planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ოფიციალური თბილისი იერუსალიმში რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროსა View the full article
-
უკრაინა სუამ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ სუამ-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ხელისშეშლა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებით იყო გამოწვეული . View the full article
-
თეთრი მოძრაობის ლიდერის თემურ შაშიაშვილის მტკიცებით, პოლიციელების უყურადღებობის გამო გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრებ იოსებ ელისაშვილის ოჯახს ერთი თვის ბავშვი სახლიდან გახიზნული ჰყავს. როგორც შაშიაშვილი აცხადებს, ელისაშვილებს 2 მარტს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული გადაუწვეს View the full article
-
დედოფლისწყაროში ორი სოფელი ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა. სოფელი მირზაანი მაჩხაანს გამოეყო, ხოლო მეორე - ფიროსმანი - სამთაწყაროს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაწყვეტილებას მოსახლეობის დაჟინებული თხოვნით ხსნიან და ამბობენ, რომ ცვლილება სოფლების ყოფითი პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. View the full article
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ნალბანდოვი ეკვადორსა და ბოლივიას ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/blog/maia_toradze/imnaishvili_ir_01.jpg{jathumbnail off}როცა საზოგადოებას ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროება ემუქრება, მხოლოდ მაშინ ჩნდება და აკადემიური სიმშვიდით გვიხსნის, რომ ნებისმიერ ავადმყოფობას არა პანიკით, არამედ ცოდნით უნდა ვებრძოლოთ... polity.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha2-150x131.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს გაეროს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის შეხვდება. გრიგოლ ვაშაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია 14-16 აპრილს ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები გაერო-სთან ავსტრალიის, აშშ-ს, ახალი ზელანდიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეთიოპიის, ესპანეთის, ინდოეთის, კოლუმბიის, კოსტა-რიკის, პაკისტანის, პარაგვაის, პერუს, საფრანგეთისა და ჩილეს მუდმივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან. მინისტრმა ასევე გამართა მრავალმხრივი შეხვედრები აფრიკის კავშირის, ევროკავშირის, კარიბის ზღვის აუზის, სუამ-ის, ოკეანეთის და არაბული ლიგის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშაძე აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისის დირექტორს უდო იანცს შეხვდა. სადაც საუაბარი გაეროში საქართველოს მომავალი გეგმების, ჟენევის მოლაპარაკებების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საცხოვრებელი პირობების შესახებ იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო ლექცია გამართა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სადაც მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Mikhail-Kvachrelishvili1-150x150.jpgსოხუმის თეატრის მსახიობს მიხეილ ქვაჭრელიშვილს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 20 აპრილს დაკრძალავენ. მსახიობს ყვარელში დღეს, 16:30 საათზე გადაასვენებენ. მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი 16 აპრილს თბილისში, მარჯანიშვილის 16-ში, მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე კორპუსის ლიფტის შახტაში იპოვეს. გარდაცვლილი 4 აპრილიდან დაკარგულად ითვლებოდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/CESKO1.jpgცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. შეხვედრაზე ცესკო ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შედეგებსაც წარადგენს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგების წარდგენის ვადა 10 აპრილს ამოიწურა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ცესკოში დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც ელიან. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს მზადებას განიხილავენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wigni1.jpegკულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში დღეს წიგნის „დამაკვირდი“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი 1948 წელს გამოცემული წიგნის ასლს წარმოადგენს, რომელიც უნიკალურია თავისი მნიშნელობითა და შინაარსით და მოიცავს ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ გაზეთ ,,ივერიაში” სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმებს, შეკრებილს ავტორის- ალექსანდრე სიგუას მიერ. ერთ პატარა წიგნში თავმოყრილი მრავალი ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის გამონათქვამი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს უკავშირდება და მკითხველს ბევრ საინტერესო ნააზრევს სთავაზობს. ,,დამაკვირდი” აფორიზმების კრებულია, რომელშიც აბელარის, ავრელიუსის, ბაირონის, ალექსანდრე დიუმას, ვოლტერის, გიდე მოპასანისა და სხვათა ბრძნულ გამონათქვამებს იხილავთ. წიგნი გამომცემლობაში ,,სიესტა” დაიბეჭდა და პრეზენტაციის დროს ის საჩუქრად გადაეცემა კულტურის სამინისტროში მოწვეულ სტუმრებს- მწერლებს, პოეტებს, გამომცემლებსა და სხვა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ პროგრამა ,,ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის” ფარგლებში, ,,დამაკვირდი” მეორე წიგნია (გასულ წელს გამოიცა ი. გრიშაშვილის –,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა”), ანუ უნიკალური გამოცემის ასლი. კულტურის სამინისტროს დახმარებით კიდევ რამდენიმე, ჩვენი დროისთვის თითქმის დაკარგული და მნიშვნელოვანი წიგნის აღდგენა და გამოცემა იგეგმება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/NIKA-IVANISHVILI1-150x150.jpgსახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, თბილისის მერს გიგი უგულავას და დევნილთა და განსახლების მინისტრს ბატონ კობა სუბელიანს, სასტუმრო “უშბაში” მცხოვრები დევნილბის პრობლემების მოგვარებას სთხოვს. საკითხთან დაკავშირებით ნიკა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო “უშბაში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოსახლებას და ადგილზე მცხოვრებ დევნილებს მიმართვის ტექსტი გააცნო. ივანიშვილი ამბობს, რომ სასტუმროში ანტისანიტარია და სინესტეა, დევნიელები არ იღებენ არანაირ დახმარებას, მათ შორის არც პირველი ჯგუფის მწოლიარე ინვალიდები. “სასტუმროში გამრიცხველიანება არ არის ჩატარებული, რაც იწვევს მობინადრეთა შორის მუდმივ დაძაბულობას და დავებს, შენობის ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ეზო სავსეა ნაგვით, ახლომახლო არ არსებობს არანაირი სკვერი და ელემენტარული გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის,”_ აცხადებს ივანიშვილი. მისი თქმით, `უშბას~ ბინადრებს არასდროს უსარგებლიათ შეღავათებით ჯანმრთელობის დაცვის ან მედიკამენტების შეღავათიან ფასებში მიღების კუთხით, რის გამოც ის ხელისუფლებას `უშბას~ შენობაში მცხოვრები დევნილებისათვის ელემენტარული პირობების შექმნას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას სთხოვს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/plane-travel-150x150.jpgავიაგადამზიდების ევროპელი პილოტები საავიაციო