Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/biuro2-150x133.jpgყვარელში 17 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის 2 კომიტეტის – აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტების გასვლითი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. სხდომის მონაწილეთა მიერ დაგეგმილია სამელიორაციო ობიექტების და მექანიზაციის სერვის ცენტრების მონახულება. სხდომას დაესწრებიან: გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, კომიტეტების თავმჯდომარეები – არჩილ გეგენავა და ვახტანგ ბალავაძე, კომიტეტების წევრები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kirkitadze-daviti1-150x150.jpgქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს, მარნეულის რაიონში საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ხაზის მშენებლობა “შავი ზღვის ელექტროგადამცემი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს გარდაბანი – ახალციხისა და ზესტაფონი – ახალციხის მონაკვეთებზე 500 კვ – იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, გაძარცვული მონაკვეთების რეაბილიტაციას და ახალციხე – თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, ახალციხეში 500/400 კვ – იანი ქვესადგურის მშენებლობას მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟის ჩათვლით. კირკიტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 31 კმ.–ის მანძილზე გადამცემი ხაზის ანძებისა და ფუნდამენტების ახლით შეცვლა და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqciaa1-150x150.jpgრუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ამ წუთებში პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათ შორის – ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, აგრეთვე, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ადვოკატები იმყოფებიან. აქციაში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ოპოზიცური პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რათა ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტპატიმრები და იყოს დემოკრატია. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bio-150x150.jpgსაქართველოში დღეს პირველი ბიომეტრული პასპორტი გაიცა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღეს პირველი ბიომეტრული პასპორტი, იმ მოქალაქეს გადასცა, რომელმაც დოკუმენტის აღებაზე პირველი განაცხადი გააკეთა. პირველი ბიომეტრიული პასპორტი მალხაზ სამსონაძეს გადაეცა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიომეტრიული პასპორტი არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ. მისი თქმით, ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს გაუმარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება. “სამოქალაქო რეესტრში ორი წლის განმავლობაში ვამუშავებდით სერიოზულ პროექტს, იმისთვის, რომ საქართველოში დაწყებულიყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა. სრულიად შემთხვევით ხვდა წილად მალხაზს პირველი ბიომეტრული პასპორტის მიღების პატივი, მან პირველი განაცხადი გააკეთა”,- განაცხადა ვაშაძემ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრული პასპორტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. აღნიშნული პროექტი შვიდი მილიონი ევრო დაჯდა, სამოქალაქო რეესტრმა დაფინანსების სოლიდური ნაწილი კი ევროკავშირიდან მიიღო. საქართველოში სულ ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის სამი ცენტრი (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) იმოქმედებს. უახლოეს ხანში, ბიომეტრული პასპორტების გაცემა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიწყება. ბიომეტრული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და იგი 100 ლარი ეღირება. სამოქალაქო რეესტრი პასპორტის მიღების მსურველებს დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრული პასპორტის აღება განაცხადის შეტანიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მეხუთე სამუშაო დღეს 120, მესამე სამუშაო დღეს 150, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში 190, ხოლო იმავე დღეს 205 ლარი ეღირება. ცნობისთვის, ბიომეტრული პასპორტების გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე ძალაში იქნება დღეისათვის მოქმედი პასპორტებიც. ბიომეტრული პასოპრტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე. იხილეთ epn.ge
