planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილი ალბათ, ყოველი ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნებოდა სხვაგან მუშაობის შემთხვევაში. ზოგიერთს გამძაფრებული აქვს უკმაყოფილების შეგრძნება, მაგრამ ეს მხოლოდ ინტუიციურად, რეალური მიზეზების ცოდნის გარეშე. თითქოს ყველაფერი რიგზეა, საწუწუნოც ბევრი არაფერია, მაგრამ იგი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ შეიძლება უფრო სწორი იყოს ახალი სამსახურის ძიება. სტატიაში არ შევეხები საკითხებს, თუ როგორ ვიპოვოთ სამსახური, რომელიც დაგვაინეტერესებს, არამედ თემებს, რა საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და როდის დავიწყოთ მოქმედება, როდის არის ცვლილებების დრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომახალი სამსახურის ძიება - ეს ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილებაა. მანამ ეცადეთ, მაქსიმალურად იპოვოთ და გამოიყენოთ ცვლილებების შესაძლებლობები, სადაც ხართ. 1. არ მოგწონს რასაც აკეთებშენთვის ეს საქმე საშინლად უინტერესოა, არ გსიამოვნებს მისი კეთება, არ გაგაჩნია არავითარი მოტივაცია, შემართება, უბრალოდ მიჰყვები დინებას. შეიძლება ძალიან კარგადაც ასრულებ საკუთარ მოვალეობას, არ იშურებ ძალისხმევას, გააკეთო ისე, როგორც დაგავალეს, ხელმძღვანელებსაც მოსწონხარ და კმაყოფილები არიან შენი მუშაობით, მაგრამ… არ ვისაუბრებ იმაზე, რა დადებითი გავლენა აქვს საყვარელი და სასიამოვნო საქმის კეთებას განწყობაზე, ხასიათზე, ეს ისედაც ცხადია. ყურადღება უფრო მეტად მინდა გავამახვილო საყვარელი საქმის კეთებისა და წარმატების ურთიერთდამოკიდებულებაზე. დიახ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, შენთვის საინტერესო საქმის კეთება პირდაპირკავშირშია შენს წარმატებასთან და ამაში არავითარი ჯადოქრობა არ არის. ყველაფერი ძალიან ლოგიკურია: როდესაც არ მოგწონს რასაც აკეთებ, შემოიფარგლები მხოლოდ დავალებით და ცდილობ კარგად შეასრულო ის, არ ცდილობ გადააჭარბო საკუთარ თავს, არც ზედმეტად იწუხებ თავს, თუ დავალებების შესრულების შემდეგ დრო დაგრჩება და კიდევ შეგეძლება რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთო. სულ სხვანაირადაა საქმე, როდესაც გულით გიყვარს, რასაც აკეთებ - ამ დროს საქმე ნარკოტიკივითაა - გინდება სულ უფრო მეტი აკეთო, სულ უფრო მეტი დრო დაუთმო, მაქსიმალურად დაიხარჯო, მოძებნო ახალი გზები საქმის უკეთ შესასრულებლად, გიჩნდება უამრავი ინიციატივა, ახალი იდეა, არ ელოდები დავალებებს, შენ თვითონ ქმნი მათ, შენ თვითონ ეძებ ამოცანებს და ჭრი მას. ალბათ, სადაოც არ არის ის ფაქტი, რომ მეორე შემთხვევაში თქვენი წარმატება გარანტირებულია. თქვენ გექნებათ ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდი შედეგი, ვიდრე საქმის არმოწონების შემთხვევაში, თქვენი ინიციატივები არ დარჩება არავისათვის შეუმჩნეველი, დღითიდღე გაიზრდება თქვენი წარმატება. ამიტომ, თუ არ მოგწონთ რასაც აკეთებთ, აუცილებლად დაიწყეთ საყვარელი საქმის ძიება, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, და თუ იპოვით წარმატების გზაზე წინ ვერაფერი გადაგეღობებათ. 2. ვერ ვითარდებით საკმარისი ტემპებით, ან საერთოდ არ ვითარდები თუ ატყობთ, რომ ძალიან მარტივად გამოგდის, რასაც აკეთებთ, არ გიწევთ ინტელექტუალური ძალისხმევის დატანება, მაშინ საჭიროა ცვლილებები. როდესაც არ სწავლობ ახალს, არ ვითარდები პროფესიულად, რაც არ უნდა მაღლა იყოთ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ახალი, რომელსაც უფრო მეტი ეცოდინება, უფრო მეტი ენერგია ექნება და ის აუცილებლად გაგასწრებთ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს არ არის აუცილებელი ეგრევე ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ. შეგიძლიათ საკუთარ ორიგანიზაციაშივე ეძებოთ შესაძლებლობები, შეხვდეთ მენეჯმენტს და გაესაუბროთ თქვენს შეხედულებაზე, დაწინაურებაზე და ახალი საქმის კეთებაზე. თხოვეთ ახალი დავალებები, რათა ამოვარდეთ რუტინიდან და სიახლე შეიტანოთ თქვენს საქმიანობაში. ასევე საყურადღებოა, რამდენად გეხმარებათ ორგანიზაცია ცოდნის მიღებაში, თუ გასწრებთ სხვადასხვა სემინარებსა და თრეინინგებს, თუ არის თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა ხელმისაწვდომი და ა.