planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/tbilisi-1-300x199.jpgდღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ მაჩვენებელს 38-40 გრადუსს მიაღწევს, 17-23 ივნისს კი საქართველოში, მათ შორის თბილისში კოკისპირული წვიმებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 35-36 გრადუსი იქნება. ხვალ დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურას 36-37 გრადუსს პროგნოზირებენ. 17 ივნისიდან მოსალოდნელია წვიმები, რის შედეგად საქართველოში აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსია მოსალოდნელი, დასავლეთში კი – 25 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია ქარი და სეტყვა. იხილეთ epn.ge
-
Предположение о том, что мы мыслим параллельно и поэтому наши мысли не пересекаются, зародилась у меня во время одного из заседаний мозгового центра в Филадельфии. Дискуссия возникла в результате определения приоритетов типично западными мозговыми центрами (европейскими и американскими), которые мыслят иначе, нежели мозговые центры новых динамично развивающихся государств, таких как Бразилия, Китай, Турция, Южно-Африканская Республика, Мексика, Индонезия и т.д. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/esshengexeba4-300x240.jpgროგორც “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის” განცხადებაშია აღნიშნული, ისინი კამპანია “ეს შენ გეხებას” ინიციატივებს მიესალმებიან. “მივსალმებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა გააქტიურებას და განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მივიჩნევთ კამპანია “ეს შენ გეხებას” მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას – Must Carry – Must Offer. Must Carry-ის პრინციპი, რომელიც ამერიკისა და და ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, საკაბელო პროვაიდერებს სხვადასხვა, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ტელეკომპანიების სიგნალების გადაცემას ავალდებულებს. Must Offer კი საკაბელო კომპანიებს უფლებას აძლევს, ტელევიზიებს მათი სიგნალის საკაბელო პაკეტში ჩასმა მოსთხოვონ. ეს პრინციპი ერთი მხრივ, უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, რადგან მოსახლეობის სრული ინფორმირებულობის პირობებს უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, მედია-ბაზრის თავისუფლებას განამტკიცებს, გამორიხცავს რა პოლიტიკურ ზეწოლას და ჩარევას მაუწყებლის საქმიანობაში. არჩევნები არ არის ერთღიანი პროცედურა. სრულფასოვანი არჩევნები ესაა ხანგრძლივი და აქტიური სამოქალქო განსჯისა და დებატების პროცესის შედეგად მიღებული საზოგადოებრივი გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული დროის განმავლობაში თითოეული პოლიტიკური ძალის ადგილი და პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს. ამ კონტექსტში “ეს შენ გეხებას” ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვფიქრობთ, ეს ამ ეტაპზე ყველაზე მწვავე პრობლემის გადაჭრის ყველაზე ადექვატური და შემოქმედებითი გზაა”, – ნათქვამია განცხადებაში. opinion.ge View the full article
-
Хозяева-поляки испытывали страх перед матчем открытия против Греции, страх вернулся и в ходе матча со сборной России. Очень неубедительно и печально смотрелась игра именитого Левандовски, прозванного «кайзером-бомбардиром» дортмундской «Боруссии»: как Робинзон Крузо, он оказался совсем один в окружении бескрайнего океана российских игроков. В итоге - ему так и не удалось продемонстрировать свои бомбардирские навыки. View the full article
-
რონალდოს "გადაეკეტა" View the full article
-
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ფრონტის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.დაპირისპირება სოფელ გიულისტანში დაიწყო, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ესაზღვრება.შეტაკების მიზეზი აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილის მეთაურთა ბრძანება გახდა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივებს საძოვრებით სარგებლობა ეკრძალებათ.მოსახლეობის განცხადებით, სამხედრო ნაწილის მეთაურობა მათგან საძოვრების სარგებლობის უფლების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ითხოვს. შეტაკ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთში ყველაზე მეგობრულ ქვეყნად ბელორუსს მიიჩნევენ, ხოლო ყველაზე მტრულად განწყობილად საქართველოს ასახელებენ. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ლევადა-ცენტრმა რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის მიხედვით.