Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. შპს `საქართველოს რკინიგზა~ ზაფხულის სეზონზე, 14 ივნისიდან მგზავრებს რიგი სიახლეებს შესთავაზებს. როგორც `მედიანიუსს~ `საქართველოს რკინიგზაში~ განუცხადეს, მომსახურების… ლინკი მედიანიუსზე
  2. ფილიპ დიკი „პალმერ ელდრიჩის სტიგმატებში“ წერს ორ ნარკოტიკზე, რომელსაც მარსზე არსებული კოლონიების მაცხოვრებლები მოიხმარენ. ერთ-ერთი მათგანია კე-ნდი, რომელსაც მოჰყვება მინიატურული კომპლექტი - ანუ სამყაროს მაკეტი, რომელშიც ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ გადადიხარ. მეორე კონკურენტი ნარკოტიკი - ჩუინგ-ზეტია, რომელსაც მსგავსი მინიატურული სამყაროს მოდელი არ სჭირდება. მისი ზემოქმედების ქვეშ შენს მიერ წარმოდგენილ სამყაროში იმყოფები და შენი ფარული სურვილები, შიშები, მისწრაფებები წარმოქმნიან იმ „გლიუკებს“, რაც გარს გაკრავს. თუ რომანიდან ამ პატარა შინაარსობრივ ფრაგმენტს დავეყრდნობით, ჩვენი ქვეყანა ცალსახად შეგვიძლია კენ-დის დანამატ მინიატურულ კომპლექტს შევადაროთ. აქ ყველაფერი განსაზღვრულია. აქ აუცილებლად მოცემულ ფორმებსა და შინაარსებში უნდა მოვთავსდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალია განდევნა და ნადირობის სეზონის გახსნა, რომელშიც ყველა ნაღდი მამულიშვილი ჩაებმება. „უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს!...ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები, რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!“ - წერს ვაჟა ფშაველა „შვლის ნუკრის ნაამბობში“. მესმის, რომ ჩვენი თანამემამულეთა უმრავლესობისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც შევეცადოთ და წამით წარმოვიდგინოთ, რომ შვლის ნუკრი - ადამიანია. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ვამბობთ: „ჩვენ, ირმები არასოდეს ვკლავთ, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა გავუძლოთ, უნდა ვიცხოვროთ, რამდენიც არ უნდა იძალადოს ჩვენზე ცხოვრებამ, რამდენიც არ უნდა იძალადონ ადამიანებმა. უნდა გავმრავლდეთ, გავაგრძელოთ და დავიცვათ ჩვენი ხანმოკლე არსებობა. არასოდეს შევშინდეთ, რადგან ცხოვრების დიდებული, მკაცრი კანონი ასეთია...“ („ბემბი“) რა გაგრძელებაა და ავსტრიის დედაქალაქში არსებობს დაწესებულებები, სახელად „Josefine Mutzenbacher”. როგორც ამბობენ, ეს - ყველაზე კარგი ბორდელების ქსელია ქალაქში. ჟოზეფინა მუტცენბახერი კი ფელიქს ზალტენის ფსევდონიმია, სწორედ იმ ბატონისა, რომელმაც დაწერა მოთხრობა „ბემბი“, რომელიც უოლტ დისნეის განთქმულ მულტფილმს დაედო საფუძვლად. პარადოქსია, რომ „ბემბის“ ავტორი პორნოგრაფიულ ტრილოგიას წერს ვენელ მეძავზე, რომელშიც დიდი დოზებით არის ასახული ძალადობა, პედოფილია, ინცესტი, გარყვნილება, მაზოხიზმი. ახლა, ეს რომანები კლასიკად არის ქცეული. ითვლება, რომ მსგავსი ხასიათის პროზა საუკეთესო მახასიათებელია იმ ეპოქის მორალური იმპერატივების ასაღწერად და გადმოსაცემად. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა მავანი მკვლევარის ტექსტი, რომელშიც ბემბის და ჟოზეფინას შედარებითი დახასიათებაა მოცემული, რომელშიც ის ამობს, რომ პატარა მეძავიც და ბემბიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ორივე გადარჩენას ცდილობს. სისტემის მიერ ნაკარნახევი, გადარჩენის საშუალების ერთ-ერთი მაგალითი გუშინ ვიხილეთ გადაცემა „სიმართლის დროში“, რომელშიც მიწვეული იყო „საიდუმლო სირობის“ ავტორი ერეკლე დეისაძე. წიგნის ავტორის, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ქართველთა მთავარ გასაკიცხ, საგინებელ, საწყევლ ობიექტად ქცვეულიყო, ეროვნული კლანის საშოში, პომპეზურად, ტელე-პროტესტანტი მწერლის იმიჯით დაბრუნდა. მინდა მივულოცო ჩემს ქვეყანას! მილოცვები ოჯახის ბურჯებს! მილოცვები ჩემგან ერისა და ზნეობის, სკოლების, სამინისტროების თუ კერძო ოფისების დარაჯებს! მილოცვები ჩემგან მორალის, ფეხბურთის მცველებს! მილოცვები ქართულ მრევლს! მილოცვები ქართველ ბანკირებს! მილოცვები ქართველ ბიზნესმენებს! მილოცვები ქართველ ძიუდოისტებს! მილოცვები ქართველ მწერლებსა და პოეტებს, ერის მამებს! მილოცვები ქალიშვილებს! მილოცვები ტელე&ფეისბუქ ინტელექტუალებს! მილოცვები კათოლიკოს პატრიარქს, პრეზიდენტს! მილოცვები ნანკა კალატოზიშვილს! მილოცვები მთელს საქართველოს, რადგან თქვენ აღარ გყავთ მტერი, ყოველ შემთხვევაში, „საიდუმლო სირობის“ ავტორის, ერეკლე დეისაძის სახით. წესით, ახლა, ბედნიერებისთვის მხოლოდ სახინკლე, აფხაზეთი, ნატო და რუსის ნაშები გაკლიათ! თქვენ ჯიგარს, რელიგიას, ქართველობას არაფერი ემუქრება! „ამინის! ჯოს! და გენაცვალეს!“ საძახებლად, ქართული ჰაერი ისევ განწმენდილი და განთავისუფლებულია. კაფკა წერდა: „თუკი წიგნმა, რომელსაც ვკითხულობთ, თავში მუშტი არ ჩაგვცხო, მაშ, რისთვის ვკითხლობთ მას? რათა გაგვაბედნიეროს?.. ღმერთო ჩემო, ბედნიერნი ხომ წიგნების გარეშეც ვიქნებოდით. თანაც, ისეთ წიგნს, რომელიც გაგვაბედნიერებს, ძალიან თუ გაგვიჭირდა, თვითონაც დავწერთ... წიგნი ნაჯახად უნდა მოგვევლინოს ჩვენი სულის გაყინული ზღვის ჩასამტვრევად. ამაში დარწმუნებული ვარ.“ ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულის მიერ ნათავაზები წკლიპურტით გამოწვეულმა სიწითლემ გაიარა. ჩვენ კი ისევ ფარსის სქელი გარსით შემოსაზღვრულნი დავრჩით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/lancaster_shares-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 3 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 21 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650%–ით, მაქსიმალური 9.850%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.290%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  4. „ უმაღლეს სასწავლებლებში კლიმატის ცვლილების სასწავლო პროგრამის“ საერთაშორისო კონფერენცია დღეს იხურება. კონფერენცია შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის (GRDF) ორგანიზებით, მეცნიერებისა და გარემოს დაცვის ეროვნული საბჭოს (NCSE), საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდის და კლიმატის წიგნიერების და ცნობიერების ქსელის (CLEAN) მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრა მიზნად ისახავს უმაღლეს სასწავლებლებში კლიმატის ცვლილებების შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვის მოსაზრებების გაზიარებას. სასწავლებლებში კლიმატის ცვილიების შესახებ სწავლება არის უნიკალური გამოწვევა, რადგან საკითხი ტრადიციულ აკადემიურ მიმართულებებს კვეთს და მოითხოვს ქიმიკოსების, ბიოლოგების, ფიზიკოსების, გეოგრაფების და სხვა სფეროების წარმომადგენლების ჩართვას. კონფერენციის ფარგლებში დედოფლისწყაროს რაიონში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეები კლიმატის ცვლილების გავლენის შედეგად დაზიანებულ ადგილებს მოინახულებენ. სასტუმრო „რედისონში“ სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ 7 ივნისს გახსნეს. იხილეთ epn.ge