ადმინისტრაციისგან ფრენების აკრძალვების გადაწყვეტილებას გადახედვას მოითხოვენ. მფრინავები ამბობენ, რომ ფერფლის ღრუბელი საფრთხეს აღარ უქმნის ავია-მიმოსვლის უსაფრთხოებას. ავიაგადაზიდვები ევროპაში ცაში გაბნეული ფერფლის ღრუბლის გამოა შეჩერებული, რომელიც ისლანდიაში, ვულკან ეიაფიადლაიოკულდლიდან ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევიდან დღემდე 63 ათასამდე რეისი იქნა გადადებული, რამაც საავიაციო კომპანიებს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა. დღემდე დახურულია დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, გერმანიის, ბელგიის, ავსტრიის, შვეიცარიის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, უნგრეთის, ჩრდილოეთ იტალიის, ესპანეთის ნაწილის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ბულგარეთის და პოლონეთის საჰაერო სივრცე. ამის მიუხედავად, ევროკავშირის კომისარი ტრანსპორტის საკითხებში სნიმ კალლასი აცხადებს, რომDდღეს ნახევარი ევროპის საჰაერო სივრცე ფრენების განსახორციელებლად უკვე უსაფრთხოა. ფრენებზე შეზღუდვა შეეხო თბილისის საერთაშორისო აეროპორტსაც. ავია-მიმოსვლა ევროპის მიმართულებით უკვე 4 დღეა არ ხერხდება. თბილისიდან ფრენები დღეს მხოლოდ ხუთი მიმართულებით განხორციელდება. ავიარეისები შესრულდება თელ-ავივის, სტამბულის, კიევის, დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით. ფრენებს “თურქეთის ავიახაზები” და ქართული კომპანია “აირზენა” შეასრულებენ. სხვა მიმართულებით ფრენები კვლავ შეზღუდულია. რაიმე ცვლილება ხვალამდე მოსალოდნელი არ არის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini36-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში, დღეს, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტის გახსნას დაესწრებიან. პროექტი პილოტურია და ამ ეტაპზე ასეთი კაბინეტები რუსთავის, მცხეთის და თბილისის 15 სკოლაში გაიხსნება. სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტი დღეს 12:30 საათზე გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kachinski.jpegჩვენთვის, ქართველებისთვის ლეხ კაჩინკი გმირი იყო. გმირი მაშინ ხდება ადამიანი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ყველა ვერ იზამდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კრაკოვის ქუჩებში გავიდა და ერთ-ერთ პოლონურ არხს ინტერვიუ მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინკის გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთში, პრეზიდენტის დაკრძალვაზე მისი ყოფნა, ლეხ კაჩინსკისა და კაცობრიობის წინაშე მისი ვალი იყო. ~ჩვენთვის, ქართველებისთვის ლეხ კაჩინკი გმირი იყო. გმირი მაშინ ხდება ადამიანი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ყველა ვერ იზამდა. არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება მსოფლიოში, მე აქ უნდა ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ვალი მის წინაშე, არა, უფრო კაცობრიობის წინაშე~, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, მომხდარი ტრაგედიის გამო, ქართველი ხალხი ძალიან წუხს. მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პოლონეთის პრეზიდენტის და მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ კრაკოვის ქუჩებში გავიდა და პოლონურ ტელეარხს სწორედ იქ მისცა ინტერვიუ. პოლონელები საქართველოს პრეზიდენტს ოვაციით და ტაშით შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა კრაკოვში ეროვნული გმირის წოდების ორდენი ჩაიტანა, რომელიც ლეხ კაჩინსკის გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა. ჯილდო დაღუპული პრეზიდენტის ძმას იაროსლავ კაჩინსკის გადასცა. ქართული ორდენი დარკძალვის წინ ლეხ კაჩინკის სასახლეს დაადეს. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პირველი ლედი მარია კაჩინსკა ქალაქ კრაკოვში, ვერცხლის ზარების კოშკთან, ვაველის სასახლის კათედრალურ ტაძარში გუშინ დაკრძალეს. სასახლეში გამართულ ცერემონიას მხოლოდ კაჩინსკის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. უცხოური დელეგაციებიდან კი მარტო საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. პოლონეთში დაკრძალვაზე დასასწრებად მიხეილ სააკაშვილს შეერთებული შტატებიდან რამდენიმე ქვეყნაში ჩასვლა მოუწია. შემოვლითი გზებით იგი ჯერ რომში ჩაფრინდა, შემდეგ ის იტალიაში, თურქეთში და უკრაინაში გადაფრინდა, რის შემდეგაც უკვე პოლონეთში ჩაფრენა მოახერხა. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. იგი ვაველის სასახლეში გუშინ, პოლონეთის მეფეებისა და ეროვნული გმირების გვერდით დაკრძალეს. იხილეთ epn.ge
-
18 აპრილს „ალიანსმა საქართველოსთვის“ ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე დაასახელა. „სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობებში ხელისუფლების დამარცხება იოლი იქნება. მოვუწოდებ ამომრჩევლებს, ნუ დარჩებიან სახლებში, რადგან მაღალი აქტივობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo013-150x126.jpgსაკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროზე განსახილველ საკითხთა შორისა რამდენიმე ინიციატივაა, მათ შორის კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ. კანონის მიხედვით, სამზრუნველო დაწესებულებებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ბავშვებს კუთვნილი სუბსიდიები და პენსიები აღარ დაექვითებათ. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკითხების უმეტესობა მესამე მოსმენით განიხილება და სარედაქციო ცვლილებები განხორციელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qumaritashvili1-120x150.jpgვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების შესახებ ციგის საერთაშორისო ფედერაცია ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ორგანიზაციამ ანგარიში უკვე წარუდგინა. დოკუმენტის ზუსტი შინაარსი მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოქვეყნებამდე დოკუმენტი ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს გაეგზავნებათ. კანადური პრესის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანგარიშზე კომენტარის გაკეთებამდე ორგანიზაციამ ზედმიწევნით შეისწავლა მომზადებული კვლევა. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასას, სადაც ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, სერთიფიკატი ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიამ, რუსეთის საციგაო ფედერაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ტრაგიკულ მოვლენას და ტრასის გაუმართაობას მაშინ მსოფლიო მედია გამოეხმაურა. საერთაშორისო პრესამ მომხდარში ორგანიზატორები დაადანაშაულა. “სჯეროდათ რომ ტრასა უსაფრთხო იყო, რატომ ააგეს ასე სწრაფად უფრო მაღალი ჯებირი? რატომ გაანახლეს ყინულის საფარი? რატომ ამონტაჟებდნენ ლითონის ბოძებს დაგვიანებით? განსაკუთრებული ცინიზმი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდეთ – ისინი ცდილობდნენ ოლიმპიური თამაშები სასამართლო დავისგან დაეცვათ და ამ პროცესში, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით თავს ესხმოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელზეც იცოდნენ, რომ საკუთარი თავის დაცვას ვეღარასდროს შესძლებდა. არც ერთი სპორტული ორგანიზაცია, ვიდრე სპორტსმენს არ დაკრძალავენ, არ უნდა აცხადებდეს რომ მთელი პასუხისმგებლობა მის დაღუპვაზე მხოლოდ მას ეკისრება,”- იუწყებოდა ტრაგედიის დროს ტელეკომპანია CNN. “როგორც