ყველაზე მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს შორის ბელორუსის (34%) გარდა, ასევე დასახელდა ყაზახეთი (28%), გერმანია (17%), ჩინეთი (16%), და უკრაინა (13%).ხოლო იმ ქვეყნების სია, რომლებიც გამოკითხულთა მიხედვით რუსეთისადმი ყველაზე მტრულად არიან განწყობილი ასე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე 2012 წლის გაზაფხულზე სამხედრო სამსახურში გაწვეულთა სამხედრო მძღოლების სპეციალური მომზადება დაიწყო. წვრთნებში 30-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა და 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.მომზადება სამი მიმართულებით მიმდინარეობს და სამხედრო ტექნიკის ტექნიკური მომსახურეობისა და რემონტის პუნქტებში პრაქტიკულ მეცადინეობას, ასევე ავტოდრომებსა და ტანკოდრომზე მთიანი ტყის მასივში სხვადასხვა საფარის მქონე რთული გზებზე პრაქტიკული უნარების გამომუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61048.jpg საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის 25 მაისს ფიფას პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს - ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზებას შეეხებოდა. სფფ-მ მკაფიოდ გამოხატა ქართული მხარის პოზიცია; ქართული მხარე მთლიანად გამორიცავს საქართველოს რეგიონის - აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას. აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია. დღეს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფას ამ დროისათვის "აფხაზეთის რესპუბლიკისგან" არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია. ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/Army_Karabax_0806121-300x224.jpgსომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე სიტუაცია დაძაბული რჩება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს და აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. განსაკუთრებული ინტენსიურობით ბრძოლები ფრონტის გერანბოის, გიოიგიოლის, ხოჯავენდის და ფიზულის მიმართულებებზე მიმდინარეობდა. აზერბაიჯანელების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა. მსხვერპლზე არც სომხური მხარე საუბრობს და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ყარაბაღში ვითარება 5 ივნისის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ორმხრივ ბრძოლას 5 აზერბაიჯანელი და 3 სომეხი ჯარისკაცი შეეწირა. იხილეთ epn.ge
-
ოკუპირებული აფხაზეთი ოფიციალურ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ფიფა-ს გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილიდან გახდა ცნობილი.წერილში საუბარია, რომ აფხაზეთში ვერ ჩატარდება საერთაშორისო მატჩები და კოსოვოს მაგალითი, რომლითაც აფხაზური მხარე აპელირებს, ამ საქმის ანალოგს არ წარმოადგენს და ფიფა-ს მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება.სეპარატისტულმა აფხაზეთმა საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობის მოთხოვნით ფიფა-ს მიმართა. ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
У теледивы Ксении Собчак, которую часто называют российской Пэрис Хилтон, получилась весьма неудачная премьера в роли лидера оппозиционного движения. Во время одного из выступлений демонстранты свистом и криками пытались прогнать ее со сцены. А теперь неуклюжие попытки президента Владимира Путина наказать протестующих превратили Собчак в звезду. View the full article
-
И прокремлевские, и независимые эксперты едины во мнении, что оппозиция может лишиться поддержки и уйти в забвение, если зациклится на митингах и не предложит новые формы политического действия. Помочь делу могло бы создание новой партии, но доверие граждан к партиям в принципе подорвано. Да и возникнет она не так уж скоро, считают политологи. View the full article
-
