planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საეკლესიო კალენდარი სამშაბათი ხსენება 70-თაგან წმიდა მოციქულების კარპესი და ალფესი, წმიდა მოწამეთა ამბერკისა და ელენესი, გიორგი ახლისა… ლინკი მედიანიუსზე
-
ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვი დააკავა. ინფორმაცია გუშინ გაავრცელა ესპანურმა გაზეთმა ელ მუნდმა, სამართლამდაცავებზე დაყრდნობით. შაქრო კალაშოვი მას შემდეგ დააკავეს რაც ესპანეთმა საქართველოსგან მისი ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. ესპანეთში იმყოფებოდა ქართული დელეგაციაც, შსს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ისტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი. მათ , კოლეგებთან ერთად კალაშოვის ექსტრადაციის საკითხი დააყენეს. ისინი ესპანეთში კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ჩავიდნენ. ქარტული დელეგაცია დღეს გამთენიისას დაბრუნდა. როგორც თინა ბურჯალიანმა აღნიშნა, კალაშოვის ექსტრადირება არა არის საკითხი რომელიც რამდენიმე დღეში გადაწყდება. ქართულმა დელეგაციამ აგრეთვე ნუგზარ ბოჭორიშვილის ექსტრადაციასაც ითხოვს, თუმცა იგი დაკავებული არ არის და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვს 20 მილიონი ევრო და 7,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ფულის გათეთრებისთვის, თუმცა დაკავების ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. სააგენტოების ცნობით, კალაშოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი ჰავიერ გომეს დე ლიანო კი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო" დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველად შეიკრიბა, ხვალ კი დილის 9–დან სამედიცინო შემოწმებას გაივლის გუნდი და ოთხშაბათიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრესს-ატაშემ ბატონმა გიგა გვენცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა. აგრეთვე, როგორც ბატონი გიგა იუწყება, გუნდი დაგეგმილ შეკრებაზე გერმანიაში აღარ გაემგზავრება, ამის მიზეზი კი ევროპის ლიგაზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა წარმოადგენს, ამასთან საჭირო სპარინგ პარტნიორები ვეღარ ახერხებენ მატჩების გამართვას და აქედან გამომდინარე გუნდი თბილისსში გააგრძელებს მომზადებას. იხილეთ fanebi.com
-
მილანის ინტერის 20 წლის ნახევარმცველმა,რენე კრჰინმა შეიძლება გუნდი ამ ზაფხულს დატოვოს.ახალგაზრდა სლოვენიელის შეძენით დაინტერესებულია "პალერმო","უდინეზე" და "ლეჩე". იხილეთ fanebi.com
-
აშშ–ს ნაკრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი გუნდიდ წარსდგება და შემდეგ ეტაპზე გასვლასაც შეეცდება იხილეთ fanebi.com
-
სლოვენიის მოკრძალებული, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპების თითქმის ტრადიციულად მონაწილე ნაკრები იხილეთ fanebi.com
-
შუადღის ხვატისგან თავის ასაცილებლად, ახლადდაქორწინებული წყვილი უდაბნოში ღამით მგზავრობენ. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად მიდის, სანამ... IMDB Rating:5.3/10 (903 votes) ხანგრძლივობა: 01:28.07 View the full article
-