  5. ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ნახევარმცველს, დავიდ სილვას 10 წლის წინაც შეეძლო გამადრიდელება. იხილეთ realmadrid.ge
  6. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებები რუსეთისკენ გადახრას არ ნიშნავს . არ მიმაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსეთისკენ გადაიხარა. არც ამერიკისკენ გადახრა მესმის, რას ნიშნავს. View the full article
  7. დღეიდან საკუთარ სახლში აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 74 ოჯახი იცხოვრებს. როგორც პირWელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დევნილებს ესტუმრა, View the full article
  8. ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირაბაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება გრძელდება. საკვალიფიკაციო ტესტირებისთვის საბუთების მიღება, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 2010 წლის 22 მარტიდან დაიწყო, 23 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, View the full article
  9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცინხაის პროვინციაში 2010 წლის 14 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დიდი რაოდენობით ადამიანთა დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გაოვთქვამთ. ჩინეთისთვის ამ მძიმე დროს ქართველი ხალხი View the full article
  10. სიღნაღის ძველი უბნის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას მოითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, სარაჯიშვილის, ფიროსმანისა და მოსაშვილის ქუჩებზე ფეხით მოძრაობაც კი შეუძლებელია. აღნიშნული ქუჩები სწორედ იმ ტერიტორიიდან იწყება, სადაც ახალი სიღნაღი მთავრდება. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, View the full article
  11. ქართულ პატრიოტულ ბანაკებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდებიც დაისვენებენ. ამის შესახებ პროექტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა განუცხადა. View the full article
  12. პოლიტიკური მოძრაობა თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი უკრაინასა და ბელორუსიაში ვიზიტის დროს ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქართულ დიასპორებს შეხვდა. როგორც პირWელს თეთრებიდან აცნობეს, მოძრაობის ლიდერი გაზეთ შანსის რედაქტორს ბონდო ქურდაძეს, ასევე ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ვალერი გელბახიანსაც ესაუბრა View the full article
  13. სახალხო დემოკრატებმა დღეს ვაკის პარკში აქცია გადავარჩინოთ ვაკის პარკი გამართეს. როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ჭელიძემ აღნიშნა, იმ დროს, როცა პრეზიდენტი ვერეს გაჩეხილ ხეობაში ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგის აშენებას გვპირდება, View the full article
  14. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, პოლონეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ იგი ვარშავაში პრეზიდენტ კაჩინსკისა და პოლონეთის პირველი ლედის დაკრძალვის ცერემონიაზე მიმავალი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არ შეიყვანეს. View the full article
  15. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას ინფორმაციით, რუსეთმა, კერძოდ კი ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა . ამის შესახებ დავითაიამ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. View the full article
  16. ზაფხულში, სანტრანსფერო ფანჯრის გახსნისას, "მილანი" მზადაა, ბრაზილიელი თავდამსხმელი, პატო დათმოს. იხილეთ realmadrid.ge
  17. http://i88.servimg.com/u/f88/12/78/10/17/sport10.png გთავაზობთ შეფასებებს წამყვანი ესპანური პრესის მიხედვით. კატალონური ,,სპორტი” საუკეთესოდ ჩავის აღიარებს და მას ,,ემბლემატურს” უწოდებს. ,,სპორტი” ეპითეტებში არც სხვების მიმართ არის ძუნწი: ვალდესი – ,,პრიმერას ზოგიერთი ნახევარმცველიც კი ვერ აკეთებს ამდენ და ასეთ ზუსტ გადაცემებს, ვალდესი ორგანიზატორია” ალვეში – ,,მისი თამაშის სტილი ბაროკოს გვაგონებს” პიკე – ,,მისი უდიდებულესობა” პედრო – ,,გენიალური” ბოიანი – ,,ფუნდამენტი” გულშემატკივრისთვის [...] სრულად ბარსამანიაზე
