planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9yxLmA2qJI/AAAAAAAADoA/Ygf6buMay-s/s200/l_70ccc0089c4948b485ff25b250678748.jpg"ყინწვისის მამათა მონასტრის ბერმა, მამა დომენტიმ სიცოცხლე თვითმკვლელობთ დაასრულა. ინცინდენტი თბილისში ნათიშვილის ქუჩაზე # 8–ში მოხდა" - იუწყება საინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსი”. როგორც სააგენტოს ნათიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, სასულიერო პირი თბილისში მეგობართნ სტუმრად ჩამოდიოდა ხოლმე. ცხედარი ამდროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული, მამა დომენტი 41 წლის იყო. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9ytnpgeI5I/AAAAAAAADn4/hTCrGrPqu8Q/s200/ugulava-gigi4.jpg"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში შევარდნაძის კლანურ-ნათესაური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით მოვიდა. გივი თარგამაძემ შევარდნაძე-ახვლედიანების გენეალოგიური შტოს შესწავლას არაერთი წელი მოანდომა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი ახლახან განაცხადა: ჩვენმა ხელისუფლებამ ნეპოტიზმი (ანუ ნათლიმამობა) კარგა ხანია დაამარცხაო. თუმცა, მათ რიგებში არაერთი, სწორედ ნათესაურ ფესვებზე დამყნობილი ვარსკვლავური ტანდემია - ძმები კუბლაშვილები, ბეჟუაშვილები, ახალაიების, კოდოუების ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და მისი მეუღლე, "პირველი არხის" წამყვანი სახე ეკა კვესიტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და მისი მეუღლე, "რუსთავი 2"-ის მარკეტინგისა და პროგრამების მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი... საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მის მრჩეველთა სიაა გამოქვეყნებული, რომელიც მრავალმხრივ საინტერესოა; პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, რომელიც პოლიტიკური კრიზისისას, ოპოზიციის გასაჩუმებლად "მოხსნეს". პრეზიდენტის მრჩეველია ყოფილი დეპუტატი ნოდარ გრიგალაშვილიც, რომელსაც პრეზიდენტმა საკუთარ დაბადების დღეზე, 3 მაისს, ერთ-ერთ რესტორანში გადასცა ღირსების ორდენი და რომელმაც, როცა მიხეილ სააკაშვილს 2005 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, მეორე ვაჟიშვილი შეეძინა, აღფრთოვანებით თქვა: ნუთუ, ჩვენმა პრეზიდენტმა ესეც კი გათვალაო?! ხოლო მეორე ექსპარლამენტარი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, რომლის სახელი თბილისში სექსმაღაზიებთან დაკავშირებულ სკანდალთან ასოცირდება, პრეზიდენტის თანაშემწეა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების კოორდინირების საქმეში. აი, კულტურულ ღონისძიებებს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ლელა კილაძე კურატორობს, რომელიც თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლეა. საინტერესოა, რას ურჩევს ქალაქისთავის მეორე ნახევარი პრეზიდენტს ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ან თუ ითვალისწინებს სააკაშვილი მის რჩევებს? და რაც მთავარია, არის თუ არა ეს "ინტერესთა კონფლიქტი", რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ მცირე, საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა ხოლმე? 2008 წლიდან ლელა კილაძე თბილისის მერიის აპარატის უფროსის მოადგილე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალაქის პირველი ლედი გახდა, მერიიდან სასწრაფოდ თვალს მოაშორეს და, როგორც აღმოჩნდა, "აალაბორანტეს" კიდეც! საინტერესოა, რომ ლელა კილაძე ჯერ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვიზაჟისტი იყო, შემდეგ კი, რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, სადაც ყველამ იცოდა, რომ ის, ფაქტობრივად, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზაჟისტი იყო. [ნინო კვიტაშვილი]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
პროექტი"ნიჭიერი" დარჩა 1 დღე – ხვალ “ნიჭიერია”!
