planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze6-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსაბლეაში მუქმივმოქმედი დელეგაციის თავმდომარე მათიას იორშთან ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. როგორც პარლამენტში დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ის ვალდებულებები განიხილეს, რომლებიც მოსკოვმა ევროსაბჭოს წინაშე იკისრა. ბაქრაძის თქმით, ფაქტია, რომ საქართველო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო რუსეთმა ამ დრომდე არცერთი ვალდებულება არ შეასრულა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უკვე დადგა ის ეტაპი, როცა ევროსაბჭომ საკუთარი პრესტიჟი უნდა დაიცვას და რუსეთს შეასრულებინოს ევროსაბჭოს რეზოლუციებით აღებული ვალდებულებები. იხილეთ epn.ge
-
http://www.fantacalciosettimanale.com/images/sebastiangiovincoilg_156723%5B1%5D.jpgტურინის "იუვენტუსის" აგენტი ანდრეა დ'ამიკო აცხადებს რომ მის კლიენტს სურს შედიოდეს "იუვეს" მომავალ გეგმებში და მას სჭირდება ისეთი მწვრთნელი რომელიც მის ფიზიკურ მხარეს ყურადღებას არ მიაქცევს და კარგად მოამზადებს."სებასტიანს სურს რომ "იუვეში" დიდ ხანს დარჩეს მაგრამ გვინდა გავარკვიოთ შედის თუ არა ის "იუვენტუსის" სამომავლო გეგმებში, თუ არადა მოგვიწევს კლუბის გამოცვლა, კიდევ ერთი სებას სჭირდება ისეთი მწვრთნელი რომელიც სწორად იმუშავებს მასთან და ყურადღებას მიაქცევს მის ტალანტს და არა ფიზიკურ კონდინციებს. მას აქცს უმაღლესი კლასი და ნებისმიერ დროს შუძლია თამაშის შეცვლა". შეგახსენებთ რომ 24 წლის ფეხბურთელი წლევანდელ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ხუთჯერ გამოვიდა, რაც საკმარისი ნამდვილად არაა ამ შესანიშნავი ფეხბურთელისათვის.{jcomments on} View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/president_bakiev-150x150.jpgაშშ-ს საელჩო ყირგიზეთში პრეზიდენტ ყურმანბექ ბაკიევს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს. ამერიკელი დიპლომატები ყოფილ პრეზიდენტს ყირგიზეთიდან წასვლაშიც არ დაეხმარებიან,- აცხადებს ყირგიზეთის დიპლომატიური კომისია. “ყველა განცხადება საპირისპირო შემცვლელობით რეალობას არ შეესაბამება,”-განაცხადეს საელჩოში. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ყურმანბექ ბაკიევი ევროსაბჭოს გაერთიანებული საბჭოს წარმომადგენლის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კანატ საუდაბაევის დახმარებით ორშაბათს, ყირგიზეთის დატოვებას აპირებდა. ის, თუ სად აპირებდა ყოფილი პრეზიდენტი წასვლას, არ კონკრეტტებოდა. ცნობილია, რომ ყირგიზეთის ყოფილი მთავრობის ერთ-ერთი ჩინოვნიკი აშშ-ს საელჩოში იმალება. 10 აპრილის მონაცემებით, ინტელექტ სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ულან მელისბეკმა მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, აშშ-ს თავშესაფარი სთხოვა.Aამ დროისთვის ჩინივნიკი მის შვილთან, აშშ-ს მოქალაქესთან ერთად, საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება. იხილეთ epn.ge
-
ვასილ ხაჩიძე ბავშვობიდან სპორტით არის გატაცებული. მამასთან ერთად ბევრს ვარჯიშობდა და მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას მიუძღვნა! ამ დროისათვის მას 70 ნომერი აქვს, რომლებიც გადაბმულად რომ შეასრულოს, 5 საათიანი შოუ გამოვა. 5 საათი არა, მაგრამ დაახლოებით ორ საათიან შოუებს დროდადრო მართავს სხვადასხვა სკოლებში. უნდა, რომ ახალგაზრდები დააინტერესოს და თუ სურვილი დაებადებათ, ამეცადინოს კიდეც. ვასილ ხაჩიძე ამბობს, რომ რისკი ნომრის ჩავარდნისა არ არსებობს, რადგან ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ ძალებში! ნიჭიერის მონაწილე სხვა ძალოსნებს ძალიან ძლიერ ადამიანებად თვლის და გული სწყდება, რომ ვერც ერთი მათგანი ფინალში ვერ მოხვდა. უგულშემატკივრეთ ვასილ ხაჩიძეს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9127. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91275! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1440.jpgვასილ ხაჩიძე რეპეტიციაზე ვასილ ხაჩიძე კასტინგზე: nichieri.ge
-
