Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის “ტორპედო” ჩვეულ რიტმში გადის მზადებას. გუშინ, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე (ავსტრიასა და საქართველოს შორის სხვაობა 2 საათია), მთელი გუნდი ფიზმომზადების მწვრთნელი, ივო კატუშიჩის განკარგულებაში იყო. თითქმის საათნახევრის განმავლობაში, ფეხბურთელებს საკმაოდ მძიმე, დატვირთული რეჟიმის ვარჯიშები ჩაუტარდათ, თუმცა ყველანი თავს მხნედ გრძნობენ.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f5398a2c-fc3e-458e-9880-6c4220a07b53.JPG&size=500 View the full article
  2. რუსების, ევრო 2012-დან, ერთი შეხედვით, მოულოდნელ გავარდნას, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თავად რუსებს მიაჩნიათ, რომ ცუდად არ უთამაშიათ და დაუმსახურებლად ტოვებენ ტურნირს. ზოგი, 26 წლისწინანდელ მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატთან ავლებს პარალელს. მაშინ საბჭოთა ნაკრებმა (რუსეთის ეროვნული გუნდი საბჭოეთის სამართალმემკვიდრედ ითვლება) პირველ მატჩში უნგრელებისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, 6:0 მოუგო და “21-ე საუკუნის გუნდის” თიკუნიც მოირგო.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=aa645ea2-2e4b-4ef9-8f06-605e43cc10ac.jpg&size=500 View the full article
  3. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ilia-II-298x300.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. უწმინდესმა საკვირაო ქადაგებაში განაცხადა, რომ ბევრი რამ არასწორედ კეთდება და ამის მიზეზი ისაა, რომ რესტავრაციის პროცესი თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. “ამიტომ გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია და მას ასე უბრალოდ ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი “იუნესკოს” ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო”, – ბრძანა უწმინდესმა. უწმინდესისა და უნეტარესის განმარტებით, ტაძრები არსებობს წირვა-ლოცვისთვის და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ისტორიული და კულტურული ძეგლი იყოს. “ტაძარში წირვა-ლოცვისას ადამიანები სულიერად უნდა აღიზარდონ. ამას მხარს ვუჭერდით ყოველთვის, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ ბაგრატის ტაძარში ბევრი რამ გაკეთდა ისე, რაც მის ფასეულობას აზიანებს. ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე ჩემი საფრანგეთში ვიზიტისას “იუნესკოს” პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ვიმსჯელეთ”, – აღნიშნა პატრიარქმა. opinion.ge View the full article
  4. В пекинском космическом городке на окраине столицы Китая, где ведется большая часть работ по созданию китайских космических аппаратов, обычно царит атмосфера высокой секретности. 16 июня эта секретная база открыла свои двери перед семьями и друзьями инженеров космического городка, чтобы те могли присутствовать на празднике в честь запуска китайского пилотируемого космического аппарата «Шэньчжоу-9». View the full article
  5. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/833e505c7168bc04c5d006338e3e14cb.jpegსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ბავშვის აღზრდაზე და სკოლებში მანდატურების ინსტიტუტების ავკარგიანობაზე ისაუბრა. View the full article
  6. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mishaw-300x207.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში სტუმრობისას განაცხადა, „ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, ისე, როგორც ჩვენ მოველოდით, არ გაამართლა“. “ქალაქის მოწყობის კუთხით რაღაცეები კეთდება, მალე დასრულდება ფოთის ტაძარი, შენდება ვალერიან გუნიას სახელობის ახალი თეატრი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც დასაქმებაა. ამ მხრივ ფოთში წარმატებაც გვქონდა და წარუმატებლობაც. წარმატება იყო ის, რომ ზოგადად ბიზნესი ფართოვდება და თუ ადრე ქალაქს ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა თავზე და ყველაფერი მათი იყო, ფოთელები კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა – ბევრად მეტი ბიზნესი შემოვიდა, მონოპოლია არ არის და ა.