planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze10-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამძიმარი გამოუცხადა პოლონელ ხალხს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის. ამის შესახებ კალანდაძემ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კალანდაძის განცხადებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიხსნება სამძიმრის წიგნი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება პოლონელი ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა. “ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებას ქართველი ხალხი აღიქვამს, როგორც პირად ტრაგედიას და თანაუგრძნობს მთელ პოლონელ ხალხს. ის იყო სიმბოლო თავისუფლების ბრძოლის და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისა მთელი თავისუფალი და დემორატიული სამყაროსთვის. საქართველოს მთავრობამ შესთავაზა პოლონეთის საელჩოს სამძიმრის წიგნის გახსნა, ვინაიდან მსურველთა რაოდენობა დიდი იქნება. წიგნის გასხნა მოხდება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და შესაბამისად ყველას ვისაც სურვილი ექნება მიუსამძიმროს პოლონელ ხალხს შესაძლებლობა ექნება იქ გამოხატოს თანაგრძნობა”,- განაცხადა კალანაძემ. კალანდაძის განცხადებით, საქარველოს დელეგაცია რამდენიმე დღეში პოლონეთში გაემგზავრება, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაიწილეობის მისაღებად. იხილეთ epn.ge
-
"რეალი" და "ბარსელონა" მსოფლიოში ყველამ იცით. მათი თამაშები ძალზედ საინტერესო და დაუვიწყარი გამოდის. სრულიადში "Goal.com"-ის აზრით ბოლო წლების 10 საუკეთესო "კლასიკოს" იხილავთ.. იხილეთ realmadrid.ge
-
გადავწყვითეთ 2კვირიანი შესვენების შემდეგ ისევ შევიკრიბოთ და გავმართოთ მორიგი ვარჯიში, შემდეგ კი იქითა კვირისთვის უკვე დაველაპარაკები რომელიმე ფანკლუბის ადმინისტრატორს და შევუთანხმდები თამაშზე 161-ე სკოლაში ისევ დიდ მოედანზე, ხვალ მინიზე ალბათ 5-5ზე ვითამაშებთ ერთმანეთში, რათა უფრო და უფრო კარგად შევთამაშდეთ ერთმანეთში, ყველამ ნახეთ თუ რა შედეგიმოგვიტანა ვარჯიშმა “არსენალის” ფანკლუბთან დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე, რომ ვივარჯიშეთ ძალიან კარგი იყო, გუნდი უფრო დაბალანსდა და კვირას არსენალთან რა შედეგითაც მოვიგეთ ყველამ ნახა 10-2 http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif იმედია ყველაფერი გასაგებია და ხვალ დელისის მეტროსთან 5ზე ყველანი, არ დაიგვიანოთ ძალიან გთხოვთ http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_wink.gif ჩვენ ერთი გუნდი ვართ და სულ მუდამ ერთნი ვიქნებით, რადგან “მილანის” გულშემატკივრები ვართ, ყველანი ბოლომდე დავიხარჯებით, რომ ვასახელოთ ჩვენი საყვარელი კლუბის სახელი თუნდაც საიტის სახელით Forza Milan!!! სტატიის ავტორი: XaBe acmilan.ge
-
http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/o280707847-150x150.jpg ,,ფუტბოლსექსტას” ინფორმაციით პოლონეთის აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტი ,,რეალი” – ,,ბარსელონაზე” დასწრებას აპირებდა, მას დაჯავშნული ჰქონდა ადგილი ,,სანტიაგო ბერნაბეუზე”, თუმცა თამაშამდე 48 საათით ადრე მას ვიზიტის ანულირება მოუხდა, ვინაიდან რუსეთში დაუგეგმავი ჩასვლა დააპირა. ამ გაუგონარ ტრაგედიაში პრეზიდენტთან ერთად დაიღუპა პირველი ლედიც და მთავრობის უმთავრესი პასუხისმგებელი პირები, პოლონეთში კი 7 დღიანი გლოვაა [...] სრულად ბარსამანიაზე
-