შ.. ამგვარად, განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ამას ვერ ახერხებთ საკუთარ ორგანიზაციაში, ცვლილებების დროა. 3. ვერ გრძნობთ თვითრეალიზაციას სამსახური - ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოახდინოთ რეალიზაცია როგორც თქვენი ცოდნის, განათლების, გამოცდილებისა და კომპეტენციების, ასევე თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების. მაგალითად, თუ გამოირჩევით ლოგიკური აზროვნებით, უნდა ასრულებდეთ ანალიტიკურ სამუშაოს, თუ კარგად იცით უცხო ენა, იყენებდეთ მას უცხოელებთან მოლაპარაკებებში და ა.შ.. რატომ არის თვითრეალიზაცია მნიშვნელოვანი? უპირველეს ყოვლისა, თქვენ გაწეული გაქვთ გარკვეული ინვესტიცია, დახარჯული გაქვთ დრო და ენერგია კონკრეტული პროფესიის დასაუფლებლად, კონკრეტული ცოდნის შესაძენად და თქვენი ჯაფა არ უნდა ჩაიყაროს წყალში. აგრეთვე, თუ ცოდნას ვერ გამოიყენებთ აქტიურად, რაც იცით, ისიც დაგავიწყდებათ და ვერც განვითარდებით სასურველი მიმართულებით. მაგრამ, ჩემი აზრით, ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია იმ ნიჭისა და უნარების გამოყენება, რეალიზაცია, რითაც ბუნებამ დაგასაჩუქრათ. თუ ამას ვერ ახერხებთ, მუდმივად გიჩნდებათ განცდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია, მეტი და დიდი სირთულის დაძლევა, მეტი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ პოზიცია არ გაძლევთ ამის საშუალებას. თქვენ მზად ხართ გამოწვევებისათვის, მაგრამ გიწევთ ყოველდღიურად რუტინული, მექანიკური საქმის კეთება. თუ ამას სისტემური ხასიათი აქვს და არ ჩანს ცვლილების პერსპექტივა, მაშინ თავად უნდა იმოქმედოთ. ეს აუცილებელია წინსვლისათვის, განვითარებისათვის, წარმატებისათვის. 4. აცდენა გაქვთ მიზნებთან თქვენი სამსახური კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს თქვენი მიზნების, ოცნებების, სურვილების ახდენას. სამსახურმა უნდა მოგცეთ მეტი თავისუფლება ქმედებებში და არ უნდა იქცეს დილეგად, არ უნდა იქცეს მიზეზად, რის გამოც ვერ განახორციელეთ ის, რაც ძალიან გსურდათ. ერთი ისტორია მახსენდება ამ საკითხზე, რომელიც ახლობელმა მიამბო. ერთ კაცს ძალიან უნდოდა მოგზაურობა. მისი ოცნება იყო მთელი მსოფლიო მოევლო და ენახა, მაგრამ საკმარისი ფული არ გააჩნდა საამისოდ. ამისთვის დაიწყო საკუთარი ბიზნესი - ფუნთუშების გამოცხობა-გაყიდვა. დღე და ღამ მუშაობდა, ძალიან ბევრს ინდომებდა და საქმიანობამ შედეგიც გამოიღო. რაღაც დროის შემდეგ წარმატებული ბიზნესი და უამრავი ფული გააჩნდა, მაგრამ ვერასდროს მოიცალა მოგზაურობისათვის, ვეღარ მიატოვა საკუთარი საქმე, რომლის ტყვეობაშიც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა ამას და ბედნიერიც ვერ იყო. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გესმოდეთ თქვენი მიზნები, მისწრაფებები, რას გინდათ მიაღწიოთ. ეს შეიძლება იყოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, კონკრეტული ორგანიზაციის დირექტორობა ან თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტობა. შემდგომში კარგად გააანალიზეთ, რამდენად ახლოს ხართ მიზანთან, რაც მუშაობთ ადგილზე რამდენად წაიწიეთ წინ, ან იქნებ საერთოდ აცდით გზას? ვფიქრობ, გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა აფასებდეთ თქვენს კარიერასა და საქმიანობას და არ უნდა მიყვებოდეთ დინებას. 5. ვერ ეგუები გარემოსჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება გახდეს ახალი სამსახურის ძიებისათვის. რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან და არ უნდა ველოდოთ, რომ იდეალური ურთიერთობები გვექნება ყველასთან, მაგრამ თუ მთავარ ფასეულობებში არის აცდენა, თუ პრინციპულად მიუღებელია თქვენთვის გარშემომყოფთა ქცევა, მათი დამოკიდებულება და ეს იწვევს თქვენში გაღიზიანებას, დისკომფორტს, მაშინ წასვლა ერთ-ერთი გამოსავალია (მაგრამ არა ერთადერთი). დარჩენის შემთხვევაში მზად იყავით, რომ მუდმივად სტრესსა და დაძაბულობაში მოგიწევთ მუშაობა, სიამოვნებას ვერ მიიღებთ ელემენტარული ურთიერთობებით და აღარც საქმის კეთების სურვილი და მოტივაცია გექნებათ, აღარც ამის ძალა და ნებისყოფა. სულ სხვაა, როდესაც დადებით ატმოსფეროში მუშაობ, როდესაც გიხარია კოლეგებთან საუბარი, ურთიერთობა. ეს აუცილებელია თუნდაც დაძაბული მუშაობისას განსატვირთავად, გასამხიარულებლად, ახალი ენერგიის შესაძენად, ან თუნდაც ერთმანეთის მხარდასაჭერად და დასახმარებლად. გახსოვდეთ, რომ მარტო შორს ვერ წახვალთ, ცუდ გარემოში მუდმივად გექნებათ ათასი ელემენტარული, მაგრამ ანგარიშგასაწევი დაბრკოლებები, ამიტომ ბევრი საქმე შეიძლება გაიჭედოს და ეს მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა იქნება. ასეთ გარემოში ვერც წინ წახვალთ და ვერც ბევრის გაკეთებას შეძლებთ. დიდი საქმეები მხოლოდ გუნდური მუშაობით, ერთიანი მიზნით სრულდება. რატომ არის ეს ხუთი მიზეზი ასე მნიშვნელოვანი? თითოეული მათგანი მჭიდრო კავშირშია თქვენს მომავალ წარმატებასთან, ამიტომ ძალიან კრიტიკულია დღეიდანვე, ამ წუთიდანვე ფიქრობდეთ და ზრუნავდეთ ამაზე, გახსოვდეთ, რომ ყოველი მოქმედება, საქმიანობა უნდა იყოს წინსვლა, ნაბიჯი ან ნიადაგის მომზადება და არა ერთი ადგილის ტკეპნა. წყარო : strategy.