planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/DSC8666.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ პირველი განცხადება გააკეთა და კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ”მოვუწოდებ “ალიანსის” წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში, ახლა თითოულ ხმას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა, დაცვა სჭირდება. სანამ დაიწყება ხმების დათვლა, უნდა ვიყოთ მობილიზებულები. ეგზიტპოლები რეალურ სურათს არ ასახვს და ყველაფერი ცესკო-ს მონაცემებზე იქნება დამოკიდებული. რეალურ სურათს მხოლოდ ხმების გადათვლა მოგვცემს. უახლოესი საათები გადამწყვეტი იქნება. ველოდებით არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა ალასანიამ. Share View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/ugulava-gigi5-150x150.jpgპრეზიდენტის მიმართვის შემდეგ საარჩევნო შტაბ ბინაში შეკრებილი საზოგადოების წინაშე გიგი უგულავა წარსდგა. მისი თქმით, იგი მზადაა ითანამშრომლოს ყველა ყოფილ მერობის კანდიდატთან და მათთან ერთად იმუშაოს იმ გეგმებზე რომელიც ქვეყანას აღმშენებლობას მოუტონს. შეხვედრაზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მინისტრები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
-
liverpoolfc(ფანკლუბი) წითლების სანაკრებო ფოტოები
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://www.myliverpool.ru/_nw/43/70877327.jpg გთავაზობთ ”წითლების” სანაკრებო ფოტოებს… http://www.myliverpool.ru/_nw/43/35803522.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/02625738.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/91877349.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/82362884.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/02012944.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/62289560.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/03876212.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/64911330.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/70877327.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/36995620.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/35692469.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/55016331.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/86717856.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/36394865.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/12355723.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/71523843.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/64214980.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/43/73608973.jpg View the full article -
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/84414.jpgპარტია “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ეგზიტპოლების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ ენდობა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა, “ალიანსის” მედიაცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “ეს ის 61 %–ია ვანო მერაბიშვილმა რუსულ არხებზე რომ იწინასწარმეტყველა. ამ წუთში კი, “ალიანსის” მედიაცენტრში იარაკლი ალასნიას ბრიფინგი იწყება Share View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg მაიკლ მეინვილი კვირას, ქართველები მონაწილეობას მიიღებენ საერთო ეროვნულ მუნიციპალურ კენჭისყრაში, რომელიც პრო-დასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადამწყვეტი ტესტია დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით გამოკითხვების თანახმად, როგორც სჩანს სააკაშვილის მმართველი პარტია უპრობლემოდ მოიგებს არჩევნებს იმ ფონზე როდესაც მის ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერენ, ხოლო ოპოზიცია გახლეჩილია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს არჩევნები სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პირველი საარჩევნო ტესტია. კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალურ საბჭოში 1 730 ადგილისთვის იბრძოლებენ. არჩევნები 8 საათზე დაიწყება და 12 საათის შემდეგ შეწყდება. ეგზიტპოლების შედეგებს, სავარაუდოდ არჩევნების დასრულებიდან მალევე გამოაქვეყნებენ. საქართველოში დაახლოებით 3.