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, კრიშტიანუ რონალდუ თვლის რომ "რეალს" და "ბარსელონას" დღევანდელ შეხვედრაში, თანაბარი შანსები აქვს გამარჯვებაზე.. იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/manana.manjgaladze1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ხვალ საქართველოში გლოვს დღე გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. პრეზიდენტის განკარგულებით, ასევე პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. “ლეხ კაჩინსკი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ზრუნავდა საქარველოზე. ის იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე არა მხოილოდ პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. მისი სახელი დაუვიწყარი იქნება. საქართველოს იშვიათად ყოლია ასეთი მეგობარი მთელი ისტორიის მანძილზე. სწორედ ამ დიდი ღვაწლის გამო საქართველოს პრეზიდენტის განკარეგულებით ლეხ კაჩინსკი სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოვდება”,- განაცხადა მანჯგალაძემ. მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მთელ პოლონეთსა და თითოეული დაღუპულის ოჯახს უთანაგრძნობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze9-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალადაძე გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას შეეხო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში წარმოებულ ტექნიკურ დახმარებაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ბუნდესთაგის წარმომადგენლებს გერმანიის მიერ დროებით ადგილნაცვალ პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენებისთვის და კმაყოფილება გამოითქვა გერმანიის ბუნდესთაგში კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის მუშაობის განახლების გამო. გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელმა საქართველოში შეხვედრები გამართა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/t/n0mnw.jpg2009-2010 წლების სეზონის მეორე”კლასიკოს” გამართვამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ჩვენი საიტის ადმინისტრაცია, ესოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ კარგი განწყობის შესაქმნელად გთავაზობთ 14 “კლასიკოს” სრულ ჩანაწერს. დავიწყოთ ყველაზე ძველით. 17.02.1974, რეალი-ბარსელონა 0:5 ბარსელონა: მორა, რიფე, კოსტასტი, დე ლა კრუზი, ტორეს გარსია, პერესი, რექსაჩი, ასენსი, კრუიფი, სოტილი, [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/rus-federa.jpegრუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამომძიებო კომიტეტი კაჩინსკის ლაინერის ჩამოვარდნის 3 ვერსიას განიხილავს. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად საგამომძიებო კომიტეტი რთულ მეტეოროლოგიულ პირობებს, ეკიპაჟის შეცდომას და თვითმფრინავის გაუმარტავობას ასახელებს. ძალოვანი სტრუქტურებიდან წყაროს თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის კატასტროფის მიზეზად საგამომზიებო კომიტეტი ადამიანთა ფაქტორს თვლის. ავიაკატასტროფა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის, პირველი ლედის და მაღალჩინოსნების სიცოცხლეები იმსხვერპლა 10 აპრილის დილით მოხდა. თუ-154 დაფრენის დროს ხეს გამოკრა და სმოლენსკის “სევერნის” ჩასაფრენი ბილიკიდან 300 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. თვითმფრინავში 96 ადამიანი იმყოფებოდა. იხილეთ epn.ge
-