ორშაბათს, 7 ივნისს 14 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, “საზოგადოებრივი დარბაზი”, ქართული აკადემია”, “კანონი ხალხისათვის”, “კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის”, მოძრაობა”7 ნოემბერი “, მოძრაობა “რატომ”, “სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის საზოგადოება”, “დაიცავი საქართველო” ) სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.თემა: ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის ხსოვნისადმი მემორიალური დაფის განადგურება.მისამართი: რუსთაველის 14. მე-2 სართული(“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისი).http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/vazagashvili.JPGორშაბათს, 7 ივნისს 14 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, “საზოგადოებრივი დარბაზი”, ქართული აკადემია”, “კანონი ხალხისათვის”, “კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის”, მოძრაობა”7 ნოემბერი “, მოძრაობა “რატომ”, “სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის საზოგადოება”, “დაიცავი საქართველო” ) სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ჩამოხსნასთან დაკავშირებით. მისამართი: რუსთაველის 14. მე-2 სართული(“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისი). Share View the full article
-
http://b.pix.ge/p/1llgd.jpg“წითლების” ყოფილი მწვრთნელი, ჯერარდ ული თვლის, რომ სტივენ ჯერარდი იდეალური კაპიტანი იქნება ინგლისის ნაკრებისათვის … ფრანგმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ჯერარდის დანიშვნა “სამი ლომის” კაპიტნად მას უდიდეს ძალას შემატებს. “მე მოხარული ვარ სტივის გამო, იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეს შესანიშნავია. ვფიქრობ, ის თვითონაც გახარებულია ამ ფაქტით. მას გამარჯვებულის ხასიათი აქვს და ის ამას მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად გამოავლენს” “დარწმუნებული ვარ, მისი თამაში უფრო ბრწყინვალე გახდება, მას უყვარს დიდი პასუხისმგებლობის ტარება, მოსწონს, როცა ხალხი მას ენდობა.” ფრანგი ასევე დარწმუნებულია, რომ,ინგლისის ნაკრებს შესწევს ძალა, მიაღწიოს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალს მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ-ერთი ლიდერი რიო ფერდინანდი დაკარგეს ლივერპულიდან რაფაელ ბენიტესის განთავისუფლების შემდეგ ულიე თვლის, რომ სწორი იქნებოდა მთავარ მწვრთნელად როი ჰოდგსონის დანიშვნა. წყარო:liverpoolfc.ru View the full article
-
http://s55.radikal.ru/i149/1006/f3/526b198ae681.jpgიტალიური კლუბის პრეზიდენტმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ მისი გუნდის შემდეგი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გახდება …ბენიტესი განიხილება ერთ-ერთ მთავარ კანდიდატათ “ინტერის” მწვრთნელის პოსტზე, მას შემდეგ, რაც ჟოზეოზე მაურინიო მილანიდან მადრიდში გადაბარგდა.ბენიტესმა ლივერპულთან კონტრაქტი ხუთშაბათს გაწყვიტა და როგორც ჩანს “უსაქმოდ” ყოფნას დიდხანს არ აპირებს.ალბათ სულ მალე მას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდში ვიხილავთ თვითონ მორატიმ კი გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს,მან კი არ უარყო ფაქტი რომ მთავარი კანდიდატი “ინტერის” მწვრთნელობისა ვალენსიისა და აწ უკვე ლივერპულის ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესია. “ბენიტესის შესახებ მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია,ის ხომ უნიჭიერესი ადამიანია”-ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს-Sky Sporti.”ეს სიმართლეა რომ, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი დავნიშნოთ ბენიტესი მთავარ მწვრთნელად-უახლოეს რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას” “ინტერის” პრეზიდენტი უმედოვნებს რომ,ესპანელი ადვილად შეძლებს ჯოზე მაურინიოს შედეგის განმეორებას. “ბენიტესს აქვს კარგი მონაცემები მაურინიოსთან “ორთაბრძოლებში” მან ის ხუთჯერ დაამარცხა დაამატა მორატიმ. “ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, მან მოახერხა და მოიხვეჭა სახელი მთელ ევროპაში,ის დაგვეხმარება ჩვენ წარმატებების მიხწევაში” View the full article