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. შუადღისთვის ელექტორატის აქტივობამ 20%-ს მიაღწია – განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა სივრცეში რეფორმატორად გამოცხადებულმა სააკაშვილმა ომის და მზარდ ავტორიტარიზმში ოპოზიციის ბრალდებების გამო, მნიშვნელოვნად დაკარგა დასავლური მხარდაჭერა. მან პირობა დადო, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა და პროცესის კონტროლისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს მოიწვევდა. ოპოზიციის ლიდერები პირობას სდებენ, რომ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, თუკი ჩათვლიან რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით მოსალოდნელი არ არის სააკაშვილის წინააღმდეგ შარშან მიმდინარე დიდი დემონსტრაციების გამეორება. ამ არჩევნებში თბილისის მერს პირდაპირი წესით პირველად აირჩევენ. ბევრი ექსპერტის აზრით ეს პოსტი 2013 წელს სააკაშვილის ვადის ამოწურვისთვის პრეზიდენტობისთვის პოტენციური ტრამპლინია. მანამდე მერი თბილისის საკრებულოს 50 წევრმა აირჩია, რომელთა მანდატები ასევე მოსაპოვებელია. არსებობს იმის დიდი მოლოდინი, რომ არჩევნებში სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მოქმედი მერი გიგი უგულავა გაიმარჯვებს. ოპოზიციის წამყვანი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომელიც ოპოზიციაში ომის შემდეგ გადავიდა, რასაც ქვეყანაში რუსეთის არმიის ინტერვენცია მოჰყვა. უგულავამ არჩევნებს „ისტორიული“ უწოდა და პირობა დადო, რომ ის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარდება. „ეს თბილისელებისთვის ისტორიული მომენტია, რადგან ისინი პირველად ირჩევენ მერს პირდაპირი წესით. დღეს ყველაფერი სამართლიანად და მაღალი სტანდარტების დაცვით ჩაივლის“ – განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ალასანია მის წინაშე არსებული უამრავი სირთულის მიუხედავად, ოპტიმისტურადაა განწყობილი. „მე ხმა მივეცი ცვლილებებს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – განაცხადა მან ხმის მიცემის შემდეგ – „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო და დემოკრატია გაძლიერდება“. 47 წლის ექიმმა ლიზა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სააკაშვილის პარტიას, რომელმაც ბოლო წლებში დედაქალაქში დრამატული ცვლილებები, დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა და მისი ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გააუმჯობესა. „თბილისი დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. უგულავა კარგი მერია“ – სთქვა მან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უცხოელები არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან, განსაკუთრებით ვაშინგტონში, იმის გასარკვევად თუ რამდენად ერთგულია სააკაშვილი დემოკრატიული რეფორმების. „დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიის მორიგი ტესტია“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ანალიტიკოსი. მუნიციპალური არჩევნებისთვის უჩვეულოდ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) საქართველოში დაახლოებით 200 დამკვირვებელი გააგზავნა. ისინი საკუთარ განცხადებას არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნებენ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/ugulava_mzia_saganelidzis_foto__7__360385677-300x213.jpgEdison Research –ის ეგზიტპოლის შედეგების მონაცემები: გიგი უგულავა – 61 %; ირაკლი ალასანია – 17 %; ზვიად ძიძიგური- 6 %; გოგი თოფაძე – 5 %. “ნაციონალური მოძრაობა”– 60% “ალიანსი საქართველოსთვის” –16%; “ქრისტიან–დემოკრატიული” მოძრაობა” – 10 %; “ეროვნული საბჭო” -7 %; მრეწველები -5 %. Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/a0927bc9f7fb56c-150x150.jpgეგზიტპოლების შედეგები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/egzitpoli.jpg itvს ლინკი
-
netgazeti - არჩევნების შედეგები სპეციალურ უბანში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საბურთალოს #3 ოლქის 86 - ე უბნის შედეგები უმისამართოების უბანზე ამომრჩეველი მხოლოდ თბილისის მერის და პროპორციულ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. კომისიამ ხმის დათვლის პროცესი უკვე დაასრულა. უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა:1193 სპეციალური სია: 12 (უბნის კომისიის წევრები) მიღებული ბიულეტენების რაოდენობა: 1100 არჩევნებზე სულ გამოცხადდა: 100 ამომრჩეველი გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა: 1000 ბათილი ბიულეტენების რაოდენობა: 5 შედეგები: მერის არჩევნებში: გიგი უგულავა: 44 ხმა ირაკლი ალასანია: 25 ხმა გიაბ ჭანტურია: 14 ზვიად ძიძიგურმა: 9 გოგი თოფაძე: 5 ნიკა ივანიშვილმა: 1 პროპორციული: ნაციონალური მოძრაობა: 42 მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის” : 29 ქრისტიან -დემოკრატები მოძრაობა: 10 თოფაძე-მრეწველები: 7 ეროვნული საბჭო: 7 ”თავისუფლება”: 1 სრული ინფო(netgazeti.ge) -