მაროკოელი ფორვარდი მარუან შამახი ''ბორდოში'' ყოფნის დღეებს ითვლის. ის აღარ მალავას ,რომ ზაფხულში გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.შამახმა, ამის შესახებ ,უფრო თამამად, მას შემდეგ დაიწყო საუბარი ,რაც ლორან ბლანის ბიჭები ''ლიონთან'' ,ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ორმატჩიან დუელში დამარცხდნენ და ბრძოლას გამოეთიშნენ. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wigni.jpegრონალდ ასმუსის ახალი წიგნის “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” პრეზენტაცია 12 აპრილს ევროპის სახლში გაიმართება. წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ევროპის სახლისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მხადაჭერით ხორციელდება. რონალდ ასმუსი ბრიუსელში ტრანსატლანტიკური ცენტრის და აშშ-ს მარშალის ფონდის სტრატეგიული დაგეგმვის აღმასრულებელი დირექტორია. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. პრეზენტაცია საჯაროა და შეხვედრა ქართული თარგმნის გარეშე ინგლისურ ენაზე წარიმართება. იხილეთ epn.ge
-
დღეს, ისევე როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთშიც, კერძოდ ესპანეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ’’ბარელონა” და ”რეალი” დაუპირისპირდებიან. ACB-ში ცოტათი განსხვავებული სიტუაციაა, რადგანაც ქვეყნის ჩემპიონატის ცხრლის სათავეშე ”ბარსელონა” დგას, განსხვავებით ფეხბურთისაგან, სადაც მადრიდელები და კატალონიელები თანაბარი ქულების რაოდენობით ლა ლიგის მაღალ ადგილებს ინაწილებენ. იხილეთ realmadrid.ge
-
რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი „პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად იგი შს მინისტრის ინტერვიუსაც შეეხო: „კარგად ვიცნობ ინტერვიუს ავტორს, გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტ ოლგა ოლიონოვას. იგი, 2003 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში. ოლიონოვა ინტერვიუს დამახინჯებას კატეგორიულად უარყოფს. მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ინტერვიუსთან დაკავშირებით საქართველოში დიდი სკანდალია აგორებული და შს სამინისტრო ინტერვიუს დამახინჯებული სახით გამოქვეყნებაზე საუბრობს. მან მითხრა, რომ არსებობს მერაბიშვილის საუბრის ჩანაწერი და საჭიროების შემთხვევაში ის მას გამოაქვეყნებს. ამასთან, გაირკვა, რომ ეს არ არის ახალი ინტერვიუ. ის მარტის დასაწყისში ჩაიწერა და ერთი ნაწილი „კომერსანტში“ უფრო ადრე დაიბეჭდა“. „მერაბიშვილის ინტერვიუში ყველა აბზაცი საფრთხის შემცველი და სამარცხვინოა. კერძოდ, შს მინისტრის განცხადებები უკრაინასთან, ევროპასთან, ეკლესიასთან მიმართებაში და ხელისუფლების 64%-იან რეიტინგზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს რიცხვი საიდან მოიტანა, საინტერესოა?! არც ერთ კვლევას მსგავსი შედეგი არ უჩვენებია. შესაბამისად, მერაბიშვილმა გაგვაფრთხილა, რომ 64%-ს დაიწერს. ვანო მერაბიშვილს ყოველთვის ჰქონდა ერთი დიდი კომპლექსი, ის სიტყვას სიტყვას ვერ აბამდა, ამიტომაც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ახლა ეს კომპლექსი მოიშორა და მეორე - უარესი უკიდურესობა - დაემართა. მას მიაჩნია, რომ იმდენად მაგარია, ყველაფრის თქმა და გაკეთება შეუძლია. სხვათაშორის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის გმირსაც ასე დაემართა... ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიტიკის ჯაყოა". ნოღაიდელი, „ხელების დამტვრევა“ და „ყირგიზული სცენარი“ „ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ფასი ორი შაურია და ის ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ზურაბ ნოღაიდელს მაინცდამაინც არ ერჩის. პირიქით, ის დაინტერესებულია მთავარ კონკურენტად სუსტი ნოღაიდელის წარმოჩენით და მთელი ოპოზიციის „ნოღაიდელიზაციით“, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრის დისკრიმინაცია არ გამოუვიდა. რაც შეეხება ნოღაიდელის მუქარებს „ხელების დამტვრევისა“ და „ყირგიზული სცენარის“ შესახებ, ეს უკვე კარიკატურულ ხასიათს იძენს. დღეში 7-ჯერ ერთიდაიგივე