  18. 15 აპრილს, ახალგაზრდა რესპუბლიკელების ოფისში (მაჩაბლის 8) პროექტის – „დემოკრატიის სკოლა 2010“ – პრეზენტაცია შედგა. პროექტის პირველ შეხვედრას 47 სტუდენტი ესწრებოდა. ისინი რესპუბლიკური პარტიის ლიდერ თინათინ ხიდაშელს შეხვდნენ. საგანმანათლებლო სახის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო. წელს პროექტის მეორე სეზონია. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მეტი ცოდნა და ინფორმაცია მიიღონ დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. პროექტის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სამ ლექციას მოისმენენ. ლექციებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები: თინათინ ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე და პაატა ზაქარეიშვილი წაიკითხავენ. შარშანდელისგან განსხვავებით მონაწილეთა რაოდენობა, საარჩევნო კამპანიის გამო, შეზღუდულია. წელს პროექტში 150-ზე მეტი სტუდენტი მიღებს მონაწილეობას. პროექტის „დემოკრატიის სკოლა 2010“-ის მონაწილეები სერთიფიკატს მიიღებენ. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_32701-150x150.jpg იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დევნილებს ესტუმრა. ერთ-ერთი დევნილი ოჯახი, რომელსაც მინისტრმა და ელჩმა კეთილმოწყობილი სახლი საკუთრებაში გადასცა ხიჯაკაძეები იყვნენ. დევნილებმა მინისტრთან და ელჩთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საკუთრების გადაცემის შემდეგ ყველაფერს თვითონ გააკეთებენ. “ადრე სხვის სახლში ვცხოვრობდით და საშუალება არ გვქონდა. ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და აწი ყველაფერს თავად მივხედავთ”, – განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ამირ ხიჯაკაძემ. საელჩოს ინიციატივით იმერეთის სოფლებში სულ 20 სახლი აშენდა. დღეიდან აფხაზეთიდან დევნილ 74 ოჯახს საკუთარ სახლში იცხოვრებს. ვიტორიო სანდალიმ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა რომ იმერეთის რეგიონში განხორციელებული პროექტი ინოვაციური მოვლენა იყო: “ეს სახლები მაღალი ტექნიკუირი სტანდარტებით აშენდა, დევნილ მოსახლეობას აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულ პირობებში და ამასთანავე მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია”, – განაცხადა მან. D ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა კი დასძინა რომ, ყველა დევნილი, რომელიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობს ახლო მომავალში მსგავს პირობებში იცხოვრებს: “ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისძმევით ბაღდათის რაიონში სოფელ დიმში 20 სახლი აშენდა. ეს სახლები დღეიდან დევნილების საკუთრებაა, მათ შეუძლიათ მიწაც დაამუშაონ და მეურნეიობას მიჰყონ ხელი”, – განაცხადა სუბელიანმა. იმერეთში დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
  20. http://s41.radikal.ru/i094/1001/75/b7a3e9fa1453.jpgლა კორუნიის “დეპორტივოს” მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ანხელ ლოტინამ “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ (0:3) შეაქო პეპ გვარდიოლას გუნდი. “ჩვენ დავმარცხდით. დავმარცხდით კლუბთან, რომელმაც შარშან 6 ტიტულის მოგება მოახერხა. კატალონიელები წელსაც შესანიშნავად გამოიყურებიან და შესაძლოა რამოდენიმე ტიტულს კვლავ გამოკრან ხელი. ეს ის გუნდია, რომელიც შარშან და წელსაც ყველას და ყველაფერს აზანზარებს. ტყუილად არ მოუგია [...] სრულად ბარსამანიაზე
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/arsenishvili-gia0022-150x130.jpg ქართულ პატრიოტულ ბანაკებში სამცხე-ჯავახეთის სომეხი ახალგაზრდებიც დაისვენებენ. ამის შესახებ, ,,ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის” მონაწილეებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილმა განუცხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის უცოდინრობა სომეხ ახალგაზრდებს უამრავ ბარიერს უქმნის. ამასთან, დადებითად იქნა შეფასებული სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სომეხი ახალგაზრდებისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ. თუმცა, როგორც სომხური სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ქეთევან ნასყიდაშვილმა განაცხადა, უნდა არსებობდეს სხვა მოტივაციები და პროგრამებიც. მისი თქმით, სომხურ გარემოში, მხოლოდ სკოლაში ქართული ენის ათვისება რთულია და შესაბამისად სხვადასხვა პროგრამების საფუძველზე ქართველ ახალგაზრდებთან მათი ურთიერთობა უნდა გახშირდეს. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-temur5-150x130.jpg ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი უკრაინასა და ბელორუსიაში ვიზიტის განმავლობაში ორივე ქვეყნის ქართულ დიასპორას შეხვდა. თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები უარყოფითად არიან განწყობილნი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. შაშიაშვილის თქმით, ემიგრანტთა უმრავლესობა იძულებით არის წასული საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში, რადგან საქართველოში სამსახურები ვერ იშოვეს და ვერ შეძლეს ოჯახების რჩენა. “ხალხი აღშფოთებულია სააკაშვილის ცრუ პიარ-კამპანიებით, მისი დაუსრულებელი სიცრუით, რისი ბოლო მაგალითიც არის ობამასთან შეხვედრის შესახებ ტყუილების გავრცელება. საზღვარგარეთ სააკაშვილს ქოსატყუილას უძახიან, სამწუხაროა, რომ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ ხალხს თავის ქვეყანაში დაბრუნების საშუალება არ აქვს”, – აცხადებს “თეთრების” ლიდერი. თემურ შაშიაშვილი ასევე, შეხვდაGგაზეთ “შანსის” რედაქტორს ბონდო ქურდაძეს და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ვალერი გელბახიანს. შაშიაშვილის განცხადებით, დაისახა სამომავლო ურთიერთობათა პერსპექტივები. დღესვე, კიევში საგანგებოდ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა “თეთრების” კოორდინატორად დანიშნა მსახიობი შალვა აბაშიძე. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა ბელორუსიაში “თეთრების” კოორდინატორის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევისათვის. უახლოეს დღეებში თემურ შაშიაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ოსური დიასპორის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი სპორტსმენი გოჩა ზასოხოვიც მიიღებს. იხილეთ epn.ge
  23. http://vivafutbol.es/blogs/elblogmalaguista/files/2009/09/laporta.jpg“ბარსელონას” პრეზინდეტი ჟუან ლაპორტა კვლავ აქებს “ბარსელონას”. ლაპორტა კმაყოფილი დარჩა გუნდის თამაშითა და დაშედეგით. ასევე აღნიშნა პედრო როდრიგესის ძალიან ლამაზი გოლი. “გუშინ გუნდმა მორიგი ძალზე შთამბეჭდავი გამაჯვება მოიპოვა. მატჩის დაწყებისთანავე კატალონიელმა ფეხბურთელებმა ხელთ იგდეს უპირატესობა. “ბარსელონას” ეტყობოდა, რომ სურდა კარგი და სანახაობრივი თამაშით გამარჯვება”. “კიდევ ერთხელ მინდა შევაქო გუნდი. თითოეულმა ფეხბუთელმა ძალიან [...] სრულად ბარსამანიაზე
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/uzen-150x150.jpg უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს, საზოგადოებას რეფორმის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით კუბლაშვილმა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების გზაზე განაცხადი გააკეთა. “პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლეებისთვის” ამ სათაურის მიღმა, ყველა ის თეორიული და პრაქტიკული ნიუანსი მოიაზრება, რომლითაც მაგისტრატმა მოსამართლეებმა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის დროს შეიძლება იხელმძღვანელონ. მსგავსი ტიპის რეკომენდაციები უკვე გამოიცა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე კი რეკომენდაციების მომზადება და მისი გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო სასამართლოსთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც, რადგან ადმინისტრაციული სამართალი კერძო პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის არსებულ ურთიერთობებს აწესრიგებს. აღნიშნული რეკომენდაციები მოსამართლეებს დაეხმარებათ სწრაფად და კვალიფიციურად განიხილონ საქმეები და ამით მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გახადონ მართლმსაჯულება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2007-2009 წლებში სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ წარმოებული დავების 50 პროცენტზე მეტს ფიზიკური და იურიდიული პირები იგებდნენ. იხილეთ epn.ge
  25. http://barca.ru/gallery/albums/userpics/10001/normal_610x~3571.jpg“ბარსელონამ” გუშინ მორიგი გამარჯვება იზეიმა. “დეპორტივოს” დამარცხების (3:0) შემდეგ ჟურნალისტებმა ვიქტორ ვალდესს ჩამოართვეს მცირე ინტერვიუ. “ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. “დეპორტივოს” დამარცხება არც ისე იოლია.აღსანიშნავია პედროს მეორე გოლი. როდრიგესმა შესანიშნავად დალაშქრა მეტოქის კარი. მე დავინახე ალვეში, რომელმაც ძალზე სწრაფად გადაკვეთა მოედნის ნახევარი გავაკეთე გადაცემა. საბოლოოდ ბურთი პედრიტოს დარჩა და ცარიელი [...] სრულად ბარსამანიაზე
×
×
  • შექმენი...