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, მარკირება არ გამოიყენება წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში, ამიტომ შესაძლოა კანონის ხარვეზი კარუსელის მიზეზი გამხდარიყო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კობალაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: " წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში კანონით არ არის გათვალისწინებული მარკირების სითხის გამოყენება, ამიტომ ხელისუფლება იყენებს ასეთ ხმებს. ჩემი აზრით, არის დიდი ალბათობა, რომ ციხის თანამშრომლებმა ორჯერ მისცენ ხმა. თანამშრომლები, რომლების დღეს არ მუშაობდნენ, ციხის ადმინისტრაციამ გამოიძახა არჩევნებზე ხმის მისაცემად. კანონის ხარვეზად მიმაჩნია სამუშაო ადგილის მიხედვით ხმის მიცემა. " – განაცხადა კობალაძემ. როგორც 113-ე უბნის თავმჯდომარე, ვაჟა სოხაძემ განმარტა, ცესკოდან მიღებული ნებართვის საფუძველზე, ხმის მიცემის უფლება მიეცათ უმისამართო და სხვა რეგიონში რეგისტრირებულ ციხის თანამშრომლებს. გლდანის # 8 საპყრობილეში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებში მხოლოდ ერთმა წინასწარპატიმრობაში მყოფმა პირმა მისცა ხმა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ციხის ადმინისტრაციამ არ დაგვრთო ნება, გავსაუბრებოდით წინასწარ პატიმრობაში მყოფ არც ერთ პირს. საპყრობილეში მოქმედებდა ორი :113-ე და 114-ე საარჩევნო უბანი. 114–ე საარჩევნო უბანზე რეგისტრებულ 760 ეჩვმიტანილს შორის არც ერთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს არ მიუცია ხმა. აღნიშნულ უბანზე იყო 12 კომიისის წევრი, რომელთაგან ხმა ვერ მისცა 3 წევრმა და დაფიქსირდა მხოლოდ 9 ამომრჩეველი. 114-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის სოფიო ხარგულიას განცხადებით, სპეცსიაში მყოფმა კომისიის ზოგიერთმა წევრმა ხმა ვერ მისცა გლდანის მაჟორიტარ კანდიდატს, რადგან გლდანის მერვე მიკრორაიონი, 2 კილომეტრი მიეკუთვნება კენტ მიკრორაიონებს. აღნიშნულ უბანს აკვირდებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო". ჩანაწერთა წიგნში მათ შეიტანეს შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, უბანზე დაფიქსირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანთა ნულოვანი აქტივობა. " ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, პირადობის მოწმობების არქონა გახდა მიზეზი ასეთი დაბალი აქტივობისა, ხოლო ისინი, ვისაც ჰქონდათ პირადობის მოწმობა, არ აღმოჩნდნენ თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლები." - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა, თეა იოსავამ. რაც შეეხება, 113-ე უბანს, რეგისტრირებულ 676 ეჭვმიტანილს შორის მხოლოდ ერთმა მისცა ხმა. დანარჩენი ამომრჩევლები იყვნენ ციხის ადმინისტრაცის თანამშრომლები და ჯარი. დაახლოებით დღის 4 საათზე კომისიის თავმჯდომარემ. ვაჟა სოხაძემ განმარტა, რომ ცესკოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ციხის ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, თუ სად იყვნენ რეგისტრირებულნი, მისცეს ხმის მიცემის უფლება. კომისიის წევრმა, ირმა ბოლოთაურმა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან" განაცხადა: "შეიძლება ითქვას, რომ კარუსელი ჩატარდა, რადგან სხვა რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მისცეს უფლება, ხმა მიეცათ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატისთვის." კომისიის წევრი პარტიიდან "ჩვენ თვითონ" უერთდება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის განცხადებას. როგორც გაირკვა, ამჯერად ციხის დაწესებულებაში ხმები არ ითვლება და საარჩევნო ყუთი გადააქვთ ე. წ. დედა უბანზე, კერძოდ, გლდანის VII მიკრორაიონში, 54 უბანზე მიდის 113-ე საარჩევნო ყუთი, ხოლო 56 უბანზე 114-ე. სულ საქართველოს მასშტაბით, დღეს სასჯელაღსრულების ხუთ დაწესებულებაში აძლევდნენ ხმას. ოთხ დაწესებულებაში უბნები იყო გახსნილი, ხოლო ზუგდიდის საპყრობილეში კი გადასატანი ყუთით ხდებოდა ხმის მიცემა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/saiaaaaa.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში,ახორციელებს. საიას ინფორმაციით, ამ დროისათვის შემდეგი დარღვევები ფისქირდება: <br style="padding: 0px; margin: 0px;" />• ზეწოლა კანდიდატების ოჯახის წევრზე;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მესტიის 47-ე ოლქში პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფლების” პროპორციული სიის პირველი ნომრის, ვიქტორ ჯაფარიძის დამ, მანანა ჯაფარიძემ, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში ექიმად მუშაობს, სამსახურის უფროსიდან, გიორგი რატიანისგან მიიღო გაფრთხილება, რომ მას სამსახურის დატოვება მოუწევს იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგა. • ხმის მიცემა არაუფლებამოსილი პირის მიერ ყალბი