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/AA%20logo_strategia_2.jpg ტეგები: რატომ უნდა ვეძებოთ ახალი სამსახური? კატეგორიები: ბიზნესი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61113.jpg თელავში 70-საწოლიანი ახალი საავადმყოფო შენდება. ამ კლინიკაში ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებს. მრავალპროფილურ საავადმყოფოში 220 ადამიანი დასაქმდება. მის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და კლინიკა მომავალი წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. დღეს მიმდინარე სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაათვალიერა. View the full article
-
„თავისუფლება მედიას“, „ჩემი უფლებაა ვიცოდე“, - ამ ლოზუნგებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებმა კომუნიკაციების კომისიის მუშაობა გააპროტესტეს. აქციას 20 ივნისს კომისიის შენობასთან „ქართული ოცნების“ თეთრ და ლურჯ მაისურებში გამოწყობილი 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. ისინი კომისიის მხრიდან თავისუფალი მედიის მხარდაჭერას ითხოვდნენ. 20 ივნისი, 2012 - 14:04 20 ივნისი, 2012 - 14:04 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/cimg2035.jpg სრული ტექსტი View the full article
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1panjikiZe-polit-3.jpgთბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. ხელისუფლება მეწარმე სუბიექტებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობას არ აძლევს და მათზე ზეწოლას ახდენს. ამი სშესახებ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის კომპანიები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა მომსახურებას უწევენ, ხელისუფლების მხრიდან მკაცრად ისჯებიან. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1xvedeliZe-samarT-2.jpgთბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, კოალიცია განცხადებას ავრცელებს 17 ივნისს ტელეკომპანია „მაესტროს“ არხზე გასული (სტუდიო „GNS“, ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟი“) ინფორმაციის თაობაზე ზვიად ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით.<span style="font-size: 10pt;" />„ზვიად ხვედელიძე შსს-ს კუდ-ის მიერ, იძულების გზით, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის – თავისუფალი დემოკრატების რიგებში იქნა ჩანერგილი. ზვიად ხვედელიძის ერთ-ერთი მისია თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, თანამშრომლობაზე დათანხმების შემდეგ, ზვიად ხვედელიძემ მომხდარის შესახებ ზურაბ გამეზარდაშვილს აცნობა, გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და საქართველო დატოვა. საქინფორმი
-
თურქული მშრალი ტვირთმზიდი "ხაკკი ჩილლიოგლუ", რომლის ქართული ეკიპაჟი იქ 10-თვიანი ყოფნის შემდეგ ევაკუირებული იქნა ა.წ. მარტში, კვლავ გაურკვევლობაში აღმოჩნდა - ამჯერად იგი ბიჭვინთის მახლობლად თავთხელზე დარჩა.შემთხვევა ბიჭვინთაში გემის საწვავით შევსებისას მოხდა. შტორმმა მისი ბაგირების ბოლოები მოწყვიტა და იგი მისადგომიდან 150 მეტრში გაირიყა. გემის ეკიპაჟის დახმარებას მახლობლად მდგარი მეორე მშრალი ტვირთმზიდი შეეცადა, მაგრამ შტორმმა მას ამის საშუალება არ მისცა. ამჟამად გემი საწვავის გარეშე რჩება... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს რევანშისტურ გეგმებს - ამ შინაარსის განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა ფინეთში ვიზიტისას გააკეთა.ჰელსინკის უნივერსიტეტის ტრიბუნა ნიკოლაი მაკაროვმა იმისთვის გამოიყენა, რომ ოფიციალური ჰელსინკი საქართველოსთან და ნატოსთან თანამშრომლობის გამო გაეკრიტიკებინა. სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და ნატოს თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის რუსეთს, სწორედ ამის გამო ხელისუფლებამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/bne.jpg მოლი კორსო იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სანქციები ირანის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, ამ ქვეყნის ბიზნესმენები, როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ბიზნესის წარმოებით საქართველოში. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ზეწოლას აძლიერებს ქვეყნებზე, რომლებსაც ირანთან საქმიანი ურთიერთობები აქვთ, საქართველო შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: მას გაუჭირდება წინასწორობის შენარჩუნება ერთის მხრივ შეერთებული შტატებისადმი ერთგულებასა და იმავდროულად სამხრეთელ მეზობელთან მიმართებაში საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს შორის. თბილისმა გაოცება გამოიწვია იმით, რომ 2010 წელს ირანელებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა – ნაბიჯი, რომელიც თითქოს სრულად ეწინააღმდეგებოდა მის სტრატეგიულ პარტნიორობას ვაშინგტონთან, თანაც მაშინ როდესაც შეერთებულმა შტატებმა 1 მილიარდი დოლარი გაიღო საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ. ნელ-ნელა, უვერტიურა გარდაიქმნა კონკრეტულ ინვესტიციებად ერთობლივ საწარმოებსა და უძრავ ქონებაში, გაიზარდა საქართველოში სტუმრად მყოფი იმ ირანელების რიცხვი, რომლებიც ეხმარებიან მისი სუსტი ტურისტული სექტორის რეაბილიტაციას; ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 9000 ირანელი ეწვია – ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. ვაჭრობის ზრდა დიდწილად ფრაგმენტულია, როგორიცაა ირანელების მიერ ღირშესანიშნაობების ფოტოგადაღება და ახალი ირანული რესტორნების გახსნა თბილისში, მაგრამ ბიზნესჯგუფები ასევე იუწყებიან ინვესტიციების გარკვეული ზრდის შესახებ. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის თქმით, მარტო ივნისის პირველ კვირაში მან ირანელი ბიზნესმენების სამ ჯგუფს უმასპინძლა – და არსებობს რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც ირანელ ინვესტორებს ეძებს. ირანელები ძალიან ყურადღებით სწავლობენ სპეციფიკურ სექტორებს, როგორებიცაა საცალო ვაჭრობა და უძრავი ქონება. ისაკაძე ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ირანელები ინვესტიციებს საქართველოში წლების განმავლობაში დებენ, მაგრამ ინტერესმა წელს აშკარად იმატა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში ირანელებმა საქართველოში $246,800-ის ინვესტიცია განახორციელეს, რაც ბევრად ჩამორჩება ამ მხრივ საქართველოს ისეთი პარტნიორების ინვესტიციების მოცულობას, როგორიც არის გერმანია ($131 მილიონი), მაგრამ უკვე აჭარბებს ირანალების მიერ შარშან ოთხივე კვარტლის ინვესტიციის მოცულობას. „ირანელები უყურებენ თურქეთს, აზერბაიჯანს, უყურებენ სომხეთს. მათ ძალიან სპეციფიკური ურთიერთობები აქვთ ყველა ჩვენს მეზობელთან“, ამბობს იგი. „ვფიქრობ ეს საქმიანი ადამიანები გარკვეულწილად აანალიზებენ ამ სიტუაციას და იღებენ ამ ბიზნეს გადაწყვეტილებას: „საქართველო, რატომაც არა?“ სანქციებისთვის გვერდის ავლა მაგრამ მაშინ როდესაც სანქციები დარტყმას აყენებს ირანის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორს, იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანული კომპანიები საქართველოს უყურებენ, როგორც შესაძლო ხვრელებს, რათა გვერდი აუარონ იმ შეზღუდვებს, რომლის წინაშეც საკუთარ ქვეყანაში არიან. არსებობს შიშები იმის თაობაზეც, რომ ირანთან ახლო ურთიერთიერთობებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ახლავს: თებერვალში საქართველოს პოლიციამ ამხილა ისრალელი დიპლომატის აფეთქებასთან დაკავშირებული შეთქმულება მაშინ, როდესაც იმავე კვირაში ანალოგიურ თავდასხმას ადგილი ჰქონდა ინდოეთში. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უმალ უარყვეს წუხილი იმის თაობაზე, რომ ირანთან მისი გახსნილი პოლიტიკა ქვეყანას ტერორისტული თავდასხმებისთვის მოწყვლადს ხდის. პირიქით, მთავრობა ხაზს უსვამს თავის სამხრეთელ მეზობელთან კარგი ურთიერთობების საჭიროებას, რაც გააუმჯობესებს ტურისტულ და სავაჭრო კავშირებს. მაისში საქართველოს სავაჭრო პალატა მიესალმა დიდ ირანულ სავაჭრო მისიას, რაც მედიის ცნობით გულისხმობდა ახალ ინვესტიციებს, ტრანსპორტის, საკვების, სოფლის მეურნეობის, საბანკო და სადაზღვევო სექტორში. ირანთან კარგი ურთიერთობების კულტივირება გონივრულ სტრატეგიად მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დამფუძნებელს. საქართველო