Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveb1-150x130.jpgსაქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე ილხამ ალიევი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ალიევი საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე დააკავეს. ილხამ ალიევს საბაჟო კონტროლისაგან მალულად აზერბაიჯანიდან საქართველოში 54 000 ლარის ღირებულების, 1800 ფირფიტა პრეპარატი „კოაქსილი” გადმოჰქონდა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით აღიძრა, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakiev1-150x150.jpgყირგიზეთის გადაყენებული პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი ქვეყნის დედაქალაქის ჯალალ-აბადში ან ოში გადატანის ინიციატივით გამოდის. ბაკიევი არ გამორიცხავს, რომ მან მთავრობის ახალი ორგანოები ჩამოაყალიბოს. ამ დროისთვის ყირგიზეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთში იმყოფება. დღეს მან თავის მხარდამჭერებთან ერთად ჯალალ-აბადის ოლქში მიტინგი გამართა და განაცხადა, რომ ოპოზოციონერების მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას ლეგიტიმურად არ ცნობს. პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის წევრები “ბანდიტები და მკვლელები” არიან. საპროტესტო აქციები ყირგიზეთში 6 აპრილს დაიწო და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ძალოვანი სტრუქტურების და მომიტინგეების შეტაკებების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა. O ოპოზიციის მიერMმთავრობის შენობის შტურმის შემდეგ, ყურმანბექ ბაკიევმა დედაქალაქი დატოვა და ქვეყნის სამხრეთს შეიფარა თავი.Pპოლიცია და ჯარი მომიტინგეების მხარეს გადავიდა.Oოპოზიციონერებმა დროებითი მთავრობა შექმნეს როზა ოტუნბაევის ხელმძღვანელობით და მიტინგების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გადალახვას სციდობს. ყირგიზეთის პრეზიდენტი პოსტის დატოვებას არ აპირებს, ის არც დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მართვას განაგრძობს. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ ბაკიევის დაკავების ოპერაცია უკვე მზადდება, რის შემდეგადაც პრეზიდენტმა აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. იხილეთ epn.ge
  3. http://www.tuttosport.com/images/ansa/ae/d68a81d0191e7b3ab84fd6d153c416ae_immagine_l.jpg"პალერმოს"პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ რომ მათი კარის დარაჯი სალვადორე სირიგუ სეზონის დასრულებისთანავე გადავა "იუვენტუსში", ჯანლუიჯი ბუფონის შესაცვლელად. მან ტურინელ ჟურნალისტებს მატყუარები უწოდა. "ტურინელი ჟურნალისტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს და მკითხველი შეყავთ სიცრუეში, ვაცხადებ რომ სირიგუ "პალერმოში" რჩება". - განაცხადა ძამპარინიმ.{jcomments on} View the full article
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/loto-150x150.jpgფინანსთა სამინისტროში ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სპეციალური საბჭოს შექმნა იგეგმება. ცვლილებებს ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ კანონპროექტი გულისხმობს, რომელიც პარლამენტში დღეს შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს ფინანსთა მინისტრი შექმნის და ის მთავრობის ნაცვლად განიხილავს და შეითანხმებს თამაშობის ზოგად წესს, წამახალსიებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში. ასევე, საბჭოს მეიცემა უფლება განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს კანონით გათვალისიწინებულ ტენდერში გამარჯვებული ერთი ორგანიზაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს ლატარიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს. შესაბამისად, კანონპროექტის მიეხვდით, ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გასაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელი იქნება შევიდნენ სხვა პირებიც. ამასთან, საბჭოს შემადგენლობა დაკომლექტდება ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკური განვითარების და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების სისტემის თანამშრომლებით. საბჭო კანონპროექტით, 2010 წლის 1 ივნისამდე უნდა შეიქმნას. იხილეთ epn.ge