რეალის ახალი სამიზნე მაიკონია View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saxalxo-damcveli-aparati-300x300.jpgსაქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციით მიმართა, რომლის ტექსტსაც opinion.ge უცვლელად გთავაზობთ. „რეკომენდაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, დაუყოვნებლივ გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მიერ დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგის დროს ცნობილი გახდა, რომ დაწესებულებაში ადვოკატთა შესვლა შეზღუდულია. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ფაქტს უკავშირებს 2012 წლის 12-13 მაისს, ძლიერი წვიმისა და ნიაღვრის შედეგად შენობის დაზიანებასა და დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება ხდება სათანადო აქტის გამოცემით, რომელიც როგორც წესი საჭიროებს მინისტრის თანხმობას. თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, სამწუხაროდ, მათ ეს აქტი არ გააჩნიათ. საქართველოს კანონი „პატირმობის კოდექსი“ განსაკუთრებული პირობების შემოღებას უკავშირებს პატიმართა გარკვეული უფლებების შეზღუდვას (მაგალითად გასეირნებით სარგებლობის უფლება). ამავდროულად კანონი არაფერს ადგენს მსგავს შემთხვევაში პატიმრისათვის დამცველთან შეხვედრის უფლების შეზღუდვაზე. საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად „დაცვის უფლება გარანტირებულია“. აღნიშნული დებულება არამხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა, არამედ სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას შექმნას სათანადო მექანიზმები, რათა პირებმა დროულად და სრულყოფილად უზრუნველყონ საკუთარი დაცვის უფლების განხორციელება, რაც უპირობოდ მოიცავს საკუთარ დამცველთან შეხვედრის უფლებას. საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნული უფლების შეზღუდვას არ ითვალისწინებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი. შესაბამისად, სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების გამოცხადების შემთხვევაში აღნიშნული უფლების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ხსენებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წვიმის შედეგად წარმოქმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარებულია, რაც განსაკუთრებულად გაუგებარს ხდის აღნიშნული უფლების შეზღუდვას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული შეზღუდვები უკანონოა და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.“ opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/fifa_logo-300x261.pngფიფა-მ ოფიციალური საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების ორგანიზების შესახებ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის სურვილთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაშია ნათქვამი, სფფ-მ 25 მაისს ფიფა-ს პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელიც ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზების შესახებ აფხაზური მხარის არაკანონიერ სურვილს შეეხებოდა. “სფფ-მ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია; ქართული მხარე მთლიანად გამორიცხავს საქართველოს რეგიონის – აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას. აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფა-ს უმაღლესი პირების რეაქცია. დღეს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფა-ს ამ დროისათვის “აფხაზეთის რესპუბლიკისგან” საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი არ მიუღია”, – ნათქვამია განცხადებაში. სფფ-ს ინფორმაციითვე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, რადიკალურად სხვა სახის გარემოებაა, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება. სფფ მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება. იხილეთ epn.ge
-
В США на территории девяти штатов полыхают 19 серьёзных природных пожаров. View the full article
-
ოზურგეთში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა განთავსებული, ფერმერებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. აქ შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, ტექნიკის ქირაობა და შხამქიმიკატების დაბალ ფასად შეძენა. მომსახურების ცენტრი მეწარმეებისთვის აგროტურებსაც აწყობს. ისინი სხვადასხვა მეურნეობაში ახალ ტექნოლოგიებს ეცნობიან და პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ. View the full article იპნ.ჯი ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა "ქართულ ოცნებას" 17 ივნისს აქციის ჩატარების ნებართვა მისცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, აქცია ალექსანდრე წურწუმიას სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიმართება. "სულ 2-3 ადგილზე შეიძლებოდა ოზურგეთში აქციის ჩატარება, მათგან ერთ-ერთი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა ქალაქის მთავრობამ ათასობით მოქალაქის შეკრება იქ არ მოინდომა", - აღნიშნა ბერძენიშვილმა. კოალიციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რომელ საათზე გაიმართება აქცია. ამ 2 ნიუსს შორის კავშირი არაა? ა, ჰო "სახელმწიფო ხომ ვერ გააჩერებს თავის პროექტებს" ყველანი ვხვდებით ხომ?