ვალდებულია დააბალანსოს მისი საჭიროებები ირანთან კარგ ურთიერთობებსა და შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან თავის საერთაშორისო ვალდებულებებს შორის, რადგან ირანი საქართველოსთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელს შორის ერთ-ერთია (დანარჩენი ორი – რუსეთი და თურქეთია), ამბობს რონდელი, და დასძენს, რომ სამხრეთ კავკასია ირანისთვისაც სტრატეგიულად ღირებული რეგიონია, როგორც „ბუფერული ზონა“ და გავლენის პოტენციური სფერო. თუმცა, სანქციები ორმხრივი ურთიერთობებისთვის „ნაცრისფერი ზონა“ და „სენსიტიური პუნქტია“ ორ ქვეყანას შორის, აღნიშნავს რონდელი. მაგრამ, ისაკაძე უარყოფს არსებულ შეშფოთებას, თითქოს ქართველი საქმიანი ადამიანები უნებლიედ საერთაშორისო სამართლის დამრღვევთა როლში აღმოჩნდებიან. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივ, ბიზნესის წარმომადგენლები კარგად იცნობენ ამ საერთაშორისო პრობლემებს და სანქციებს. მაგრამ რასაც ისინი ხედავენ არის ის, რომ ბიზნესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი მომხდარა, არაფერი თქმულა“, ამბობს ისაკაძე. „ვინმემ შეზღუდა ასეთი პირადი ურთიერთობები?“, კითხულობს ისაკაძე. „ვფიქრობ, რომ არა. „[ბიზნესმენები] ამას მწვანე შუქად მიიჩნევენ. ასე რომ, ამ ურთიერთობების რისკი გათვლილია პერსონლურად კერძო პირების და არა საჯარო [მოხელეების] მიერ“. თუმცა, რონდელი აცხადებს, რომ საქართველო, როგორც ნებისმიერი პატარა ქვეყანა, მკაფიოდ უნდა აცნობიერებდეს იმ არეულობის რისკს, რომელსაც ბალანსის შეცვლა შეუძლია. „საქართველოს ბალანსი ესაჭიროება. ეს პატარა ქვეყანაა, და პატარა ქვეყნებისთვის ერთადერთი რეალური საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ქვეყანაში შიდა მობილიზება, სოციალური და პოლიტიკური ერთობაა, რაც დღემდე არ წარმოადგენს საქართველოს ძლიერ მხარეს, და ასევე მაღალი დონის დიპლომატია“, ამბობს ის. „ძალიან დიპლომატიური უნდა იყო, რადგან მუდმივად გიწევს დანის წვერზე გავლა – განსაკუთრებით, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობ“. ორიგინალი ორიგინალი
-
ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი 13:06 20.06.2012 კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების გადაადგილებაზე ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა რამდენიმე დღით ადრე იზრუნეს. შედეგად კი, 6 ავტომანქანა სხვადასხვა მიზეზით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზის რამდენიმე მონაკვეთზე გააჩერეს და საჯარიმო სადგომებზე გადაიტანეს. http://1.bp.blogspot.com/-kNLrj-DwbTY/T-GGXZe8N6I/AAAAAAAAHcw/Tg1t0lKYhTQ/s200/senaki_ocneba_3089.jpgსენაკელი მიტროფანე ნაჭყებიას ავტომანქანის საწვავის ავზში კი ოზურგეთში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე უცხო პირებმა შაქარი ჩაყარეს და ძრავი მწყობრიდან გამოიყვანეს. „ქართული ოცნების“ სენაკის ოფისის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, დავით შენგელიას კი პატრულის ინსპექტორმა უსაფრთხოების ღვედის უქონლობის გამო რამდენიმე თვის წინ გამოწერილი ოქმი შეახსენა. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ გადახდის ქვითარი იქვე წარუდგინა, პატრულმა „გადაწყვეტილება“ არ შეცვალა და ავტომანქანა სენაკის საჯარიმო სადგომზე გადაიტანა. ნოქალაქეველ გენადი კოკაიას კი საპატრულო ეკიპაჟი სენაკი-ფოთის მაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთზე ჩაუსაფრდა და თითქოს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების მიზეზით ავტომანქანის გასაღები ჩამოართვა, მანქანაში მსხდომი ქალბატონები კი გზაზე ჩამოსხა. ტრასაზე უეცრად გამოჩენილი ევაკუატორის მიუხედავად, კოკაიას ავტომანქანა ფოთის საჯარიმო ავტოსადგომზე პატრულმა თავად გადაიყვანა, მძღოლი კი 200 ლარით დააჯარიმა. ძმები ზურაბ და პაატა ლოლუები „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ საპატრულო ეკიპაჟმა სენაკის ერთ-ერთ ქუჩაზე გააჩერა, ავტომანქანიდან გადმოიყვანა და „გონივრული ეჭვი“ გააცნო, რომლის მიხედვითაც ძმები ლოლუები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ზუგდიდის ნარკოლოგიურ ცენტრში ტესტირების შემდეგ ლოლუები „ფხიზლად“ ცნეს და გაათავისუფლეს, თუმცა მათი ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე მაინც აღმოჩნდა. აბესალომ და მამუკა ჭანტურიებმა კი 17 ივნისის ღამე სენაკის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ჭანტურიები 