  5. ანი 2 წლიდან მღერის. პატარაობაში ქართულ სიმღერებს მღეროდა. ცოტა რომ გაიზარდა, უცხოურ რეპერტუარზე გადავიდა. სულ პატარა იყო, როცა “ტიტანიკის” ცნობილ საუნდტრეკს ასრულებდა მასწავლებელი არასდროს არ ყოლია. სხვათაშორის, არც ნახევარფინალისთვის უვლია ვოკალისტთან. თუმცა თუ ფინალში გადავიდა, ამბობს, რომ აუცილებლად პროფესიონალურად მოემზადება. ანი ფორტეპიანოს სწავლობს 6 წლიდან. 3 წელია, რაც ვიოლინოს სწავლაც დაიწყო და უკვე საკმაოდ რთული ნაწარმოებების დაკვრა შეუძლია! მომავალში აპირებს კონსერვატორიაში ჩააბაროს ვოკალის განხრით და ვიოლინოზე დაკვრაც განაგრძოს! გულშემატკივრობს მარიამ კახელიშვილს და უნდა, რომ დუეტიც ჩაწერონ როდისმე დაეხმარეთ ანის ფინალის საგზურის მოპოვებაში. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9129. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91295 http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1436.jpgანი რეპეტიციაზე ანი კასტინგზე: nichieri.ge
  6. http://www.sportsviews.com/images/blogs/1059/blog_45600_1261398430.jpgმესიმ “ელ კლასიკოში” გაიტანა მორიგი გოლი. ეს გოლი არგენტინელისათვის ესპანეთის ჩემპიონატში რიგით 27-ე იყო. აქამდე “ოქროს ბუცისათვის” დავას უეინ რუნი და ლეო მესი ლიდერობდნენ. ახლა მესი ერთპიროვნული ლიდერი გახდა. რუნისა და მესის შემდეგ მოდიან დიდიე დროგბა 25 ბურთით და გოსალო იგუაინი 24 ბურთით. მესიმ 27 ბურთის გატანა 31 ტურში მოახერხა. იგუაინის [...] სრულად ბარსამანიაზე
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/getImage3-150x150.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზია მედიაცენტრის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადება, ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. “არ არის გამორიცხული, დღევანდელი განცხადება ლევან ვარშალომიძის რეიტინგის ამაღლების მცდელობაც იყოს, ვინაიდან მის მთავრობას აჭარის მოსახლეობაში საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს,” – აცხადებს ბაკურიძე. მისი პოზიციით, შესაძლოა, ვარშალომიძის დღევანდელი ქმედება პრემიერ გილაურის მთავრობის თავჯდომარის პოსტიდან გადაყენებასაც ემსახურებოდეს. იხილეთ epn.ge
  8. http://images.football.co.uk/Dynamic/News/400x400/AlessandroMatriNew.jpgFootballPress_ის ინფორმაციით ტურინის "იუვენტუსი", "კალიარის" ერთბაშად სამი ფეხბურთელით დაინტერესდა. ტურინში შეიძლება გადაბარგდნენ მეკარე ფედერიკო მარკეტი, ნახევარმცველი ანდრეა კოსუ და და თავდამსხმელი ალესანდრო მატრი. სამივე ტრანსფერი ძალიან რეალურია და შესაძლოა მიმდინარე სეზონის დამთავრებისთანავე "იუვენტუსმა" ყველა თუ არა რომელიმე მათგანი მაინც გაიფორმოს.{jcomments on} View the full article
  9. ანი პავლიაშვილი სულ რამდენიმე წელია რაც ამღერდა, თუმცა სიმღერებს უკვე დიდი ხანია წერს. ყველას გვახსოვს, რომ მას 71 სიმღერა ჰქონდა დაწერილი, როცა კასტინგზე მივიდა. ამის შესახებ ტრივიაზე შეკითხვაც იყო, თუმცა მას შემდეგ სიმღერების რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა! ნახევარფინალზე ამჯერადაც საკუთარი კომპოზიციით წარსდგება მაყურებლის წინაშე, თუმცა ამჯერად ის მარტო არ იქნება სცენაზე. ფიქრობს, რომ ამ სიმღერის მხოლოდ გიტარით გაფორმება არ იყო საინტერესო და მეგობრების ბენდს მიმართა დასახმარებლად. პროექტში გულშემატკივრობს მარიამ კახელიშვილს. მხარი დაუჭირეთ ანი პავლიაშვილს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9130. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91305. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1442.jpgანი პავლიაშვილი რეპეტიციაზე ანი პავლიაშვილი კასტინგზე: nichieri.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakradze22-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაზე ამერიკელ მკვლევარის დონალდ ასმუსის წიგნს დადებითად აფასებს. როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ წიგნის ,,პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო’’ შეფასებისას განუცხადა, წიგნი საშუალებას იძლევა, რეალობა მაქსიმალური ობიექტურობით იქნას შეფასებული და შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან. ბაქრაძის განცხადებით, წიგნში ასევე ნათლად არის ნაჩვენები ქართული სიმართლე, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი იყო. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მეცნიერის ნაშრომი აგვისტოს ომს ეხება და წიგნის პრეზენტაცია თბილისამდე ლონდონში, პარიზსა ვაშინგტონტში გაიმართა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Wall-Street-Journal-150x150.jpg რუსულ–პოლონური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ბევრი მკვეთრი ეპიზოდი ახსოვს. 17–ე საუკუნეში პოლონეთმა კრემლი დაიპყრო და შეეცადა რუსეთის ტახტზე თვითმარქვია ხელისუფალი აეყვანა. მოგვიანებით რუსეთის იმპერიამ დასავლეთით ექსპანსიის დროს პოლონეთის ნაწილი დაიპყრო. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal გაზეთი სტატიას სათაურით- “პოლონეთის და რუსეთის ჩახუტება ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენების ჭრილში”- აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ საუკუნეზე მეტხანს პოლონეთი სასტიკი ცარისტული ბატონობის ქვეშ იტანჯებოდა; რუსეთის ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა იქით იყო მიმართული, რომ პოლონეთის სამეფო საკუთარ რეგიონად ექცია, ცარისტული რუსეთი მიისწრაფვოდა პოლონეთი მსოფლიოს რუკიდან წაეშალა და რუსული ენაში თავად მისი სახელწოდებაც კი შეეცვალა. შემდეგ 20–ე საუკუნე დადგა. მან პოლონეთს საბჭოთა სახელმწიფოსთან ომი მოუტანა, მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი, რომლის თანახმადაც სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთი გაიყვეს; ომის შემდეგ კი – ათწლეულების საბჭოთა ბატონობა. შედეგად ქვეყნებს შორის ძალიან რთული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, და მათში რაიმენაირი პროგრესის დანახვა, თუკი ასეთი რამ არსებობდა, შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყო. თითქოს ეს მუდმივად ასე იქნებოდა. გუშინ საღამოს, პოლონური წარმოშობის ამერიკელმა სოვიეტოლოგმა რიჩარდ ფაიფსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე რუსულ–პოლონურ ურთიერთობებს. ფაიფსის თქმით, დღეს, როდესაც პოლონეთი მის ლიდერს გლოვობს, ამის შესახებ მის გარდა ცოტა თუ საუბრობს. „მართალია, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები დამნაშავეები არ არიან, თუმცა კატასტროფა რუსულ–პოლონურ ურთიერთობებს გააუარესებს“, – განაცხადა მან. „კატასტროფა საფრანგეთში რომ მომხდარიყო, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე არანაირად არ აისახებოდა. მაგრამ რუსეთი – სხვა საქმეა. პოლონელებში კატინის ტრაგედიაზე მოგონება ცოცხალია, და ფსიქოლოგიურად რუსების მიმართ მათი პრეტენზიების გაგება, შესაძებელია“, – განაცხადა ფაიფსმა ჟურნალისტთან საუბარში. “რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, რუსეთი ახლავე გაზსადენ Nორდ შტრეამ–ის მშენებლობას არ შეწყვეტს, ამ მხრივ არც პოლონეთი იტყვის უარს თავის პრეტენზიებზე; ალბათ ქვეყნებიც არ მოაწერენ ხელს სასწრაფოდ ერთწლიანი დავის შემდეგ გაზზე შეთანხმებას. მოსკოვი, როგორც ჩანს არც კატინის მსხვერპლთა რეაბილიტაციას მოახდენს სასწრაფო წესით, და ადრე თუ გვიან, ისეთი საკითხი, როგორიცაა ის თუ როგორ წარმოუდგენია რუსეთს მისი გავლენის სფერო და რაში