planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/books-150x150.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით კენჭისყრა ჯერ არ გამართულა . ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, თენგიზ შარმანაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრის, თეა წულუკიანის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა. აღნიშნულ თემაზე ჩვენი კორესპოდენტი თამარ კვარაცხელია მუშაობდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/konstitucia.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/0_4260e_e14c93fe_l-150x150.jpgმთავრობის მიერ დატაცებული ბიზნესები და ათობით საქმე როლის შესწავლას ეკა ბესელიას ინიციატივით არასამტავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა” იწყებს. პირველი საქმე ევროპის სასამართლოში უახლოეს დღეებში გაიგზავნეა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qoneba.jpg itvს ლინკი
-
კომპანია „პეპსის“ პროდუქციის ნაწილი 8 პროცენტით გაძვირდა. როგორც „მედიანიუსს“ კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ლევან კასრაძემ განუცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
-
არა ცალ–ცალკე ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გერონტი ქიქოძე – არამედ მათი სინთეზი. ასე ”დაიყვანა”, ე.წ. ქართული იდეა პერსონების დონეზე ეროსი კიწმარიშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, როგორც პატრიოტიზმის სიმბოლო და გერონტი ქიქოძე, როგორც პროგრესის სიმბოლო – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში იდეა, რომელიც სოზარ სუბარმა დღეს სასტუმრო ”თბილისი მეროიტში” თამარ მეფის დარბაზში დაპატიჟებულ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს წარმოუდგინა. ქართული იდეა, რომელიც „ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წარმოადგინა, სამ პოსტულატს მოიცავს. ესენია: თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება, რომლებსაც სუბარის აზრით, ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს. მისი აზრით, საქართველო არც საკუთარ ნაჭუჭში უნდა მოექცეს და არც მსოფლიოს უნდა ჩამორჩეს სხვადასხვა სფეროებში : კულტურაში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში. „ჩვენ უნდა ვიქცეთ არა უსახო, უეროვნებო მასებად, რომელსაც ექნება ცხელი წყალი, მაგრამ არ ექნებათ იდენტობა“, – აღნიშნა თავის სიტყვაში სოზარ სუბარმა. აქვე მან ვაჟა–ფშაველას სიტყვებიც გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი უნდა იყოს ერთდოულად კოსმოპოლიტიც, ანუ მსოფლიო მოქალაქე და მეორეს მხრივ, პატრიოტი. „მსოფლიო მოქალაქეობა ნიშნავს პატრიოტობას, იმას, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა და შევიტანოთ ჩვენი წილი მსოფლიო საგანძურში. ამის მაგალითად შოთა რუსთაველიც კი კმარა“,- თქვა სუბარმა. სოზარ სუბარის ეს იდეა მოიწონა ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც მოწვეულ სტუმართა შორის იყო. მარგველაშვილის აზრით, იდეების და მიზნების განსაზღვრა მნიშნელოვანია, მნიშვნელოვანია მოძრაობის მიმართულების პოვნაც. „ნებისმიერ ქართველს აქვს უფლება იფიქროს, როგორი უნდა, რომ თავისი ქვეყანა იყოს. ეს არ არის ის, რაც შეიძლება გეშლებოდეს ან არ გეშლებოდეს. თუ გინდა რამე, თუ გენატრება, არ უნდა იყო შეშინებული, და ხმამაღლა თქვა. ვთვლი, რომ ამის განვრცობა და ჩვეულებრივ სალაპარაკო ენად გახდომა მნიშვნელოვანია”. რაც შეეხება განვრცობას, სუბარმა აღნიშნა: „ჩემი აზრით, პროვოკაციისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა, შემდეგ ეს ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.“ ამ ეტაპზე შექმილია რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ე.წ. ქართულ იდეას. ჯგუფი ორ ნაწილადაა დაყოფილი. სუბარის თქმით, ერთი ნაწილი საორგანიზაციო საქმეებს ჩაუდგება სათავეში, მეორე კი ექსპერტული საქმეებით დაკავდება. „თქვენს წინ ახლა არ იქმნება პარტია, ესაა მოძრაობა, რომელიც საბოლოოდ ეცდება დაადგინოს საქართველოს ადგილი და ფუნქცია მსოფლიოში, დასახოს სტრატეგიული გზები და მიზნების მიღწევის გზები და საშუალებები.