planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8hJef7YBtI/AAAAAAAADjw/mIqXBlHGOb8/s200/111111_F_15.jpgდღეს, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის მედიაცენტრის უფროსმა მარინა დამენიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მათ პარტიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო. დამენიას თქმით მარტვილის რაიონში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ მუხურჩიდან კლიმენტი ფოჩხუა ადგილობრივი სამართალდამცავის ალიკა ბაჩილავას თავდასხმის ობიექტი გახდა. „15 აპრილს 16:00 საათზე მარტვილის ცენტრში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს კლიმენტი ფოჩხუას, ამის შემდეგ ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციის უფროსი ბონდო წოწერია და ფოჩხუა მივიდნენ პოლიციის სამმართველოში და შეხვდნენ უფროსის მოადგილე კახა ძიძიგურს. რასაკვირველია ვითარება გააცნეს, ძიძიგურმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა მოძალაე პოლიციელი, მან როგორცკი ჩვენი მოძრაობის წევრები დაინახა მათ ეცა და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა... უკვე მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვთ „სამართლიანი საქართველოსთვის“ წავრებზე თავდასხმის ფაქტი დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ინციდენტი არჩევნებს უკავშირდება. მივმართავთ მთავრობას და მოვუწოდებთ შეწყვიტონ ჩვენი მომხრეების დევნა და მოგვცენ საშუალება ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“ - განაცხადა მარინა დამენიამ.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://i.ytimg.com/vi/WpRcrcZCS08/2.jpgVideo: Metekhi - Mokheuri (Woman) Added by user: Sando Date: 16.04.2010 (4:02) Description: New Show Georgian Fire National Ballet Metekhi Potskhishvili. სრულად
-
ds View the full article
-
ცნობილი ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით კატალონიის "ბარსელონას" თავკაცები დაინტერესებული არიან "არსენალის" მარცხენა მცველ გაელ კლიშეს შეძენით. იხილეთ fanebi.com
-
ინტერი იუვენტუსის მოლოდინში View the full article
-
http://s13.radikal.ru/i186/1004/b3/1a7d1329abf0.jpg საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის მომავალ სეზონში გუნდში იხილოს ფრანგი მცველი გაელ კლიში, იტყობინება Marca. სააგენტოს ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა კმაყოფილი იყო გაელ კლიშის თამაშით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებში. ფრანგ მცველს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ “არსენალს” მარცხენა მცველის პოზიციაზე გიბსიც ჰყავს, თითქოსდა აადვილებს კლიშის [...] სრულად ბარსამანიაზე
-
უმრავლესობა თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას კვლავ არ ჩქარობს, რადგან მიაჩნია, რომ მერის პოსტზე მას ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი . როგორც დღეს სასტუმრო ქორთიარდ-მერიოტში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პარლამეტის ინტერფრაქციულ ჯგუფთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ View the full article
-
ეროვნული ფორუმის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. ამის შესახებ სანიკიძმე დღეს “პრაიმ-თაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და დასძინა, რომ ბიშკეკის მოვლენების გამეორებას თბილისში, ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება. View the full article
-
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველის ოფისში ხათუნა კალმახელიძისა და გიორგი ტუღუშის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე იმსჯელეს. ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ გარკვეული საკითხები გადაწყვეტილია, View the full article
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგიტა ჭეჟიამ და აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა კახა სურგულაძემ დღეს ბათუმში გამართეს. View the full article
-
ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. დახურული შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული ვითარება და ადმინისტარციული რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. View the full article
-
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი ეკლესიის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივით გამოდის. როგორც არსენიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, იგი ავსტრიაში იმყოფებოდა, სადაც ანალოგიური ინსტიტუტი არსებობს და იდეაც სწორედ ამის შედეგად გაუჩნდა . View the full article
-
მომავალი სასწავლო წლიდან ერევნის უცხო ენათა ინსტიტუტში ქართული ენის კათედრა გაიხსნება. გადაწყვეტილება ქართველოლოგიის კათედრის გახსნის შესახებ საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. View the full article
-
"ბოლონიას" ახალგაზრდა კიპერი, ემილიანო ვივიანო შესანიშნავ სეზონს ატარებს და შესაბამისად, მისდამი დიდი კლუბების დაინტერესებაც დღითიდღე იზრდება. ამის ნათელი მაგალითი, ფლორენციის "ფიორენტინაა", "ვიოლას" სელექციონერები 24 წლის იტალიელი მეკარის გადაბირებას, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შეეცდებიან. იხილეთ fanebi.com
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S8gyYp-a8eI/AAAAAAAADjo/_v-g9JB4rdg/s200/a699721087250de2b2f547c49efe32a9.jpgპოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დაკრძალვის თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელმა, იაცეკ საშინმა ადგილობრივ რადიოსადგურს განუცხადა, თარიღის შეცვლის მიზეზად აეროპორტების შეფერხებული მუშაობა სახელდება. მისი თქმით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ევროპულ ავიაკომპანიებს. სავარაუდოდ, ევროპის ცაზე გაფანტული ვულკანის ფერფლი ხელს შეუშლის სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირების პოლონეთში ჩასვლას. "გუშინ სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც დაკრძალვისა და სამგლოვიარო ღონისძიებებს ხელმძვანელობს, ვერ შეძლო შეთანხმება, გადაიდოს თუ არა დაკრძალვის ცერემონია. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას, შეიცვლება თუ არა დაკრძალვლის თარიღი, უახლოეს ხანში გამოვაცხადებთ." აღნიშნა იაცეკ საშინმა. პოლონეთისა და მისი მეუღლის დაკრძლვა 18 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://www.blaugranas.com/media/galeria/25/8/6/4/3/n_f_c_barcelona_la_cantera-713468.jpg თუ კი ესპანურ გამომცემლობას, Marca-ს დავუჯერებთ, მაშინ მადრიდის “რეალი” მოხარული იქნება თუ მის რიგებში იხილავს კატალონიური კლუბის ახალგაზრდა, მარჯვენა მცველს(მარჯვენა მცველის პოზიცია მისთვის ნომინალურია,მას დაცვის ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში ისე, როგორც მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. ავტ) მარკ ბარტრას. ბარტრა იმ 12 ფეხბურთელისგან ერთ-ერთია, რომლებსაც “ბარსელონას” მთავარ გუნდში ქონდათ დებიუტი, მთავარი მწვრთვნელის, პეპ [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/lex-kachenski-panashvidi1-150x150.jpgპოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დომენკო ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკისა და მთავრობის წევრების ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით თანაგრძნობისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის. დომენკოს ქართველი ხალხისადმი მიმართვას ქართული ტელევიზიები გაავრცელებენ. დომენკოს განცხადებით, ქართველი ხალხის თანადგომას იგი მათთან შეხვედრისას თვალებში კითხულობს. რაც შეეხება კატასტროფის მიზეზებს დომენკო აცხადებს, რომ იგი ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ტრაგიკული დაღუპვა უბედური შემთხვევა იყო. ,,ყველაფერი კეთდება, რომ დადგინდეს კატასტროფის მიზეზები’’, – აღნიშნავს ელჩი. ამასთან, პოლონეთის ელჩი ქართველ ხალხს მოუწოდებს პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაკრძალვის დღეს მათი სულებისთვის ილოცონ. შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავა. ავიაკატასტროფა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 10 აპრილს მოხდა. უბედურ შემთხვევას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკა, პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ემსხვერპლნენ. იხილეთ epn.ge