Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. პორტუგალიელი ფოტოგრაფი ანტონიუ სიმოეში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სამუშაოდ არის ჩასული, საკუთარ ნომერში გაძარცვეს. ეს ინციდენტი დღეს, ქალაქ იოჰანენსბურგისგან მოშორებით მოხდა. როგორც ვხედავთ, სამხრეთ აფრიკაში უდიდესი საფეხბურთო ფორუმის უსაფრთხოების ზომები არ არის სრულად დაცული და მის ორგანიზატორებს სიფრთხილე მართებთ. იხილეთ fanebi.com
  2. პორტუგალიელი ფოტოგრაფი ანტონიუ სიმოეში, რომელის სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სამუშაოდ არის ჩასული, საკუთარ ნომერში გაძარცვეს. ეს ინციდენტი დღეს, ქალაქ იოჰანენსბურგისგან მოშორებით მოხდა. როგორც ვხედავთ, სამხრეთ აფრიკაში უდიდესი საფეხბურთო ფორუმის უსაფრთხოების ზომები არ არის სრულად დაცული და მის ორგანიზატორებს სიფრთხილე მართებთ. იხილეთ fanebi.com
  3. მენინგოკოქცემიის სიმპტომებით 1 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით ბორჯომის რაიონიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა… ლინკი მედიანიუსზე
  4. მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის წინა დღეს გაიმართება "მუნდიალისადმი" მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი. კონცერტი 10 ივნისს, თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება და ჩვენ საიტი მის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. კონცერტი ქალაქ იოჰანენსბურგის ერთ-ერთი რაიონის სტადიონ Orlando Stadium–ზე გაიმართება. იხილეთ fanebi.com
  5. დღევანდელი ფრანგული გამოცემა Oბსერვატეურ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტს ეხმაურება და მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსადმი… ლინკი მედიანიუსზე
  6. საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. როგორც „ მედიანიუსს“ ცენტრის დირექტორის… ლინკი მედიანიუსზე
  7. აჭარაში საზოგადოების ერთი ნაწილი აპროტესტებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა `მიცუბიშ… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები თბილისთან ახლოს დგას, საქართველო უგზავნის ევროპას სიგნალს,… ლინკი მედიანიუსზე
  9. დღეიდან სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები გატარება დაიწყო. ლინკი მედიანიუსზე
  10. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი გამართავს ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ… ლინკი მედიანიუსზე
  11. აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეიდან დევნილთა მასშტაბურ სამედიცინო გამოკვლევებს იწყებს. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი… ლინკი მედიანიუსზე
  12. გუშინ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამხანაგურ შეხვედრაში პოლონეთი გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 გაანადგურა. გოლები, დავიდ ვილა, დავიდ სილვამ, ხაბი ალონსომ, ცესკ ფაბრეგასმა, ფერნანდო ტორესმა და პედრო როდრიგესმა გაიტანეს. იხილეთ fanebi.com
  13. საეკლესიო კალენდარი ხუთშაბათი ხსენება ღირსი ნიკიტა აღმსარებლისა, ქალკიდონის ეპისკოპოსისა (IX); წმიდა მღვდელმოწამეთა: ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I) და… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini53-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს შეხვდება და სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი პედაგოგებს ინფორმაციას მიაწვდის ისეთ თემებზე როგორიცაა: სემესტრულ სწავლებაზე გადასვლა, ახალი შეფასების სიტემის, საათობრივი ბადისა და ახალი სასკოლო ჟურნალების შემოღება, ახალი საგნების სწავლება, სკოლების ბრენდირება, ეთიკის კოდექსი და სხვა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sisxli-150x150.jpgქუთაისის პროკურატურის თანამშრომლები ქუთაისის სისხლის ბანკში სისხლს ჩააბარებენ. საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმებას ისახავს მიზნად. რაიონში ლეიკემიის დიაგნოზით 16 არასრულწლოვანი მკურნალობს. იხილეთ epn.ge
  16. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომა ნატოს გენერალური მდივანი გახსნის, რომლის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოსვლა. NATO-ს ვებ გვერდის მიხედვით შეხვედრის პირდაპირი სტრიმინგია დაგეგმილი. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში ხვალ, 10 ივნისს დაიწყება. ხვალვე შედგება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა კი 11 ივნისს, თბილისის დროით 10.00 საათზე დაიწყება. ”ეჭვიც არ მეპარება, რომ ის [საქართველოს თავდაცვის მინისტრი] მოისმენს ყველა მინისტრისგან, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, ასევე მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს განზრახვას განვაგრძოთ ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენი პარტნიორობა,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 7 ივლისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი და ნატო განაგრძობს ამ მიმართულებით [საქართველოს] დახმარებას,” - დასძინა მან. რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი ყურადღებით ადევნებდა თვალს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მან არა ერთხელ მკაფიოდ განუცხადა, რომ ”წარმატებული ადგილობრივი არჩევნები ნატო-საქრთველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრესისთვის უმთავრესი იქნებოდა”. ”ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი არჩევნები წარმატებულად ჩატარდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მე ველოდი წარმატებულ ადგილობრივ არჩევნებს, რადგანაც ეს თავისთავად მიმაჩნდა, რომ [საქართველოს] პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს დემოკრატიული რეფორმები; ჯერ კარგად მიდის საქმე. ეს დადებითად იქნება აღნიშნული, როდესაც ჩვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრს შევხვდებით,” - განაცხადა რასმუსენმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. 2010 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 10-დან 24 ივნისამდე პერიოდში გაიმართება 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი. იხილეთ fanebi.com