შ. მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით, ისე არ გაამართლა. საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის, თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ფოთის წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პრობლემებზეც ისაუბრა. “2008 წლამდე ფოთს სასმელი წყალი 2 დღეში ერთხელ მხოლოდ 20 საათი მიეწოდებოდა. ჩვენ დავიწყეთ წყლის პროექტის განხორციელება, რომელიც თავიდან ძალიან ცუდად “წავიდა”, რადგან ამის გამოცდილება არ გვქონდა. მაგრამ 2012 წლიდან მილები იცვლება, 2013 წელს ფოთში წყალი დღე-ღამეში 15 საათი იქნება, 2015 წელს ჩვენ გადავალთ 24 საათიან წყალმომარაგებაზე. რაც შეეხება გაზიფიკაციას – 2011 წლამდე ფოთში ბუნებრივი აირის მიწოდების თემა საერთოდ არ არსებობდა. შემდეგ დავიწყეთ ამერიკელების პროგრამის განხორციელება, რომელიც მათ მე პირადად ვთხოვე და აქ მაღალი წნევის გაზსადენი ავაშენეთ. ასე რომ, ფოთში გაზი შემოსულია, ახლა მთავარი პრობლემაა, როგორ შევიყვანოთ ისინი ოჯახებში”, – განაცხადა პრეზიდენტმა. აგრეთვე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის საპრეზიდენტო ვადაში, ყველა დევნილს საკუთარ ბინას დაჰპირდა. მისივე განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კორპუსების აშენება გაგრძელდება. “ვიცი, რომ ამ საკითხზე ყოველთვის კამათია; იმასაც ამბობენ, რომ ვიღაცას მეორე და მესამე ბინა შეხვდა. არ ვიცი, ესეც გადასამოწმებელია, ვიღაც შეიძლება ეგეთიც გაიპაროს; საბოლოო ჯამში მე დავდივარ და ვნახე ეს ხალხი, ძალიან გაჭირვებული ხალხი, ისინიც, რომლებმაც საკუთარი პირველი ბინა მიიღეს. თუ რამე გაგვეპარა, ისიც ყველამ ერთად უნდა გადავამოწმოთ, მაგრამ ყველა დევნილი საქართველოში მიიღებს ბინას ჩემს საპრეზიდენტო ვადაში”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
  7. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/4c37981f850c762afbcc63f558ddc8e8.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  8. ##image#9449#1#სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, პრინ­ცი ნა­ი­ე­ფი ჟე­ნე­ვის სა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 78 წლის პრინ­ცი ნა­ი­ე­ფი ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­თა რიგ­ში პირ­ვე­ლი იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტახ­ტის მემ­კვიდ­რე მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს შვე­ი­ცა­რი­ა­ში. პრინ­ცი ნა­ი­ე­ფი 1975 წლი­დან ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. სა­უ­დის არა­ბე­თის მე­ფე აბ­დუ­ლის ცნო­ბით, პრინცს კვი­რას მე­ქა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. სა­უ­დის არა­ბე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვეს აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ და ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა. View the full article
  9. В рамках совместных действий различных стран по поиску и возвращению произведений искусства, пропавших во время Второй мировой войны, в Германии организована 6-дневная научно-практическая программа. В ней примут участие 35 специалистов из музеев, аукционных домов и госучреждений десятка стран. Помимо исследования происхождения предметов искусства и истории их владения, специалисты научатся отыскивать похищенные произведения искусства. View the full article
  10. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/f16c9c261ae4885af25972d38580ec3a.jpgაშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერ ღონისძიებას გამართავს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61072.jpg სამართალდამცველებმა პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სამინისტროში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოხდა პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვა. მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგად დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი. გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის წინაღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები, მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილ. იგი ჩერთო გამოძიების პროცესში და მოახდინა დამკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა. მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანახმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, კურტანიძე კი ძებნაშია. View the full article
  12. კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად "როკეტმენი", "მინიმ" ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე წარადგინა. მაშინ ბევრს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/bZjOADwLbog View the full article
