planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გთავაზობთ V ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის არის ტყუპების, ლაშა და გიორგი ქარქაშაძეებისა და მაგდა ნიკოლეიშვილის ნომერიც, რომელიც სრულად არ იყო ნაჩვენები ტელეეთერში. კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში. </h2> <h2>1. მოზაიკა – 9121 5 ხმა ერთდროულად – 91215 2. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 9122 5 ხმა ერთდროულად – 91225 3. მაგდა ნიკოლეიშვილი – 9123 5 ხმა ერთდროულად – 91235 4. ფიცვერცხლი – 9124 5 ხმა ერთდროულად – 91245 5. სოფო და ლევანი – 9125 5 ხმა ერთდროულად – 91255 6. მარიამ ფაჩულია – 9126 5 ხმა ერთდროულად – 91265 7. პარკური – 9127 5 ხმა ერთდროულად – 91275 8. დათო რობაქიძე – 9128 5 ხმა ერთდროულად – 91285 9. პეტრე (გირო) ჩილინგარაშვილი – 9129 5 ხმა ერთდროულად – 91295 10. ელენე ჩიხლაძე – 9130 5 ხმა ერთდროულად – 91305 nichieri.ge
-
“მილანის” პრიმავერას სამმა ფეხბურთელმა სიმონე ვერდიმ, ანდრეა სკენეტიმ და ანდრეა დე ვიტომ კომენტარები გააკეთეს, მათ მომავალ ამოცანებზე და ხვალინდელ(დღევანდელ) ” Tim” თასის ფინალზე, სადაც “მილანის” პრიმავერა დაუპირისპირდება ”პალერმოს” პრიმავერას. სიმონე ვერდი: “ვფიქრობ, რომ შევძლებთ თასის მოგებას “სან-სიროზე”. ამისთვის კი უნდა ვივარჯიშოთ.” ანდრეა სკენეტი: ”პირველი მატჩი სიცილიაში დასრულდა 1:1, ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ შედეგით, თუმცა უნდა წავიდეთ წინ, ჩვენ უნდა მოვიგოთ. ანდრეა დე ვიტო: “ამ სეზონში ჩვენმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ და წარმატებესაც მივაღწიეთ, თუმცა ახლა ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ტრიუფამდე. ჩვენ უნდა დავხარჯოთ ყველა ჩვენი ძალები, რათა გავიმარჯვოთ. წყარო: www.fanacmilan.com ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
liverpoolfc(ფანკლუბი) მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://images.geotorrents.com/images/y5qod1mhlmzzrrfyc1b9.jpgსაიტზე მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, რამოდენიმე დღის განმავლობაში მცირე, უმნიშვნელო წვრილამენი დაულაგებელი იქნება, თუმცა სიახლეები კვლავინდებურად დაიწერება, შემდეგ კი ახალი დიზაინი დაყენდება. View the full article -
გთავაზობთ სერია ა-ს სტატისტიკურ მონაცემებს: “ინტერი” იყო ლიდერი 25 ტურის განმავლობაში ზედიზედ. “რომა” ბოლოს პირველ ადგილზე 2004 წლის 23 სექტემბერს ავიდა. “ჯალოროსის” 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, 17 აქედან მათ მოიგეს. ბარტოლო მუტის არასოდეს მოუგია კლაუდიო რანიერისთვის-3 ფრე და 5 წაგება. ბოლო 4 გასვლით მატჩში “ინტერმა” მხოლოდ 2 ქულა აიღო. კეირისონმა იტალიის ჩემპიონატში მე-2 გოლი გაიტანა, ეტო’ომ მე-11, მილიტომ, 43-ე, კიელინიმ კი მე-14. აქედან კიელინიმ 8 თავით გაიტანა. ბოლო 5 მატჩში “როსონერიმ” 3 ფრით დაასრულა. მარკო ბორიელოს იტალიის ჩემპიონატში გატანილი ბურთების რაოდენობა 44-მდე ავიდა. “კატანიას” არასოდეს მოუგია “ინტერისთვის” სან-სიროზე. მაქსიმუმი, რასაც “სპილოებმა” მიაღწიეს, ესაა 5 ფრე 15-დან. მაქსი ლოპესს გააქვს მისი მე-3 გოლი ბოლო ორ შეხვედრაში და სულ გატანილი გოლების რაოდენობას 7-მდე ზრდის. ბოლოჯერ “სამპდორიამ” გასვლაზე მოიგო 1994 წლის 4 დეკემბერს დერბიში რიკარდო მასპეროს ხელმძღვანელობით. დანიელე მანინიმ ითამაშა სერია ა-ში მე-100 მატჩი. მისი დებიუტი 2004 წლის 12 სექტემბერს შედგა. “პალერმოს” არ წაუგია რენცო ბარბერას(თავის) სტადიონზე 2009 წლის პირველი მარტიდან. მათ 19 მოიგეს, 6 კი ფრედ დაასრულეს. “კიევოს” ბოლო მოგება 28 თებერვლით თარიღდება, როცა მათ 2-1 მოუგეს “კალიარის”. იმის შემდეგ 7 თამაშში ვერონელებმა მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. “ლაციომ” ვერ შეძლო მიეღწია წარმატებისთვის ზედიზედ 5 მატჩში. ტომაზო როკიმ 89-ე გოლი გაიტანა სერია ა-ში. წაუგებელი სერია იტალიაში 4 მატჩით აქვს “პარმას” “ბოლონიამ” 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა გამოიმუშავა. “ლივორნო” უკვე მერვედ აგებს სახლში და იმეორებს 2007/08 წლების რეკორდს. ბოლოს “უდინეზემ” გასვლაზე მოიგო 2009 წლის 9 მაისს “ლაციოსთან” 3-1. დი ნატალეს ამ სეზონში უკვე 23 გოლი აქვს და საერთოდ ანუ მთლიანად სერია ა-ში 96. “ატალანტამ” მხოლოდ ერთი მოიგო ბოლო 13 გასვლითი შეხვედრიდან “სიენასთან” 22 ნოემბერს 2-0. “ბარი” ზედიზედ მეორედ აგებს და ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული. წყარო სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge
-
15 აპრილს, 09:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ქართველი და გერმანელი მეღვინეების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრება. 15 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ სააღსრულებო სისტემასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიხსნება. 15 აპრილს, 10.30 საათზე სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თემა: ‘დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში’. 15 აპრილს, 10:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საფრანგეთის სენატის სენატორებსა და სათათბიროს დეპუტატებს შეხვდება. სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტი’ 15 აპრილს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს-ს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე #117-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მანდატურებს წარუდგენენ. მის: ვარკეთილი, მესამე მასივი, თრიალეთის ქ.№7 (სატელეფონო სადგურთან) 15 აპრილს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს. კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრილს 11:30 საათზე, ჰამბურგის ციხეში დაღუპული დავით მარდიანის ოჯახის წევრები და ახლობლები გერმანიის საკონსულოსთნ საპროტესტო აქციას გამართავენ. 15 აპრილს, 11:30 საათზე,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიის გაამწვანებენ. 15 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘ბეტსში’ ‘ეროვნული საბჭოს’ ლიდერების შეხვედრა გაიმართება. თემა: ‘ზეწოლა, მუქარები და საარჩევნო დარღვევები’. მის: მაყაშვილის ქ. #42/44 15 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ‘კავკასიურ სახლში’ პოლიტიკურ პარტიებს ‘საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გავრცობილ კონცეფციას’ და კომისიის მუშაობის ერთწლიან შედეგებს გააცნობს. მის: გალაკტიონის ქ. #20 15 აპრილს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი პროექტის ‘ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის’ მონაწილეებთან შეხვედრას გამართავს. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 15 აპრილს, 13:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ‘ლუმოსის’ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ ალდერ შლეიდს შეხვდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრლს, 13:00 საათზე, ‘პრაიმთაიმის’ პრესკლუბს სტუმრად ‘კონსერვატორი’ ზვიად ძიძიგური ეყოლება. 15 აპრილს, 13.00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე დიდუბის ტერიტორიულ სამსახურში მოქალაქეს პირველ ბიომეტრიულ პასპორტს გადასცემს. მის: წერეთლის გამზ. #67 15 აპრილს, 13:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მაგისტრი მოსამართლეებისთვის სიახლეზე პრესკონფერენციას გამართავს. 15 აპრილს, 14:00 საათზე, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ზუგდიდში ‘საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ’ ფილიალს გახსნის. 15 აპრილს, 14:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე პოლონეთის ელჩს ურსულა დოროშევსკას შეხვდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ საზოგადოებრივი მოძრაობის ‘სოლიდარობა უკანონო პატიმრებს’ ორგანიზებით ე.წ. უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გაიმართება. 