-
http://image.geotorrents.ge/images/j3r2s1e5gnjwvx587ttz.jpg იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა, მარჩელო ლიპიმ, შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან “ლივერპული” გაწვრთნას. … ლიპი რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრებს დატოვებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ასევე ცნობილია, რომ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა დიდი ავტორიტეტის მქონე მწვრთნელს ეძებს. ახალი დამრიგებლის ავტორიტეტი ინგლისელბს იმისთვის სჭირდებათ, რომ გუნდში ფერნანდო ტორესის და სტივენ ჯერარდის დატოვება მოახერხონ. მათი აზრით, ამ მიზნის მიღწევა “ლივერპულში” ლიპის მიწვევითაა შესაძლებელი. მერსისაიდელთა პოზიციებს ერთი რამ ამყარებს – ცოტა ხნის წინათ ლიპიმ განაცხადა, რომ არ სურს სერია A-ს გუნდის გაწვრთნა. იტალიის გარეთ კი უმწვრთნელოდ დარჩენილ გუნდთაგან იტალიელი სპეციალისტისთვის ყველაზე მიმზიდველი სწორედ “ლივერპული” უნდა იყოს. “ლივერპულს” კიდევ არაერთი სპეციალისტის სახელს უკავშირებენ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰარი რედნაპს ეპატიჟებიან. დღეს კი გაიჟღერა დევიდ მოიესის (“ევერტონი”), მარტინ ო’ნილის (“ასტონ ვილა”) და როი ჰოჯსონის (“ფულემი”) სახელებმა. მათგან ყველაზე ნაკლებადსავარაუდო კანდიდატი მოიესია. “ევერტონისა” და “ლივერპულის” ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულების შესახებ ყველას მოეხსენება. ცნობილია ის ფაქტიც, რომ მოიესს “ევერტონის” პრეზიდენტთან, ბილ კენვაითთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ცოტა ხნის წინათ “ევერტონის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ინვესტორს ურჩევნია ფული “ევერტონში” ჩადოს, ვიდრე “ლივერპულში”. ძნელად წარმოსადგენია, ასეთი განცხადების შემდეგ მოიესი “ლივერპულში” მუშაობას დასთანხმდეს. დანარჩენი ორი კანდიდატის “ლივერპულში” დასაქმება უფრო რეალურია, მაგრამ მათ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ, ამ მხრივ კი ლიპი იდეალური ვარიანტია. ინფორმაციის წყარო: gazzetta.it View the full article
-
<p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;">http://s57.radikal.ru/i157/1006/e4/60705ebc03e8.jpg როგორც პოპულარული ინტერნეტ გამოცემები იტყობინებიან, მანჩესტერ სიტი მზადაა შეელიოს მიკა რიჩარდს 7 მილიონ ევროდ. მიზეზი ასეთი “ნაუცბათევი” გაყიდვისა უფრო მატჩების წაგებულობა მოუნდომებლობის საფუძველზე და ხშირი ტრამვებია.”როგორც უკვე იცით რიჩარდით დაინტერესებული იყო ტოტენჰემი და ლივერპული.სიტიში არ მალავენ იმასაც რომ ბოატენგი რიჩარდის შემცვლელი იქნება. ლივერპული რიჩარდს 12 მილიონს სთავაზობდა მაგრამ სიტი მზადაა გაყიდოს რიჩარდი 7 მილიონ ევროდ რაც ძალზედ ცოტაა.ასევე არ არის გამორიცხული ისიც რომ სიტიმ და ლივერპულმა რიერა და რიჩარდი ერთმანეთში გაცვალონ. ინფორმაციის წყარო: goal.com / caughtoffside.com <p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: left;"><p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"> View the full article
-