დოკუმენტებით;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ბათუმის 79-ე ოლქის 23-ე უბნის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ყალბი დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი. კერძოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. აღნიშნულ უბანზე მსგავსი შემთხვევა 3-ჯერ დაფიქსირდა; მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე ამავე ოლქის 27-ე უბანსა და მე-16 უბანზე. • უბანზე მისული ამომრჩევლების კონტროლი;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას კვლავ ინიშნავენ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა:<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ვაკის მე-2 ოლქის მე-5, მე-6, მე-10, 25-ე, 34-ე, 35-ე, 47-ე, 48-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე, 72-ე უბნებზე; <br style="padding: 0px; margin: 0px;" />საბურთალოს მე-3 ოლქის მე-9, მე-5, 81-ე, 48-ე, 54-ე, 50-ე უბნებზე. • პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მთაწმინდის 1-ელი საარჩევნო ოლქის 43-ე სპეცუბნიდან საარჩევნო ბლოკის “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიორგი კასრაძე უსაფუძვლოდ გააძევეს, მას შემდეგ რაც მან უბნის კომისიის თავმჯდომარის სახელზე საჩივარი დაწერა. • მარკირების; მარკირების შემოწმების შეუსრულებლობა;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ბათუმის 79-ე ოლქის 42-ე უბანზე ნახევარი საათის განმავლობაში მარკირების აპარატი სათანადოდ არ მუშაობდა, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი კენჭისყრაში შეუზღუდავად მონაწილეობდა. • უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მე-9 ოლქის მე-11 უბანზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდგომ თავმჯდომარემ პოლიციელებს უბანი დაატოვებინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ჩუღურეთის მე-7 ოლქის მე-12 და 29-ე უბნებზე; ნაძალადევის მე-9 ოლქის მე-8 უბანზე; • სპეციალური უბნები;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />გლდანის მე-10 ოლქის 113-ე უბანზე, რომელიც განთავსებულია გლდანის მერვე საპყრობილეში სპეციალურ სიაში შეყვანილ არც ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა, შესაბამისად ხმა მხოლოდ კომისიის წევრებმა მისცეს. • პრობლემები გადასატანი საარჩევნო ყუთის პროცედურების დროს;<br style="padding: 0px; margin: 0px;" />59-ე ოლქის მე-13 უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენები ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის გარეშე წაიღეს. ამ რეკვიზიტების გარეშე 4-მა მოქალაქემ მისცა ხმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ამავე ოლქის 89-ე უბანზე. Share View the full article
-
არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, ხმის მიცემის დასრულებისთანავე დღის მნიშნელოვან დარღვევებზე საუბრობენ. თუმცა არც ერთი მათგანი არ აჯამებს დღეს, რადგან მათი თქმით, ინფორმაციას ამ დრომდე იღებენ და საბოლოო მონაცემებს ხვალ გამოაქვეყნებენ. საია რამდენიმე უბნის გაუქმებას ითხოვს და ისევ ამახვილებს ყურადღებას ბათუმში მომხდარ დარღვევებზე. შეგახსენებთ, რომ საია სამ ქალაქში– თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში– აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" დაფიქსირებულ 6 ზეწოლის ფაქტზე და ასევე 30–მდე საჩივარზე საუბრობს, რომლებიც ორგანიზაციამ დღის განმავლობაში შეიტანა.თამარ ხიდაშელი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: Tamar Khidasheli-21.00 by netgazeti.ge ეკა სირაძე, სამართლიანი არჩევნები: Eka Siradze -21.00 by netgazeti.ge სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/shecvale-189x300.jpgსაარჩევნო პროცესის დასრულებამდე 1 საათი რჩება. გაყალბების მიუხედავად, ჩვენი ინფორმაციით, დედაქალაქში ოპოზიციური ძალები საკმაოდ დიდი პროცენტით იგებენ. თუმცაღა, გაყალბების შესაძლებლობის მინიმუმანდე დასაყვანად, საჭიროა მოქალაქეთა მაქსიმალური აქტიურობა. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ დარჩენილი დრო და ჩაერთოთ საარჩენო პროცესში. მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფი – “შეცვალე” Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/201002225641-150x150.jpgცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 17 საათისთვის მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული მილიონ 432 ათას 897 ამომრჩეველს, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 41%-ს. ყველაზე მაღალი აქტივობა 62% ადიგენის, 61% ახალქალაქის, 60 % ნინოწმინდის და 56% ასპინძის საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/cees.jpg itvს ლინკი