planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო – ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს “კოპალა”, ხოლო იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო დღეს გაიხსნა. შპს “კოპალამ” ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის, იყალთოში მდებარე ი/მ დ. ბოტკოველის რძის გადამამუშაველმა საწარმომ 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღეს. ამ თანხებით და ადგილობრივი ფერმერების თანადაფინანსებით, მოხდა საწარმოები განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. შეიქმნა 50-ამდე ახალი სამუშაო ადგილი. ვარდის ზეთის მწარმოებელ საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საბოლოო პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში გადის. იყალთოს რძის გადამამუშავებელი საწარმო კი ორი ტიპის ყველის (სულგუნი და ქართული ყველი) წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია დაიწყებს. ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი: პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში. გახსნის ცერემონიას პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. იხილეთ epn.ge
-
გაზრდილი სახელმწიფო 2010 წლის ბიუჯეტით, დევნილებისთვის დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი სახლები აშენდება. ამის შესახებ, პარლამენტში ბუნებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა. პეტრიაშვილის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის გამოეყოფა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასავლეთ საქართველოში დაიწყება და ამავე თანხით მოხდება დევნილთა კომუნალური ვალების დაფარვა. შეგახსენებთ, რომ ლტოლვილთა სამინისტროს სახლების მშენებლობა ქირით და ნათესავებთან მცხოვრები დევნილებისთვის აქვს განსაზღვრული. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონით ლარით იზრდება და ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ugt-150x150.jpgიუ-ჯი-თი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბიზნესს ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებს. ბიზნესის დაწყებასთან ერთად, იუ-ჯი-თი საქართველოში ვენჩერულ ფონდს ქმნის, რომლის ძირითადი მიზანი საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სივრცეში ნოვაციური იდეების და პროექტების დაფინანსება იქნება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ug.jpg itvს ლინკი
-
დადგა დრო უფრო დაწვრილებით შევაფასოდ კოლეჯის ცხოვრება და ზუსტად ასეთ შანსს გვაძლევს ახალი რომანტიული კომედია 'სექსი ანბანის მიხედვით'. მაილსი –მიმზიდველი, მეგობრული და განათლებული ბიჭია– ერთი სიტყვით ტიპიური მექალთანე. როცა ჩვენი გმირი მორიგი კონკურსიდან გამარჯვებული ბრუნდება მისი საუკეთესო მეგობარი კლივერი მაილსისთვის ბოლო, გადამწყვეტ გამოცდას მოიგონებს – 'ფლირტს ალფავიტის მიხედვით'! აზრი ადვილია – რაც უფრო იშვიათი ასოა გოგონას გვარის დასაწყისში, მით უფრო მაღალია ფს ... View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/image0-150x150.jpgსახალხო მართლმადიდებურმა მოძრაობამ და სხვა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის მიმართულებით მანიფესტაცია გამართეს. აქცია ტელეკომპანია „კავკასიასთან” დასრულდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/image0.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/5589-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად დიდი ოდენობით ძვირფასეულობის შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ცოვინარ დალაქიანი დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/finansuri1.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg იზაბელ რასელი დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდება. შეხვედრა პარიზში ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე შედგება ელისეს სასახლე, როგორც იქნა დასთანხმდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნას შეხვედროდა საფრანგეთის პრეზიდენტს. საქართველოს ლიდერი პარიზში ოთხშაბათამდე დარჩება და მას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შეცვლის. დღეს თბილისის და პარიზის ურთიერთობებში, რომლებიც საგრძნობლად გაუარესდა ელისეს სასახლის მიერ კრემლთან დაახლოვებაზე აღებული კურსის გამო, კვლავ ერთგვარი დათბობა შეიმჩნევა და მაინც ძირითადი სადაო საკითხი, რომელიც რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის ოთხი ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე (ამ გემს ბევრი ფრანგული ფლოტის მარგალიტად მიიჩნევს) ფრანგული მხარის გადაწყვეტილებაში მდგომარეობს, მაინც გადაუჭრელია. საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის არმიას დღემდე დაკავებული აქვს, ამტკიცებს რომ ამ გარიგებამ რეგიონში შეიძლება სტრატეგიულ ძალთა ბალანსი