_n1.jpg მილიარდელის გამოჩენით, რომელიც დასავლეთში, არსებული ხელისუფლების მთავარ ალტერნატივად განიხილება, სააკაშვილი შოკში ჩააგდო და აგონიური ქმედებების მთელი კასკადი განახორციელებინა. რაც ჯერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით შემდეგ კი მისი კომპანიების წინააღმდეგ ფინანსური რეკეტით გამოიხატა. პირველი მათგანი ქართუ ბანკი იყო, რომელსაც ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალის გამოყენებით რამდენიმე მილიონი “მოპარა”. შემდეგ კი “მენეჯმენტ სერვისი” რომელიც ასევე რამდენიმე მილიონით დაჯარიმდა. რამდენიმე დღის წინ ,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა კონტროლის პალატამ, გლობალ TV დააჯარიმა იმისთვის, რომ რეგიონების მოსახლეობას შეღავათიან ფასად სატელიტურ ანტენებს უმონტაჟებს, რითაც პირველ რიგში საკუთარ აბონენტებს ამრავლებს. თუმცა აქ ყველაზე დიდი ნონსენსი მაინც ის არის, რომ გლობალ TV, რომელიც იურიდიულად არანაირ კავშირში არ არის ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, სასამართლომ ერთმანეთს დაუკავშირა და საერთო ჯამში, კოალიციის ლიდერს 148 მილიონ ლარამდე ჯარიმის ქვითარი გამოუწერა. http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/law.jpg ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ წმინდა PR-ის თვალსაზრისით, ამ ჯარიმის გადახდა წამგებიანი იქნებოდა მისთვის. რა იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი? როგორც ჩანს, ისინი აგონიაში არიან და კანონგარეშე ქმედებებით ცდილობენ მოწინააღმდეგის განეიტრალებას. ამასობაში კი ქართული ოცნება 17 ივნისს ოზურგეთული დემონსტრაციისთვის ემზადება. http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/78225qartu.jpg დიდი ალბათობით ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი სასამართლო შეეცდებიან ალოგიკურ ქმედებათა ჯაჭვს კიდევ ერთი რგოლი შემატონ, არ არის გამორიცხული მათ ფონდ “ქართუს” ან “ქართუ” ბანკს შეუტიონ… View the full article
-
9 000 ქართველს მოსკოვში დეპორტაცია ემუქრება
planetanews replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.Geonews.ge/uploads/images/48135eba9c3977f8081204113118.jpg 9000 ქართველ არალეგალ ემიგრანტზე ძებნა გამოცხადდა. რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განაცხადა, სრულად ორიგინალი -
http://www.Geonews.ge/uploads/images/2265axali%20memarjveneebi.jpg იმ ფონზე, როცა საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონი, ლაზიკისთვის საგანგებო სტატუსის მინიჭების თაობაზე, განსაკუთრებით აქტუალური ხდება თემა ფოთის, როგორც საპორტო ქალაქის პოტენციალის სრულად გამოყენებისა და ქალაქის სტრატეგიული გავითარების თაობაზე. სრულად ორიგინალი
-
"ვისაც უნდა, რომ პარლამენტი წაართვას იმერეთს, ძალიან ანეგდოტური წარმოდგენა აქვს ქუთაისზე. ეს ის არ არის, რაც ზოგიერთს წინა მთავრობაში ეგონა ხოლმე," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში ვიზიტის დროს, სადაც ის ოპერის თეატრში "დაისის" წარმოდგენას დაესწრო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61045.jpg ბათუმს მალე კიდვე ერთი კულტურული ცენტრი შეემატება. ზღვისპირა ქალაქს აგვისტოში საზაფხულო თეატრი ექნება. რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მთლიანად ხით იქნება მოპირკეთებული. თეატრი 1000 მაყურებელს დაიტევს. მშენებლობაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო პროცესს დღეს პრეზიდენტი გაეცნო. საზაფხულო თეატრი მაღალი დონის კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლებს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61045.jpg ბათუმს მალე კიდვე ერთი კულტურული ცენტრი შეემატება. ზღვისპირა ქალაქს აგვისტოში საზაფხულო თეატრი ექნება. რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მთლიანად ხით იქნება მოპირკეთებული. თეატრი 1000 მაყურებელს დაიტევს. მშენებლობაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო პროცესს დღეს პრეზიდენტი გაეცნო. საზაფხულო თეატრი მაღალი დონის კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo14141.