  13. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/e3b5e0e3c40db4badccdf0bafd9b7d8e.jpgკანადაში "რედიოჰედის" კონცერტი სცენის ჩანგრევის გამო ჩაიშალა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  14. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/4831abf5bd1df5ec0f49a1772bbc660d.jpgერაყში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი შეეწირა, 40 კი დაშავდა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  15. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/4b25dff0473992f3f777f14824f4df6b.jpgგაეროსა და არაბული ქვეყნების ლიგის სპეციალურმა წარმომადგენელმა კოფი ანანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ სატელეფონო საუბარში, სირიის კრიზისის მოსაგვარებლად საერთაშორისო მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  16. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/bidzina1.jpgბოლო დღეების განსაკუთრებულ მოვლენად მიმაჩნია, ქართულ მენტალიტეტისა და ქართველთა შესახებ, აშშ ელჩის ჯონ ბასის მიერ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები, კეძოდ: 1) ელჩის აზრით, საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა. მან გაიხსენა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი, სადაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა განუცხადა, ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც, მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას. 2) ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც თავის მხრივ, განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოხატება. 3) “ამის ერთ-ერთი მიზეზი ის ოცწლიანი პროცესია, როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ”, – განაცხადა ჯონ ბასმა. 4) ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევას ოპტიმისტრად უყურებს, ოპტიმიზმის საფუძველს კი აძლევს ის „მენტალური რევოლუცია“, რაც მოხდა ბოლო დროს საქართველოში და ეს პროცესი გრძელდება. მისი თქმით, “ეს ხალხთან ურთიერთობაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, ქართველები თანამედროვე სამყაროს და საქართველოს ადგილს ამ სამყაროში უკვე სხვაგვარად აღიქვამენ, რაც დიდწილად ახალი თაობის დამსახურებაა”. ცხადია, სხვა სახელმწიფოს ელჩი საჯაროდ ასეთ შეფასებებს მოერიდებოდა, მაგრამ აშშ-საქართველოს „განსაკუთრებული“ ურთიერთობების გამო ჯონ ბასმა საკუთარ თავს ამის უფლება მიცა, რაც ჩემი აზრით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს არ შეუწყობს. პირიქით, თუ არ მოხდება, აღნიშნული გამონათქვამები დაზუსტება და არ განიმარტება მათი ცალკეული შინაარსი, შეუძლია ორმხრივი ურთიერთობებს ავნოს კიდეც. როგორც ცნობილია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე ადამიანთა კერძო შეხედულებების ფორმირება, ხშირად გარემოს ზემოქმედებით ხდება. ჯონ ბასის მიერ აღნიშნული „მენტალური რევოლუცია“ პატივცემული ელჩის მიგნება არ არის. ამ მენტალურ რევოლუციაზე ბევრნი წერდნენ, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუკსმანისა და ფელიქს მარკოს ტექსტი გამოქვეყნდა 2010 წლის 11 ოქტომბერს ყოველდღიურ ფრანგულ „ფიგაროში“- ” ატლანტიზმი “ახალი მსოფლიოს” გამოწვევების წინაშე”, სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ სულ რაღაც შვიდი წლის წინ გაკოტრებული საქართველო, დღეს პლანეტის ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიური რეფორმების ლაბორატორიაა. აქვე დასძენს, რომ ამ “ლაბორატორიას” დაახლოებით 30-მდე 40-50 წლის ასაკის ატლანტისტური პრინციპების ერთგული ენთუზიასტი ახალგაზრდა მართავს“. (ელექტროჟურნალი „კალმასობა“). საქართველოში მიმდინარე მენტალური რევოლუციის შესახებ თვითონ მ.სააკაშვილიც ხშირად საუბრობს მაგალითისათვის ავიღოთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა აშშ- ის ერთ–ერთ კვლევით ცენტრში 2010 წლის დეკემბერში, სადაც იგი ამბობდა, რომ თითქოს „ 10.000 ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა, მნიშვნელოვნად ცვლის ქართველთა მსოფლაღქმას“. როგორც ვხედავთ ორივე შემთხვევაში მთავარი სამიზნე, პატრიარქალური საზოგადოება და ძველი „დრომოჭმული“ მენტალიტეტია. მისი შეცვლის აუცილებლობა შემდგომი პროგრესის აუცილებელი პირობაა. საზოგადოების შეცვლას კი მასში არსებული ღირებულებები უშლის ხელს, ეს ღირებულებები ხშირ შემტხვევაში დაკავშირებულია ენასთან ეთნიკურ წარმომავლობასა დ არელიგიასთან. ჯონ ბასი, ქართველების დახასიათებისას გამოყენებული მახასიათებლებით ორიგინალური არ არის, მსგავსი პრობლემა ევროპის ბევრი ქვეყნის წინაშე დგას და ისინი, არა ჯონ ბასის დონეზე, არამედ სახელმწიფოთა უმაღლესი პირების მიერ გაკეტებული განცხადებების დონეზე განიხილებიან. ასე მაგალითად. ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა 05.02.11 მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მულტიკულტურების პოლიტიკა ჩავარდა“. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები იძულებულნი არიან „მოითმინონ სეგრეგირებული საზოგადოება, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს“. უფრო ადრე 16.10.2010. ბავარიის პრემიერმინისტრმა და გერმანიის ქრისტიან სოციალური კავშირის თავმჯდომარემ ჰორსტ ზეეჰოფერმა, პოტსდამში ახალგაზრდა ქრისტიან სოციალურ კავშირთან შხვედრაზე განაცხადა, რომ მულტიკულტი მოკვდა (“Multikulti ist tot“) და ვისაც არ სურს ჩვენი ენის სწავლა მას არ ექნება მომავალი ჩვენს ქვეყანაში“. ევროკავშირში მულტიკულტის შინაარსი, ძირითადად ხიზნების პრობლემასთანაა დაკავშირებული. ხიზნები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოედინებიან (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, წინაა აზიიდან და აფრიკიდან), ეკონომიკურ ლტოლვილებს წარმოადგენენ და კულტურულად და ეთნიკური ფსიქოლოგიით, ძალიან განსხვავდებიან მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობისაგან. „როდესაც თეთრი ფერის ადამიანი უშვებს გარკვეულ გამონათქვამებს სხვა ფერის ადამიანთან მიმართებაში, ჩვენ მას „რასისტს“ ვუწოდებთ“, – განაცხადა მიუნჰენში დევიდ კემერონმა და დანანებით აღნიშნა, რომ როცა არაბები, შავკანიანები, ან ზოგადად, აზიელები შეუარაცხყოფას აყენებენ ჩვენს მოქალაქეებს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მისი გაკიცხვის ყველას ეშინია“. 1999- 2003 წლებში ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების სწრაფი ტემპების ფონზე, მულტიკულტის არაერთი აპოლოგეტის გონებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპელ ერებს საკუთარი სახელმწიფოებრიობა დიდად არ ადარდებდათ და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საერთო ნიშანს წარმოადგენდა საერთო ვალუტა „ევრო“. მსგავსი ილუზია გაუჩნდათ ასევე, ევროკავშირში მცხოვრებ მიგრანტებს. განსაკუთრებით ისეთ დიდ ჯგუფებს, როგორებიცაა, თურქული, არაბული და სხვადასხვა აფრიკული ქვეყნებიდან მიგრირებული ჯგუფები. აღნიშნულმა ჯგუფებმა მოისურვეს „პატარა სამშობლოების“ მოწყობა საკუთარი ტელევიზიებით, გაზეთებით, მაღაზიების ქსელით, მიზგითებითა და მინარეთებით. აღნიშნული ილუზიიდან „პატარა სამშობლოების“ მოსურნენი, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა, სწრაფად გამოაფხიზლეს, საკანონმდებლო ცვლილებებით. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო, უკვე მიგრირებული უცხოელების სწრაფ ინტეგრაციას და სოცოალიზაციას ადგილობრივ საზოგადოებაში, რელიგიური დაჯგუფებების მკაცრ კონტროლს და ახალი მიგრანტების მიღების წესის შეზღუდვას. კულტურათა შერევისა და გაერთიანებულ სამართლებრივ სივრცეში ერთად მოქცევის კონცეფცია, ევროკავშირის საერთო კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდამდის აღნიშნული პრობლემა ასე ცხადად არ ჩანდა ზედაპირზე. კულტურათა თვითმყოფადობისა და საკუთარი სახის შენარჩუნების ინსტიქტმა აჯობა, ევროკავშირის საერთო სახელმწიფოდ გადაქცევის ტენდეციას. ევროკავშირი შეჩერდა, ინტეგრაციის იმ ფაზაზე, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობიალია, როგორც ინტეგრაციის უმაღლესი სტადია – ერთიანი სავალუტო გაერთიანება. შემდეგი ინტეგრაცია, უკვე არაბუნებრივი, ეროვნულ სახელმწიფოთა კომპეტენციების არასასურველ დელეგირებას მოასწავებდა, ამიტომ რეფერენდუმებზე უარი ეთქვა ერთიან კონსტიტუციას და ეროვნულმა სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს საკუთარი საზოგადოების სოციალური მანქანის ფუნქციები. ეროვნული სახელმწიფოების მიერ საკუთარი ფუნქციების შენარჩუნება პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა. კონსერვატიულ მიმდინარეობებსა და ექსტრემალურ მემეარცხენე პარტიებს შორის აღნიშნული თემა ოდენ დისკუსიის საგანი კი არა არამედ პოლიტიკური წარმატების საფუძველიცაა, რადგან ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის მომავლით. ვიმეორებ, საკუთარი ქვეყნის და არა რაღაც ანონიმური საკრებულოს ბედით. მულტიკულტის პოზიციები ევროკავშირში საფუძვლიანად შეირყა, უცხო კულტურათა დაჟინებით მიმდევართ ზეეჰოფერის და კემერონის ზემოთმოყვანილი ციტატები ამცნობს შემდეგს- ჩვენ არ დავთმეთ ჩვენი ღირებულებები, ერთმანეთის წინაშე, ასევე არ დავთმობთ ამ ღირებულებებს თქვენი სურვილის მიხედვით, თუ გინდათ ჩვენს გვერდით ცხოვრება, აღიარეთ ჩვენი ღირებულებები და იცხოვრეთ მათში. რა ღირებულებებზეა აქ საუბარი, რის დაცვას ითხოვენ მასპინძლები? ეს არის პირველ რიგში ენა, ენისადმი პატივისცემა და მისი ცოდნა. უნდა აღინიშნოს, რომ მეტნაკლები განსხვავებებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები უამრავ თანხებს ხარჯავენ მიგრანტთა ინტეგრაციის პროგრამებზე. დაწყებული პროფესიული გადამზადებებით დასრულებული მათი ფიზიკური ჯანმრთელობით. ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სკოლებში მიგრანტთა ბავშვების ადაპტაციას, სრულ სოციალიზაციას და მათთვის სრულყოფილ მოქალაქეთ ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობას. უფროსი თაობის კვალიფიკაციას და დასაქმებას. შემდეგი ღირებულება ესაა, ევროპული ისტორიის გამოცდილებით ჩამოყალიბებული სამოქალაქო ურთიერთობების მიღება. აღნიშნული სამოქალაქო ურთიერთობების ეთიკა შინაარსით ქრისტიანული წარსულის შედეგია, რაც ხშირ შემთხვევებში, ართულებს მასში უცხო მენტალიტეტის მიგრანტთა ინტეგრაციას. დამეთანხმებით, რომ ახალი აღქმისეული მორალი „გიყვარდეს მტერი შენი“, ძნელად გასაგები და მისაღები მხოლოდ ანატოლიის ზეგანიდან ჩამოსული მიგრანტისთვის არ არის. ევროპული სამოქალაქო ურთიერთობები კანონისა და მოქალაქეთა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, რასაც ხშირ შემთხვევებში ახალი მოსახლე ფეხს ვერ უწყობს, ან უარეს შემთხვევაში კანონს ექცევა ისე, როგორც მისთვის მშობლიურ ქვეყანაში ექცეოდა. ასეთ შეთხვევაში, მასპინძელი სახელმწიფოს რეაქციას მიგრანტი მტრულად აღიქვამს და შემდეგში მისი მტრული დამოკიდებულება მთელს საზოგადოებაზეც ვრცელდება. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც საერთოა ამ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან? ბოლო წლებში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ადამიანთა მსოფლაღქმა თავისთავად შეცვალა. ეს ეხება როგორც დასავლეთ ევროპის მოქალაქეს ასევე მის მიმართ ყოველთვის შურით განწყობილი უცხოელს. ევროკავშირის აღმოსავლეთით მოიშალა იდეოლოგიური ჩარჩოები და იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კომუნიზმის იდეოლოგიურ ჩარჩოებში ცხოვრობდნენ, უჭირთ საკუთარი თავის ხელახალი შეცნობა. თვითიდენტიფიკაციის გარეშე კი საკუთარი გარემოს, საკუთარი სახელმწიფოს შექმნა, ძნელად წარმოსადგენია. თვითიდენტიფიკაციის პროცესს ხელს უშლის არა მარტო ახალი გარემოს გაურკვევლობა,ახალი და არასტაბილური ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ ადამიანებზე ძალისმიერი ზემოქმედებით მათი იძულება რათა ახალი მენტალიტეტი ჩააბეტონონ მათში. ახალი მენტალიტეტი, რომლის შემადგენელი ნაწილი აღარ იქნება ჯონ ბასის მიერ გაცხადებული პრობლემა „როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ”. მე მეეჭვება, რომ ასეთი წესით მსოფლაღქმა იცვლებოდეს. ეჭვი მაქვს, რომ ჯონ ბასის მიერ აუცილებლობად მიჩნეული მენტალური ცვლილება, სწორედ იმ ტენდეციის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში სეინიშნება და რომლის შესახებაც წერილის დასაწყისში ვწერდი. საკუთარი ენის დაცვის და საქართველოს იმ მოქალაქეთა ადაპტაციისა ნაცვლად, რომლებიც ქართულ ენას სწორად ვერ ფლობენ (და ამის გამო სასწავლებლებსა და სამსახერს ვერ შოულობენ), ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხაზინის ხარჯით ჩამოიყვანა პედაგოგები, რომლებმაც უცხო ენა უნდა შეასწავლონ საქართველოს მოქალაქეებს და ამას დაერქვა „მენტალური რევოლუცია“. ქართული ენა დაცულობის თვალსაზრისითაც და განვითარების პერსპექტივითაც, დღეს უფრო უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ავადსახსენებელი სუსლოვის პერიოდში.ნაციონალური პროპაგანდის საშუალებით, ქართული ენა იქცა არა განათლებისა და პერსპექტივის საშუალებად, არამედ პროგრესის ხელშემშლელ ფაქტორად. ქართულმა ენამ დაკარგა შიდასახელმწიფოებრივი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფუნქცია, იგი ჩაანაცვლა უცხო, 10.000 მასწავლებელმა. იგივე ითქმის სახელმწიფო ორგანოებისა და სამართლებრივი სივრცის შეგნებულად პარალიზების შემთხვევებზეც. აქ ცოტა ვრცლად შევჩერდები ენის ფუნქციაზე ვინაიდან ეს საკითხი პირადპირ კავშირშია ჯონ ბასის მიერ გამოთქმულ თეზისსს „როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ” როგორ ყალიბდება ეროვნული თვითიდენტიფიკაცია და რა თვისებებისაა? იცვლება თუ მუდმივია ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორები? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ალბათ თვით ეროვნული იდენტობის შესწავლისათვის დღეს არსებული მეთოდებს უნდა გავეცნოთ. დღეისათვის საკუთარი ეროვნული იდენტობის აღქმა ხდება, ეროვნული სახელმწიფოს მიერ, ნორმებისა და საკუთარი მოქალაქეებისათვის ღირებულებების დეფინირებით. არნიშნული ნორმებისა და ღირებულებების დანიშნულება ისეთი სოციალური ძალის ჩამოყალიბებაა, რომელიც ერთი ქვეყნის ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნული შემაკავშირებელი ძალის უმთავრესი შემადგენელი ფაქტორი, ეროვნული კუთვნილების მიხედვით ურთიერთსოლიდარობაა. ურთიერთსოლიდარობა ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს ძალას, რომელსაც საზოგადოების ყველა წევრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს და უფრთხილდება. ეროვნული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ურთიერთდაკავშირების და სოციალიზაციის მრავალი მეთოდი გააჩნია (ისტორიკოსი ზიგფრიდ ვაიჰლაინი მათ შორის გამოყოფს სიმბოლოებს, რიტუალებს და სოციალიზაციის პროცესს სკოლაში, საერთო ენის მეშვეობით. Weichlein 1997: გვ.187), როგორც დასაწყისში ავღნიშნე, აუცილებელია პასუხი კითხვაზე თუ საიდან ჩნდება ეროვნული კუთვნილების გრძნობა და როგორ ხდება სხვადასხვა ინდივიდუალური ასპექტების ჰომოგენიზება ერთი ეთნოსის წიაღში. ბერძნული სიტყვა ეთნოსი, ამ შემთხვეაში არა მარტო ადამიანთა პოპულაციის, არამედ საზოგადად ჰომოგენური ერთობის აღმნიშვნელი ტერმინია ისეთი მახასიათებლების გვერდით როგორებიცა- ხალხი, ეროვნული კულტურა და სახელმწიფოს ტერიტორია, ეროვნული თვითიდენტიფიკაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საერთო წარმომავლობა (ius sanguinis) , იგი წარმოადგენს ე.წ. რესპუბლიკური (ius soli- დაბადების ადგილის ფაქტორი) საწინააღმდეგოს. თუ პირველ შემთხვევაში პოპულაცია, წარმოშობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თვითიდენტიფიკაციის და ჰომოგენურ ბაზისადაც შეგვიძლია განვიხილოთ, მეორე შემთხვევში მოქალაქეობა დაბადების ადგილის მიხედვით განისაზღვრება და მოქალაქეთა გაერთიანება უფრო პოლიტიკური საკრებულოს ხასიათისაა. აღნიშნული პრინციპები ეროვნული თვითიდენტიფიკაციის განსაზღვრისას და ჰომოგენურ საფუძვლად ერთნაირი წარმატებით ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან მხოლოდ დაბადების ადგილის ფაქტორის გათვალისწინებისას, იგნორირებულია საერთო კულტურული ღირებულებები რაც ისტორიულ ტრადიციებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ერისა და ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრისათვის. საერთო წარმომავლობა, ენა და კულტურა ეროვნული თვითიდენტიფიკაციის უმთავრეს საფუძვლებს წარმოადგენს. როგორც უკვე ავღნიშნე ეროვნული სახელმწიფოს მოქალაქეთა ურთიერთდაკავშირების და სოციალიზაციის მრავალი მეთოდი გააჩნია. მათ შორის სკოლა და სკოლისშმდგომი სწავლება ერთ ერთი უმთავრესია. როგორც ვხედავთ ევროპის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში, ყველა ის პრობლებლემა, რომელსაც ჯონ ბასი ნაცპარტიის მიერ წლების განმავლობაში დანერგილი ცრულიბერალური და ცრურეფორმატორული წყაროებით იცნობს სულ სხვანაირად აღიქმება. ნისანდობლივი იყო ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ეკონომიკურმა კომისარმა შტეფან ფიულემ 2010 წელს საქართველოს „რეფორმატორებს“ მიუთითა მათ მიერ საკანონმდებლო დონეზე დანერგილი ეკონომიკური „ლიბერალიზმის“ ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებლობაზე. ასევე მიუთითებენ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სისხლის სამართლის კოდექსის არნახულ დარღვევებზე. მმართველი ელიტის წარმომადგენლები, აღნიშნულ „რეფორმებს“ წარმოადგენენ გაურკვეველი ლიბერალიზმის სახელით, არადა ლიბერალური კანონმდებლობისა და ეკონომიკის ქვეყნებში კარდინალურად განსხვავებული შეხედულებებია იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენი „ლიბერალები“ მათი სახელით თავს გვახვევენ. ევროკავშირის კომისრის შენიშვნამ ქართველ „ლიბერალ“ ექსტრემისტებში დიდი პროტესტი გამოიწვია. ეკონომიკის ანბანის უცოდინარ, კახა ბენდუქიძის ჯგუფიდან გამორჩეულად აქტიურობს ყოფილი ჟურნალისტი მიშა თავხელიძე. მისი დიალოგი ტელეეთერით წარმოადგენს საქართველოს როგორც აგრარული ქვეყნის და აგრარული სექტორის მიმართ პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უარყოფას. ღირებულებათა სისტემის რღვევამ გამოიწვია საზოგადოების ინდეფერენტულობა, ყველა საზოგადო საქმისა და პრობლემისადმი. ჩვენ შევეჩვიეთ უაღრესად არაკომპეტენტური პიროვნებების მიერ, აჩემებული იდეების პროპაგანდას. ამ აჩემებულ იდეებს უმეტეს შემთხვევაში მათივე ავტორების ფინანსური ინტერესები წარმოადგენს და არა რაიმე მეცნიერული ან ეკონომიკური საფუძვლები. ამ კერძო შემთხვევაშიც ასეა. ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან 2011 წელს ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და დაცვისათვის გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის 41,3 % ანუ 58,7 მილიარდი ევრო. აღნიშნული თანხიდან პირდაპირი დახმარებების, სუბვენსიებისა და საბაზრო ურთიერთობების ინსტრუმენტებად გამიზნულია 42,9 მილიარდი ევრო (ევროკავშირის ბიუჯეტის 30,2 %. საერთო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილში 2011 წელს განსაზღვრულია 126,5 მილიარდი ევრო. იხ. ევროკავშირის „ევროკავშირის ბიუჯეტი დეტალებში“ 2011 ). მართალია წინა 2010 წელთან შედარებით თანხები შემცირებულია 2,1% ით, მაგრამ დამეთანხმებით სხვაობა არ ატარებს ისეთ ხასიათს როგორიც ჩვენს ”ნაცებს” ჩვევიათ (ერთ დღეში აკრძალვა, ან რაიმეს ძალით დანერგვა, ჯარიმების შიშით), აგრარპოლიტიკაში, როგორც სამეცნიერო დისციპლინაში პროტექციონისტული პოლიტიკა ახალი არაა, თუ გავიხსენებთ მე- 18 საუკუნეში იუსტუს მიოზელის „პატრიოტულ ფანტაზზიებს“. (1787 წ.) და სხვა მიმდინარეობებს. სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენების მხრივ აგრარპოლიტიკაში დიდი გარდატეხის პერიოდი დადგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ როდესაც მიწასთან გასწორებული ევროპა ე.წ. „მარშლის გეგმის“ განხორციელებას შეუდგა. გარდამავალი ეტაპის ქვეყნებისათვის სამაგალითო იყო 1950 წელს გერმანიის ბუნდესტაგში გამართული დებატები ნეოლიბერალებს (ჰაინრიხ ნიჰაუზი) და პროტექციონისტული პოლიტიკის მხარდამჭერთა (ჰაინც ჰაუზჰოფერ), შორის. ადგილობრივ მწარმოებელთა საბედნიეროდ გაიმარჯვა პროტექციონისტული პოლიტიკის კურსმა, რის შედეგადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა და გლეხებმა სახელმწიფოსაგან მიიღეს ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირამდის მისმა წევრმა ქვეყნებმა განვითარების სხვადასხვა გზა განვლეს, ამიტომ ევროკავშირის ინსტიტუციები ცდილობენ ქვეყნების მოსახლეობას ურთიერთადაპტაციის უკეთესი პირობები შუქმნან. ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორების გარდა, ამ ინსტრუმენტად სწორედ აგრარული სექტორისადმი პროტექციონისტული პოლიტიკა გამოიყენება, აგრარულ სექტორში ხომ უამრავი ადამიანია დასაქმებული. საერთო ჯამში პროტექციონისტული აგრარული პოლიტიკა, წმიდა მეცნიერული თვალსაზრისით, აყოვნებს აგრარული სექტორის განვითარებას, მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ, სახელმწიფო ინსტიტუციისა ან სუპრანაციონალური ორგანოს მიერ, ფასთაწარმოქმნისათვის ხელშეწყობა კი არ ხდება, არამედ მიმდინარეობს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების შემოსავლის ზრდაში გაწეული პირდაპირი ხარჯები. საქართველოს ექსპერიმენტატორი მმართველები იმის ნაცვლად რომ ახდენდნენ, მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ხელშეწყობას (მაგალითისათვის მევენახეობაში, გაშენებული ფართობის მიხედვით, ღვინის ექსპორტიორისათვის საექსპორტო კრედიტის მიცემაში), ახდენენ შიდა ბაზრის დახურვას, რომელიმე ჯიბის „ბიზნესმენის“ სასარგებლოდ. ასეთი „ბიზნესმენი“ კი, მათი პარტიისა დამფინანსებელი, მათი ლოკალური გართობების დამფინანსებელი ყულაბაა და არა საერთო სახალხო დოვლათის შემქმნელი. პროტექციონისტული პოლიტიკა გარდამავალი ეტაპის პოლიტიკაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი ბაზრების ათვისებას და ადამიანებისათვის სამუშაო ადგილის შექმნას. ნაც მოძრაობის დანაშაული, მხოლოდ აღვირახსნილი ძალადობა კი არაა, არამედ ფსევდოლიბერალიზმის სახელით, მიზანმიმთული ბრძოლა ქართული ეროვნული პროდუქტის მწარმოებელის წინააღმდეგ, მათი დამოკიდებულება ქართული ენისა და ისტორიული მემკვიდრეობისადმი, ქართული კულტურისადმი. ამ დამოკიდებულების გამოხატულებას ნაცპარტიის აქტივისტებისა და ფუნქციონერების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ. ახლა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორული ხელშეკრულებიტ დაკავშირებული ქვეყნის ელჩის ჯონ ბასის გმოხსენებაშიც აღინიშნა და იმ შეტხვევაში თუ ბატონი ბასის გამონათქვამები, მისი კერძო შეხედულება არ არის და საქართველოს მიმართ აშშ- ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის საერთო აზრია, ჩვენ ქართველები, სერიოზული დილემის წინაშე ვდგებით. გარდა იმისა, რომ ჩვენი მისამართით გამოითქვა „ტოლერანტულობის ნაკლებობის“ ბრალდება, ჩვენ სერიოზული არცევანი დაგვიდგა წინ. არჩევანი რომელიც ჩვენს თვითიდენტიფიკაციას, ცხოვრების წესს, ჩვენს წარსულს და მომავალს დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. ხშირად ამბობენ, რომ გერმანელს გამოარჩევ თავისი პუნქტუალურობით და საქმისადმი დამოკიდებულებით, ხოლო ქართველს არ გააჩნია არაფერი განსაკუთრებით გამორჩეული თვისება, რომელსაც მოფრთხილება ჭირდება. ალბათ ამიტომაც ამბობენ რომ ყველაფერი, რაც ჩვენშია უნდა რევოლუციის ძალით გარდაიქმნას. მე კი მგონია, რომ პუნქტუალობა, საქმიანი ადამიანების საერთო თვისებაა და იგი რომელიმე ერის კუთვნილება არაა. ასევეა საქმის ერთგულება და შრომის სიყვარულიც. ჩვენი ეროვნული თვისება გონიერი სამეურნეო ცხოვრება და გონიერი სამეზობლო პოლიტიკა, უძლიერეს იმპერიებს შორის ცხოვრების ხელოვნება, საკუთარი კულტურის განვითარება და სხვათა კულტურის გაზიარება. ამ გზაზე კი, ქართველებმა ათეულობით საუკუნის გამოცდილება დავაგროვეთ და დღესაც ცოცხალია ეს გამოცდილება, სწორედ ამ გამოცდილებათა გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ ქართული სახელმწიფო ინსტიტუციების ადაპტაცია, ეროვნული ფასეულობების განვითარებისათვის. ბიძინა გიორგობიანი opinion.ge View the full article
  17. მაღალჩინოსანმა რწმუნებულს შეახსენა, რომ თუ მისი სოფლიდან აქციაზე ბევრი ადამიანი წავა, თანამდებობას დაატოვებინებენ http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/s0kbKcHud-8 View the full article
  18. 16 июня активисты оппозиции, которые вывели десятки тысяч людей на улицы Москвы на митинги, объединили две партии в одну, чтобы усилить свои позиции в борьбе с президентом Путиным. Михаил Касьянов, бывший премьер-министр, и бывший вице-премьер Борис Немцов объединили свою Партию народной свободы с Республиканской партией России бывшего депутата Госдумы РФ Владимира Рыжкова. View the full article
  19. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/00a33df90e08af7428c8b4de1d5733e6.jpgსაბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  20. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია ოზურგეთში წამსვლელი კოლონისთვის ხელის შეშლას აპირებს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/OzdMDrmEc5g View the full article
  21. სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია - ილია მეორე. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/qjNzY8UkY_U palitratv.ge
  22. პოლონეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ (1-0) ჩეხთა ფორვარდი მილან ბაროში ჟურნალისტებს ესაუბრა... View the full article
  23. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/bd5ee1135793a86a42d202eb2d9201f4.jpgპოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე, ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის შეშფოთებას მაჟორიტარ კანდიდატად ზვიად ძიძიგურის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით, მოკლედ პასუხობს - "ქუთაისის გარდა მაჟორიტარი კანდიდატები არსად არ დაგვისახელებია". http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  24. პატრიარქი ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/fIM5Pkzh9WY palitratv.ge
  25. სა­ბერ­ძნეთ­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნას­წარ კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში ამ­ჯე­რა­დაც ის პარ­ტი­ე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. გა­მო­კით­ხვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლო­ბენ რა­დი­კა­ლი მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის პარ­ტია სი­რი­ზა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია ახა­ლი დე­მოკ­რა­ტია. სი­რი­ზას ლი­დე­რე­ბი აც­ხა­დე­ბენ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უარს იტ­ყვი­ან ათე­ნის მი­ერ და­დე­ბულ პი­რო­ბა­ზე ხელ­მომ­ჭირ­ნე­ო­ბის ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ბერ­ძნე­თის მი­ერ ევ­რო­ზო­ნის და­ტო­ვე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ხო­ლო ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ლი­დე­რი ან­ტო­ნის სა­მა­რი­სი აც­ხა­დებს, რომ მი­სი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ბერ­ძნე­თი ევ­რო­ზო­ნა­ში დარ­ჩე­ბა. ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­ბერ­ძნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კარ­ლოს პა­პუ­ლი­ას­მა მი­ი­ღო, მას შემ­დეგ, რაც გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ებს შო­რის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნა ვერ მო­ხერ­ხდა. View the full article
×
×
  • შექმენი...