18 ივნისს 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს. სენაკის პოლიციის იზოლატორში მოხვდა ასევე ზურაბ ხურცილავა, რომელსაც პოლიციამ ჯერ ავტომანქანა ჩამოართვა, 200 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა და ჟურნალისტებთან ფაქტის გახმაურების შემთხვევაში კი 4 000-ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაემუქრა. პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ძალადობის ფაქტზე ხურცილავა ჟურნალისტებთან ღიად არ საუბრობს. მასთან ინტერვიუს ჩაწერა, სამწუხაროდ, მხოლოდ ფარულად მოხერხდა. იმედია, სენაკის პოლიცია ჟურნალისტებთან დაკავშირებული მუქარის დანაპირებს არ შეასრულებს და ასაკოვანი მამაკაცისთვის „დამატებით ღონისძიებას“ არ გაატარებს. თუ რა ხდებოდა სენაკიდან ოზურგეთამდე და რას ყვებიან დატერორებული მეგრელები, ნახეთ ვიდეოკადრებში. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ელ მაკგლეშენმა გადაიღო კადრები, თუ როგორ ჭამს ლურჯი ზვიგენი გიგანტურ კალმარს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/B7EJ7XWaV0U palitratv.ge
-
Западные СМИ регулярно выдают сенсационные сообщения об "агрессивных планах русских" в Сирии, следуют многочисленные "вбросы" дезинформации, но Минобороны РФ почему-то не отвечает, удивляются российские журналисты: "Опять, как в 2008-м, будем ждать, когда прольется кровь наших граждан, и только потом примем официальное решение?". View the full article
-
რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე სომხეთში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის კონტრაქტით მომსახურეთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური იუწყება."2012 წლის ბოლომდე სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურეთა რაოდენობა ორჯერ გაიზრდება. ამასთან ბაზის პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა უცვლელი დარჩება", - განაცხადა პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა.მან დააზუსტა, რომ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე სპეციალი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Президент России дал пресс-конференцию по завершении саммита G20. Помимо вопроса о разведке, он ответил также на вопросы по "закону Магнитского", ПРО, Сирии, посещению Олимпиады. Также Путин рассказал о предстоящем России председательстве в "двадцатке" и пообещал дать МВФ 10 миллиардов долларов. View the full article
-
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე სკოლიდანვე ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა ქიმია, ვიცი ბევრს არ უყვარს მაგრამ საინეტერესო რომ არის ამაში მაინც დამეთანხმებით. ხოდა ვისაც აინტერესბეს შემოიხედოს და ისიამოვნოს, იმედია არ ინანებთ. ალუმინის ბრომირება 3 Br2 + 2 Al —> 2 AlBr3“ძაღლის ყეფა” 4 N2O+CS2—>2 N2 + CO2 + SO2 + 1/8 ... View ucnauri.com
-
Секретарь Высшего совета национальной безопасности Ирана Саид Джалили отметил, что московские переговоры по иранской ядерной проблеме были более серьезными и реалистичными. А замглавы российского МИДа Сергей Рябков признал, что разногласия "шестерки" и Ирана "очень значительные". View the full article
-
ჯონ მუნტიანის შემოქმედებაჩრდილის ხელოვნებაში არ არის რაიმე განსაკუთრებულის სიახლე, მაგრამ ჯონ მუნტიანის შექმნილი სკულპტურა ქმნის სამ სხვადასხვა ჩრდილს. როდესაც მისი ხის ქმნილებები განათებულია ზევიდან, ყოველი 54.7 გრადუსით შემობრუნებისას ქმნის სხვადასხვა ჩრდილებს. View ucnauri.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/06/wsws.jpg კლარა ვეისი კავკასიაში, სადაც შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ინტერესები რუსეთის და ირანის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეჯახება, მთიანი-ყარაბახის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის საფრთხე მატულობს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, 4-6 ივნისს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, ცეცხლზე ნავთი დაასხა. მთიანი-ყარაბახის ტერიტორიაზე პრეტენზია ორივეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აქვს. ამ ტერიტორიის გამო დავა, რაც საუკუნეზე მეტ დროს ითვლის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განახლდა. სამხედრო კონფლიქტი 1980-იანი წლების ბოლოდან და ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გრძელდება. 