“ სუბარი ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, „ვინ ვის გვერდით იდგება,“ თუმცა, კიწმარიშვილის აზრით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობისას ისინი უნდა გაემიჯნონ სახელმწიფოს. „უნდა შევქმათ ის იდეა, რის გარშემოც ხალხი გაერთიანდება, აქ არ არის საუბარი დროშების ქნევაზე, მიტინგენზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ვიპოვოთ სიმები, რომელიც ყველა ქართველის გულშია“, – აღნიშნა კიწმარიშვილმა. სიმებს ჯერ კონრეტული სახეები არ გააჩნია. სუბარის იდეა სწორედ ამ საკითხებზე დისკუსიის დაწყების მცდელობა იყო. ასეთ დისკუსიებს, რომელიც წარსულშიც მოხდა, იხსენებს ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი. „ჩვენ რაღაც სიტუაციებში ვერ შევძელით ერთად დგომა“ , –ამბობს ცაგარეიშვილი. „ქართული იდეა სიცოცხლისუნარიანი რომ ყოფილიყო გუშინწინ, გუშინ ეს შედგები არ გვექნებოდა. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ და კიდევ გავაკეთებთ: გამოვალთ ქუჩაში, ავაფრიალებთ დროშებს, რა ვქნათ? „ – იკითხა ცაგარეიშვილმა, სუბარისგან კი ასეთი პასუხი მიიღო: „იდეა შეიძლება გულში ყველას ჰქონდა, მაგრამ არ იყო იდეის იდეასთან დაპირისპირება. ალბათ, აქედან უნდა დავიწყოთ.“ ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელიც ასევე იყო მოწვეულ სტუმრებს შორის, ამ იდეას ეთანხმება. მისი აზრით, აუცილებელია დაიწეროს კონცეფციები სხვადასხვა საკითხებზე და ჩაერთონ პროფესიონალები სხვადასხვა თავის დარგში, ის პროფესიონალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის „ქართული იდეა“ მისაღები იქნება. ის ეთანხმება კიწმარიშვილის აზრს, რომ ეს უნდა იყოს ალტერნატივა იმასთან მიმართებაში, რასაც სახელმწიფო დღეს სთავაზობს თავის მოქალაქეებს. „თვითმყოფადობის ჭრილში ეს კონცეფცია მაინც განსხვავებული იქნება იმისგან, რაც დღეს ხდება სახელმწიფო დონეზე – უსაფრთხოების ჭრილშიც და პროგრესის ჭრილშიც. ის კანონი და მისი იმპლემენტაცია, ძალაუფლების დაყოფა ხელისუფლების შტოებს შორის, რაც შემგვთავაზა ჩვენმა სახლემწიფომ, არ არის ევროპული იმ თვალსაზრისით, რომ ის განსხვავებულია ევროპულისგან.“ კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგება მას საკუთარი თავი ამ გეგმის შემუშავების დროს, ანთაძე პასუხობს: „მაგალითად, განათლება. რა არის განათლების კონცეფცია ეროვნული იდეის ჭრილში? პროფესიით ფილოლოგი ვარ და შესაძლებელია განათლების სისტემასთან დაკავშირებულმა კონცეფციამ დამაინტერესოს. ის ფული, რითაც ტანკებს ვყიდულობთ, შეიძლება ჩავდოთ განათლებაში. როცა ბიუჯეტის დიდი ნაწილი წავა განათლებაში, ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების სფეროში მოვიაზრებთ მაღალი დონის სკოლის მასწავლებლებს და უნივერსიტეტის პროფესორებს, რადგან საქართველოში რომ გაიზრდება ადამიანი პროფესიონალად, ის უნდა იყოს კონკურენტუნარიანი.“ საქართველოში გაზრდილი, საზღვარგარეთ „კონკურენტუნარიანი“ ფიზიკოსი, გია დვალი, ასევე დაინტერესებულია ქართული იდეით. სუბარის თქმით, ფიზიკოსების ის ჯგუფი, რომლებიც წასულნი არიან საზღვარგარეთ და იქ მოღვაწეობენ, ჩართულნი არიან ქართული იდეის ჩამოყალიბების პროცესში. „გია დვალის აქ არყოფნა ტვინის გადინებად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის დაკარგავს საქართველოსთან კავშირს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წელიწადში ერთი–ორი თვე ჩამოვიდნენ და ლექციები წაიკითხონ სტუდნეტებთან და სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში იმუშაონ. ეს შესაძლებელია, ისინი ამაზე თანახმანი არიან“, – ამბობს სუბარი. მისი თქმით, უცხოეთში წასული ქართველების პოტენციალი დიდია, მაგრამ მათ საქართველოში მყოფ სტუდენტებსაც გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, რაც ქართული იდეის კონცეფციის ნაწილია. სუბარის თქმით, ამ მოძრაობაში ყველასთვის კარი ღიაა. ის ამბობს, რომ ამ იდეის ქვეშ პირველი ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანდა. სტუმართა შორის იყო მისი ძმა – გია გაჩეჩილაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