ტექსტით საუბარი მიუღებელია. ნოღაიდელის მუქარებს რომ ვუსმენ, ის კადრები მახსენდება, პრეზიდენტმა მისი თანდასწრებით საბაჟო სამსახურის უფროსი რომ მოხსნა, რომელიც ახლა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერია და ამას პროტესტის გარეშე შეხვდნენ. მაშინ არცერთ მათგანს არ ეტყობოდა, რომ მსგავსი მუქარების განმახორციელებლები იყვნენ, მაგრამ შეიძლება, ბოლო დროს „გაიზარდნენ“. „საქართველოში ყირგიზული რევოლუციის ანალოგი სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება“. ალასანია, ამომრჩეველთა აქტიურობა და ხელის შეშლა „ალიანსის ლიდერ ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და სხვა პოლიტიკური ძალების არჩევანია ან მისი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ, ან ალასანიას რამდენიმე პროცენტი წაართვან“. „რაც მეტი პოლიტიკური პარტია მიიყვანს არჩევნებზე საკუთარ მხარდამჭერებს, სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსი მეტი იქნება, ვინაიდან მაღალი აქტივობა ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პარტიების ელექტორატი, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ. ცხადია, ლეიბორისტების ან „ეროვნული ფორუმის“ კეთილი სიტყვა ალასანიაზე დამოუკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დიდია მისი გამარჯვების შანსები, რადგან ყველას მოუნდება გამარჯვების თანამონაწილე გახდეს“. „სასურველი იქნებოდა, ოპოზიციის კანდიდატებს ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. თუ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ყველაზე ძლიერ კანდიდატს გამარჯვებისთვის 1-2 პროცენტი დააკლდა, მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან ის კანდიდატები, ვინც მას ეს პროცენტები წაართვა. ცხადია, დამნაშავე იქნება ის, ვინც ყველაზე ბოლო რიგში აღმოჩნდება ამ საარჩევნო მარათონში. ხალხი დაინახავს, რომ მას არანაირი შანსი და ფუნქცია არ ჰქონდა გარდა ძლიერი კანდიდატისთვის ხმების წართმევისა. ასეთ ძალებს შესაძლოა, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა მოუწიოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთმა კანდიდატმა არჩევნებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ვფიქრობ, მაისის შუა რიცხვებამდე ბევრი რამ გამოჩნდება“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/biblioteka-150x150.jpgეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 აპრილს ნიკოლოზ ქობულაშვილის საიუბილეო საღამო და მესაყვირეთა პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. საიუბილეო საღამოში ქობულაშვილის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მესაყვირეებს აკომპანიმენტს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სიმფონიეტა” და ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი გაუწევენ. კონცერტს მუსიკალური სკოლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ქობულაშვილი საყვირზე დაკვრას ახალგაზრდებს წლების განმავლობაში ასწავლიდა. 1995–2002 წლებში იგი საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ორკესტრს ხელმძღვანელობდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamgeoba-150x150.jpgკახეთის სხვადასხვა რაიონის ერთდროულად 7 გამგებელი შვებულებაში იმყოფება. გამგებელთა შვებულება “ექსპრესნიუსის” ინფორმაციით მოახლოებულ თვითმართველობის არჩევნებში მათ შესაძლო კენჭისყრას უკავშირდებოდა, რაც “ექსპრესნიუსმა” გამგებლებთან უკვე გადაამოწმა. როგორც საგარეჯოს გამგებელმა, გია ჩალათაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, ის თვითმართველობის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, თუმცა