15 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (#239) 15 აპრილს, 16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სათათბირო ოთახი 15 აპრილს, 21.00 საათზე, კლუბ ‘ტრიუმფში’ სილამაზის კონკურსის ‘მის ილიაუნი 2010′ დასკვნითი საღამო გაიმართება. საკონტაქტო პირი: ილია გოგლიძე – 895 54 49 97 იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tav-dac-da-ushishro-comitet-150x150.jpgთავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სამხედრო-საჰაერო ძალების სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში გადასვლას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტი კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, სამხედრო-საჰაერო ძალები ჯარის ცალკე სახეობა აღარ იქნება და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფად ჩამოყალიბდება, რაც საქართველოს შეიარღებული ძალების სტრუქტურას, მართვას და კონტროლს გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უწყების თითქმის ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურის სტატუსი ექნება – თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებად ჩაითვლებიან. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა. იხილეთ epn.ge
-
მართალია ამ ორი ადამიანის კომენტარი ერთმანეთთან არაფერ შუაშია, თუმცა საიტზე იდო და ცალ-ცალკე დადებას ერთად დამეწერა გადავწყვიტე. მაშ ასე: მასიმო ამბროზინიმ “მილანელოზე” ყოფნისას მისცა მცირე ინტერვიუ: “სინანულით უნდა ვთქვა, რომ ჩემპიონატში დავუშვით საკმაოდ ბევრი შეცდომები. აგრეთვე მე არ შემიძლია იმის უარყოფა, რომ მშურს მათი(რომა;ინტერი) ვინც გვისწრებს. ლეონარდო? ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მადლობელი, იმისთვის რაც მან გააკეთა ჩვენთვის. წყარო! ეს “მილანის” კაპიტნის კომენტარი, ხოლო ახლა შემოგთავაზებთ ძეკოს კომენტარს. როგორც იცით გარკვეული ხნის წინ დადიოდა ხმები, რომ ედინი იყო “იუვეს” ინტერესების სფეროში, მაგრამ მისმა აგენტმა ყველაფერი უარყო: “მე არანაირი კონტაქტი არ მქონია იატლიურ კლუბებთან. “იუვენტუსი” და “მილანი”? გასულ წელს “როსონერის” უნდოდა გადაებირებინა ედინი, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა ის კონცეტრირებას ახდენ მის ახლანდელ კლუბზე- “ვოლფცბურგზე”. წყარო! ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi13-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ კოლეგის დიმიტრი ლორთქიფანიძის ნარკოშემოწმებასთან დაკავშირებით წინადადებას მიესალმებიან და მზად არიან თმის ღერის მეთოდით ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ. როგორც ჟურნალისტებს მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, მმართველ გუნდს და სასამართლო ორგანოების წარმოამდეგნლებს, მაგალითი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა მისცენ. ახვლედიანის განცხადებით, თუ შემოწმების მეთოდი ყველა საჯარო მოხელისთვის შემდგომ კანონდმებლობით დაინერგება, საჭირო თანხები სერიოზულად უნდა იქნეს დათვლილი. ახვლედიანს ინფორმაცია არ აქვს არიან დეპუტატთა რიგებში არიან თუ არა ნარკომანი კანონმდებლები, თუმცა მათ არსებობას არც გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ქიმიური ნარკოტიკული ექსპერტიზის სამსახური მზად არის ე.წ. თმის ღერის მეთოდით ნარკოტიკებზე შესამოწმებლად დეპუტატები 26 აპრილიდან მიიღოს. საჯარო მოხელეების თმის ღერის მეთოდით ნარკოტიკებზე შემოწმების ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კოლეგებს შესაბამისი ინფორმაცია დღეს წერილობითი ფორმით მოაწოდება, მათ შორის ,,ლეიბორისტული პარტიის’’ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში არიან. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ლორთქიფანიძეს იდეას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც წინადადება მოიწონა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo012-150x126.jpgსასკოლო ატესტატების გაყალბებისთვის დაგეგმილი ამინისტია, დაახლოებით 500-მდე პირს შეეხება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამნისტიის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთა დანაშაულიც 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის შეძენას და ან გამოყენებას უკავშირდება. ჩახნაშვილმა თქმით, აღნიშნული წლების განმავლობაში სასკოლო ატესტატების გაყალბების შემთხვევებს მასიურად ჰქონდა ადგილი, რადგან სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, მისაღები გამოცდების ახალი სისტემით – ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმით ჩატარების შესახებ. ამასთან, პარლამენტი აღნიშნულ პროექტს, საბოლოოდ უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tetrebi2-150x150.gifახალი პოლიტიკური