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის უფროსის, კონსტანტინ რომოდანოვსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. “ექსპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “რუსეთის ფედერაციაში დაწყებულია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა. მასობრივად მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით. ამ ტალღის კონტექსტში უნდა იქნას განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც მოწმობს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში უკვე უწოდეს “ქართველებზე ნადირობის გამოცხადება”. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი მთლიანად ამართლებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმსხვერპლა ეთნიკური დევნის კამპანიამ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.სამარაში 2011 წლის 10 ნოემბერს. აქვე გვინდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით “ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში”, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისთვის რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/831512c078b58183edf6fc9df5e4d40b.jpgთავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ინფორმაციით, ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი არევაძემ, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ თანამდებობა დატოვა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/bagrati-2-300x225.jpg ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის იმ სიაში შეიტანა რომლებსაც განადგურების საფრთხე ემუქრება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დასკვნა, იუნესკომ დღეს გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ იუნესკო შეშფოთებულია მიმდინარე არასწორი რეკონსტრუქციით. დასკვნაში ნთქვამია, რომ იუნესკოს ძეგლთა დაცვის 35–ე სესიაზე ორგანიზაციის პრეტენზიების გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ მართლაც შეაჩერა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია, თუმცა შეთანხმების გარეშე რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყო. “საერთაშორისო არქიტექტორ–ექსპერტების დასკვნით, არ არის მდგრადი ის ცვლილებები რომელიც ტაძარმა სახელმწიფოს ცვლილების შედეგად განიცადა. იუნესკომ მიმართა სახელმწიფოს, შეიმუშაოს სტრატეგია რათა ბაგრატი დაბრუნდეს მოხმარებაში.”–ნათქვამია დღეს გავრცელებულ დასკვნაში. იუნესკოს აზრით, რაც შეიძლება მეტად უნდა აღმოიფხვრას რეაბილიტაციის შედეგი და შენობას ორიგინალური ნაწილი დაუბრუნდეს. დასკვნა: http://whc.unesco.or...om-7AAdd-en.pdf იხილეთ epn.ge
-
##image#9401#1#ანა ჩაპმანი, რუსეთის ჯაშუში, რომელსაც 2010 წელს, 9 სხვა პირთან ერთად, დაატოვებინეს ამერიკა, დღეს თურქეთში, ანკარაში გამართულ მოდის ჩვენებაზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა. ყოფილ ჯაშუშს წითელი კაბა ეცვა, ხოლო გვერდზე შავ სათვალესა და შავ კოსტიუმში ჩაცმული ორი მამაკაცი მოჰყვებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ჩაპმანმა თავის გულშემატკივრებს ტვიტერით აცნობა, რომ Dosso Dossi მოდის ჩვენებაზე ანკარაში გამოსვლას აპირებდა და მისი ჰონორარი ვოლგოგრადში, მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებს გადაეცემოდათ. მას შემდეგ, რაც 30 წლის ჩაპმანი რუსეთში „დააბრუნეს“, ის აქტიურად ჩაერთო საზოგადო საქმიანობაში. ჩაპმანი დეფილეებზე გამოდის, ერთ-ერთ გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობს და ლექციებს კითხულობს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61044.jpg საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ირლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ოფიციალურ სადილზე მიხეილ სააკაშვილმა და ეიმონ გილმორმა საქართველოსა და ირლანდიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ირლანდია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და, ამ სტატუსის ფარგლებში, მხარეებმა ეუთოს მისიის საქართველოში აღდგენის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61044.jpg საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ირლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ოფიციალურ სადილზე მიხეილ სააკაშვილმა და ეიმონ გილმორმა საქართველოსა და ირლანდიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ირლანდია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ამ სტატუსის ფარგლებში, მხარეებმა ეუთოს მისიის საქართველოში აღდგენის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. View the full article