  18. FIGC-ს ვიცე პრეზიდენტმა, დემეტრიო ალბერტინიმ ჟურნალისტების კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყოლილ იტალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა. ალბერტინის განცხადებით, არადამაჯერებლად ჩატარებული 'სპარინგ-მატჩების' მიუხედავად, "სკუადრა აძურა" მუნდიალის უპირობო ფავორიტად რჩება. იხილეთ fanebi.com
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/observateur.jpg პარიზი – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია საქართველოსადმი საფრანგეთის უპირობო და „უყოყმანო“ მხარდაჭერით, იმ შეშფოთების მიუხედავად, რომელიც რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემების მიყიდვის გეგმამ გამოიწვია. ეს საკითხი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის საფრანგეთში ვიზიტის მეორე დღეს ელისეს სასახლეში ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის დროს, ერთი საათის განმავლობაში განიხილებოდა. „რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ. მაგრამ მთავარი, საფრანგეთის უყოყმანო, ძლიერი, ძალიან სიმბოლური და იმავდროულად, პრაქტიკული დახმარებაა, რომელსაც ეს ქვეყანა საქართველოს და მთელ რეგიონს უწევს“, – განაცხადა მან ელისეს სასახლიდან გამოსვლის შემდეგ. „საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც ჩვენ უპირობო და უყოყმანო მხარდაჭერას გვიწევს“, – დასძინა მან. საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ზოგიერთი მეზობლის (საქართველოს და ბალტიის ქვეყნების) შეშფოთება გამოიწვია, როდესაც რუსეთთან ექსკლუზიური მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვისთვის „მისტრალის“ ტიპის ოთხი სამხედრო ხომალდის მიყიდვის თაობაზე განაცხადა. შარშან რუსეთის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი გემის საშუალებით, რომელსაც სამხედრო ოპერაციების მმართვა, ვერტმფრენების და ტანკების, ასევე სადესანტო საშულებების ტრანსპორტირება შეუძლია, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის დროს რუსეთი საკუთარ სამხედრო მიზნებს 40 წუთში განახორციელებდა. ძალიან პოზიტიური როლი მოსკოვმა ბოლო დროს საფრანგეთთან შეთანხმების რეალიზაცია ეჭქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ნატოს კიდევ ორ წევრ ქვეყანასთან, ესპანეთთან და ნიდერლანდებთან გააგრძელებს. ელისეს სასახლის ცნობით, ნიკოლა სარკოზი სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის ამგვარი მიყიდვის პრინციპს იცავდა და აღნიშნავდა, რომ თუკი რუსეთისგან ითხოვდნენ პარტნიორულ მოქმედებას ყველა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, ისიც პარტნიორივით იქცეოდა. „და იმის მიუხედავადაც კი, რომ „მისტრალის“ პრობლემის ირგვლივ კითხვები არსებობს, საფრანგეთის როლი მთელ რეგიონში, ძალიან, ძალიან პოზიტიურია“, – გაიმეორა მიხეილ სააკაშვილმა. მისი ვიზიტი საფრანგეთში რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინა დღეს მიმდინარეობს. „საფრანგეთს არასდროს შეუსუტებია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მარტო ის ფაქტი, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი, პუტინის ვიზიტის წინა დღეებში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია. ეს ჩემი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას მარხავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა 20 minutes–თან ინტერვიუში. საფრანგეთი მოლაპარაკებებს მართავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაზე, რომელმაც დაასრულა უკანსკნელი კონფლიქტი საქართველოს და რუსეთს შორის და დღეს განაგრძობს აქტიურობას, რათა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევაში დაეხმაროს. სამშაბათს, ნიკოლა სარკოზიმ გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები „ამ ზაფხულიდან“ დაიწყოს. ორიგინალი ორიგინალი
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/20min.jpg ფაუსტინ ვინსენტი ინტერვიუ – საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში – ორი დღით ადრე რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლამდე – ნიკოლა სარკოზის, ფრანსუა ფიიონს და ბერნარ კუშნერს ხვდება. ორშაბათს მან 20minutes.fr–ს ინტერვიუ მისცა საფრანგეთი რუსეთისთვის ფრანგული ხომალდის „მისტრალის“ მიყიდვას აპირებს. საქართველომ ამ საკითხზე თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გამოთქვა. იმ მხარდაჭერის შემდეგ, რაც თქვენ ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის ზაფუხლში რუსეთთან ომის დროს აღმოგიჩინათ, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთმა მხარდაჭერა მოადუნა? ჩვენ რა თქმა უნდა „მისტრალის“ გაყიდვის ფაქტით აღელვებულები ვართ. რუსები, რომლებიც უარს ამბობენ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე, ამბიციებს არასდროს მალავდნენ. მათი თქმით, 2008 წლის ომის დროს მისტრალი რომ ჰქონოდათ საქართველოში ინტერვენციას 48 საათის ნაცვლად 40 წუთში დაასრულებდნენ. ამგვარად, ჩვენ „მისტრალისგან“ თავდაცვის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა საფრანგეთი განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რომ ამ უკანასკნელმა სამშვიდობო გეგმა შეასრულოს. შესაბამისად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერა არასდროს შეუსუსტებია. ის, რომ ჩემი ვიზიტი პუტინის ვიზიტამდე ორი დღით ადრეა ორგანიზებული საკმაოდ მკაფიო გზავნილია. ეს ასამარებს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას. გასულ კვირას თქვენმა პარტიამ საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ ეუთომ, რომელმაც ამ არჩევნებზე 200 დამკვირვებელი გამოგზავნა, „არსებითი დარღვევები“ ამხილა, მათ შორის ურნებში ბიულეტინების ჩაყრის ფაქტები, კანდიდატებისთვის „არათანაბარი“ პირობები სახელისუფლო პარტიის სასარგებლოდ. აღიარებთ ამ „დარღვევებს“? დარღვევები ყველა საზოგადოებაში ხდება. დიახ, ხარვეზები იყო. მაგრამ ყველა რეგიონში ამ მხრივ თანაბარი სიტუაცია არ ყოფილა, და შეიძლება არსებობდეს ისეთი რაიონები, სადაც მიუღებელი რამ მოხდა. მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება დამნაშავეებს დასჯის. ჩვენ ვართ რეჟიმის ტრანსფორმაციის პირობებში, რომ ეპოქიდან, რომელშიც არჩევნები ყალბდებოდა, გარდავიქმნათ ევროპული დემოკრატიის საზოგადოებად. ეს რთული ეტაპია. თუმცა, მთელი მსოფლიო საუბრობს „აშკარა პროგრესზე“. თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო. ეუთო დრამატიზირებას ახდენს. მან საკუთარი არსებობა