მოძრაობა”თეთრების” სამძიმარს უცხადებენ პოლონელ ხალხს პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის მარია კაჩინსკას და საბედისწერო თვითმფრინავში მყოფთა გარდაცვალების გამო. უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა “თეთრების” ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მომხდართან დაკავშირებით კიევში პოლონეთის საელჩოში თავისი დამოკიდებულება გამოხატა. “სამწუხაროა და ძალიან მძიმეა მომხდართან შეგუება, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და იმედი გამოვთქვათ, რომ გამოძიება სათანადოდ ჩატარდება და გაირკვევა ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები. ქართველ ხალხს ბევრი კეთილშობილება და სიკეთე ახსოვს აწ გარდაცვლილი პრეზიდენტისგან ლეხ კაჩინსკისგან – განაცხადა “თეთრების” ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა კიევში პოლონეთის საელჩოსთან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/niko-gomelauri1-150x150.jpg ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” წარმომადგენლები ღრმა მწუხარებას უცხადებენ დიდი შემოქმედის, ცნობილი მხატვრის და მოღვაწის, აკადემიკოს გოგი თოთიბაძის და გამორჩეული პოეტისა და მსახიობის ნიკო გომელაურის ოჯახებს. “ამ ადამიანების დაკარგვა დიდი დანაკლისია სრულიად საქართველოსთვის. მე როგორც ქართველი სამძიმარს ვიღებ უკრაინაში, როგორც ქართული დიასპორისგან, ასევე უკრაინელი ხალხისგან:- აცხადებს “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.madridgalacticos.com/wp-content/uploads/2009/06/ronaldo_messi_800_811830.jpg“ელ კლასიკოს” დამატებით ინტრიგას ძენდა უკანასკნელი ათწლეულის, მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელის დაპირისპირება. ეს დუელი პორტუგალიელმა ულაპარაკოდ წააგო არგენტინელთან. ეს აღიარა ყველა წამყვანმა ესპანურმა გამომცემლობამ. კატალონიური გაზეთი Sport: “მესიმ ვარსკვლაურ დაპირისპირებაში გაეკაიფა რონალდუს. აჩვენა თუ რა შორს იმყოფება მისგან უახლოესი მდევარი, რომელსაც პრეტენზია გააჩნია საუკეთესობაზე. იქ სადაც მესი მორიგი გოლის გატანას ცდილობდა რონალდუ [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakuridze1-150x150.jpgყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე დანიშნულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გააბათილა. თამაზ ბაკურიძე აღნიშნულ სასამართლო პროცესებს მონიტორინგს უწევს. მისი ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის თითქმის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ალტერნატიული ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნასა და ერთ-ერთი მოწმის დაკითხვას შეეხებოდა. დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად რიგი უზუსტობები გაირკვა. კერძოდ, გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულია “კულცის” ტიპის იარაღის ტყვიის გულა. ბრალდების მხარის მოწმე, როლანდ დიღმელაშვილი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ შარაშენიძეს, მან “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი გადასცა ზუბადალაშვილის მოსაკლავად. ბალისტიკურმა ექპერტიზამ კი დაადგინა, რომ ამ ტიპის იარაღი მითითებულ “კულცის” ტყვიას ხუთჯერ ზედიზედ ვერ გაისროდა. პროკურორი ექსპერტიზის ამ დასკვნას არ დაეთანხმა და ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. პროცესზე დაიკითხნენ ის ექსპერტებიც, რომლებმაც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარეს და თავიანთ ჩვენებაში ბრალდების მტკიცებულებები გააბათილეს. შემდეგი პროცესი მომავალ ოთხშაბათს გაიმართება. თეიმურაზ შარაშენიძე დეპუტატ ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vankuveri1-150x150.jpgვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასას, სადაც ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, სერთიფიკატი ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია, რუსეთის საციგაო ფედერაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო საციგაო ფედერაცია კი, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალურ დასკვნას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ტრაგიკულ მოვლენას და ტრასის გაუმართაობას მაშინ მსოფლიო მედია გამოეხმაურა. საერთაშორისო პრესამ მომხდარში ორგანიზატორები დაადანაშაულა. “სჯეროდათ რომ ტრასა უსაფრთხო იყო, რატომ ააგეს ასე სწრაფად უფრო მაღალი ჯებირი? რატომ გაანახლეს ყინულის საფარი? რატომ ამონტაჟებდნენ ლითონის ბოძებს დაგვიანებით? განსაკუთრებული ცინიზმი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდეთ – ისინი ცდილობდნენ ოლიმპიური თამაშები სასამართლო დავისგან დაეცვათ და ამ პროცესში, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით თავს ესხმოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელზეც იცოდნენ, რომ საკუთარი თავის დაცვას ვეღარასდროს შესძლებდა. არც ერთი სპორტული ორგანიზაცია, ვიდრე სპორტსმენს არ დაკრძალავენ, არ უნდა აცხადებდეს რომ მთელი პასუხისმგებლობა მის დაღუპვაზე მხოლოდ მას ეკისრება,”- იუწყებოდა ტრაგედიის დროს ტელეკომპანია CNN. “როგორც სჩანს, მორიგი დაშვების დროს, სპორტსმენი მე-15 მოსახვევს გვიან მიუახლოვდა და საკმარისი კომპენსაცია ვერ მოახდინა იმისთვის, რომ სწორედ შესულიყო მე-16 მოსახვევში. ამას მე-16 მოსახვევში მისი დაგვიანებით შესვლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი შეეცადა პრობლემის გამოსწორებას მან საბოლოო ჯამში ციგაზე კონტროლი დაკარგა, რაც ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. (ამ საციგაო ტრასის) ტექნიკურმა ზედამხედველებმა ყურადღებით შეისწავლეს სპორტსმენის მიერ განვლილი გზა და დაასკვნეს, რომ არ არსებობს იმაზე ფიქრის არანაირი საფუძველი, რომ ინციდენტი ტრასის გაუმართაობას მოჰყვა”,- ეწერა განცხადებაში, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ოლიმპიურმა საორგანიზაციო კომიტეტმა და მოციგავეთა საერთაშორისო ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა. “ზედმეტად სწრაფი ტრასა იყო, მსგავსი კონსტრუქციის მშენებლობის გადაწყვეტილება სერიოზული შეცდომა იყო. ტექნიკური დეტალების ძიებას აზრი არ აქვს, ფაქტი სახეზეა და ეს ტარგედიაა”- წერდა გავლენიანი გამოცემა The Washington Post. “ეს ტრაგიკული შემთხვევა სერიოზულ შეკითხვებს ბადებს იმასთან დაკაშირებით, თუ რატომ არ გაითვალისწინეს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები ტრასის გაუმართაობის შესახებ”, -ნათქვამია `გლოუბ ენს მედის` სტატიაში. აქვე მითითებულია, რომ არსებობდა გარკვეული საფრთხე სპორტსმენებისათვის ვისტლერის სასრიალო ტრასების დაქანებებსა და მოსახვევებში, რისთვისაც ორგანიზატორებს ყურადღება უნდა მიექციათ. ისეთ ექსტრემალურ სპორტშიც კი, როგორშიც ასპარეზობდა ნოდარ ქუმარიტაშვილი, რისკის დაშვებული საზღვრები არსებობს. გამოცემა “დი პროვინსი” კი მომხდართან დაკავშირებით მიუთითებდა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონიაში ცვლილებები დაუყოვნებლივ შეიტანეს. გამოცემის განმარტებით, ქართველი მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ტრასის გაუმართაობისა და იმ ფაქტის გამო, რომ სპორტსმენები ტრასაზე დასაშვებზე დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. “მას მერე, რაც ათსაათიანი “ძალიან ინტენსიური” გამოძიების შემდეგ დაჟინებით ამტკიცეს, რომ ტრასა დაცული იყო, ზუსტად იმ მოსახვევთან, სადაც ქუმარიტაშვილი დაიღუპა, მაღალი ხის კედელი ააშენეს. გარდა ამისა, საფინიშო ხაზამდე განლაგებულ, მანამდე შიშველი მეტალის ბოძები რბილი მასალით შეფუთეს და სტრატის ადგილიც შეცვალეს ისე, რომ სპორტსმენების სიჩქარეს ტრასაზე ეკლო. როდესაც ამ ნაჩქარევმა ნაბიჯები კითხვები გააჩინა, მათ განაცხადეს, რომ ყველაფერი ეს ქუმარიტაშვილის თანაგუდელებისა და მეტოქეების ემოციური მდგომარეობის გამო გაკეთდა – ყალბი თანაგრძნობა, რომელსაც თვით New York Times-მა თვალთმაქცობა უწოდა” –ასე შეაფასა მომხდარი ტრაგედია გამოცემამ Z-net. ჟურნალისტი დეივ ზირინი წერდა, რომ ოლიმპიადის გახსნისნისადმი მიძღვნილი ცერემონიის მიჯნაზე ქუმარიტაშვილი იმ ტრასაზე ვარჯიშისას დაიღუპა, რომელსაც ბევრი ექსტრემალურად სახიფათოდ მიიჩნევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეს ტრასა გაიხსნა და მისმა მშენებელებმა განაცხადეს, რომ ის “უფრო სწრაფი, უფრო დამრეცი და უფრო დაძუბალია, ვიდრე ისტორიაში აქამდე არსებული რომელიმე ტრასა”. ქუმარიტაშვილის შიშს სხვა მოციგავეებიც იზიარებდნენ. მოციგავე