Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ინდოეთის შტატ დასავლეთ ბანგალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა. ორასზე მეტმა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო,… ლინკი მედიანიუსზე
  2. სკანდალური ფილმო ყოფილი პორნო ვარსკცლავის კორალის და სახელგანთქმული ფემინისტი ქალის ვირჯინია დეპანტის მონაწილეობით .ორი ქალის ბედი ერტი პორნო მსახიობია მეორე უმუშავარი. პირველი კლავს მეზობელს მეორე საკუთარ ძმას.ეს ორი ქალი სწრაფედ პოულიბს საერთო ენას და მიამგზავრებიან ახალი თავგადასავლებისკენ რომლებიც სავსეა სექსით სროლებით ... ფილმში ბევრია ძალადობის და სექსის კადრები 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  3. ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი თვლის, რომ გასულ სეზონში მის გუნდს არა სათამაშო, არამედ ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები ჰქონდა, რაც გახდა კიდეც წარუმატებლობის მიზეზი. იხილეთ fanebi.com
  4. მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო თვლის, რომ მის გუნდს მომავალი სეზონის წინ ახალი თავდამსხმელის ყიდვა არ სჭირდება და ამ მოსაზრებას საკუთარი არგუმენტებითვე ამყარებს. იხილეთ fanebi.com
  5. ხვალ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქმიანი ვიზიტით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის დელეგაცია ეწვევა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო… ლინკი მედიანიუსზე
  6. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ-ს მსოფლიოს მრავალპოლარულიდან მრავალპარტნიორულად ქცევა სურს. ეს განცხადება კლინტონმა ვაშინგტონის ბრუკინგსის… ლინკი მედიანიუსზე
  7. Daily Sport-ის განცხადებით მადრიდის "რეალის" ახალ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს მის გუნდში იხილოს კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ია ია ტურე. იხილეთ fanebi.com
  8. ინგლისის ეროვნული ნაკრების წამყვანმა ნახევარმცველმა, სტივ ჯერარდმა გუნდის გუშინდელი ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო, ეს ინფორმაცია გამოცემა Sun–მა გაავრცელა. იხილეთ fanebi.com
  9. კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჟოზე მაურინიოს მადრიდის "რეალში" დანიშვნასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ძალიან მოსწონს, თუმცა მას "ბარსელონაში" არასდროს მიიწვევდა. იხილეთ fanebi.com
  10. beyonce___why_don_t_you_love_me-2010 წ-ის ვიდეოკლიპი View the full article
  11. Transfermarketweb-ის ცნობით, "ჰოფენჰაიმის" ფორვარდით, ვედად იბიშევიჩით რომის "ლაციო" დაინტერესდა. იხილეთ fanebi.com
  12. არდიfest 2010 საზეიმოდ დაიხურა. თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, ჟიურიმ პრიზები შემდეგნაირად გაანაწილა: საუკეთესო რეჟისორი – მაკა ნაცვლიშვილი („მედეა: დაბრუნება“) საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატუკა კახიძე („მედეა: დაბრუნება“) საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – შაკო მირიანაშვილი („კევინი“) საუკეთესო მხატვარი – ნინო თათარაშვილი („ფიქრობ, გვცემენ?“) საუკეთესო კომპოზიტორი – კოკა ნიკოლაძე („ზღვის დედოფალი“) ერთადერთი პრიზი, რომელიც არ გაიცა, არის პრიზი საუკეთესო დრამატურგისთვის. ამასთან დაკავშირებით თემურ ჩხეიძე ამბობს: „ბევრი ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მაინც ამ ეტპაზე დრამატურგიის პრიზი არ გავეცით. თითოეულ ორიგინალურ ნაწარმოებში, რომელიც აქ ვნახეთ, გულდასაწყვეტი არის ის, რომ ყველგან იყო ძალიან კარგი ჩანასახი, მაგრამ ცოტა გაზვიადებულად რომ ვთქვა, შთაბეჭდილება მაქვს ისეთი, თითქოს ბოლო ფურცლები აკლია, დაკარგულია. დღეს სიტყვას არ ვამბობ გუნების გამოსასწორებლად. რომ თავი მოვუქონო ვინმეს. ავტორები, რომლებიც აქ იყვნენ წარმოდგენილი, მგონი პიესის დამწერები არიან. ოღონდ თუ ჩათვლიან, რომ ტექნოლოგია უნდა ისწავლონ. დიალოგის აგება თითოეულ მათგანს შეუძლია. სიუჟეტის გამართვა და სქემის აგება, ჯერ–ჯერობით