მისი თქმით, ამისათვის აუცილებელი არ არის გამგებლის თანამდებობიდან წასვლა, ამიტომაც ის ერთთვიან შვებულებაში იმყოფება. გურჯაანისა და დედოფლისწყაროს გამგებელთა თქმით, კი გამორიცხული არ არის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ჯერ ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ თუმცა ინფორმაციას არ უარყოფენ. ყვარლის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ ინფორმაცია არ დაადასტურა. გამგებლებმა უარყვეს ასევე “ექსპრესნიუსის” ინფორმაცია მათ მიერ შვებულების პერიოდში სამსახურის ავტომანქანისა და გამგეობის რესურსების გამოყენების შესახებ. გურჯაანისა და დედოფლისწყაროს გამგებლები საბოლოო გადაწყვეტილებას საჯაროდ უახლოეს ხანებში გამოაცხადებენ. იხილეთ epn.ge
-
ხვალ 17:00 საათზე ”მილანი” სან სიროზე ”კატანიას” მიიღებს. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სტუმრების განაცხადი ამ მატჩისთვის: მეკარეები: ანდუხარი, კამპანიოლო, კოსიჩკი მცველები: ალვარესი, ბელუჩი, კაპუანო, პოტენცა, სპოლი, ტერლიცი ნახევარმცველები: ბიაჯანტი, კარბონი, დელვეკიო, იზკო, ლედესმა, მორეტი, ლიჩიუტი თავდამსხმელები: მასკარა, მაქსი ლოპესი, მორიმოტო, რუსო წყარო: ოფიციალური სტატიის ავტორი: losa acmilan.ge
-
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები "ბერნაბეუზე" შეიკრიბნენ, სადაც უამრავი ფანი დახვდათ... იხილეთ realmadrid.ge
-
მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველი, დუგლას მაიკონი ევროპული გრანდების მთავარ სამიზნედ იქცა. ამ ყველაფერს მისი ბრწყინვალე თამაში განაპირობებს, ბრაზილიელი უკანა ხაზელი საკუთარ პოზიციაზე ერთ–ერთი საუკეთესოა. იგი როგორც შეტევის, ასევე დაცვის ხაზში, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Tu1542-150x150.jpgპრეზიდენტის თვითმფრინავის ერთ-ერთი შავი ყუთი ნაპოვნია ტუ-154 ავიაკატასტროფის ადგილას პრეზიდენტის თვითმფრინავის ერთ-ერთი შავი ყუთი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, შავი ყითი დაზიანებული არ არის. ინფორმაციის გაშიფრვა უკვე დაიწყო. პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის კატასტროფის ადგილას მეორე შავი ყუთის ძებნა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტი, პირველი ლედი და მაღალჩინოსნები კატინის მემორიალთან სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისარებად მიფრინავდა. სმოლენსკთან თვითმფრინავი ჩამოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიული ვითარების გამო. ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დელეგაციის ყველა წევრი დაიღუპა. იხილეთ epn.ge
-
http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/0-barcelona-fans-150x150.jpg ალბათ ხშირად მოგიკრავთ ყური “ბარსას” თამაშის დროს, თუ რა ომახიანად მღერიან კატალონელი ინჩასები ბარსას ჰიმნს და სხვა უამრავ სიმღერას. ბევრ თქვენგანსაც სურვილი გაუჩნდებოდა ემღერა, მაგრამ ტექსტის არცოდნისა თუ სხვა მსგავსი მიზეზების გამო ვერ შეძელით. ამიტომ აქ შეძლებისდაგვარად თავს მოვუყრით იმ სიმღერებს, რომლებსაც კატალონიელი ფანები მღერიან მოედანზე, თუ [...] სრულად ბარსამანიაზე
-