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mimartva-150x150.jpgსაქართველოს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელეს. სპეციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა პოლიტიკური პროცესებში საშიში და საგანგაშო ტენდენცია გამოავლინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mimartvaa.jpg itvს ლინკი
  6. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/200904240208-300x251.jpgუსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის დროს ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა. “ცხადია, რომ ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სამწუხაროდ, რაიმე სერიოზული მოლოდინებისა და შედეგების გარეშე. ნაწილობრივ ვიზიარებ იმ აზრს, რომ შეხვედრა უფრო მეტად შეხვედრის დასაფიქსირებლად შედგა, ვიდრე იმისთვის, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულების კუთხით ვითარება ადგილიდან დაიძრას”, – განუცხადა “პირWელს” ვიზიტის შეფასებისას სესიაშვილმა. ამ კონტექსტში ექსპერტი სააკაშვილი-სარკოზის შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგის არგამართვის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ეს შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ამ შეხვედრაზე ვერანაირი პოზიტიური შედეგი ვერ იქნა მიღებული. “ხელისუფლება სააკაშვილის ამ ვიზიტსაც, ტრადიციისამებრ, “წარმატებულად” აფასებს. თავად სააკაშვილი, ასევე ტრადიციულად, თავს იქებს და მორიგ “დიდ წარმატებებზე” საუბრობს, თუმცა თუ ზემოაღნიშნულ ფაქტს გავითვალისწინებთ, რეალურად ალბათ, არანაირ დიდ წარმატებას ამ შეხვედრის შედეგად ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლებისთვის ქაჯეთის ციხედ არის შერაცხული, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა სარკოზის მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა”, – განუცხადა “პირWელს” სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთს სამდღიანი ვიზიტით 7 ივნისს ეწვია. Share View the full article
  7. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების მე-11 რაუნდის დასრულებას გამოეხმაურა სპეციალური განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონსულტაციებისას მოსკოვმა… ლინკი მედიანიუსზე
  8. საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისია საქართველოში ახალი კონსტიტუციის მიღებას ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე მოითხოვს და მიუთითებს, რომ სწორედ ასეთი… ლინკი მედიანიუსზე
  9. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „სპექტრის“ დირექტორმა ზაზა… ლინკი მედიანიუსზე