უნდა გაამართლოს: თუკი ის დარღვევებს არ ამხელს, აზრს დაკარგავს… ჩვეულებრივ ეუთოს ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისთვის არ იწვევენ, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ის სიტუაციას აბუქებს, მაინც ძალიან სასარგებლოა. მარტის დასაწყისში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა ყალბი რეპორტაჟი, რომელმაც მაყურებელს რუსეთის ცრუ ინტერვენციის შესახებ აუწყა. „იმედს“ თქვენი ახლობელი მართავს. რეპორტაჟს სკანდალი მოჰყვა და უცხოეთში ის დაგმეს. იყავით თუ არა საქმის კურსში, რომ ეს გადაცემა უნდა გასულიყო? მე ვიცოდი ეს ისევე, როგორც ამ არხის ყველა მაყურებელმა, რადგან გადაცემის ანონსი ორი კვირით ადრე გადიოდა. ასე, რომ განსაკუთრებული აქ არაფერი ყოფილა. თუმცა საქართველოში მას პანიკის ტალღა, დისკომფორტი მოჰყვა ეს იმან გამოიწვია, რომ ადამიანების 90%–ს ანონსი არ უნახავს. ეს ცუდად მომზადებული რეპორტაჟი იყო: საჭირო იყო ტიტრის მითითება, რომ გადაცემა ყალბი გახლდათ (მხოლოდ მოკლე გაფრთხილება გაკეთდა გადაცემის დაწყებამდე). მანამდე მე არაფერში ჩავრეულვარ, რადგან ეს პრეზიდენტის საქმე არ არის, ვიდრე გადაცემამ საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნა საფრთხე, რაც მართლაც მოხდა, მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა რთული გახლდათ. თუმცა შემდეგ რეაგირება აღარ მომიხდენია, რადგან ჩემთვის ბევრად უფრო სკანდალური რამ ის იყო, რომ იმავე ღამით რუსეთმა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონები, რომლებიც მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა) თავისი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე საქართველოს მეორე ქალაქში ინტერვენციის სიმულაცია გამოაქვეყნა. ეს ჟურნალისტების თამაში აღარ იყო, არამედ რეალობა. ეს უარესია! და არავის ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო „იმედის“ რეპორტაჟს გმობდა… 22 მაისს საქართველო და ირანი ვიზების გაუქმებაზე და თეირანს და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბათუმში მალე ირანის საკონსულოც უნდა გაიხსნას. თქვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ მედიის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის დარგში. რა მიზანს ემსახურება თქვენი ირანთან თანამშრომლობა? რატომ უახლოვდებით მას? და რატომაც არა? საკონსულო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობას გაუმარტივებს. რაც შეეხება ვიზებს, ესეც ნორმალურია: ჩვენ თითქმის მეზობლები ვართ. და თუკი ირანელი ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ, ეს კარგი იქნება, როგორც ირანისთვის, ასევე საქართველოსთვის. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ირანელები აქ ფულს დახარჯავენ, (რაც სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია), არამედ იმის გამოც, რომ ისინი ნახავენ ცხოვრების განსხვავებულ, უფრო თავისუფალ წესს. ორი კვირის წინ ჩვენ ირანელი ჟურნალისტები მოვიწვიეთ. ამით მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმის მიუხედავადაც კი თუ ისინი მთავრობის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებას მიეკუთვნებიან. პოლიტიკურად, სამწუხაროდ, არსებობს საერთაშორისო სიტუაციით გამოწვეული დისტანცია. ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები. გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები, კერძოდ კი ენერგეტიკის მიმართულება. მაგრამ თუკი ირანის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, საქართველო მათ დაიცავს. მე მიკვირს, რომ ამდენი საუბარია ირანთან დაახლოებაზე. სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი საქმეა. პრესაში, პრეზიდენტ აჰმადინეჯადის შესაძლო ვიზიტის შესახებაც ითქვა… არ ვიცი ეს ცნობა საიდან მოიტანეს. მთავრობას ამის შესახებ არასდროს განუცხადებია. ეს ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. მე ვერაფერს ვიტყვი შემდგომი ვიზიტის შესახებ, რადგან ეს დიდწილად საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ექსპერტების თქმით, რომ საქართველოს ირანთან დაახლოება სახიფათო თამაშია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ირანი ბირთვული ენერგეტიკის და დემოკრატიის თვალსაზირისით საერთაშორისო შეშფოთების მთავარი საგანია, თქვენ კი ნატოში გაწევრიანება გსურთ… ირანელი ტურისტების მოწვევაში სახიფათო არაფერია. ჩვენ პოლიტიკური დაახლოებით დაკავებულები არ ვართ. კრიტიკა, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში ისმის სასაცილო და გაზვიდებულია. თქვენი რეპუტაცია ევროპაში შეილახა. დიპლომატები „შფოთიან“ ადამიანად გთვლიან და მიაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ არსებული ნდობის ნაწილი დაკარგეთ. ამ კრიტიკას იზიარებთ? ყველა შემთხვევაში, მე საკუთარი ხალხის ნდობა არ დამიკარგავს, რადგან იქ ხმების 65% მაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, მაგალითად, რომ საფრანგეთის აზრიც ასეთია. ზოგიერთებს ვძულვარ, ეს ნორმალურია, რადგან – პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ ბევრი ადამიანი მხარს გვიჭერს და მთავარი ეს არის. ზოგიერთები ჩვენს რეფორმებს აფასებენ. ბიზნესის მარტივად წარმოების მხრივ მსოფლიო ბანკმა თავის რეიტინგებში 11–ე ადგილი მოგვანიჭა. საერთაშორისო თანამეგობრობამ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზირისით უზარმაზარ პროგრესს მივაღიწეთ. დაბალი გადასახადების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა ვართ. ჩვენ ღრმა ტრანსფორმაციას მივაღწიეთ და ბუნებრივია, ეს რეაქციებს იწვევს. თქვენს პოლიტიკურ მომავალზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კენჭს უკვე ვეღარ იყრით, გაზეთ Le Monde–ს ამ კვირას განუცხადეთ: „მე ამ შესაძლებლობაზე (პრემიერ–მინისტრად გახდომაზე) მიფიქრია“. ზოგიერთებს ეშინიათ პუტინის სცენარის, რომელიც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენისთვის პრემიერ–მინისტრი გახდა არა, მე ვთქვი, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მომავალზე მიფიქრია. ფრაზის დანარჩენი ნაწილი ფრჩხილებშია მოქცეული, რადგან მე ეს არ მითქვამს. თუმცა პრეზიდენტად კიდევ სამი წელი უნდა ვიმუშაო. ამიტომ ამ ფრაზაზე და მემკვიდრეობითობის თემაზე სპეკულაცია არ მსურს. რეფორმებზე კონცენტრაციაა საჭირო. და პუტინის სცენარიც შეუძლებელია, რადგან საქართველო – თავისუფალი ქვეყანაა. უკრაინის (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის) პრეზიდენტი პრო–რუსი ვიქტორ იანუკოვიჩი, პარასკევს რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა. ეს თქვენთვის კარგი ამბავია? მე ყოველთვის ვიცოდი, რომ უკრაინელები გიჟები არ იყვნენ. ისინი მიხვდნენ, რომ საზღვრების დაცვა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს – მე, ვიქტორ იანუკოვიჩს და ვიქტორ იუშჩენკოს (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი) – არის ის, რომ ჩვენი მმართველობის დასაწყისში სამივე რუსეთთან დაახლოებას შევეცადეთ. მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება ქვეყანასთან, რომელიც არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არამედ ტერიტორიებად აღგვიქვამს. ორიგინალი ორიგინალი