planetanews replied to planetanews's თემა in მასმედია
“ნიჭიერის” ნახევარფინალისტმა, რამაზ გარშაულიშვილმა კონცერტზე პირობა დადო, თუ ფინალში მოხვდებოდა, თავის გულშემატკივარს დაუვიწყარ შოუს აჩუქებდა და მტკვარზე გაჭიმულ ბაგირზე ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზი ფინალში ვერ მოხვდა, თავისი პირობა მაინც შეასრულა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე უმოკლესი გზით – მდინარეზე გაჭიმული ბაგირით გადავიდა. გთავაზობთ კურიერის სიუჟეტს, სადაც რამაზ გარშაულიშვილმა პირდაპირ ეთერში შეასრულა ეს ურთულესი ნომერი: nichieri.ge -
ტრივიას გამარჯვებულებო, გილოცავთ – თითოეული თქვენგანი მიიღებს 2 მოსაწვევს “ნიჭიერის” ფინალურ ლაივ-კონცერტზე! დეტალებისთვის შეამოწმეთ მეილები. 1. მარიკო აბულაძე 2. გიორგი კოვზირიძე 3. გიორგი პეტრიაშვილი 4. ნინო მანელიძე 5. ნინო ჯაფარიძე 6. შიო ხიდაშელი 7. გოგი აბაშიძე 8. ზურაბ ონოფრიშვილი 9. ალექსანდრე სუშენკო 10. ლოლიტა ქუთათელაძე ფინალამდე სულ რაღაც 2 დღე რჩება! nichieri.ge
-
საქართველოში პრივატიზაციის ახალიhttp://www.epn.ge/wp-content/uploads/nika-gilauri-150x150.jpg მასშტაბური ტალღა მაისში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ნიკა გილაურმა იორდანიაში ვიზიტისას ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. გილაურმა ქართული ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ წელს მნიშვნელოვანი ადგილი პრივატიზაციას ეთმობა. „ვყიდით ყველაფერს: პორტებს, აეროპორტებს, საავადმყოფოებს. თუმცა არა იმიტომ, რომ ფული გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიზნესებიდან გამოვიდეს და მათ მეტი თავისუფლება მისცეს“, – აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, პრივატიზაციის ახალი ტალღის ფარგლებში გასაყიდად რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა სამედიცინო დაწესებულება გამოვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/interpol-150x150.jpgაჭარის სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის – გელა თავდგირიძის და მისი თანამშრომლების მიმართ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ბიუროს აჭარის ხელმძღვანელი მიმალვაშია, ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი მერაბ სანიკიძე კი დაპატიმრებულია. ორივეს ჯგუფურად 66 ათასი ლარის გაფლანგვა ბრალდება. მითვისებული და გაფლანგულია როგორც სააღსრულებლო ბიუროს, ასევე კლიენტებისა და განსასჯელების ნათესავების თანხა. ყველა მოწმე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ამ გაუგებრობაში ისე მოხვდა არაფერი იცოდა. ”ვენდობოდი”, “გამომიყენეს”, -ამბობენ ისინი. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გელა თავდგირიძისა და მერაბ სანიკიძის საქმეს ერთად განიხილავს. საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა. თავდგირიძის ინტერესებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე, ხოლო სანიკიძის ინტერესებს _ ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს. სასამართლო პროცესი განსასჯელ მერაბ სანიკიძის დაკითხვით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/zurab-pololikashvili110-300x254.jpgგამოფენა-გაყიდვა ,,საუკეთესო ინდოეთიდან” საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს ოფიციალურად გახსნა. გახსნის ცერემონიალს ინდოეთის საგანგებო და სრულუფელბიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, საინვესტიციო საგენტოს თავმჯდომარე ირაკლი მატკავა, ,,ა.ნ.