გაზიარება [ 22:42 06.06.2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAvsMIvlL3I/AAAAAAAADvA/kSaboDIEu3k/s200/picture.jpgThe Daily Mail –ის ინფორმაციით, Black Sabbath – ის ყოფილი ლიდერი, ოზი ოსბორნი იმით გაერთო, რომ მადამ ტიუსოს მუზეუმში, ნიუ–იორკში, ხალხს აფრთხობდა. ერთერთ დარბაზში იგი უძრავად იჯდა, თითქოს ცვილის ფიგურა იყო და როცა დამთვალიერებლები მასთან სურათის გადასაღებად მოემზადებოდნენ, მოულოდნელად წამოდგებოდა და ყვიროდა.ეს „კამპანია“ ცნობილმა როკ–შემსრულებელმა ახალი ალბომის Scream (ყვირილი)–ის პრეზენტაციის ჩარჩოებში ჩაატარა. ყვირილის გარდა ოსბორნმა ფოტოები გადაიღო საკუთარი ცოლის – შერონისა და ბარაქ ობამას ცვილის ფიგურებთან. იქვე შექმნა ვიდეო–რგოლიც (იხილეთ video). ახალი დისკი Scream“ 22 ივნისს გამოვა გაყიდვაში და ეს მუსიკოსის სოლო დისკოგრაფიაში მეთერთმეტე დისკი იქნება. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება [მარი ოთარაშვილი, 20:53 06.06.2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAvSWJ4gZwI/AAAAAAAADu4/sPDpZ06w_Yk/s200/vano22.gifყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი რამ, რომ არა მარტო გისმენენ, შენს სმს-შეტყობინებებსაც თავისუფლად კითხულობენ! - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გენერალი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე. პოლიტოლოგ-ექსპერტები კი იმასაც დასძენენ, რომ თანამედროვე ეპოქაში საიდუმლოებები აღარ არსებობს, ყველა აბონენტის დარეკვები და სმს-მიმოწერები ღიაა და, შესაბამისად, არა მარტო ადვილად ისმინება მობილურ ტელეფონებზე მათი საუბრები, არამედ აბსოლუტურად ადვილადვე და სრულიად თავისუფლად კითხულობენ სპეციალური სტრუქტურების წარმომადგენლები სმს-შეტყობინებების ტექსტებსაც. უკანასკნელ პერიოდში, როცა ყველამ დაინახა, რომ მობილურ ტელეფონებზე მოსმენა არათუ გამარტივდა, ამაზე არანაირი სირთულე თუ ბარიერი არ აქვს შესაბამის უწყებებს, საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ თითქოს ამ მხრივ სარგებლიანია სმს-შეტყობინებები, რადგან მათი აზრით, მესიჯებს მხოლოდ ის კონკრეტული პიროვნება კითხულობს, რომელსაც უგზავნიან. რამდენი ხანი ინახავენ მობილური ოპერატორები აბონენტთა ტექსტურ შეტყობინებებს, ამის გასარკვევად "მთელმა კვირამ" "ჯეოსელის", "მაგთისა" და "ბილაინის" რამდენიმე ოფისს მიმართა. "ჯეოსელში" განაცხადეს, რომ ისინი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ინახავენ მხოლოდ აბონენტთა ნომრებს და არა ტექსტებს. "თუკი ამობეჭდვა დაგჭირდებათ, შეგვიძლია, მხოლოდ ის ნომრები ამოგიბეჭდოთ, რომელთანაც ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმოწერა გაქვთ. სხვა მხრივ ვერ დაგეხმარებით, რადგან ჩვენ თვითონ ტექსტებს არ ვინახავთ. ტექსტებს ინახავს "მაგთი", - განაცხადეს "ჯეოსელში". "ვინ გითხრათ?! - ტექსტებს არც ჩვენ ვინახავთ; ვინახავთ მხოლოდ იმ ნომრებს, რომელთანაც გაქვთ მიმოწერა და მათი ამობეჭდვაც სპეციალური სტრუტურებიდან მომართვის საფუძველზე შეგვიძლია", - გვითხრეს "მაგთიში". ანალოგიური სურათია "ბილაინშიც". პოლიტოლოგ-ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ცალსასახად აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით ნებისმიერი საუბარი თუ მესიჯი, გაგზავნილი ამა თუ იმ მობილური ტელეფონიდან ამა თუ იმ ტელეფონზე, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე საჯარო სარგებლობის გზავნილი, უპირველეს ყოვლისა, იმ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული საკუთარი მოქალაქეების პირადი თავისუფლების იგნორირება. სოსო ცისკარიშვილი: "ცხადია, ამით ადამიანის უფლებები ირღვევა. მაშინ, როცა წამდაუწუმ ვისმენთ ამა თუ იმ მინისტრის კერძო საუბრებს და ამისთვის არავინ არათუ ისჯება, საერთოდ შეკითხვაც კი არ ისმის, ასეთი საუბრების ჩაწერა რატომ ხდება. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად დაუცველი გახლავთ აბსოლუტურად ყველა ის მოქალაქე, რომლის მიმართ ინტერესი აღიძვრება არა მარტო სახელმწიფო სამართალდამცავ სტრუქტურების მხრიდან, არამედ პირადი ინტერესი შურისძიების, ან გამოძალვისთვის, რაშიც იგულისხმება თუნდაც რაიმე სასიყვარულო ტექსტების ამოწევა რაიმე ტიპის სასიყვარულო რომანის გასახსნელად შემდგომი შანტაჟისათვის... ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, არსებობს. თითოეულ აბონენტს შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი ნომრის წარმოჩენა ეკრანზე. თუ ეს ნომერი გამოჩნდა და იქ სხვა ინფორმაცია არ სუფევს, შეუძლია მშვიდად იყოს. მაგრამ თუ მონიტორი დახუნძლულია ფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარებით, ცხადია, ეს ტელეფონი გახლავთ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და მისი პატრონი არის საინტერესო ამა თუ იმ ზეწოლისა თუ შანტაჟისათვის". ექსპერტი ხაზგასმით ამბობს, რომ სმს-შეტყობინებები სრულიად ადვილი ხელმისაწვდომია უშიშროებისთვის და, შესაბამისად, ეს უწყება თავისუფლად აკონტროლებს კიდეც."როდესაც ხელისუფლება არღვევს კანონს, მაშინ არც ერთი რიგითი ოპერატორი არ არის ვალდებული, დაიცვას თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ის ფლობს საშუალებას, გასცეს მარცხნივ და მარჯვნივ მინაცემები, რასაკვირველია, გარკვეული ინტერესების საფუძველზე. მე არავის ვდებ ბრალს არაფერში, მაგრამ ამის ხელმისაწვდომობა რომ არსებობს, ეს აშკარაა", - აცხადებს ცისკარიშვილი. დღეს ვინმეს თუ სჯერა, რომ მისი სმს-შეგტყობინებები მიუწვდომელია სპეცსამსახურებისთვის და ამით ადვილად შეუძლია მისთვის სასურველ პირს გააგებინოს საიდუმლო ინფორმაცია, ექსპერტ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, სასტიკად ცდება. უფრო მეტიც, როგორც კლიმიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამის დაჯერება სასაცილოც კია. რამაზ კლიმიაშვილი: "საერთოდ, მობილური ტელეფონების მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე საქალაქო ტელეფონებისა. როგორც ვიცი, ნახევრად ლეგალურად რაღაცა ელემენტალური მოსასმენი მოწყობილობა იყიდება თურმე და არა მარტო შესაბამის ორგანოებს, ყევლა ნებისმიერს შეუძლია მისით მოსმენა. რაც შეეხება მობილური ტელეფონებიდან ტექსტურ შეტყობენინებებს, როგორც მე ვიცი, მობილური ტელეფონების ოპერატორები ტექსტებს ინახავენ. ამის შესახებ მე თვითონ მათგან მსმენია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში (დაახლოებით 1-2 თვე) ტექსტები ინახება. ლაპარაკია იმაზე, რომ დღეს ვინმე დაცულია პირადი მიმოწერისას, ცოტათი სასაცილოა. 21-ეა საუკუნეა და ყველა ჩვენგანი ვართ აბსოლუტურად ღია და, შესაბამისად, საიდუმლოებები აღარ არსებობს". კლიმიაშვილისვე აზრით, მობილური ოპერატორების მხრიდან ცალსახა კატეგორიულობა იმაზე, რომ ტექსტურ შეტყობინებებს თურმე არ ინახავენ, ამ განაცხადს ასეთი ინსტრუქცია აქვს.