Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/12/29/1230585964168/Steven-Gerrard-002.jpg12-წლიანი მერსისაიდული კარიერის შემდეგ ჯერარდმა “ლივერპულის” დატოვება გადაწყვიტა. … ამ, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს. საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემაა, მაგრამ ჩვენთვის ფაქტი მაინც რთული დასაჯერებელია. როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, 30 წლის სტივენ ჯერარდმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ინგლისიდან აბარგება სურს. Marca-ს ინფორმაციით, მერსისაიდელთა კაპიტანმა ასეთი გადაწყვეტილება “რეალის” შეთავაზების გამო მიიღო. ასევე ვკითხულობთ, რომ ჯერარდმა უკვე სამეფო კლუბისთვისაც მოასწრო თანხმობის თქმა. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება. View the full article
  2. ესპანური "ვალენსია" დავიდ ვილიას გასხვისების და თავდასხმის ხაზის კიდევ რამდენიმე ლიდერის გუნდიდან წასვლის დიდი ალბათობის გამო ფორვარდის გამალებულ ძიებაშია. "ღამურები" ერთდროულად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველების ვარაუდით, თეთრი მაისურის მორგების უპირველესი პრეტენდენტები ანდრე–პიერ პინიაკი და რუუდ ვან ნისტერლოი არიან. იხილეთ fanebi.com
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sarkozy_saakashvili_afp_v-150x150.jpgსაქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების საუბრის თემა, ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები იქნება. ამის შესახებ საგარეო საქემთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. დავით ჯალაღანიამ კომენტარი ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jalagania.jpg itvს ლინკი
  4. წიგნი გვასწავლის პისტოლეტის გამოყენებას ახლო ბრძოლაში View the full article
  5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციას „ფრიდომ ჰაუსს“ მოუწოდებს, სამომავლოდ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების… ლინკი მედიანიუსზე
  6. ტურინის "იუვენტუსი" მზადაა ჯორჯო კიელინის დარჩენის სანაცვლოდ 2015 წლამდე გაწერილი კონტრაქტი და გაზრდილი ანაზღაურება შესთავაზოს, ეს ცნობა დღეს ავტორიტეტულმა "გაზეტა დელო სპორტმა" გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ კიელინის გადაბირებით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული და მასში საკმაოდ მოზრდილი თანხის გაღებასაც აპირებს, "ბებერი ქალბატონის" ბოსებს იტალიის ნაკრების მცველი თავიანთი გეგმების განუყოფელ ნაწილად მიაჩნიათ. იხილეთ fanebi.com
  7. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს და სასამართლო გადაწყვეტილების… ლინკი მედიანიუსზე
  8. გერმანული "ჰოფენჰაიმის" თავდამსხმელი, ვედად იბიშევიჩი შესაძლოა ფლორენციის "ფიორენტინაში" აღმოჩნდეს, ამის შესახებ Transfermarket.de იტყობინება. გარდა "ვიოლასი", მისით დაინტერესებას "ლაციო" და "ჯენოაც" გამოხატავენ. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა (გოლი+პასი სისტემით) უკვე არაერთხელ გამოხატა გერმანიის დატოვების სურვილი. იხილეთ fanebi.com
  9. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/gia_nodia-300x225.jpgსაქართველოში 30 მაისის მუნიციპალური არჩევნებით იმ პოლიტიკური ციკლის დასასრული აღინიშნა, რომელიც 2007 წლის შემდგომაზე დაიწყო. მაშინ ქვეყნის ოპოზიციამ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია, მაშინ იმავე მიზნის მისაღწევად საჭიროა ხალხის უკმაყოფილების მობილიზება, ანუ მათ უნდა ხელახლა გაეთამაშებინათ „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილი მოიყვანა<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ასეთი მცდელობა სამჯერ განხორციელდა. პირველი ასეთი მცდელობის კულმინაციურ მომენტში, 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები ძალით დაშალეს. ტელეკომპანია „იმედი“, რომელზეც ოპოზიცია მხარდაჭერის მობილიზაციის პროცესში ძალიან იყო დამოკიდებული დახურეს და დაარბიეს. ამის გამო ხელისუფლება ძალიან იყო შეშფოთებული. პრეზიდენტი გადადგა კიდეც და ერთი წლით ადრე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც კი დანიშნა. მან ეს არჩევნები მოიგო, თუმცა ამისთვის საკმაო ძალისმევა დასჭირდა. მეორე მცდელობას 2008 წლის გაზაფხულზე ჰქონდა ადგილი. მაშინ ოპოზიციამ შიმშილობა დაიწყო – მათ სჯეროდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამ დრამატული ნაბიჯით ხალხის აღშფოთება უნდოდათ, მაგრამ ხელისუფლებამ სწორად გათვალა - პოლიტიკური იდეალების გამო სიკვდილისთვის მზად არავინ იყო. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის მოთხოვნამ ოპოზიციისთვის შესაძლებელი გახადა პროტესტი შეეწყვეტათ ისე, რომ სახე არ დაეკარგათ. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა, რევოლუციონერებს ახალი იმედი მისცა: მათ გადაწყვიტეს, რომ დასავლეთმა საბოლოოდ დაკარგა ილუზიები სააკაშვილთან დაკავშირებით და მის წასვლას არ გაუწევენ წინააღმდეგობას. ამიტომ ერთადერთი რაც სჭირდებოდათ მცირე ზეწოლა იყო, მაგრამ „მიშამ“ და მისმა გუნდმა გასული წლის გაზაფხულის შეტევაზე მშვიდად მოახდინე რეაგირება და ოპოზიცია ისევ იქ აღმოჩნდა, საიდანაც დაიწყო. მუნიციპალურმა არჩევნებმა ექვსი თვით ადრე გადმოიწია და თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები სპეციალურად იმიტომ დაინიშნა, რომ რევოლუციონერები ნორმალურ საარჩევნო პოლიტიკაში შეეტყუებინათ. გეგმის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: საზოგადოებამ რევოლუციების სიცოხლისუნარიანობაში რწმენა დაკარგა, ხოლო ოპოზიციამ ორიენტაცია და ის მრავალ გახლეჩილ ჯგუფად დაიშალა. მან ვერ მოახერხა სახელისუფლებო პარტიისთვის თბილისის მერის არჩევნებში სერიოზული კონკურენციის გაწევა, თუმცა თუ ობიექტურად ვილაპარაკებთ ეს შესაძლებელი იყო. ტენდენციის მსხვრევა საქართველოში ბევრი გასულ სამ წელიწადს პერმანენტული რევოლუციის სინდრომის წინააღმდეგ ჩატარებულ ერთგვარ აცრად მიიჩნევს. 2007 წლის ნოემბერში დაინგრა მითი, რომლის თანახმად თუ პარლამენტთან ორიოდე ათასი გაბრაზებული მოქალაქე მოიყრის თავს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს, მთავრობა მოთხოვნას აუცილებლად შეასრულებს. ქვეყანამ კიდევ ერთი აცრა გაიკეთა – ეს პოლიტიკური შიმშილობებია: ამ ბლეფის აღარავის არ სჯერა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ ხანგრძლივი ალყით მთავრობას ვერ დაამხობ. ხელისუფლებამ შეიძლება თბილისის მთავარი ქუჩა დროებით დაგითმოს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩამოშლის მიზეზი ვერ გახდება. ხელისუფლებამ ისტორიული ტენდენციის გარღვევა შესძლო: ექტრემისტული რადიკალიზმი აღარ არის მომგებიანი სტრატეგია. ბოლო არჩევნების შედეგებმა სწორედ ეს დაადასტურა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ზომიერმა ფრთამ, ”ალიანსი საქართველოსთვის” და ”ქრისტიან-დემოკრატებმა” მოიპოვეს შედარებითი წარმატება, ხოლო რადიკალურმა ეროვნულმა საბჭომ ხმების მხოლოდ 7-8% მიიღო. რამდენ ხანს იქნება აცრა ეფექტური? ჯერ ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პირველად ამ რამდენიმე წლის შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ ასე თუ ისე შეიძლება შვებით ამოისუნთქოს. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ორი წლის შემდეგაა, რადიკალური ოპოზიცია დეპრესიაშია, რუსეთთან ერთი ომი უკვე იყო, დღეს იმის ნიშნები რომ კიდევ ერთი ომი იქნება არ არსებობს და გამოიკვეთა ის ტენდენციაც, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს დაძლევს. მართალია აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პრობლემის გადაჭრის პროცესში რეალური პროგრესი არ სჩანს და ალბათ არც თვალსაწიერ მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ამ ჩიხურ სიტუაციასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე: ერთი დიდი პრობლემით ნაკლები დღის წესრიგში, თუმცა ხელისუფლების შიგნით არსებობს ერთი ხიფათი: თუ ის მოდუნდება, შეიძლება შეცდომების დაშვება დაიწყოს. ჰორიზონტზე რა იქნება მთავარი შიდა პოლიტიკისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში? ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ როგორ წარიმართება ძალაუფლების გადაცემის პროცესი. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, თითქმის 20 წელი გავიდა და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების გადაცემა ჯერ არ მომხდარა. ეს ყველას ახსოვს და ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როდესაც სააკაშვილის ოფისიდან წასვლის დრო დადგება. მიხეილ სააკაშვილს მეორე და ბოლო ვადა 2013 წელს ეწურება და მან საჯაროდ ბევრჯერ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს კონსტიტუციურ ვადებს, მაგრამ მისი მტრები შინაც და გარეთაც არ მალავენ, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების იმედი აქვთ. სააკაშვილი „უბრალოდ არ გადადგება“, ან „ვარდების რევოლუციონერები“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ახალი ჩიხით დასრულდება. ხალხი უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ მწიფდება კონფლიქტი გავლენიან შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას შორის, რომელსაც მისი მერად არჩევის საფუძველზე, პრეზიდენტად გახდომის საუკეთესო შანსები აქვს. ამ სპეკულაციათა დასადასტურებლად, განხეთქილების ცხადი ინდიკატორები არ არსებობს, მაგრამ რა რჩება იმედად, თუ არა ზევით დაპირისპირება? სკეპტიკოსთა მეორე ჯგუფი რუსული სცენარის განვითარებას პროგნოზირებს: სააკაშვილი ფორმალურად გადადგება, მაგრამ ხელისუფლებაში დარჩება, ისე როგორც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარჩა ხელისუფლებაში ნომინალური პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მმართველობისას. მომავალი გაურკვეველია, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა იმის ვარაუდი რომ 30 მაისის არჩევნების შემდეგ ხალხს ცოტა ხნით დაავიწყდება ოპოზიცია, რადგან ყურადღებას ხელისუფლების შიგნით რეალურ ან წარმოსახვით კონფლიქტზე გადაიტანს. გია ნოდია ForeignPRESS Share View the full article
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-11 რაუნდს საინტერესოს უწოდებს და მიუთითებს, რომ მოლაპარაკებების ამ … ლინკი მედიანიუსზე
  11. გამოცემა "მარკა" დღეს კიდევ ერთხელ შეეხო სტივენ ჯერარდის "ლივერპულიდან" შესაძლო წასვლის თემას და გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანმა (რიო ფერდინანდის ტრავმის შემდეგ) გუნდის ხელმძღვანელობას უკვე ამცნო "ენფილდიდან" წასვლის სურვილის შესახებ. იხილეთ fanebi.com
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/kalashovi_big.jpgესპანურმა პოლიციამ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი შაქრო კალაშოვი დააკავა . როგორც უცხოური სააგენტოები იუწყებიან, დაკავებამდე ესპანურმა სასამართლომ ფულის გათეთრებისთვის კალაშოვს 7,5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 20 მილიონი ევროს დააკისრა, თუმცა მის წინააღმდეგ დაკავების ღონისძიება არ ტარდებოდა. კალაშოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც ესპანეთმა საქართველოდან კალაშოვის ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადაციასთან დაკავშირებით ესპანეთში მოლაპარაკებებს საქართველოს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები თინათინ ბურჯალიანი და ეკა ზღულაძე აწარმოებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. Share View the full article
  13. რუსული საუკეთესო ვიდეო კლიპების მეგა კოლექცია მეორე View the full article
  14. მექსიკის ნაკრების მცველ რაფაელ მარკესს გუნდის უკანასკნელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, ის ინფივიდუალური პროგრამით, სპორტულ დარბაზში ემზადებოდა, ეს ცნობა დღეს სააგენტო O Globo–მ გაავრცელა. ლათინოამერიკელების კაპიტანმა მარჯვენა ფეხის ტრავმა იტალიის ნაკრებთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში მიიღო, თუმცა სამედიცინო შტაბის ცნობით, მისი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ეჭვის ქვეშ არ დგას. იხილეთ fanebi.com
  15. მაშველები ვარძიასთან, მტკვარში დაკარგულ მოზარდს ალეკო ხაჩიტერაძეს კვლავ უშედეგოდ ეძებენ. როგორც “მედიანიუსს” სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს,… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...