Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა, თუმცა მოძრაობა უსაფრთხო არ არის. 20 ივნისიდან გზაზე მოძრაობა სრული დატვირთვით იქნება… ლინკი მედიანიუსზე
  2. ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი გამართავს ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/200906095641-300x275.jpgგურჯაანში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის მშენებლობითი სამუშაოები დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 2010წლის სექტემბრისათვის ქალაქ გურჯაანს კეთილმოწყობილი გზა შეემატება, თამარ მეფის ქუჩა იქნება ალტენატიული გზა ტრანსპორტის სამოძრაოდ, რაც ნონეშვილის ცენტრალური გამზირის განტვირთვას გამოიწვევს. თამარ მეფის გზის მშენებლობა მუნიციპალური ფონდის დაფინასებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8 მეტრის სიგანის სამანქანე გზის მოწყობა, მარჯვენა მხარეს საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება, განახლდება შადრევანის ორივე მხარეს არსებული გამწვანების ზოლი. გარდა ამისა, Dპროექტის ფარგლებში დაგეგმილია, კურორტ ”ახტალის” მხარეს ბორდიურების აშენება და ტროტუარების მოწყობა. G გზის მშენებლობისათვის 229 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შ.პ.ს “სერპანტინი” აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ თითქმის ოცი წლის მანძილზე, თამარ მეფის ქუჩას, ნონეშვილის გამზირის გახსნის გამო, სატრანსპორტო დანიშნულება დაკარგული ჰქონდა. Share View the full article
  4. ”წმიდა სინოდმა მადლიერებით აღნიშნა, რომ, მართალია, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ძირითადი ტერიტორიები და შენობა-ნაგებობები ეკლესიას დაუკანონდა და ახალი ობიექტებიც გადაეცა, მაგრამ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, განსაკუთრებით, ეპარქიებთან მიმართებაში. წმიდა სინოდმა დაადგინა: ეპარქიებში შეიქმნას კომისიები, რათა დაჩქარდეს საპატრიარქოში სათანადო მასალების დროულად წარმოდგენა და ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროცესის გაგრძელება”. სინოდის კრების ოქმი, 27 ივნისი, 2008წ. მეც იმათი მოდგმიდანა ვარ, ვისაც მთავარ ქონებად ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი გაუხდია, ამიტომაც თეთრს შავად ვერ ხედავს და მცირედ წარმატებასაც კი ამ პოლიტიკურად მდუღარე ქვეყნისას შეხარის და ამ წარმატებათა არქიტექტორებს, ანუ დღევანდელ ხელისუფლებას შესაბამის პატივს მიაგებს, როგორც რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი ამ ქვეყნისა... მაგრამ... მაგრამ არსებობს ერთი ,მაგრამ’. ძალიან ხომ არ გაუტკბა ამ ხელისუფლებას წმინდა ოფიციოზთან თამაში? ხომ არ აპირებს ეს ხელისუფლება ყველაფერი ეკლესიას გადასცეს? დაბოლოს, ბარემ სრული ძალაუფლებაც და იქნებ გაუაზრებელი ლოიალობის წყალობით, მართლმადიდებლურ ირანში ამოგვაყოფინოს თავი? ვიცი, რომ სტანდარტულ ქართველს მართლმადიდებლობა ინცესტივით ტაბუდადებული აქვს სადღაც ღიპის შუაში და ვაი მას, ვინც ამ შინაგან რელიგიურ ინსტიქტს შეეხება. რელიგია ჩვენთან ხომ მართლაც ინსტიქტია და მეტი არაფერი. რამდენი მიწა ეყოფა საპატრიარქოს, რამდენი გადაეცა და რამდენი უნდა გადაეცეს, უცნობია, საგანგებოდ დამალული ინფორმაციაა. დავსვათ კითხვა ამგვარად, რამდენი მიწა და ქონება უნდა საპატრიარქოს? რა უნდა საბოლოოდ ამ ორგანიზაციას ქონებრივი თვალსაზრისით? ჩვენი დაკვირვებით, მას ყველაფერი უნდა. აი ციტატა, რომელიც ამაში დაგარწმუნებთ: ”საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს სასოფლო და არასასოფლო მიწები, ტყეები, ტბები, მდინარეები, მინერალური რესურსები” . მთელი მიწა-წყალი. რაღა დარჩა, მთები და მყინვარები? წარმოიდგენთ, მდინარე არაგვი და შესაბამისად მთელი არაგვის ხეობა საპატრიარქოს რომ გადაეცეს? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს წარმოდგენებს, ეს იყო კონკორდატის პროექტი(იხ. მუხლი 29,5. ჟურნ. ’ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’, 2001, გვ. 18). ბუნების საკითხი ამით ამოიწურა. დარჩა კულტურა (კულტურაა ყველაფერი, რაც ბუნება არაა). აქ უამრავი ჩამონათვალია, თვით ჯვარ-ხატებით დაწყებული(ანუ მთის საკულტო, წარმართული თუ პაგანიზირებული სამყარო), დამთავრებული კერძო მფლობელობაში მყოფი ხელნაწერებით. სწორედაც რომ კერძო. ყურმა არ მოგატყუათ. მართალია, ეს პროექტი შერბილდა, მაგრამ პრაქტიკულად ხორციელდება ის, რაც ეკლესიას თავიდანვე სურდა და არა ის, რაც ხელმოწერილ კონკორდატშია. ამ მუხლებს რომ ჩაიკითხავთ, კარგა ხანი დაგჭირდებათ, რომ მოიფიქროთ, რაღა უნდა დარჩეს სახელმწიფოს? არაფერიც, გარდა დედ-მამის ნაწილისა... იქნებ ჩვენ არ გვყოფნის კომპეტენცია ან აკვიატებული გვაქვს ანტიეკლესიურობა? მოვუსმინოთ ქ-ნ შუქია აფრიდონიძეს: ”ვიღაცას (ვის?) თავში მოუვიდა სახელმწიფოს სრული გაძარცვის იდეა”(იხ. დასახ. ჟურნალი, გვ.52). დავუშვათ, რომ ვცდებით ან ვაზვიადებთ სხვებთან ერთად, მაშინ უნდა ჩანდეს პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ეკლესიის მხრიდანაც და აი, რა ჩანს: ”ვალდებულებებს კისრულობს მხოლოდ სახელმწიფო. ეკლესიას თითქმის არავითარი ვალდებულება არ ეკისრება”(იხ. იმავე ჟურნალში, ალექსანდრე თვარაძე, გვ.39). არა, ნამდვილად ვცდები, ეკლესიამ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, განა შეიძლება ერი გაძარცვოს? ან სად წაიღებს იმ ქონებას? ფულად აქცევს და ერთმორწმუნე რუსეთს გადააბარებს? მაშ, რას ნიშნავს ილიას წმინდანად შერაცხვა? გახსოვთ, ალბათ, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ილიაზე გადაცემებით რომ დაიხუნძლა ტელევიზია. მაშინ ერთმა პატრიოტმა ჟურნალისტმა, - მგონი თამაზ ტყემალაძე ერქვა, - თქვა, რომ ილია – ესაა საქართველოო. ილიას გაწმინდანება ნიშნავდა ეკლესიის მიერ ილიას, ანუ საქართველოს უზურპაციას.- ”ილია ჩვეეენიიია!”... სიმბოლურ გაძარცვას ერისას გეგმაზომიერად მიჰყვება მატერიალურიც და უფრო ხშირად გაისმის იმპერატიული ტონი საპატრიარქოს მხრიდან, აბა, დაყაჭეთ, დაყაჭეთ, თუკი რისიმე მოცემა შეიძლება, მოგვეცითო... ასე ხორციელდება საქართველოს ფაქტიური გასხვისება. გასხვისებას შემთხვევით არ ვამბობ, საქართველო რომ საკუთარ ქვეყნად წარმოედგინოს სმე -ს, მაშინ ხომ არც არაფერს მოითხოვდა საკუთარივე ქონებიდან? თუ მთელი საქართველო ეკლესიის მრევლია, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშ, რატომღა აძრობენ ქვეყანას ტყავს, ერთი ჯიბიდან მეორეში ქონების გადატანა ხომ უაზრობაა? ასე და ამგვარად... საით მივდივართ? ”საკონსტუტიციო შეთანხმების პროექტი საქართველოს ფუნდამენტალისტურ ქვეყნად გადაქცევის კონცეფციაა”(იხ. იმავე გვერდზე, ალექსანდრე თვარაძე). ალბათ, ქონების, ანუ მთელი საქართველოს გადაცემა რომ მორჩება, ძალაუფლებასაც გადააბარებენ და ამით დაამთავრებს მოღვაწეობას საქართველოში საერო ხელისუფლება. - ეს ჩემი არჩეული ხელისუფლება. ნუთუ მხოლოდ ტაძარია ქრისტიანობა? კრწანისის შემოგარენში ერთდროულად 12 მონასტერი შენდება, მაშინ, როდესაც ერთი მართლმადიდებლური კატეხიზმოც კი არაა გამოცემული და მრევლმა წესიერად არც იცის, ქრისტიანია თუ მხოლოდ მართლმადიდებელი? ეკუმენური დიალოგი და დემოკრატია ერესი ჰგონიათ, ხოლო ექსტრემიზმი და აგრესია - ქრისტიანობის გამოვლინება. გასაკეთებელი კი კვლავაც ბევრია, უფრო სწორად, გადასაცემი.