ს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ანილ ეჰტა და ნავინ კოლინი ესწრებოდნენ. პოლოლიკაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანი ინდოეთის კულტურის პოპულარიზაცია, საქართველოსა და ინდოეთს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება, ინდური ნაციონალური წარმოების პროდუქციის წარმოდგენა და რეალიზაციაა. ,,მივესალმები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საქართველოში. აქ კომპანიებს და მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ქართულმა კომპანიებმა კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან დაამყარონ. ასევე მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების მონაწილეობა უცხო ქვეყნებში დაგეგმილ ღინისძიებებში. ივნისის თვეში ჩვენ ინდოეთში საკუთარი პროდუქციის გატანას ვგეგმავთ და ეს იქნება ამ გამოფენის ლოგიკური გაგრძელება”,- აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. გამოფენაზე წარმოდგენილია ინდური ნაციონალური სუვენირები, საიუველირო ნაკეთობანი, ბიჟუტერია, სახლის აქსესუარები, ინდური ჩაი, სანელებლები, ტექსტილი, ტანისამოსი, ფეხსაცმელი და ხელნაკეთი ნივთები. გამოფენის ორგანიზატორი ინდური კომპანია ,,ა.ნ.ს კორპორაცია”, ხოლო მხარდამჭერები კი ინდოეთის საელჩო და ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაა. საგამოფენიო პავილიონი 1 მაისიდან 10 მაისამდე ყოველდღე 11:00საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. დამთვარიელებლებისათვის კი შესვლა უფასო იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/grigolia-inga-EPN3.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი 30 მაისის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას არ გამორიცხავს. როგორც ,,ექსპრესნიუსს”’კერვალიშვილმა განუცხადა, არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, საზოგადოება 30 მაისს თავად გადაწყვეტს, თუ რომელი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, პარტიები არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით საკრებულოში შესაბამის კვოტებს აიღებენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თანანმდებობაზე გამორიცხული არ არის სახელისუფლებო გუნდმა ინგა გრიგოლიას დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ხელისუფლება კერვალიშვილს სთავაზობდა მმართველი გუნდის სიის პირველ ნომრად ყოფნას, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო მოლოდინი არ იცის. ,,არ ვიცი რატომ იყო ჩემზე მოლოდინები. დეპუტატი ვარ და იმ ნაკისრი პასუხისმგებლობის 10 პროცენტი მაქვს ჯერ შესრულებული, რაც ჩემი ამომრჩევლის წინაშე ავიღე. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ბევრი აქვთ გაკეთებული და მათ უფრო უკეთ იციან ის საქმე, რაც აქამდე აკეთეს და რაშიც გამოცდილება აქვთ. ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური არ არის, შესაბამისად, მოსახლეობა იმას აირჩევს, ვისი პროგრამაც სოციალურ სფეროზე იქნება გათვლილი. თუმცა, ყველაზე მძიმეა არასტაბილურობა, არ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ივლისში ყველა იქნება დასაქმებული თუკი ის მოვა ხელისუფლებაში. პირადად ძალიან მაწუხებს საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები,”- განაცხადა კერვალიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბარში. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და რომ მათი პრიორიტეტი დასაქმებაა. “ქრისტიად-დემოკრატების” კანდიდატი ამავე პოსტზე ყოფილი ტელე-სახე ინგა გრიგოლიაა. “ქრისტიან-დემოკრატები” ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში გაზს-10 თეთრად, დენს-5 თეთრად, წყალს კი უფასოდ ჰპირდებიან. იხილეთ epn.ge
-
ჭადრაკის სასახლეში დღეს, “ლეიბორისტული პარტიის” რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ღია კენჭისყრის წესით, რეზოლუციის მიღებას, პარტიის თავმჯდომარის, პოლიტიკური კომიტეტის და სარევიზიო კომისიის არჩევას ეყარა კენჭი. პარტიის თავმჯდომარედ კვლავ http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili51-300x199.jpg იქნა არჩეული. პოლიტიკური და სარევიზიო კომისიები ძირითადად პარტიის ლიდერებისა და სხვა წევრებისგან დაკომპლექტდა. პარტიის წევრებმა მეოთხე ყრილობაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც პარტიის ლიდერთა განცხადებით, 21 საუკუნის საქართველოს სამოქმედო გეგმაა. რეზოლუცია ათი პუნქტისგან შედგება. დოკუმენტში საუბარია ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საერთაშორისო