9-10 აპრილს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რესპუბლიკურ პარტიაში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 9 აპრილს დღის პირველ ნახევარში პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ხოლო დღის მეორე ნახევარში - დასავლეთ საქათველოს ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო კანონმდებლობა და ინფრასტრუქტურა, კამპანიის წარმოება და შიდა კომუნიკაცია, კამპანიის ძირითადი გზავნილები, ძირითადი გამოწვევები და პერსპექტივები. მონაწილეებს გადაეცათ საარჩევნო დოკუმენტაცია.შეხვედრას წარმართავდა რეგიონალური და საარჩევნო მდივანი ირინე იმერლიშვილი. 10 აპრილს გაიმართა ეროვნული კომიტეტის სხდომა, სადაც ალიანსის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომას უძღვებოდნენ პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/69916-150x150.jpgპოლონურმა გამომცემლობა Wiadomosci წინასწარი არასრული ტუ-154 პასაჟირების სია გამოაქვეყნა თვითმფრინავის ბორტზე, პოლონეთის ოფოციალური დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც სმოლენსკში კატინის სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავნებოდა, იმყოფებოდა: • პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი • პირველი ლედი მარია კაჩინსკა • პოლონეთის ყოფილი დევნილი პრეზიდენტი რიშარდ კაჩაროვსკი • პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი ფრანტიშეკ გონგორი • სეიმის ვიცე-სპიკერი კშიშტოფ პუტრა • სენატის ვიცე-სპიკერი კრისტინა ბოჩენეკი • სეიმის ვიცე-მარშალი, პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეჟი შმაიდზინსკი • პოლონეთის თავდაცვის ეროვნული ბუიროს თავჯდომარე ალექსანდრ შჩიგლო • პოლონეთის პრეზიდენტის კანცელიარიის უფროსი ვლადისლავ სტასიაკი • პოლონეთის პრეზიდენტის კანცელიარიის უფროსი მოადგილე იაცეკ სასინი • პოლონეთის კანცელიარიის სახელმფწიფო მდივანი პაველ ვიპიხი • პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტანისლავ კომოროვსკი • კულტურის და ნაციონალური მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილე ტოტაშ მერტა • სეიმის ყოფილი მარშალი მაცეკ პლაჟინსკი • პოლონეთის დიპლომატიური პროტოკოლის უფროსი მარიუშ კაზანი • პოლონეთის პრეზიდენტის კანცელიარიის თანამშრომელი მარიუშ ხანდზლიკი • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდჟეი კრემერი • მახსოვრობის, ბრძოლის და წამების დაცვის საბჭოს გენერალური მდივანი ანდჟეი პშევოზნიკი • სეიმის დეპუტატი გჟეგოჟ დოლინიაკი • პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე პშემისლავ გოსევსკი • პოლონეთის სეიმის დეპუტატი ზბიგნევ ვასსერმანი • პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისარი იანუშ კოჩანოვსკი • პოლონეთის ეროვნული ბანკის თავჯდომარე სლავომირ სკშიპეკი • ნაციონალური მახსოვრობის ინსტიტუტის პრეზიდენტი იანუში კურტიკი • გენერალი, პოლონეთის ჯარის დივიზიის ეპისკოპოსი თადეუშ პლოსკი • სეიმის დეპუტატი ალექსანდრე ნატალი-სვიატი • სეიმის დეპუტატი ლეშეკ დეპთული • რეგიონალური განვითარების ყოფილი მინისტრი გრაჟინა გესიცკი • სეიმის დეპუტატი არკადიუშ რიბიცკი • სეიმის დეპუტატი სებასტიან კარპინიუკ • სეიმის დეპუტატი იოლანტა შიმანეკ-დერეში • სეიმის დეპუტატი ვისლავი ვოდა • სეიმის დეპუტატი ედვარდ ვოიტასი • სეიმის დეპუტატი იანინა ფეკლინსკაია • სეიმის დეპუტატი სტანისლავი ზაიაცი • სეიმის დეპუტატი იზაბელა იარუგა-ნოვაცკა • პოლონეთის ელჩი რუსეთში ეჟი ბარი იხილეთ epn.ge
-
http://img685.imageshack.us/img685/6798/indiad.jpg რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს აბსოლუტური რეკორდი შედგება: ,,ბარსელონა” – ,,რეალი” მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადაიცემა (გარდა ინდოეთისა, რომლებიც ვერ მოურიგდნენ ესპანელებს თანხაზე). 50 სხვადასხვა ტელე-არხის კამერა იქნება ,,ბერნაბეუზე”. ერთ-ერთი გამონაკლისია ჰაიტი, იქ ტვ-რეპორტაჟი შეუძლებელია, თუმცა თამაშს რადიოთი გადასცემენ. ბილეთები რა თქმა ყველა დიდი ხანია გაყიდულია (ორ კვირაზე მეტია), ,,ბერნაბეუს” სალაროებში ბილეთის [...] სრულად ბარსამანიაზე