სჩანს, მორიგი დაშვების დროს, სპორტსმენი მე-15 მოსახვევს გვიან მიუახლოვდა და საკმარისი კომპენსაცია ვერ მოახდინა იმისთვის, რომ სწორედ შესულიყო მე-16 მოსახვევში. ამას მე-16 მოსახვევში მისი დაგვიანებით შესვლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი შეეცადა პრობლემის გამოსწორებას მან საბოლოო ჯამში ციგაზე კონტროლი დაკარგა, რაც ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. (ამ საციგაო ტრასის) ტექნიკურმა ზედამხედველებმა ყურადღებით შეისწავლეს სპორტსმენის მიერ განვლილი გზა და დაასკვნეს, რომ არ არსებობს იმაზე ფიქრის არანაირი საფუძველი, რომ ინციდენტი ტრასის გაუმართაობას მოჰყვა”,- ეწერა განცხადებაში, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ოლიმპიურმა საორგანიზაციო კომიტეტმა და მოციგავეთა საერთაშორისო ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა. “ზედმეტად სწრაფი ტრასა იყო, მსგავსი კონსტრუქციის მშენებლობის გადაწყვეტილება სერიოზული შეცდომა იყო. ტექნიკური დეტალების ძიებას აზრი არ აქვს, ფაქტი სახეზეა და ეს ტარგედიაა”- წერდა გავლენიანი გამოცემა The Washington Post. “ეს ტრაგიკული შემთხვევა სერიოზულ შეკითხვებს ბადებს იმასთან დაკაშირებით, თუ რატომ არ გაითვალისწინეს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები ტრასის გაუმართაობის შესახებ”, -ნათქვამია `გლოუბ ენს მედის` სტატიაში. აქვე მითითებულია, რომ არსებობდა გარკვეული საფრთხე სპორტსმენებისათვის ვისტლერის სასრიალო ტრასების დაქანებებსა და მოსახვევებში, რისთვისაც ორგანიზატორებს ყურადღება უნდა მიექციათ. ისეთ ექსტრემალურ სპორტშიც კი, როგორშიც ასპარეზობდა ნოდარ ქუმარიტაშვილი, რისკის დაშვებული საზღვრები არსებობს. გამოცემა “დი პროვინსი” კი მომხდართან დაკავშირებით მიუთითებდა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონიაში ცვლილებები დაუყოვნებლივ შეიტანეს. გამოცემის განმარტებით, ქართველი მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ტრასის გაუმართაობისა და იმ ფაქტის გამო, რომ სპორტსმენები ტრასაზე დასაშვებზე დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. “მას მერე, რაც ათსაათიანი “ძალიან ინტენსიური” გამოძიების შემდეგ დაჟინებით ამტკიცეს, რომ ტრასა დაცული იყო, ზუსტად იმ მოსახვევთან, სადაც ქუმარიტაშვილი დაიღუპა, მაღალი ხის კედელი ააშენეს. გარდა ამისა, საფინიშო ხაზამდე განლაგებულ, მანამდე შიშველი მეტალის ბოძები რბილი მასალით შეფუთეს და სტრატის ადგილიც შეცვალეს ისე, რომ სპორტსმენების სიჩქარეს ტრასაზე ეკლო. როდესაც ამ ნაჩქარევმა ნაბიჯები კითხვები გააჩინა, მათ განაცხადეს, რომ ყველაფერი ეს ქუმარიტაშვილის თანაგუდელებისა და მეტოქეების ემოციური მდგომარეობის გამო გაკეთდა – ყალბი თანაგრძნობა, რომელსაც თვით New York Times-მა თვალთმაქცობა უწოდა” –ასე შეაფასა მომხდარი ტრაგედია გამოცემამ Z-net. ჟურნალისტი დეივ ზირინი წერდა, რომ ოლიმპიადის გახსნისნისადმი მიძღვნილი ცერემონიის მიჯნაზე ქუმარიტაშვილი იმ ტრასაზე ვარჯიშისას დაიღუპა, რომელსაც ბევრი ექსტრემალურად სახიფათოდ მიიჩნევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეს ტრასა გაიხსნა და მისმა მშენებელებმა განაცხადეს, რომ ის “უფრო სწრაფი, უფრო დამრეცი და უფრო დაძუბალია, ვიდრე ისტორიაში აქამდე არსებული რომელიმე ტრასა”. ქუმარიტაშვილის შიშს სხვა მოციგავეებიც იზიარებდნენ. მოციგავე შეერთებული შტატებიდან მარკ გრიმეტი ქუმარიტაშვილის დაღუპვის წინა დღეს ამბობდა: “მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, ძალიან მივუახლოვდით მიჯნას”. ბობ სტორიმ ბობსლეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი დასძინა, რომ “ეს არ იყო ტექნიკური გადაწყვეტა. ეს კომერციული გადაწყვეტა იყო”. Z-net –ის განმარტებით, რაც უფრო მეტი მოციგავე ჩიოდა გარდაუვალ საფრთხეზე, მით უფრო ნაკლებად უგდებდნენ მათ ყურს. ჰანა კემპებლ-პეგი ავსტრალიიდან ასეთ კომენტარს აკეთებდა – “ტრასაზე დაყრილ პატარა ლემინგებად მივაჩნივართ? საავირო სიტუაციების გამოსაცდელი მანეკენები ვართ?”