itv ქდმ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qdm-150x150.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები თვლიან, რომ 2010 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტში პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qdm1.jpg itvს ლინკი -
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/27774_1483918941785_1348204887_1309090_2071620_n-300x197.jpgსაქართველო მსოფლიოს ყველაზე არამშვიდობისმოყვარე ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა მშვიდობის წლევანდელი გლობალური ინდექსით, რომელსაც ტრადიციულად აქვეყნებს ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი. 2010 წლის ინდექსით, საქართველომ 142-ე ადგილი დაიკავა და ათეულში რუსეთთან, ისრაელთან, ავღანეთთან, პაკისტანთან, ერაყთან, სომალისთან, სუდანთან, ჩადსა და კონგოსთან ერთად აღმოჩნდა. “რადიო თავისუფლება” Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/ipn-opozicia-tbilisi-mariot-33e33f_big.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მისი კონცეფცია, სახელწოდებით: “ქართული იდეა, ანუ თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება” საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო. სუბარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთიანობის გარეშე ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა შეუძლებელია, რეალური ერთობა კი, შესაძლებელია მაშინ, როდესაც გაერთიანების მონაწილეთა ხედვები ძირითად და პრინციპულ საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს, რომელთა ინტერესების ასახვაც პოლიტიკოსების მიზანი უნდა იყოს. ”ვფიქრობ, დადგა დრო, საზოგადოებამ მსჯელობა და ხედვების შეჯერება დაიწყოს” – განაცხადა ყოფილმა ომბუდსმენმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოსაგვარებლადაც. სოზარ სუბართან შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები, ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი და ”ალიანსი საქართველოსთვის” ყოფილი წევრი კოკა გუნცაძე. დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სოზარ სუბარის “ქართული იდეის” გარშემო ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნება. “რადიო თავისუფლება” Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fuli113.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8875 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 აშშ დოლარი1,8875 ლარი. დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ყიდვა 1,8650 ლარად იყო შესაძლებელი. ლარის კურსი ევრორს მიმართ 2,2599 ლარის ნიშნულზე დაეცა. ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი _ 1 ევრო2,2599 ლარი. დღეს 1 ევროს ყიდვა 2,2254 ლარად იყო შესაძლებელი.ა იხილეთ epn.ge
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8875 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
-
/get_img?NrArticle=1723&NrImage=2 არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან (ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა) კანონმდებლობა იცავს. გადაცემა „ვა-ბანკში“ „ნიჭიერის“ მონაწილე უკვე მეორედ მიიწვიეს. გუშინდელი, 8 ივნისის, გადაცემის სტუმრები ”ნიჭიერის” ფინალისტები - 13 წლის ანა ხანჩალიანი და 14 წლის მარიამ კახელიშვილი იყვნენ. გადაცემის ანონსი მაყურებლებს აუწყებდა, რომ არასრულწლოვნებს ”დიდი ფულის მოგებისთვის” უნდა ეთამაშათ. ”ვა-ბანკი” რუსთავი ორის ეთერში სამშაბათობით გადის. შოუს მონაწილე თამაშის დასაწყისშივე 26 კეისიდან, რომლებშიც 1-დან 50 000 ლარამდე ოდენობის თანხაა მოთავსებული, ერთ-ერთს ირჩევს. დარჩენილ 25 კეისს კი თამაშის განმავლობაში ხსნის. მოთამაშემ არ იცის, მის მიერ არჩულ კეისში, რა ოდენობის თანხა იმალება. იგი მისი საკუთრება ხდება. მოთამაშის მთავარი მოწინააღმდეგე ბანკის წარმომადგენელია, რომელიც თამაშის განმავლობაში სხვადასხვა ფასად მოთამაშისგან კეისის ყიდვას ცდილობს. ანა ხანჩალიანმა და მარიამ კახელიშვილმა სამი ათასი ლარი მოიგეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ გადაცემაში არასრულწლოვანთა მონაწილეობით «მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის» მე-2 და მე-13 მუხლები დაირღვა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლში წერია, რომ ”1. ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან. 2. მაუწყებლობაში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით. ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის 1 პუნქტი მიუთითებს: ”აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება.” ”მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ითვალისწინებს ზუსტად იმას, რომ აზარტულ თამაშებში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ არასრულწლოვნებმა, რადგან ასეთი ტიპის თამაშები არასრულწლოვნებს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებენ, ან იწვევენ მათ დამოკიდებულებას ამ თამაშების მიმართ,”- ამბობს თამარ კორძაია. რესპონდენტი ამბობს, რომ ”ვა-ბანკიც” აზარტული ტიპის გადაცემაა, რადგან მოთამაშის მოგება შემთხვევაზე არის დამოკიდებული. მოთამაშე ”ხელს აჭერს ღილაკს და ამ ფორმით რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის აზარტული თამაში, რომელშიც არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანმა”. კორძაია იმასაც ამბობს, რომ ამგვარი გადაცემა შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს არა მარტო მონაწილე, არამედ გადაცემის მაყურებელი არასრულწლოვნებისთვისაც. ფსიქოლოგი, კავშირის «საფარი» თავმჯდომარე, ნატა ზაზაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის გადაცემებში მოზარდების მონაწილეობა არ არის მიზანშეწონილი, თუმცა, შედეგი მაინც ინდივიდუალური იქნება: ”რეალურად შეიძლება ამ ბავშვებზე არანაირი მომაკვდინებელი გავლენა არ მოახდინოს აზარტულმა თამაშმა, ზოგიერთ ბავშვს საკუთარი ღერძი აქვს და მოზარდობის ასაკში თავისი იდენტობის პრობლემა კარგად აქვს გადაჭრილი. ამიტომ, მსგავსი თამაშები შეიძლება ნაკლებად საზიანო იყოს.” ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მშობლის ნებართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თვითონ მშობელიც ვერ აცნობიერებს, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოზარდს. ”რისკ ჯგუფში არშემავალი ბავშვისთვის გადაცემაში მონაწილეობა შეიძლება დიდი ზიანის მომტანი არც იყოს... მაგრამ არსებობს რისკ ფაქტორები, რომლებიც ალბათობას ზრდიან, რომ ამ ბავშვებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინონ, ნორმიდან გადახრილი ქცევის შედეგად კანონი დაარღვიონ. რისკ ფაქტორიანი მოზარდი თუ მოხვდება გადაცემაში, შეიძლება ასეთ ბავშვზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მან უფრო მწვავე ზეგავლენა მოახდინოს,”- მიაჩნია ნატა ზაზაშვილს. ნეტგაზეთის რესპონდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ სხვა აზარტული ტიპის დაწესებულებებს (მაგ. ტოტალიზატორი) ” ვა-ბანკს” ვერ შეადარებს, რადგან ისინი კიდევ სხვა სირთულეებს წარმოქმნის: ”იქ (ტოტალიზატორში) თუ წააგე, ფულის გადახდის დროს ამ ფაქტმა შეიძლება კანონის დარღვევისკენ უბიძგოს მოთამაშეს. ეს გადაცემა ამ მხრივ დაცულია, რადგან ან მოიგებს, ან არ მოიგებს,”-ნატა ზაზაშვილი. ზაზაშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მაინც მოზარდის ინტერესების გათვალისწინებაა. ნეტგაზეთი «ვა-ბანკის» პროდუსერ გიორგი ხაბურძანიას ვერ დაუკავშირდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://a.pix.ge/m/r0chc.jpgრაფაელ ბენიტესი კვლავ უტევს თავის ყოფილ კლუბ “ლივერპულს” , რათა განახორციელოს ტრანსფერები და ძველი შეგირდები თან გაიყოლოს. ის £33 მილიონიან