იქნება პოლონეთი მისი კონკურენტი, დღის წესრიგში დადგება. მაგრამ ამ წარმოუდგენელი მოვლენის გამო რუსულ–პოლონურმა ურთიერთობებმა ისტორიულ პიკს მიაღწია. ეს არანაირ დადგენილებებში დაფიქსირებული არ არის; საეჭვოა ამას პოლიტიკოსები უფიქრდებოდნენ,-“ წერს The Wall Street Journal. თუმცა, პოლონელებზე ძალიან იმოქმედა პუტინის გულითადმა ნაბიჯმა, როდესაც შაბათს ის პოლონეთის აცრემლებულ პრემიერ–მინისტრს ჩაეხუტა კატასტროფის ადგილას სმოლენსკში. ქვეყანა მადლიერია დახმარებისთვის, რომელიც რუსეთმა დაღუპულთა ოჯახებს გაუწია, მათ ვინც კატასტროფის ადგილას ჩავიდა, იქ სადაც მათი საყვარელი ადამიანები დაიღუპნენ. და ბოლოს, დღეს საღამოს რუსეთის ნაციონალური არხების ეთერში ნაჩვენები იქნება ანჯეი ვაიდას ფილმი „კატინი“. ათობით მილიონი რუსეთის მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით – ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე – შეძლებს ნახოს ფილმი მასობრივ მკვლელობაზე, რომელზე ბრძანებაც 1940 წელს სტალინმა გასცა. ამ ფილმის დემონსტრირება მრავალი თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო. პირველად ის ფრთხილად აჩვენეს ერთი კვირის წინ ელიტურ არხზე „კულტურა“, რომლის მაყურებელიც შეზღუდულია. რუსეთის საზოგადოებრივ არხს ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, და პოლონეთი ამაში სიმბოლურ ჟესტს ხედავს. პოლონელებს ეს დაამახსოვრდებათ, ისევე როგორც დაამახსოვრდებათ ადამიანური გამომეტყველება პუტინის სახეზე. “ეს მოვლენები ორი ერის ისტორიაში დარჩება, ერების, რომლებიც ერთ სლავურ ენობრივ ოჯახს განეკუთვნებიან,”- The Wall Street Journal. იხილეთ epn.ge
  12. „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ალიანსის სახელით პროკურატურაში განცხადება შეიტანა ხელოვნურად მიწერილთა თაობაზე. თინა ხიდაშელის აზრით, 12 000-ზე მეტი პირია ხელოვნურად მიწერილი ამა თუ იმ მისამართებზე, რაც არა შეცდომა, არამედ კრიმინალია. „ეს არის სიის ხელოვნურად გაყალბების მცდელობა და ცხადია, კრიმინალური აქტია. ჩვენ გვაქვს 3 000-ზე მეტი განცხადება, სადაც ბინის მეპატრონე წერს, რომ მათი ნებართვის გარეშე, მათ ბინებში მიწერილი არიან უცხო პირები“ - განაცხადა მან. აღნიშნული 3 000 განცხადება „ალიანსში“ შემავალმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მათმა ლიდერებმა და „ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა „ახალი მემარჯვენეების“ ოფისიდან მშვიდობიანი მსვლელობით პროკურატურაში მიიტანეს. „მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძის თქმით, თუ არ გამოსწორდება ყველა დარღვევა, მათ შორის ხელოვნურად მიწერილი პირებისა, ამომრჩეველთა სია არალეგიტიმური იქნება, ხოლო არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება. View the full article
  13. http://www.fcbarcelona.com/web/Galeries/futbol/temporada09-10/04/entrenament120410/2010-04-12_ENTRENO_01.JPGდღეს “ბარსელონამ” სიუდად დეპორტივოზე” ვარჯიში ადგილობრივი დროით 11 საათზე განაახლა. პეპ გვარდიოლამ შაბათს “კლასიკოში” ტრიუმფის შემდეგ ფეხბურთელები გუშინ დაასვენა. დღევანდელ ვარჯიშზე 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა. არ იმყოფებოდნენ ერიკ აბიდალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისინი განმარტოებულად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. დღევანდელ ვარჯიშზე იმყოფებოდა ასევე გაბი მილიტოც. რომელმაც “ბერნაბეუს” მოედანი 78-ე წუთზე დატოვა მცირე ტრავმისდა [...] სრულად ბარსამანიაზე
  14. http://img315.imageshack.us/img315/6500/capello3xu.jpgTuttosport _ი იტყობინება რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნგს დატოვებს და ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდება. "სამხრეთ აფრიაში გასამართი მუნდიალის შემდეგ კაპელო ინგლისს დატოვებს და "იუვენტუსში" დაბრუნდება" ასე წერეს FootballPress_ი". ტურინელებმა ერთხელ უკვე მიმართეს კაპელოს წინადადებით მაგრამ, უარი მიიღეს, ეტყობა "იუვეს" ბოსები არ აპირებენ დანებებას და კაპელოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.{jcomments on} View the full article