არა“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. სავიზო რეჟიმის გაუქმება, თნამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში, მედიის თანამშრომლობა, -ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა შესახებ 19 მაისს საქართველოსა და ირანის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა, ყურადღება გაამახვილეს. რას ნიშნავს ბოლო დროს საქართველო- ირანის ურთიერთობის “ახალი ეტაპზე” გადასვლა? რა პოლიტიკური თამაშებს იწყებს საქართველო და ირანი? და ვის არ აძლევს ხელს ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება? ამ კითხვებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ემილ სულეიმანოვი პასუხობს. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო საქართველომ ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ფიქრი? საქართველო ცდილობს, თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია მოახდინოს . 2008 წლის შემდეგ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. რას მოუტანს ასეთი თანამშრომლობა საქართველოს? ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანია. დღეს ირანის მოსახლეობის საშუალო ფენა საკმაოდ შეძლებულია. ირანელებს, თურქების მსგავსად, საქართველოში ინვესტიციების განხორციელება შეუძლიათ. შესაძლოა, ტურიზმის მხრივაც იყოს თანამშრომლობა, ისევე როგორც სომხეთთან. ასევე არსებობს ბუნებრივი აირის მილსადენი ირანსა და სომხეთს შორის. არის ალბათობა, რომ იგივე მილსადენი საქართველომდე გაიყვანონ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. ირანის მოგება კი ის იქნება, რომ რეგიონში მას სერიოზულ მოთამაშედ ყოფნა შეეძლება. ირანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მას შეუძლია რეალურად მთავარ მოთამაშედ იქცეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველო-ირანის ეს ურთიერთობა ეკონომიკური ხასიათისაა და არა სამხედრო სტრატეგიული. უნდა შეგვეძლოს სამხედრო პოლიტიკური და ეკონომუკურ ურთიერთობების გარჩევა. მე რაიმე სახის პოლიტიკურ რისკს ვერ ვხედავ. საერთოდ, მემორანდუმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია. არსებობს მოსაზრება, რომ ირანთან დაახლოების სურვილი საქართველომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ობამას ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობა პრიოტიტეტულად არ მიიჩნია. ბუშის ადმინისტრაციის დროსაც არ იყო საქართველო აშშ-ს მოკავშირე, ეს იყო გარკვეული პარტნიორული ურთიერთობები. ეს ომის დროსაც გამოჩნდა. ობამას ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტი საშინაო პოლიტიკა გახდა. საგარეო პოლიტიკაში კი -ერაყი, ავღანეთი, პალესტინა და სპარსეთის ყურე. კავკასიის რეგიონიდან კი აშშ ნელ–ნელა ინაცვლებს. სანაცვლოდ, აშშ რუსეთს ირანის ბირთვულ პროგრამაში მხარდაჭერას სთხოვს. საგარეო პოლიტიკა ბიზნესია, - ჩვენ თქვენ ამას მოგცემთ, თქვენ ჩვენ ეს მოგვეცით. ასე რომ, საქართველო-ირანის ურთიერთობის გაღრმავება, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმენაირად აშშ-სა და საქართველოს შორის დღეს არსებული ურთიერთობა შეიცვლება. შეიძლება თუ არა იმ აზრის დაშვება, რომ რაიმე სახით ირანი საქართველოსთვის აშშ-ს ალტერნატივად იქცეს? ირანი დასავლეთის ალტერნატივა აზერბაიჯანისთვისაც კი ვერ იქნება. საქართველოში უკვე არსებობს საგარეო პოლიტიკის განვითარების ვექტორები. ირანი ის სახელმწიფოა, რომელსაც არ შეუძლია ისეთი პოლიტიკის გატარება, როგორსაც აშშ ატარებს. ირანს არც სამხედრო -პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია და ის ვერაფრით შეცვლის აშშ-ს. ირანი, როგორც რუსეთის პარტნიორი და თანამოაზრე სხვადასხვა საკითხში, რამდენად მჭიდრო მოკავშირედ შეიძლება საქართველოსთვის იქცეს? ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. ის ვერასდროს ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ რაიმე სახით რუსეთის წინააღმდეგ ითამაშოს. საქართველო ირანთან ისეთ ალიანსში არასდროს შევა, რომ მათ თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკა გაატარონ. ზოგადად, რუსეთი მოხარული იქნებოდა საქართველოს იზოლირებით რაიმე მასშტაბური ხასიათის თანამშრობლობისგან ირანთან, როგორც რეგიონში ძლიერი სტრატეგიული პარტნიორთან. ჯერჯერობით, ქართულ-ირანული ურთიერთობები საფრთხის შემცველი ვერ იქნება რუსეთისთვის. მაგრამ, თუ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ეს ყველაფერი, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. კონკრეტულად რა შეიძლება რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ამ ურთიერთობაში? თუ ირანი სომხეთის გავლით საქართველოს ბუნებრივ აირს მიაწოდებს, ამას რუსეთი არ დაუშვებს. როდესაც მილსადენს, რომლის მეშვეობითაც ირანის ბუნებრივი აირი სომხეთში ხვდება, სომხები აშენებდნენ, რუსეთი სერიოზულად ემუქრებოდა სომხეთს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა, როცა მილსადენის საკონტროლი პაკეტის აქციები მიიღო. თუკი ირანი სომხეთის გავლით საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გადაწყვეტს, რუსეთს აქვს ბერკეტი, რომ ეს მიწოდება დაბლოკოს. რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის ბირთვული პროგრამისთვის სანქციების დაწესება დასაშვებად მიიჩნია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი? რუსეთი ირანით სწორედ ბირთვული პროგრამის გამოა დაინტერესებული. ის რომ მედვედევი აშშ-სთან რაღაც პარტნიორულ ნაბიჯებს დგამს ირანთან მიმართებაში, გასაკვირი არაა. ადრე თუ გვიან რუსეთს უშიშროების სფეროში უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, რადგან არ შეიძლება მუდმივად ეწინააღმდეგებოდე უსაფრთხოების პოლიტიკას. რუსეთის მხრიდან ეს იქნება სიმბოლური სანქცია, ამის იქით რუსეთი აღარ წავა. თუკი ასეთივე პოლიტიკას შემდეგაც გააგრძლებს ირანის მიმართ, სერიოზული ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში გარდაუვალი იქნება. თუმცა ეს ჯერ ნაკლებ სავარაუდოა. ირანი დღეს, როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რატომ უჭერს აქტიურად საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს? ის რომ ირანი საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, გასაკვირი არაა. ირანი საკმაოდ მრავალეთნიკური ქვეყანაა და თავის ეთნიკურ უმცირესობებთან პრობლემები თვითონვე აქვს. ირანში ნახევარზე ნაკლებს შედგენს სპარსი მოსახლეობა. მოსახლეობის მეოთხედს აზერბაიჯანლები შეადგენენ. დაახლოებით 2 მილიონი კი, თურქმენია. ჰყავს, ასევე, არაბული დიასპორა. ასეთი პოლიტიკით კი, იმის დამტკიცება სურს, რომ ტეროტორიული მთლიანობა მისთვის უმნიშვნელოვანესია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. გასულ კვირას სკოლა გამახსენდა. იმიტომ არა, რომ სკოლა ოდესმე მიყვარდა და ნოსტალგიამ შემაწუხა. რამდენიმე ბლოგერმა სკოლა დაამთავრა და მათ ბლოგებზე ბოლო ზარის ფოტოები, ვიდეო რგოლები და სკოლაზე დაწერილი პოსტები გამოჩნდა. ყურადღებით წავიკითხე, მაინტერესებდა, რა შეიცვალა ჩემი „ბოლო ზარის“ შემდეგ და, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა. მგონი ბევრი არც არაფერი შეცვლილა; ექსკურსიები, წარწერები თეთრ პერანგზე, უკბილო, გაცვეთილი ხუმრობა, გამოშვების საღამო და „ამის მერე იყო ბევრი ცეკვა, ტლინკაობა, სმა, არეულობა, დარეულობა. მოკლედ ყველაფერი. ვცეკვავდით გაუჩერებლივ და დავიმხეთ მთელი რესტორანი. უკვე ოპერატორი და ფოტოგრაფი ყველას ეკიდა. აღარავინ ცდილობდა, წესიერი გოგო/ბიჭი გამოჩენილიყო კამერის წინ. ვგულაობდით ბოლომდეეეეეეე... კიდე ვერ გამიაზრებია, რომ ბანკეტი მქონდა, რომ სკოლა დავამთავრე, რომ უკვე დიდი ვარ. მგონია, რო ჩვენს პონტში რესტორანში ვიყავით და ვიმხობდით...“ - წერს siyvarulovna თავის ბლოგზე. რა ნაცნობია, არა?! და კიდევ უფრო ნაცნობია სიტუაცია, რომელზეც Dissolved Girl საუბრობს პოსტში „ბოლო ზარი“: „ვათვალიერებ უცნობი ადამიანების ფოტოებს, სადაც გახარებულები და ბედნიერები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ... ჩემი წინსაფარი გადმოვიღე. უამრავი წარწერაა, ძირითადად–სახელები. ასეა. ჩემმა კლასელებმა სახელები დამიტოვეს, შეგრძნებები და სურვილები–არა.