  10. ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის “არმიის” რაოდენობის შემცირების პროცესი მიმდინარეობს. ოსური წყაროების ცნობით, შემცირების პროცესის რუსეთის შეიარაღებული… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/200903175354-300x199.jpgსაფრანგეთი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ; მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება პარიზში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელდა. ”ეს ვიზიტი კარგი საშუალებაა საქართველოსთვის ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატავად და ფრანგულ-ქართული ურთიერთობების გასამყარებლად, რომლებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში, ასევე, საუბარია ავღანეთში 172 ქართველი სამხედროს მისიის მნიშვნელობაზე, რომლებიც ფრანგული ნაწილების დისლოკაციის ადგილზე იმყოფებიან, აგრეთვე – ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზეც. IPN Share View the full article
  12. http://www4.pictures.gi.zimbio.com/Spain+v+England+International+Friendly+vCAQ4tCvq0-l.jpg მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი ნაკრები, სადაც ორი ლივერპულელი თამაშობს… ერთი ლიდერია, მეორე კი რეზერვი… ესპაანეთის ეროვნულ ნაკრებში ენფილდიდან პეპე რეინა და ფერნანდო ტორესი არიან გამოძახებულნი. ლივერპულის მეკარე ესპანეთის მეორე გოლკიპერია. ძირითადში მის ადგილს იკერ კასილასი იკავებს. ფერნანდო ტორესი კი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. მიუხედავად მისი ტრამვისა, ელ ნინიომ მოასწრო გამოჯანმრთელება და მსოფლიო ჩემპიონატამდე გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩში გოლიც კი გაიტანა… http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/03/17/article-0-08A339F6000005DC-450_468x286.jpg ესპანეთის ეროვნული ნაკრები: ამჟამად ესპანელ ხარებს ფიფას რეიტინგში მეორე ადგილი უკავიათ. რაც დიდწილად ევროპის ჩემპიონატის დამსახურებაა, რომელიც 208 წელს ესპანელებმა ტრიუმფით აიღეს. ეს მათი მეორე საერთაშორისო ტიტული იყო. ევროპის ჩემპიონები ისინი პირველად 1964 წელს გახდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მათი უდიდესი მიღწევა მეოთხე ადგილია და ისიც შორეულ 1950 წელს დაიმსახურეს. მას შემდეგ ესპანეთს ყოველთვის კარგი შემადგენლობა ყავდა და ყოველთვის ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ წარმატებას ვერასოდეს აღწევდა. თუმცა ალბათ ასეთი ძლიერი ნაკრები ჯერ არასდროს ყოლიათ პირენეელებს. ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფის შემდეგ ისინი მუნდიალის უმთავრესი ფავორიტები გახდნენ და გულშემატკივრების უმრავლესობა ჩემპიონობის ფსონს სწორედ მათზე ჩამოდის. ესპანეთი მუნდიალზე ჯგუფში შვეიცარიასთან, ჰონდურასთან და ჩილესთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს ესპანელები შვეიცარიასთან გამართავენ 16 ივნისს. 21 ივნისს - ჰონდურასთან, 25 ივნისს კი ჩილესთან. http://images.icnetwork.co.uk/upl/dailypost/jun2009/5/9/pix-image-4-969942586.jpg ლივერპულელები ესპანეთის ნაკრებში: გასულ წელს ესპანეთის ნაკრებში 5 მერსესაიდელი ირიცხებოდა. ტორესის და რეინას გარდა ლივერპულის მხრიდან იყვნენ ჩაბი ალონსო, არბელოა და რიერა. ალონსო და არბელოა მადრიდის რეალში გადავიდნენ. რიერამ კი სეზონი ჩააგდო და შესაბამისად ნაკრებშიც ვერ მოხვდა. ლივერპულის მეკარე ნაკრებში 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და თუ კასილასმა ტრამვა არ მიიღო შესაძლოა მხოლოდ ერთხელ შეძლოს თამაში და ისიც ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, როცა უკვე ყველაფერი გარკვებული იქნება. ევრო 2008-ზეც მან მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთთან… http://www.stevengerrard.net/images/david_villa_fernando_torres.jpg ფერნანდო ტორესი კი ნაკრებშიც 9 ნომრით ითამაშებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი იქნება. ლივერპულში “ჩაგდებული” სეზონის შემდეგ ყველა მის მუნდიალზე გაბრწყინებას ელის. ტორესისთვის ეს მეორე მუნდიალია. დავიდ ვილას და ელ ნინიოს დუეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ წყვილზე იქნება დამოკიდებული ესპანეთის ჩემპიონობის საკითხი… ლივერპულის ფანებისთვის კი მთავარია დაირღვეს ტრადიცია და ფერნანდო გუნდს ნაკრებიდან ტრამვების გარეშე დაუბრუნდეს… ერთად ვუგულშემატკივროთ ლივერპულის ესპანელ ფეხბურთელებს, პეპე რეინას და ფერნანდო ტორესს… View the full article
  13. ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი - www.-------.ge - გაიხსნა. ვიზუალური თვალსაზრისითა და თემების წყობით, ასევე დასახელებით, ახალი ფორუმი ძველი ფორუმის - www.forum.ge - იდენტურია. შეიძლება ითქვას, მის კლონს წარმოადგენს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი მსგავსების ფაქტმა შესაძლებელია მხარეებს შორის დავა გამოიწვიოს. მაგრამ ფორუმ.გე-ს ადმინისტრატორი და მფლობელი თემურ ხაინდრავა ამბობს, რომ „თუ ადამიანი მონდომებს, შეუძლია უჩივლოს. მეორე მხრივ, თუკი ასე მოვიქცევით, მათ რეკლამას გავუკეთებთ. ამიტომ ჯობია საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება“. სხვადასხვა მიზეზით ფორუმ.გე-თი ინსპირირებულ ადამიანებს ქართულ ინტერნეტ-ქსელში არაერთი ახალი ფორუმი გაუხსნიათ, თუმცა, თვალშისაცემად იდენტური არასოდეს. პლაგიატობას ახალი ფორუმის შემქმნელები მომხმარებლისთვის ნაცნობი და ამდენად კომფორტული გარემოს შექმნით ხსნიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამისტი დავით საძაგლიშვილი ირწმუნება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი ფორუმი გაუმჯობესებული და დახვეწილი იქნება. ვებ-გვერდის შექმნის მთავარ მიზეზად იგი ინტელექტუალური ფორუმის ჩამოყალიბების სურვილს ასახელებს და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ახალი ფორუმის გახსნას პოლიტიკური სარჩული აქვს. /get_img?NrArticle=1721&NrImage=2 თუმცა, ინტელექტუალური ფორუმის სიკეთეებზე საუბრისას, დავით საძაგლიშვილი არც პოლიტიკაზე საუბარს უვლის გვერდს. „ფორუმზე თავისუფალი აზრი არანაირად არ შეიზღუდება. ყველას შეეძლება შემოსვლა და თავისი აზრის დაფიქსირება“, - ამბობს იგი და ფორუმ.გე-ს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მისი აზრით, თემები იქ პოლიტიკური მოსაზრებებით იბლოკებოდა, პროსახელისუფლებო მოდერატორები ოპოზიციური შინაარსის თემებს ხურავდნენ. იმ მოსაზრებას, რომ ახალი ფორუმი ოპოზიციურად გაწყობილ მოქალაქეთა ვირტუალური თავშეყრის ადგილი იქნება, არც დავით საძაგლიშვილი ეთანხმება და არც სუპერ-მოდერატორი ელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. თუმცა, ელი ფიქრობს, რომ ფორუმ.გე-ს მოდერატორები პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებულები და არანეიტრალურები არიან, რომ ისინი ოპოზიციონერ მომხმარებლებს კომენტირების საშუალებას უზღუდავენ. თემურ ხაინდრავა აცხადებს, რომ „მოდერატორები ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ნებისმიერი თემის დახურვა, გადატანა, გაერთიანება და ა.