planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გერმანიის ციხეში გარდაცვლილი დავით მარდიანის მშობლებმა და ახლობლებმა გერმანიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მარდიანის ოჯახის წევრებს გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ. გარდაცვლილის მშობლები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და სიმართლის დადგენაში View the full article
-
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფინანსური სექტორის სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად კავკასიის რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რატნა საჰაიმ კავკასიაში, ცეტრალურ აზიასა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში View the full article
-
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაიხურა. ვულკანის ამოქმედების შემდეგ კვამლი და ფერფლი დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და დანიაში გავრცელდა. სპეციალისტების განცხადებით, ვულკანის ფერფლი თვითმფრინავის ძრავას აზიანებს, რის გამოც აღნიშნულ ქვეყნებში საჰაერო სივრცე დაიხურა. View the full article
-
დიღმის მაჟორიტარი დეპუტატობის თანამდებობის მოსაპოვებლად ალიანსიდან საქართველოსთვის მემარჯვენე მანანა ნაჭყებია იბრძოლებს. ნაჭყებია დიღმის რაიონის მოსახლეობას დღეს ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. როგორც ნაჭყებიამ პირWელთან საუბრისას განაცხადა, ის ჰპირდება დიღმისა და მთლიანად თბილისის მოსახლეობას, View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/manjgaladze552-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტმა ცხადყო, რომ საქართველოს აშშ-ის ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს იყო უპრეცედენტო და ფართო სახის შეხვედრები. საქართველოს აქვს არა მარტო ამერიკის ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა. ეს პოზიცია ბარაქ ობამასთანაც და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისასაც დადასტურდა”, – განმარტა პრეს-სპიკერმა. მანჯგალაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვიზიტი ამერიკაში ერთი დღით შეწყდება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლეხ კანჩინსკის დაკრძალვაზე დასასწრებად ვარშავაში გაემგზავრება. ამის შემდეგ, პრეზიდენტი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდება და ვიზიტს გააგრძელებს. იხილეთ epn.ge
-
“მილანი” ცნობილია უკანასკნელი ამბები ლაზარეთიდან: ჯუზეპე ფავალი: ხვალ გაივლის სამედიცინო დახმარებას. ვარაუდობენ, რომ ფავალი კვირას “სამპდოროას” წინააღმდეგ შეძლებს თამაშს. მეთიუ ფლამინი: დღის მეორე ნახევაში ჩაიტარებს გამოკვლევას მარჯვენა მხარზე. ალეშანდრე პატო: გაივლის რამოდენიმე ტესტს, რათა დადგინდეს, თუ რამდენ ხანში შეძლებს ის “მილანელოზე” დაბრუნებას და , რათა გააგრძელოს აღდგენითი სამუშაობები. წყარო! milannews.it-ზე დაყრდნობით. ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
მოკლედ, ამ ბოლო დროს, ლეონარდო “ნამეტანი” ყურადღების ცენტრშია, რადგან “მილანი” არც ისე კარგ და სასურველ შედეგებს აჩვენებს, ბერლუსკონი უკმაყოფილებას გამოხატავს, შედეგად კი პრესა ავრცელებს ჭორებს, რომ ბრაზილიელს შეიძლება პოსტი დაატოვებინონ. ადრიანო გალიანი კი სხვაგვარად ფიქრობს: ” პრესა ავრცელებდა ჭორებს, რომ პაოლო მალდინი შეიძლებოდა დაბრუნებულიყო “მილანში”. მართალია, ის ცოტა ხანში შეიძლება რამე თანამდებობაზე დაინიშნოს გუნდში, მაგრამ ეს ამჟამად სიმართლეს არანაირად არ შეესაბამებოდა. ლეონარდოზეც მსგავსი სიტუაციაა. მას კონტრაქტი ჩვენთან 2011 წლამდე აქვს და ის არ წავა, სანამ კონტრაქტი არ დაუსრულდება. ყველაფერი მისი გაშვების შესახებ არის ჭორი. ჩვენ ახლა არ გვაინტერესებს ეს ჭორები, მხოლოდ გუნდის შედეგებზე ვფიქრობთ.” ასევე, ლეოს თანაშემწეს, მაურო ტასოტისაც აქვს იმედი, რომ ბრაზილიელი “მილანში” დარჩება. ” აზრზე არ ვარ, ( http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ) ლეონარდო დარჩება თუ არა “მილანის” მწვრთნელად შემდეგ სეზონში. ამჟამად ეს მხოლოდ თავად მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის ხელმძღვანელობამ იციან. მხოლოდ ერთი რამის გულწრფელად თქმა შემიძლია: მოხარული ვიქნები, თუ ის დარჩება. ის არაჩვეულებრივი, მოკრძალებული ადამიანი და ნიჭიერი მწვრთნელია. უბრალოდ მას ცოტა მეტი დრო სჭირდება”. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01468/glen_johnson_1468816c.jpg ”ასტონ ვილასთან” მიღებული ტრამვის გამო, ჯონსონმა ორი თვე გამოტოვა. ინგლისელი დაბრუნდა მარტში, მის დაბურნებამ კი საკმაოდ გააძლიერა რაფაელ ბენიტესის გუნდი. … ჯონსონი კმაყოფილია ფორმაში ჩადგომით და დარწმუნებულია, რომ თამაშიდან თამაშამდე საუკეთესო ხდება, განაცხადა “Sky Sport News-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”რათქმაუნდა რთულია ამდენი გამოტოვებული თამაშის შემდეგ ფორმაში ჩადგომა, საკუთარი ძალების კონცენტრირება და საჭირო კონდიციამდე მისვლა, ამისათვის საჭიროა დაუღალავი და დიდი შრომა.” მან ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ფერნანდო ტორესის დაბრუნებას. ესპანელმა ფორვარდმა ”ფულემთან” მატჩი გამოტოვა მუხლის ტრამვის გამო, რამაც ჯონსონი ძლიერ შეაშფოთა. სპეციალისტების ესპანეთში ვიზიტის შემდეგ, ფერნანდო ტორესს ტრამვა არ დაუდგინდა და გლენმა განაცხადა, რომ ”ფულემთნ” მატჩის დროს გუნდს აშკარად აკლდა ფერნანდო. ”ჩვენ გვაკლდა ტორესი, მას შეუძლია გოლი არაფრისგან შექმნას და ჩვენ ის ძალიან გვჭირდებოდა, მე ვფიქრობ ტორესი მალე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება.” დაამატა გლენმა. წყარო: myliverpool.ru View the full article
-
გუშინ “Tim” თასის ფინალის დროს, სადაც “მილანის” პრიმავერამ 2:0 სძლია “პალერმოს” პრიმავერას, თამაშზე იმყოფებოდა “მილანის” მწვრთნელიც ლეონარდო, რომელიც გულშემატკივრობდა პატარა მილანელებს. მას “სან-სიროზე” მოსვლისას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ და თამაშის დროსაც ისმოდა მის მიმართ გამამხვნელებელი სიტყვები, რაც ძალიან დაეხმარება მას ასეთ რთულ პერიოდში. წყარო! მატჩის შემდეგ ალექსანდე პატომ დაამშვიდა “როსონერის” გულშემატკივრები. ბრაზილიელ თავდამსხმელს ეკითხებოდნენ, თუ როგორ გრძნობდა თავს- მან გაიღიმა და უპასუხა: “ყველაფერი კარგადაა”. შეიძლება ჩვენ ის ვიხილოთ მოედანზე ამ სეზონშივე. წყარო! ორივე milannews.it-ზე დაყრდნობით. ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
http://cache.daylife.com/imageserve/0cR85J5buFgkX/610x.jpgესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც “ბარსა” “დეპორტივო” ძალზე იოლად დაამარცხა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ხარისხი: SATRip, ფორმატი: MP4 ენა: რუსული ხანგძლივობა: 52:02+49:25 ზომა: 819MB პირველი ტაიმი | მეორე ტაიმი სრულად ბარსამანიაზე
-
ჩვენს ბლოგზე კვლავ ტრივიას დროა – გთავაზობთ 10 შეკითხვას, რომელზე პასუხითაც თქვენ შეგიძლიათ ნიჭიერის მეხუთე ნახევარფინალური კონცერტის მოსაწვევები მიიღოთ! პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით. კითხვები: 1. დაასახელეთ 3 ტყუპი, რომლებიც მოხვდნენ “ნიჭიერის” ნახევარფინალში. 2. სულ რამდენი ნომერი აქვს მომზადებული ვასილ ხაჩიძეს? 3. რამდენი გოგონა ცეკვავს ჯგუფ “ფანტაზიაში”? 4. ვისი სიმღერა შეასრულეს ნახევარფინალში ბაბიმ და მარიმ? 5. რამდენი მოცეკვავე დაემატა თამარ კურდღელიას ნახევარფინალის ნომრისას? 6. ვინ დაამზადა ელენე ჩიხლაძის შანდალი? 7. რამდენი ხანია, რაც ილია მამაგულაშვილი და ჯგუფი მოზაიკა ჯექსონის ცეკვებზე მუშაობენ? 8. რამდენი წლისაა ნიჭიერის ყველაზე პატარა პარკურისტი? 9. საიდან არიან ნიჭიერის ნახევარფინალისტები, ვერკა და გიორგი? 10. რა მიუტანა საჩუქრად დათო რობაქიძემ ჟიურის წევრებს? კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. V ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას. სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს. nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti22-150x130.jpgმსჯავრდებულთათვის განაჩენის გამოტანისას ამჟამად მოქმედი შეკრებითობის პრინციპის შთანთქმის პრინციპით შეცვლის საკითხი ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება. ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპატრამენტის უფროსმა, ქეთევან ჩომახაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ჩომახაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად მრავალი ეტაპია გადასალახი, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებიც. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშშიც არის საუბარი. შეგახსენებთ, რომ სასჯელების შეკრებითობის პრინციპის გაუქმება პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას მიერ არის ინიცირებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fulebi2-150x130.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.7638 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი/ 1.7638 ლარი. რაც შეეხება ევროს, მის მიმართ ლარის კურსი 2.3898 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. Aქედან გამომდინარე, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო/ 2.3898 ლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli_banki023-150x130.jpgსაქრთველოს ეროვნული ბანკის 7-დღიან #15 რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. როგორც ”ესპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. საშუალო შეწონილი 5 პროცენტით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sub1-150x150.jpgკინოთეატრების მფლობელებს ექვსი თვიანი ვადა მიეცემათ, რომ კინოფილმების სუბტიტრებით გაშვებისთვის ტექნიკურად აღიჭურვონ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ’’ კანონპროექტის განხილვისას აღინიშნა. ფილმის კინოდარბაზში ჩვენება, მათ შორის დოკუმენტურის და ანიმაციური ფილმისაც, შესაძლებელი მხოლოდ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების პირობით იქნება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ირაკლი გოგილიძის განცხადებით, ფილმის პირველადი წარმოების ენაზე ჩვენება სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების პირობით ხელს შეუწყობს მაყურებლისათვის ხელოვნების ნიმუშის ორიგინალში სრულფასოვან აღქმას და უცხო ენების უკეთ გაგებას. ამასთან, აღნიშნულ პროექტთან ერთად განიხილეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში’’ ცვლილებები. ცვლილების პროექტით, ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმი არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება და/ან სუბტრიტრების პირობის დაუცველობა, 1500 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედების განმეორება – 3000 ლარით, ხოლო ამ ქმედების მესამედ და მეტჯერ განმეორება უკვე 10 000 ლარით დასჯადი იქნება. K კომიტეტის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის განცხადებით, კინოფილმების კინოდარბაზებში გაშვება უნდა მოხდეს წარმოშობის ენაზე სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით და ან ასევე, სახელმწუფო ენაზე დუბლირებით. წარმოდგენილი კანონპროექტის ვარიანტი კი კინოფილმების მხოლოდ სუბტიტრებით გაშვების ვალდებულების შემოღებას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
-
”კასტილიამ” კიდევ ერთი მატჩი გამართა ”სეგუნდა ბ-ში”, მათი მსხვერპლი ამჯერად, ”ლანზაროტე” აღმოჩნდა, ”ბლანკოსმა” მოწინააღმდეგე 4:1 გაანადგურა... იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.fcbarcelona.cat/web/thumbnails/199_150/Imatges/2009-2010/futbol/noticies/entrenaments/abril/2010-04-15_ENTRENO_01.JPG“დეპორტივოსთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” ვარჯიშები დRეს “სიუდად დეპორტივოზე” ადგილობრივი დროით 12 საათზე განაახლა. გუნდს დაუბრუნდა შვედი ცენტრფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ასევე იმყოფებოდა დღევანდელ ვარჯიშზე ერიკ აბიდალი. პირველი გუნდის ფეხბურთელების გარდა იმყოფებოდნენ ასევე “ბარსა ატელეტიკის” ფეხბურთელებიც: გაი ასულინი, ხორდი მასიპი და ლუკე. გუნდი ვარჯიშს ხვალ დილით “სიუდად [...] სრულად ბარსამანიაზე