- შეხედეთ ლაქას დედამიწის ზურგზე, - ვინ იცის, ვის გაეჩხირება ყელში ეს მიწის ნაგლეჯი? სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/NewsImg.aspx-300x207.jpgდღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პირველ პირს ნიკოლა სარკოზის შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს. სავარაუდოდ, პრეზიდენტებმა რუსეთისთვის ფრანგული “მისტრალის” მიყიდვის საკითხიც განიხილეს, რომელიც ოფიციალური თბილისის შეშფოთებას იწვევს. შეხვედრის წინ ცნობილი იყო, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაც იქნებოდა, რომელსაც რუსული მხარე არ ასრულებს. Share View the full article
  6. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/chadrakis_sasaxle__3__852413380.jpgევროპაში ვიზიტით მყოფი მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს მოძრაობა ~ერთიანი საქართველოსთვის~ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. Share View the full article
  7. თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მდუმარე აქცია გამართა და 2006 წლის 2 მაისს სპეცოპერაციისას დაღუპული ზურაბ… ლინკი მედიანიუსზე
  8. მაშველები თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი მოზარდის ძებნას ჯერჯერობით კვლავაც უშედეგოდ აგრძელებენ. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურში… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli112.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8663 ნიშნულზე დაეცა საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 1,8663 ლარი. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 1,8650 ლარი ღირდა. ლარის კურსი ევროს მიმართ 2,2254 ლარის ნიშნულზე გამყარდა. ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო2,2254 ლარი. დღეს 1 ევროს ყიდვა 2,2339 ლარად იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
  10. აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხვალიდან დევნილთა მასშტაბურ სამედიცინო გამოკვლევებს იწყებს. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი… ლინკი მედიანიუსზე
  11. როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯოდმარე გიორგი არსენიშვილმა განუცხადა, მაწანწალა ბავშვების პრობლემასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსი შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, პრობლემა ე.წ. მობილური ჯგუფების დაფინანსების მოძიებაა და აუცილებელია ამ ჯგუფების აღდგენა, რადგან მაწანწალა ბავშვები სპეციფიკური ჯგუფია და მათთან მუშაობა და კონტაქტი კი საკმაოდ რთული. არსენიშვილის შეფასებით, ამ ბავშვებთან რთულია ისეთ კონტაქტში შეხვიდე, რომ ისინი თუნდაც თავშესაფარში წასვლაზე დაარწმუნო. ,,დაუშვებელია ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანების დაკარგვა და იმავდროულად, დაუშვებელია მაწანწალა ბავშვების უყურადღებოდ დატოვება’’, – განაცხადა არსენისვილმა. შეგახსენებთ, რომ 1995 წლიდან მობილურ ჯგუფებს, რომლებიც მაწანწალა ბავშვებთან მუშაობდნენ, UNICEF აფინანსებდა, თუმცა ეს დაფინანსება გასული წლის სექტემბრიდან შეწყდა. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/burjanadze553-150x150.jpgდემოკრატიული მოძრაობა_ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ახალი წევრი თეიმურაზ ლომსაძე წარუდგინა საზოგადოებას. თეიმურაზ ლომსაძე პარტიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოლიტიკურ პატიმრების პრობლემების კუთხით იმუშავებს. მისი თქმით, ამ სფეროში სერიოზული კრიზისია და ის პრობლემების გამოსასწორებლად სერიოზულს სამუშაოების ჩატარებას აპირებს. იხილეთ epn.ge
  13. http://a.pix.ge/d/d0yro.jpghttp://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Flag_of_the_Netherlands.svg/22px-Flag_of_the_Netherlands.svg.png ჰოლანდიის ნაკრებს დიდი დანაკარგი აქვს არიენ რობენის სახით, ჯერ-ჯერობით კი უცნობია, მიუნხენის ფეხბურთელი რამდენი ხანი, ან საერთოდ ითამაშებს თუ არა მუნდიალზე. ამის გამო დირკს ძალიან დიდი მოვალეობა ეკისრება … რობენის არყოფნა ჰოლანდიის ნაკრების შეტევებს საკმაოდ შეასუსტებს, ახლა ამ ფლანგის გაძლიერება დირკ კიუიტის მხრებზეა. “მე ვიმოდევნებ, რომ არიენი მალე დაგვიბრუნდება” – განუცხადა “ლივერპულელმა” vi.nl-ს. “გუნდისთვის ახლა ყველა ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელი მნიშნელოვანია, მათ შორის არიენიც.” მან ასევე დასძინა: “ჩვენ მხიარულად ვატარებთ დროს ძალიან მძიმე ვარჯიშებთან ერთად, ვფიქრობ კარგი ნაზავია. “თუ შენ სიამოვნებას იღებ შენი თავისგან, უკეთესად იწყებ ფეხბურთის თამაშს.” კიუიტის აზრით არაფერია წარმოუდგენელი იმაში, რომ ჰოლანდიას შეუძლია თასის აღება, თუმცა ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ. წყარო: sportinglife.com View the full article
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qlintoni-150x150.jpgსამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანს და საქართველოს შესაძლოა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვიოს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა. მას შემდეგ, რაც პენტაგონის შეფმა, აზერბაიჯანელ კოლეგას განუცხადა, რომ ჰილარი ქლინთონი ბაქოში ჩავა. საგარო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელთა ვიზიტი მართლაც იგეგმება, თუმცა კონკრეტული ვადები და დელეგაციის შემადგენლობა ჯერ უცნობია. ქლინთონის კავკასიური ტურნე სავარაუდოდ ივნისის ბოლოს შედგება. 4-5 ივლისს კი, სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავა. ეს ინფრომაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qlinton.jpg itvს ლინკი
  15. ევროპაში ვიზიტით მყოფი მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს მოძრაობა ~ერთიანი საქართველოსთვის~ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.… ლინკი მედიანიუსზე
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/cagareishvili-150x150.jpgგიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტისა და სამთავრობო ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ მერიიდან მიღებული ინფორმაციით უკმაყოფილოა და ამჯერად კონტროლის პალატისგან მერიის საქალაქო სამსახურების რევიზიის შედეგების გაცნობას ითხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/cagareishvili1.jpg itvს ლინკი