http://www.forzajuve.ru/images/stories/news12/49.jpgიტალიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურათ გახსნა საქმე ახალი სატელეფონო საუბრების შესახებ რომელიც რამდენიმე დღის წინ ამოტივტივდა. სპორტული მართსაჯულების 39 კოდექსის თანახმად, მიღებული ძველი გადაწყვეტილების არ ბრუნდება. იქნება გადახედული ფფი მოთხოვნით ან დაზარალებულის მოთხოვნის თანახმად. ასე გამოდის რომ 39 მუხლის თანახმად არ შეიძლება საქმის დახურვა რომელიც ადრე იქნა დახურული. და განსახილველათ დაბრუნდება კვლავ.{jcomments on} View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/D_kaczynska_147998l-150x150.jpg მოსკოვში პოლონეთის პირველი ლედის მარია კაჩინსკას ცხედრის ამოცნობის პროცედურა უკვე დასრულდა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის თავმჯდომარის მოადგილემ იაცეკ სასინამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ლედის ცხედარს ვარშავაში რაც შეიძლება მალე გადაასვენებენ. გამოსათხოვარი ცერემონიალი 13 აპრილს გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შაბათს, 17 აპრილს, ერთად დაკრძალავენ. ამავე დღეს დაკრძალავენ ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილ მთავრობის სხვა პირებსაც. ცხედრების ამოცნობის პროცესი მოსკოვში კვლავ გრძელდება. პრეზიდენტის თვითმფრინავი 10 აპრილს ქალაქ სმოლენსკთან ახლოს ჩამოვარდა და მას პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის მაღალჩინოსნები შეეწირნენ. ისინი სმოლენსკში დახვრეტილი პოლონელი ოფიცრებისთვის პატივის მისაგებად მიდიოდნენ. დახვრეტილებს შორის, პირველი ლედის მარია კაჩინსკას ძმაც იყო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tupolev-tu-154-150x150.jpg სმოლენსკის ავიაკატასტროფის შემდეგ, ბულგარეთის ხელისუფლებას ტუ -154 –ის ტიპის თვითმფრინავებით მგზავრობა აეკრძალა. სწორედ ამ თვითმფრინავით სარგებლობდა ბულგარეთის პრეზიდენტი გეორგ პირვანოვიც. როგორც რუსული საინფორმაციიო სააგენტო “ლენტა.რუ” იუწყება, ოფიციალური პირები ამ თვითმფრინავით გამოძიების დასრულებამდე არ ისარგებლებენ ბულგარეთს ოფიციალური პირები ამ დროისათვის “აირბუსის“ ლაინერებით სარგებლობენ . შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა სმოლენსკში 10 აპრილს მოხდა და მას პოლონეთის პრეზიდენტის და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების სიცოცხლე ემსხვერპლა იხილეთ epn.ge
-
10 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ, ხორხე ვალდანო კატალონიის "ბარსელონას" გასახდელს ეწვია, რათა დამსახურებული გამარჯვება მიელოცა ხოსეპ გუარდიოლასთვის. მადრიდის "რეალის" გენერალურ დირექტორს "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და რამდენიმე წუთით მასთან საუბარში შეყოვნდა. სწორედ ამ დროს, გასახდელიდან სტუმართა არგენტინელი მცველი, გაბრიელ მილიტო გამოვარდა და ვალდანოს უყვირა: "და ახლა რა, რას იტყვი ?! ახლა რა ?!" იხილეთ realmadrid.ge
-
http://img156.imageshack.us/img156/3879/xavigenio.jpg სურათზე (Marca): ჩავის წლევანდელი და შარშანდელი მონაცემები. ჩავი ერნანდესი ბარსელონაში სხვებზე გვიან, ცალკე დაბრუნდა. ის ჯერ კიდევ რაულმა ,,დააკავა” თამაშის შემდეგ და დიდი ხანი ელაპარაკა. შემდეგ კი მადრიდელმა პირადმა მეგობრებმა არაფრით გაუშვეს სხვებთან ერთად და ჩავის წარმატება მასთან ერთად აღნიშნეს. ჩავი თავისი პოპულარობის ზენიტშია, მას მთელი ესპანეთი ქება-დიდებას ასხამს. ჩავი უბრალოდ [...] სრულად ბარსამანიაზე
-
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მეუღლის მარია კაჩინსკას ცხედარი ამოცნობილია. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მინისტრმა იაცეკ სასინმა განაცხადა. ჩვენ გვსურს, პოლონეთის პირველი ლედის ცხედარი სამშობლოში რაც შეიძლება, მალე გადავასვენოთ. რა თქმა უნდა, დღეს ეს შეუძლებელი იქნება, View the full article
-
15 აპრილს პარლამენტის შენობასთან უკანონო პოლიტპატიმართა მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს სახალხო დაცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მოძრაობის სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, აქციას, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, View the full article
-
ხვალ დიდ დიღომში მაგთიკომის მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნება. როგორც პირWელს მაგთიკომიდან აცნობეს, ეს საქართველოს მასშტაბით - მაგთიკომის რიგით 42-ე, თბილისის მასშტაბით კი რიგით მეათე ოფისი იქნება. ახალ ოფისში შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-კაფეთი სარგებლობაც, რომელიც ახალი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში - 12-დან View the full article
-
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული დავით კირკიტაძე პოლონელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის ოფიციალურ წერილში, რომელიც პოლონეთის საელჩოში გადაიგზავნა, გუბერნატორი დავით კირკიტაძე სამხარეო ადმინისტარციისა და ქვემო ქართლის მოსახლეობის სახელით მწუხარებას გამოთქვამს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და მთავრობის წევრების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. View the full article