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/zviaddzidzigvuri2-300x288.jpg„ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ის ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებს. დღეს რომ ივანიშვილმა 150 მილიონი გადაიხადოს, ხვალ 500 მილიონს გადაახდევინებენ და ზეგ მილიარდს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ზვიად ძიძიგური. „ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა. მან ვერანაირი გამოსავალი ვერ ნახა. ის რაც დღეს ხდება ბიძინა ივანიშვილის გარშემო, დაჯარიმებასთან დაკავშირებით, არის სრული აბსურდი. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არც სამართლებრივში, არც პოლიტიკურში. ეს ჯდება მხოლოდ ერთადერთ ლოგიკაში, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა გააკეთოს იმისათვის, რომ გაანეიტრალოს ის ძალა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური. ძიძიგურის თქმით, სააკაშვილს და მის გუნდს მხოლოდ ვირტუალური მხარდაჭერა აქვთ. „საკმარისია გამოირთოს „რუსთავი2“ და „იმედი“ და იმ პოლიტიკური წონისა და მხარდაჭერისგან, რომელსაც, ასე ამაყად გვეუბნებიან, რომ მათ აქვთ, მერწმუნეთ არაფერი დარჩება. დარჩება მხოლოდ ის 10%, რომელიც სტრუქტურებში გაწევრიანებული ხალხისგან, პოლიციაში და ჯარში მომუშავე ადამიანებისგან შედგება. სხვა არავითარი მხარდაჭერა, არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს იმისა, რომ მან პოლიტიკური მეტოქეობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას“. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კოალიციის ლიდერის დაჯარიმებები ღიმილის მომგვრელია და ივანიშვილის პოზიციაც სწორედ ასეთია. „ის ძალიან მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს. როგორც ექსპერიმენტების დროს მეცნიერები ზღვის გოჭებს აკვირდებიან, ისე აკვირდება ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ქმედებებს. მისი რეაგირებებიც არის ზუსტი, ადეკვატური და ძალიან სწორი. არანაირი აღელვების საფუძველი არც ბიძინა ივანიშვილს და არც კოალიციას არ აქ ვს. სააკაშვილს მოთმინება აქვს დაკარგული და ეს განპირობებულია იმ მარცხის გარდაუვალობით, რომელიც მას ოქტომბერში ელოდება.“ ძიძიგურის თქმით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა, თუმცა დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს ნახევარზე გაცილებით ნაკლები იქნება. „საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ვერ დარჩებიან ოქტომრის მერე. საპარლამენტო უმრავლოესობაში ვერდარჩენა გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირეულ გადახალისებას. ამას ხედავს მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ არის გაგიჟებული და წონასწორობადაკარგული. ამიტომ არის, დილიდან საღამომდე გურიაში რომ ზის მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი მთავრობა,იქნება გურულებს როგორმე მოუქონონ თავი და არ გამოვიდნენ ბიძნია ივანიშვილის შესახვედრად. წინასწარ გეტყვით, რომ აქედან არაფერი გამოვა“ – აცხადებს კონსერვატიული პარტიის ლიდერი. „როგორ უნდა გაგვიყალბონ არჩევნები?! ადგილზე არავის დავანებეთ გაყალბებას. საერთაშორისო დამკვირვებლებიც ძალზე ბევრი გვეყოლება. ამას გარდა, იქნება ძალზე სერიოზული კონტროლი მედიამონიტორინგის“ თვალსაზრისით. ასე რომ, არჩევნების გაყალბების არავითარი შანსი და პროცენტი მიხეილ სააკაშვილს არ რჩება. ამას კარგად ხედავს მიხეილ სააკაშვილი და ამიტომაც კარგავს წონასწორობას და მუდმივად არის სასოწარკვეთის რეჟიმში. ამას ხალხი კარგად ხედავს“ – ასკვნის ძიძიგური. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
როგორც მოგეხსენებათ პსჟ-ში ტიაგო სილვა გადადის,ახლა კი დანი ალვეშიც სურთ View the full article