Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ირაკლი ალასანიმ ლილოს დასახლებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის მერობის კანდიდატმა თანაგუნდელებთან ერთად ნაძვის ნერგები დარგო. View the full article
  2. ირაკლი ალასანია დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისის მერობის კანდიდატმა ისაუბრა უთანასწორო საარჩევნო პირობების და მედიის თავისუფლების დაბალი ხარისხის შესახებ. „ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, იმაზე თუ როგორი ხედვა გვაქვს ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისთვის. რა თქმა უნდა, ვერ ავცდით შიდა პოლიტიკურ საკითხებს და დაისვა ასევე შეკითხვები გეოპოლიტიკის შესახებ. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საზოგადოების განწყობა, რას ფიქრობენ ჩვენს შესახებ, ასევე ჩვენი შეთავაზებების შესახებ. როცა არის საინტერესო შემოთავზებები ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, მოვერგოთ მას. ჩვენ მუდმივად გვექნება ურთიერთობა იმ ადამიანებთან ვინც საქართველოში ინტელექტუალურ კაპიტალს ქმნის. მიგვაჩნია, რომ ამ ხალხის გამოცდილება აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ალასანიამ View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/US-Embassy.jpgდღეიდან მოქალაქეებს აშშ არასაემიგრაციო ვიზების გამარტივებულად აღება შეუძლიათ. მოქალაქეებს ვიზების მისაღებად Dშ-156–ის, Dშ-157–ისა და Dშ-158–ის სააპლიკაციო ფორმების შევსების ნაცვლად, მხოლოდ ერთგვერდიანი, Dშ-160 ტიპის სააპლიკაციო ფორმის შევსება სჭირდებათ. ამერიკის კონსულის პატრიკ უინგეითის განცხადებით, ახალი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა პროცედურას გაცილებით გაამარტივებს. ახალი სააპლიკაციო ფორმის შევსება მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი. აპლიკაციის შევსების შემდეგ ელექტრონული ვერსია საკონსულოში გადაიგზავნება და ამის შემდეგ გასაუბრება დაინიშნება. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/anonsi1-300x200.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე მანდატურების სამედიცინო დაზღვევის პოლისების გადაცემის ცერემონია გაიმართება. მანდატურების დაზღვევას სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია’’ უზრუნველყოფს, რომელიც უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას გამოეხმაურა. მანდატურებისთვის დაზღვევა უფასოა. მანდატურებს დაზღვევის პოლისებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ წარმომადგენლები გადასცემენ. ცერემონია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, დღეს 12:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  5. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე http://www.epn.ge/wp-content/uploads/anonsi-300x200.jpgდა ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარიამ გერსამია დღეს, 10:30 საათზე თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში, საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურების მსვლელობას დააკვირდებიან. იხილეთ epn.ge
  6. თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ გააუქმა უცხოელებისთვის უნივერსიტეტებში ჩაბარების სავალდებულო გამოცდები. საბჭოს თავჯდომარემ იუსუფ ზია ოზკანმა (Yusuf Ziya Özcan) განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდეს თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, რაც, მისი აზრით, უფრო მიმზიდველს გახდის განათლების მიღებას თურქეთში. View the full article
  7. http://i.ytimg.com/vi/al02bcgHhRs/2.jpgVideo: Lamara Chkonia - Buket tsvetov iz Nitssi Added by user: Admini Date: 30.04.2010 (14:06) Description: Ламара Чкония - Букет цветов из Ниццы 1983 г. სრულად