შ. ფორუმის პოლიტიკას ემსახურება. შეიძლება ვინმე პოლიტიკურ სარჩულს ხედავდეს იმ ფაქტში, როცა ერთსა და იმავე საკითხზე გახსნილი 30 თემა ერთიანდება“. ფორუმ.გე 2001 წლიდან არსებობს და მას ყოველდღიურად დაახლოებით 22 ათასი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს. ნეტგაზეთი რამდენიმე მათგანს ელაპარაკა. მათგან უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს იმ თარიღად მოიხსენიებს, როცა თბილისის ფორუმის (ფორუმ.გე) პოლიტიკა შეიცვალა. ომის დროს ფორუმი რამდენიმე დღით დაიხურა. მომხმარებლების ნაწილი ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფორუმზე კონტროლის დაწესებას უკავშირებს. ნაწილი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ სოციალურ ქსელში პერიოდულად, პოლიტიკური მოსაზრებით თემების დახურვა დაიწყო. მიშა სვანიძე, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკის განყოფილების აქტიური წევრი არ არის, იხსენებს: „ადრე მეტად ხდებოდა თემების დახურვა, ახლა მგონი ნაკლებად. ოღონდ ეს შეფარული იყო - რიტორიკით და ხუმრობებით ინიღბებოდა. პირდაპირ არავინ ამბობდა, რომ თემა ოპოზიციური შინაარსის გამო იხურებოდა“. ირაკლი შენგელიას, ასევე პოლიტიკის სექციის მომხმარებელს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს: „არ ვიცი, რამდენად ობიექტური შეიძლება ვიყო, მაგრამ არასდროს შემინიშნავს, რომ ვინმე პოლიტიკურ ნიადაგზე დაესაჯათ, ბანი დაედოთ ან თემა დაეხურათ“. ლევან ძნელაძე, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ასოცირებულ მომხმარებელს არ წარმოადგენს და გარკვეული ხნის მანძილზე მელომანიის განყოფილების მოდერატორი ყოფილა, ფიქრობს: „თუ წესების დაცვით მოქმედებ, არ მგონია, ვინმემ თემა დაგიხუროს. როცა მოდერატორი ვიყავი, ზოგჯერ ბრალდებებს მიყენებდნენ, რომ თურმე რაღაც ჯგუფი არ მომწონს და ამიტომ თემას ვხურავ. ფორუმს ძალიან მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს და ვერ გაიგებ, ვის რა ხუშტური აქვს. თანაც, ძალიან ბევრი არასრულწლოვანია და ანგაჟირებულები არიან“. იგივეს აცხადებს მომხმარებელი მეტსახელად სპინოზა, რომელმაც 31 მაისს ფორუმის ოპოზიციურად განწყობილ წევრებს ერთთვიანი ბოიკოტისკენ მოუწოდა: „მსგავსი რამ არასდროს შემიმჩნევია. ფორუმი საკმაოდ დემოკრატიულია, რის გამოც პოპულარობით სარგებლობს“. სპინოზას მიერ ინიცირებული ბოიკოტის მიზეზი, მისივე სიტყვებით, ფორუმის პოლიტგანყოფილებაში დღევანდელი ქართული პოლიტიკური მოდელის ასლის გაკეთება იყო, როცა ქვეყანას ერთი პოლიტიკური ძალა მართავს და პლურალიზმის ნაკლებობაა. „ყველაზე დემოკრატიულ ფორუმზე მიკრო ასლის შექმნას, ხელისუფლების ყველაზე აქტიური დამცველებისთვის დღევანდელი ჩიხური მდგომარეობა უნდა ეჩვენებინა“. პროსახელისუფლებო მომხმარებლების საკუთარ თავთან დიალოგში დატოვების მცდელობით გამოწვეულ ბოიკოტს კი რამდენიმე დღეში ახალი ფორუმის (www.-------.ge) გახსნა მოყვა. ნეტგაზეთთან საუბარში ერთ-ერთი ბოიკოტისტი მომხმარებელი მეტსახელით chombe ამბობს, რომ „გეგე“ ფორუმელებმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენეს, რადგანაც ბოიკოტისტთა სახელით ადამიანებს ახალ ფორუმში დარეგისტრირებისკენ მოუწოდებდნენ. ამ წუთისთვის ფორუმგე.გე-ს 309 მომხმარებელი ჰყავს. 