  21. ჩვენ მთელი თვე არჩევნებს ველოდით. გვინდოდა თუ არ გვინდოდა – ჰაერი სლოგანებით, დაპირებებით და კანდიდატთა ღიმილიანი სახეებით იყო გაჟღენთილი. „მხიარული“ თვე აღმოჩნდა მაისი: ჯერ იყო და თბილისში პოლიციის და დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილმა აღლუმებმა, მოსკოვში კი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ზეიმმა გაგვართო. შემდეგ ვიხილეთ დრამატული შეხლა-შემოხლა ფსევდო-რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებულ ჯგუფებს და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. ყველაფერი კი 30 მაისით – არჩევნების დღით დაგვირგვინდა. ამასობაში მსოფლიო გეოპოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის ორომტრიალშია გადაშვებული. თუ მაისის პრესას გავეცნობით, ეს ყველაფერი ხელის გულზე გადაგვეშლება. მიშას დაბრუნება მაისი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების თვეა. ეს ამბავი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. სტატიები ყვებიან წინასაარჩევნო სიტუაციაზე, კანდიდატების რეიტინგებზე, აკეთებენ პროგნოზებს და გადამწყვეტ თარიღს ელიან. ერთ რამეზე ყველა თანხმდება, ესაა ტესტი სააკაშვილისთვის და გამოცდა მთელი მისი მთავრობისთვის – მსოფლიომ უნდა გაარკვიოს, იქონიოს თუ არა იმედი, რომ საქართველოს მყიფე დემოკრატიისგან რამე გამოვა. ისიც ყველას აინტერესებს, რა ბედი ეწია სააკაშვილის რეიტინგს 2008 წლის ომის შემდგომ. და, რაღა თქმა უნდა, ინტერესს ამძაფრებს ის, რომ თბილისის მერობა პრეზიდენტობის ტრამპლინად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური კვლევები სამთავრობო გუნდის დიდი უპირატესობით გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ, საქართველოს და თბილისის მუნიციპალური არჩევნები საერთო მოლოდინისა და მსჯელობის საგანი გახდა. ეუთომ ადგილობრივი არჩევნებისთვის უჩვეულოდ ბევრი – 200მდე დამკვირვებელი მოგვივლინა. პრეზიდენტმაც პირობა დადო, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდებოდა. როგორც Eurasia Review წერს, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ არჩევნების შედეგები გამოავლენს ქართული დემოკრატიის სუსტ და ძლიერ მხარეებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის დემოკრატიული მისწრაფებები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა“ არჩევნებამდე იყო პოლიციის დღე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ამ ღონისძიებებს მრავალი მოწინააღმდეგე გამუჩნდა, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რისი დემონსტრირება სურდა ამით სააკაშვილს? “ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს აფრიალებს. გზავნილი ასეთია: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე” (Der Standard). ოპოზიციამ ეს გააპროტესტა. აღლუმი ზოგმა ხელისუფლების კუნთების თამაშად შეაფასა, ზოგმაც არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლად, სხვებმა კი მას საბჭოთა გადმონაშთი უწოდეს. მართლაც, „მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს აღლუმი ასეთი დაპირისპირების საგანი“(EURASIANET). ამას გარდა ოპონენტები სააკაშვილს ოპოზიციის მარგინალიზაციაში, მედიით მანიპულირებასა და ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებაშიც ადანაშაულებდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ პრეტენზიებზე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც მრავალი ტრადიციული პრობლემა გამოიკვეთა: საარჩევნო სიები – მიუხედავად ამის მოსაწესრიგებლად გაღებული გარკვეული ძალისხმევისა, სიების სანდოობა კვლავ ეჭვს აღძრავდა. თუმცა, ხელისუფლები გარდა, აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. მავანთა აზრით, მათ შეეძლოთ, ეს ამოცანა საკუთარ თავზე აეღოთ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სერიოზულად მიდგომოდნენ(Eursia review) . დაუბალანსებელი მედია – ანგარიშებში ნათქვამია, რომ ნაციონალური არხები მაქსიმალურად ეწეოდნენ უგულავას წინასაარჩევნო რეკლამირებას, ფაქტიურად დაუფარავად უჭერდნენ მას მხარს. თუმცა ეუთომ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც დაუფასა დაბალანსებული მაუწყებლობა. მართალია, საქართველოში არსებობს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი არხები, მაგრამ მათი დაფარვის თუ გავლენის მასშტაბები ნაციონალურ არხებთან შედარებით ბევრად მცირეა. ამაზე საუბრობს გია ნოდიაც, სტატიაში “ნაწილობრივ თავისუფალი ქართული პრესა“ (RadioLiberty). გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ტრადიციული საარჩევნო პრობლემები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსი, საბიუჯეტო თანხების პირადი კამპანიისთვის გამოყენება, ზეწოლა ოპოზიციურ კანდიდატებზე – განსაკუთრებით, რეგიონებში და ა.