ტრიბუნალის გზით გასამართლებაზე, საქართველოს დემოკრატიულ- სამართლებრივ მოწყობაზე, დამოუკიდებლობის აღდგენასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყრილობაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე, ლიდერები და პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ. პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა ასევე სოსო რობაქიძე, რომელმაც პარტიის მიმართ სიმპატია გამოხატა და აღნიშნა რომ ეს არის პარტია რომელსაც არასოდეს გადაუხვევია თავისი პრინციპებიდან. მანვე გამოსვლაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ბავშვების მესაფლავე პრეზიდენტად” მოიხსენია და საზოგადოებას ყველა მათგანის შვილებისა და შვილიშვილების დაცვას დაჰპირდა. საქართველოს “ლეიბორისტული პარტია” 15 წლისაა. პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ამ ხნის განმავლობაში მიღებული სიყვარულისა და ნდობისათვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და გამარჯვება აღუთქვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Georgia.geohive-300x175.gifკავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, საქართველოში 400 000–მდე ოჯახი სტიქიური უბუდურების ზონაში ცხოვრობს. მისი თქმით, 3 000 –მდე დასახლებული პუნქტი და მილიონ ნახევრზე მეტი ადამიანი ყოველთვის პოტენციური საფრთხის წინაშეა. გეთიაშვილი ამბობს, რომ 1997 წლიდან დღემდე სტიქიური მოველნების გამო ერთი მილიონამდე ადამიანი სერიოზულად დაზარალდა. იხილეთ epn.ge
-
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით დაშავდა ამერიკის შტატ არკანზასში, ტორნადოს შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ”ასოშეიტედ პრესი” ავრცელებს. ტორნადოს შედეგად დაზარალდა ლითhttp://www.epn.ge/wp-content/uploads/tornado-237x300.jpgლ როქი, სადაც სახლები დაინგრა. სწორედ ამავე ტერიტორიაზე გარდაიცვალა 1 ადამიანი, როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან. შენობის ნანგრევებში საგანგებო სამსახური სავარაუდო დაშავებულებს ეძებს. ტორნადოს განმეორებას არკანზასში დღესაც ელიან. ამის შესახებ ინფორმაცია არკანზასის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა. იხილეთ epn.ge
-
55-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახე 1 არხის საინფორმაციო პროგრამა http://www.epn.ge/wp-content/uploads/getImage4-300x225.jpg იქნება. მარიამ ვაშაძე ევროპას იმ ქვეყნების ნუსხას გააცნობს, რომელთა წარმომადგენლებსაც ევროვიზიაზე საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მისცა. 21 წლის მარიამს მაყურებელი 29 მაისს ევროვიზიის ფინალურ კონცერტის შემდეგ იხილავს, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება და კონკურსანტი ქვეყნები საკუთარ ფავორიტებს დაასახელებენ. 2008 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახე თიკა ფაცაცია იყო, ხოლო 2007 წელს – ნელი აგირბა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/picture5-300x225.jpgნალჩიკის იპოდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ყაბარდო-ბალყარეთის რესპულიკურ სავამდყოფოში, სამამულო ომის ვეტერანი, 1906 წელს დაბადებული საიდლი შიბზუხოვი გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად საავადყოფოში 21 ადამიანია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და ყოფილი შსს მინისტრებიც არიან. ყაბარდო ბალყარეთის პრეზიდენტს არსენ კანოკოვს რუსეთის ფედერეციის პრზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაუკავშირდა და ფედერალური უშიშროების სამსახურს და შსს-ს ტერაქტის გამოძიება დაავალა. ნალჩიკის იპოდრომზე აფეთქება დღეს დილით მოხდა. ტერაქტის დროს ვიპ-ლოჟაში რესპუბლიკის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ბომბის სიმძლავრე ტროტილის ექვივალენტში 5 კგ-ს შეადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/hunger-294x300.jpgმსოფლიოში ერთ მილიარდ ადამიანზე მეტი შიმშილობს. ამის შესახებ გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურმა დირექტორმა ჟაკ დიუფმა განაცხადა. “დღესდღეისობით მსოლფიოში 1017 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათგან 642 მილიონი აზიაში ცხოვრობს, 265 – აფრიკაში , 42 მილიონი – ლათინურ ამერიკაში და 15 მილიონი – განვითარებულ ქვეყნებში”, – განაცხადა დიუფმა. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში კრიტიკული სიტუაცია იქმნება, რადგან მოშიმშილეთა რიცხვი სწრაფად იზრდება. “გასული წლის განმავლობაში ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც კვების საშუალება არ გააჩნიათ, 105 მილიონი ადამიანით იზრდება. ამრიგად, დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობს”, – აღნიშნა დიუფმა. ყველაზე მეტი ადამიანი კონგოში შიმშილობს – მოსახლეობის 75%. ჰაიტიზე მოსახლეობის 58% შიმშილობს. “აუცილებელია მსოფლიო საკვები უშიშროების მსოფლიო პროგრამის მიღება, რომლის მიხედვით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება განვითარებულ ქვეყნებში 70%-ით, ხოლო მესამე სამყაროს ქვეყნებში 100%-ით უნდა გაიზარდოს. ეს ზომები საშუალებას მოგვცემს გამოვკვებოთ დედამიწის მზარდი მოსახლეობა, რომელიც 2050 წლისთვის 9 მილიარდ 100 ნილიონ ადამიანს შეადგენს”, – განაცხადა დიუფმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/thomas.jpgადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს კომისარი თომას ჰამერბერგი ხვალ ცხინვალში ჩავა. ე.წ სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის დავით სანაკოევის განცხადებით, ოსები ჰამერბერგს ქართული ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავბული ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. “ვიზიტის მსვლელობისას თომას ჰამერბერგს სურს მიიღოს ინფომაცია აღნიშნული მოქალაქეების დაკავბის შესახებ და ასევე იმასთან დაკავშირებითაც თუ როგორ მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდით მათ”,- განაცხადა სანაკოევმა. შეგახსენებთ რომ, ოს სეპარატისტთა მტკიცებით ქართულმა მხარემ ე.წ სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე დააკავა. ქართული მხარე კი მათ უგზო-უკვლოდ დაკარგლებს უწოდებს. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში დღეს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. იხილეთ epn.ge
-
თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი 30 აპრილს ორთაჭალაში გორგასლის ქ. 91, 111, 111-ა და მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა. 91-ე კორპუსის სარდაფი მთლიანად დატბორილია, გრუნტის წ####ბი სახლის საძირკველს აზიანებს, წყლის ამოქაჩვას მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით ცდილობს, ამოტუმბული წყალი კი მილით ქუჩაში მიედინება და თავის მხრივ, ასფალტს აზიანებს. 111-ე კორპუსის მცხოვრებლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ. სახლის უკანა მხარეს, ფერდობი მართალია დატერასებულია, მაგრამ ჩამონადენ წყალს ვერ აკავებს, რის გამოც პირველი სართული და სარდაფები დატბორილი და დანესტიანებულია. მოსახლებამ დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა მერიას. დაპირებების მიუხედავად, მდგომარეობა კვლავ უცვლელია. ახლა ისინი იმედს მაჟორიტარობის კანდიდატზე ამყარებენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha5.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს სირიის არაბთა რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ოფიცილაური ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება, რომლიც ფარგლებშიც მინისტრი სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდება. ასევე იგეგმება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვალიდ მუალისთან შეხვედრაც, სადაც თანამშრომლობის ოქმს მოეწერება ხელი. ვიზიტისას ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი. იხილეთ epn.ge
-