4 დღის განმავლობაში საიტზე 777.5 კომენტარი გაკეთდა. /get_img?NrArticle=1721&NrImage=3 სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი - www.-------.ge - გაიხსნა. ვიზუალური თვალსაზრისითა და თემების წყობით, ასევე დასახელებით, ახალი ფორუმი ძველი ფორუმის - www.forum.ge - იდენტურია. შეიძლება ითქვას, მის კლონს წარმოადგენს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი მსგავსების ფაქტმა შესაძლებელია მხარეებს შორის დავა გამოიწვიოს. მაგრამ ფორუმ.გე-ს ადმინისტრატორი და მფლობელი თემურ ხაინდრავა ამბობს, რომ „თუ ადამიანი მონდომებს, შეუძლია უჩივლოს. მეორე მხრივ, თუკი ასე მოვიქცევით, მათ რეკლამას გავუკეთებთ. ამიტომ ჯობია საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება“. სხვადასხვა მიზეზით ფორუმ.გე-თი ინსპირირებულ ადამიანებს ქართულ ინტერნეტ-ქსელში არაერთი ახალი ფორუმი გაუხსნიათ, თუმცა, თვალშისაცემად იდენტური არასოდეს. პლაგიატობას ახალი ფორუმის შემქმნელები მომხმარებლისთვის ნაცნობი და ამდენად კომფორტული გარემოს შექმნით ხსნიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამისტი დავით საძაგლიშვილი ირწმუნება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი ფორუმი გაუმჯობესებული და დახვეწილი იქნება. ვებ-გვერდის შექმნის მთავარ მიზეზად იგი ინტელექტუალური ფორუმის ჩამოყალიბების სურვილს ასახელებს და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ახალი ფორუმის გახსნას პოლიტიკური სარჩული აქვს. /get_img?NrArticle=1721&NrImage=2 თუმცა, ინტელექტუალური ფორუმის სიკეთეებზე საუბრისას, დავით საძაგლიშვილი არც პოლიტიკაზე საუბარს უვლის გვერდს. „ფორუმზე თავისუფალი აზრი არანაირად არ შეიზღუდება. ყველას შეეძლება შემოსვლა და თავისი აზრის დაფიქსირება“, - ამბობს იგი და ფორუმ.გე-ს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მისი აზრით, თემები იქ პოლიტიკური მოსაზრებებით იბლოკებოდა, პროსახელისუფლებო მოდერატორები ოპოზიციური შინაარსის თემებს ხურავდნენ. იმ მოსაზრებას, რომ ახალი ფორუმი ოპოზიციურად გაწყობილ მოქალაქეთა ვირტუალური თავშეყრის ადგილი იქნება, არც დავით საძაგლიშვილი ეთანხმება და არც სუპერ-მოდერატორი ელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. თუმცა, ელი ფიქრობს, რომ ფორუმ.გე-ს მოდერატორები პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებულები და არანეიტრალურები არიან, რომ ისინი ოპოზიციონერ მომხმარებლებს კომენტირების საშუალებას უზღუდავენ. თემურ ხაინდრავა აცხადებს, რომ „მოდერატორები ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ნებისმიერი თემის დახურვა, გადატანა, გაერთიანება და ა.შ. ფორუმის პოლიტიკას ემსახურება. შეიძლება ვინმე პოლიტიკურ სარჩულს ხედავდეს იმ ფაქტში, როცა ერთსა და იმავე საკითხზე გახსნილი 30 თემა ერთიანდება“. ფორუმ.გე 2001 წლიდან არსებობს და მას ყოველდღიურად დაახლოებით 22 ათასი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს. ნეტგაზეთი რამდენიმე მათგანს ელაპარაკა. მათგან უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს იმ თარიღად მოიხსენიებს, როცა თბილისის ფორუმის (ფორუმ.