planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://matthewjwebster.com/wordpress/wp-content/uploads/2009/11/maradona40.jpg ,,ეს კაცი ძაღლიშვილია” (სინამდვილეში კი ისეთი სიტყვები თქვა, რომლის დაწერა უხერხულია) – ,,რეალი” – ,,ბარსელონას” თვალის დევნებისას ასეთი უწმაწური გინება აღმოხდა დიეგო მარადონას მაშინ, როცა სერხიო რამოსმა ლეო მესი ძალიან უხეშად წააქცია. ,,რეალი” – ,,ბარსელონას” თამაშს მარადონამ თავის თანაშემწეებთან უყურა და არ მოერიდა ემოციების გამოხატვას (ან კი როდის ერიდებოდა? [...] სრულად ბარსამანიაზე
-
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა. პატრიარქი დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეუფე გერასიმესთან და სასულიერო პირებთან ერთად მიბრძანდა და საგანგებოდ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს თვითმფრინავმა ტუ-154, View the full article
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსული კვალის არსებობის შესახებ არსებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ვარაუდის გამოთქმა ნაადრევად მიაჩნია. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პირWელის მიერ View the full article
-
ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნით მყოფ ქართველებს საქართველოს კონსული ხვალ გაესაუბრება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გუშინ საკონსულოს მეშვეობით შევიტყვეთ, რომ რამდენიმე ქართველი ისრაელში თავშესაფარს ითხოვს. View the full article
-
ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითეხებისადმი მიძღვნილი სამიტი იხსნება. ორდღიან სამიტს 47 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. სამიტზე ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიწვია. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იქნებიან ჩრდილოეთ კორეის და ირანის დელეგაციებიც. View the full article
-
მთავარი ქართული პოლიტ-ფორუმის სტუმარი დღეს დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნება. როგორც პირWელს მთავარი ქართული ფორუმის პოლიტიკის შესახებ (www.politforumi.com (http://www.politforumi.com) ) ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კოტე ჩიკვილაძემ განუცხადა, ფორუმელების კითხვები ძირითადად წარსულში ბურჯანაძის საქმიანობას შეეხება. View the full article
-
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე ილუზორულს უწოდებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამეზობლოში პროცესები კრემლის სასარგებლოდ იცვლება. ჭყოიძის აზრით, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები დასავლეთთან დაახლოებას და მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას View the full article
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა და რუსული მხარის View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze-nino1-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაკლებსავარაუდოა, პოლონეთის და საქართველოს ურთიერთობა გადახედვას ექვემდებარებოდეს. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის პრემიერს დონალდ ტუსკს კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ და ისინი არანაირ ცვლილებას არ ელიან. კალანდაძის შეფასებით, პოლონეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, წინასწარ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებენ და ვერანაირ ვარაუდს ვერ გამოთქვამენ. იხილეთ epn.ge
-
http://s56.radikal.ru/i154/1004/f0/d82cf4c2ac83.jpg “ელ კლასიკოს” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა პედრო როდრიგესმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია იკერ კასილასის კარში გოლის გატანით, იტყობინება Marca. “მე მოხარული ვარ იმით, რომ შევძელი “რეალის” კარის ბადის შერხევა, მაგრამ უფრო მიხარია კლუბის გამარჯვება. რაც შეეხება ჩემს გოლს უნდა ითქვას, რომ იმ მომენტში მე კასილასზე მომგებიან პოზიციაში ვიყავი. მისთვის გოლის [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/kachinskis_glova.jpgპოლონეთის პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წევრების დაღუპვის გამო ევროკავშირში 12 აპრილი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. polity.ge
-
მართალია, აბელ ერნანდესმა, "კიევოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გოლის გატნა ვერ მოახერხა, მაგრამ საკუთარი გუნდის წარმატებული გამოსვლით იგი ძალიან ბედნიერი და გახარებულია. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს,"პალერმომ", საკუთარ მოედანზე "კიევოს" უმასპინძლა და მეტოქე ძალიან დამაჯერებლად 3–1 დაამარცხა. იხილეთ fanebi.com
-