  8. Micro-Star International (MSI)-ს პრეს-სამსახურმა გააკეთა განცხადება ფირმული წარმოების Big Bang Series ახალ დედადაფის Xpower-ის გამოსვლასთან დაკავშირებით,რომელიც აგებულია Intel X58 Express ჩიპზე, ჩრდილოეთ ხიდით ICH10R და ორიენტირებულია ვირტუალური ბატალიების მოყვარულ მოთამაშეებზე.</p> http://images.geotorrents.com/images/d8uc0pk88kzq6uvfejcd.jpg http://images.geotorrents.com/images/ee4g5ivb8tpxozxbk27.jpg მოცემული პლათფორმა დამზადებულია ATX ფორმ-ფაქტორით, რომლის პროცესშიც გამოიყენებოდა საბრძოლო კლასის (Military Class) მაღალხარისხიანი ნაწილები, აღჭურვილი 16-ფაზიანი კვების სისტემით. CPU-ს კვებისთვის მას აქვს 8-პინიანი მაკავშირებელი, ხოლო GPU-სთვის 6-პინიანი. დედა დაფა იყენებს ენერგომზოგავ MSI DrMOS ტექნოლოგიას და APS (Active Phase Switching) ფუნქციას, იგი ასევე აღჭურვილია ორიგინალური კონსტრუქციის პასიური გაგრილების MSI SuperPipe ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ MSI Big Bang XPower-ში ჩადებულია MSI OC Genie ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს აჩქარების პროცესის გაადვილებას. http://images.geotorrents.com/images/1a6zd6jw6r32jtw9797t.jpg სიახლე გათვლილია Intel Core i7 პროცესორებთან (მათ შორის ექვსბირთვიან Gulftown-ებთან) სამუშაოდ LGA1366 სოკეტზე. მას აქვს ექვსი 240-პინიანი EZ-DIMM სლოტი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ სამ არხზე განათავსოთ 24 გბ მოცულობის DDR3 ოპერატიული მეხსიერებები, სიხშირით 2133(OC)/2000(OC)/1800(OC)/1600(OC)/1333(OC)/1066/800 მჰც. დედა დაფაზე ჩვენ ვხვდებით ასევე ერთ PCI Express x1 და ექვს PCI Express x16 სლოტს. (თავსებადი ATI CrossFireX და NVIDIA SLI კონფიგურაციებთან). http://images.geotorrents.com/images/akno1suvspv2o2bl0z86.jpg http://images.geotorrents.com/images/trh201ulwyliu18m8fy.jpg</p> http://images.geotorrents.com/images/fyzbwtks115imwsej7.jpg დეტალური მახასიათებლები: <ul class="bbc" style="margin-top: 0px; margin-right: 0px; margin-bottom: 0px; margin-left: 30px; list-style-type: disc; list-style-position: outside; list-style-image: initial; padding: 0px;"> <li style="padding: 0px; margin: 0px;">სპეციალური მაკავშირებლები, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ ძაბვის განსაზღვრას მულტიმეტრის საშუალებით; <ul class="bbc" style="margin-top: 0px; margin-right: 0px; margin-bottom: 0px; margin-left: 30px; list-style-type: disc; list-style-position: outside; list-style-image: initial; padding: 0px;"> <li style="padding: 0px; margin: 0px;">ხმის სისტემა, რომელიც მოთავსებულია PCI Express x1 სალტეზე. იგი მოიცავს QuantumWave-ს და თავსებადია Creative Alchemy და Creative EAX ADVANCED HD 5.0 ტექნოლოგიებთან, ასევე THX TruStudio PC; <ul class="bbc" style="margin-top: 0px; margin-right: 0px; margin-bottom: 0px; margin-left: 30px; list-style-type: disc; list-style-position: outside; list-style-image: initial; padding: 0px;"> <li style="padding: 0px; margin: 0px;">ექვსი SATA II პორტი RAID-ის ფუნქციუნალურობით და წყვილი SATA III პორტი. <ul class="bbc" style="margin-top: 0px; margin-right: 0px; margin-bottom: 0px; margin-left: 30px; list-style-type: disc; list-style-position: outside; list-style-image: initial; padding: 0px;"> <li style="padding: 0px; margin: 0px;">ორი Gigabit Ethernet-კონტროლერი; <li style="padding: 0px; margin: 0px;">უკან გამომავალი ორი PS/2, წყვილი USB 3.0, ექვსი USB 2.0, eSATA და FireWire პორტები, ასევე ორი RJ-45 გამომავალი და ექსკლუზიური კონტოლერი, OC Dashboard-თან დასაკავშირებლად. რაც შეეხება ფასს, მწარმოებლები ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. overclockers.ge
  9. intel-ის ახალი ღია მამრავლის მქონე პროცესორები LGA 1156 სოკეტზე გაიყიდება განსხვავებული ქულერით როგორც გახსოვთ ამა წლის მეორე მეოთხედში კომპანია Intel-ი აპირებს მინიმუმ ერთი პროცესორის გამოშვებას ღია მამრავლით, რომელიც Hi-end სეგმენტს არ ეკუთვნის. საუბარია ორბირთვიან Core i5-655K (3.2 GHz) პროცესორზე. ივლისში წარმოდგენილი იქნება Core i7-875K (2.93 GHz) ოთხბირთვიანი პროცესორი 1156 სოკეტზე ღია მამრავლით და მისი ფასი 300 დოლარზე მეტი არ იქნება. როგორც საიტი Fudzilla იუწყება, ახალი პროცესორები LGA 1156 სოკეტზე გაიყიდება სპეციალური ქულერით, რომელიც კონსტრუქციით იქნება Core i7-980X Extreme Edition პროცესორის BOX ქულერის ანალოგი. http://i073.radikal.ru/1004/4b/bc46b5b7b5d6.jpg U-ს მაგვარი სითბური მილაკების რაოდენობა შემცირებული იქნება 4-დან 3-მდე, ხოლო სამაგრების სისტემა მოერგება LGA 1156 სოკეტს. FAN-ის ბრუნვის სიჩქარე მოხდება საფეხურობრივად რადიატორის ზედა მხარეს მოთავსებული გადამრთველის საშუალებით. overclockers.ge