  17. გამოვიდა ჟურნალ „ავერსი _ ჯანმრთელი სიცოცხლის“ ახალი, ივნისის ნომერი. მასში მკითხველი არაერთ საინტერესო მასალას გაეცნობა. ჟურნალის მთავარი … ლინკი მედიანიუსზე
  18. საქართველოს პარლამენტის ადამანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი 2010… ლინკი მედიანიუსზე
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erovnuliforumi-150x150.jpgავტოავარიის შედეგად “ეროვნული ფორუმის” წევრმა ირაკლი მელაშვილმა და პარტიის პრესსამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა სხეულის მცირე დაზიანებები მიიღეს. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ava.jpg itvს ლინკი
  20. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01206/gerrard-carragher_1206874c.jpg დღეიდან მუნდიალის დაწყებამდე შემოგთავაზებთ სტატიების სერიას – “წითლები მუნდიალზე”, სადაც განვიხილავთ ლივერპულის ფეხბურთელების ნაკრებებს და მათ შანსებს მსოფლიო ჩემპიონატზე… ყველაზე მეტი მერსესაიდელი კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული… ლივერპულის წარმომადგენლები ინგლისის ნაკრებში არიან გლენ ჯონსონი, ჯეიმი კარაგერი და სტივენ ჯერარდი . ლივერპულის კაპიტანი ინგლისის ნაკრების კაპიტანიც იქნება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და თუ ინგლისელები გახდებიან ჩემპიონები, პირვლეი თასს სწორედ ჯერარდი აღმართავს… ინგლისის ნაკრები: ამჟამად “წითელი ლომები”-ის ნაკრები ფიფას რეიტინგში 8-ე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13-ჯერ ავს ნათამაშები, თუმცა მხოლოდ ერთი თასი აქვს მოგებული და ისიც შორეულ 1966 წელს. მას შემდეგ ინგლისელებს საერთაშორისო ტურნირებზე არცერთი ტიტული არ მოუგიათ, თუმცა ნებისმიერი ჩემპიონატის უდავო ფავორიტებად ითვლებიან. უკანასკნელი წარმატება, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლა იყო. ოლიმპიურ თამაშებზე კი ინგლისელებმა ორჯერ აიღეს ოქროს მედლები, 1908 და 1912 წლებში… 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 10–დან 9 თამაში, წააგო უკრაინასთან და ორჯერ დაამარცხა ევრო 2008–დან გამომგდებელო ხორვატია. ევროთასიდან გამოგდების გამო ბრიტანელებმა რევანში აიღეს და ხორვატია ჯგუფში ჩატოვეს… სრული ცხრილი კი ასე გამოიყურება http://s47.radikal.ru/i117/1005/d8/6042d4b790cc.png ინგლისმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ევროპის ზონაში. შედარებისთვის ესპანეთმა სულ 28, გერმანიამ კი 26 გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი, კენჭისყრის შედეგად ინგლისის ჯგუფში მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ალჟირი და სლოვენია. პირველი მატჩი 12 ივნისს რუშტენბურგში გაიმართება ა.შ.შ-ს წინააღმდეგ… http://s46.radikal.ru/i112/1005/32/7a74aca7536f.jpg მერსესაიდელები ინგლისის ნაკრებში: ლივერპულის ფეხბურთელებიდან “წითელ ლომებში” გამორჩეული ადგილი უდაოდ სტივენ ჯერარდს უჭირავს. რომელიც ჯონ ტერის სკანდალური ამბებისა და რიო ფერდინანდის ტრამვის გამო – ინგლისის ნაკრების კაპიტანი გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა ვერავინ ვერ იტყვის, რომ სტივი ამას არ იმსახურებდა. იგი ინგლისის ეროვნული გუნდის სიმბოლო და მებრძოლი ხასიათის ნახევარმცველია, რომელიც კაპიტნის სამკლაურით ნამდვილად შეძლებს ინგლისი ფინალამდე მიიყვანოს… ჯერარდმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრამვის გამო გამოტოვა. 