  15. http://www.juventus.ru/images/hav_amauri20.jpgტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა, კარვალიო ამაურიმ იტალიის მოქალაქეობა მიიღო. ოფიციალურ ინფორმაციას Sky Sport Italia აქვეყნებს. ეხლა ამაურის იტალიის ნაკრების მაისურის მორგება და სახმრეთ აფრიკაში, იტალიის სახელის დაცვის შესაძლებლობაც ეძლევა: " ძალიან მოხარული ვარ, რადგან ეს იმ დამღლელი ბრძოლის დასასრულია, რომელიც ერთი წლის წინ დავიწყე. ამის მიღწევა ყოველთვის მინდოდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში, სხვა შეგრძნებაა და ლიპი ამაზე იფიქრებს. ეხლა "იუვენტუსზე" უნდა ვკონცენტრირდე, ლიპი კი თავის არჩევანს გააკეთებს. მიხარია, რომ იტალიის მოქალაქე ვარ. " -აცხადებს ამაური. View the full article
  16. როგორც ყოველთვის მატჩების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელები, მწვრთნელები აკეთებენ კომენტარს. გთავაზობთ რამდენიმე “მილანელის” და “კატანიელის” კომენტარს მატჩის შემდეგ. ლუკა ანტონინი: “სწრაფი გოლის შემდეგ ჩვენ იძულებულნი ვიყავით წავსულიყავით შეტებაში, რათა მოგვეგო. თამაშის დასაწყისში ჩვენ ვთამაშობდით ძალიან ნელა და მეორე ტაიმში რომც შეგვეტანა გარდატეხა თამაშში, რეზულტატი მაინც ვერ შეძლებდა ჩვენს გახარებას. სამწუხაროდ, სამი ქულის აღების შანსი გავუშვით. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა, მათ შეძლეს რონალდინიოს განეიტრალება. “მილანი” ახლა მესამე ადგილზეა და ჩვენ ვეცდებით ავიწიოთ მაღლა.” წყარო ჯუზეპე მასკარა: “მილანი ფიზიკურ მომზადებაში მოიკოჭლებს(აბსოლუტურად მართალია-ავტ.) “როსონერი” ახლა თამაშობს პროგნოზირებად ფეხბურთს. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ისინი ითამაშებდნენ რონალდინიოზე, რომელიც დაიწყებდა მის შეტევებს.” წყარო მაქსი ლოპესი: “მე ვფიქრობ, რომ “კატანიას” არ უთამაშია ცუდად იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.” ასევე მაქსიმ ისაუბრა მის ყოფილ კოლეგაზე “ბარსელონაში”, რონალდინიოზე, რომელიც აღფრთოვანებული იყო ლოპესის თამაშით. “რონალდინიო ჩემი მეგობარია.” წყარო “კატანიას” მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი: “პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, სადაც გავიტანეთ ორი მნიშვნელოვანი გოლი. ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ იქნებოდა უფრო რთჲლი, მაგრამ “როსონერის” სწრაფმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. სკუდეტო? მას “ინტერი” მოიგებს.” წყარო ხოლო “შავ-წითლების” ორმა ფეხბურთელმა, კაპიტანმა 23-ე ნომერმა იტალიელმა მასიმო ამბროზინიმ და 22-ე ნომერმა ასევე იტალიელმა მარკო ბორიელომ Sky-თან კომენტარზე უარი თქვეს. წყარო სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/biuro1-150x133.jpg პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე განხილული იქნება საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე უძღვება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომიტეტთან ფუნქციონირებს ნდობის ჯგუფი, სადაც ორი კვოტა ოპოზიციას უკავია, ხოლო სამი მმართველ გუნდს. იხილეთ epn.ge
  18. წერია კახა კაციტაძის წერილში „მთავარი საფრთხე“, რომელსაც პრესა.გე ქვეყნებს. View the full article
