planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ბათუმის 79 ოლქის მეორე მაჟორიტარულ ოლქში სამართლიანმა არჩევნებმა დააფიქსირა ხარვეზიანი მაჟორიტარული ბიულეტენები. ამ ბიულეტენებში „თორთალაძე-დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატის გასწვრივ პაარტიის საარჩევნო ნომერი შეცდომით არის მითითებული - 21-ის ნაცვლად წერია 15. „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის განმარტებით, აღნიშნული დაღვევის შესახებ მათ ოლქმაც დაუდასტურა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმოამდგენლის განმარტებით, ეს ხარვეზი შესაძლებელია უბნის გაუქმების საფუძველი გახდეს. სამართლიანი არჩევნები ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრის დაწერას გეგმავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/cesko9-150x150.jpgკონსერვატორები ჩუღურეთის რაიონში კონკრეტული დარღვევების შესახებ საუბრობენ. განცხადებებს ცესკო-ს პრეს-სპიკერი პასუხობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dat.jpg itvს ლინკი
-
20 საათისთვის, ანუ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრის დასრულების დროს, ბათუმის 79 ოლქის ბაგრატიონის მეორე მაჟორიტარული ოლქის 7 უბანზე სულ 3661 ამომრჩეველმა მისცა ხმა. 63-ე უბანში ხმის მისაცემად მივიდა 454 ამომრჩეველი; 29-ე უბანზე - 483; 46-ე უბანზე - 499; 64-ე უბანზე - მაჟორიტარული 508, პროპორციული 512; 28-ე უბანზე - 582. 30-ე უბანზე - 562 და 31-ე უბანზე - 573 ამომრჩეველი. ამ არჩევნებზე ბაგრატიონის მეორე მაჟორიტარული საარჩევნო უბანი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულ უბნად განიხილებოდა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ალიანსი საქართველოსთვის კანდიდატი სულხან ღლონტი და ერთიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები ამ მაჟორიტარულ უბანზე საარჩევნო პროცესს შვიდივე უბანში აკვირდებოდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
აჭარის ხუთ ოლქში სამართლიან არჩევნებს, არჩევნების დამთავრების დროისთვის, სულ ხუთი საჩივარი აქვს დაწერილი ბათუმში, 79 ოლქში, ,,სამართლიანი არჩევნების,, დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერა 81-ე სპეცუბანზე, მათგან ერთი ეხებოდა წილისყრით ფუნქციების განაწილებას, ანუ ერთ-ერთი პიროვნების ფუნქცია წინასწარ იყო დანიშნული. შესაბამისად, წილისყრა განმეორებით ჩატარდა. მეორე საჩივარი უკავშირდებოდა კენჭისყრის დაგვიანებით დაწყებას: 81-ე უბნის ამომრჩეველი არ ირჩევდა მაჟორიტარ კანდიდატს, მაგრამ უბანში მიიტანეს მაჟორიტარული ბიულეტენები. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის მადონა ბერიძის თქმით, „პროცესი ამ ბიულეტენების უკან წამოღებამ დააყოვნა“. მესამე საჩივარი დაიწერა 16-ე უბანზე, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტზე. გარდა ამისა, სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმის 22-ე უბანზე ხუთი ფაქტი დააფიქსირა, როცა ხმის მიცემის მცდელობა იყო განმეორებით. ანუ ხუთ ამომრჩეველს დახვდა ხელი მოწერილი და ხმა მიცემული. ასევე დარღვევა დაფიქსირდა ქობულეთის მე-2 უბანზე. ამ უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომლის პირადობაშიც რეგისტრაციის ადგილი არ იყო მითითებული. სამართიანი არჩვნებს აჭარის ყველა ოლქში ჰყავდა დამკვირვებელი, თუმცა უბნებს სრულად ვერ ფარავდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/election-box2-150x150.jpgსაარჩევნო პროცესი დედაქალაქსა და რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები რამდენიმე ძირითად დარღვევას გამოყოფენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/dargvevebi5.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ambebi-150x150.jpgitv ამბები 19:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sainf7.jpg itvს ლინკი
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/47588000/jpg/_47588498_wilson466.jpg გლაზგო რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ლივერპულიგან ახალ წინადადებას ელის იუწყება The Mirror… გავიხსენოთ, რომ კლუბმა ორი თვის წინ დაადასტურა, რომ ”წითლები” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი შოტლანდიელი მცველით, მაგრამ როგორც გაირკვა კლუბის წარმომადგენლები ფასზე ვერ შეთანხმდნენ. რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა: ” ახლა ჩვენ ველოდებით ხელმეორე შემოთავაზებას ლივერპულისგან იმიტომ, რომ ჩვენ შემოთავაზებულ 2 მილიონზე უარი განვაცხადეთ.” აღსანიშნავია, რომ ვილსონს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, ამიტომ მისი ძველი გუნდი უფრო მეტ თანხას შესთავაზებს, ვიდრე ლივერპული. ვნახოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლივერპული ბოსები და შესთავაზებენ თუ არა რეინჯერსს ახალ თანხას შოტლანდიელ მცველში. წყარო:liverpoolfc.ru View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gigi2-150x150.jpgგიგი უგულავას შტაბი არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე განსაკუთრებულად ემზადება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ugulava2.jpg itvს ლინკი
-
