Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. პრაიმერისტების ეროვნული საბჭო ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. როგორც მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის საარჩევნო მდივანმა ვლადიმერ ბოჟაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დეპუტატობის ოპოზიციონერ კანდიდატებზე სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელების მხრიდან ძალადობამ, View the full article
  2. http://s50.radikal.ru/i127/1004/f5/c0263b874c3f.jpg არსენ ვენგერმა Arsenal TV-თან ისაუბრა ტოტენჰემთამ მატჩში ფეხბურთელების მიღებულ ტრავმაზე. ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ვერმაელენისთვის სეზონი დასრულდა, ხოლო დენილსონის თამაში უიგანთან შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. “ჩვენ კიდევ გვჩირდება დენილსონის შემოწმება. მას პრობლემები აქვს მუხლთან დაკავშირებით, ასე რომ მისის შემდეგი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ თამაშში დავკარგეთ სხვა ფეხბურთელები, გარდა ვერმაელენისა. ამ დროისთვის მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამის შესახებ. ტომასს პრობლემები აქვს კუნთის გაჭიმვაში და ამას გამოსაჯამრთებლად დასჭირდება 3 კვირა, ანუ მან სეზონი დაასრულა. ვენგერმა ასევე ისაუბრა რობინ ვან პერსიზე რამოდენიმე სიტყვა, რომელიც მოედანზე 5 თვეა არ გამოსულა. “მისი დაბრუნება ძალიან შესანიშნავია. ჩვენ წავედით დიდი რისკზე, იმიტომ რომ მას დიდი ხანია არ უთამაშია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად არის და მას უკვე შეუძლია რამოდენიმე თამაშის თამაში.” – განაცხადა ვენგერმა. View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Subeliani-Koba5-150x130.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას სთხოვს. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სუბელიანმა განაცხადა, მოსალოდნელი რეპრესიების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ჯანდაცვის მომსახურებით ვერ სარგებლობს. სუბელიანის ინფორმაციით, საქართველოში მკურნალობა ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებმა 25-მა მოქალაქემ გაიარა, თუმცა მათი ოჯახის წევრების მიმართ, სხვადასხვა სახით, რეპრესიები განხორციელდა. მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოსა და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლებს მოუწოდა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაისვას საკითხი, რომ შემუშავდეს მექანიზმი, რომლის მეშვეობიტაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მკურნალობის საშუალება უსაფრთხოდ მიეცემა. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Mikhail-Kvachrelishvili-150x150.jpgმარჯანიშვილის #16 ლიფტის შახტაში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი სოხუმის თეატრის მსახიობი მიხეილ ქვაჭრელიშვილი აღმოჩნდა. გარდაცვლილის გვამი მუშებმა აღმოაჩინეს და ამ ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება, საქმეს ძველი თბილისის რაიონის პოლიცია იძიებს. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. გარდაცვლილს თან საფულე და მობილური ტელეფონი ქონდა. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/33333333333333-150x150.jpgსტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “ტელეიმედის” ყოფილი ჟურნალისტები 7 ნოემბერს მათზე ძალის გამოყენებასა და მორალური და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას ასაჩივრებენ. სტრასბურგში ტელე-რადიო კომპანია “იმედის“ ჟურნალისტების: გიორგი ახვლედიანის, ანა გოგიგჩაიშვილის, ჯონი კალანდაძის, ირაკლი მოსეშვილის, დიანა ტრაპაიძის და რადიო “იმედის “ კორესპოდენტის ნინო ცხვარაშვილის საჩივარია შესული. ჟურნალისტები 2009 წლის 7 ნოემბერს, თბილისში რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი მანიფესტის დროს ძალის გამოყენებას და მოგვიანებით, ტელეკომპანიის ოფისში შესვლას და დარბევას ასაჩივრებენ, რითაც ჟურნალისტებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღეს. მოსარჩელეები საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ მუშაობას და ევროკონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევასაც ასაჩივრებენ. კერძოდ: არადამიანურ მოპყრობას. საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის “ მიერაა მომზადებული. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია აცხადებს 7 ნოემბერს დაზარალებული ჟურნალისტების საჩივრების მომზადება გრძელდება. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tetrebi3-150x150.gifთელავის ბავშვთა სახლის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია “ექსპრესნიუსს” ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” პრესსამსახურმა მიაწოდა. .როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა აღმზრდელმა თამარ ბესაშვილმა განუცხადა, დირექტორმა ისინი ატესტაციაზე მოტყუებით გაგზავნა. მისივე თქმით, გაჩუმების შემთხვევაში, გუბერნატორის დავალებით, დირექტორი მათ სამსახურში აღდგენას დაპირდა, მაგრამ მხოლოდ ორი – სამი თვით. „დირექტორმა გვითხრა, ტრენინგზე მიდიხართო და სინამდვილეში ატესტაციაზე აღმოვჩნდით. 8 თანამშრომელი გაგვათავისუფლეს. სამსახურში მხოლოდ თავისი ახლობლები და ნათესავები დატოვა. მისამართიც კი არ მოგვცა, სად უნდა გაგვესაჩივრებინა გათავისუფლების ბრძანებები. ეხლა გვითხრა, ხელშეკრულებას გუბერნატორის ბრძანებით 2-3 თვით გაგიგრძელებთო, წინასაარჩევნოდ რომ გაგვაჩუმონ და მერე ისევ გაგვყრიან“, – აღნიშნა ბესაშვილმა. თელავის ბავშვთა სახლის დირექტორის ბესიკ აივაზაშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილი ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება. „ხელშეკრულება 35-ვე თანამშრომელს გაუფორმდება, თუმცა რა ვადით, ამას სააგენტო გადაწყვეტს, ვისაც ვექვემდებარებით. დიახ, გუბერნატორი ამის შესახებ საქმის კურსშია, მაგრამ ის არაფერში ჩარეულა“, – განაცხადა აივაზაშვილმა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010021111236-150x150.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 9 წლის მოზარდის მკვლელობისთვის 10 წლიანი პატიმრობა უცვლელი დატოვა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, 15 წლის მსჯავრდებულებს ბრალი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედებათ. 2009 წლის აგვისტოს თვეში 15 წლის არასრულწლოვანებმა ჯართის შეგროვებაში დახმარების საბაბით, 9 წლის მოზარდი მოტყუებით ჩაიყვანეს მიტოვებულ სარდაფში, შეუკრეს ხელ-ფეხი და მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირი დაამყარეს. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მათ გაუპატიურებული მცირეწლოვანი თავში სამშენებლო ბლოკის ნატეხის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლეს. პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს და გამართლება ითხოვეს. სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზით, უტუარად დადასტურებულად მიიჩნია, არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სასჯელის ზომად მსჯავრდებულების ასაკის გათვალისწინებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო წესით მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/subeliani-da-devnilebi-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილები, რომლებმაც სათანადო კომისია უკვე გაიარეს საკომპენსაციო თანხას 10 ათასი დოლარის ოდენობით მაისში მიიღებენ. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სუბელიანმა განაცხადა, კომპენსაციის მოთხოვნით არსებული 200 პრობლემური განცხადებიდან 60 პროცენტი უკვე დაკმაყოფილებულია, თუმცა დანარჩენებს კომისიის დამატებითი მესამე ტურის გავლა მოუწევთ. სუბელიანის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კომპენსაციის მიღების მიზნით, ხდება ფიქტიური განქორწინებები, ასევე კომპენსაციას ითხოვენ ისეთი ოჯახები, რომლებიც უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხდება მსგავსი შემთხვევების შესწავლა. მინისტრის განმარტებით, ნათესავებთან ან ქირით მცხოვრები დევნილების მიერ საცხოვრებლის ნაცვლად საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში კი, აქცენტი განსახლებაზე გაკეთდება. სუბელიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის შემდეგ, თანხის არასწორი მოხმარების გამო ოჯახები ისევ ქუჩაში დარჩნენ, თუმცა, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ, ცალსახად უარი არ არის ნათქვამი აღნიშნული კატეგორიის დევნილებისათვის კომპენსაციების გაცემაზე და ასეთი შემთხვევები იქნება დიდი გამონაკლისი. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/16.jpegვარშავა დაინტერესდა, ჩამოვარდნილ ტუ-154 თან გადაღებულ ვიდეოთი, რომელზეც სროლის ხმა ისმის. ინტერნეტ საიტზე “youtube” ტუ-154 სმოლენსკთან ჩამოვარდნიდან რამოდენიმე წუთში გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. მასზე პრეზიდენტის ლაინერის ცეცხლაკიდებული ნამსხვრებები ჩანს და 4 სროლის ხმა ისმის, იუწყება გერმანული გაზეთი “Sueddeutsche Zeitung” დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის დაცვის იარაღის პატრონების აფეთქების ხმებია. ამას ისიც ემატება, რომ კატასტროფის ადგილთან მიმდებარე ტერიტირიის მაცხოვრებლებს სროლის ხმა არ გაუგიათ. აქტუირად განიხილება თეორია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ლაინერის კატასტროფა შესაძლოა ტერაქტი ყოფილიყო, და მის ორგანიზებაში ძირითადან პოლონეთს ადანაშაულებენ, კერძოდ კი კაჩინსკის შიდაპოლიტიკური მოწინაამღდეგის პოლონეთის პრემიერის ტუსკის გუნდში. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერმა ავიაკატასტროფა განიცადა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, რთული მეტეოროლოგიული პირობების გამო ტუ-154 აეროდრომთან მიმდებარე ხეებს კუდი გაკრა. თვითმფრინავის ბოტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა: პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ქვეყნის მაღალჩინოსნები, არც ერთი არ გადარჩა. იხილეთ epn.ge
  10. ამ სიახლეში ნახავთ სერხიო რამოსის კომენტარს გუშინდელი მატჩის შემდეგ. იხილეთ realmadrid.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/telavis-bavshta-saxli-150x150.jpgთელავის ბავშვთა სახლის თანამშრომლები დირექტორმა მოტყუებით, ნაცვლად ტრენინგისა, ატესტაციაზე გაგზავნა როგორც “ექსპრესსნიუსს” “თეთრების” პარტიიდან აცნობეს თანამშრომლები დირექტორმა მოტყუებით, ნაცვლად ტრენინგისა ატესტაციაზე გაგზავნა. რის შემდეგაც სამსახურიდან 8 თანამშრომელი გაანთავისუფლეს და ბავშვთა სახლში მხოლოდ დირექტორის ნათესავებს შეუნარჩუნდათ. ბავშვთა სახლის ერთ-ერთი აღმზრდელის თამარ ბესაშვილის განცხადებით გაჩუმების შემთხვევაში, გუბერნატორის დავალებით, დირექტორი მათ სამსახურში აღდგენას დაპირდა, მაგრამ მხოლოდ ორი – სამი თვით. რასაც ისინი წინასაარჩევნოდ აყალმ-აყალის ატეხვის საფრთხის გამორიცხვას უკავშირებენ და აცხადებენ რომ, არჩევნების დამთავრების მერე მათ ისევ უმუშევრობა ემუქრებათ. საპირისპიროს ამბობს თელავის ბავშვთა სახლის დირექტორი ბესიკ აივაზაშვილი და აცხადებს რომ, სამუშაო ადგილი ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება. თუმცა რა ვადით, ვერ აკონკრეტებს და აცხადებს რომ ამას სააგენტო გადაწყვეტს, რომელსაც ბავშვთა სახლი ექვემდებარება. აივაზაშვილმა აქვე დასძინა რომ, გუბერნატორი ამის შესახებ საქმის კურსშია, მაგრამ ის არაფერში ჩარეულა. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Subeliani-Koba4-150x130.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, ქირით მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სუბელიანმა განაცხადა, აფხაზეთიდან დევნილი ის ოჯახები, რომლებიც წლების მანძილზე ქირით ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, ქალაქის გარე უბნებში განსახლებას იოლად ვერ შეეგუებიან. მისი თქმით, ნათესავებთან ან ქირით მცხოვრები დევნილებისათვის ბინათმშენებლობის პროცესი იქნება პრიორიტეტული, თუმცა ეს იქნება ქალაქის შემოგარენში და არა ცენტრში, თუმცა აღნიშნული კატეგორიის დევნილების რეგიონიდან რეგიონში გადასახლება არ მოხდება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანადგომა პარლამენტსა და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლებს სთხოვა. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri9-150x130.jpgაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. დღეიდან მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად მიიღონ. პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგიტა ჭეჟიამ დღეს ბათუმში გამართა. “დისტანციურ მომსახურებასთან ერთად, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებითაც. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს”,- განაცხადა გოგიტა ჭეჟიამ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს. ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini34-150x150.jpgპირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში მომავალი სასწავლო წლიდან ერევნის უცხო ენათა ინსტიტუტში ქართული ენის კათედრა გაიხსნება. გადაწყვეტილება ქართველოლოგიის კათედრის გახსნის შესახებ, საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა დღეს, განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლისთვის სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს. როგორც შაშკინმა განაცხადა, წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება ზოგადი უნარების ტესტის საფუძველზე მოხდება. “წარმატებული აბიტურიენტები უმაღლეს საგნამანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გაივლიან, რაც მათ საშუალებას მისცემს სასურველ სპეციალობებზე სწავლა ქართულ ენაზე განაგრძონ” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისივე განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რათა