გე) პოლიტიკა შეიცვალა. ომის დროს ფორუმი რამდენიმე დღით დაიხურა. მომხმარებლების ნაწილი ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფორუმზე კონტროლის დაწესებას უკავშირებს. ნაწილი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ სოციალურ ქსელში პერიოდულად, პოლიტიკური მოსაზრებით თემების დახურვა დაიწყო. მიშა სვანიძე, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკის განყოფილების აქტიური წევრი არ არის, იხსენებს: „ადრე მეტად ხდებოდა თემების დახურვა, ახლა მგონი ნაკლებად. ოღონდ ეს შეფარული იყო - რიტორიკით და ხუმრობებით ინიღბებოდა. პირდაპირ არავინ ამბობდა, რომ თემა ოპოზიციური შინაარსის გამო იხურებოდა“. ირაკლი შენგელიას, ასევე პოლიტიკის სექციის მომხმარებელს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს: „არ ვიცი, რამდენად ობიექტური შეიძლება ვიყო, მაგრამ არასდროს შემინიშნავს, რომ ვინმე პოლიტიკურ ნიადაგზე დაესაჯათ, ბანი დაედოთ ან თემა დაეხურათ“. ლევან ძნელაძე, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ასოცირებულ მომხმარებელს არ წარმოადგენს და გარკვეული ხნის მანძილზე მელომანიის განყოფილების მოდერატორი ყოფილა, ფიქრობს: „თუ წესების დაცვით მოქმედებ, არ მგონია, ვინმემ თემა დაგიხუროს. როცა მოდერატორი ვიყავი, ზოგჯერ ბრალდებებს მიყენებდნენ, რომ თურმე რაღაც ჯგუფი არ მომწონს და ამიტომ თემას ვხურავ. ფორუმს ძალიან მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს და ვერ გაიგებ, ვის რა ხუშტური აქვს. თანაც, ძალიან ბევრი არასრულწლოვანია და ანგაჟირებულები არიან“. იგივეს აცხადებს მომხმარებელი მეტსახელად სპინოზა, რომელმაც 31 მაისს ფორუმის ოპოზიციურად განწყობილ წევრებს ერთთვიანი ბოიკოტისკენ მოუწოდა: „მსგავსი რამ არასდროს შემიმჩნევია. ფორუმი საკმაოდ დემოკრატიულია, რის გამოც პოპულარობით სარგებლობს“. სპინოზას მიერ ინიცირებული ბოიკოტის მიზეზი, მისივე სიტყვებით, ფორუმის პოლიტგანყოფილებაში დღევანდელი ქართული პოლიტიკური მოდელის ასლის გაკეთება იყო, როცა ქვეყანას ერთი პოლიტიკური ძალა მართავს და პლურალიზმის ნაკლებობაა. „ყველაზე დემოკრატიულ ფორუმზე მიკრო ასლის შექმნას, ხელისუფლების ყველაზე აქტიური დამცველებისთვის დღევანდელი ჩიხური მდგომარეობა უნდა ეჩვენებინა“. პროსახელისუფლებო მომხმარებლების საკუთარ თავთან დიალოგში დატოვების მცდელობით გამოწვეულ ბოიკოტს კი რამდენიმე დღეში ახალი ფორუმის (www.-------.ge) გახსნა მოყვა. ნეტგაზეთთან საუბარში ერთ-ერთი ბოიკოტისტი მომხმარებელი მეტსახელით chombe ამბობს, რომ „გეგე“ ფორუმელებმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენეს, რადგანაც ბოიკოტისტთა სახელით ადამიანებს ახალ ფორუმში დარეგისტრირებისკენ მოუწოდებდნენ. ამ წუთისთვის ფორუმგე.გე-ს 309 მომხმარებელი ჰყავს. 4 დღის განმავლობაში საიტზე 777.5 კომენტარი გაკეთდა. /get_img?NrArticle=1721&NrImage=3 სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/090515x-150x150.jpg“საბიუჯეტო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიხედვით, ნიკა გილაურს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან ერთპიროვნულად თანხის გამოყოფის საშუალება ეძლევა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/fondebi.jpg itvს ლინკი
  16. დღეს თბილისში, მეტახის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურში… ლინკი მედიანიუსზე
  17. დღეს თბილისში, ძველი აეროპორტის სასტუმროში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ლექსო ლაგვილავამ და მთავრობის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...