რამაზ კლიმიაშვილი: "ეს განაცხადი ცოტა არასერიოზულია, რადგან, რასაკვირველია, ტექსტებს ისინი, როგორც გითხარით, ინახავენ. ეს, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებაა, თორემ სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მაშინვე გეტყვიან: ვინახავთ, მაგრამ ერთ თვეში იმდენი გროვდება, ადგილი აღარ არის და კომპიუტერის მეხსიერება ვერ უძლებს, ამიტომაც წაიშლებაო. საერთოდ ასეა: რაღაცა რაოდენობამდე რომ მიდის სმს-შეტყობინებები, ყველაზე ადრინდელი ავტომატურად იშლება. ანუ ჩვენთან რაკი ამბობენ, არ ვინახავთო, ეს არის მათი თვითმოქმედება. პრინციპში, კი მოვალენიც არიან, რომ ტექსტები შეინახონ". კლიმიაშვილი იმასაც დასძენს, რომ თუკი სპეციალურ სამსახურებს მოუნდათ ტექსტური შეტყობინებიბს ამობეჭდვა, ამაში არავითარი პრობლემა არ ექნებათ და არც აქვთ."ამას სრულიად ადვილად გააკეთებენ, მით უმეტეს - ჩვენთან. როცა საუბრობს 2 აბონენტი, მათი მოსმენა უმარტივესია. უფრო სწორედ, ვისი მოსმენაც სჭირდებათ, იმას მოუსმენენ. ასეა სმს-ტექტებზეც: მოუნდებათ და წაიკითხავენ. მაგალითად, როცა ინტერნეტით რამეს აგზავნი, ყველას შეუძლია თქვენი გზავნილის წაკითხვა. ტექნიკურად აბსოლუტურად იგივე არ არის მობილურებზე შეტყობინებების გაგზავნის მხრივაც?! აბსოლუტურად იგივეა. ანუ იმეილით გაგზავნილი ტექსტი ვიდრე მივა ადრესატამდე, ყველა კითხულობს - ეს გაფრთხილება თვითონ ინტერნეტშია, რადგან მისი ადმინისტრატორები პატიოსნად იქცევიან და გეუბნებიან, შენს წერილს ვკითხულობთო. ძირითადად ამერიკულ საიტებზეა ასე. ინტერნეტში არ იკითხება ძირითადად ფულადი გზავნილები. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი და მობილურით გაგზავნილი შეტყობინინების წაკითხვა ტექნიკურად ერთი და იგივე პროცესია. იმ მომენტში, როცა ერთისგან მეორესთან მივა სმს-შეტყობინება, შესაძლოა, სხვამ ჩაავლოს ხელი და წაიკითხოს. ადრე ასეთი წარმოდგენა გქონდა, რომ როცა მიღებული გაქვს მესიჯი, ეს შენს ტელეფონშია და ვერ წაიკითხვას სხვა, რადგან თითქოს ეს ტექნიკურად ძნელი პროცესი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის!" - აცხადებს კლიმიაშვილი. უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ სპეციალური სტუქტურების მიერ როგორი ადვილი შესაძლებელიც არის ტელეფონის მოსმენა, ისეთივე მარტივია სმს-ტექტებიც წაკითხვაც. აქედან გამომდინარე, გენერალი ერთ რამეს აქსიომად მიიჩნევს: მობილურ ტელეფონზე ლაპარაკისას და სმს-ტექტების გაგზავნისას, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მისი ტელეფონი ისმინება და სმს-ტექტებიც მშვენივრად იკითხება. ანზორ მაისურაძე: "ყველაფერს მოისმენენ და წაიკითხავენ კიდეც, რისი მოსმენა და წაკითხვაც უნდათ. ჩემი ღრმა რწმენით, მიმაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტექსტური შეტყობინება იქნება თუ რა იქნება, თუკი სჭირდებათ იმის გაგება, რას აგზავნის ესა თუ ის პიროვნება, იმას ძალიან ადვილად გააკონტროლებენ. ყველას გლობალურად - კი არა, ვინც სჭირდებათ და აინტერესებთ. არ აქვს მნიშვნელობა სმს-შეტყობინებაა თუ ფაქსი, მთავარია, ეს სპეცსამსახურებს სჭირდებოდათ. თუ დაინტერესებულები არიან იმით, რომ რას მიგზავნით თქვენ მე, ამას ადვილად გაიგებენ: ტელეფონსაც მოუსმენენ და სმს-ტექსტებსაც თავისუფლად წაიკითხავენ. ასე რომ, უნდა გახსოვდეთ ერთი რამ, რომ ყოველთვის გისმენენ და შენს სმს-საც კითხულობენ". გაზეთი ”რეზონანსი” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ამ ვიდეოს კომენტარები არ სჭირდება. უბრალოდ ყველამ ნახეთ და გაიხსენეთ ჩემთვის ლეგენდარული რაფა, რომელმაც შექმნა სტამბულის ფინალი, რომელმაც გაანადგურა რეალი და მანჩესტერი და შექმნა საკუთარი ისტორია ენფილდზე… მშვიდობით რაფა… View the full article
-
dark agility--თემა ვინდოუსისთვის View the full article