“ მსგავსი შინაარსის პოსტების კითხვის შემდეგ მოგონებები სკოლაზე ჩამოვიბერტყე, მერამდენედ გადავწყვიტე, რომ ლურჯი და წითელი მელნით აჭრელებული წინსაფრები გულს არ მიჩუყებს, არც სკოლის ბუფეტში ნაყიდი „კორჟიკისა“ და „პერაშკის“ გემო მენატრება და გაცილებით უფრო მხიარული პოსტების კითხვით გავერთე. გიფიქრიათ, რომ თბილისის სიმბოლო შესაცვლელია?! აი, მაგალითად, gijmaj-ი თვლის, რომ თბილისის სიმბოლოდ შერაცხული ქართლის დედა XX საუკუნის კულტურის ნაწილია და თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი სქესდაკარგული ქალის ადგილი არ არის; „თბილისს უფრო თანამედროვე სიმბოლო შეეფერება. ეს ხომ ფერადი, მხიარული, კონტრასტებით სავსე ქალაქია. აქ თავს იყრიან ათასგვარი რელიგიური, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სოციალური შემადგენლობის მქონე ადამიანები, რომელთა შეხედულებათა მრავალფეროვნება ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიდის... მოდის კვირეულები; საერთაშორისო კონფერენციები; ღამის ბარებში გრიალი; ზოოპარკში ახალი ცხოველების შემოყვანა; რამდენიმე ქუჩიდან ბოზების გაძევება; ინტენსიური მშენებლობები; პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტები; საიდუმლო შეხვედრები და ცოლ–ქმრული ღალატი….ასეთი ქალაქის სიმბოლო როგორ შეიძლება იყოს მოდიდან გამოსული ტანსაცმლით ჩაცმული ქალი, რომელიც სტატიკურად გასცქერის დინამიკურად მოძრავ ქუჩებს?“ - კარგი პოსტია, ბლოგიც ძალიან საინტერესო, მაგრამ ამ კვირის ჩემი ფავორიტი პოსტი ჩეშირის კატასთან ვიპოვე. თუ თქვენ ინტერნეტის მინიმუმ შვიდწლიანი მომხმარებელი ხართ, დარწმუნებული ვარ forum.ge -ს წევრი იქნებით და ეს პოსტიც მოგეწონებათ. ნახავთ, რომ თბილისის ფორუმი, რომლის წევრთა რაოდენობა ამჟამად 67 ათასს აღემატება, სხვისთვისაც ისეთივე „მშობლიური“ ადგილია, როგორც თქვენთვის. „იმ დროს, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ შენხელა ან ბევრად უფროს (40 და ზევით ასაკის) ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეგეძლოს თანასწორ პირობებში ეკამათო შენზე უფროს ადამიანებს. ბევრჯერ მითქვამს ნაცნობებისთვის, რომ თავის დროზე, ფორუმმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩამოვყალიბდი ისეთად, როგორიც ვარ დღეს. საკმაოდ ბევრი მეგობარიც ვიპოვე იქ. ჩემი ორივე სერიოზული ურთიერთობაც. ... აქ “ვირტუალურად დაწერილი” რეალურად გწყინს, გახარებს, გაბრაზებს. ადრე ჩემს ნაცნობ ფსიქოლოგთან მქონდა ამაზე ლაპარაკი და ალბათ ის კარგად ახსნიდა, რატომ, მე ახლა არ მინდა. ეს უბრალოდ ასეა. ფორუმი მოქმედებს ემოციებზე. ეს აქსიომაა.“ ჩეშირის კატა ბლოგს ხშირად არ ანახლებს, მაგრამ მის ბლოგზე საუკეთესო პოსტების წაკითხვა შეიძლება. იციან კარგმა ბლოგერებმა, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. როგორც ყველა ბლოგების მკითხველს, მეც მაქვს „ამოჩემებული“ ბლოგები. ეს არის ბლოგი, სადაც თითქმის ყოველ დღე შედიხარ, ტოვებ კომენტარებს, ათვალიერებ არქივებს. საინტერესო პროცესია, ერთ-ორ საათში შეგიძლია ნახო, როგორ იცვლებოდა ადამიანი რაღაც დროის მანძილზე. თუ ეს ცვლილებები მოგწონს, ამ ბლოგზე დიდხანს რჩები, კითხულობ ყოველ ახალ პოსტს და გარკვეული მოლოდინიც გაქვს, რაზე და როგორ დაწერს ბლოგერი. ჩემს ახალ „ამოჩემებას“ Je m'appelle Eka ჰქვია. სანამ მისი ბლოგის ხშირი მკითხველი გავხდებოდი, ჯერ ქართული ბლოგების აგრეტატორზე მისი კრიტიკის კითხვა მომიხდა; წერისას ბევრ შეცდომებს უშვებო, მწერდა. ვერაფერს იტყვი, მართალი იყო, დარწმუნებული ვარ ამ ტექსტშიც იპოვის რამეს, მანამდე კი მისი პოსტის, „სამი ამბავი სიკვდილზე, ფოტოგრაფებზე და მსოფლიო წარმატებაზე“ წაკითხვას გირჩევთ, სადაც გაიგებთ აფრიკელი ბავშვისა და მისი სიკვდილის მომლოდინე სვავის ფოტოისტორიას, რომელიც პირველად New Yourk Times-ში გამოქვეყნდა და ალბათ თქვენც გაგიჩნდებათ კითხვა: „ვინ არიან ისინი, გულქვა პროფესიონალები, რომელთაც მომაკვდავის დახმარების