საქართველოში http://www.epn.ge/wp-content/uploads/mewyeri-300x225.jpg კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროგნოზების ბიურის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხვალისთვის მოსალოდნელია წვიმის შეწყვეტა დასავლეთ საქართველოში, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გამოდარება მოსალოდნელია მაისის შუა რიცხვებიდან. ტემპერატურა კი 8 მაისიდან რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/muxiani-600x399-300x199.jpgგადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სამი საცხოვრებელი სახლის საყრდენ კედელს საძირკველი გამოეცალა. მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. სახლებიდან გამოიყვანეს ქალები და ბავშვვები. სპეციალისტები გამოდარებს ელოდებიან, რის შემდეგაც გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/anonsi2-300x200.jpg2010 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო. საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში თბილისის №98 საჯარო სკოლაში შემდეგი განრიგით გაიმართება: მათემატიკასა და ფიზიკაში I და II ტურები: 1 და 2 მაისი. III და IV ტურები – 12 და 13 მაისი; 2010 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველო დელეგაციებს შემდეგ სამ დისციპლინაში წარადგენს: ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPHO 2010 (ხორვატია, ქ. ზაგრები, 17–25 ივლისი) გუნდის წევრთა რაოდენობაა – 5 მოსწავლე; მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010 (ყაზახეთი, ქ. ასტანა, 2–14 ივლისი) გუნდის წევრთა რაოდენობაა – 6 მოსწავლე; ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2010 (კანადა, ქ. ვატერლოო, 14–21 აგვისტო) გუნდის წევრთა რაოდენობაა – 4 მოსწავლე. საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების წევრების შერჩევასა და მომზადებას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს ყველა საგანში, შესარჩევ ტურებზე, მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 9:00 საათზე ტურების ჩატარების ადგილას. რეგისტრაციის დღეს თითოეულმა მონაწილემ თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წელს, პირველად, ქართველი დამკვირვებელი ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, კორეის ქალაქ ჩანგვონში გაემგზავრება. ეს შესაძლებლობას მისცემს ქართველ მოსწავლეებს მომავალში მონაწილეობა მიიღონ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზეც. 2009 წელს ქართველმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე; ერთი ბრინჯაოს მედალი ფიზიკის მე-40 საერთაშორისო ოლიმპიადაზე; ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. სასწავლო ოლიმპიადების ჩატარებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ოლიმპიადები რეალურად ხელს უწყობს ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენას, რის შემდეგაც ხდება გამარჯვებული ოლიმპიელების წახალისება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/mexico-300x225.jpgაშშ-ს ეროვნული გვარდია ლუიზიანას შტატში, მექსიკის ყურეში ჩაძირული პლატფორმიდან გაჟონილი ნავთობის ასაკრეფადაა მობილიზებული. BP-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმა 22 აპრილს ოცდათექსვმეტსაათიანი ხანძრის შემდეგ ჩაიძირა. აშშ-ის საგანგებო სამსახურებმა ნავთობის ლაქის დაწვა სცადეს, თუმცა სპეციალისტებმა ახალი ნავთობის ლაქა მექსიკის ყურეში, ლუიზიანას შტატის სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებით თავდაცვის მდივანმა ლუიზიანას შთატატში ეროოვნული გვარდიის ნაწილები გადაისროლა ნავთობის ლაქის გასაწმენდად და გარემოს დასაცავად. “ამერიკის მთავრობამ BP დამნაშავედ სცნო და მას ეკოლოგიური ზიანისთვის და კონტინგენტის გადასროლისთვის ზარალის ანაზღაურება დააკისრა”, – აღნიშნა პენტაგონის პრეს მდივანმა ჯოფ მოროვმა. ამ დროისთვის ლაქა სანაპიროს მიმართულებით მიიწევს და სამი შტატის, ლუიზიანას, ალაბამას და ფლორიდას ეკონომიკას, ლუიზიანას, ალაბამას და ფლორიდას ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სერიოზული ზიანი მიადგა ასევე ლუიზიანას ეროვნულ ნაკრძალს. სამივე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იხილეთ epn.ge