2006 წლის მუნდიალზე კი ორი გოლი გაიტანა. ნაკრებშუ სტივს ზუსტად 80 მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი გატანილი. ამ შედეგით მუნდიალზე იგი ყველაზე გამოცდილი ინგლისელი ფეხბურთელია. გლენ ჯონსონი კი პირველად მიემგზავრება მუნდიალზე. იგი ინგლისის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მას ფაბიო კაპელო ყოვეთვის ენდობა. გლენიც არ უცრუებს მას იმედებს და დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ულამაზესი გოლებიც გააქვს. მან სულ ახლახანს, მექსიკასთან გამართულ ამხანაგურ მატჩშიც საოცარი გოლი გაიტანა. სტივენი და გლენი ნაკრებში შეუცვლელნი არიან და თუ ტრამვები არ მიიღეს ყველა მატჩშ ძირითადში დაიწყებენ… http://i165.photobucket.com/albums/u58/Lilburne69/010508-chelsea-gerrard-carragher.jpg ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მუნდიალზე ჯეიმი კარაგერიც გაემგზავრებოდა. მისი მაღალ დონესა და გამოცდილეაში ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ იგი თავისივე სურვილით იყო წამოსული ნაკრებიდან და მხოლოდ და მხოლოდ კაპელოს დაჟინებული მოთხოვნით დაუბრუნდა ეროვნულ გუნდს. ფერდინანდის ტრამვის გამო მას გამოუჩნდა შანსი ითამაშოს ძირითადში, ჯონ ტერისთან ერთად. მაგრამ ვის ანდობს კაპელო ცენტრალური დაცვის ადგილს, ლივერპულის გამოცდილ ვიცე-კაპიტანს, თუ რომელიმე ახალგაზრდა მცველს, ეს თავად მწვრნთელის გადასაწყვეტია. კარაგერი კი ჯერარდის მსგავსად მეორედ მიემგზავრება მუნდიალზე. პირველად ისიც 2006 წელს იყო გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ასე რომ ლივერპულის მხრიდან მუნდიალზე სამი ინგლისელი მიემგზავრება და სამივე სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. რაც ყველაზე მთავარია, ინგლისელთა კაპიტანი, ლივერპულელი სტივენ ჯერარდია და ვფიქრობ სწორედ ინგლისია ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გამარჯვებისა. ერთად ვუგულშემატკივროთ ლივერპულის ინგლისელ ფეხბურთელებს… View the full article
  21. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/policia2-150x150.jpg2 ივნისს განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მისი მასშტაბურობის გამო,მითქმა-მოთქმა ამ დრომდე არ წყდება.საზოგადოებაში ბევრი ეჭვი არსებობს.დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, აღნიშნავს რომ რამდენიმე კითხვით სოდი-ს ყოფილ მაღლაჩინოსანს ერეკლე კოდუას მიმართა,პასუხი კი ამ დრომდე არ მიუღია.რა ეჭვები აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს სკანდალურ ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით და არიან თუ არა ამ ამბის ეპიცენტრში როგორც სამთავრობო ისე „კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები”-ნახეთ ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/narkomania.jpg itvს ლინკი
  22. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/giogri-lagidze-150x150.jpgგიორგი ლაღიძე საკუთარ ინიციატივას მუნიციპალური ტრანსპორტის გაიაფებასთან დაკავშირებით მერიას და საკრებულოს წარუგენს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/giorgi-lagidze.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...