ნაცვლად, შეუძლიათ ფოტოკამერა აჩხაკუნონ და შემდეგ ამისთვის მსოფლიო აღიარებაც შეიფერონ, თუ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ნერვების, ემოციების, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც უხდებათ მთელს მსოფლიოს გააგებინონ, რა ხდება იქ, სადღაც, ჩვენი სახლის ზღურბლს მიღმა? გაფრთხილებთ, პოსტში გამოყენებული ფოტო და ვიდეო კადრები საკმაოდ მძიმეა. მათ კი, ვისაც საინტერესო სარეკლამო რგოლების ყურება მოსწონს, Faukclub -ზე უნდა შეიარონ, სადაც რამდენიმე ცნობილი რეკლამის ნახვა შეიძლება. გასულ კვირას დაგპირდით, რომ ჰომოსექსუალი თინეიჯერის ბლოგს გაგაცნობდით. „ცისფერი დღიურები“ ქართულ ბლოგოსფეროში ორი თვეა, რაც გამოჩნდა. ბლოგერი ერთ-ერთ პირველ პოსტში წერს: „არ მახსოვს, პირველად როდის მივხვდი, რომ გეი ვიყავი... 11-12 წლის ვიქნებოდი, როცა რომელიღაც ჟურნალში ერთი ბიჭის ”გულახდილი საუბარი წავიკითხე. სადაც თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე საუბრობდა, პირველად ეს ტერმინი მაშინ გავიგე. მივხვდი, რომ ჩემი შემთხვევაც ანალოგიური იყო. სამწუხაროდ, კომპიუტერი და ინტერნეტი არ მქონდა და თუ კი რომელიმე ჟურნალში გეებზე სტატიას ვნახავდი, დიდი ინტერესით ვკითხულობდი და ნელ–ნელა ვხვდებოდი, რომ მეც გეი ვარ. იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს რაღაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო და რომ ბევრი პრობლემა მექნებოდა. რაც უფრო ვიზრდებოდი, მეგობრების რიცხვი ნელ–ნელა კლებულობდა, არა, არ მივიჩნევ, რომ მანერული ვარ.. უბრალოდ ჩემი მსოფლმხედველობა მათთვის უცხო და მიუღებელი იყო. “ ანრი ბეილი (ასე უწოდებს ბლოგერი საკუთარ თავს) წერს თავის სექსუალურ ორინტაციაზე, გეი პაემნებსა და ლგბტ სიახლეებზე, ზედმეტად გულახდილი პოსტის გამოქვეყნებისას, არ ავიწყდება მითითება ასაკობრივი ცენზის შესახებ. ერთი სიტყვით, ეს არ არის ბლოგი, რომელიც მხოლოდ სექსუალური უმცირესობებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რაც ბლოგზე დატოვებული კომენტარებითაც ჩანს. „ცისფერი დღიურები“ ერთადერთი ქართული ბლოგი არ არის, რომლის ავტორიც ჰომოსექსუალია. გარდა ამისა, ქართულ ბლოგებზე პერიოდულად ჩნდება პოსტები არატრადიციული სიყვარულის შესახებ. ამ ბოლო დროს სკანდალური პოსტი წავიკითხე ჩორვენის ბლოგზე . „მაშინ, როდესაც მიყვარდა ქალი“ იმდენად ინტიმური პოსტია, ციტირებას სჯობს თავად წაიკითხოთ. მომავალ კვირამდე! სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არჩევნებში მონაწილეობას, მობილური ჯგუფების დახმარებით მიიღებს. ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის სახით თანხა გამოუყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მოწყვლადი ჯგუფები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვენახევრის განმავლობაში იკრიბებოდნენ და ცესკოს საკუთარ პრობლემებს აცნობდნენ. ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ერთ–ერთი ასეთი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, რატი იონათამიშვილის თქმით, მათ გრანტის სახით 41 ათასი ლარი მიიღეს ცესკოდან და ეს თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინფორმირებას, საარჩევნო პროცესში მათ ჩართვას, პორტატული (მოძრავი) პანდუსების შეძენას და მობილური ჯგუფების შექმნას მოხმარდა. თანხა ეტლით მოსარგებლე, ასევე, უსინათლო და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისა და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებზე გადანაწილდა. ცესკოს გრანტმა კოალიციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველს საქართველოს ათ ქალაქში შეხვედროდნენ. რატი იონათამიშვილის თქმით, ერთ შეხვედრას დაახლოებით 30–50 ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრებზე მონაწილეებს, ცესკოს მიერ მიწოდებული ინსტრუქციებით, საარჩევნო პროცედურები გააცნეს. „ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მისულიყვნენ უბნებზე და არ ესარგებლათ მოძრავი ყუთით“,–ამბობს იონათამიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები საქართველოს ათ ქალაქში მოეწყო, მობილური ჯგუფების შექმნა მხოლოდ ორ ქალაქში – თბილისსა და რუსთავში მოხერხდა. მობილური ჯგუფები დაქირავებული სამარშუტო ტაქსებით იმოძრავებენ, რომლებსაც პორტატული პანდუსები ექნებათ, რათა ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე გადაადგილება გაუადვილდეთ. „თავიდან მხოლოდ თბილისი იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ ზარები შემოვიდა რუსთავიდან და, რადგან რუსთავი ახლოსაა თბილისთან, გადავწყვიტეთ, რუსთავიც ჩაგვერთო“,–ამბობს იონათამიშვილი. თანხის არარსებობის გამო, საქართველოს დანარჩენ ქალაქებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არჩევნების დღეს ამ სერვისით ვერ ისარგებლებენ. პანდუსები კი ორგანიზაციამ „კოალიაცია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის“ მხოლოდ 5 საარჩევნო ობიექტზე გააკეთა. ამისთვის თანხები ორგანიზაცია „save the children”-მა გამოყო. „სპეციალურად ავარჩიეთ ისეთი საარჩევნო უბნები, რომლებიც სკოლებში იყო განთავსებული“. ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი შეცვლა, იონათამიშვილის თქმით, გამოყოფილი თანხების ფარგლებში ვერ მოხერხდებოდა: „მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს ინფრასტრუქტურის შეცვლას, ამიტომ გადავწყვიტეთ, პორტატული პანდუსები შეგვეძინა.“ იონათამიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უარს ამბობდა არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მათ არ ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობა საარჩევნო უბნებზე (ეტლით გადაადგილების) და მოძრავი ყუთით უნდა ესარგებლათ. დღევანდელი მონაცემებით, 39 ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს მობილური ჯგუფებით და პორტატული პანდუსის დახმარებით მარტივად შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რაც შეება უსინათლოებს, მათთვის სპეციალურად დაიბეჭდა 1500 ბიულეტინი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა. „თუმცა, არიან უსინათლოები, რომლებმაც არ იციან ბრაილის შრიფტით კითხვა. ისინი მეურვესთან ერთად შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ მეურვეც იმავე უბანზე იქნება დარეგისტრირებული, სადაც უსინათლო ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა.“ მეურვის დახმარებით შეუძლია ხმა მისცეს, ასევე ,მენტალური პრობლემების მქონე ამომრჩეველმა. . სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/download-1-300x240.pngსაინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსისა“ და ჟურნალ “ღია ბოქლომის“ ერთობლივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 33 % –ით ”ალიანსი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. მეორე ადგილზე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიგი უგულავა 29 % –ით, ხოლო “ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური 13 % – ით მესამე ადგილზე გავიდა. სხვა კანდიდატებზე კი ხმები ასე დაგანაწილდა: გოგი თოფაძე – 5 %, გიორგი ჭანტურია – 4 %, ნიკა ივანიშვილი – 3 %, თამაზ ვაშაძე – 1 %, დავით იაკობიძე – 0 %, გიორგი ლაღიძე – 0%. გამოკითხულთა 11 % –ს კი, მხარი არცერთ კანდიდატისტვის არ დაუჭერია. ერთობლივი ინტერნეტ გამოკითხვა, “ჯეოტოპნიუსმა“ და “ღია ბოქლომმა“ 15 –27 მაისს ჩაატარეს და მასში სულ 2048 იუზერმა მიიღო მონაწილეობა. Share View the full article
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpg29 მაისს, 00:00 საათზე, თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო აგიტაცია შეწყდება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი სატელევიზიო რეკლამების სახით კანონს დაარღვევს, 1500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ბეჭვდითი მედიის შემთხვევაში – 500 ლარით. აღნიშნულ ჯარიმას საარჩევნო კოდექსის 126-ე მუხლი ითვალისწინებს. ამასთან, არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კოდექსი ეგზითპოლების შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს. საარჩევნო კოდექსის 126-ე მუხლი, რომელიც „არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესებს“ არეგულირებს, კენჭისყრის დასრულებამდე, 20:00 საათამდე ეგზითპოლის შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს. კანონის დამრღვევი 1500 ლარით დაჯარიმდება. Share View the full article