http://i057.radikal.ru/1004/c3/ad2ca881b387.jpg სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ არსენალს აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვება ტოტენჰემთან, თუ უნდათ რომ ჩემპიონობისთვის ისევ იბრძოლონ. ამ დროისთვის მეთოფეები ლიდერებს ჩელსის 3 ქულით, ხოლო მანჩესტერს კი 2 ქულით ჩამორჩება, ასე რომ ძალიან დაძაბული ბრძოლაა ჩემპიონობისთვის გამარჯვებისთვის. ტოტენჰემი იბრძვის მეოთხე ადგილისათვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოუპოვებს მათ, ხოლო ნასრი ფიქრობს რომ ძალიან რთული შეხვედრა ელოდება მის გუნდს “უაიტ ჰართ ლეინზე”. “ტოტენჰემი ამ წელს საოცარ თამაშს აჩვენებს, რადგანაც ისინი იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის ადგილისათვის. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი. ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონატის მოგება და ამიტომ ამისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ტოტენჰემი.” – განაცხადა ნასრიმ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro2-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საპრივატიზაციოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კიდევ 10 ობიექტი გაიტანა. სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტები თბილისში, რუსთავში, ხაშურსა და ახალციხეში მდებარეობს. ყველაზე ძვირად არის შეფასეული თბილისში, ჩხეიძის ქუჩა №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობები. მისი საწყისი გასაყიდი ფასია 4 000 00 ლარი. ძვირადღირებულ ობიექტებს შორისაა რუსთავში, ე.წ. მარის არხის დასახლებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლის საწყისი გასაყიდი ფასია 750 000 ლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/energetika-scada-systems1-150x120.jpgბუქარესტში ხვალ რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშენებლობის თაობაზე. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზის მიწოდების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ” მემორანდუმი გაზის გამათხევადებელი ორი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს, აქედან ერთი საქართველოში, ხოლო მეორე რუმინეთში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ. Eვროს შეადგენს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით ნებისმიერი სატრანზიტო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. “ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავალს მიიღებს, როგორც საქართველოს ბიუჯეტი, ასევე მივიღებთ გაზის დამატებით მოცულობებს. მსგავსი პროექტებით კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყანის მნიშვნელობა რეგიონში. ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ალტერნატივას, რუსეთის გვერდის ავლით, გაზის მიღების საკითხში”,-განცხადა ხეთაგურმა საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთერთშეთანხმების ოქმი 2009 წლის ოქტომბერში გაფორმდა. მსგავსი სახის ოქმი რუმინეთის მხარემ აზრებაიჯანთან მიმდინარე წლის დასაწყისში გააფორმა. ოქმით, გათვალისწინებული იყო ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც მემორანდუმს ხელმოსაწერად მოამზადებდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_611711-150x150.jpgეროვნული საბჭო დღეს ლაგოდეხისა და საგარეჯოს მაცხოვრებლებს შეხვდება. საბჭოს ლიდერები საარჩევო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას გააცნობენ. ეროვნული საბჭო, უკვე თვეზე მეტია საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისინი ერთხელ უკვე ეწვივნენ კახეთს. გარდა ამისა, საბჭოს ლიდერები, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და შიდა ქართლის მოსახლეობასაც შეხვდა. ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს, 13:00 საათზე, ხოლო საგარეჯოს მოსახლეობასთან 16:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/euro-sabcho-150x150.jpgსმოლენსკთან მომხდარ ავიკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა, ევროკავშირის ყველა დაწესებულებაში, 12 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ევროკავშირის ყველა შენობაზე დროშები დაიშვება, ხოლო ყველა ღონისძიერბა 2 წუთიანი დუმილით დაიწყება. პოლონელ ხალხს თითქმის ყველა სახელმწიფოს ლიდერმა მიუსამძიმრა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პოლონეთის საელჩოსთან ხალხი ყვავილებით და სანთლებით მიდის მწუხარების გამოსახატად. პოლონეთში გლოვა 7 დღეს გაგრძელდება იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kokoit-21-150x130.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს სეიმის მარშალს ბრონისლავ კომოროვსკის სმოლენსკთან მომხდარ ავიკატასტროფასთან დაკავშირებით დეპეშა გაუგზავნა. “პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და პოლონელი მოქალაქეების სიკვდილს სამხრეთ ოსეთის ხალხი ღრმად განიცდის. სამხრეთ ოსეთის ხალხი პოლონელ ხალხის ტკივილს იზიარებს. ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ნათესავებს და სრულიად პოლონელ ხალხს”, – ნათქვამია დეპეშაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias-iorSi-150x150.jpgსაქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათეას იორში და დეივიდ ვილშაიერი ეწვივნენ. იორში და ვილშაიერი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ბორის ვოდზთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან რეინტეგრაციის საკითხებში დავით რაქვიაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვთან გეგმავენ. შეხვედრების დროს მთავარი განხილვის საკითხი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია და რუსეთის მხრიდან მისი შესრულება იქნება. მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები ასევე ცხინვალში, გალსა და სოხუმში ჩასვლასაც გეგმავენ. მათიას ეორში თბილისში მარტის ბოლოსაც იმყოფებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, სტრასბურგში აპრილის ბოლოს გაიმართება, სესიაზე დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იქნება. იხილეთ epn.ge