ხელი შეუწყოს სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და ზრდასრული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა, მათ შორის ეთნიკურად სომეხთა, სამოქალაქო ინტეგრაციასა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობების გაფართოებას. “ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადები, ასევე მოხდება ორი ქვეყნის მოსწავლეთა დ სტუდენტთა ჩართვა გაცვლით სასწავლო პროგრამებში” – აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასევე ინიცირებულ იქნა პროგრამა -”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. მინისტრის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარეობს არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. მუდმივად ხდება სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. იხილეთ epn.ge
  15. როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიის ერედივიზიონის დასრულებამდე სულ ორი ტური დარჩა. ჩემპიონატის ლიდერი "ტვენტე" კი ძალზედ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. იხილეთ fanebi.com
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ruseTis-droSaaaa1-150x130.jpgრუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მშვიდობიანი ჩატარებისთვის თბილისთან ნელ – ნელა ურთიერთობის მოწესირგებას იწყებს. ამის შესახებ, ამერიკული გამომცემლობა “new week- ი” წერს. აგვისტოს კომფლიქტიდან წელიწად ნახევრის შემდეგ რუსეთის ფედერაცია და საქართველო ფორმალურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა ნელ – ნელა რიგდებიან. ამის დამადასტურებელი არის საკონტროლო გამშვები პუნქტის ყაზბეგი- ზემო ლარის გახსნა. პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემის გაფართოება. ”ურთიერთობების დათმობა რუსეთის სოჭის ოლიმპიადის მშვიდობიანი ჩატარების უდიდესი სურვილითაა გამოწვეული, ამიტომ მოსკოვი თბილისს მშვიდობის შენარჩუნებისთვის ეკონომიკურ სტიმულს აძლევვს,” – ნათქვამია სტატიაში. “new week” – ის აზრით, მოსკოვს პირველ რიგში სოჭში ტერაქტების დიდი ალბათობა აწუხებს, მაგრამ იმისთვის რომ უზრუნველჰყოს მშვიდი ოლიპმიადა პრეზიდენტმა მედვედევმა ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ტერორიზმთან ჩვეულებრივი ბრძოლა, რომელიც რუსეთში ჩვეულებრივი მეთოდებით ანუ ეჭვმიტანილების ლიკვიდაციით ხორციელდება. საქართველოსთან შერიგება კავკასიაში შერიგებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/122121211-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველის ოფისში ხათუნა კალმახელიძისა და გიორგი ტუღუშის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე იმსჯელეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მეტი გამჭვირვალობისთვის ომბუდსმენის აპარატთან დიალოგს მომავალშიც განაგრძობს. ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ გარკვეული საკითხები გადაწყვეტილია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით კი შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციალურ სისტემაში მეტი პროგრესის მიღწევას. მინისტრის თქმით, დასავლური სტანდარტების დანერგვის მიზნით გატარებული რეფორმები სახალხო დამცველის 2010 წლის მოხსენებაში აისახება. თავის მხრივ, გიორგი ტუღუშმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებულ პრობლემებზე საუბარი მინისტრის ინიციატივით შედგა. იხილეთ epn.ge
  18. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახარებული იყო, გუშინდელი გამარჯვებით და მატჩის შემდგომ მცირე კომენტარიც გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  19. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახარებული იყო, გუშინდელი გამარჯვებით და მატჩის შემდგომ მცირე კომენტარიც გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  20. ლა ლიგის კომიტეტმა დაადგინა ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის თარიღები. მადრიდის ”რეალი” 24 აპრილს ”სარაგოსას” ესტუმრება. ეს მატჩი ადგილობრივი დროით 20:00-ზე (თბილისის დროით 22:00-ზე) დაიწყება. იხილეთ realmadrid.ge
  21. პარასკევის პრესკონცერენციაზე მარსელომ თქვა, რომ "რეალი" არ ფიქრობს ფარ-ხმლის დაყრას და ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას. იხილეთ realmadrid.ge
  22. არსენალის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს არ ესმის თუ რატომ საუბრობენ გამუდმებით ფაბრეგასის ესპანეში წასვლაზე... View the full article
  23. სტატიაში შემოგთავაზებთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32 ტურის შედეგებს. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...