1991-1994 წლების ომის დროს 25.000 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი დევნილი გახდა. რეგიონი, რომელიც დღეს ძირითადად სომხებით არის დასახლებული, საერთაშორისო სამართლის თანახმად აზერბაიჯანს ეკუთვნის, და შესაბამისად სომხეთის მიერ „ოკუპირებულად“ ითვლება; ორივე ქვეყანა დღემდე ოფიციალურად საომარ ვითარებაშია. 2010 წლიდან შეტაკებების რიცხვი საზღვარზე იზრდება. რეგიონში ჰილარი კლინტონის ვიზიტს კონფლიქტის ახალი ესკალაცია მოჰყვა. ივნისის დასაწყისიდან, ოცი სომეხი და რვა აზერბაიჯანელი, მათ შორის სამოქალაქო პირი, დაიღუპა. დღეს უკვე ბევრი მედია საშუალება საუბრობს „საომარ ვითარებაზე“. ამერიკა და ევროპა ამ კონფლიქტს რეგიონზე რუსეთის გავლენის ჩასახშობად იყენებენ; ეს რეგიონი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვს ეკუთვნოდა. მაგრამ ამერიკა და ევროპა ამ შემთხვევაში შეთანხმებულად არ მოქმედებენ. მაშინ როდესაც საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერაც აქვს, შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან და იმავდროულად, სომხეთის მომხრობასაც ცდილობს. რუსეთის და ირანის საზიანოდ, ამერიკამ საკუთარი გავლენა ამ რეგიონზე 1990-იანი წლებიდან გაავრცელა. კერძოდ, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, როდესაც ამერიკა მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, ამ მხრივ გარდამტეხი იყო. ორივე, აზერბაიჯანიც და საქართველოც, ამერიკის ახლო მოკავშირეები არიან და ვაშინგტონის სამხედრო რესურსებით არიან შეიარაღებულნი. ორივე ქვეყანა ე.წ. „სამხრეთ დერეფანს“ განეკუთვნება, რომლის მილსადენების მეშვეობითაც რუსეთის გვერდის ავლით ევროპას კასპიის რეგიონიდან მიეწოდება გაზი და ნავთობი. შეერთებული შტატები დღემდე ცდილობს, თავიდან აიცილოს განახლებული სამხედრო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის ომმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამერიკის და ევროპის ინტერესებს და სერიოზული კონფრონტაცია გამოიწვიოს რუსეთთან და ირანთან. კლინტონის კავკასიაში ვიზიტის დროს New York Times წერდა: „ამერიკა და ევროპა ვეღარ შეძელებენ მთიან-ყარაბახთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე პლანზე შენარჩუნებას. ამ მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის შიგნით ზეწოლის ქვეშაა, რაც მას მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ უნდა გააფრთხილონ ის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, კერძოდ უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ ომზე; ამ ამბავს შეიძლება აზერბაიჯანში ენერგეტიკული ინვესტიციები და ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, „ნაბუქო“, შეეწიროს“ „ნაბუქოს“ მილსადენი ევროკავშირის პროექტია, რომლის მიზანიც არის ცენტრალური ევროპისთვის შუა აზიიდან გაზის მიწოდება რუსეთის გვერდის ავლით. რამდენიმე თვეა, რაც პროექტს ჩაშლის საფრთხე ემუქრება. თავისი ვიზიტის დროს, კლინტონმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. შემდეგი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარება 18 ივნისს პარიზში იგეგმება. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებულია სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მის დაახლოებაზე თურქეთთან, ნატოს წევრ ქვეყანასთან. ვიზიტის დროს, კლინტონმა ხაზი გაუსვა ამ ორ ქვეყანას შორის (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას. ვაშინგტონი კავკასიაში რუსეთის და ირანის იზოლაციას და ტრანსკასპიურ მილსადენურ პროექტებში სომხეთის გამარჯვების ხელშეწყობას ცდილობს. სომხეთი ის ბოლო ქვეყანაა, რომლითაც რუსეთს და ნაწილობრივ ირანსაც, რეგიონზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობა, ისევე როგორც ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის საომარი მზადება კავკასიის რეგიონში ომის გაღვივების საშიშროებას ქმნის, რაც, შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს ზესახელმწიფოებს შორის კონფლიქტში. რუსეთმა, რომელსაც კავკასიაში ერთადერთი სამხედრო ბაზა სომხეთში აქვს, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ომის შემთხვევაში ის ერევანს დაეხმარება. 