შეერთებული შტატებიდან მარკ გრიმეტი ქუმარიტაშვილის დაღუპვის წინა დღეს ამბობდა: “მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, ძალიან მივუახლოვდით მიჯნას”. ბობ სტორიმ ბობსლეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი დასძინა, რომ “ეს არ იყო ტექნიკური გადაწყვეტა. ეს კომერციული გადაწყვეტა იყო”. Z-net –ის განმარტებით, რაც უფრო მეტი მოციგავე ჩიოდა გარდაუვალ საფრთხეზე, მით უფრო ნაკლებად უგდებდნენ მათ ყურს. ჰანა კემპებლ-პეგი ავსტრალიიდან ასეთ კომენტარს აკეთებდა – “ტრასაზე დაყრილ პატარა ლემინგებად მივაჩნივართ? საავირო სიტუაციების გამოსაცდელი მანეკენები ვართ?”. იტალიელ არმინ ზოგელერსაც კი, მოფლიოს პირველ მოციგავეს მოუვიდა იმავე დღეს ავარია. „პირველ მცდელობაზე მე პრობლემები ტრასის ბოლო ნაწილში შემექმნა. თუკი მოსახვევების კონფიგუაციას გავითვალისწინებთ, ასევე იმ ფაქტს, რომ სიჩქარე ამ დროს საათში 95 მილს აღწევს, სპორტსმენებს შეცდომის უფლება არ რჩებათ”, – ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა ტონი ბენსჰუფმა, რომელიც ციგაზე დაშვების სიჩქარეში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მფლობელია და გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. ტრასის სირთულეზე თავად ნოდარ ქუმარიტაშვილის მამა დავიტ ქუმარიტაშვილიც საუბრობდა. ინტერვიუ მან ტელეარხ BBC –ს მისცა. “არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მე-15 და მე-16 მოსახვევები ისე იყო აგებული, რომ ტრასა ძალიან რთული იყო. როცა ნოდარი კუთხეს 145 კილომეტრ საათში სიჩქარით დაეჯახა, მან წონასწორობა დაკარგა. არ ვაპირებ, ვინმეს ვუჩივლო. ჩემმა შვილმა დაამტკიცა, რომ ძლიერი სპორტსმენი იყო. ღმერთი გადაწყვეტს, ვინ არის დამნაშავე”, – განაცხადა დავით ქუმარიტაშვილმა BBC –სთან ინტერვიუში. Wall StreeT Journal- ის განცხადებით კი, მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ შეჯახებაში ბრალი მოციგავეს დასდო და არა ტრასას და განაცხადა, რომ მან მოსახვევში ვერ შესძლო მოძრაობის დაბალანსება, მაგრამ ფედერაციის თავმჯდომარემ ჯოზეფ ფენდტმა განაცხადა, რომ ტრასა უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მის მშენებლებს ჰქონდათ განზრახული. 140 კილომეტრ საათით მოძრავი ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა ერთ-ერთ უკანასკნელ მოსახვევში გადაბრუნდა და ტრასიდან ამოვარდნილი სპორტსმენი ბოძს დაეჯახა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით 2-3 მეტრით შორს უნდა ყოფილიყო. 21 წლის დაღუპული სპორტსმენი ბაკურიანელი იყო. საციგაო სპორტის სახეობით ნოდარ ქუმარიტაშვილი ბავშვობიდან იყო დაკავებული. ქუმარიტაშვილმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ის 50 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვდა. მართალია, სპორტის ამ სახეობას ხშირად დასცინიან, რომ ის თითქოს განსაკუთრებულ ძალისხმევას ან განსაკუთრებულ უნარებს არ საჭიროებს, თუმცა სინამდვილეში ის სპორტის ურთულესი სახეობაა, რომელიც არანორმალურ სიზუსტეს მოითხოვს. ციგებს ამორტიზატორის სისტემა არ გააჩნია და ამისითვის სპორტსმენი საკუთარ სხეულს იყენებს. იმავდროულად მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ციგა არ გაუსხლტეს. ეს ყველაფერი უნდა მოახერხოს აბსოლუტურად ბლაგვი თავკავებით, მათი პირი შეიძლება გალესო მეტი კონტროლისთვის, თუმცა ცოტა თუა მზად დათანხმდეს ასეთ სიამოვნებაზე სპორტის იმ სახეობაში, სადაც ყველაფერს წამის მეათასედი წყვეტს. ციგით სრიალის დროს მართვა მხოლოდ ფეხებით შეიძლება, და ამასათანავე საჭიროა წოლა, ჭერში ყურება და საჭირო მიმართულებით მხოლოდ თვალის კიდით ცქერა. იხილეთ epn.ge
-