10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა ეგზიტპოლისთვის, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Edison Research-მა განახორციელა და ”რუსთავი 2”-სა და ”იმედის” დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხულთა 49% თქვა უარი პასუხზე. დადები პასუხები კი 16 საათის მონაცემებით ასე განაწილდა: გიგი უგულავა: 61% ირაკლი ალასანია: 17% გია ჭანტურია: 10 % ძვიად ძიძიგური: 6% გოგი თოფაძე - 5%; დანარჩენ კანდიდატებს ხმათა 1% აქვთ. პარტიების მონაცემები კი ასე განაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 60 ალიანსი საქართველოსთვის - 16 ქრიტიან-დემოკრატები - 10 ეროვნული საბჭო - 7 მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 5 Edison Research -ის განცხადებით ცდომილება 2%-ია. ედისონ რისერჩი აშშ-ს მთავარ სატელევიზიო ქსელებისა და ასოშეიდეტ პრესისთვის ეროვნული არჩევნების გამოკითხვის შედეგების ექსკლუზიური მიმწოდებელია. საველე სამუშაოები თბილისში ერთერთმა ქართულმა ორგანიზაციამ ჩაატარა ედისონ რისერჩის კითხვარის მიხედვით. ქართული კომპანიის ვინაობას არ ასახელებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2009052924254-150x150.jpg“ქრისტიან-დემოკრატების” განცხადებით, თორთლაძე-დემოკრატების დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი ლანა გალდავა ერთ-ერთ უბანზე შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება არ ქონდა. რის გამოც სარჩევნო უბანზე მცირე არეულობა შეიქმნა. “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი მოუწოდებს სხვადასხვა კანდიდატებს, არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/i-tvmp4_000170166-150x150.jpgბათუმის მეთექვსმეტე საარჩევნო უბანზე დღეს ხმაური მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ამ დრომდე სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტინი გამოყენებული დახვდა.კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა გადაწყვეტილებით, ბიულეტენის გარეშე დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ. საარჩევნო უბანზე „ეროვნული საბჭოსა“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატები მივიდნენ, რომლებმაც ფაქტი არჩევენების გაყალბების მცდელობად შეაფასეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/batumis.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/sofo_xorguani.JPG“ალიანსი საქართველოსათვის” კრწანისის მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა “ახალი მემარჯვენეების” ოფისში განთავსებული მედიაცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ამ დროისათვის არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. ხურგუანის თქმით, იგი მთელი დღის განმავლობაში ფონიჭალაში იმყოფებოდა, სადაც არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. “სამწუხაროა, რომ დარღვევები განსაკუთრებით ეხებოდა იმ უბნებს, სადაც არაქართული მოსახლეობა აძლევს ხმას. პრაქტიკულად ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს ეთნიკურ უმცირესობებზე და მათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის უფლებას ართმევს. ეს დისკრიმინაციაა”, – განაცახადა ხორგუანმა. ხორგუანის განცხადებით, დარღვევები რომელსაც დღეს კრწანისის ოლქში დაფიქსირდა, პროკურატურას გადაეცემა. “ყველა დარღვევას ბოლომდე მივყვები. რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ დარჩება. ერთ-ერთ საჩივარს, საოლქო კომისიაში უცხოელმა დამკვირვებელმაც მოაწერა ხელი. აღნიშნულ შემთხვევაში გადასატან ყუთში ჩაყრილი ბიულეტენრბის შეცვლას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ხორგუანმა. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/media-centri1-150x150.jpgსაარჩევნო მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამოვლენას აგრძელებენ. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე, არასამთავრობო ორგანიზაციები-„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „მრავალეროვანი საქართველო”,”სამართალი და თავისუფლება” და „სამართლიანი არჩევნები” საუბრობენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/mediacentri2.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/4316.jpgცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგინა. 17:00 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1432897 (ამომრჩეველთა 40.42%-ი) ამომრჩეველმა. ეს მონაცემი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო 73 საარჩევნო ოლქიდან. 12:00 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 706375 (ამომრჩეველთა 20%-ი) ამომრჩეველს. შეგახსენებთ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51, სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დარღვევებზე და ნებისმიერ ინცინდენტზე, რომელმაც თქვენი კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემა შეაფერხა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით. ცესკო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე. დღეს დილის შვიდი საათიდან 18:00 საათამდე ცესკოს ცხელ ხაზზე შემოვიდა 2625 ზარი. ძირითადად კენჭისყრა მიმდინარეობს შეუფერხებლად, უბნებზე არ არის დაფიქსირებული რაიმე სერიოზული სახის დარღვევა. მხოლოდ დაფიქსირებულია რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც ამ დროისათვის გამოსწორებულია. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ “თავად ირჩევთ – თავად მართავთ”. ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დარჩათ კიდევ ორი საათი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებს აკვირდება 13 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 36 ადგილობრივი,28 საერთაშორისო და 54 მედია საშუალება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემდეგი ბრიფინგი 21:00 საათზე გაიმართება და მოხდება კენჭისყრის პროცესის შეჯამება. ასევე გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 20:00 საათისათვის. Share View the full article