-
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში მირზა დავითაიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უცხოეთში მცხოვრები ქართველების საკვირაო სკოლების სასწავლო პროგრამების შემუშავების საკითხი განიხილეს. როგორც პირWელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, View the full article
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის ეკა ბესელიას ძმის სერგო ბესელიასა და შვილის რატი მილორავას სასამართლო პროცესი 16 აპრილს გაიმართება. როგორც პირWელს ეკა ბესელიას პრეს-სამსახურიდან აცნობეს, სასამართლო აღნიშნულ სხდომაზე ბესელიას ოჯახის წევრებს განაჩენს გამოუტანს. View the full article
-
ზაპოროჟიეს ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. მძიმე დანაშაულებისთვის არაერთხელ ნასამართლევ გოჩა რუსტავსკის დაკავების დროს 0,05 კგ ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ, კოკაინი აღმოაჩნდა. როგორც დადგინდა, გოჩა რუსტავსკი დონეცკის ოლქში ცხოვრობდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყველაზე გავლენიან ქართველ კრინიმალურ ავტორიტეტებთან , View the full article
-
დღეიდან საწვავი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა. როგორც პირWელს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა, საწვავის ფასის ზრდის მიზეზი საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაძვირებაა. ბოლო პერიოდში საწვავის ფასი ტონაზე 151 დოლარით, View the full article
-
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აჭარის მეთაურის ლევან ვარშალომიძის მიერ ცენტრალური ხელისუფლებისადმი წაყენებულ პრეტენზიებს პროცედურული გაუგებრობებით ხსნის. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას კუბლაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის View the full article
-
http://www.france24.com/en/files/imagecache/aef_ct_wire_image_lightbox/images/afp/photo_1259312403770-1-0.jpgუცხო აღარავისთვის არის ის ფაქტი, რომ კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას, ძალიან კარგად შეუძლია გუნდის მოტივირება. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ფეხბურთელებს “გლადიატორი” აყურებინა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე, კი ისეთი სიტყვებით ესაუბრა ფეხბურთელებს, რომ “რეალის” ფეხბურთელებიც კარგად ითამაშებდნენ. როდესაც ”ბარსელონას” შემადგენლობა გახდა ცნობილი “რეალის” წინააღმდეგ, კულეები აღშფოთებას ვერ მალავდნენ. [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/medvedevi-www.newalliance.info_-150x150.jpg საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კოსმოსურ პროგრამაში ჩართული სახელმწიფოების სამიტის ჩატარებას აპირებს. რუსეთის პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტებს ესაუბრა, მათ კოსმონავტიკის დღე მიულოცა და კოსმოსურ პროგრამაში ჩართული ქვეყნების სამიტის ჩატარება შესთავაზა. მისი თქმით, კოსმოსურ სფეროში შექმნილი საკითხები საერთაშორისო მაშტაბით უნდა იყოს განხილული. “კარგი იქნებოდა კოსმოსური გამოკვლევებით დაკავებული ყველა ქვეყნის სამიტის ჩატარება,”_განაცხადა პრეზიდენტმა. მედვედევმა აღნიშნა, რომ ეტაპი, როდესაც კოსმოსის ათვისება “იდეოლოგიური მიზიზების გამო, ავტონომიურ რეჟიმში მიმდინარეობდა” წარსულს ჩაბარდა. მან ყველა ქვეყანას თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისკენ მოუწოდა. “მე ვთვლი, რომ ამ ტიპის კოოპერაცია მომავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური პროექტები სულ რთულდება,”_ განაცხადა პრეზიდენტმა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟმა, რომლის შემადგენლობაში სხვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები შედიან, მედვედევის ინიციატივას მხარი დაუჭირა. სადგურის ხელძღვანელი ოლეგ კოტოვი პრეზიდენტს დაეთანხმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი პროექტები ნაციონალურებისაგან განსხვავებით, უფრო მეტ რეზულტატს მოიტანენ. “ერთად ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ,” -განაცხადა კაპიტანმა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოსმოსის ათვისება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროგრამაა. იხილეთ epn.ge