Landish, ბლოგერი landish.ge-დან არ ვიცი რატომ, მაგრამ გასული გადაცემის ნახვის შემდეგ დეჟა ვიუს გრძნობა დამეუფლა. განმარტება: დეჟა ვიუ ფრანგული სიტყვაა და ერთი და იგივეს განმეორებას ნიშნავს. მსგავსი მუსიკა, მსგავსი ცეკვები და მსგავსი ნომრები მეოთხე ნახევარფინალში არაერთი იყო. შოუს მონაწილეებს პლაგიატიზმის სუნი ასდიოდათ. თუმცა, მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ და ვეცადოთ “ამის” წარმომშობი მიზეზის პოვნა. “დასავლეთელმა მოცეკვავეებმა” ჯგუფში დამატებით აიყვანეს რამდენიმე წევრი, თუ არასრული შემადგენლობით იყვნენ პირველ ტურში წარდგენილნი, ვერ გამირკვევია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სამნი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე შვიდნი! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1456.jpg"დასავლეთელი მოცეკვავეები" მუსიკალური და საცეკვაო მიქსი მთლად “შერწყმული” არ გამოუვიდათ. ნომრის ყურებისას და მუსიკის მოსმენისას გიჩნდებოდა ერთი შეკითხვა, ეს ხომ სადღაცას მინახავს, ეს ხომ სადღაცას მომისმენია და სწორედ ამის გამო დამეუფლა ზემოხსნებული გრძნობაც. კი მაგრამ რატომ? რატომ არის აუცილებელი რომ საცეკვაო ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ჯექსონის რომელიმე ელემენტი? ნუთუ ასე ახდენს გავლენას იგი მაყურებელზე? ალბათ კი, თუმცა ეს West Side Dancer-ებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს. გავლენა ვერც ხაშურიდან ვიგრძენი. ვასილ ხაჩიძეს ნომერიც უკვე ნაცნობ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც პირველ ტურში ჯერ კიდევ “გირომ” გვიჩვენა. თავზე ბლოკის გადამტვრევის ნახვის შემდეგ ბოთლის გადამსხვრევა იმხელა ეფექტს ვეღარ მოახდენს, როგორც თმიდან ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევების ამოღება. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1482.jpgვასილ ხაჩიძე ისმის კითხვა, რატომ? ადამიანი, რომელმაც 70 ნომერი აქვს, რატომ გვიჩვენებს იმას, რომელიც აქამდე უკვე ვიხილეთ სხვისი შესრულებით და მაყურებელმა ეს ნომრები აიტაცა? ნუთუ სჯეროდა რომ უკეთ გამოუვიდოდა, ვიდრე წინამორბედს? ნუთუ ვერ წარმოედგინა მას, რომ ახლის ჩვენება უფრო საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის? ნინო, ნინო, ნინო! ადამიანი, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სტრიპტიზიორი, რომელმაც თავისი გამბედაობით (და არა მხოლოდ) მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უმეტესობას მეტად რიტორიკული შეკითხვა დაჰბადა: “მეორე ტურში რაღა უნდა გაიხადოს?”. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1470.jpgნინო ჯავახიშვილი მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სიმფონიურ მეტალზე სტრიპტიზის ცეკვის ნახვა, ეს ნომერი თავისი შესრულების სირთულით საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. თურმე სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ ყოფილა. თურმე სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდებოდა. თურმე სტრიპტიზით მხოლო კაცები არ იხიბლებიან. თურმე … მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფინალში გადასვლაზე. თუმცა მეოთხე ნახევარფინალი იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმაც და ჟიურიმაც, რადგან ფინალში ხომ ამ ათეულიდან ყველაზე ღირსეული მონაწილეები გადავიდნენ. ავთო ნაცარაშვილი, ადამიანი გიტარა, თავმდაბალი პროფესიონალი, რომელიც გიტარას საკუთარ თავზე უკეთ იცნობს, თავისი ნომრით ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1463.jpgავთო ნაცარაშვილი მოცეკვავეებთან ერთად მისი ნომრით პირველ ტურში იმდენად არ/ვერ მოვიხიბლე და ვერ იმოქმედა ჩემზე, როგორც მისმა ისტორიამ. თუმცა ნახევარფინალის ნომრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანში გიტარაზე დაკვრის ნიჭის გარდა კიდევ არის რაღაც. ქართული ცეკვის შერწყმა ელექტრო გიტარასთან, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ავთოს გამოსვლა იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომლის დროსაც უნდა დამშვიდდე და სიამოვნება მიიღო მისი მოსმენით. http://nichieri.ge/files/2010/04/ana.jpgანა ხანჩალიანი სიამოვნების მიღება ანა ხანჩალიანის სიმღერის მოსმენითაც შეიძლება. იგი ერთადერთი მონაწილეა სასიმღერო ნომრით, რომელზეც გული არ მწყდება და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ იგი ფინალში გადავიდა და თუ პროექტს ვინმე მომღერალი მოიგებს, ნამდვილად მინდა რომ ეს ანა იყოს . სწორედ ამ ორი ადამიანის ნომრის ნახვის შემდეგ მომინდა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ მომესმინა ფინალში. ხალხისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი ვარ. წინ მეხუთე ნახევარფინალი გველოდება, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე გამორჩეული იქნება გამორჩეული ნომრებით. მიმაჩნია რომ ეს ათეული ყველაზე “ძლიერი” იქნება არსებულს შორის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახდება. გარდა ამისა 2 დამატებითი ადგილიც გაჩნდა ფინალში, სადაც იმ მონაწილეებს ექნებათ მოხვედრის შანსი, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ვიმედოვნებ რომ ეს ორი მონაწილე არასასიმღერო და არასაცეკვაო ნომრით წარსდგება ჩვენს წინაშე : ) პ.ს. განზრახ არ ვსაუბრობ წამყვანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით თიკასაზე, ამ ბლოკს ბექას ვუტოვებ ხვალისთვის . nichieri.ge