  18. როგორც იტალიური პრესა იუწყება, ადრიანო გალიანის წარგზავნილი სკაუტები მანჩესტერში იმყოფებიან და "სიტის" ტოგოელ ფორვარდს, ემანუელ ადებაიორს აკვირდებიან. Il Corriere Dello Sport-ის ცნობით, ადებაიორი, სათამაშო დროის უქონლობას უჩივის და კლუბის დატოვება აქვს განზრახული... იხილეთ fanebi.com
  19. ჩვენი საიტის მეშვეობით გაიგებდით, რომ რუსული სანტ-პეტერბურგის "ზენიტი" დაინტერესებული იყო "გაგრას" ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილით. საბოლოო ჯამში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 18 წლის ნახევარმცველი 7 ივნისს ჩავა სანტ-პეტერბურგში და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველით "ზენიტის" გარდა, სხვა ევროპული კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი. იხილეთ fanebi.com
  20. დღეს, ჟენევაში გამართულ უეფას სხდომაზე, ევროპის წამყვანმა ორგანიზაციამ დაასახელა ის ქვეყანა, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კანდიდატები, საფრანგეთი, იტალია და თურქეთი იყვნენ, თუმცა არჩევანი საფრანგეთზე გაკეთდა. აქვე გეტყვით,რომ საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი პირველად 1984 წელს გაიმართა და სწორედ მასპინძელი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა. იხილეთ fanebi.com
  21. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/wdbei.JPGძვირფასო მეგობრებო! სადავო, ალბათ, არ არის, რომ საქართველოში მოქალაქეებმა გაცილებით მეტი იციან საკუთარი სამშობლოს ავ-კარგის შესახებ, ვიდრე ჟურნალისტებმა. მაგრამ მოქალაქეები თავისთვის არიან საკუთარი ცოდნით და ჟურნალისტები კიდევ – თავისთვის. მათ შორის თითქმის ყრუ კედელია აღმართული. ამ ვითარებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგია და არა – მიზეზი. როგორ შევცვალოთ ვითარება? როგორ დავეხმაროთ ჟურნალისტებს, რომ ნამდვილი ამბები გააშუქონ? ამ მიზნის მისაღწევად, გადავწყვიტეთ, შევქმნათ მარტივი სისტემა, რომელიც რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჩართავს ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში, ანუ მისცემს საშუალებას, რომ მხოლოდ აქტიური მოქალაქე კი არ იყოს, არამედ – მოქალაქე ჟურნლისტი გახდეს. ჩვენ ვქმნით შუალედურ ინტერნეტულ სივრცეს, სადაც მოქალაქე ჟურნალისტები მნიშვნელოვან ამბებს დადებენ, ხოლო პროფესიონალი ჟურნალისტები ამ ამბებიდან მათთვის საინტერესოს აიღებენ, გადაამოწმებენ და სტატიად ან სიუჟეტად აქცევენ. მოქალაქე ჟურნალისტის და პროფესიონალი ჟურნალისტის შეხვედრის ადგილი ჩვენი ორგანიზაციის – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის – ვებგვერდი იქნება: www.cdi.org.ge როგორ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია მოქალაქე ჟურნალისტმა? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენი იდეის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. სამი გზა არსებობს: 1. ყველაზე იაფი და მარტივი – მესიჯის გამოგზავნა ადვილად დასამახსოვრებელ სატელეფონო ნომერზე: 890 88 99 00. როგორც ხედავთ, ერთიდან ათამდე შკალის ბოლო სამი ციფრი – 8,9 და 0 წყვილ-წყვილად მეორდება. სულ ეს არის. 2. დარეკვა ამავე ნომერზე. 3. ელექტრონული ფოსტით წერილის გამოგზავნა მისამართზე: info@cdi.org.ge მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე განვათავსებთ ისე, რომ მასზე პასუხისმგებელი არც ჩვენ ვიქნებით და არც გამომგზავნი. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ნედლი“ მასალა პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის. მედია მიიღებს რეალურ ინფორმაციას, ხოლო მოქალაქეებს ექნებათ საშუალება – თავისი ცოდნა ჟურნალისტებს წააშველონ და, იმავდროულად, საკუთარი პრობლემები გაახმაურონ. გადაუმოწმებელი მასალა განთავსდება რუბრიკაში „ახალი ამბები საქართველოდან“, გადამოწმებული ინფორმაცია კი- რუბრიკაში „ინსტიტუტის ახალი ამბები“. სხვათა შორის, ზაზა გოროზია რომ მესტიაში ოპოზიციის კანდიდატებს პრობლემებს უქმნიდა, ეს ინფორმაცია იმ გაწამაწიის წუთებშივე მოგვაწოდა ერთ-ერთმა მოქალაქე ჟურნალისტმა. ეს ამბავი ჩვენი მეშვეობით გაიგეს ჩვენმა კოლეგებმა ფოთსა და ზუგდიდში, მათი მეშვეობით კი მთელმა საქართველომ შეიტყო. მოქალაქე ჟურნალისტების ანონიმურობა მკაცრად გარანტირებულია. ჩვენ გვაინტერესებს ამბები და არა მათი მომწოდებელი პირები. აქვე მადლობას ვეტყვით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელმაც ჩვენთვის ძვირფასი იდეის განხორციელების საშუალება მოგვცა. თუ მოქალაქე ჟურნალისტების და პროფესიონალი ჟურნალისტების თანამშრომლობის სისტემა ამუშავდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და მთავარ ამბებს სწორედ არჩევნების შესახებ ველოდებით. ძვირფასო მოქალაქე ჟურნალისტებო, მე მჯერა და ვიცი, რომ თქვენ არსებობთ. ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს და, რაც მთავარია, მოგვწერეთ. დაგვეხმარეთ, რომ ნამდვილი ამბები მთელ საქართველოს გავაგებინოთ. ვითანამშრომლოთ საერთო საქმისთვის და ჩვენი საერთო სამშობლოსთვის. ია ანთაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი Share View the full article
  22. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/bagration_gerbial.jpgმადრიდში 95 წლის ასაკში ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა. როგორც “პირWელს” მადრიდიდან აცნობეს, სამეფო გვარის წარმომადგენელი 23 მაისს გარდაიცვალა. მისი სურვილი იყო, პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხე-სიმაგრის დიდი მთავრის აკლდამაში ქმრის – ვლადიმერ რომანოვის გვერდით დაეკრძალათ, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი უცხოეთში ქართველი თავადაზნაურების მიერ არჩეული მეფის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილი და ესპანეთის სამეფო კარის ნათესავი იყო. თავის დროზე სწორედ მისი ოჯახი აპროტესტებდა დავით ბაგრატიონის ტახტის მემკვიდრეობას. Share View the full article
  23. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/prezidenti-riye-4_big-300x205.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, “ზოგიერთი ოპოზიციონერის ყიყინს, ბათუმის ახალი ტბის ბაყაყების ყიყინი სჯობია”. ოპოზიციის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ისაუბრა, სადაც სკოლადამთავრებულებს შეხვდა და წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დააჯილდოვა. “თბილისში ტელევიზიებით ვიღაცეები გამოდიან და ჩემზე ამბობენ, “აუუ, წაიღო ტვინი სააკაშვილმა ამ ზღაპრებითო”. თქვენ ეს არ უნდა გიკვირდეთ, რადგან ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც არაფრის სჯერა და ყოველთვის ვართ ჩვენ, რომლებსაც ყოველთვის გვჯერა, ამიტომ ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!”, – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, “ამ ოპოზიციონერებს შეუძლიათ, თავიანთ ტელევიზიებში ისხდნენ და იყიყინონ, თუმცა ბათუმის ახალ ტბაზე ბაყაყები უფრო კარგად ყიყინებენ, ვიდრე ზოგიერთი მათგანი”. “არის ხალხი, რომელიც არ აშენებს და სხვის აშენებულს აკრიტიკებს, მაგრამ რამდენიც არ უნდა გვაკრიტიკონ, მთავარია, ამ მშენებლობების დროს ფეხებში არ გაგვებლანდონ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, “თუკი ვინმე სადმე შავიზღვისპირებთში ისეთ სილამაზეს ნახავს, როგორც ბათუმში, საკუთარი ჰალსტუხი ხელახლა შეჭამოს”. Share View the full article
  24. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელმაც დადო გარიგება დემონთან სილამაზისა და ძალაუფლების სანაცვლოდ ის უნდა გამხდარ იყო დაუნდობელი მკვლელი.. View the full article
  25. ძაან ლამაზი ცეცხლოვანი ეკრანის შპალიერები View the full article
×
×
  • შექმენი...