შეცვალოს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვები, რომელიც იმის შესახებ საუბრობდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „მისტრალი“ შავი ზღვის ფლოტს საშუალებას მისცემდა „ყველა ამოცანა 26 საათის ნაცვლად 40 წუთში გადაეწყვიტა“. ქართველები რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემაზეც არიან შეშფოთებულები. მათი აზრით ასეთი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარია. „შეიძლება კი სახელმწიფომ, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიაღწია და შუამავალი იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ერთი მხარის შეიარაღებას დასთანხმდეს მეორის საზიანოდ? ეს ყველაფერი მშვიდობისმყოფელის როლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება“ – აცხადებს ქართველი დიპლომატი. მართალია საქართველო აპირებს ამ საკითხის დეტალურ განხილვას საფრანგეთის ხელმძღვანელობასთან, თუმცა მას ელისეს სასახლესთან კონფლიქტის ოდნავი სურვილიც კი არა აქვს. „მნიშვნელოვანი არ არის მოეწერება თუ არა ხელი კონტრაქტს, რუსეთმა ხომ უკვე მოიპოვა მისთვის ესოდენ საჭირო პოლიტიკური სიმბოლო: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინიციატორი ქვეყანა თანხმდება იარაღი მიჰყიდოს მხარეს, რომელიც მას არღვევს! ყველაზე უარესი უკვე მოხდა. ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ საფრანგეთთან ბრძოლას…“ – განაცხადა საკითხის განხილვაში მონაწილე საქართველოს წარმომადგენელმა. 2008 წლის ხუთდღიანი ომში პოზიციების დაკარგვის შემდეგ, საქართველო დღეს დასავლეთში ახალ მოკავშირეებს ეძებს და საფრანგეთი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური კანდიდატია. საქმე ის არის, რომ საფრანგეთის და რუსეთის ურთიერთობები არც ისეთი უღრუბლოა, როგორც ზოგიერთები იმედოვნებენ. ის რომ მოსკოვი უარს ამბობს თბილისთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას, პარიზში საგრძნობ გაღიზიანებას იწვევს. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: „მისტრალის“ გაყიდვაზე მოლაპარაკებები ყოველგვარი კონკრეტული შედეგების გარეშე ჭიანურდება. კრემლს ოთხი ხომალდიდან სამის აშენება რუსეთში სურს, მაშინ როდესაც ელისეს სასახლე მოითხოვს, რომ ორი გემი სენ-ნაზერეს ვერფებზე უნდა აიგოს… გარდა ამისა, საქართველოს ლიდერებს პარიზისგან ევროკავშირში მათი მისწრაფების მხარდაჭერის მოპოვება სურთ. ბოლო დროს ამერიკელები ერთგვარად ჩამოშორდნენ რეგიონის საქმეებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში მათი თავშეკავებული რეაქცია ადასტურებს. „ფრანგები კი პირიქით გვეხმარებიან ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის მხარდაჭერა“ – გვიხსნის საქართველოს წარმომადგენელი. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა თბილისისთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მისი სტრატეგიული პრიორიტეტები არსებითად შეიცვალა. საქართველო, რომელიც მისი უზარმაზარი და მოუქნელი მეზობლის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რუსი დათვისგან დაცვის გარანტიების მისაღებად დიდი ხანია რაც ნატო-ს კარზე აკაკუნებს. „მაგრამ თუკი ადრე ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტული ამოცანა ნატო-ში გაწევრიანება იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირთან მიერთება უფრო შორეულ პერსპექტივას წარმოადგენდა, დღეს ჩვენ მიგვაჩნია რომ ნატო-ში გაწევრიანების საუკეთესო საშუალება ევროკავშირთან დაახლოვებაა“ – ამბობს ქართველი ექსპერტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზე მადლენ ოლბრაიტის ჯგუფის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულმა დასკვნამ, ქართველებზე ცივი დუშის ეფექტი იქონია, რადგან უახლოეს მომავალში მათ ნატო-ში გაწევრიანების გზა ჩაუკეტა. ამგვარად, თბილისს ამ ტენდენციის გადასატეხად ლისაბონში წლის ბოლოს დაგეგმილი სამიტის წინ, გათვლა პარიზის დახმარებაზე აქვს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/2302-150x150.jpg,,სოციალ-დემოკრატები” სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. პარტიის წევრები 30 მაისს ჩატარებულ არჩევნებს აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა პოსტსაბჭოთა საქართველოში შეუძლებელია . პარტია საზოგადოებას მოუწოდებს უარი თქვას უშედეგო პოლიტიკაზე და აქცენტი გააკეთოს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/social-demokrateb.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/63566895-300x223.jpg“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული მანიფესტაცია ტელეკომპანია “კავკასიასთან” დასრულდა . აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანის შესასვლელზე გააკრეს ტრანსფარანტი, წარწერით – “დარეკეთ პატრტულში, ჩვენც დაგვაპატიმრონ”. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლელიკო ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 7 ახალგაზრდის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მისივე განმარტებით, ახალგაზრდები არიან უკანონოდ დაკავებულები და ბრძოლას არ შეწყვეტენ მათ გათავისუფლებამდე. მანიფესტაცია რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით გაჩერდნენ პარლამენტთან, რის შემდეგაც ტელეკომპანია “კავკასიასთან” მივიდნენ. აქციაში სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/article-1085468-0275f953000005dc-933468x450_big.jpgელისეის სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა მიმდინარეობს. ორი ქვეყნის პრეზიდენტები რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხებს, კერძოდ კი რუსეთის მიერ ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას განიხილავენ. საუბარი ასევე ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხება. სააკაშვილისა და სარკოზის შეხვედრის პარალელურად, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნის ხვდება. პრეზიდენტების შეხვედრამდე ელისეის სასახლის ეზოში საზეიმო მიღება გაიმართა. სააკაშვილისა და სარკოზის შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდება, თუმცა გაკეთდება თუ არა შეხვედრის შესახებ განცხადებები, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ახლავს. პირWელი Share View the full article
-
ფილმის მთავარი გმირი – ტაილერი – ძალიან დამწუხრებულია, რადგან მამამიმისს არ რჩება მისთვის დრო, ხოლო დედასთანდა მამინაცვალთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ოჯახმა თვალწინ დანგრევა დაიწყო მას შემდეგ, რაც უფროსმა ძმამ თვითმკვლელობით დაასრულე სიცოცხლე. ერთადერთი ნათელი წერტილია მის ცხოვრებაში – მისი საუკეთესო მეგობარი აიდანი.nერთხელ ტაილერი და აიდანი ჩხუბში იღებენ მონაწილეობას, რის გამოც ტაილერს აპატიმრებენ. როდესაც აიდანი გაიგებს, რომ პოლიციელს რომელსაც ტაილერის საქმე.... View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/laris_kursi_-225x150.JPG“ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებას ლარის კურსის ხელოვნურად დაცემაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ხელოვნურად დაცემისა და ამ გზით მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში არაოფიციალურად გახარჯული 300 მლნ ლარის ამოღებას ცდილობს. როგორც პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გეგმაში შედის, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს, დავიდეს 2,2 ნიშნულამდე და ამით მათ საშუალება მიეცეთ კიდევ დამატებით დაახლოებით 500 მლნ ლარი ამოიღონ. ჯიბლაძის განცხადებით, ამ პროცესის პროპორციულად უკვე გაიზარდა და კიდევ გაიზრდება ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე და პროდუქტებზე. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, პაატა ჯიბლაძემ ხელისუფლებასთან ერთად ფინანსური მაქინაციების უშუალო ხელშემწყობებად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები დაასახელა, რომლებმაც, მისი თქმით, დანაშაულებრივი რეჟიმის გახანგრძლივებას დაუჭირეს მხარი. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/laris_kursi_-225x150.JPG“ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებას ლარის კურსის ხელოვნურად დაცემაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ხელოვნურად დაცემისა და ამ გზით მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში არაოფიციალურად გახარჯული 300 მლნ ლარის ამოღებას ცდილობს. როგორც პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გეგმაში შედის, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს, დავიდეს 2,2 ნიშნულამდე და ამით მათ საშუალება მიეცეთ კიდევ დამატებით დაახლოებით 500 მლნ ლარი ამოიღონ. ჯიბლაძის განცხადებით, ამ პროცესის პროპორციულად უკვე გაიზარდა და კიდევ გაიზრდება ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე და პროდუქტებზე. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, პაატა ჯიბლაძემ ხელისუფლებასთან ერთად ფინანსური მაქინაციების უშუალო ხელშემწყობებად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები დაასახელა, რომლებმაც, მისი თქმით, დანაშაულებრივი რეჟიმის გახანგრძლივებას დაუჭირეს მხარი. IPN Share View the full article
-
ეს ფილმი ბევრად განსხვავდება თავისი სიუჟეტოთ სხვა ინდური ფილმებისგან .. მოგვითხრობს თუ როგორ გახდა ახალგაზრდა მიმზიდველი ქალბატონი მეძავე მის ცხოვრებას ბორდელში და როგორ იპოვა ცხოვრებაში ბედნიერება View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/cartoons/2010/6/7/1275932230604/Rooney-in-England-v-Plati-006.jpg მუნდიალის დაწყებამდე სულ რამოდენიმე დღე დარჩა და ინგლისის ნაკრებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა 3-0 მოიგო. სამივე ლივერპულის ფეხბურთელმა ითამაშა ამ მატჩში… სრულიადში იხილეთ მიმოხილვა View the full article