-
ორშაბათ ბოკა ხუნიორსის თავდამსხმელმა მარტინ პალერმომ სარანდის არსენალთან შეხვედრაში დუბლი გაახერხა და 220 გოლით.... View the full article
-
როგორც ჩანს ამ ზაფხულს გაიმართება კიდევ ერთი მოლაპარაკება “სან-პაულოს” და “მილანს” შორის. ამ მოლაპარაკებების მიზანი ბრაზილიელი ნახევარმცველი ერნანესია. “სან-პაულოს” ითხოვს 25 მილიონს ფეხბურთელის სანაცვლოდ. შეიძლება ამ ტრანსფერის განხორციელაბაში დიდი როლი შეასრულოს “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ. ისევე, როგორც ეს მოხდა კაკას შემთხვევაში. ხოლო Studio Sport-ის თქმით ანდერსონ ერნანეს დე კარვალიო ანდრადე ლიმას, ცნობილს როგორც ერნანესს უნდა “მილანში” თამაში. ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველი ახლოსაა “მილანში” გადმოსვლასთან და ადვილი შესაძლებელია ერნანესი “როსონერის” მაისურში ვიხილოთ. ამ ფეხბურთელი ფასი 20(5) მილიონი ევროა. ასევე აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს სადაც აღწერილია მისი თამაში “სან-პაულოში”. ვიდეო იხილეთ: აქ! წყარო1! წყარო2! ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
http://barcelona.theoffside.com/files/2009/12/MessiBallonDOr.jpg“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლაიონელ მესი არის ოქროს ბურთის მოგების უმთავრესი კანდიდატი, გარდა ამისა იგი კლუბის რეკორდულ ზღვარს მიუახლოვდა, ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით. ოქორს ბუცი ამ მომენტისათვის მესის ანგარიშზე 54 ქულაა (27 გოლი). მეორე ადგილზე “მანჩესტერ იუნაითედის” თავდამსხმელი, უეინ რუნია (52 ქულა, 26 გოლი). მესამე ადგილზეა “ჩელსის” თავდამსხმელი, დიდიე დროგბა (50 ქულა, 25 [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://s04.radikal.ru/i177/1004/c6/7def7d918aa7.jpgოდესღაც, შორეულ მომავალში პეპ გვარდიოლა გამოსცემს წიგნს, სადაც იგი მკითხველებს მოუთხრობს იმს შესახებ თუ, როგორ მუშაობდა “ბარსელონას” მთავარი მწვრთვნელის თანამდებობაზე. წიგნს კი აუცილებლად ერქმევა: “მე უბრალოდ ჯადოქრად ვმუშაობდი”. 1. ჩემპიონთა ლიგა 2. ლა-ლიგა 3. ესპანეთის თასი 4. ესპანეთის სუპერთასი 5. ევროპის სუპერთასი 6. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 7. ოთხჯერ, ზედი-ზედ გამარჯვება «ელ-კლასიკოში» (2:0, 6:2, 1:0, 2:0). აქამდე მსგავი რამისთვის არც [...] სრულად ბარსამანიაზე
-
პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს ოპოზიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ “ახალგაზრდული ფორუმის , ლეიბორისტული პარტიის , View the full article
-
პრაიმერისტების ეროვნულ საბჭოს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მშომელთა უფლებების დაცვის პარტია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ეროვნული საბჭოს მიერ ინიცირებულ პრაიმერში მიიღო მონაწილეობა. როგორც პირWელს პარტიის თავმჯდომარემ ავთანდილ ტყებუჩავამ განუცხადა, ის არჩევნებს საერთოდ ბოიკოტს უცხადებს. View the full article
-
ლიტველ დეპუტატთა ჯგუფი რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. ლიტოვსკი კურიერის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი სეიმის სამდივნოში უკვე დარეგისტრირდა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნა და მარიონეტული რეჟიმების ქმედებები ფასდება, View the full article
-
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაახლოებით 30 ათასამდე საქმეს შეეხება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, რომლის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაახლოებით 12 მილიონ ლარზე ამბობს უარს . View the full article