11 ივნისს New York Times-მა დაწერა, რომ რუსეთის თვითმფრინავები სომხეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებენ. რუსმა პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს „ინეტერფაქს“ განუცხადა, რომ რუსი პილოტები სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადებიან. სავარაუდოდ, ირანიც სომხეთის მხარეს დაიჭერს. ახლახანს, რუსი კომენტატორი ანდრეი სმირნოვი წერდა: „ირანიც არ დაუშვებს იმას, რომ სომხეთმა დაკარგოს მთიანი-ყარაბახი. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ირანი რეგიონში გააგზავნის ჯარებს, რადგან ეს თეირანისთვისაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა შემდეგია: რა უფრო ადრე დაიწყება – ომი მთიან-ყარაბაღში თუ ომი ირანის წინააღმდეგ“. ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. აზერბაიჯანი არამხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგომომმარაგებელი და სატრანზიტო დერეფანია ცენტრალური აზიისთვის და კასპიის გაზისთვის, არამედ მას უდიდესი სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ისრაელი და შეერთებული შტატები სისტემატიურად აიარაღებდნენ მის ფლოტს და არმიას, ამზადებდნენ რა ირანის წინააღმდეგ ომისთვის. ბაქომ უკვე მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების ომს ერაყში, კოსოვოსა და ავღანეთში. ნატოს ჯარების დაახლოებით ერთი მესამედი კასპიის რესპუბლიკის გავლით გადაადგილდება ავღანეთში. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრისას, ჰილარი კლინტონმა, ამ ორ ქვეყანას შორის მომავალი სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა და ნატოს წლევანდელ სამიტში აზერბაიჯანის მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ბაქო წელს პირველად მონაწილობდა ალიანსის სამიტში, მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან დაძაბულობის ფონზე უარი თქვა დასწრებოდა სამიტს. კლინტონის ვიზიტმა საქართველოში კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთთან დაძაბულობა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ და 2008 წლის ომის შემდეგ კავკასიაში, როდესაც საქართველო ამერიკის მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების გამო რუსეთს ებრძოდა, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაფუჭებულია. ამ წლის დასაწყისში, რუსული პასპორტების ჩანაცვლების მიზნით, საქართველომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებთათვის გამოსცა ე.წ. ნეიტრალური პასპორტები. რუსული მედიის ინფორმაციით, პასპორტები გამოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ის „ნეიტრალურია“. ვიზიტის დროს, კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ პასპორტებს აღიარებს. რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ქალბატონი კლინტონის განცხადებები, რომელიც მან საქართველოში გააკეთა, ცხადყოფს, რომ ვაშინგტონმა ვერაფერი ისწავლა 2008 წლის კავკასიის მოვლენებიდან“. ორიგინალი ორიგინალი
-
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 21 ივნისის სხდომაზე გადაწყდება, მიეცემა თუ არა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს იმის ნებართვა, რომ მან საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს წარუდგინოს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი ცვლილებების პროექტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში. 19 ივნისი, 2012 - 21:47 19 ივნისი, 2012 - 21:47 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/parliamenent.jpg სრული ტექსტი View the full article
-
შეხვედრა სტეფან ფულესთან ევროპარლამენტში“არც ერთი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, არ აკმაყოფილებს მედიის თავისუფლების კრიტერიუმებს,” - აცხადებს ევროკომისარი სტეფან ფულე, რომელიც პასუხისმგებელია ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ვინ არის დაინტერესებული ენერგეტიკით? თემის კატეგორია: მეცნიერება View the full article
-
24 საათზე ნაკლბი დრო რჩება განთიადის მეორე ნაწილის სრულმეტრაჟიანი ტრეილერის პრემიერამდე და ფანებიც უდიდესი მოლოდინით ელიან მას, იმისთვის რომ მათი მოლოდინი კიდევ უფრო გაემძაფრებინა Summit Entertainment-მა 1 დღით ადრე გამოაქვეყნა 15 წამიანი ტიზერი. ის იქნება შემამზადებელი კლიპი 2 წუთიანი ტრეილერისთვის, რომელიც ხვალ ჩვენი დროით 20:00 (სავარაუდოდ) იხილავს დღის შუქს. კინოსიახლე მომავალ ტრეილერს ინტერნეტში ჩაშვებისთანავე შემოგთავაზებთ View the full article