  10. იდეალური გარე შემნახველი მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მაღალი სისწრაფის ინტერფეისი, უნდა იყოს დარტყმა გამძლე და წყალგაუმტარი. ყველა ამ თვისების ერთ მოწყობილობაში გაერთიანება მისაღებ ფასად იშვიათად ხერხდება, მაგრამ თუ მცირედით ვიზარალებთ მოწყობილობის ზომებით, შესაძლებელია ასეთი თვისებების მიღწევა. კომპანია LaCie-მ რომელიც ცნობილია თავისი გარე მოწყობილობებით, წარმოადგინა Rugged USB 3.0 – მოწყობილობა 2.5′ ზომით და USB 3.0 ინტერფეისით, რომელიც მოთავსებულია დარტყმა გამძელ გარსში. სპეციალური ბალიში და კორპუსის დასერილი ფორმა საშუალებას აძლევს მყარ დისკს შეინარჩუნოს მთლიანობა 2.2 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შემდეგაც. კორპუსი ასევე გაფორმებულია საკმაოდ ლამაზი “გაფხაჭნ-გამძლე” თვისებების ალუმინის ფირფიტით. ზომებით 90 х 28 х 145 მმ შემნახველი მოწყობილობის წონა 241 გრამია. http://s42.radikal.ru/i097/1004/bc/af2191214fe1.jpg შემნახველი მოწყობილობის ზომა 500 GB-ს შეადგენს და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე 100 MB/s-ია USB 3.0 ინტერფეისით (ჰმ… ნელია USB 3.0-ისთვის http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/127fs4573872.gif ). თუმცა ვიდეო ფაილები HD ხარისხით მოწყობილობას შეუძლია გადაწეროს სამ წუთში, მაშინ როცა USB 2.0 ინტერფეისი მქონე მოწყობილობები ამას დაახლოებით რვა წუთს ანდომებენ. LaCie-ს წარმოების შემნახველ მოწყობილობას მოჰყვება USB 3.0 კონტროლერი (საკმაოდ საჭიროა ეს კონტროლერი თუUSB 3.0 დედა დაფა არა გვაქვს) გაფართოების დაფის სახით PCI Express ან ExpressCard ინტერფეისით. რა თქმა უნდა მოწყობილობას შეუძლია USB 2.0ინტერფეისთან მუშაობა, როგორც ვიცით USB მოწყობილობები Backward compatibility ანუ წინა თაობასთან თავსებადია, თუმცა ამ დროს სიჩქარე მხოლოდUSB 2.0-ის ტოლია. მოწყობილობას მოყვება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აადვილებს მონაცემების რეზერვულ კოპირებას, ასევე ბონუსის სახით გექნებათ LaCie Wuala სერვერთან უფასო წვდობა ერთი წლის მანძილზე, ამ სერვერზე თქვენ გექნებათ 10 GB ინფორმაციის შენახვის უფლება. მოწყობილობის რეკომენებული ფასი სულ რაღაც 149 დოლარია ! overclockers.ge
  11. Intel-ი ემზადება პროცესორის წარმოებისთვის CULV-ის ოჯახიდან,ეს ქმნილება განკუთვნილია თხელი ნოუთბუკებისათვის ზაფხულს გამოვა ენერგოეკონომიური Core i7 660UM სიხშირით 1,33 ГГц (2,4 ГГц ტურბო რეჟიმში) http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/04/29/173766.jpg მოგვიანებით კი მზის სინათლეს იხილავს Core i7 680 UM 1,46 ГГц (2,53 ГГц ტურბო რეჟიმში) გრაფიკული ბირთვი იფუნქციონირებს 166 МГц (ავტომატურ რაზგონზე კი — 500 МГц) კეშ მახსოვრობა 4მბ ენერგოეფექტურ ჩიპს Intel Arrandale-ს შტოდან(Core i7 680 UM და მის მომცრო ძმებს) ექნება 18 ვატი ენერგომოხმარება overclockers.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/DSC_9877-1600x1200-300x201.jpgსაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებელ ექსპერტებს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტი წარუდგინა. შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციოს კომიისის ოფისში გაიმართა. საკონსტიტუციო კანონპროექტი ექსპერტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიისის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვასილ გონაშვილმა და ლევან ბოძაშვილმა წარუდგინეს. ვასილ გონაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით, დაინიშნოს პრეზიდენტის არჩევნების ფიქსირებული თარიღი და შეიქმნას ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი. “კანონპროექტით პრეზიდენტს არ ექნება პარლამენტის დათხოვნის უფლება. ნებისმიერ სამინისტროს შეეძლება დააყენოს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში და პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს შეეძლება მისი განხორციელების გაკონტროლება”, – განაცხადა ვასილ გონაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა საბჭოს ხმის უფლება არ გააჩნია, ყველა კანონპროექტი მათ მიერ უნდა იყოს განხილული. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/63b2b1b78f9ed50-300x199.jpgევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში დღეს საღამოს ჩამოვა. თუ ვისთან გამართავს შეხვედრებს ჰამერბერგი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შეხვედრების მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაკარგულთა მოძიება, ასევე ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებულთა გათავისუფლება იქნება. თომას ჰამერბერგი თბილისში სამ დღეს დარჩება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images116.jpegდღეს, 18:00 საათზე ცესკო-ში რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ თბილისის მერობის კანდიდატების, ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების, ასევე თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად, ცესკო-სთვის პარტიული სიების და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ში სულ 14 პოლიტიკური პარტია და თბილისის მერობის 9 კანდიდატია დარეგისტრირებული. თბილისის მერობის მსურველები, ნიკოლოზ ივანიშვილი – “ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები”, დავით იაკობიძე- “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”, ზვიად ძიძიგური – ,,ეროვნული საბჭო”, გიორგი უგულავა -,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი ლაღიძე – პოლიტიკური გაერთიანება ,,მომავალი საქართველო”, გიორგი თოფაძე – ,,თოფაძე – მრეწველები”, გიორგი ჭანტურია – „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“, თამაზ ვაშაძე – პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ და ირაკლი ალასანია – “ალიანსი საქართველოსთვის” არიან. ცესკო-ში, თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისთვის, სულ 14-მა პარტიამ წარმოადგინა პარტიული სია. ეს პარტიებია: ”თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”, პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”, “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”, პოლიტიკური პარტია ”მომავალი საქართველო”, პოლიტიკური მოძრაობა ”სოლიდარობა”, პოლიტიკური გაერთიანება ,,ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები”, პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება”, პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, ,,თოფაძე – მრეწველები”, “ალიანსი საქართველოსთვის – ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი”, ,,ეროვნული საბჭო”, ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი”, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. განაცხადების წარდგენის შემდეგ, მოხდება პარტიათა გადამოწმება და ცესკო რეგისტრაციაში მათ კანონით დადგენილ ვადებში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველოს არჩევნები საქართველოში 30 მაისს ჩატარდება. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images115.jpegპარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი 3-7 მაისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც ლონდონსა და მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ წერეთლის აპარატიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მისიის შემადგენლობა საკმაოდ მცირერიცხოვანია, ის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებისაგან არის დაკომპლექტებული და მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი ხელმძღვანელობს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური სადამკვირვებლო მისია 3,4,5 მაისს გამართავს შეხვედრებს სამივე (ლეიბორისტული, ლიბერალურ-დემოკრატიული, კონსერვატული) პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წევრებთან, 6 მაისს განახორცილებს არჩევნებზე დაკვირვებას, ხოლო 7 მაისს გამართავს შემაჯამებელ პრეს-კონფერენციას ლონდონში. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...