შ. მოკლედ, ყველა ის გარემოება, რაც საფუძველშივე უარყოფს თითოეული მონაწილისთვის თანაბარი სათამაშო პირობების პრინციპს . საბოლოოდ, არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა – მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თბილისში არეულობის დაწყებასაც ვარაუდობდნენ. ამ აზრს ამყარებდა პოლიტიკური ოპოზიციის, ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტები მოსკოვში. როგორც სარა მარკუსი წერს, საქართველოში „რეალურად შფოთავენ ოპოზიციის ორი წევრის აქტივობის გამო, რადგან ისინი რუსეთთან და პუტინთან დაახლოვებას ცდილობდნენ. ორივე ამ პოლიტიკოსმა შოკში ჩააგდო ქვეყანა იმით, რომ რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ჩავიდნენ და პუტინს ჩამოართვეს ხელი. მას შემდეგ ისინი კიდევ იყვნენ რუსეთში და გამარჯვების დღეს, 9 მაისს ორივე სააკაშვილის სასტიკ მტერს პუტინს ეწვია მოსკოვში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ რუსეთი რამენაირად გამოიყენებს ამ ორს, რათა საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს“ (Telegraph). რათქმაუდნა, შფოთის საფუძველი არსებობდა. აკი ნოღაიდელი თბილისში „ბიშკეკის გამეორებით“ ღიად იმუქრებოდა. ამას გარდა, დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა პოლიციის დღის აღნიშვნისას მომხდარი შეტაკება ოპოზიციასა და პოლიციას შორის, ამას დაემატა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფსევდო – რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებული დაპირისპირება საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის, როცა ერთი მხარე რელიგიურ იდეალებს „იცავდა“, მეორე კი გამოხატვის თავისუფლებას – ბევრმა ამაშიც რუსეთის ხელი დაინახა: „ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს“ – წერს გია ნოდია (RadioLiberty). ასეა თუ ისე, თვის ბოლოსკენ ალბათ ყველა ინტუიციით ვგრძნობდით, რომ სიტუაცია არც ისე ფეთქებად საშიში იყო, როგორც ოდესღაც, წარსულ არჩევნებზე. მართლაც, არჩევნების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა – მცდარი აღმოჩნდა ვარაუდები სააკაშვილის რეიტინგის სავალალო ვარდნის შესახებ: სახელისუფლებო კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ოპოზიციამ აღიარა დამარცხება, მოსახლეობამაც არჩევნების თემა მალევე გადადო გვერზე და თბილისში ცხელმა, ჯერჯერობით მაინც მშვიდობიანმა ზაფხულმა დაისადგურა. პირველადი მონაცემებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ტრადიციულად შესაფასეს: ხარვეზებიანი, მაგრამ დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. სახელისუფლები გუნდის გამარჯვებამ, თუნდაც უსამართლო წინასაარჩევნო პირობებში, ბევრი რამ ცხადი გახადა: პირველ რიგში, ამან მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიუთითა არასწორ სტრატეგიაზე, რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინ მასობრივ საპროტესტო მიტინგებზე სააკაშვილის გადაყენების პირობას დებდნენ. გამოჩნდა ისიც, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც მოსკოვი ელოლიავება და რომელზეც, გავრცელებული მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის შეცვლის შემთხვევაში ფსონს დებს, არც ისე დიდ აღფრთოვანებას იწვევენ მოსახელობაში. მიუხედავად მათი მცდელობისა, წარმოჩინდნენ, როგორც მთავრობის ალტერნატივა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში (The Jamestown Foundation). საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ თბილისის მერის არჩევნები საქართველოს პრეზიდნეტს დაეხმარა (NewYork Times). მიშა დაბრუნდა. მთავარი ადამიანებია მარტივი დაკვირვებითაც შეიმჩნევა, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ საქართველოს მთავრობის რიტორიკა კონფლიქტური რეგიონების საკითხს შეძლებისდაგვარად გვერდს უვლის. ყოველ შემთხვევაში, ეს მთავარი თემა ნამდვილად აღარაა. რა ხდება ამასობაში კოკოითისა და ბაღაფშის სამფლობელოებში? სამხრეთ ოსეთი მძიმე მდგომარეობაშია, ომის აჩრდილები სდევს თან და ღამით კოცონთან შეკრებილი ბოევიკები საქართველოსთან (გნებავთ – დანარჩენ საქართველოსთან) წარსულ და მომავალ ომებზე საუბრობენ. „სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისევ ზღვარზე რჩებიან და იარაღზე უარის თქმა არ სურთ“ – იტყობინება BBC-ის კორესპონდენტი, რომელმაც ამ რეგიონში იმოგზაურა. ეს ალბათ არ არის სამხრეთ ოსეთის ცხოვრების სრულყოფილი სურათი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არაფერი შესაშური იქ არ ხდება. იგივეს თქმა შეიძლება აფხაზეთზე. სეპარატისტებს რუსეთის მიერ აღიარებული „დამოუკიდებლობა“ ძვირი უჯდებათ: რუსი ჯარისკაცები და მუშები, გაზიდული რესურსები, რომელშიც სოჭის ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს და ა.შ. – აფხაზეთი იძარცვება. როგორც გიორგი ბადრიაძე თვლის, გამოსავალი მხოლოდ ერთია: განდგომილები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ ორი ურთიერთგამომრიცხავი არჩევანი აქვთ: ან დარჩნენ რუსეთის მივიწყებულ გარეუბნად, ან შექმნან მომავალი ევროპულ საქართველოსთან, რაღა თქმა უნდა, სრული ავტონომიის გარანტიებით (The Guardian). მხოლოდ ერთი “უმნიშვნელო“ პრობლემა რჩება: როგორ? როგორ დავარწმუნოთ ისინი? ამაზე ოფიციალური თბილისიც ფიქრობს, ან იძულებულია, იფიქროს. 2008 წლის ტრაგიკული ზაფხულის შემდეგ როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ყველაფერი თავიდან დაიწყოს. რიტორიკაში ტერმინი „ტერიტორიების დაბრუნება“ მორიგ ჯერზე უფრო კეთილხმოვანი სიტყვით ჩანაცვლდა: რეინტეგრაცია – ადამიანები, კონტაქტები, ეკონომიკური, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები – ამ ყველაფერს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი სტრატეგია ითვალისწინებს. მინისტრი თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთისა და ოსეთის მთავრობები დათრგუნულნი და იმენდგაცრუებულნი არიან რუსეთის ფედერაციით. მოსკოვი უარს ამბობს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოს პრეზიდენტს კი სჯერა, რომ „გული და გონება თანხმობას მოიტანს“. სწორედ ამ ხედვას ეფუძება რეინტეგრაციის ახალი პროექტი: ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური პროექტები, ჯანდაცვა, განათლება… და ეს ყველაფერი კულტურული იდენტობისადმი ფაქიზი მიდგომით. იაკობაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს ათ წელიწადში გამთლიანებას შეძლებს, ახალი მიდგომის (გნებავთ, დავარქვათ ამას „შერიგების მცდელობა“) წარმატებით განხორციელებაში მთავარ როლს ევროკავშირს ანიჭებს – დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის ჩართვა. „მე ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ხალხები ერთ რამეში დავარწმუნოთ – მათი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში უფრო ნათელი იქნება. მე მზად ვარ დღე და ღამე ვიმუშაო იმისთვის, რომ კავკასიაში ურთიერთნდობასა და უფრო ინტესიურ დიალოგზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მშვიდობას მივაღწიოთ“ – საჯაროდ დებს პირობას მინისტრი (openDemocracy). საკუთარი ხედვები კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ ფიგურებსაც აქვთ. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი თავს დებს, რომ რუსეთი თანახმაა, უკან წაიღოს სეპარატისტების აღიარება, თუ საქართველო თავად მოაგვარებს ურთიერთობებს. რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ირაკლი ალასანიაც El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ოღონდ, მისივე განცხადებით, ეს საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საქართველოს „ნაციონალური უსაფრთხოება“ კი სწორედაც ის საკითხია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: საქართველოს ოცნება ნატო-ზე კრემლი დანაკარგების კომპენსირებას იწყებს და წარმატებებს აღწევს. ამაში ეჭვი აღარვის ეპარება. ფერადი რევოლუციების კრახი უკრაინასა და ყირგიზეთში, დასავლეთთან ურთიერთობების დათბობა მოსკოვს საკუთარ ძალებში სულ უფრო არწმუნებს. ბევრი თვლის, რომ ჯერი საქართველოზეა. აშშ-ს პრიორიტეტებში წამყვანი ადგილი ირანმა, ავღანეთმა და START-მა დაიკავა. ამან მსოფლიოში ამერიკული დემოკრატიის გავრცელების მისია უკანა პლანზე გადაწია. დასავლეთმა უარი თქვა რუსეთთან კონფრონტაციაზე და გადაწყვიტა, რომ მასთან საერთო ინტერესებზე მუშაობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე „ცივი ომის“ ეპოქის დროინდელ მტრად განხილვა. მსგავსი სიტუაციით დაზარალებული საქართველო ჯიუტად ყველა შანსს იყენებს, რომ დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს. ამის მაგალითად ავღანეთში ჯარისკაცთა 1000 კაციანი კონტიგენტის გაგზავნაც გამოდგება. ცოტა ხნის წინ ნატო-მ მაპი მიანიჭა „ერთი ციცქნა და დანაწევრებულ“ ბოსნიას და ჰერცოგოვინას. როგორც წესი სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ ალიანში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. მაინც რით იმსახურებდა ბოსნია მაპ-ს უფრო მეტად, ვიდრე საქართველო? მაიკლ ჩეჩირე (Eurasia Review) მიიჩნევს, რომ არც არაფრით. თუ ობიექტური კრიტერიუმების შედარებაზე მიდგა საქმე, საქართველოს წვლილი ISAF-ის საერთაშორისო ძალებში გაცილებით შთამბეჭდავია, ბოსნიასგან განსხვავებით, არც ერთი გაფრთხილება არ აქვს მიღებული და ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ რეიტინგებშიც უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რეალურად, ბოსნიის მთავარ უპირატესობას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ რუსეთი ნაკლებადაა მისით დაინტერესებული. გამოდის, რომ კრემლს ნატო-ში ახალ წევრთა დაბლოკვის ექსკლუზიური უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ამას თავგამოდებით უარყოფს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთადერთი გამოსავალი აქვს: მაქსიმალურად გაზარდოს რუსეთის აგრესიის ფასი. საქართველოზე თავდასხმა ძვირი უნდა დაჯდეს: „უფრო მყარი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რეფორმების სფეროში სერიოზულ პროგრესთან ერთად, საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანებისა და მოსკოვის გრძელი ხელისგან თავის დაღწევის ერთადერთი შესაძლო შანსია“. კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დადგომის მიზეზი მოგვიანებით მოგვეცა: თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზე. თავის დროზე ბუშმა ეს შეთანხმება სწორედ საქართველოსთან ომის გამო შეაჩერა. რა თქმა უნდა, ობამას ადმინისტრაციას შეეძლო აღენიშნა, რომ საქართველოს გამო რუსეთთან უთანხმოება ძალაში რჩება, თუმცა ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს ბირთვულ შეთანხმებასთან. ამის ნაცვლად, ყველაფერი „პირდაპირ“ ითქვა. ოფიციალურად აშშ-ს აცხადებს, რომ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას არ ცნობს, მაგრამ, საყოველთაო მოსაზრებით, ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებს. დევიზი „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ კიდევ უფრო უარესობისკენ იცვლება: „მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი“. Washington post-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი დევიდ კრამერი ამერიკის ლიდერს ურჩევს, გამოიყენოს ხშირი კონტაქტები მედვედევთან და მკაფიო გზავნილებით გააგებინოს: აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ და მათი ტერიტორიების ოკუპაცია. ვაშინგტონისთვის სასურველი იქნებოდა, მოსკოვისთვის მწვანე შუქის ანთების ნაცვლად, „მეგობრები და პარტნიორები“ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაიჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ „ზოგიერთ იქაურ ლიდერთან, შესაძლოა მოლაპარაკება არც ისე იოლია, იმავდროულად დემოკრატიის იდეალებისა და ადამიანის უფლებების მხრივ ისინი იდეალურები არ არიან, მაგრამ ამ მხრივ იდეალური არც მედვედევია და არც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.“ საკითხის სხვაგვარ ინტერპრეტაციასაც შევხვდებით. მართალია, ობამას ნაბიჯებს „ღალატსაც“ კი უწოდებენ და უხერხულადაც მიაჩნიათ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების ფონზე, მაგრამ ზოგიერთი იმასაც თვლის, რომ სააკაშვილი მეტს არც იმსახურებს: 2008 წლის ნამდვილი და „იმედის“ მიერ ხორცშესხმული ინსცენირებული ომის შემდეგ, მან „დაადასტურა, რომ ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც სჩანს ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა“ (The Huffington Post). ამასობაში ხელ-ფეხ გახსნილმა რუსეთმა უკვე 50 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ „ახლო აღმოსავლეთი“ საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრად აქციოს. შეიქმნა საბაჟო კავშირი ბელორუსთან და ყაზახეთთან, უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს გადახედა და გაზზე ფასდაკლების სანაცვლოდ რუსეთს საზღვაო სამხედრო ფლოტის იჯარა 25 წლით გაუგრძელა. ამ სიას შეგვიძლია დავამატოთ დასავლეთ-ევროპასთან მკაცრი ენერგეტიკული ურთიერთობები, ასევე აქტიური ზეწოლა შეერთებულ შტატებზე, რამაც ვაშინგტონს ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებული გეგმების გადახედვა აიძულა. მედვედევი ხშირად იყენებს სიტყვებს „ღია“ კარი და „პარტნიორი“, თუმცა რთულია, დარწმუნებული იყო მის „კეთილ ზრახვებში“. „ახალი რიტორიკის მიღმა იმალება ძველი მსოფლმხედველობა (რომელშიც ძველებურად „ბლოკური“ აზროვნებაა გაბატონებული), ხოლო პრაქტიკული ნაბიჯები მისგან ლოგიკურად გამომდინარეობს.