  19. http://newsimg.bbc.co.uk/media/images/44591000/jpg/_44591795_fa_pa416.jpgგთავაზობთ უახლეს ინფორმაციას ტრავმირებულ ფეხბურთელებზე მელვუდიდან. ემილიანო ინსუამ გამოტოვა “ლივერპულის” შემადგენლობაში ბოლო 2 მატჩი, რისი მიზეზიც მცველის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა გახლდათ. “ემილიანოს მკურნალობა კარგად მიდის, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ტრავმაა და საჭიროა კიდევ მოცდა. ის ვარჯიშობს და განაგრძობს მკურნალობას”. “იგი ჯერ კიდევ შეძლებს ამ სეზონში თამაშს, თუკი მკურნალობა კარგად ჩაივლის. ეს რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა” – განაცხადა რაფა ბენიტესმა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას. შედარებით უკეთესი სიახლეა მერსისაიდელთა კიდევ ერთ ტრავმირებულ მცველ ფაბიო აურელიოზე. მან შესაძლოა მალე განაახლოს ვარჯიში პირველ გუნდთან ერთად. “ფაბიო პროგრესირებს. შესაძლოა, 1 კვირაში, ან 10 დღეში მან დაიწყოს ვარჯიში. თუკი ფაბიო მზად იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისთვის”. პ.ს. ჯერ კიდევ ველოდებით ინფორმაციას ფერნანდო ტორესის ტრავმის შესახებ. როგორც კი ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, უმალვე განთავსდება ჯერ ოფიციალურ, ხოლო შემდეგ ჩვენს ვებგვერდზე. ასე, რომ დაელოდეთ “ელ ნინიოს” შესახებ უახლეს ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო:www.Liverpoolfc.tv http://assets.liverpoolfc.tv/uploads/banners/act_emiliano_insua_4a6ee36e1071e453709348.jpg View the full article
  20. ამბობს თინა ხიდაშელი ინტერვიუში, რომელსაც ამბები.გე აქვეყნებს. View the full article
  21. http://www.sportski.mk/sliki/1659578843660a210e87b2b636390da4Spaleti300-200.jpgახალი არაა , რომ კლუბის "იუვეს" შეფები გამალებით ეძებენ ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს. ამჯერად თვალი მათ "ზენიტის" დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტისთვის დაუდგამთ. იტალიელ სპეციალისტს პეტერბურგში საკმაოდ სოლიდურ თანხას, წელიწადში 4 მილიონ ევროს უხდიან, ამიტომ ტურინელებს მისი დაყოლიება გაუჭირდებათ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულნი არიან, რომ ლუჩანოსთან შეთანხმებას მიაღწევენ. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სპალეტი და არც მისი აგენტი.{jcomments on} View the full article
  22. http://img522.imageshack.us/img522/379/audiometro2.jpgსურათზე: აუდიომეტრი რას არ ითვლიან ესპანელები. მადრიდულმა ,,მარკა” ,,რეალი”-,,ბარსელონას” თამაშზე სპეციალური აუდიომეტრით შეიარაღებული გამოცხადდა. მათ აინტერესებდათ, რამხელა იყო ხმაურის დონე ,,ბერნაბეუზე”. ,,მარკამ” სამხრეთის ტრიბუნიდან წამოსული ,,ბგერების ბალები” თუ ბელები შეამოწმა. ეს ხელსაწყო ხმაურს ზომავს ,,დეციბელებში”. სურათზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი იყო ხმაურის დონე თამაშის ამა თუ იმ წუთზე. ,,ბერნაბეუ” ყველაზე მეტად რაულის არჩათვლილი გოლის [...] სრულად ბარსამანიაზე
  23. ნაზი და ქეთი 16 წლისები არიან. ამჟამად ოლიმპიური აღზრდის ცენტრში ვარჯიშობენ. სხვათაშორის, ადრე ნიჭიერის მეორე ტყუპებთან, ელენე და ეკა თორიებთან ერთად ვარჯიშობდნენ და ძალიან გულშემატკივრობდნენ მათ. მიუხედავად იმისა, რომტანვარჯიშზე 10 წლის ასაკში დაიწყეს სიარული, რაც ამ სპორტისთვის დაგვიანებულად ითვლება, უკვე აქვთ წარმატებები. მსოფლიო თასის ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა ქეთიმ. ასევე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსზე. შოუ-პროგრამაში “ჩემი ლამაზი ქვეყანა” მეორე ადგილი მოიპოვეს. “ნიჭიერში” გულშემატკივრობენ ავთო ნაცარაშვილს, რადგან რეპეტიციაზე მისი ნომერი ძალიან მოეწონათ. მხარი დაუჭირეთ ნაზის და ქეთის. დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9128. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91285. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1438.jpgტყუპები რეპეტიციაზე ნიჭიერის კასტინგზე: nichieri.ge
  24. ამ ტრადიციულ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოდ რონალდინიოს ფინთები ..კალიარი”-ს წინააღმდეგ უბრალოდ დატკბით! ავღნიშნავ, რომ ვიდეო არის ძაან კრგი ხარისხის. სტატიის ავტორი:pippo-milan acmilan.ge
×
×
  • შექმენი...