შემოთავაზებას აკეთებს კიუიტისა და მასკერანოს სანაცვლოდ. რაფამ კარგად იცის “წითლების” ფინანსური მდგომარეობა და მზადაა გამოიყენოს ეს. მასკერანოს ბედი თითქმის გადაწყვეტილია, ის გაჰყვება ბენიტესს, თუმცა კიუიტის მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. “მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. აღფრთოვანებული ვიყავი, როცა შემომთავაზა “ლივერპულში” გადმოყვანა. მან არ დაიშურა რჩევა-დარიგებები, რომ ასეთი ფეხბურთელი დავმდგარიყავი.” - განაცხადა კიუიტმა. “მე ბევრი რამ მაქვს წაკითხული, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლა, როცა ის ინტერში გადავიდა [გულისხმობს თავის თავს], თუმცა მე მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ ახლა კონცენტრირებული, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.“ “მე მაკავშირებს კონტრაქტი “ლივერპულთან” და ეს უნდა გავითვალისწინო, რადგან ის დიდი კლუბია და ჩემთვის ძალიან კარგია.” მასკერანოსთვის უკვე მეორე წელია ბარსელონა იბრძვის, თუმცა შარშან მან განაცხადა, რომ “ლივერპულში” ის ბედნიერი იყო და არსად გადასვლა სურდა. წელს კი დიდი სიამოვნებით გაჰყვება ბენიტესს … წყარო: dailymail.co.uk View the full article
-
http://farm1.static.flickr.com/38/76668523_0a0aa7804e.jpg შემოგთავაზებთ იმ თარიღებს, წლებს, რომლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა და ლივერპულის ისტორიაში დიდ ადგილს იკავებდა. 1892 წელი:ამ წელს შეიქმნა საფეხბურთო კლუბი ლივერპული ენფილდის მფლობელმა ჯონ ჰოლდინგმა კი დატოვა ენფილდი. 1901 წელი: ლივერპულმა მოიგო პირველი ტიტული. 12 ჩატარებულმატჩში 9გამარჯვებით დაასრულეს. 1914 წელი: ლივერპულმა მოიგო ფა თასი, ფინალში ბარნლი დაამარცხა. 1959 წელი: ბილ შენკლი მოევლინა ლივერპულს მწრთვნელის ამპულაში.1964 წელი: შეიძლება ეს რთული დასაჯერებელი იყოს,მაგრამ ლივერპულმა წითელი ფორმიტ ამ წელს დაიწყო ასპარეზობა როგორც მოგეხსენებათ თავდაპირველად მათ ევერტონთან ერთად ლურჯებს უწოდებდნენ. 1973 წელი: ბილ შენკლიმ მოაგებია ლივერპულს პირველად უეფას თასია ბორუსიას წინააღმდეგ ანგარიშიტ 3:0. 1974 წელი: ამ წელს ბილ შენკლი თავისი თანამდებობიდან გადადგა. მან ლივერპულს 3 ტიტული მოაგებია ორჯერ ფა თასი და ერთხელ უეფას თასი. 1977 წელი: ლივერპულმა დაამარცხა რომა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გაიმარჯვა. 1981 წელი: ლივერპულმა მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ლივერპულმა რეალს მოუგო ანგარიშიტ 1:0. ამ წელს ასევე მან მოიგო ლიგის თასი ვესთ ჰემის წინააღმდეგ. 1983 წელი: 44 წლის შემდეგ რაც ფეხბურთს თავი დაანება ბობ პეისლმა იგი გახდა ლივერპულის მწრთვნელი. მან მოიგო სამჯერ ევროპის თასი,ექვსჯერ ლიგის თასი,ერთხელ უეფას თასი,ერთხელ უეფას სუპერ თასი,და ლივერპულის ისტორიის ყველაზე წარმატებულ მწრთვნელად დასახელდა. 1984 წელი: ლივერპულმა მოუგო რომას ევროპის თასის ფინალი საკუთარ ენფილდზე პენლების სერიაში. 1985 წელი: ლივერპული დაუპირისპირდა ევროპის თასის ფინალშI იუვენტუსს ამ დღეს 39 იტალიელი ფანი დაიღუპა. 1989 წელი: ლივერპულის 25,000 ქომაგი გაემგზავრა ჰილსბურგში ფა თასის ფინალის საყურებლად.1992 წელი: ლივერპულმა მოიგო ფა თასი. ლივერპულა სანდერლენდი დაამარცხა 2:0. 2001 წელი: ლივერპულმა მოიგო ფა თასი და უეფას თასი.2004 წელი: რაფა ბენიტესი ლივერპულის მწრთვნელი გახდა. 2005 წელი: ამ წელს ლივერპულმა მილანი დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ის შეძლო რაც საფეხბურთო ისტორიაში არავის გაუკეთებია. 2006 წელი: ლივერპულმა კიდევ ერთხელ მოიგო ფა თასი ვესტ ჰემის წინააღმდეგ პენლების სერიაში. 2007 წელი: ლივერპულმა შეიძინა 23 წლის ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი. 2008 წელი: ლივერულს ტორესთან ერთად არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. 2009/10 წელი: ლივერპულმა ჩააგდო სეზონი. 2010 წელი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დატოვა View the full article