. იტალიელ არმინ ზოგელერსაც კი, მოფლიოს პირველ მოციგავეს მოუვიდა იმავე დღეს ავარია. „პირველ მცდელობაზე მე პრობლემები ტრასის ბოლო ნაწილში შემექმნა. თუკი მოსახვევების კონფიგუაციას გავითვალისწინებთ, ასევე იმ ფაქტს, რომ სიჩქარე ამ დროს საათში 95 მილს აღწევს, სპორტსმენებს შეცდომის უფლება არ რჩებათ”, – ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა ტონი ბენსჰუფმა, რომელიც ციგაზე დაშვების სიჩქარეში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მფლობელია და გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. ტრასის სირთულეზე თავად ნოდარ ქუმარიტაშვილის მამა დავიტ ქუმარიტაშვილიც საუბრობდა. ინტერვიუ მან ტელეარხ BBC –ს მისცა. “არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მე-15 და მე-16 მოსახვევები ისე იყო აგებული, რომ ტრასა ძალიან რთული იყო. როცა ნოდარი კუთხეს 145 კილომეტრ საათში სიჩქარით დაეჯახა, მან წონასწორობა დაკარგა. არ ვაპირებ, ვინმეს ვუჩივლო. ჩემმა შვილმა დაამტკიცა, რომ ძლიერი სპორტსმენი იყო. ღმერთი გადაწყვეტს, ვინ არის დამნაშავე”, – განაცხადა დავით ქუმარიტაშვილმა BBC –სთან ინტერვიუში. Wall StreeT Journal- ის განცხადებით კი, მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ შეჯახებაში ბრალი მოციგავეს დასდო და არა ტრასას და განაცხადა, რომ მან მოსახვევში ვერ შესძლო მოძრაობის დაბალანსება, მაგრამ ფედერაციის თავმჯდომარემ ჯოზეფ ფენდტმა განაცხადა, რომ ტრასა უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მის მშენებლებს ჰქონდათ განზრახული. 140 კილომეტრ საათით მოძრავი ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა ერთ-ერთ უკანასკნელ მოსახვევში გადაბრუნდა და ტრასიდან ამოვარდნილი სპორტსმენი ბოძს დაეჯახა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით 2-3 მეტრით შორს უნდა ყოფილიყო. 21 წლის დაღუპული სპორტსმენი ბაკურიანელი იყო. საციგაო სპორტის სახეობით ნოდარ ქუმარიტაშვილი ბავშვობიდან იყო დაკავებული. ქუმარიტაშვილმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ის 50 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვდა. მართალია, სპორტის ამ სახეობას ხშირად დასცინიან, რომ ის თითქოს განსაკუთრებულ ძალისხმევას ან განსაკუთრებულ უნარებს არ საჭიროებს, თუმცა სინამდვილეში ის სპორტის ურთულესი სახეობაა, რომელიც არანორმალურ სიზუსტეს მოითხოვს. ციგებს ამორტიზატორის სისტემა არ გააჩნია და ამისითვის სპორტსმენი საკუთარ სხეულს იყენებს. იმავდროულად მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ციგა არ გაუსხლტეს. ეს ყველაფერი უნდა მოახერხოს აბსოლუტურად ბლაგვი თავკავებით, მათი პირი შეიძლება გალესო მეტი კონტროლისთვის, თუმცა ცოტა თუა მზად დათანხმდეს ასეთ სიამოვნებაზე სპორტის იმ სახეობაში, სადაც ყველაფერს წამის მეათასედი წყვეტს. ციგით სრიალის დროს მართვა მხოლოდ ფეხებით შეიძლება, და ამასათანავე საჭიროა წოლა, ჭერში ყურება და საჭირო მიმართულებით მხოლოდ თვალის კიდით ცქერა. იხილეთ epn.ge
-
მმართველი პარტია ადგილობრივი საკრებულოების წევრობის კანდიდატთა წარდგენას სამეგრელოს რეგიონიდან იწყებს. ეს პროცესი კი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის უშუალო მონაწილეობით იწყება. ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატების დასახელების მიზნით ბაქრაძე დღეს ჯერ ზუგდიდში ჩავა, შემდეგ კი ფოთს ეწვევა. View the full article