“ – წერს Chirstian Science Monitor-ი. მოკლედ, „ფერადმა რევოლუციებმა“ პირი მოსკოვისკენ იბრუნეს. მაინც რამ გამოიწვია ეს კრახი? დენიელ ლარისონი (The Week) თვლის, რომ აშშ-მ საქართველოსა და უკრაინაში არასწორად გათვალა მთავარი: ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები და მათი მოთხოვნა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ. პატივცემულმა ავტორმა ეს დასკვნა საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებამდე გამოიტანა – წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა, რომ აქ ჯერ კიდევ ანტი-რუსული რიტორიკა უფრო ჭრის, ვიდრე პრო-რუსული. ეს ალბათ კრემლმაც სათანადოდ შეაფასა – საინტერესოა, რა არის ბურჯანაძესა და ნოღაიდელზე დაფუძნებული იმედების მიღმა არსებული გეგმა ბ. ცხადი მხოლოდ ის არის, რომ რუსეთი საქართველოს თავისი გავლენის „ლეგიტიმურ სფეროდ“ მიიჩნევს. Times-ი გვირჩევს, რომ ნატოსთვის თავის შეფარების იმედით მზარდი რუსული გავლენებისგან თავქუდმოგლეჯლით გამოქცეულება მოთმინება მოვიკრიბოთ, რადგან რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობით დაინტერესებულ აშშ-ს კონფრონტაცია სრულებითაც არ სურს. ასე და ამრიგად, ეჭვობენ, რომ ამერიკული „თავისუფლების პროგრამა“ დასრულდა, საქართველო კი დარჩა „მარტო სახლში“. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ იმედი ვიქონიოთ, სიტუაცია არც ასე დრამატულია. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ განლაგდება საქართველოს ბედ-იღბალი ზე-სახელმწიფოების ინტერესთა ბადეში. გზების ძიებაში ზემოთაც კარგად გამოჩნდა, რამდენი მიზეზი აქვს საქართველოს იმისთვის, რომ თავი დაუცველად იგრძნოს. თბილისი შეძლებისდაგვარად ისწრაფვის, დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს, მაგრამ ამის პარალელურად რეგიონალური პოლიტიკის გააქტიურებასაც ცდილობს – რა იცი, რა ხდება. ანალიტიკოსები ამბებენ, რომ საქართველოს ეშინია რუსეთთან პირისპირ დარჩენის, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება – დასავლეთმა პოზიციები შეიცვალა. ამ ფონზე საქართველოს თურქეთთან და ირანთან კავშირების გაძლიერება გადაწყვიტა. მაისის თვეში ჩვენ ერთდროულად გვესტუმრნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ირანის მთავარი დიპლომატი. სააკაშვილმა თბილისში ირანის პრეზიდენტიც მოიპატიჟა. ვლადიმერ სოკორი (balkans.com) მიიჩნევს, რომ ერდოღანის ვიზიტმა ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობას ოპტიმისტური ხასიათი შესძინა. თურქეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ შექმნილი სიცარიელე შეუვსო საქართველოს და მის ნორმერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა. საქართველოში ერდოღანის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თურქეთმა, ბრალიზილიასთან ერთად, ირანთან შეთანხმების გაფორმებას მიაღწია. ეს უკანასკნელი მაღალგამდიდრებული ურანის სანაცვლოდ თურქეთში შესანახად გააგზავნის თავის დაბალგამდიდრებული ურანის მარაგების ნაწილს. ანალიტიკოსები ვარუდობენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესის ილუზიის შექმნა არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივებს უხატავს აშშ-ს. ახალი შეთანხმება, რომელშიც არაფერია ნათქვამი მომავალი მოლაპარაკებების დღის წესრიგში ირანის ბირთვული პროგრამის შეტანაზე, შესაძლოა განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლის ნაწილსაც აშშ უდგას სათავეში, მეორე ნაწილი კი განვითარებადი ქვეყნებია. თურქეთისა და ბრაზილიის ამბიციები სულ უფრო იზრდება, ისინი ირანთან საქმიან თანამშროლობას იწყებენ: ამიტომ არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ორმა ქვეყანამ ხმა არ მისცენ აშშ-ს სანქციების მოთხოვნის რეზოლუციას გაერო-ში (რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინეთზე).(The Washington Post) ამ ყველაფერზე ევროპის, აშშ-სა და რუსეთის რეაქცია სკეპტიკური იყო. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებისა და რეზოლუციის ერთმანეთთან დაკავშირება მართებული არ არის, თუმცა თავისთავად ფაქტს დადებითად აფასებენ. მავანნი იმასაც აღნიშნავენ, რომ თუქეთი-ბრაზილია-ირანის ახალმა შეთანხმებამ საქართველოს შვების ამოსუნთქვის საშულება მისცა. ეს მართლაც ასე იქნება, თუ თურქეთ-ბრაზილიის შუამავლობა ირანთან ცოტა ხნით მაინც შეაჩერებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან დაკავშირებული ვაჭრობას. „სწორედ ეს იყო აშშ-ს პრობლემების მიზეზი – ის ამ რეგიონში თავის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს ირანის წინააღმდეგ სანქციებისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას სწირავდა“ (balkans.com). ანგარიშები და სტრატეგიები ამ ყველფრის პარალელურად ნატო-ს არსებობის საჭიროებაზე, მის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბუნებრივია, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის გაჟღერებას მთელი მსოფიო ინტერესით ელოდა. ეს ხომ ის დოკუმენტია, რომელიც პირველად, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, ალიანსის ამოცანების საფუძვლიან გადაფასებას ახდენს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტა ჯგუფმა მადლენ ოლბრაიტის მეთაურობით ცხრა თვის მანძილზე ათასობით კონსულტაცია გაიარა და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას შეეცადა, როგორიცაა ნატო-ს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებთან გამკლავება, ალიანსის აქტუალობის შენარჩუნება, მისი გაფართოება-არგაფართოების საკითხები და ა.შ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოლბრაიტის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებმა წინსვლისკენ უნდა უბიძგოს ალიანსს, რომელიც „გასულ საუკუნეშია ჩარჩენილი“ და რომელსაც საკუთარ „ევროპეისტებისა“ და „გლობალისტების“ ბანაკებს შორის ბალანსის ძიება უწევს (CEPA). ნატოს სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე ლონდონელ ექსპერტთა ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ნატო მისი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემებს იმდენად არაფრად აგდებს, რომ ზოგიერთ მათგანს შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება სურს“. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ: კრიზისის, ვთქვათ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში ნატო მათ ვერ დაიცავს. ანგარიშში იმაზეც არის საუბარი, რომ 2008 წლის აგვისტოში ნატო მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რუსეთის საქართველოში ინტერვენციას გამკლავებოდა. ერთი შეხედვით, ალიანსის წინაშე დილემაა: რუსეთთან „გადატვირთოს“ ურთიერთობები, თუ აღმოსავლეთ-ევროპელი პარტნიორები დააწყნაროს. თუმცა ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ეს ცრუ დილემაა. ალიანსს ორმხრივი სტრატეგია სჭირდება, რომელიც მას ერთდროულად ორივე მიზნის მიღწევის საშუალებას მისცემს“ (The New York Times). ამ შფოთვას გარკვეულწილად გამოეხმაურა თვითონ სტრატეგიის ანგარიშიც: მასში საუბარია კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და თითოეული წევრის დაცვაზე. გარდა ამისა, ახალი პროგრამული განაცხადის თანახმად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის ომი უნდა მოიგოს, უპასუხოს ისეთ საფრთხეს როგორიც ჩასახვის პროცესში ყოფი ირანული სარაკეტო პოტენციალია და გააფართოვოს კავშირები რუსეთთან. რუსეთთან დაკავშირებით ოლბრაიტი პოზიტიურ ფაქტორად განიხილავს საერთო ინტერესებს – თანამშრობლობას ავღანეთის პრობლემის, ბირთვული უსაფრთხოების და ტერორიზმის საკითხების გარშემო. მაგრამ არსებობს ნეგატიური ფაქტორიც: კერძოდ, ნატო-ს წევრი ექს-საბჭოთა ქვეყნების „დაძაბული გრძნობები“ და შესაბამისი სკეპტიკური დამოკიდებულება კრემლთან ურთიერთობის დათბობისადმი. დოკუმენტში უკრაინასთან ერთად საქართველოცაა ნახსენები. ამ ქვეყნებთან დაკავშირებით ნატო-მ „უნდა შეინარჩუნოს ”ღია კარის პოლიტიკა”, მაგრამ არ უნდა გასცდეს რეკომენდაციებს თანამშრომლობის არსებული შეთანხმებების უკეთესი გამოყენების შესახებ“ (RadioLiberty). რუსეთი არც ისე კმაყოფილი დარჩა. კრემლში აცხადებენ, რომ არ მოსწონთ ნატო-ს წევრთა ორაზროვანი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ასევე ბუნდოვნად მიაჩნიათ დასავლეთის წინადადება ერთობლივ ანტი-სარაკეტო ფართან დაკავშირებით. როგოზინი იმასაც ასკვნის, რომ ნატო-ს არსებობის აუცილებლობა საერთოდ აღარ არსებობს (Financial Times). მიუხედავად ამისა, მოსკოვის კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელმაც, სავარაუდოდ, შეგნებულად გამოჟონა, ნათქვამია, რომ რუსეთი პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს – ის ემიჯნება უკანასკნელი ხანების კონფრონტაციულ ხაზს და დასავლეთისკენ ბრუნდება. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ დასავლეთს ბევრ საკითხში ემიჯნება და ტრადიციულად გმობს აშშ-ს მისწრაფებას გლობალურ გავლენების მოპოვებისადმი (The Wall Street Journal). სტრატეგიული ანგარიში გამოაქვეყნა ობამამაც. სტრატეგიაში ნახსენებია ერთმანეთისგან „განუყოფელი“ ოთხი „მუდმივი ნაციონალური ინტერესი“: უსაფრთხოება, განვითარება, ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი. ახალი დოქტრინა სრულად ემიჯნება ბუშისეულ სამხედრო მიდგომას. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ობამას ხედვით, სამხედრო უპირატესობა არ უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ „როდესაც ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ჩვენს სამხედრო სიძლიერეს ან არ ვიყენებთ დამატებით ინსტრუმენტებს ან პარტნიორების გარეშე ვმოქმედებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები უკიდურესად დაძაბულია. ამერიკელები მძიმე ტვირთს ატარებენ, ჩვენი ლიდერობა კი ზედმეტად ასოცირდება მხოლოდ ჩვენს სამხედრო ძალასთან“ - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი (The Washington Post) აღლუმი წითელ მოედანზე და არშემდგარი დიპლომატიური სკანდალი დასაწყისში რუსული აღლუმი ვახსენეთ. ლირიული გადახვევა არ იქნება, თუ ამ თემას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. 9 მაისს წითელ მოედანზე რუს „თანამოძმეებთან“ ერთად მარშით ჩაიარეს ნატოს და დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყნის ჯარისკაცებმა, ფაშისტური გერმანიის დამარცხების 65 წლისთავის აღსანიშნავად. მოსკოვმა გადაწყიტა, ძალის დემონსტრირება მოეხდინა. ტრადიციულად, სამხედრო აღლუმები რუსეთში „ცივი ომის“ ეპოქის მტრებზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავდა მიზნად. ამჟამად, მსოფლიოს გარდა, აღლუმი დიდწილად შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. მართლაც, ღონისძიებას რუსეთის მოსახლეობის უპრეცენდენტო რაოდენობამ ადევნა თვალი და ალბათ გული სიამაყით აევსო. მართალია, წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა ძირითადად საბჭოთა ეპოქის რელიქტი გახლდათ და რუსეთის სამხედრო შეიარაღების მხოლოდ ილუზორულ უძლეველობაზე თუ მეტყველებდა, სამაგიეროდ ძალზედ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა მეზობელი ქვეყნებისთვის. რუსთა აღტკინება ვერც იმ ფაქტმა დაჩრდილა, რომ მიწვეული 40 ლიდერიდან მოსკოვში მხოლოდ 21 ჩაფრინდა – აქიდანაც, მხოლოდ ერთი – ანგელა მერკელი გახლდათ მნიშვნელოვანი ფიგურა. ვიზიტზე სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს სარკოზიმ, ბერლუსკონიმ, ბრაუნმა და ობამამაც – მაშინ, როცა თავის დროზე, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების არც თუ ისე სახარბიელო ჟამს, ბუში მოსკოვს ეწვია და აღლუმსაც დაესწრო. კულუარებში ამბობენ, რომ მოსკოვი განარისხა სარკოზის მიერ ვიზიტის ერთი დღით ადრე გაუქმებამ. პუტინმა ასევე სრულიად უბოდიშოდ სტკიცა უარი ობამასა და ბრაუნის სანაცვლოდ შემოთავაზებული ბაიდენსა და პრინც ჩარლზს. დიპლომატიურ წრეებს სალაპარაკო მიეცათ: ბევრს გაახსენდა ბაიდენის თბილი ურთიერთობები სააკაშვილთან, ასევე ბერეზოვსკი, რომელსაც თავშესაფარი ინგლისმა მისცა. საბოლოო ჯამში, დიპლომატიური სკანდალი არ შედგა. მაშინ, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დათბობისკენ მიდის, აღლუმზე არ დასწრება განხეთქილების საბაბი ვერ გახდებოდა. ობამა და მედვედევი ამის გარეშეც ინტენსიურად კონტაქტობენ ერთმანეთთან. ასეა თუ ისე, ობამამ უარი ვერ თქვა ჰემპტონის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე, აღლუმზე კი მისი არყოფნა არც შეუმჩნევიათ. „ობამა რუს ხალხს მიმართავს“ - ღიმილით ცდილობს წარმოიდგენას საბჭოთა ვეტარანი ქალბატონი - „ნამდვილი საგიჟეთია“ (True Slant). ნინო მაჭარაშვილი სოციოლოგი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...